არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jun 04, 2012 8:34 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jun 05, 2012 2:48 pm

ბატონო მიხო !!!სულითა და გულით გილოცავთ ახალ წიგნს. flower flower flower
ქართველ მკითხველებს ვულოცავ თქვენს ახალ წიგნს!
ძალიან,ძალიან გამიხარდა! sunny
და გულიც ძალიან დამწყდა მხოლოდ ახლა ვნახე.Sadდავაანონსე ურაკპარაკზე ლიტმოვლენებში
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jun 06, 2012 8:52 am

დიდი მადლობა, ნინი...
გუშინ ჩატარდა, სულ ოციოდე წუთი გაგრძელდა (მეტი არც იყო საჭირო) და კარგი გამოსვლები იყო... Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jun 08, 2012 2:19 am

დაანონსებულია ურაკზე.მადლობა საიტის ადმინისტრაციას
როგორი კარგი ტურია sunny
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Jun 10, 2012 2:47 pm

დაანონსებულია ფორუმ გეზეცSmileლიტერატურის განყოფილებაში
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Jun 10, 2012 6:05 pm


კომპოზიციის ავტორი - ანა მარტი (ფეისბუკიდან - https://www.facebook.com/fshavlis.asuli)



2012 წლის 15 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის თეატრის მცირე დარბაზში (აღმაშენებლის გამზ. #99) გიწვევთ "სანათას" წარდგინებაზე.

წიგნის დასახელება -"სანათა"
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემლობა "საუნჯე"
2012 წელი

პროექტი აერთიანებს სამ წიგნს:

1."სანათას სახლი"
2"სანათას წიგნი"
3 "სანათას სკივრი"

სამ წიგნს მიიღებთ ერთის ფასად, 10 ლარად და სასაჩუქრე ნაკრებს – 15 ლარად.
გამომცემლობა "საუნჯე".


sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Jun 10, 2012 6:16 pm

nini wrote:
დაანონსებულია ფორუმ გეზეცSmileლიტერატურის განყოფილებაში

http://forum.ge/?f=18&showtopic=34399940 - ნინი, დიდი მადლობა ამისთვის!..

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jun 18, 2012 11:36 am

თბილისი, 18 ივნისი, 2012 წელი
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა

ჟიურიმ 188 წიგნიდან 42 ფინალისტი დაასახელა.
ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ „საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 188 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 42 საუკეთესო მოხვდა.

ივნისის მიწურულს თიბისი ბანკში “საბას” რიგით მეათე საზეიმო დაჯილდოება გაიმართება. „საბას” პრიზებსა და ფულად პრემიებს 2011 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები მიიღებენ.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

“საბა” წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. 5-კაციანი ჟიურის მიერ, პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ცალკე გაიცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.

წლევანდელი ნომინაციების ფინალისტების სია ასეთია:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1. ზვიად კვარაცხელია, ყიფლიბანდი (ინტელექტი)
2. ზურაბ ლეჟავა, სინაღდე სიყალბისა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. მიხო მოსულიშვილი, მადლის ქვა (სიესტა)
4. დავით ქართველიშვილი, 6 სიზმარი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. ცირა ყურაშვილი, ხიზნები კომანის მონასტერთან (ინტელექტი)
6. ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1. ცირა ბარბაქაძე, უცხოქალაქი (უნივერსალი)
2. ელგუჯა მარღია, ნაბადი (სვეტი)
3. პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)
4. ვაჟა ხორნაული, სიტყვები - სიყვარულის თვალები (თობალისი)
5. კატო ჯავახიშვილი, ჭუპრი (საუნჯე)

წლის საუკეთესო რომანი
1. ზაზა ბურჭულაძე, გასაბერი ანგელოზი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. აკა მორჩილაძე, Oბოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. ირაკლი სამსონაძე, ლეას-საათი (ინტელექტი )
4. ზურაბ ქარუმიძე, მელია ტულეფია: Foxtrot (სიესტა)

წლის საუკეთესო დებიუტი
1. ეკატერინე ახვლედიანი, ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმი" (დიოგენე)
2. სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)
3. ნინო გუგეშაშვილი, ფეისკონტროლი (დიოგენე)
4. ჯაბა ზარქუა, ვარმშტადური პარადოქსი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. უჩა ზაქაშვილი, ხელით ნაქსოვი თოჯინები (საუნჯე)
6. სანდრო ნავერიანი, არგენტინული პიტბული (სიესტა)
7. გიორგი ოქროპირიძე, ლექსები (გამოიცა ავტორის ხარჯით)
8. სალომე სულაბერიძე, ჰამალ (არეტე)
9. ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)

წლის საუკეთესო თარგმანი
1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის "უთვისებო კაცი", წიგნი II (დიოგენე)
2. ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს "კომედიები”, ტომი IV (ლოგოს პრესი)
3. ნათელა გავაშელი, ჩესლავ მილოშის "ისას დაბლობი" (ინტელექტი)
4. ქეთი ქანთარია, ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება" (სიესტა)
5. ბელა შალვაშვილი, ფირდოუსის "შაჰნამე" (ნეკერი)
6. გივი შახნაზარი, ნაჰაპეტ ქუჩაკის "ას ერთი ჰაირენი" (ექსკლუზივ პრინტი)
7. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი" (დიოგენე)
8. დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა
1. გურამ ბათიაშვილი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი (ლიტ. პალიტრა)
2. ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. გურამ მეგრელიშვილი, ნაღალატევ ქმართა პირველადი დახმარებისა და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი (დიოგენე)

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
1. რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი მეოცე საუკუნე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ნოდარ გრიგალაშვილი, თანმდევი სული (ახალი საქართველო)
3. გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. დათო ქარდავა, ტუალეტში საკითხავი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
1. ივანე ამირხანაშვილი, თავისუფლების პარადოქსები (ინტელექტი)
2. ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)
3. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მითის პოეტური ტრანსფორმაცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში (წყაროსთვალი)

ბმული - http://www.tbcbank.ge/data/file_db/Rt7tnKFTc__press%20release_short%20list-2012.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jun 20, 2012 1:03 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jul 04, 2012 4:42 pm

ვაიმეეე
ბელას წიგნის პრეზენტაცია ვნახე აქ და ურაკზეც ადმინისტრაციამ დააანონსა კიდეც თავის დროზე.. საბას ნომინანტების სია კი არ მინახავს.Sad
შემთხვევით სხვაგან გადავაწყდი და მიხო მოსულიშვილი რომ ვნახე ''შემოვვარდი''აქ Very Happy
ბატონო მიხო, ისე გულგრილად ვუყურებდი საბას და ახლა სულმოუთქმელად ველოდები.
ეს კონკურსები ძალიან პირობითია და ზოგადად, ჩემთვის დიდ არაფერს ნიშნავს,მაგრამ ყველაფერი რაც თქვენს სახელს ან შემოქმედებას უკავშირდება განსაკუთრებულად ძვირფასია. sunny
უბრალოდ შემოვედი და ბატონ მიხოს ,არაჩვეულებრივ ადამიანს და ნიჭიერ მწერალს ,კიდევ ერთხელ ''მოვუტანე''მკითხველების და მისი მეგობრების დიდი სიყვარული, პატივისცემა და გულშემატკივრობა..
flower flower flower

Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jul 04, 2012 4:47 pm

სმაილებში აქ ჩახუტების სმაილი აკლიაSad და კიდევ ძალიან მაინტერესებს როგორ ჩაიარა ლიტერატურულმა ტურმა ჩარგალში და სურათები იმ დღისSmile
აუტანელი ვარSmileმაგრამ აქაურობა მიყვარს flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Jul 05, 2012 7:39 am

ნინი, დიდი მადლობა... Smile

"საბას" საბოლოო შედეგები იქნება 9 ივლისს, 22:00 საათზე და ვნახოთ...

ისე კი, რა თქმა უნდა, პირობითია კონკურსები, მაგრამ რაც მეტი იქნება, მით უკეთესი ჩვენი მწერლებისთვის...

ჩარგალის ტურის ფოტოები არის შემდეგ ბმულებზე:

* https://www.facebook.com/media/set/?set=a.374933349239412.81783.310834945649253&type=1

* https://www.facebook.com/media/set/?set=a.330813130329854.74168.100002035099487&type=1

ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ექსკურსანტების ნაკადი არა წყდებოდა ჩარგალში და წარა-მარა ჩერდებოდნენ ხან დიდი, ხანაც მომცრო ავტობუსები თუ სამარშრუტო ტაქსები...
ვაჟას სახლთან რიგი იყო, როდის რომელი ჯგუფი უნდა შესულიყო...

"ჩემს კარზე ივლის ქვეყანა,
რო ფშავისხევი ლაშარში"


აი, ეგეთ სტრიქონებად გამოთქვა მარიამ ხუცურაულმა ვაჟას ნათქვამი და...
აკი დავიარებით კიდევაც...

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jul 13, 2012 12:14 am

ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები

12 ივლისი, პარასკევი, 2012


პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”
* რეზო ჭეიშვილი

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
* ბესო ხვედელიძე, წითელი (საუნჯე)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
* პაატა შამუგია, დაუჯდომელი (სიესტა)

წლის საუკეთესო რომანი
* აკა მორჩილაძე, Oბოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო დებიუტი
* სალომე ბენიძე, მოხსენებითი ბარათი (ინტელექტი)
* ეკატერინე ტოგონიძე, ანესთეზია (საუნჯე)

წლის საუკეთესო თარგმანი
* დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა
* ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
* გიორგი მაისურაძე, ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
* ლევან ბრეგაძე, ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)


ჟიური
ზურაბ კიკნაძე,
ბიძინა მაყაშვილი,
ანდრო ბუაჩიძე,
გიგა ზედანია,
თეონა დოლენჯაშვილი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Sep 14, 2012 9:20 am

დღეს, ტელეიმედის "დღის შოუ" 12.30 წუთიდან დაეთმობა ხვარამზეს და ხვარამზეობას... პირდაპირ ეთერში ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად გამართული პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსის და გამომცემლობა "საუნჯის" ახალი გამოცემის სატელევიზიო წარდგინება.
წარმდგენები: მარიამ ხუცურაული – ა/კ "ჩვენი ფშავი" და მარიამ წიკლაური – გამომცემლობა "საუნჯე" .



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Oct 25, 2012 3:02 pm



წიგნი – "მარტოობის ასი წელიწადი"
ავტორი – გაბრიელ გარსია მარკესი
თარგმანი - ელზა ავლედიანი
რედაქტორი - მაია ალუდაური
კომპიუტერული უზრუნველყოფა – დათო მოსიაშვილი
ყდის დიზაინი – ეთერ გზირიშვილი
ISSN 1987-9628
ISBN 978-99941-19-721-5
გამომცემლობა – "პალიტრა L"
გვერდები – 405
ენა – ქართული
ფასი - რვა ლარი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Nov 04, 2012 11:11 pm

ახალი მასალები ქეთევან დედოფალზე

2012 წლის 9 ნოემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, საჯარო ბიბილიოთეკის, სავარაუდოდ, საკონფერენციო დარბაზში Hirotake Maeda მოსხსენებას წაიკითხავს ქეთევან დედოფლის შესახებ.

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ მობრძანდეთ!


https://www.facebook.com/hirotake.maeda
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Nov 27, 2012 1:17 pm



ჟურნალ „ახალი საუნჯის“ პრეზენტაცია

Festival - Restaurant Divan | ფესტივალი - რესტორაცია დივანი's ღონისძიება 29 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე


გამომცემლობა „საუნჯე“ გეპატიჟებათ ტექსტებისა და კონტექსტების ჟურნალ „ახალი საუნჯის“ პრეზენტაციაზე 29 ნოემბერს, 19 საათზე ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ (გალაკტიონის 3/5)

პირველ ნომერში ნახავთ:

1. ნომრის ავტორები

შალვა ბაკურაძე

პოეზიისგან ერთხელ მაინც თუ მიიღე კმაყოფილება, მორჩა, აღარაფერი გამოვა (მოამზადა დიანა მიქაძემ).
შალვა ბაკურაძის სხვადასხვა პერიოდის ლექსები
ზურაბ კიკნაძე _ ორიოდე სიტყვა ტექსტისათვის <განგებულება ხორცთ...>

ენ სექსტონი

ლექსები (ანი კოპალიანის, ლელა სამნიაშვილის, სალომე ბენიძის, დავით გაბუნიას, შოთა იათაშვილის და ქეთი გზირიშვილის თარგმანები)
მაქსინ კუმინი, დაიან ვუდ მიდლბრუკი და კურტ ვონეგუტი ენ სექსტონის შესახებ

2. გალაკტიონოლოგია

ცირა ყურაშვილი _ გადია, ვარდები, კრაზანები, ყველი და მსხალი
გალაკტიონ ტაბიძე _ გადია (ფრაგმენტი)

3. არქივიდან

კარლო კაჭარავა _ მე-10 სართულის ისტორიიდან

4. მოგზაურის ჩანაწერები

ბესო ხვედელიძე _ ნამასტე (გზამკვლევი ნეპალში წამსვლელთათვის)

5. კრიტიკა, ესეისტიკა

დავით ანდრიაძე _ SOS! სტალინი მახსოვს ბავშვი
ლელა კოდალაშვილი _ ლიტერატურული ფარისევლობანი
მარიამ წიკლაური _ უყურადღებოდ დარჩენილი ქართული საბავშვო ლიტერატურა

6. ლიტერატურული სიახლეები

ბელა ჩეკურიშვილი _ ქართული სიტყვა საზღვრებს გარეთ (2012 წლის შემოდგომა)

7. თარგმანის კრიტიკა

ანი კოპალიანი - მანანა მათიაშვილის მიერ ნათარგმნი ელიზაბეტ ბიშოპის ლექსის კრიტიკული ანალიზი.
მანანა მათიაშვილი - ანი კოპალიანის მიერ ნათარგმნი მაია ენჯელოუს ლექსის კრიტიკული ანალიზი.


მთავარი რედაქტორი - შოთა იათაშვილი
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
დიზაინი - თეა აკობიძე
დაკაბადონება - ნიკა ხვედელიძე

ჟურნალის ფასი: 5 ლარი


ბმული - https://www.facebook.com/events/439579819434898/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Nov 28, 2012 11:34 pm

ახალ წიგნს ვულოცავ ბატონ მიხოს. sunny
წაღებულია ეს სიახლე ურაკზეცSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 22, 2012 6:12 pm

მოვედი...Smileუცერემონიო არსებაSmile

მიხარია ბატონი მიხოს წარმატებები...
გული მწყდება რომ ცოტა ''ჩუმად''ხდება ეს ყველაფერი..
და რისთვის მოვედი ამჯერზე და მინდა საახალწლო დიზაინი აქSmile
ბატონ მიხოს დავუტოვე გულთბილი მოკითხვა და სითბო...
და ეს არ გამიბრაზდეს და ძალიან სიმპატიურად და ახალგაზრდულად გამოიყურება Smile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 22, 2012 9:38 pm

ვაიმეეეSmile
ძალიან,ძალიან გამიხარდა ...
დედას ვფიცავარ როგორ პატარა ბავშვს...
ძალიან მომეწონა ახალი წლის მოლოდინი ,დიზაინი არმურზე...
მიყვარს აქაურობა და მეძვირფასება..
დიდი,დიდი მადლობა ბატონო მიხო
sunny sunny sunny
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 27, 2012 7:19 pm

ბატონი მიხოს საბავშვო პიესის დადგმა ძალიან მიხარია.
არაჩვეულებრივი საჩუქარია პატარებისთვის..
პს ბევრ საიტებზე შევდივარ და ყველაზე მაგარი საახალწლო დიზაინი ჩვენ გვაქვს აქSmile
თან რომ არ მეორდება არცერტ წელს ისეთიSmile
flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 31, 2012 4:08 pm

ახალი წელი მივულოცოთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს

იქნებ ოდესმე ჩვენს ბავშვებსაც, მათ დიდ უმეტესობას, 6 იანვრის ასეთ ლამაზ თოვლიან ღამეს დაძინებულთ, შობის დილას ასეთ ზღაპარში ეღვიძებოდეთ და პერსონალურად ხვდებოდეთ ასეთი მბრწყინავი საჩუქრები!
ჯერ კი... უკანა ფშავის, ივრის ზემო დინების და პანკისის ხეობის ბევრ სოფელში ბევრი პატარა ლამპისა და ჭრაქის სინათლეზე იძინებს, დილა ბუხრის და ღუმლის სუნ–სითბოთი სავსე სახლებში უთენდება და საშობაო საჩუქრებადაც ბებოების ნაშრობი ჩირ–კერკი, ქადა–პურები და დედ–მამების დანაზოგით (ხშირად თვლით) ნაყიდი ჩინურ–თურქული საჩუქრები და ტკბილეული ხვდება...
თქვენ მეტყვით, უფრო მადლიანიაო...
მადლიანი კია, მაგრამ... აბა, მათ გულებშიც ჩავიხედოთ!
ხვალ თბილისში სტუმრად ველი ჯაბანიშვილების მრავალშვილიან ოჯახს შუაფხოდან "იმედის გმირების" ფინალში მონაწილეობისათვის. მათზე ფიქრისას გაჩნდა იდეა, გავულამაზოთ ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს შობა–ახალწლის ერთი დღე...

აბა, მსურველები და ფშავსა და ფშავლებზე დაფიქრებული და გულატკივებული ადამიანები შემეხმიანეთ...

ააიპ "ჩვენი ფშავის" ანგარიში ნომერი სს "საქართველოს ბანკში" GE95BG0000000982812800 - გადარიცხე ათი ლარი და ახალი წელი მიულოცე მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს...


ხომ აქვს ყველას იმისი საშუალება, თავის საშობაო სუფრას მოაკლოს 10 ლარი (დაამატოს საბანკო მომსახურების ერთი ლარი) და ალალად შეხედოს კაცსაც და ღმერთსაც, რომ საშობაოდ ყველაზე დიდი ქველმოქმედება გასწია... სიხარული აჩუქა ბავშვებს, ვითომც თავშესაფარი მიეცეს უფლით სავსე ღვთისმშობელისათვის...

ბმული - https://www.facebook.com/events/366532386776599/

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 01, 2013 9:48 pm



წიგნი – "მოთხრობები"
ავტორი – ხორხე ლუის ბორხესი
თარგმანი - დათო აკრიანი
რედაქტორი - ელენე სალარიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა – დათო მოსიაშვილი
ყდის დიზაინი – ეთერ გზირიშვილი
ISSN 1987-9628
ISBN 978-9941-19-815-1
გამომცემლობა – "პალიტრა L"
გვერდები – 368
ენა – ქართული
ფასი - რვა ლარი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Feb 19, 2013 9:58 pm



მიხო მოსულიშვილის ელექტრონული გამომცემლობა ”მიმოსი”

წაიკითხეთ თანამედროვე ქართველი მწერლისა და დრამატურგის, მიხო მოსულიშვილის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე დაწერილი და თქვენთვის ელექტრონულ წიგნებად აკინძული რომანი, ასევე მოთხრობებისა და პიესების 7 კრებული, მხოლოდ ”საბას” ელექტრონული წიგნების სახლში!



პატივისცემით,
ელექტრონული წიგნების სახლი
„საბა“

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 25, 2013 2:26 pm



ლიტერატურულ კონკურსზე, „საბა“ 2013-ზე წარმოდგენილი 220 წიგნის განაცხადი - http://saba.com.ge/content/download/sabalonglist.pdf

ლურჯად მონიშნულია ის ნაწარმოებები, რომლების წაკითხვაც უკვე შეგიძლიათ ელექტორნულ ფორმატში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 41 of 42Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: