არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 23 ... 42  Next
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 13, 2009 10:07 pm

გილოცავთ!!!

არმურის კარზედ ვერ სცნობენ
ავსა თუ კეთილმოსურნეს!
თავად საფიხვნოს ჩამოსხდნენ
მე - გამაახალმოსულეს.

თავს ვუთხარ, ნუღარ იჯავრებ,
ნუმცა ხარ შენ მოუცლელი,
ცხელ-ცხელ პოსტებით გაავსე
ვირტუალური ფურცლები,
თავ შააბრალე მოფიხვნეთ,
ქვეყნად არც რაა უცვლელი,
ღმერთმ ნუ ჰქნას,მოსული-შვილმა
გიწოდოს ''შინმოუსვლელი''!

p.s.

დღეს ,რაღაც,ლექსი არ მამდევს,
კენტად ვზი დიღმის ქარ...ქარში.
ამდენი ხმალი რად მინდა,
ერთიც არა მაქვს ქარქაში !

P.P.S.
აი სასწაული!

Posts : 50
Joined : 14 Dec 2008
Age : 47

ამასობაში ორმოცდამეათე გამოხმაურებაც დამიწერია და საფიხვნოსთან მდგარიც გავმხდარვარ!

ბაოს,მდგარს საფიხვნოსთანა,
გვერთ ამოუდგა ნინოი.
დაწინაურდა,მიეცა
სამღერალ -საღიღინოი.
ღვინოს სვამს, თანაც აკვირვებს
ვაჟებში ჯდომა ქალისა,
მაგრამ გულს მაინც უხარის,
სანათა რომ აქ არისა.
ერთი ქალ მაინც გამოდგა
საფერი ამ ამქარისა!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 1:50 am

Very Happy ან ბაო რის მაქნისია?!
ზისა და აცხობს კვერ-ქადას.
სანათა ნახეთ, ტყეებში
რო დასდევს თოფით მგელ-კატას!
ან დარბი ნახეთ,
რო აჯენს ბგერას ბგერაზე ლაივში!
ბაო, იმათი ცქერითა
ლექსის საღერღელს აიშლის.
თუ გამოუვა, ხო კარგი,
თუ არა - აცხოს კვერია!
ლექსის მსმენელზე ,ათასჯერ,
მშიერი უფრო ბევრია.
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 10:46 am

bao wrote:
Very Happy ან ბაო რის მაქნისია?!
ზისა და აცხობს კვერ-ქადას.
სანათა ნახეთ, ტყეებში
რო დასდევს თოფით მგელ-კატას!
ან დარბი ნახეთ,
რო აჯენს ბგერას ბგერაზე ლაივში!
ბაო, იმათი ცქერითა
ლექსის საღერღელს აიშლის.
თუ გამოუვა, ხო კარგი,
თუ არა - აცხოს კვერია!
ლექსის მსმენელზე ,ათასჯერ,
მშიერი უფრო ბევრია.

ჰოდა ბეგლარას ძაღლივით
მაგის ქოშინის ხმა,ისმის, Surprised
ქალბნელსა ვერ გაუგავა
იანვარი და მაისი,
დამიწვავ დანათოფები
მგელები სანათაისი
cheers cheers jocolor
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 11:41 am

nino darbaiseli wrote:
გილოცავთ!!!

არმურის კარზედ ვერ სცნობენ
ავსა თუ კეთილმოსურნეს!
თავად საფიხვნოს ჩამოსხდნენ
მე - გამაახალმოსულეს.

თავს ვუთხარ, ნუღარ იჯავრებ,
ნუმცა ხარ შენ მოუცლელი,
ცხელ-ცხელ პოსტებით გაავსე
ვირტუალური ფურცლები,
თავ შააბრალე მოფიხვნეთ,
ქვეყნად არც რაა უცვლელი,
ღმერთმ ნუ ჰქნას,მოსული-შვილმა
გიწოდოს ''შინმოუსვლელი''!

p.s.

დღეს ,რაღაც,ლექსი არ მამდევს,
კენტად ვზი დიღმის ქარ...ქარში.
ამდენი ხმალი რად მინდა,
ერთიც არა მაქვს ქარქაში !

P.P.S.
აი სასწაული!

Posts : 50
Joined : 14 Dec 2008
Age : 47

ამასობაში ორმოცდამეათე გამოხმაურებაც დამიწერია და საფიხვნოსთან მდგარიც გავმხდარვარ!

ბაოს,მდგარს საფიხვნოსთანა,
გვერთ ამოუდგა ნინოი.
დაწინაურდა,მიეცა
სამღერალ -საღიღინოი.
ღვინოს სვამს,,თანაც აკვირვებს
ვაjებში ჯდომა ქალისა,
მაგრამ გულს მაინც უხარის,
სანათა რომ აქ არისა.
ერთი ქალ მაინც გამოდგა
საფერი ამ ამქარისა!

"არა შეჯდა მწყერი ხესა,
არა იყო გვარი მისი"Very Happy
არც სანათა კაიყმებთან
საფიხვნოში ჯდომის ღირსი.
საჯალაბო არის მაგის
სასრულიც და დასაწყისიც,
იქვე მაგის დარბ-ბაოცა
ტარ-ხოკრით და ნემს სადგისით.
Crying or Very sad

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 11:55 am

არგანი wrote:
მთაში ასეთი წესია:
ახალ წელს დიდი თუ პატარა (100 წლის მოხუცებულიც) ციგაზე უნდა დაჯდეს და თოვლზე ისრიალოს.
ხო, მთავარი პირობაა, რომ ციგაზე უკუღმა (კურტუკუღმა) უნდა ისხდნენ...

მთელი დღე დედაქალაქში ვეძებდი კაი ციგასა,
შემთხვევით გადავეყარე ხელციგაიან ციგანსა,
ძვირი თქვა.რა უნდა მექნა,არ მიფიქრია დიდხანსა:
წავართვი_ახლა ჩემია(დარდი მოაკლდა ჯიგარსა),
შავჯდები, გავსრიალდები,გავაპობ თოვლს და გრიგალსა.

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 12:03 pm

არგანი wrote:
მართალი ხარ, სანათა, ქალები საჯალაბოში (მიხო, გახსენი საჯალაბო). Surprised

king

სანათა კი მართალია, არგანო, და სწორედ მაგრე იყო მთაშია, მაგრამა - მე მიხო არ ვიცი, მაგან მიხედოს თავის გაფუჭებულ საქმესა და, აექა "საჯალაბო" არ იქნებისა არაფრისდიდებით!
რახან - თანაბრები ვართ ყველანი და თანაც მეშინის, კაცოო - რო ჭკუის გაწვდენითა იქნება ზოგი კაცი საჯალაბოში მოჰხვდეს და ზოგი ქალი კიდევ - საფიხვნოს თავში წამოჯდეს და ჩამამაგდონ ჩემი ძელსკამ-საკარცხულიდამა ია-ვარდ-იასამნების რევოლუციითა.

აგერა, თეონა ქუმსიაშვილი მიმღერის ეხლა, რო -

***
ნეტაი, ბიჭო მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით გაგვასწორაო.

და მინდა მე აქ მაკრატელი?

მოკლეთ, აეგრე არისა, რო -
კაცებ ვართ თუ ქალებ, ბირდაბირები ვართ ჟამისა.
ეგ არი!

და
ნამდვილ ახალ წელს გილოცავთ ყველაყასა და -
რაც გინდა წესებ მაიგონეთ აქა ციგაობისა...
რა მაგარია ეს არგანი!
lol!
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 12:31 pm

ბობო wrote:

drunken

ბობორიკო, მართალი კი ხარ ნაწილობრივა და მეც ძაან ვერიდები ქალების შამოტევასა ხოლმე, მაგრამა მაინც ხო შამიმტევენ და - საცა წვრილია, იქ გაწყდეს, - უნდა ვთქო, რო:
საჯალაბო უნდა გახსნილიყო მაინცა...
თორო - ძაან ცუდ დღეში ვყავარ მე მაგათ თავიანთი კაფიებითა და ვეღარ ივარჯიშებდნენ ჩემზედა...

და ბაო რა იქნა, ნეტავი?
საპატრიარქოს რადიოში გადაცემა ჩავწერეთ ზალიკო სამადაშვილმა, ეთერო თათარაიძემა, ამირან არაბულმა და მე...
ჰოდა, როდის იქნება - ისევ ამერია, როდის უნდა მოუსმინოო, კი მითხრეს და ვერ დავიმახსოვრე...

ვაჟიკავ, კაცოო, ე რანაირათა და როგორა ჰშოულობ თურმე მაგ ციგასა, მე არ მათხოვებ? თორო შავრცხვები არგანთანა...

Basketball

და მრავალ ახალ წელს!

santa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 1:16 pm

გენდერი არ დაგერღვეთ, თორემ ქალები პარლამენტში იჩივლებენ Razz
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 1:18 pm

არჩანდა wrote:
ბობო wrote:
არგანი wrote:
მართალი ხარ, სანათა, ქალები საჯალაბოში (მიხო, გახსენი საჯალაბო). Surprised

king

სანათა კი მართალია, არგანო, და სწორედ მაგრე იყო მთაშია, მაგრამა - მე მიხო არ ვიცი, მაგან მიხედოს თავის გაფუჭებულ საქმესა და, აექა "საჯალაბო" არ იქნებისა არაფრისდიდებით!
რახან - თანაბრები ვართ ყველანი და თანაც მეშინის, კაცოო - რო ჭკუის გაწვდენითა იქნება ზოგი კაცი საჯალაბოში მოჰხვდეს და ზოგი ქალი კიდევ - საფიხვნოს თავში წამოჯდეს და ჩამამაგდონ ჩემი ძელსკამ-საკარცხულიდამა ია-ვარდ-იასამნების რევოლუციითა.

აგერა, თეონა ქუმსიაშვილი მიმღერის ეხლა, რო -

***
ნეტაი, ბიჭო მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით გაგვასწორაო.

და მინდა მე აქ მაკრატელი?

მოკლეთ, აეგრე არისა, რო -
კაცებ ვართ თუ ქალებ, ბირდაბირები ვართ ჟამისა.
ეგ არი!

და
ნამდვილ ახალ წელს გილოცავთ ყველაყასა და -
რაც გინდა წესებ მაიგონეთ აქა ციგაობისა...
რა მაგარია ეს არგანი!
lol!

drunken

ბობორიკო, მართალი კი ხარ ნაწილობრივა და მეც ძაან ვერიდები ქალების შამოტევასა ხოლმე, მაგრამა მაინც ხო შამიმტევენ და - საცა წვრილია, იქ გაწყდეს, - უნდა ვთქო, რო:
საჯალაბო უნდა გახსნილიყო მაინცა...
თორო - ძაან ცუდ დღეში ვყავარ მე მაგათ თავიანთი კაფიებითა და ვეღარ ივარჯიშებდნენ ჩემზედა...

და ბაო რა იქნა, ნეტავი?
საპატრიარქოს რადიოში გადაცემა ჩავწერეთ ზალიკო სამადაშვილმა, ეთერო თათარაიძემა, ამირან არაბულმა და მე...
ჰოდა, როდის იქნება - ისევ ამერია, როდის უნდა მოუსმინოო, კი მითხრეს და ვერ დავიმახსოვრე...

ვაჟიკავ, კაცოო, ე რანაირათა და როგორა ჰშოულობ თურმე მაგ ციგასა, მე არ მათხოვებ? თორო შავრცხვები არგანთანა...

Basketball

და მრავალ ახალ წელს!

santa

Exclamation

ახ, არჩანდავ, ნაწილობრივ ვარ მართალაი და შენ უფრო სწორად სჭრი, არა?
კარგი!
ეხლა მე აქ გავაკეთებ გამოკითხვას ამ თემაზე და მერე მაინც მიხვდებიან, რო - საკუთარი ტყავის გადასარჩენად სწვალობ და - არც არა გამოგდის...

Evil or Very Mad Rolling Eyes Shocked
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 5:45 pm

ჩვენ არც არვის ვემტერებით,
არც რა ვიცით გენდერების,
ნეტა თუ არ გეძნელებით
დასათმობად ეს "ძველები"?

:ქუეენ: :ქუეენ: :ქუეენ:

სამაია, სამსანათა, სამდარბისა,
ი სამ პაიუტ!
რაც არ მოსდით ჭკუაშია,
იმაზე ვიზას ნე დაიუტ!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 6:44 pm

bounce bounce ვაჟიკავ, კაცოო, ე რანაირათა და როგორა ჰშოულობ თურმე მაგ ციგასა, მე არ მათხოვებ? თორო შავრცხვები არგანთანა...

Basketball

ციგას გაჩუქებ ოქროსას,მნახველი გაჰკვირდებისა,
აღმართ-დაღმართზე თანაბრად გასხლტება,გაბრწყინდებისა,
შენ თუ სადღაცა მიაგდებ,თვითონ არ მაგცილდებისა_
ცხვარივით აგყვებ-დაგყვება,განზე არ გაგიდგებისა,
ამ ლექსს თუ მიუფანდურებ,ცაშიაც გაფრინდებისა!

bounce cheers bounce Basketball cheers

და მრავალ ახალ წელს!

santa[/quote]

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 14, 2009 6:50 pm

[quote="nino darbaiseli"]გილოცავთ!!!

არმურის კარზედ ვერ სცნობენ
ავსა თუ კეთილმოსურნეს!
თავად საფიხვნოს ჩამოსხდნენ
მე - გამაახალმოსულეს.

ვერაფერი შეედრება
შენს გალექსილ ბარათებსო.

ოქრო შინ და ოქრო გარეთ
ერთნაირად ანათებსო...

გაიხარე და იცოცხლე
ასს კი არა,ათას წელსო!

sunny queen sunny cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Jan 15, 2009 1:10 pm

lol! rendeer drunken

დიდი "გაიწი-გამაიწის" და "დაკა-დაკას" მემრე აექ გაიხსნა "საჯალაბო".
ვინც იცის, ეს რა არის, ხო კარგი და ვინც არ იცის, სასწრაფოდ გაიგოს საიდანმე, თორო - ბობორიკი ძაან იმუქრება, რომ - შავად ექნებათ უცოდინარებს საქმეო...

Wink

არადა, რა უცნაურია, რო - თავად ქალებს მოუნდათ "საჯალაბოს" გახსნა და შიმშილობითაც დეემუქარნენ ბობორიკსა, რო - თუ არ გაგვიხსნი, შიმშილობას გამავაცხადებთაო!
და - გვინდა ჩვენ აქ კარვები და მოშიმშილეები?

rendeer No Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 16, 2009 10:22 am

არ ვიცი, ეს რომელ თემაში უნდა მოვათავსო.
უფრო ჩვენს ჟურნალისტებს მინდა მივაწვდინო ხმა.
ჩემს კომპს პრობლემები აქვს და თავად ვერ გავეცნობი ამ მასალას,მაგრამ იქნებ ვინმესთვის საჭირო და საინტერესო იყოს.

ასეთი ი-მეილი მივიღე ჩემი შვილისგან:

დედი, იქნება ეს საქართველოში გაავრცელო... დღეს ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეს რეკლამა ჩაირთო და ლამის გავგიჟდი!!!
მოუპარავთ ქართული ის კლიპი "შატილის ასულო", და აი ასეთი რეკლამა გაუკეთებიათ მაკედონიაში და აქ აჩვენებენ... ნახე, შეადარე და გაგიჟდები :

http://www.youtube.com/watch?v=PtYrDVqr7IQ
http://www.youtube.com/watch?v=6bu9Z4rqH0A

პ.ს.:აქ ,შინაურობაში იმას ვარკვევთ,ლექსი''შატილის ასულო '' ვინ დაწერა სინამდვილეში, ამ დროს იქ - გარეულობაში კლიპ ''შატილის ასულოს'' ითვისებენ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 16, 2009 10:33 am

nino darbaiseli wrote:
არ ვიცი, ეს რომელ თემაში უნდა მოვათავსო.
უფრო ჩვენს ჟურნალისტებს მინდა მივაწვდინო ხმა.
ჩემს კომპ.ს პრობლემები აქვს და თავად ვერ გავეცნობი ამ მასალას,მაგრამ იქნებ ვინმესთვის საჭირო და საინტერესო იყოს.

ასეთი ი-მეილი მივიღე ჩემი შვილისგან:

დედი, იქნება ეს საქართველოში გაავრცელო... დღეს ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეს რეკლამა ჩაირთო და ლამის გავგიჯდი!!!
მოუპარავთ ქართული ის კლიპი "შატილის ასულო", და აი ასეთი რეკლამა გაუკეთებიათ მაკედონიაში და აქ აჩვენებენ... ნახე, შეადარე და გაგიჯდები :

http://www.youtube.com/watch?v=PtYrDVqr7IQ
http://www.youtube.com/watch?v=6bu9Z4rqH0A

პ.ს.:აქ ,შინაურობაში იმას ვარკვევთ,ლექსი''შატილის ასულო '' ვინ დაწერა სინამდვილეში, ამ დროს იქ - გარეულობაში კლიპ ''შატილის ასულოს'' ითვისებენ!

დილა მშვიდობისა!
ნინო, შენ შემოგევლე პირველ რიგში იმიტომ, ასეთი თეონა რომ გაგვიზარდე. კი ეს ჩვენს ოჯახებში ნორმაა, ბავშვებს ასე გული ეწვოდეთ ყველაფერზე, რაც ქართულია და რისი ხელყოფაც ხდება. მე ამას კი არ ვკვირვობ, მაგრამ ჩემს წილ მადლობას გეუბნები. აუცილებლად მივაწვდი ამ ინფორმაციას კახა შარაბიძეს, ვინც ითვლება საქართველოს დღევანდელობაში ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტად საავტორო სამართალში და ვეცდები გონების გარდა სისხლი და გული ავატკივო.
ასევე დიდი მადლობა ეგვიპტური ლირიკის თარგმანის მოწოდებისთვის. საუკეთესო საჩუქრი იყო ამ სადღეობოდ.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 16, 2009 9:39 pm

არგანი wrote:
ბობო, ამ გვერდისათვის ასეთი პროზაული სათაური შევარჩიე -
"არ დაუკარგო სიკეთე და არ დაკარგო სიფრთხილე".
იგულისხმება, რომ ამ მაგალითების გვერდით, როდესმე საპირისპირო ზნის მაგალითებიც დაიდება.
გარდა ამისა, შესაძლოა ამ სათაურმა წიგნის გარეკანზეც ივარგოს...

Arrow

ეს თემა გადატანილია ”უდროო სივრცეში”.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 8:37 am

nino darbaiseli wrote:
არ ვიცი, ეს რომელ თემაში უნდა მოვათავსო.
უფრო ჩვენს ჟურნალისტებს მინდა მივაწვდინო ხმა.
ჩემს კომპს პრობლემები აქვს და თავად ვერ გავეცნობი ამ მასალას,მაგრამ იქნებ ვინმესთვის საჭირო და საინტერესო იყოს.

ასეთი ი-მეილი მივიღე ჩემი შვილისგან:

დედი, იქნება ეს საქართველოში გაავრცელო... დღეს ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეს რეკლამა ჩაირთო და ლამის გავგიჟდი!!!
მოუპარავთ ქართული ის კლიპი "შატილის ასულო", და აი ასეთი რეკლამა გაუკეთებიათ მაკედონიაში და აქ აჩვენებენ... ნახე, შეადარე და გაგიჟდები :

http://www.youtube.com/watch?v=PtYrDVqr7IQ
http://www.youtube.com/watch?v=6bu9Z4rqH0A

პ.ს.:აქ ,შინაურობაში იმას ვარკვევთ,ლექსი''შატილის ასულო '' ვინ დაწერა სინამდვილეში, ამ დროს იქ - გარეულობაში კლიპ ''შატილის ასულოს'' ითვისებენ!

ლექსი "შატილის ასულო" ეკუთვნის იოსებ ლონგიშვილს_იხილეთ მისი ლექსების კრებული "ჩემი სულის ღაღადი"
(რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი(1995weli)..

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 11:22 am

bobo,rom shemovdivar araferi chans.mere View unanswered posts davaklike da shemovdzveri aq.ra xdeba?yvela satauri washlilia da rom shemodixar araferi chenas.
tu chemi kompi urevs?
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 1:26 pm

საინტერესოა თქვენი აზრი "დიდი ათეულის" დახურვა არდახურვაზე. თუ არ გაინტერესებთ? Question
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 4:47 pm

არგანი wrote:
საინტერესოა თქვენი აზრი "დიდი ათეულის" დახურვა არდახურვაზე. თუ არ გაინტერესებთ? Question

"ათეულის" შედგენა გულისხმობს შემდგენელთა ცნობიერებაში სახელოვან მამულიშვილთა შეჯიბრსა და დაპირისპირებას.

რატომ მაინცდამაინც ათი?!_რადგან უცხოეთში ასეა?! ჩვენს წინაშეა სულიერების სფეროში ხელოვნურად,ყოველგვარი ლოგიკის გარეშე გადმოტანილი ელემენტი.
ეს უნდა იყოს როგორც შემეცნებითი პროგრამა,ხალხს უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაციები_თანაც რეგულარულად_დიდი ადამიანების შესახებ.ეს უნდა ხდებოდეს პრესით,ფილმებით,სატელევიზიო გადაცემებით,ინტერნეტით და ა.შ.

განა არა სჯობია ასე მომრავლებული სულელური სერიალების ნაცვლად გადაიცემოდეს შემეცნებითი პროგრამები?!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 4:56 pm

მაგ პროექტის ამბებს, როგორც ყველაფერს, ჩვენ ქართველები ძალიან მტკივნეულად განვიცდით. შეიძლება არ გახმიანდა ის ფაქტი, რომ საპატრიარქოზეც მოხდა დიდი ძეწოლა, გამოხმაურებოდა ამ პროექტის მიმდინარეობას და შედეგებზე ექონია თავისი გავლენა. ეს სამარცხვინოა იმათი მხრიდან, ვინც ამის უფლება მისცა საკუთარ თავს. სულერთია, ზვიადისტი იქნება თუ, მანანისტი!!!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 17, 2009 5:13 pm

bao wrote:
მაგ პროექტის ამბებს, როგორც ყველაფერს, ჩვენ ქართველები ძალიან მტკივნეულად განვიცდით. შეიძლება არ გახმიანდა ის ფაქტი, რომ საპატრიარქოზეც მოხდა დიდი ძეწოლა, გამოხმაურებოდა ამ პროექტის მიმდინარეობას და შედეგებზე ექონია თავისი გავლენა. ეს სამარცხვინოა იმათი მხრიდან, ვინც ამის უფლება მისცა საკუთარ თავს. სულერთია, ზვიადისტი იქნება თუ, მანანისტი!!!

ნომერი "10" ძალიან უხდებათ პელესა და მარადონას,მაგრამ იგივე ნომერი არაფრით მოუხდება რომელიმე დიდ მოღვაწეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jan 19, 2009 2:02 pm

http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=2294&st=0

მაინტერესებს თქვენი პოზიცია.
ამ საიტზე საზოგადო და კულტურის მოღვაწეები არიან.
ნუ დაიბანთ პილატესავით ხელსSmileანუ აზრი იქნებ დააფიქსიროთ.
ჩემი პოზიცია - წმინდანების გარეიტინგება, ალბათ, არ შეიძლება; თუმცა არც ამის აკრძალვა შეიძლება.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jan 19, 2009 2:21 pm

nini wrote:
http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=2294&st=0

მაინტერესებს თქვენი პოზიცია.
ამ საიტზე საზოგადო და კულტურის მოღვაწეები არიან.
ნუ დაიბანთ პილატესავით ხელსSmileანუ აზრი იქნებ დააფიქსიროთ.
ჩემი პოზიცია - წმინდანების გარეიტინგება, ალბათ, არ შეიძლება; თუმცა არც ამის აკრძალვა შეიძლება.

Arrow

ჩემი აზრი ადრეც ვთქვი ამაზე, საპატრიარქოს პოზიციამდე:

საერთოდ არ შეიძლებოდა ქართულ რეალობაში ამ ყბადაღებული პროექტის განხორციელება.
არ ვარგა, და იმიტომ.
იმიტომ არ ვარგა, რომ ეს პროექტი ერთ ქვაბში ხარშავს სხვადასვა რანგისა თუ ღვაწლის მოღვაწეებს.

და საერთოდ, ზნეობისა და უზნეობის მოხარშვა უნდათ ერთ ქვაბში, სხვა ქვაბი არა აქვთ და რაც იქ ”აჯაფსანდალს” გააკეთებენ, სულ იმათი იყოს.
არ გამოუვათ...

ნინი, ცალკე თემა გავხსნათ ამაზე?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jan 19, 2009 3:02 pm

არ ვიცი,რა სჯობს ბობო.
გაჩუმება თუ საუბარი.ძალიან დელიკატური თემაა,რაღაცნაირად
Back to top Go down
View user profile
Sponsored content

PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 42Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 23 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: