არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ერთი ძველი ბობოისკარული კაფიობა (ბობოს ეომებიან - ბაო, რენუარი, ჯალალი და სანათა)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ერთი ძველი ბობოისკარული კაფიობა (ბობოს ეომებიან - ბაო, რენუარი, ჯალალი და სანათა)   Wed Mar 04, 2009 1:21 am

Arrow

ბაო -

***
არც ვიმუქრები მოსვლითა,
არც კაფი-ლექსი-ლოცვითა,
გავდივარ "შვებულებაში"
ჩემ კალამიან-ცოცხითა.
რაღაც ვერა ვარ ყოჩაღად,
მაუსს შემოვყევ ფორთხვითა...


ბობო -
ბობორიკა და სანათა დარდობენ

ბაობაბ, ერთი შენ იყავ
ბობოსკარს ჩვენი ბინაი,
სად მიხოლ, შაგვიფარეა,
ორ უსახლკარო ხიზანი.

საად დაიძინოს სანათამ,
ქსელებ სად ჰქსელოს ბობომა?
ცოცხთან პოლიჯოხ გიყიდით,
უკან დაბრუნდი ოღონდაც.


ბაო -
***
ვერ ვუღალატე ჩვევასა - ბობოს დღიურში ხეტიალს!
დარდები მქონდა იმხელა,რო გულში აღარ მეტია,
მაგრამა "ციცი-სვეჩამა" გამინათა დღე ბნელია,
ბობორიკას ნაქსელებიც სულ თეთრ ალმებად მფენია.
მაინც მოველ და დაგხედეთ,რა იცი, აქა რა ხდება,
ნუ დამიდარდებთ,ღვთის მადლით ბაობაბი არ წახდება


Arrow

ბობო -

***
რენუარ გაჰხდა ჟირაფი,
ჟირაფს სევდაის გემო აქ.
ფიროსმან ჰხატა, იძახის,
აქ სუ ჟირაფად შემუალ...

რენუარი -
***
მგონია მართლა ასეა-
სევდა მეც დამიძირავსა-
აქ- ჟირაფივით- მთელ ღამეს
ფეხზე დამდგარი მძინავსა.


ბობო -

***
სევდაი მარად არისა,
არც ზადია და არც ხინჯი...
ვინაც სევდაი არ იცის,
იმასა ჰქვია - მახინჯი.

შენა ლამაზ ხარ, რენუარ! -
მაშინაც, როცა გძინავსა! -
სევდაი ძილადაც მუა,
თუ არ ისიზმრებ ინფარქტსა... - შენსას - ღმერთმა დაგიფაროს, პაციენტების ინფარქტზე გეუბნები.


რენუარი -

***
ინფარქტი რით არა სჯობდა-
"ლომკებთან" შებრძოლებასა-
ჩემ შვილისტოლა ბიჭები,
შეყრილან ბოროტ სნებასა-
ახლა "რენუარ" აპირებს
იმათსა განკურნებასა.



ბობო -

***
მაგის საშველი, რენუარ,
არა მგონია, მანდ თუა.
რაც უნდა საზღვარებ ჰკეტონ,
წამალ მაინცა შამოვა...

ეეეჰ...

Arrow

ბობო -
და აქ რო სანათაა და ბურდულ-ლაგაზაური არ არისა, და არის ხუცურაულ-ქისტაური, ის სმურების სიყვარულისთვინ მეძახის ლოპოტის ყოვსა.

***
ლოპოტის ყოვი შამოჯდა
დიდ ბაობაბის უმაღლეს,
მემრე ჩხავილი აღმოხდა,
სანათას მნახავს, სურათზე.
- რაას ჰგვანებისა ეს ციცი,
ნათელაა თუ ტიალი,
აწ რა ყოფილა, მე ვიცი,
ბედის უკუღმა ტრიალი...



სანათა -

***
წევს მიხო, ჟიპიტაური,
მთისას რო მოსაგონია,
ნელ-ნელა ყლუოპავს "კუბიჩეკს",
ჟიპიტაური ჰგონია.
ჰსიზმრებავ ლოპოტის ყვავსა,
სიზმარ ძნელ მოსაწონია,
ბაო დ მე ვყავართ მსახურად,
კარგ წერა-კითხვის მცოდნია,
ანა-მარიას შეკვეთას
ხელს წამუუკრავთ, ჰგონია.

Arrow

ბობო -

***
"ჯალაისკარზე" ჯალალსა
სიტყვა ვუთხარი ალალად -
ჟამ რო მუალის, თავადა
"ჯალაისკარზე" წავალა.


შენიშვნა:
"ჯალაისკარი" - ეს არის ფიქლით ნაშენი სასაფლაო მთიულეთში. და ჯალალმა იმიტომ შაირქვა ეს სახელი, რომ იმ სასაფლაოს დირექტორია. და მაგიტომ ვუთხარი.

და აგერ მთელი "ჯალაისკრული" კარნავალიც გამოვუგონე და ის კიდე აქეთ არ იყურება...

აღარ მავუგონთებ აღარაფერს ჯალალსა...
აღარ...



ჯალალი -

***
წახვალა შენცა, რას ამბობ,
წყურვილ მაიკლავ დანახვით.
წყალი იქ აღარ ჩამადის, -
"დირექტორია" ჯალალი.
რა სიტყვებ ამოფ, ბობორიკ:
-"ჟამ რო მოალის, თავადა"...
ვითამა, ბეჩავ, იპოვნი
ჯალაისკარის სავალსა?!
რაღა რაი გითხრ, ბობოსერ,
შენ ღმერთმა დაგიფარასა...

აჰა, ნაწვალებ გამოყვანილი...

Arrow

რენუარი -

***
რამდენი აბი ჩაყლაპე,
"მზე-უძინართა", ბობო?
ვინ დაგინიშნა მითხარი,
დაიდო შენი ცოდო.
წუხელის ჩამძინებია-
მე შენთან მიმოწერაში-
ეგ წამალი რომ მცოდნოდა,
გავიკეთებდი-ვენაში.


ბობო -

***
ცეცხლი მინთია დარდების,
იმ ცეცხლსა ვნაყავ როდინში.
სევდის ტუსაღად დავბერდი,
გადის სიცოცხლე ლოდინში.

ამ ლოდინს ცრემლსაც გავურევ,
ცა ქუდად, თურმე, არა ღირს,
არცა ვის აღარ ვაწუხებ,
ღვინოა კარგი წამალი.

მზე - უძინართა ეგ არის,
უჩინართა მზეც - ეგაა,
სულის ბილიკებს, ნეტავი,
საით მივყვები ბეჩავად...

და ვსვამ...



სანათა -

***
ამბიციების დოღი და
აღლუმ ჰქონებავთ უტვინოთ,
უჭირს არჩანდას, ამდენ ბრიყვთ
ფხიზელი თვალით უცქიროს...

და სვამს ლოპოტის ყვავივით...


ბობო -

***
შავი ყვავი ვარ ლოპოტის,
ყორნებიც შამყვარებია.
ყურს ნუ დაუგდებ, ზოგ-ზოგი
ყვავთანაც არაფერია.

დავთვრები, კიოთ ვიმღერებ
სიმღერას შავ დარდებიანს:

"***
თქვენი ჭირიმე, ყორნებო,
გლოვა არ იცით მკვდარზედა;
რაც უნდა კაი ყმა მოკვდეს,
ცრემლ არ მოგივათ თვალზედა.
შაიმოსებით შავადა.
თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა,
კარგ ყმას გულს ამაარიდებთ,
ჩამაირიგებთ ჯარზედა,
გაილექებით სისხლიტა,
გადახვალთ ილტოს წყალზედა".



ესეც ახალი ლექსი რენუარზე.

***
რენუარული -
სადაც
სევდაა -
შეუმჩნევლად
შემოპარული...



მე მალე რენუარზე დაწერილი ლექსების ანთოლოგიას შევადგენ - იმისსავე დღიურში...



რენუარ, გახსოვს?

საუკუნეებს ვეღარც მე ვიხსენებ, მაგრამ შენ რო ქურუმის თანაშემწედ მსახურობდი ეგვიპტეში, რენუარ, და მე რო შუმერების ელჩის მოადგილედ გესტურმეთ, მაშინ სულ დაბრაწული ბანანებითა და კაი ნიანგის სუკებით დამიხვდი და იქიდან ვართ მე და შენ კარგად.
და თუ გახსოვს, მაშინ ვიხსენებდით, რომ არც შენ იყავი ეგვიპტელი და არც მე - შუმერი, ორივენი დიიიიიდი იბერიის შვილები ვიყავით და სულ სხვა კულტურა გვქონდა...
ეჰ, რა კაი დრო იყო...

Arrow

ბაო -

***
რად არ ჰყვავი ,ბაობაბო, რად არ ისხამ თეთრად კიტრსა?
ბობო ჩივის: "ბობოისკარს" სუ ნისლია და სუ წვიმსა...
ვინძლო, სხვაგან ის პირიმზე ყაყაჩოზე უფრო წითსა...
რად არ მწერენ ნეტა ბობოს "კაფიოზურ ტრფობის წიგნსა"?


ბობო -

***
არ მწერენ და ნურც მამწერენ, ბობო ამად არცა ღირსა,
ვიჯავრებ და დარდისაგან არც გამიხსნის დანა პირსა,
მერე ზეით, მთა-მთა წავალ, გავერევი ალბათ ნისლსა;
მომკიოდე, ბაობაბო, - რაად ასრულებ დანაპირსა...

ვახ, ბაო, ეს რა რუსთველური შაირით მაწერინებ, ჰა?
"ვეფხისტყაოსანი" ხომ არ გადაგიკითხავსა?
და ნესტან-ბადრიჯანი ხო არ დაგარქვა?
Back to top Go down
 
ერთი ძველი ბობოისკარული კაფიობა (ბობოს ეომებიან - ბაო, რენუარი, ჯალალი და სანათა)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: