არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლი ბო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ლი ბო   Wed Mar 04, 2009 12:07 am


Li Bo Walking and Chanting a Poem, by Liang Kai.


ვიკიპედიიდან -

ლი ბო, ასევე ლი ტაიბო (李白, ლი ბაი, ლი პო) (დ. 701— გ. 762) — ტანის დინასტიის პერიოდის ჩინელი პოეტი.

ცნობილი როგორც უკვდავი პოეტი (詩仙), ლი ბოს ხშირად დუ ფუსთან ერთად ჩინეთის ლიტერატურის ისტორიაში ორ უდიდეს პოეტად მოიხსენიებენ. დღემდე შემონახულია მის 1100-ზე მეტი ნაწარმოები. პირველი თარგმანები დასავლურ ენებზე გამოქვეყნდა 1862 წელს მარკიზ დ'ერვი დე სენ-დენის მიერ მის კრებულში Poésies de l'Époque des Thang.





Last edited by ბობო on Wed Mar 04, 2009 10:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლი ბო   Wed Mar 04, 2009 12:20 am



ასე ცხოვრობდა მთებში განდეგილი იუან დან–ციუ

მან გალიაკი ააშენა
მაღრიბის მთებში

ნაპრალთა შორის –
სადგომი მისი.

გაზაფხულიდან სულ ამაოდ –
და უზრუნველად

იწვა უღრანში
ღამით და დღისით.

ხმა ნაკადულის
და სიმღერა რიგი და რიგი

და ქართა ხმობა
ატკბობდა მუდამ.

შუღლსა და ყაყანს
არასოდეს მართავდა იგი –

ო, საუკუნოდ
ეცხოვრა უნდა.


გაზაფხულის დღეს დავეხეტები ნაკადულ ლოფუტანთან

მთად გახიზნული მსასოვარ
სიმღერას ვმღერი მარტოი,

აღარ შევკრთები აროდეს
აქ კაცთაგანის მოხილვით.

დგანან ხრამნი და ქარაფნი,
ღრენი, სალნი და ფართონი,

დავეხეტები ჭალაში –
სად ნაკადული მოხვივის.

ქარაფთა თავზე ბოლქვებად
დამდგარი ნისლი იცინის,

კრთიან ყვავილნი, მეცნობის
ჯანღთან ყვავილთა თანხმობა.

მე მათთან მწადის დარჩენა,
მიწყივ მალხენენ ისინი, –

მაგრამ ღამდების, ღამდების,
შინ წასვლის ჟამი ახლოა.


განდეგილთან ვქეიფობ მთებში

ვქეიფობთ მე და შენ, გარშემო ტიალი
ყვავილთა ფურცლები ღაღანობს.
მეორე ფიალა და მერვე ფიალა –
ასე ვსვამთ და მოდის საღამო.
დავთვერი და ძილმა იძალა. დავდუმდი.
შენ წადი. შენი გზით იარე.
მე ვიცი: მეწვევი დილაზე ფანდურით,
ფანდურის ღუღუნში გამოვცლით ფიალებს.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლი ბო   Wed Mar 04, 2009 12:32 am



განდეგილის მოსანახულებლად წავედი დაიჰტაინის მთებში, მაგრამ ვერ მივუსწარი

ძაღლები ყეფენ და მდინარე მოდის თქრიალით,
მოიქცა წვიმა და ატმებზე ლეშხი დატოვა.
ოდენ ზარის ხმა არ მოისმის მაღლით რატომღაც.
შორს, კვამლის მიღმა, იზნიქება ბამბუკის კალთა.
მწვერვალთა შორის – დგას ჩანჩქერის სვეტი შვეული.
სად გაჰქრა ჩემი მეგობარი – ვინ მეტყვის მართალს?
ბებერ ნაძვებთან გავირინდე მარტოეული.


განთიადისას გავდივარ ქალაქ ბოდიდან

დავტოვე ბოდი,
შეხიზნული ღრუბელთა ბექობს,

ათას ლის გავლევთ საღამური
მწუხრის მოსვლამდე,

მაიმუნის ხმამ ვერ მოასწრო
მობრუნვა ექოდ –

რომ უკან დარჩა
მთები – ასე შორს რომ მოჩანდნენ.


ვისმენ შუელი ბერის ძიუნის ჩანგზე სახიობას

მთიდან მეწვია მოყვასი ხმამშვენიერი ჩანგით,
ამეის წვერით დაეშვა, ბილიკს ჩამოჰყვა გეზად.
მე მოვისმინე პირველი და მოწყენილი ჰანგი –
თითქოს შორეულ ტევრების ხმაში მესმოდა კვნესა.
ქვებზე მიხტოდა მდინარე ტრამალს ერთვოდა ტრიალს,
რეკავდნენ გადათრთვილული ზარები შორით და მე
მიხმობდნენ შემოდგომური მწუხრის ბურუსის წიაღ...
ვერც კი გავიგე ბეჩავმა – როგორ დამეცა ღამე.


ზამთრის დღეს ვბრუნდები მთებში მიტოვებულ ჩემს ძველ სახლში

ვერ მოვიწმინდე ჯერ თვალთაგან
ცრემლები თბილი,

მტვერი მიფარავს
ჩინოვნიკის სამოსელს სულ მთლად.

მოსძალებია ეკალ–ბარდი
ერთადერთ ბილიკს

და მიაპობენ მთები ზეცას,
მაღალს და სუფთას.

ჩამოიბერტყა ფოთლოვანი
და ფეხქვეშ მღერის,

გაქვავდა ნისლი
და ნისლივით ყუჩობს მთა–ბარიც,

ყლორტებს ისწორებს
მოშრიალე ბამბუკის ტევრი,

წყალში წაიქცა ხე,
გაუწყდა ფესვი დამპალი.

სადღაც სოფლიდან
გზას ქოფაკი მოჰყეფს უაზროდ,

გადაფარულა ნაცრისფერი
ხავსით ქვითკირი.

ასხლტა ხოხობი ნანგრევიდან.
ძველ სახურავზე

დაიკაკვება მაიმუნი
ბებრულ ქვითინით.

ტყე გაიხოშა და ჩიტები
ჟივიან აქვე,

შორით ნადირის ბილიკს ვხედავ
ნაძვის მახლობლად,

დაცოცავს ჩრჩილი ძველ წიგნებზე.
გამირბის თაგვი –

თურმე აქამდე ჩემი ტახტის
ქვემოთ სახლობდა.

იქნებ დავბრძენდე? –
აქ ვიცხოვრებ ისევ თავიდან,

მე კაცზე ვფიქრობ,
ბუნებაზე ვფიქრობ დიაღაც.

თუ კიდევ წავალ ამ სახლიდან,
მიჯობს წავიდე

ბნელ სამარეში,
ნესტიანი მიწის წიაღად.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლი ბო   Wed Mar 04, 2009 12:39 am



იისფერი გლიცინია

ყვავილის კვამლით აფერადებს ხეებს ხვიარა,
ცისკენ აწურვილთ.

გაზაფხულის ჟამს უფრო ნათობს ტოტები მისი,
ტევრში ჩაწნული.

იფარავს ფოთლის სამოსელით ჩიტებს მომღერალთ...
ყვავილთ სურნელით

წამით ნეტარებს და ჩერდება გზად ბანოვანი,
შვების მსურველი.


ნანიანში დავეხეტები წყარო ცინლენციუანთან

მზეჲ მწუხრისა იწურება
და მენანება...

შუქი მიმქრალი წყლის ზედაპირს
ადგას ზმანებად...

და მიდის, მიდის... წყაროს იქით
მგზავრთა სახეებს

კვეთავს ირიბად და სუყველას
ოჯახს ახსენებს.

ამაოდ მითქვამს სიმღერები
წყაროს წინარე, –

აჰა: მივყუჩდი და ჩამესმის:
მღერის ჩინარი.


ტაძარი მწვერვალზე

ღამის სათევად
მიტოვებულ ტაძარში მოველ,

ციმციმა ვარსკვლავთ
მწირმა ხელი შევახო ლამის.

და აჩქამების მეშინია:
თავანის მცხოვრებთ

მიწიერ ხმობით არ დაუფრთხეთ
სიმშვიდის წამი.


შემოდგომით ავდივარ სიუანჩენში სე ტიაოს ჩრდილოეთ კოშკში

ვითარ სურათზე, შეკრებილან
მთანი და თვალებს

გადმოხრილ თავანს უშტერებენ,
ბეჭებფართენი.

ორი ჩანჩქერი ჩამოუდის
ქალაქის კარებს,

ზედ ორი ხიდი
გადახრილა, ვით ცისარტყელი.

ხე გაიყინა,
შეიჭირვეს ტოტებმა თოში,

მაინც ანათებს ფოთლოვანი –
მისი სამოსი.

ოდეს მავანი შეიხედავს
ქალაქის კოშკში –

უმალ იელვებს
მოგონება სე ტიაოსი.


ჩანჩქერს ვუმზერ ლუშანის მთებში

შორეთს, მტრედისფერ ნისლის მიღმა,
იწვის დაისი.

გავყურებ მთების ხერხემალზე
ჩანჩქერს და ისიც

მოქრის ღრუბელთა სიმაღლიდან,
ღრუბლის გვარტომის...

და მეჩვენება: ცით ჩამოდის
ირმის ნახტომი.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.



Li Bo (701-752 CE)
Painting by Liang Kai, 13th century
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ლი ბო   Wed Jul 08, 2009 8:26 am

ვაჟიკა კაწალხეველი არ გამიბრაზდეს, მაგრამ - ეტყობა, ძალიან ქართული სმა იცოდა ლი ბომ!.. ამის დასტური ქვემოთ დამოწმებული ლექსია - ეგრე აქ ელაპარაკებიან ხოლმე მოხუც მეღვინეებს... უკვე ცაში რო აფრინდებიან თავიანთ სუფრიანად და იმ სუფრაზე ციმციმ შემოტანილი მწვადიანად... (ვაჟავ, ბოსტნეულიც აუცილებლად არის ხოლმე ეგეთ სუფრებზე - არ იდარდო...)

pirat

დავტირი განთქმულ სიჩუანელ მეღვინეს, მოხუც ძის

წახველ იმიერს,
მეგობარო, ღმერთმა ინება.

შენს ძველ ხელობას
მისდევ, ალბათ, იქაც სირაჯობ.

ვიღას მიჰყიდი
ღვინოს - ლი ბო იქ არ იქნება,

წვეულებებზე
ვინღა გეტყვის: "შენ გაგიმარჯოს!"


თარგმნა თენგიზ თოფურიძემ.
(წიგნიდან: "ჩინური პეიზაჟური ლირიკა". ქუთაისის გამომცემლობა "მოწამეთა", 1998).

sunny
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ლი ბო   Wed Jul 08, 2009 10:09 am

დილამადლობიანი მიხო!


ძალიან-ძალიან ვისიამოვნე...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლი ბო   Wed Jul 08, 2009 4:10 pm

ფიჭვი სამხრეთის აივანთან
----------------------------------
სახლში,სამხრეთის აივანთან
იზრდება ფიჭვი,

ტოტმაგარი და
ზედ ეკლებად ასხმული წიწვით.

უსტვენს ის ფიჭვი,
როს შეხვდება ქარიან ამინდს,

უსტვენს და გალობს საგალობელს
დღისით და ღამით.

წიწვების ფერი
თითქოს მუხის ლურჯი კვამლია.

ჩრდილში,ფესვებზე
თმახუჭუჭა ხავსი ავლია.

იზარდოს ბრგემ და მშვენიერმა
ათას წელს კიდევ,

ვიდრე არ გაჰხევს კენწეროთი
ღრუბელთა კიდეს!

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.



...
ბობოს მხიარულმა ნაკალმარმა ცაში ამიტაცა
და ერთი გენიალური ლექსი გამახსენდა(ახლა ავტორს ვერ ვიხსენებ)...
აი,ეს ლექსი:

***
ლი ბო ნასვამი დაიღუპა_
იგი მთვარეს გადაეხვია
ყვითელ მდინარეში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ლი ბო   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ლი ბო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: