არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:18 pm



თიხამ შეწყვიტა სიმღერა
გაზეთი ”კოლმეურნე”. 1985 წლის 13 აპრილი.

მუდამ მშვიდი, უწყინარი, მშვენიერი ჭაბუკი უკან გადავარცხნილი დატალღული თმით, იმედით სავსე თვალებით, სიყვარულის გრძნობით გამსჭვალული. აი, ასეთად ვიცნობდით ახალგაზრდა ხელოვანს ვაჟა მოსულიშვილს, სულ ახლის ძიებაში იყო, რომანტიული ცხოვრება იზიდავდა, როგორ ელოდა გაზაფხულის დადგომას, როგორი გულმოდგინებით ჩაჰკირკიტებდა თიხას, რვა მარტს თუ ელოდა? იქნებ საჩუქრად უნდოდა გაეკეთებინა რაიმე დედისათვის ან მეგობარ გოგონასათვის. ეს საიდუმლო მის გულში დაიმარხა სამუდამოდ.

... თვალებში სხივჩამდგარი დედა იმედით შესცქეროდა თავის თმახუჭუჭა ვაჟს. ვაჟი კი თიხას აცოცხლებდა, ჭედდა და ხატავდა. უკანასკნელ ხანს საინტერესო ნამუშევრები შექმნა ძველი თბილისის მოტივებზე. ზღაპრული თემით იყო გატაცებული. იქნებ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერიაო – ამბობდა ვაჟა. მაგ ხელებმა უნდა მომაყაროს მიწა – ფიქრობდა დედა. მაგრამ ვაი რომ პირიქით მოხდა. დედამ დაახუჭინა თვალები საყვარელ შვილს, იგი კი მხოლოდ ოცდაოთხ გაზაფხულს მოესწრო. წავიდა ვაჟა, მაგრამ დარჩა მისი ოქროს ხელებით ნახელავი ნივთები. თიხა გაცოცხლდა, თიხამ სიმღერა დაიწყო მის ხელებში. ყველაფერი გამოუდიოდა, გამოფენისთვისაც ემზადებოდა. მალე სამხატვრო აკადემიის სტუდენტიც გახდებოდა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ვაჟა, თიხამ კი სიმღერა შეწყვიტა, გაცოცხლებული თიხა სიკვდილს მიეცა, ვეღარ გრძნობს ვაჟას ოქროს ხელებს. წავიდა ვაჟა, იგი აღარასოდეს დაგვიბრუნდება, მაგრამ მის მიერ გაცოცხლებული და მისივე სიკვდილით სიმღერაშეწყვეტილი თიხა მარად იტყვის მის საქებარს და მოსაგონარ სიტყვებს.

გ. პავლიაშვილი, თ. ტუხაშვილი, თ. მღებრიშვილი.
ბოდბისხევის კერამიკული საამქროს თანამშრომლები.




თიხის ნაამბობი
გაზეთი ”თბილისი”. 1991 წლის 28 ივნისი.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში ვაჟა მოსულიშვილის კერამიკული ნამუშევრების გამოფენაა. მისი ხილვისას, უწინარესად, ჩნდება აზრი, რომ ეს ეროვნული ფესვებით ნასაზრდოები ხელოვნებაა... თიხით ნაძერწ ლამაზ ფორმებს ხელოვანის ფიქრი მოაქვთ ჩვენამდე...
დარბაზში შესვლისთანავე ვაჟას ფოტოსურათი გეცემათ თვალში, იქვე მისი ლექსებია, წაიკითხავ და დაგენანება ჩვენგან უდროოდ წასული 24 წლის სიცოცხლე – ტრაგიკულად დაიღუპა 1985 წელს... ცხოვრობდა წნორში, ჰქონდა ერთი ციცქნა სახელოსნო და იქ ათენებ-აღამებდა... ის-ის იყო, დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება... არ დასცალდა...
დღეს კი ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევართა მეექვსე პერსონალურ გამოფენაზე დამთვალიერებელი ინტერესით აყურადებს თიხის ნაამბობს...
აქ ერთად არის წარმოდგენილი ხელოვანისაგან სამყაროს ფილოსოფიური აღქმა (”ხედვა”, ”სიცოცხლის ლაბირინთებში...”), ბავშვური გულწრფელობა (”სამი გოჭი”, ”წითელქუდა”, ”მჭედელი”)...
– ნამუშევრებში ავტორის დამოკიდებულება იცვლება კერამიკის მიმართ, – თქვა გამოფენის გახსნაზე მხატვარმა მაია ორჯონიკიძემ, – შემოქმედის ილუსტრაციისა და თხრობის მომენტი, საინტერესოა კერამიკის კლასიკური თემებისა და ფოლკლორის სინთეზი. საერთოდ, ფოლკლორი ლაიტმოტივით გასდევს მის შემოქმედებას. მხატვრის ორიგინალური ხედვა უჩვეულო ფორმაში და პლასტიკაშია გამოსახული...

არაორდინალურობით და აზრის სისხარტით გამოირჩევა ”ჭადრაკი”, მშვენიერია ”სერვიზი”... ხის დამუშავებაც იცოდა, თურმე, თუნუქშიც ახერხებს სათქმელის აბსტრაგირებას.
– დააკვირდით ამ დეკორატიულ პანოს, – ყურადღებას მიაქცევს სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი მანანა შიხაშვილი, – დაუმთავრებელია, მაგრამ იმდენად მდიდრულია დეკორი, შთაბეჭდილება მაინც იქმნება.
ხელოვანს დეკორატიულ თეფშზე ფოთლად აღუბეჭდავს ქვევრები, – სისადავით გამოირჩევა ნატურმორტი... ლირიზმი ასულდგმულებს ნამუშევრებს: ”დედის მოლოდინი”, ”ფორეს სიკვდილი”, ეს კი ”ძველი თბილისია” თავისი კოლორიტით... შთამბეჭდავია ”ქიზიყელი გლეხი” მრავლისმეტყველი ღიმილით, ”თავადი”, ”მონადირე”...
და ასე – თიხა გვიამბობს უდროოდ წასული შემოქმედის ნატიფ სულზე, აღსარებასავით რომ დაგვიტოვა ლექსი: ”მე მოვევლინე თიხად სამყაროს... მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე ისევ მოვალ თიხის ფიალად”...


თამარ შაიშმელაშვილი

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:26 pm

ვაჟა მოსულიშვილი

* * *
ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ
მე დიდრონ ზარებს,
ზარებს დავკიდებ – ყაყაჩოს ველზე
ბებერ მუხაზე...
ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ
ციცქნა ბიჭუნას,
სულს მე ვაჩუქებ, ძალას – ბუნება,
დრო კი შემოსავს მარადისობით.
ყაყაჩოს ველზე ფესვმაგარი ბებერი მუხა
ძუძუმწოვარ ბავშვს ძუძუს აწოვებს.
ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს,
ბავშვს შემოარტყავს წელზე სათუთად.
ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი,
პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი.


მე მოვევლინე თიხად სამყაროს

მე მოვევლინე თიხად სამყაროს,
სულში ჩამბერეს გენი ტალახის
და მამაპაპის სისხლით გაჟღენთილ
მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი.
ამოზელილი თიხის ფიალა
თავისკენ მიხმობს და მეფერება
შიგ ჩაგრეხილი ორნამენტების
და გაჟღენთილი ღვინის სურნელით.
ღვინის სურნელი მე კვლავ დამათრობს,
ტკივილს მიყუჩებს და მიმკურნალებს,
ცაში ამაყად გავიტყორცნები,
ცისარტყელაც კი გვირგვინს მიბოძებს.
მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ,
მე მოვალ ისევ თიხის ფიალად,
გადავინაცვლებ ხელიდან ხელში,
კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს.
მე მოვევლინე თიხას მალამოდ
მისი სუნთქვაც კი მე ხშირად მესმის,
მესმის წინაპრის გულის ძახილი
თიხით და სისხლით შედუღებული.



მოვიდა, შექმნა, წავიდა...
გაზეთი ”ქიზიყი”. 2006 წლის 16-30 აპრილი.

ვაჟა მოსულიშვილს განგებამ მხოლოდ 24 წლის სიცოცხლე დაუბედა, მაგრამ ნიჭით მადლცხებული ხელოვანი უკვდავებას აზიარა.
იგი დაიბადა 1961 წელს. ბავშვობიდან ემარჯვებოდა ხატვა, ჭედურობა, ხეზე კვეთა, მაგრამ მისი ტალანტი სრულად თიხაში გამოვლინდა. მ. თოიძის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში ვაჟა გატაცებით სწავლობდა.
სასწავლებლის დირექცია საპატიო სიგელით აჯილდოვებს ვაჟა მოსულიშვილს, თუმცა ჭაბუკს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აწუხებს.
”... შეუძლებელია იმ ”პადვალში” ხატვა. შესასვლელში იატაკი დამპალია, ფრთხილად თუ არ გაიარა კაცმა, ცხვირს გაიტეხს. მაინც და მაინც დიდი ყურადღებით არ გვეპყრობიან. დილით მოვლენ, დაგვხედავენ ცივად. ერთ-ორ მწარე სიტყვას გვეტყვიან და მერე არხეინად დასხდებიან ლაბორატორიაში და ბაასობენ. ”პადვალს” ორი პატარა ფანჯარა აქვს, ისიც ჭუჭყიანი. ისეთი, რომ შიგნიდან გარეთ არაფერი არ ჩანს... ოთახში ექვსამდე ნათურაა და ნატურმორტზე დაცემული ჩრდილი იჭრება ისე, რომ საგნის ფორმის გრძნობა გაგიჭირდება. არა... შეუძლებელია ხატვა ამ ”პადვალში” – ეს ვაჟას დღიურის ჩანაწერია – 1983 წ. 12.05.
ჭაბუკს წნორში ჰქონდა პატარა სახელოსნო და დღესა და ღამეს იქ ატარებდა, აკვირდებოდა ბუნებას, ადამიანებს და თავის განცდებს დღიურს ანდობდა. ”ღელავს... ბობოქრობს... ცის ფერდობზე შეფენილი ღრუბლები. ცრემლით დასველებული ზეცა ვარდისფერ ცაზე ლამაზ შემოქმედებას ჰქმნის – ფერები... რა საოცრად მიმზიდველი ფერთა ჰარმონიაა... ისმის მშვიდი სიმღერა – წყლის დუდუნი, ჩიტების გალობა, ფოთლების ჩურჩული... ფერები ზავდება ერთმანეთში, მათ ქაოსში იქმნება შედევრები”... – წერდა ვაჟა დღიურში.
1984 წელს სახალხო ოსტატის წოდება მიანიჭეს, ამავე პერიოდში გახდა რუსთავში არსებული სტუდია ”ოპიზარის” წევრი. 1985 წლის გაზაფხულზე აპირებდა თავისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენის მოწყობას სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ”იქნებ, ეს დამეხმაროს აკადემიაში მოსაწყობადო” – ამბობდა. არ დასცალდა... მუზეუმში 16 აპრილს გაიხსნა გამოფენა, მაგრამ ვაჟას გარეშე.
ტრაგიკულად დაღუპული ჭაბუკის მიერ განვლილი ამქვეყნიური ცხოვრება სამი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: ”მოვიდა, შექმნა, წავიდა”. წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა ქმნილებები, რითაც უკვდავებას ეზიარა.

შორენა ბალიაშვილი



Last edited by ბობო on Tue Mar 03, 2009 2:37 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:28 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:29 pm





Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:33 pm



”მე მოვევლინე თიხად სამყაროს”
გაზეთი ”ახალგაზრდა კომუნისტი”. 1985 წლის 28 მაისი.

ამ სტრიქონების ავტორს შეუძლია თავად მოგითხროთ თავის თავზე, მხოლოდ გულისყურით უნდა ჩავიკითხოთ მისი აქა-იქ გაფანტული ჩანაწერები, ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ მისი ნამუშევრები. ისინი თვალის ერთი შევლებითაც ამბობენ ბევრს საგულისხმოს.
”ვინ იყო პირველი შემოქმედი? იქნებ ის, ვინც თავისივე სისხლით აზილა ტალახი და სასაცილო კაცუნა გამოძერწა, ხელში ჩუქურთმებით ამოტვიფრული ფიალა დააკავებინა და მზითა და ქარით აუვსო უბე?” – ამ რიტორიკულ კითხვაზე უთუოდ ერთადერთი პასუხი ჰქონდა ვაჟა მოსულიშვილს, იმიტომაც ასეთი ერთგულებით, განსაკუთრებული მოწიწებით მსახურებდა სწორედ კერამიკას.
წნორში, თავისი ეზო-კარის მახლობლად ერთი საინტერესო ბორცვი ეგულებოდა. საათობით განმარტოვდებოდა ხოლმე იქ, არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებო. მერე იქიდან მოტანილ ნატეხებს დიდი ამბით დაჰფოფინებდა თავს, ასუფთავებდა და ნამცეც-ნამცეც აკოწიწებდა, ასე აღდგენილი რამდენიმე ნივთი საპატიო ადგილას ჰქონდა შემოდგმული, ნამდვილი კახური კერამიკის ნიმუშებია: ”მე მოვევლინე თიხად სამყაროს... და თიხის სუნთქვა მესმის ბოლომდე. როგორც წინაპრის გულის ძახილი, თიხად და სისხლად შედუღებული...”
პოეტობაზე არ აცხადებდა პრეტენზიას, შინაურთაგან არავინ იცოდა, თუ ვაჟა ლექსების საწერადაც იცლიდა. ხატვა, ჭედურობა, ხეზე კვეთა – ყველაფერი ემარჯვებოდა, გვიან ღამემდე თიხაში ჰქონდა ხელები. რამდენჯერ წამოადგებოდნენ დაისვენე, ხვალე გააგრძელეო, ის კი გულიანად გაიღიმებდა, ხვალამდე ხომ კიდევაც გაქვავდება ეს ამდენი ნაცოდვილარი და მერე რაღა შევასმინოო.
მაინც რას აკეთებო, თუ ჩაეძიებოდნენ, ერთი პასუხი ჰქონდა: აი, იქნება გამოფენა და ყველანი ნახავთო.
სანახავი მართლაც დაჰგროვებია.
”სჯეროდა ადამიანს საკუთარი ძალისა, ალბათ ამიტომ ეომებოდა მარადისობის სასუფეველში გახიზნულ უკვდავებას...”
ექსპოზიციას მოუთმენლად მოელოდა. რამდენჯერმე კიდევაც ეწვია სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოკრძალებული კაცი იყო, მაგრამ ათასგზის შემოიარა სახვითი ხელოვნების გალერეა, ყოველ კუთხე-კუნჭულს მუშტრის თვალით ზომავდა, სად რისი გამოფენა ივარგებსო, წინასწარ გეგმავდა, ემზადებოდა.
გამოფენა ხსოვნის დღისთვის უნდა გახსნილიყო, ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების ხსოვნას ეძღვნებოდა. კიდევაც ჰქონდა ერთი საგანგებო ნამუშევარი ”მოლოდინი”. მისი სახელოვანი მოგვარის ფორე მოსულიშვილის დედა ჰყოლია სახლის წინ ჩამომჯდარ, ლოდინით დაშრეტილ ქალში ნაგულისხმევი, მაგრამ გამოფენის გახსნა რამდენიმე დღით გადაიდო... ”ამოზელილი თიხის ფიალა თავისკენ მიხმობს და მეფერება, შიგ ჩაკარგული ორნამენტები ვაზის სუნთქვაა, მზის ელვარება, სულს დამიამებს და მიმკურნალებს. ცაში ამაყად ავიტყორცნები, ცისარტყელა კი გვირგვინს მიბოძებს...”
გამოფენის გახსნა რამდენიმე დღით გადაიდო, სულ რამდენიმე დღით, მხოლოდ ეს იყო, კერამიკოს ვაჟა მოსულიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა მისივე ხსოვნის საღამოდ იქცა. ყველაფერი თვალისდახამხაბეში მოხდა. ხუმრობით წამოწყებული კინკლაობა ყოყლოჩინობაში გადაიზარდა, უკან დახევა არც უფიქრია. პირდაპირ სიკვდილისკენ გაფრინდაო – იგონებს დედა. ისიც იქვე იდგა ამ ავბედით წუთს, მაგრამ ვინ მოიფიქრებდა, რომ დანა ჩაერეოდა საქმეში. თუმცა … (საგაზეთო სტატიაში აქ მოხსენიებულია მკვლელის სახელი და გვარი) მთელი თავისი გაყოყოჩებული და გაზულუქებული ცხოვრებით ამ დღისკენ მოდიოდა, შემთხვევით არ ხდებიან კაცისმკვლელები.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:35 pm



”მე მოვევლინე თიხად სამყაროს”
გაზეთი ”ახალგაზრდა კომუნისტი”. 1985 წლის 28 მაისი.

(დასასრული)

”წითელ ვაშლებში გირჩი შევნიშნე, რა ლამაზად დევს... ეს ხომ მანანამ იპოვა გზაზე რომ მოვდიოდით... რატომ არ გადააგდო? ნუთუ ვეღარ ისუნთქებს ეს გირჩი? ნუთუ ვეღარ დავინახავ ნაძვის ხის სათამაშოსავით ჩამოკიდებულს?.. ოხ, როგორ მინდა მარადიულ ნაძვის ხეს მივაბა გირჩი და სიცოცხლე დავუბრუნო...”
მანანა? არ ვიცი, სწორედ მანანას ეკუთვნოდა თუ არა ვაჟას მიერ ამოთქმული ნაღვლიანი ლირიკული სტრიქონები, მაგრამ, ასე მგონია, განდობა არც სიყვარულში დასცალდა ვაჟას.
ვერ მოასწრო. წარმატებით დაამთავრა წნორის პირველი საშუალო სკოლა, ფრიადზე სწავლობდა და ფრიადზე შრომობდა, სამხატვრო აკადემიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება... დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის მე-11 სამხატვრო პროფტექნიკური სასწავლებელი ფაიფურ-ფაიანსის ნაწარმზე ფერმწერის IV თანრიგის კვალიფიკაციით. ჯერ კიდევ პირველკურსელი მონაწილეობდა არამარტო რესპუბლიკურ გამოფენებში, არამედ – რამდენიმე საკავშიროშიც. მიღებული აქვს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის საპატიო სეგელი წარჩინებული სწავლისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. დაჯილდოებულია სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლით.
სავალდებულო სამხედრო სამსახურიც პირნათლად მოიხადა. მის ფუნჯსა და მარჯვენას აქაც გამოუჩნდა საკეთებელი. ამის შესახებ კიდევაც სწერდა გაზეთი ”კრასნოე ზნამიე”, ნაწილიდან შინ რეკომენდაცია გამოატანეს უმაღლეს და საშუალო პროფესიულ სასწავლებელში კონკურსგარეშე მონაწილეობისათვის, მაგრამ სამხატვრო აკადემიის კედლები კვლავ მიუწვდომელ ოცნებად დარჩა. ვაჟამ მუშაობა დაიწყო სიღნაღის რაიონის ადგილმრეწველობის ბოდბისხევის კერამიკულ ქარხანაში ჩამომსხმელად და მძერწავ- მემოდელედ.
და, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავად მუშაობდა. 1984 წელს ხალხური ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა. მის შესახებ ტელევიზიითაც იყო გადაცემა. თითქოს ირწმუნეს მისი. დიდი გეგმები ჰქონდა: ”ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ მე დიდრონ ზარებს, ზარებს დავკიდებ ყაყაჩოს ველზე, ბებერ მუხაზე... ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ...”
მაგრამ ვინ დააცალა.
... ზეიმურობა და მილოცვები აკლდა ვაჟა მოსულიშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას. თვითონ იქ არ იყო, მაგრამ სულის სარკმელი ჰქონდა ღიად დატოვებული და ყველანი ყველაფერს ტკივილამდე ნათლად ვხედავდით. მხოლოდ ოსტატის ხელს შეეძლო თიხაში ამდენი ფაქიზი დეტალის, მოძრაობის, სიხასხასის გადმოცემა, მისი ზღაპრული პერსონაჟები, მითოლოგიური გმირები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჭიქურაში შესრულებული ნამუშევრები საოცარი სამყაროა. საოცარია ყველაფერი ერთად და თითოეული ცალკ-ცალკე. ”წარსულიდან დაბრუნება” – ვკითხულობთ ერთ-ერთი ნამუშევრის წარწერას, დინოზავრი რომ გამოუსახავს ხელოვანს. და თუ უგულისყუროდ შევათვალიერებთ მას, უთუოდ გამოგვრჩება ადამისა და ევას შეშინებული სახეები, დისკოს გარშემოვლებულ ორნამენტებში რომ ჩაკარგულა. გამოგვრჩება და ვეღარ მივწვდებით ხელოვანის ჩანაფიქრს.
”გაზაფხული” დაურქმევია შემოქმედს ლარნაკში ჩაყრილი ვარდებისათვის, მართლაც მსუბუქი, ხასხასა და სიცოცხლით სავსეა ნამუშევარი, ვარდები სრულიად ახლად დაკრეფილი და ნამიანი გეგონებათ...
მისი დევებით, მეკობრეებით და საერთოდ გაბანჯგვლული კაცებით კი საოცრად კოლორიტული ხასიათების მთელი გალერეა იქმნება. რომელი ერთი ვთქვა, ორიგინალური ცხოველებით დასახლებული საჭადრაკო დაფა, თუ უკიდურესი უბრალოებით შესრულებული ქოთნები და ფიალები, დეკორატიული თეფშები, ნიღბები, შანდლები და ხონჩები, ჭედური და ხის ნამუშევრები, ჩანახატები... რომ შემოეთავაზებინა, აირჩიე რომელი გინდა და გაჩუქებო, გამიჭირდებოდა ალბათ რომელიმეს არჩევა.
ხელგაშლილი კი ყოფილა. მეგობრისთვის მკვდარსა და მდნარს არავისთვის არაფერი ეზოგებოდაო. იმ დღესაც უშურველად და დაუზოგავად გაგვახარა, აღვაგფრთოვანა და მშვენიერებით აგვავსო.
მხოლოდ ეს იყო, მოეწყინათ სცენაზე იასამნებსა და მიხაკებს. იქვე ახლოს კი მის შავად შესუდრულ ახლობლებს მოეყარათ თავი. ისევ ვაჟა გვანუგეშებდა: ”მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვევლინე თიხად სამყაროს.”

მანანა შავერდაშვილი

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 2:51 pm




Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Tue Mar 03, 2009 3:01 pm

ვაჟა მოსულიშვილი ოცდაოთხი წლის იყო, 1985 წელს თავისი მეგობრის ხელით რომ აღესრულა...

რა ვთქვა, აღარ ვიცი...
Back to top Go down
gugua

avatar

Male
Number of posts : 4
Age : 61
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : კერძო მშენებლობა
Humor : რა თქმა უნდა
Registration date : 28.05.10

PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   Fri May 28, 2010 3:09 pm

გამიხარდი ვაჟა, აქ რომ დამხვდი და შენმა სახემ ნაღვლიანად ამომანათა... დედა ისევ ყოველდღე გელოდება ბიჭო... ის ავადსახსენებელი "უშანკა" ისევ შენს მაგიდაზე დევს... სიღნაღის მუზეუმიდან შენი ჭადრაკის ერთი ფიგურა რომ დაიკარგა, მის ჩასანაცვლებლად მისი მსგავსიც კი ვერავინ ვერ გააკეთა... რა ხელი გქონდა ამისთანა?
Back to top Go down
View user profile http://www.fereidani.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა მოსულიშვილი   

Back to top Go down
 
ვაჟა მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: