არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიგლა ჭინჭარაული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიგლა ჭინჭარაული   Tue Mar 03, 2009 12:31 pm

ვაჟა ხორნაული -
აქვე გთავაზობთ ჭაშნიკად გიგლა ჭინჭარაულის ლექსს(კახეთის რეგიონის მელექსეთა წიგნიდან):


***
არწივის ბუდეში ვზივარ,
არ ვახამხამებ თვალებსა,
შორეთს გავცქერი გულჯავრით,
თან ვეფერები მთა-ველსა,
ვეღარას ვშველი,ჭანგებით
აჭრიან თითო მტკაველსა,
სამშობლო_ჩემი გულ-ღვიძლი,
მიირთვეს,მოიხმარესა,
გამიჩანაგეს ყოველი,
ფერი უცვალეს არესა,
საქმეს ვერ შველის კალამი,
ხმალი თუ არვინ ალესა,
თურმე ცხოვრება მოითხოვს
ზოგჯერ ბართლომეს ღამესა!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   Tue Mar 03, 2009 3:45 pm

***

დარდი ხარ,მშვენიერებავ, cheers
არ მოგთხოვ თანაგრძნობასა,
და-ძმობა უფრო წმინდაა,
სხვას ნუ შავირევთ გრძნობასა.
ცოლობას დობა სჯობია,
ძმობით ვაჯობებ ქმრობასა,
ცოლად მოგიწყენ,ვინანებ,
შეგიგრძნობ ხორცივლობასა,
დად კი ღვთაებად გიფიქრებ,
მთელი სიცოცხლის გზობასა.
დრო არის,სული მოვძიოთ,
მოვრჩეთ სხეულის ტრფობასა,
გულს რას ვუყურებთ,ბრმა არი,
ნუ ვიქამთ მორჩილობასა,
თუ სულმა სული იწამა,
სიკვდილს შაღბედვენ მტრობასა. king sunny queen

***
სჯობს მიეჩვიო დღითიდღე,
სჭვრეტდე სიკვდილის გრილოსა,
რომ უეცარი სტუმრობით
ბედმა არ შეგაშინოსა.
ვერასდროს მოსჭრის ცხოვრება
ყველა გზას,ძნელს და იოლსა,
ერთი გზა მუდამ დაგვრჩება_
ბილიკი საიქიოსა.
სხეულს ეყოფა ალაგი,
საფლავს_ ქვა მარმარილოსა,
მაგრამ ეს ჯავრი და დარდი
რა მიწამ დაიტიოსა?
ვინც იკელაპტრა,ღბერნებდა
სიმართლის ცეცხლზე სიოსა,
ლაჟვარდში ჰქონდეს სავანე,
ღმერთმა იქ გაიწვიოსა.


flower cheers flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   Fri Mar 06, 2009 8:20 am



ძნელია გველისმჭამლობა,
თუ არ ხარ_უფრო ძნელია,
რთულია ბუნების ენა,
თუ ვერ ფლობ_საშინელია!
თბილია სამშობლოს მიწა,
თუ არ გაქვს_გულის მწველია,
ძნელია წინასწარ ცოდნა,
რაც ბედის წიგნში სწერია.
არ იცი_სიცოცხლე გილხინს,
იცი და_მოგიწყენია. drunken
ცუდი ხარ_ქვეყანას სძულხარ,
კარგი ხარ_არაფერია.
სიკეთეს სჩადი_არ მოჩანს,
ცუდს იზამ_ყველა მტერია...
თუ სწორად ცხოვრობ,სიკვდილი
არც ისე საძულველია:
სხვა რაა დიდხანს სიცოცხლე_
ცოდვათა სიმრავლენია.

.
კახეთის რეგიონის მელექსეთა წიგნში კიდევ ერთი ჭინჭარაულია_მამუკა,რომელიც გიგლას არ ჩამოუვარდება.ახლა ბობორიკის რეკომენდაციაზეა მისი ბედი დამოკიდებული... Question
.
კახეთში(და არამარტო იქ) მცხოვრები ფხოველი მელექსეები (ფშავლები და ხევსურები) ისე არიან,როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელები ევროპის კლუბებში


bounce lol! bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   Sat Mar 14, 2009 3:01 pm



ასაკთან ერთად დღითი-დღე
სიკვდილზე ფიქრიც მატულობს,
ალბომში გეძებ წუხილით,
ბავშვობავ,გადაკარქულო.
მე ვეღარ გხედავ ბედნიერს,
ჩემო სამშობლოვ,ტანჯულო,
ამისთვის მსურდი,სიცოცხლევ,
ძალღონევ ჩამოხარჯულო?!
სჯულო,შენც გაქუცმაცებენ,
წმინდა ქალწულის დარგულო...
მკვდარნი ვერ დაცოცხლდებიან,
ცოცხალთა გული არ გულობს.
რა გეშველება,ქვეყანავ,
გაჩენის დღიდან ჩაგრულო?


Question Arrow Question
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   Wed Apr 01, 2009 8:39 am


***

თქვენ აჰყვავდებით უჩემოდ
გომბორის მთათა კალთანო,
მალე დადგება ის წუთი,
რომ შევსვა მეც "საკართანო".
რომ ჩემი წილი სიცოცხლე
წვალებით ჩამოვათავო,
ისევ მე მჩაგრე,სხვა არა,
ცხოვრების მკაცრო ზამთარო!

ზურაბ ზვიადაურს
--------------------------
გიცქერდით,
გული კრთებოდა,
შუბლს ყველას შიში გვეწერა...
გადმოიქნიე,
აწყვიტე,
თვალს ცრემლი მოგვემეწყერა,
სცოდნია ვაჟა-ფშაველას, sunny flower sunny
ვისზედაც უნდა ეწერა,
იარე თავაწეულმა,
ღმერთმა გიკურთხოს ბედ-წერა.


cheers king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   Wed Jul 01, 2009 7:26 pm

***
გვიშველეთ,მამულიშვილნო,
დრონი დგან დასაგმონია,
სად გაგონილა მშვიდობა, Question
მთელი სიცოცხლე ომია!.. Exclamation
უქმად ნახარჯი სიცოცხლე
არდაბადების ტოლია,
ზოგი ერთხელაც ვერ ცხოვრობს,
ზოგის ცხოვრება ორია,
სიცოცხლე სამუდამოდ კი
ყველაზე უფრო სწორია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: გიგლა ჭინჭარაული   

Back to top Go down
 
გიგლა ჭინჭარაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: