არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3 ... 21 ... 42  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: სიახლეები   Thu Nov 20, 2008 11:45 pm

მხატვარი ადოლფი და პოეტი სტალინი

რა ხდება, რა ხდება და ის ხდება, რომ ჩემი არმური - აღარ იხსნება. ერთხელ უკვე მოუვიდა ეგრე და მე რომ მეგონა, გამიტეხეს მეთქი, ისევ თავისით ამუშვდა. და იქნებ ეხლაც ეგრე მოხდეს.

ახლა აქ წარმოდგენილი იქნება პოეტი სტალინი და მხატვარი ადოლფი.

და იმედები მიღორძინდება

როდესაც ბადრად მნათობი მთვარე
ცის კამარაზედ გადაცურდება
და მისი შუქი, გაბრწყინვებული,
ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება;
ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა
ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს,
როს სალამურის სულის კვეთება
მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს;




გაგრძელება იხილეთ აქ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Nov 21, 2008 10:22 am

მართლაც რომ, მიხო, ვინ იცის, ან ერთი ან მეორე არსთა განმრიგეს მათში გამკრთალი ნიჭისდაკვალად რომ განევითარებინა, იქნებ დღევანდელი მსოფლიო (თუ არა საქართველოს რეალობა უეჭველად!) სხვაგვარი ყოფილიყო... ეეჰ, ჩვენ უმეცარნი იქნებ, იქნებო გავიძახით და ნიკო ლორთქიფანიძის არ იყოს, ღმერთი კი ცათა სასუფეველში ჰგიებს, სულ ეს ესმის, სულს ეს... და მაინც ყველაფერი თავისი გზით მიდის... ანუ თავისი საქმე თავად უწყის დალოცვილმა!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Nov 22, 2008 9:34 am

იქ, ზემოთ, ზემოთ და ძალიან მაღლა ყველაფერი ჩვენზე კარგად იციან და გაცილებით ვრცელ მასშტაბში...
ჰოდა, ალბათ, ეგრე იყო, მარიამო, საჭირო და ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ... Sad((

აი აქ კიდევ ელგუჯა მარღიამ დამიბეჭდა "ორდერი შლაპაზე".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: დამიტირებდე, გვირილო…   Mon Dec 01, 2008 9:04 pm

ახალი ბლოგი – დამიტირებდე, გვირილო…
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 02, 2008 11:13 am

გია არგანაშვილმა და ვაჟა ხორნაულმა დამირეკეს, "ლიტერატურული პალიტრა" გამოვიდა, დეკემბრის ნომერი და დიდი მადლობაო, რო ვართო.
და მე ჯერ არ მინახნია, ნეტავი, ნუციკო თუ არის?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო   Tue Dec 09, 2008 2:32 pm



2008 წლის 11 დეკემბერს, 16.00 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ეწყობა პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო და ახალი წიგნის "მინდვრის ფსალმუნების" წარდგინება.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 10, 2008 11:04 am

სადღეობო სალაღობო მიხოსა

ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის,
ომარიც თუ იქ ტრიალებს,
თუ ფშაველი ტომურ საჭმელს -
“დამბალხაჭოს” გიზიარებს,
ჟებოტაურ არყის ცეცხლი
თუ ლექსებად მიგთქრიალებს,
თენებისას ვერ იყუჩებ,
არაგვივით იხმიანებ!!!


queen flower albino

სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით
!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 10, 2008 4:47 pm

სანათა wrote:
სადღეობო სალაღობო მიხოსა

ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის,
ომარიც თუ იქ ტრიალებს,
თუ ფშაველი ტომურ საჭმელს -
“დამბალხაჭოს” გიზიარებს,
ჟებოტაურ არყის ცეცხლი
თუ ლექსებად მიგთქრიალებს,
თენებისას ვერ იყუჩებ,
არაგვივით იხმიანებ!!!


queen flower albino

სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით
!

cheers



დიდი მადლობა სანათოსა აემ კარგი ლექსისთვი!
და დიდი მადლობა ყველასა, ვინც მაიგონა და მამილოცა.
და მესტუმრა ნინო სადღობელაშვილიცა და დიდი სიხარულით გეეცნო ბობრიკსა.
და მაჩუქა თავისი წიგნები და აეს ჯამფილები და ჩაიწერა ინტერვიუ შაბათის "24 საათის" დამატებისთვის "უიკენდი" და ვნახოთ, რა გამოვა.
მემრე ვიყავი რადიოში, ლია წიკლაურთანა, სადაც არის პირდაპირ ეთერში გადაცემა - "სტუმარი სტუმართან" და, თურმე, მე უნდა წემეყვანა და აბა, მე რა ვიცოდი. მამივიდნენ ვაჟა ოთარაშვილი, ტარიელ ხარხელაური და დათო ტურაშვილი და ვილაპარაკეთ.
ვიღაცეებიც გვირეკავდნენ თანა.
და გამეორდება ამაღამ თორმეტ საათზედა.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 10, 2008 9:34 pm

ბატონო მიხო, სულით და გულით გილოცავთ.დაესწარით მრავალს.ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.მომიტევეთ დაგვიანებისთვის,ქალაქიდან ხშირად მომიწევს ასეთი გასვლები ხოლმე და მხოლოდ ეხლა მოვახერხე კომპთან დაჯდომა...
არც იმას დავმალავ ,რომ რამდენჯერმე ავკრიფე მისალოცი ტექსტი,ვასწორე,გადავშალე,თავიდან დავიწყე და...
მერე უბრალოდ ასეთი,მშრალი და ''ჩვეულებრივი'' მილოცვა დავტოვე,ოღონდ მკითხველის დიდი,დიდი სიყვარული და პატივისცემა ''დავამატე''.


ხო,ძალიან მიხარია''ჩემი'' მწერალი ბატონი მიხო რომ ვიპოვე.. და მადლობა, რომ ასეთი ხართ.რანაირი?ბევრი ის დაწერა შეიძლება,რანაირი და უბრალოდ ძალიან,ძალიან კარგი....
და ვიცი,ძალიან თავხედი და ცუდი ვარ,მაგრამ სხვა საიტებზე დავდებ თქვენს ნაწერს და ბევრი,ბევრი ადამიანის სითბოს და სიყვარულს კიდევ მოგიტანთ აქ,იმედია არ გამიბრაზდებით ამისთვის
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 11, 2008 11:55 am

ნინი, დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მაგ კარგი სიტყვებისთვის.
რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა აქ, მე უფრო გამიხარდება.

რესტორან "ალანში" გაუმზადებიათ სუფრა, მე რომ არ ვიცოდი, ისე.
კარგი ქეიფი იყო და ნეტავ, შენც იქ ყოფილიყავი.
ამაზე უკვე დავწერე "არმურზე".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 9:35 pm

ყურადღება!

ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, ტარდება "ლობიანების საერთაშორისო სიმპოზიუმი" .თეზისები წარმოადგინეთ ბაოსთან 2 დღით ადრე.რეგისტრაცია დილის 9 საათიდან სარკეებიან-ტაფებიან დარბაზში.
პაროლი: მარჯვენა ჯიბეში - ცხელი ლობიანი, მარცხენა ხელში - ცხელი გოგრის ნაჭერი!
დასასრულ მოეწყობა "ლობიანფართი".
იმღერებენ "მგზავრები და ნამგზავრები" .
ყველამ მიიღეთ მონაწილეობა!
განსაკუთრებით ჭართალაში ნამყოფებს ექნებათ საინტერესო მასალები სიმპოზიუმისთვისSmile

ოქროს სპონსორი ფირმა "სამშვიდობოები"
სპონსორები: ფირმა "ქეიფს ვიწყებ დილიდან" და "გაზგასული ბორჯომი".
სპონსორ-სექენდები: ერთჯერადი წერა-კითხვისა და თეფშების გამავრცელებელი საზოგადოება "ნორჩი ინტელექტუალი"
და ლილოს ბაზრობის მოსამზადებელი კურსების აღსაზრდელთა ანსამბლი "ნისლი მოადგა ლილოსა,ჰეი და"
იქონიეთ ცელოფნის პარკები. შეგროვდება დახმარება რუსი ჯარისკაცების შვილებისათვის Laughing Very Happy Very Happy
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 9:57 pm

სანათა wrote:
ყურადღება!

ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, ტარდება "ლობიანების საერთაშორისო სიმპოზიუმი" .თეზისები წარმოადგინეთ ბაოსთან 2 დღით ადრე.რეგისტრაცია დილის 9 საათიდან სარკეებიან-ტაფებიან დარბაზში.
პაროლი: მარჯვენა ჯიბეში - ცხელი ლობიანი, მარცხენა ხელში - ცხელი გოგრის ნაჭერი!
დასასრულ მოეწყობა "ლობიანფართი".
იმღერებენ "მგზავრები და ნამგზავრები" .
ყველამ მიიღეთ მონაწილეობა!
განსაკუთრებით ჭართალაში ნამყოფებს ექნებათ საინტერესო მასალები სიმპოზიუმისთვისSmile

ოქროს სპონსორი ფირმა "სამშვიდობოები"
სპონსორები: ფირმა "ქეიფს ვიწყებ დილიდან" და "გაზგასული ბორჯომი".
სპონსორ-სექენდები: ერთჯერადი წერა-კითხვისა და თეფშების გამავრცელებელი საზოგადოება "ნორჩი ინტელექტუალი"
და ლილოს ბაზრობის მოსამზადებელი კურსების აღსაზრდელთა ანსამბლი "ნისლი მოადგა ლილოსა,ჰეი და"
იქონიეთ ცელოფნის პარკები. შეგროვდება დახმარება რუსი ჯარისკაცების შვილებისათვის Laughing Very Happy Very Happy
.


სადა ტარდება ესა? pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 10:02 pm

cheers
ეგა მე უნდა მკითხო, ბობო, მე მაქვს მაგ სასახლის გასაღები, სადაც ეგა ტარდება, მარა, ქრთამად ვიღებ სხვაზე ერთით მეტ " ლობიანსა და კვახს" თუ გაწყობს, გეტყვი
=))
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 10:11 pm

bao wrote:
cheers
ეგა მე უნდა მკითხო, ბობო, მე მაქვს მაგ სასახლის გასაღები, სადაც ეგა ტარდება, მარა, ქრთამად ვიღებ სხვაზე ერთით მეტ " ლობიანსა და კვახს" თუ გაწყობს, გეტყვი
=))

@
მე რო "კვახი" არ ვიცი?
მე მარტო გოგრა ვიცი.
bom
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 10:36 pm

კვახიც იცი, ბზიკიც იცი, ბიაც იცი, ჩემო მიხო,
ჩვენ ქართულში ყველა სიტყვა ტკბილად უნდა მიაწნიხოSmile)
არცერთს არ დაეწუნება არცა ფერი, არცა გემო,
შე კვახივით გასახეთქო, იუმორზე ასაცრელოSmile

lol!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 10:42 pm

თუ აუცრელოოოოSmile Very Happy
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 10:44 pm

მოვედი თუ არა, ორგვერდიანი გავხადე სარკმელი ,ვახ, მე ბაო კი არა "ბარაქა გოგი" უნდა მერქვასSmile Very Happy
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 55
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 13, 2008 11:04 pm

მეც მოვედი Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 14, 2008 1:30 am



წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა მიხო მოსულიშვილმა.
რედაქტორი ამირან არაბული.
მხატვარი გია ღლონტი.


"ვისაც შემლოცველის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მოუსმენია, დაგვემოწმება, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, პოეზიაა; პოეზიაა თავისი შინაგანი რიტმით, ექსპრესიით, კეთილხმოვანებით. შემლოცველს სჯეროდა, რომ მის სიტყვებს ავადმყოფის განკურნება შეეძლო. სიტყვით აქიმობა ძველთაძველი ტრადიციაა, სადღეისოდ მოშლილი და მივიწყებული".
ამირან არაბული


სურდოსი
სურდოს (იგივე "ხამაზდის", "ცრინტას") დროს ავადმყოფს გამდინარე წყალში დააბანინებენ პირს და ულოცავენ.

ცრინტა შავკარ, შავპაჭიჭე,
შავსა ძაღლსა გადავკიდე.
ძაღლი გაღმა გამივარდა,
სურდო წყალში ჩამივარდა.


***
სურდო მეწვია სადილათ,
რა გავუკეთო სადილათ?
- არკილი-ბარკილი,
სამი თაგვის ბარკალი.
მაგრად შევკარ, შევპაჭიჭე,
შავსა ძაღლსა გადავკიდე.
ძაღლი ხიდზე გადავარდა,
სურდო წყალში ჩავარდა.


***
სურდო მეწვია სადილათ,
რა მივართვა საჭმელათ?
- ანკალი-ბანკალი,
დათვი - დამპალი.
დაუკარით ტაში,
გააგდეთ კარში.
(სამჯერ).


ეს ჩემი შედგენილი წიგნია, ადრე გამოვიდა და სახლში ერთიც კი აღარ შემარჩინეს.
დღეს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში ხეტიალისას და გამიხარდა, რომ მოსწონებიათ ბავშვებს და ბეჭდავენ თავიანთ თბილისის ასმეჩვიდმეტე საჯარო სკოლის ჟურნალში
"იაფერი".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 14, 2008 1:32 am

bao wrote:
მოვედი თუ არა, ორგვერდიანი გავხადე სარკმელი ,ვახ, მე ბაო კი არა "ბარაქა გოგი" უნდა მერქვასSmile Very Happy

ბარაქა, ბაო!
ბარაქა!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 14, 2008 11:06 am

nel wrote:
მეც მოვედი Very Happy

cheers

***
გაუმარჯოს ნელიკოსა,
როცა მაგის ჯერ იყოსა!


Last edited by არჩანდა on Wed Dec 17, 2008 7:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 14, 2008 11:43 am

[quote="bao"]მოვედი თუ არა, ორგვერდიანი გავხადე სარკმელი ,ვახ, მე ბაო კი არა "ბარაქა გოგი" უნდა მერქვასSmile Very Happy[/

cheers

bounce bounce bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: რასა ჰფიქრობენ მარცვლები ხნულში?   Mon Dec 15, 2008 3:14 pm



რასა ჰფიქრობენ მარცვლები ხნულში?

წამიყვანე, კაცოო, წამიყვანე დროზე აქედანა - მთელი ღამე თოვდა წუხელისაო! - ბობორიკი შამამტიროდა დილიდანა და...
გავიხედე და - ვახ, კაცოოო! ვახ, კაცოო!
რასა ჰფიქრობენ მარცვლები ხნულში, მურმან ლებანიძეს რო უწერია, რასა ჰფიქრობენ და...
და იმასა ფიქრობენ, რომ -
ნეტავი, როდის მოვა თოვლი, რო სუ არ შაგვჭამონ თაგვებმაო.
და აჰა, - მოვიდა!
თოვლი მოვიდა!
"ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა"-ო, - აეგრე ამბობს მირზა გელოვანი.
და მირზა გელოვანთან ხუმრობა არ შაიძელბისა - ძაან პოეტ არისა და იმიტომ.
ეგეთ პოეტ, რო - ჯერ არ ვიცით, ეს ვინა გვყავდა...

რა პოეტ, კაცოო - წამიყვანე დროზედაო! - ბობორიკმა და...
დაიცა, ბობორო, ჯერ ერთი ჭიქა უნდა ვკრა და ამას რო ვიქამ, მემრე წაგიყვან, ვა!
და რა კარგი იქნებოდა ეხლა სოფელში - ჰკრამ ერთ ჭიქასა, გაიდებ მხარზე თოფსა და ვითომ სანადიროდ წახვედიიი - და ათვალიერებ როგორა ჰბარდნის სამშობლოში...
თორემა - ჩირგვში რო კურდღელი ზის და იქადნებისა, რო - ვერვინ მოვა ჩემზედაო! - მე რას ვერჩი იმ ყურცქვიტასა. განა რამდენი ხორცი უნდა ექნეს შასაწვავათა, რომ ჩემ დევებ ვამყოფინო. არა სჯობიან, რო ისევ ლობიოს შაჭამანდ შაშჭამონ კააი მწნილთანა და კაი ღვინოსთანა?
ჰოდა, მივდივართ, ბობორო...
ე, ბუხრი შეშაც რო ვერა გვაქ, კაცო?
კარგი იქნებოდა მემრე ბუხარი, რო მოვიდოდით.
და ზალიკომა სთქო - ბორხესი და ბუხარიო. კარგი მოთხრობა დაჰკრა შარშანწინა.
და ხორხე ლუის ბორხესი თუ როგორ გენიოს არისა - ეგ სხვა გენიოსებმ ილაპარაკონ და, ბობორო, მედ შენა ისა ვსთქოთ, რო - ეგ არისა უსინათლო მთხრობელი... ჰო, უსინათლო მამყოლი კი არის ამბებისა, მაგრამა სუ სინათლიან ამბებსა ჰყვება, ყველაზე საძნელო და ცუდი რამე რო მაჰყვესა, მაინც სინათლიან ამბავ გამოუდისა. ბორხესია და მაგიტომა. ტოტალურ მეტაფორა იცის მაგანა - ძაან რამეა ეგ "ტოტალური მეტაფორა", ძაანა. და ვინც ხვდება, რასაც ახლა ვამბობ - საღოლ მაშინ მიმხვედრსა.
და რა იცი, ბობორო, რო დარბიხარ ეხლა აემ თოვლში და სუ არ გედარდებისა წაქცევა - ოთხ ფეხზე სდგახარა და როგორ უნდა წაიქცე მაგ ბრჭყალებითა? - ჰო, რა იცი მეთქი, ბობორიკო, რო -
რასა ჰფიქრობენ მარცვლები ხნულში, მურმან ლებანიძეს რო უწერია, რასა ჰფიქრობენ და...
იქნება ის მარცვლები ხნულში, ჩვენა ვართ, ადამიანები?
ჰა?

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: ანა კალანდაძე   Mon Dec 15, 2008 6:54 pm



ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები. პირველი კრებული „ლექსები“ 1953 წელს გამოსცა.


მარიამ წიკლაურმა შემახსენა და მართლა ანა კალანდაძის დაბადების დღე ყოფილა დღეს.
და სირცხვილი არ არის, რომ მხოლოდ ზემოთ დამოწმებული რამდენიმე წინადადება წერია ქართულ ვიკიპედიაში?

და ესეც ანა კალანდაძის საიტი.

ანა კალანდაძე ის პოეტია, სულ რომ ემახსოვრება თავის სამშობლოს, არასოდეს დაივიწყებს და დაბადების დღესაც ყოველთვის მიულოცავს ხოლმე - თუნდაც ამჯერად - ჩემისთანა უღირსის საწყალი ნაწერით...
ანა კალანდაძე - ეს ის შემთხვევაა, როცა ბულბული მართლა სჯობია შაშვს...
და ბრძანოს თუნდაც მურმან ლებანიძემ - "ბულბულს მირჩევნია შაშვიო..."


***

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 16, 2008 2:07 pm

ბობო ,სტალინი და ჰიტლერი''კაცობრიობის პირსისხლიანი ჯალათები'''იყვნენ და მათი პიროვნებით აღტაცება ,მათი გაფეტიშება ,ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია.
მაგრამ... ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებმაც ეპოქის მაჯისცემას შეავლეს ხელი კი არა,მსოფლიო ისტორია შეცვალეს.უამრავი სახელმწიფოს,ერის,ხალხის ბედზე იქონიეს ზეგავლენა.
ნეტავ,რას გრძნობს,ბობო,ადამიანი,ვისაც ხელეწიფება მსოფლიო ისტორიაზე ზემოქმედება და უამრავი ადამიანის,თუ სახელმწიფოს ბედით თამაში?
შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანური საზომებით ასეთი მასშტაბური პიროვნებების შეფასება?
და რა უბედურებაა ეს პიროვნების კულტი ზოგადად ,როგორ მოხდა, რომ მეოცე საუკუნეში,საოცრად დემოკრატიული და კულტურული გერმანელი ერი ასე უბრალოდ და ''ადვილად''გახდა ფაშიზმით ''შეპყრობილი''.და ძნელია პარალელი არ გაავლო,ჩვენს ერთმორწმუნე , მეზობელ ერთან...აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და არა მარტოSad
როგორ ხდება ადამიანის, მეტიც ერის ცნობიერების ასეთი შეცვლა და დამახინჯება.
არაფერს ვამბობ ჩვენი უახლოესი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ...
და მე თუ მკითხავს კაცი,იგივე ჰიტლერი გაცილებით მეტად იყო ''ეროვნული'' და თავისი ხალხისთვის,ვიდრე ჩვენი სოსელო...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 42Go to page : 1, 2, 3 ... 21 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: