არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Sun Nov 09, 2008 6:07 pm



მოპარული ახალი წლის ზღაპარი, ანუ www.bulumughun.dev - https://plus.google.com/u/0/photos/102543376503090779773/albums/5281109121239044097


ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა...
(ენის გასატეხი საბავშვო პიესისათვის)

ბულუმუღუნ დევი გაბულუმუღუნდევებულა,
საბულუმუღუნდევეთში
ჩაბულუმუღუნებდევებულა და
როგორც ჩაბულუმუღუნებდევებულა,
ისე ამობულუმუღუნებდევებულა.


pirat

ამას ბუტია ბიჭის როლის შემსრულებელი მსახიობი კითხულობს "რეპის" სტილში.


Last edited by Admin on Sun Mar 25, 2012 8:42 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Sun Dec 21, 2008 10:59 pm

ბერიკას ხარები შეუბამს
შეუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია,
როგორც
შეუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია,
ისე
ამოუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია...

Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Thu Dec 25, 2008 9:25 pm

მხიარული დამბაჩა,
ანუ
ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი

(ერთმოქმედებიანი პიესა ათი სიმღერის თანხლებით)

ესეც ჩემი დაწერილი საბავშვო პიესაა - საახალწლოდ და ამ ზაფხულს, აგვისტოს თვეში რომ დაიბეჭდა "ლიტპალიტრაში", მაშინ წაიკითხეს სადაც ჯერ არს და მაგის მერე მითხრეს სხვა პიესა, და ის ხო უკვე დაიდგა - "მოპარული ახალი წლის ზღაპარი" ჭიათურის თეატრში.

და ესეც იდგმება - მიხაილოვის საავადმყოფოს სარდაფში რომ საბავშვო თეატრია, იქ. თანაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ და ვნახოთ, რა გამოუვათ.

santa alien drunken

მხიარული დამბაჩა
(მეშვიდე სიმღერა)

ბახ-ბუხა და ძველის-ძველი,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ხან ისვრის და ხან - არა!

ზოგჯერ ხუმრობს, ხმასაც გაგცემს,
თან ატეხავს ხარხარსაც.
რადაც უნდა, გადაგაქცევს,
მოგიძებნის წამალსაც.

თუ სიკეთით არ დატენი,
თუ კეთილი არა ხარ.
არ გამოვა არაფერი,
არ გაისვრის დამბაჩა.

ესვრი ბოროტს, დაიძინებს,
ვინც კარგისთვის ვერ იცლის,
ცოტა ხანში გაიღვიძებს
და იქნება კეთილი.

მაცნე არის ახალ წლების -
ბარემ გეტყვით ამასაც -
მეფე არის დამბაჩების,
მიტომ ჰქონდა პაპასაც.

საყვარელი, სასაცილო,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ან გაისვრის, ან - არა!


rendeer

და უკვე საბავშვო მწერალი ვგონივარ მე იმათა, მაღლა რო სხედან, სადაც ჯერ არს...
ეჰ...
ნეტავ, მართლა ვიყო საბავშვო მწერალი...

Sad
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Mon Dec 29, 2008 9:39 pm

არჩანდა wrote:
მხიარული დამბაჩა,
ანუ
ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი

(ერთმოქმედებიანი პიესა ათი სიმღერის თანხლებით)

Idea

ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის (რეჟისორი ნათია კავსაძე) პრემიერა შედგება სამ იანვარს, თორმეტ საათზე, თეატრ "მეორე სახლში" - მისამართი: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60 ("მიხაილოვის საავადმყოფოსთან).

santa jocolor lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Sun Mar 01, 2009 5:16 pm


სანათა-ფოტო

Arrow

აი, ესეთი სიგელი მოუციათ ჩემთვის ჯერ-ჯერობით და მერე მედალსაც ჩამოვასხამთ და გამოგიგზავნითო, უთქვამთ, შენ ოღონდ საბავშვო პიესების წერა არ დაიზაროო. რაკი ორი პიესა დაიდგა შარშანო...

და ვერაფერსაც ვერა ვწერ, - ვეწვალები მესამეს და არაფერი გამომდის...

Sad

დიდი მადლობა, მეც რომ გაგახსენდით... იმიტომ ვერ მოვედი, რომ ამ მესამე საბავშვო პიესას ვწერდი და რამე მაინც გამომდიოდეს, - პირველ წაკითხვაზე გამაშავეს და კიდე ერთ კვირას გაძლევთო, მერე თუ კიდევ ჩავფლავდი, იქით თეატრის დირექტორი დამიწყებს დევნას მოსაკლავად და აქეთ კიდევ - რეჟისორი მემუქრება კატის კნუტივით გამოხრჩობით...

cat

რატომ ჰქვია ”კიკლი-კიკლი” და აი, ამიტომ ჰქვია:

მაყვალა მრევლიშვილი

კიკლი-კიკლი

კიკლი -
კიკლი,
კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს :
- სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აბა, ჩამობრძანდითო!
- არ ჩამოვალთ, არაო,
მელა მატყუარაო!


sunny
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Sun Mar 01, 2009 9:47 pm



Алексей Толстой -
Золотой ключик, или приключения Буратино

jocolor

აი, რა უნდა წავიკითხო... lol!
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Mon Apr 05, 2010 11:31 am



მიხო მოსულიშვილის უკვე სამი საბავშვო პიესა აქვს: "მხიარული დამბაჩა", "მოპარული ახალი წლის ზღაპარი" და "ოფოფების თეატრი".
და სულ ეგ არის...
უნდა, რომ სამივე გამოსცეს ერთ საბავშვო წიგნად და, – გამომცემლებს არ უნდათ...

Shocked



ციკლიდან: "ჩაშლილი პროექტები"

ანოტაცია
მიხო მოსულიშვილის საბავშვო პიესების წიგნისათვის “ოფოფების თეატრი”


წიგნში უნდა იყოს სამი პიესა (სულ 76 გვერდი “AcadNusx” შრიფტში აწყობილი 12-იანი ზომით):

1. “მხიარული დამბაჩა” – (30 გვერდი) მხიარული საახალწლო ამბავი ათი სასიმღერო ლექსის თანხლებით. მდიდარი და ღარიბი ბავშვები ერთად გამართავენ საახალწლო კარნავალს, სადაც თოვლის პაპაც ესტუმრებათ, თოვლის ბებიაც და, რაც მთავარია, ურჩხული ნიშხაც, რომელიც კეთილი გახდება იმიტომ, რომ სიკეთით დატენილ დამბაჩას ესვრიან და დააძინებენ, ხოლო რომ გამოიღვიძებს, უკვე კეთილია, რადგან ასე სჩვევია მხიარულ დამბაჩას... პიესა დადგმულია თეატრ “მეორე თეატრში” (დავით აღმაშენებლის გამზირი # 60) 2009 წელს (რეჟისორი ნათია კავსაძე), შვიდიდან თორმეტ წლამდე პატარა მსახიობების მონაწილეობით.

2. “მოპარული ახალი წლის ზღაპარი” – (21 გვერდი) იმაზეა, თუ როგორ მოიტაცებს ბულუმუღუნ დევი თავის მეგობარ მუზმუზელა მელიასთან ერთად თოვლის პაპას და ფიფქიას, რათა ახალი წელი გააუქმოს და სხვა დროს დანიშნოს. თუმცა ბუტია ბიჭი და მისი მეგობრები თოვლის პაპას და ფიფქიას გადაარჩენენ და უკან იბრუნებენ ახალ წელს. მოქმედება ხდება ინტერნეტულ სივრცეში. პიესა დაიდგა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში (პრემიერა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2009 წელს; რეჟისორი სოსო ნემსაძე), სანდრა რულოვსის პატრონაჟით და უფროსი ასაკის მსახიობების მონაწილეობით.

3. “ოფოფების თეატრი” – (25 გვერდი) პატარა გოგონა, სალი-სალიკუნა და მსახიობი ხოხობი ბავშვებს უბრუნებენ მოპარულ ნატვრებს, რომელიც სიზმრებში მოხეტიალე დასის მეპატრონემ, მაესტრო ტიკსუსუნემ და მისმა დამქაშებმა მოპარეს ბავშვებს (ეს პიესა წელს დავამთავრე და ჯერ არსად დადგმულა).

ეს პიესები არის შვიდიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც წესი, საახალწლოდ ყველა დაეძებს ხოლმე შესაბამის ნაწარმოებებს დასადგმელად თუ სასიმღეროდ თუ წასაკითხად.
თუკი ჩვენში ისევ არსებობს ტრადიცია, რომ მშობელმა წაუკითხოს პატარას ნაწარმოებები, მაშინ ფერად ილუსტრაციებიანი პიესების წიგნად გამოცემაც გამართლებული უნდა იყოს. ეს ხომ ბავშვებისთვის ერთი მსახიობის თეატრივით იქნება, მით უმეტეს, თუ ის მსახიობი მისივე მშობელია!..
ამიტომ, გამომცემლებს ვურჩევდი არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა ავტორების საბავშვო პიესების გამოცემას საბავშვო წიგნების სერიად, ფერად-ფერადი ილუსტრაციებით და ამ სერიის წიგნების სათანადო რეკლამირებას, როგორც ტელევიზიებიდან და პრესის ფურცლებიდან, ასევე საბავშვო თეატრებიდანაც.


პატივისცემით,
ავტორი.

14 აპრილი, 2010 წელი.

მინაწერი:
მარიამ წიკლაურმა "გამოუცემელი საბავშვო წიგნების გამოფენისათვის" (მდებარეობა: ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპ. დრო: 2010 წლის 22 04, ხუთშაბათი 16:00) – http://libofund.com/გამოუცემელი-წიგნები.php – ამ ჩემი მომავალი წიგნის ანოტაცია მაწერინა სულ ერთ გვერდზე და იმისთანა კარგახნიანი წვალებით, რომ მერჩივნა, ერთი ამდენი პიესა კიდევ დამეწერა, – რას ვიზამთ, საჭიროა ეგეთი მოკლე განაცხადი, პიესების ტექსტებს თან უნდა დავურთოთო...
ჩვენ კი დავურთავთ, მაგრამ, წინასწარ ხომ ვიცი, რომ გამომცემლები მოგების გარდა სხვა რამეზე ნაკლებად ფიქრობენ, ეს ჩემი პროექტიც ჩაფლავდება და – "არმურზე" ხომ მთელი ციკლი მაქვს, სახელად "ჩაშლილი პროექტები" და იქ დავდებ მერე ამ ანოტაციასაც...
კომერციალიზაცია რომ ღუპავს ნამდვილ ლიტერატურას და პაულო კოელიოსნაირ საეჭვო მომწერლო და გრაფომან ელემენტებს სიმსივნური მეტასტაზებივით ამრავლებს, ამას უკვე მიმხვდარები არიან ევროპაში, მაგალითად, საფრანგეთში და არაკომერციულ ლიტერატურას რამდენიმენაირი პროგრამით უჭრენ ხოლმე მხარს...

What a Face


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2014 1:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   Thu Feb 27, 2014 12:37 pm



ციკლიდან: „ჩაშლილი პროექტები“

ანოტაცია
მიხო მოსულიშვილის საბავშვო პიესების წიგნისათვის „ოფოფების თეატრი“


წიგნში უნდა იყოს სამი პიესა (სულ 76 გვერდი AcadNusx შრიფტში, აწყობილი 12-იანი ზომით):

1. „მხიარული დამბაჩა“ – (30 გვერდი) მხიარული საახალწლო ამბავი ათი სასიმღერო ლექსის თანხლებით. მდიდარი და ღარიბი ბავშვები ერთად გამართავენ საახალწლო კარნავალს, სადაც თოვლის პაპაც ესტუმრებათ, თოვლის ბებიაც და, რაც მთავარია, ურჩხული ნიშხაც, რომელიც კეთილი გახდება იმიტომ, რომ სიკეთით დატენილ დამბაჩას ესვრიან და დააძინებენ, ხოლო რომ გამოიღვიძებს, უკვე კეთილია, რადგან ასე სჩვევია მხიარულ დამბაჩას.

პიესა დაიდგა:
* „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), შვიდიდან თორმეტ წლამდე პატარა მსახიობების მონაწილეობით, რეჟისორი ნათია კავსაძე, 2008


2. „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“ – (21 გვერდი) იმაზეა, თუ როგორ მოიტაცებს ბულუმუღუნ დევი თავის მეგობარ მუზმუზელა მელიასთან ერთად თოვლის პაპას და ფიფქიას, რათა ახალი წელი გააუქმოს და სხვა დროს დანიშნოს. თუმცა ბუტია ბიჭი და მისი მეგობრები თოვლის პაპას და ფიფქიას გადაარჩენენ და უკან იბრუნებენ ახალ წელს. მოქმედება ხდება ინტერნეტულ სივრცეში.

პიესა დაიდგა:
* ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008 (პრემიერა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2009 წელს).
* რუსულ ენაზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012
* გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2012
* ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, 2013

3. „ოფოფების თეატრი“ – (25 გვერდი) პატარა გოგონა, სალი-სალიკუნა და მსახიობი ხოხობი ბავშვებს უბრუნებენ მოპარულ ნატვრებს, რომელიც სიზმრებში მოხეტიალე დასის მეპატრონემ, მაესტრო ტიკსუსუნემ და მისმა დამქაშებმა მოპარეს ბავშვებს.

პიესა დაიდგა:
* (ჯერ არსად...).

ეს პიესები არის შვიდიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც წესი, საახალწლოდ ყველა დაეძებს ხოლმე შესაბამის ნაწარმოებებს დასადგმელად, სასიმღეროდ თუ წასაკითხად.
თუკი ჩვენში ისევ არსებობს ტრადიცია, რომ მშობელმა წაუკითხოს პატარას ნაწარმოებები, მაშინ ფერად ილუსტრაციებიანი პიესების წიგნად გამოცემაც გამართლებული უნდა იყოს. ეს ხომ ბავშვებისთვის ერთი მსახიობის თეატრივით იქნება, მით უმეტეს, თუ ის მსახიობი მისივე მშობელია!..
ამიტომ, გამომცემლებს ვურჩევდი არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა ავტორების საბავშვო პიესების გამოცემას საბავშვო წიგნების სერიად, ფერად-ფერადი ილუსტრაციებით და ამ სერიის წიგნების სათანადო რეკლამირებას, როგორც ტელევიზიებიდან და პრესის ფურცლებიდან, ასევე საბავშვო თეატრებიდანაც.


პატივისცემით,
ავტორი

27 თებერვალი, 2014 წელი

What a Face
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი   

Back to top Go down
 
www.bulumughun.dev - მიხო მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: