არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გლობუსა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: გლობუსა   Tue Dec 22, 2009 5:53 pm

ნინი, დამაქვეითებენ თუ ამაზევითებენ, ან რამდენი პოსტი ვერ დავწერე აქა, - ესენი სულ არ მაინტერესებს...
მე ბობ მარლის სიმღერები მიყვარს, რაკიღა მეც წავუგლობუსებ პატარაზე - არც არის საკვირველი, რაც მე მაგისი ლექსები მომდის მეილზე და მერე გაკვეთილებივით მაყოლებს, - აბა, იქ რა მიწერია და აქ რა მიწერიაო...
ჰოდა, ჩავრთავ ამ ჩემ დისკს ბობ მარლის მაგარი ჩანაწერებით და, - სუ კარგად მეყოლოს ყველა გამრიგე თუ სხვა მოხელე-ნაჩალნიკი - ვივლით ეგრე მე და ბობ მარლი ჩვენ ჭკუაზე...
როცა მინდა, მაშინ მოვალ და როცა მინდა, მაშინ წავალ, ვა...
შარია?!

ამ შენ მიწერილს კიდე - გავუგზავნი და ვნახოთ, რას იტყვის... Wink

P.S. "იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის", - ჩარლი ჩაპლინი.
ჩარლიც მაგარია, არა?

cheers
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Mar 25, 2010 2:14 pm

ნინ,შენ თუ გადაწყვიტე რომ წაგეშალა,მაშინ ჩემს დაკოპირებულს,მეც ვშლი... Smile


Last edited by ჯალალი on Thu Mar 25, 2010 2:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Mar 25, 2010 2:20 pm

უჰ,ნინ.ამ წამს წავშალე ეგ პოსტი და..დაგიკოპირებია.

მენატრებით ძალიან.
დავალაგებ რაღაცეებს და ისევ დავბრუნდები.
დანარჩენი კი...ცხოვრებაა.
რა ვქნა არ მიყვარს პირში ვერცხლის კოვზისგაჩრით გაზრდილები,ბომონდურები,გადაპრანჭულები...
საოცარი ადამიანია ბატონი მიხო.
დანარჩენი კი მეასეხარისხოვანია.
დიდი პატივისცემა და სიყვარული ამ ადამიანს...
არიან ადამიანები
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Feb 17, 2011 2:42 pm

ლექსის პულსაცია თავშიSmile(იუმორით!!!)

სალამი გლობუს.სად დაიკარგე შე კაცოSmile მინდა ჩემი ფიქრები გაგიზიარო,ლიტსაიტებზე ყოფნის ასე 3-4 წლიანი პერიოდის შემდეგ,მე, როგორც ექიმი,პოეტებისთვის ცალკე სინდრომად გამოვყოფდი ლექსისდაწერისწინაპერიოდის კლინიკურ მდგომარეობას( ანუ იმ შეგრძნებებს,განცდებს ,სუბიექტურ და ობიექტურ ''ჩივილებს'', ნიშნებს)რასაც პოეტი განიცდის ლექსის დაწერის წინ.დავარქვათ პირობითად პრედლექსისდაწერის სინდრომი


ჩივილები მრავალფეროვანია.
ზოგჯერ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გრძნობს პოეტად ყოფნის დიად მისიას ,ან მკითხველებს გაგვიმართლებს- ავტორის სხვა ცხოვრებისეული მოვლენები,მოთხოვნები გადაფარავავენ და ნიღბავენ მის ნიჭს მისგანვე ,მაგრამ თანდათან ლექსით ''ავადობა'' სერიოზულ კლინიკურ შემთხვევად ყალიბდება ხოლმე . ემოციურად ისედაც ლაბილურ პირებში ის იწვევს რიგ უსიამოვნო შეგრძნებებს,ზოგ შემთხვევაში კი სერიოზული ფსიქო-ნევროლოგიური კორექციის საჭიროებაც კი დგება.განვიხილოთ ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ასპექტი-კერძოდ რა ხდება როცა სააზროვნო სივრცეში მომწიფებულია ლექსი და ის ქვეცნობიერიდან თუ (და_)ცნობიერიდან უნდა''დაიბადოს''ქაღალდზე ან მონიტორზე.ლექსის''ჩასახვის''რთულ პროცეს არ შევეხები ,სხვა დრო იყოს .ახლა განვიხილოთ ლექსის დაწერის წინა პერიოდი .პოეტთა ანუ პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ამ დროს აღენიშნება ადვილად აგზნებადობა,ლაბილური გუნება-განწყობა,დაღლილობა,თავის ტკივილი,უძილობა,საერთო უგუნებობა,მადის დაკარგვა,შრომის უნარის დაქვეითება, განწყობილების სწრაფი ცვლა -მათ შორის ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე.ზოგი ამ სინდრომს გრძნობს მისი განვითარების დასაწყის პერიოდშივე,შემდეგ ერთგვარად ეჩვევა მას.ზოგს თავიდანვე არ აწუხებს,კლინიკურად უსიმპტომოდ მიდის და სტრესული ფაქტორები (გააიზრებს რა ბოლომდე თავის დანიშნულებას )იწვევენ გამწვავებას და უკვე ჩამოყალიბებული სინდრომის მოულოდნელ გამოვლინებებს . ,ამ სინდრომის უამრავი ვარიანტის მიუხედავად ორ ყველაზე გავრცელებულს გამოვყოფდი.1ტიპი-ახასიათებს უეცარი დაწყება ,აგზნება, ლექსის პულსაცია თავში ,არაადეკვატური ქცევა და პასუხი გარეგანი გამაღიზიანებლებზე ,არამოტივირებული აგრესია ახლობელთა მიმართ,სწრაფად აღწევს განვითარებას და კლინიკური გამოვლინების მაქსიმუმს.2 ტიპი-ასთენიური მდგომარების ნიშნები,პათოლოგიური ინერტულობა,ადინამია,სისუსტე,მოდუნება,დეზორიენტაცია.ამ ტიპს ლატენტური წინაპერიოდი ახასიათებს,.შემდგომ ძალიან არ პროგრესირებს.ამ სინდრომის 1.მწვავე,2.ქვემწვავე ფორმების გარდა შეიძლება გამოვყოთ - 3.უწყვეტად მორეციდივე ფორმა (როდესაც პროცესის განმეორებითი გამწვავება-ახალი ლექსის''ჩამოყალიბება'' იწყება ჯერ კიდევ მიმდინარე--არადასრულებული ლექსის ფონზე ან ''რეციდივი'' ვითარდება წინამორბედი ლექსიდან ძალინ ახლო პერიოდში).არის კიდევ 4. გახანგრძლივებული ფორმა,ფარული ლატენტური მიმდინარებით, გამოკვეთილი სიმპტომების გარეშე .
როგორც ავღნიშნე ჩივილები პოლიმორფულია.პერიოდულად თავს იჩენენ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები,ნერვული აგზნებადობის მკვეთრი მატება, საკუთარ თავში ჩაკეტვა,პიროვნული აშლილობა,აკვიატებები,ფობიები,უცნაური ქცევა,დეპრესიის ,შემოქმედებითი თუ პიროვნული კრიზისის ნიშნები,ზოგადი ნერვოზი ,ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნების სიჭარბეს ვერ ფარავს ხელოვნური და ბუნებრივი,,სტიმულატორების''განუწყვეტელი ძიება .თუ პოეტმა- ანუ პაციენტმა-პირველი ბარიერი სერიოზული ''დაზიანებების''გარეშე გადალახა,შეიძლება რემისიის პერიოდი დაუდგეს.ზოგადად ეს დაავადება ქრონიკულ ხასიათს ატარებს,ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავება-რემისებით.სამწუხაროდ ,რემისიათა რიცხვი და ხანგრძლივობა კატასტროფული სისწრაფით იკლებს .საბოლოოდ ვიღებთ მძიმედ მიმდინარე ,განუკურნებელ დაავადებას (პოეტად ყოფნის)''ექიმების'' ძალისხმევა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების შემცირებისა და კლინიკური გამოვლინებების შემსუბუქებისკენ ა(ხლობლებისთვის მაინც)არის მიმართული.

ახლა დროებით დაგემშვიდობები გლობუს და გავაგრძელებ დაკვირვებას ''პაციენტებზე''
Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Feb 17, 2011 3:00 pm

ნინი,
"პრედლექსისდაწერის სინდრომებიდან" გლობუსას უნდა სჭირდეს ან არც ერთი, ან ყველა ერთად, ქვემწვავე და ზემწვავე ფორმებიანად!..

იხილე ერთი ადრინდელი ჩანაწერი ამის შესახებ...

sunny

მუქმწვანედ არის გლობუსა...

სკოლაში ერთი გლობუსა მეჯდა ხოლმე გვერდით, ასთმა ჰქონდა, გართულებული ასთმა და მშობლები არ აკლებდნენ კაი-კაი სასუსნავებს - ჯიბეები სულ გამოტენილი ჰქონდა ფორთოხლებით, მანდარინებითა თუ შოკოლადებით.
და მეც ეგ მინდოდა სწორედ - მოვიდოდა მათემატიკის საკონტროლოს დრო და, - ერთი ამოცანის გადაწერინება თავისი ამოხსნიანად ორი მანდარინი და სამი შოკოლადი ღირდა, ანდა ერთი დიდი ფორთოხალი უშოკოლადოდ... და ერთი მაგალითისა კიდევ - ან ერთი მანდარინი, ანდა ერთი შოკოლადი.
მაგალითი ადვილი ამოსახსნელიაო, - მიმტკიცებდა გლობუსა და ის თითო შოკოლად-მანდარინიც ენანებოდა.
თუ ადვილია, მაშინ შენ თვითონ ამოხსენი და მთელი ეს სანოვაგე სულ შენ დაგრჩება მეთქი, - ეგრე ვბრაზობდი ხოლმე.
კარგი ბიჭი იყო და, არ გადაიხდიდა - ვინღა გადააწერინებდა?
მთავარი ის იყო, ცოტა მეტი ამოსახსნელი ამოცანა და მაგალითი ყოფილიყო ჩვენ საკონტოლოში. კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ სამი-ოთხი ნამდვილად იქნებოდა.
აი, ის კი კარგად მახსოვს, რომ საკონტროლოების მერე ჯიბეგამოცარიელებული გლობუსა შურით უყურებდა ხოლმე ჩემ სავსე ჯიბეებს...
მერე გავიზარდეთ ორივე და ცხოვრების ორომტრიალმა სად რას გადაგვიკარგა ერთიმეორე, ძნელი მისახვედრი იყო ჩემთვის, სანამ ერთი ელექტრონული წერილი მომივიდოდა შუაგულ დუბლინიდან...
ერთი მოთხრობის გადაწერაში სამ ფორთოხალს მოგცემ, თუ გინდაო!
და თუ არ გინდაო, იქით გადაგაწერინებ ჩემ ლექსებს და არაფერი მინდა შენიო...
და ამიტყდა სიცილი...
საიდან გაიგე ჩემი მეილი მეთქი?
საიდან და, ხო იცი, ჩიტებს დააქვთ ეგეთი ამბები, მაგარი გამბაზრებელი მასტები არიანო!..
რას აკეთებ მანდა მეთქი, კაცო?
ხან რას და ხანაც - რასო, - ბანზე ამიგდო სიტყვა, - ძირითადად ლექსებს ვწერ უცოდინრადო.
მართლა წერ თუ იწერ საიდანმე მეთქი? - ისევ მე ვეხუმრე და ნეტავ, არ მეხუმრა - დღე არ გავა, რომ გლობუსას ლექსი არ მომივიდეს, - დამიბეჭდე სადმე და რა გინდა, ჰონორარს არ მოგთხოვო... მარტო ერთი თხოვნა მექნება, რომ ჩემი ნამდვილი გვარ-სახელი არ ახსენო არსად, "გლობუსა"-ს პსევდონიმით გამომიქვეყნეო.
აბა, თქვი სწორად "ფსევდონიმი" მეთქი და, "პსევდონიმი" უნდა, აქ ეგრე ამბობენო.
მოკლედ, შარია ეს გლობუსა რა...
გრძელი შარი!
ჰოდა, ჯერ ქაღალდზე ვერა და აქ გამოვუქვეყნებ ხოლმე - გაუხარდება.
თანაც აღარ ვიცი, როგორ ვასწავლო წერტილ-მძიმის სწორად დასმა იმ სიშორეზე - რითმის დახვეწაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი - რა იცის გლობუსამ რითმისა...
მოკლედ, ჩემი კაფია ეგრე იქნება გლობუსაზე:

გლობუსასა

მუქ მწვანედ არის გლობუსა,
დუბლინისკენ რო მოუსვა;
ლექსმა აქცია მოლუსკად,
ვერ შემოუვლის პოლუსსა!


ესეც თავად იმისი ერთ-ერთი სუსტი და უწესებოდ დაწერილი ლექსი:



გლობუსა ვერელი

Entree!

"ანტრე [ფრანგულად entree] - 1. ცირკში: კლოუნის ნომერი - კომედიური სცენა (ლაპარაკი ან პანტომიმა). 2. ბალეტში: ერთი ან რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლა ცეკვით".
"უცხო სიტყვათა ლექსიკონი".


ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."
აუხდენელი ნატვრების იგავს
უკითხავ სარკეს უხილავ მანტრებს...

ხმა სინათლეა, უხმოდ ბინდდება,
სიბრიყვე სუროდ მოჰყავთ სურვილთა...
რა იქნებოდა, უჭკო მიდეგავ,
შენც გამხდარიყავ ქოსატყუილა.

მოსდექ და ვარსკვლავთ ჟივჟივი თვალე,
ნეტავ, მაგ საწყლებს ხომ არ შიათო?..
მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს.

ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."


---
მიდეგა (ქიზიყ.) - კერპი, ჯიუტი, თავისი სიტყვისა და საქმის გამტანი, თავისნება (ს. მენთეშ.) - "ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" - შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გლობუსა   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
გლობუსა
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: