არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დუ ფუ

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: დუ ფუ   Mon Mar 02, 2009 10:50 pm


დუ ფუ ჩინურად: 杜甫

ბიოგრაფია ინგლისურად - http://en.wikipedia.org/wiki/Du_Fu
რუსულად - http://ru.wikipedia.org/wiki/Ду_Фу

ჯარჯი ფხოველის მიერ თარგმნილი ძველი ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია - ”ყვავილი სარკეში”:

დუ ფუ (ზიმეი; 701 - 770 წწ.) - ტანის ეპოქის ჩინელი პოეტი. შვილიშვლი პოეტ დუ შენიანისა. დაიბადა ღარიბი მოხელის ოჯახში. განსწავლის შემდგომ იმოგზაურა ჩინეთში, ხალხის ცხოვრების გასაცნობად. 744 წელს, მორიგი მოგზაურობისას გაიცნო ლი ბო. 746 წელს მიაღწია დედაქაქ ჩანიანს, სადაც იგი მოხელედ გაამწესეს. ან ლუშანის აჯანყების დროს დუ ფუმ გაქცევით უშველა თავს. კვლავ დაიწყო პოეტის მოხეტიალე ცხოვრება. დუ ფუ გარდაიცვალა იმ ნავში, რომელზეც გაატარა თავისი უპოვარი ცხოვრების ბოლო წლები. დღემდე მოაღწია დუ ფუს ათას ოთხასმა ლექსმა.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დუ ფუ   Mon Mar 02, 2009 11:01 pm


დუ ფუს ლექსი ჩინურად.

ფიქრებში ჩავიძირე

ჟღურტულებს სველ ტოტზე, ჟღურტულებს მოლაღური;
შორს, კუნძულს ზემოით ფარფატებს თოლია.
დახრილა ყვავილი, მიმწუხრით მოლახული,
მოღელავს მდინარე – წაგვლეკავს მგონია.
ვზი ბებრუხანა. ვხდი შარბათს ფეტვისას.
მწუხრი დგას ფანჯრებთან და წვიმა ხმიანებს.
წასულან წელნი... წაუღიათ მეხის ფეხის ხმა –
აწ ის დიდება აღარ გვალხენს ადამიანებს.


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დუ ფუ   Mon Mar 02, 2009 11:03 pm

ღამით

გადაიცვარა ირგვლივეთი, ცაა მაღალი.
რთვილის მდინარეს გააქვს კამკამი.

ვდგავარ უდაბნოს გორაკებზე მარტოდ მავალი
და მეშინია ღამის ამ ღამით.

სულ ოდნავ ბჟუტავს შუქი შორი ნავსაყუდელით,
მიცურავს ნავი იალქნიანი.

თუმცა არ ისმის მდინარეზე ნიჩბის ტლაშუნი,
არცა იალქნის შორი შრიალი.

მეორედ ჰყვავის ქრიზანთემა, ორი წელია
მელევის ძალი შემორჩენილი,

აღარ ვახსოვარ აწ არავის, სამშობლოიდან
წეროთ არ მოაქვთ ჩემთვის წერილი.

ვარკსვლავებს გავცქერ მოგზაური, ჯოხს დაყრდნობილი,
მიწვევს უცხო გზა, უცხო ალაგი.

და მეჩვენება: იქით მიდის ირმის ნახტომი,
სად ბჭეებია დედაქალაქის.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: დუ ფუ   Mon Mar 02, 2009 11:24 pm

ვაიმე, მიხო, მართლა რა კარგია. ორივე მშვენიერია. რუსული ვარიანტებიც ხომ არის იქვე?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დუ ფუ   Mon Mar 02, 2009 11:40 pm

სანათა wrote:
ვაიმე, მიხო, მართლა რა კარგია. ორივე მშვენიერია. რუსული ვარიანტებიც ხომ არის იქვე?

study

Ду Фу. Поэзия Ду Фу в переводах А.И.Гитовича - http://lib.ru/POECHIN/DUFU/dufu_gitovich.txt

აი, აქ უნდა ნახო რუსულად.

study

ინგლისურად კი აქ:

An anthology of 320 poems. Discover Chinese poetry in its golden age and some of the greatest Chinese poets. Tr. by Bynner (en).
Du Fu - http://afpc.asso.fr/wengu/wg/wengu.php?l=Tangshi&no=-1&auteur=Du_Fu

Exclamation

ჯარჯი ფხოველის თარგმანები კარგია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:09 pm

გაზაფხულის წყლები


ოდეს ატამი გამოგვხედავს ყვავილის თვალით,
მოდიდდებიან მდინარენი – ქუფრნი, მღვრიენი.
შუადღის აქეთ მეჩეჩებზე მოგორავს წყალი,
ზვირთნი ლოკავენ ჭიშკარს ღრიალით.
მაშინ ანკესი წყალზე გამაქვს... გადამყავს რუ და
ვარწყულებ ბოსტანს მებაღე ძველი...
წყალს დაჰბრუნავენ ფრინველები გუნდად და გუნდად
და ყველა თავის სიმღერას მღერის.


გამხმარი პალმები

ბევრი პალმა დგას სიჩუანში, როცა ჩვეული,
ვხედავ: მარაოდ დასდგომიან კორდს და ყანობილს.
მაგრამ გვემული, დაკოდილი, გადატყაული
განახევრდება პალმის ტევრი თანდათანობით.
ვაგლახ, ამაოდ გაუწვდიათ ცისკენ ფოთლები
ზამთარ და ზაფხულ... ჩამოუქრის ქარი სისინით.
ვერ გაუძლებენ ჭრილობების ჭვალს და მოთმენით
ძირს ჩამოყრიან ფოთლებს ისინი.
ჩინოვნიკებმა დაივიწყეს დიდი ხანია
აქ სიბრალული გულს მისიებს ხალხის ვარამი.
აბა, ხანისა და იანძის მკვიდრნო, მითხარით,
რა დაგრჩათ კიდევ, რას იფარავს თქვენი წკვარამი?
თქვენს პალმებივით გაუძლისი სენით სნებულხართ,
მე განმეწონვის მერამდენედ თქვენი ნაღველი.
ვინც შავეთსაა, არას ითხოვს, ხოლო ცოცხლები
ვით დავაპუროთ? აჰა: ფიქრი გულის მდაღველი.
სტვენს მოლაღური ნაღვლიანად, შორით ტრიალი
ტრამალი მოჩანს და ირევა ბინდში ტყე–ველი...
პალმებზე ვფიქრობ, მწუხარეით გულღორღიანი –
რომ ახმობთ შამბი და სარეველი.


დამავალი მზე

ფარდას დანათის ალისფერი დღის მიწურვილი,
ნაკადულს ქარი ჩამოუქრის, თითქოს აფხიზლებს,
ბაღიდან მოაქვს ყვავილების ამო სურნელი
და აქანავებს სანდალს ნაპირზე.
გადახუნძლულან ბეღურებით ხეთა წვეტები.
შორით მოფრინავს ნემსიყლაპია...
ვინ დააყენა ეს ქაფქაფა ღვინო, ნეტავი?
დალევ და ქრება მწუხარება, თითქოს ქაფია.


ვუძღვნი ვეი ბას, სიმშვიდეში გახიზნულს

ჩვენ, ერთურთს არსად არ ვხვდებოდით, ვიყავით შორნი,
შანის და შენის მსგავსად ველოდით, მარტოდ და მარტოდ.
მაგრამ საღამო დღევანდელი სულ სხვაა ორნივ
ერთად ვართ, ერთად და სანთლების სინათლე გვათოვს.
ახალგაზრდობა შორს წასული ხსოვნის ქარია,
შეგვცოცებია საფეთქლებზე ჭაღარის ნისლი.
შენ მეგობრებზე მეკითხები – შავეთს არიან
ზოგნი... და სული მეფლითება წუხილის ისრით.
წლები გავიდა შენს სიმშვიდეს ძლიერ შორიდან
კვლავ მოვეახლე, ვეზიარე ყარიბი სუსტი.
შემოგჯარვიან გარეშემო, ვხედავ ცოლი და
შვილები, არა ორი–სამი, არამედ უშტი...
წინ რომ შემომხვდნენ, ისინია. ზოგნი გამოვლილ
გზის გამო მკითხვენ, სხვადასხვაზე უბნობენ ზოგნიც.
მაგრამ საუბარს როდი გვაცლი და მრავალთაგან
ერთ–ერთს ღვინისთვის აგზავნი დოქით.
პრასიც ხომ უნდა მოიტანოს – ქორფა მწვანილიც,
თან ნადიმისთვის იხარშება ბრინჯი და ფეტვი...
ვსვამთ ერთად ყოფნის სადღეგრძელოს, არდაშორების,
ვსვამთ, თასი თასზე იწურება, მეტი და მეტი.
დავლიე ათი. გული ღვინით არ მიხელდება.
კვლავ ფხიზელი ვარ ერთგულების შენის მჭვრეტელი.
ხვალ, მეგობარო, ჩვენი გაყრის დღე გათენდების,
კვლავ დაგვაშორებს აწყვეტილი კლდეთა კედელი.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:19 pm

ვწერ იმაზე, რასაც ვხედავ ბალახით გადახურული ქოხიდან

უდაბურ სოფლად მიდგას ქოხი. ღობის წინარე
ფიჭვი გაშლილა. უკაცური და მოწყენილი
სივრცეა ირგვლივ... მიუყვება ნავი მდინარეს,
მოჩანს ქარისგან გზად ბამბუკი გადაწვენილი.
ლერწმებს ეკვრიან – აწრიალებს თევზებს სიცივე.
ხოლო მეჩეჩით ბატი შორეთს გაფრენას ცდილობს.
გავიქარვებდი სიჩუანურ ღვინით სიმძიმილს,
მაგრამ უფულოდ ვინ მომმადლის კურთხეულ ღვინოს.


მაღლობზე ამოვედი

ცა უძიროა. ქარი მოჰქრის და ტყიდან ისმის
მაიმუნების მოთქმა ხმიანი.

ფათქუნებს, დაჰქრის მოკამკამე მდინარის თავზე
ფრინველთა გუნდი ტრიალ–ტრიალით.

და შემოდგომის დამჭკნარ ფოთლებს, ველად გაფენილთ,
გადაჰკრავს ფერი ყვითლად მცინარი.

გადაჭიმულან შორს, მშობლიურ მხარეთა იქით,
გარეშემონი დიდი მდინარის.

საით მდევნიდა, ან სად მდევნის გზების ხვეული,
რა არეების ვიყავ წვეული?

აჰა: ამოველ ტერასაზე, მწვერვალის ახლოს –
ვზივარ მავანი მარტოეული.

ვზივარ გარდასულ სიამეთა ფიქრში მზირველი
და თმაზე მათოვს ფიფქი ტიალი.

ვზი ნაღვლიანი და დევნილი მწუხრის ფრინველი,
მიდგას დაცლილი ღვინის ფიალი.


მთვარიანი ღამით ვიგონებ ჩემს ძმებს

უკვე მიწყნარდა, დაფდაფის ხმა აღარ ჩამესმის.
მხოლოდღა უსტვენს ველის ფრინველი.
და ცვარი იქაც, ვით შორეულ მშობელ მხარეში,
ბრწყინავს მთოვარის შუქის მხილველი.
შორზე შორია გზა სახლამდე! ცხოვრების ჟამი
ამ გზაზე გადის, ამ გზა უპყრია...
სახლისკენ წერილს სულ ამაოდ ვაგზავნი, სანამ
მტრებს იარაღი არ დაუყრიათ.


ნავში

ახლოს მეგულვის
აქ სამხრეთის დედაქალაქი.

მინდვრად ვმუშაობ დილიდანვე...
დიდი ხანია

ვცდილობ ჩრდილოის დავიწყებას,
მაგრამ ისევე

იქით გამირბის
თვალი ნებისად.

ხან ნავში ვზივარ ცოლთან ერთად
და ვტკბებით ხოლმე –

მნათის ნათელში საამოა
ჩვენი ბავშვების

შეჯიბრს რომ ვუმზერთ,
მდინარეში მხნედ მიცურავენ

ისინი ისევ...
და შორით მოჩანს –

ნემსიყლაპია
გაეკიდა ნემსიყლაპიას

და ზურმუხტოვან
ფრთებს ასავსავებს...

იქ სამხრეთული
ლოტოსები ყელყელაობენ,

ღერო
ღეროზე გადახვეულა.

ღვინო მივიღეთ ოჯახიდან,
ვსვამთ და გვგონია,

ალბათ, ნამდვილად ესეცაა –
ის ჭეშმარიტად

უკეთესია იმ ღვინოზე,
ვერცხლის თასებით

სასახლეებში
რომ არიგებენ.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:22 pm

ნავში ნათქვამი ლექსი "ცივი ჭამადის" უკანასკნელ დღეს

აწ უნდა ლუკმას დავაყოლო ღვინო საამო,
რადგან ჭამადი ცივია და არ მეამების...
დიდი ხანია განდეგილის მმოსავს სამოსი,
სიმშვიდით ვლიან ჩემნი დღენი, ჩემნი ღამენი.
მივცურავ ნავით, მივუყვები მდინარის მორევს,
თითქოს თავანზე მივცურავდე, სული ისვენებს.
ჩემი ბებერი თვალი არჩევს შორეთს და შორეთს
ყვავილს და ბალახს... ძველებურად არჩევს ისევე.
და ფარვანები ფარფატებენ ფანჯრის წინარე,
ცეკვავენ, თითქოს ჩემთვის უცხო ცეკვებს ყველანი.
და მოჩანს თეთრი ფრინველების გუნდი მდინარის
ლაჟვარდის წიაღ – ფრთებგაშლილი, შორს მაცქერალი.
ღრუბლების იქით, დაბინდული ქედების გაღმა –
ათი ათასი ლის მანძილზე გავყურებ სწორედ –
ისევ მწადია ჩრდილოეთის სივრცეთა ნახვა –
სად ჩანიანი გაშლილა შორეთს.


სავსე მთვარე

მთვარე სივრცეებს ჩამოხედავს, ზვირთი ყოველი
ჩანს მდინარისა... აჩრდილეული
ვდგავარ ღამეში და მთოვარის თეთრი ქსოვილით
შებურვილია ჩემი სხეული.
ათი ათასი ლის გადაღმა მახსოვს მთა–ბარი,
მამულის ბჭენი მახსოვს ფართენი.
იქ, ალბათ, ჰყვავის ყვავილეთი, გადანაფარი
ამა მთოვარის მკრთალი ნათელით.


სიზმრად ვხედავ ლი ბოს

რომ გავეყარეთ სიკვდილის წამს, ცივს და ნისლიანს,
დავმშვიდდებოდი მაშინ უდავოდ.

მაგრამ ამგვარი განშორება გაუძლისია,
გაუძლისია და სამუდამო.

და ძიანანი უამური მხარე ჭირის და
ჭაობების და სნების მხარეა.

ჩემი დევნილი მეგობარი იმ ადგილიდან
აღარ მწერს წერილს დიდი ხანია.

შენ დამესიზმრე, მეგობარო, სამგზის გიხილე
სიზმრად... შემაშრა თვალზე სისველე.

მაშ ცოცხალი ხარ, შენი რაშიც ისევ ჭიხვინებს
და ჩემზე ფიქრობ, ალბათ, ისევე.

მაგრამ იქნება შავეთს ხარ და შენი სულია
ჩემს სიზმრებში რომ შემოფრიალდა.

რომ შემოფრინდა ჩემს სენაკში თავისუფალი
და შეიფარა ქოხის წყვდიადმა.

ჭაობიანი სამხრეთიდან მოვიდა იგი,
გადმოიარა სივრცე ზვიადად.

და ისევ წავა, გაფრინდება და მე სრულიად
მარტო დავრჩები, მარტო ნიადაგ.

ბედის ბადეში გახლართულხარ ბედის ალაფი,
ვერ გამოდიხარ, ირგვლივ ნისლია.

და მძლავრი ფრთების აწევა და გაშლა არაფრით,
ვატყობ, რომ უკვე არ შეგიძლია.

მთვარე დანათის ჩემი ქოხის წინკარს, ციალით
გაარიჟრაჟა არე მდუმარი.

მე მეჩვენება – ლი ბოს სახის ნათელი არის
ცით ჩამოსული – ჩემი სტუმარი.

მანდ, სად ტალღები შფოთავენ და ნავებს მრისხანედ
ფსკერზე ახლიან, – მინდა მჯეროდეს, –

რომ აყალყული დრაკონები და ქარიშხალი
ვერ წაგაქცევენ, ძმაო, ვეროდეს.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:26 pm

სიმარტოვის ჟამს ვსვამ ღვინოს

უღრანში დავეხეტები მშვიდი და აღუშფოთველი.
არსაით მიმეჩქარება, ღვინოს ვსვამ სვენებ–სვენებით...
შევხედავ: მისწებებია ფუტკარს ტირიფის ფოთოლი,
შესცოცებიან ფათალოდ ხეს შავი ჭიანჭველები.
შორს მიმავალი არა ვარ, არ ველი ამა სოფელით
ქუდს და ეტლს – საქმეს ვერა ვიქმ დიდ მოხელეთა დასადარს.
ეულად ყოფნა მიხარის, გულს ვალხენ მარტომყოფელი,
კაცთა წინაშე ტრაბახი არ მიღირს ჩალის ფასადა.


სოფელი მდინარის ნაპირზე

გადახვევია ბობოქარი მდინარე სოფელს,
უეცრად უხვევს და მიშხუის მიღმა ვრცეული.
სოფელს არტყია ხეთა მრეში ჩრდილების ღობე
და ყველაფერი დუმილშია გამოხვეული.
სხვენს ბუდეებით მოქარგავენ მერცხლები ერთფრად,
მოფრინდებიან და კვლავ უხმობთ სივრცე ტიელი...
გადიქროლებენ ცას თოლიის გუნდები თეთრფრთა
და გაინათლებს და დატკბება თვალსაწიერი.
ვხედავ: მწუხრის ხანს ჭადრაკს აწყობს ცოლი დაღლილი –
ერთობა მდედრი... მოძრაობა ხელისა ცქაფი...
შვილი ჩაქუჩით ნემსებს ღუნავს, რა ქნას, ბალღია –
ნემსკავს აკეთებს, აუღია ნემსი და ძაფი...
მე კი ავად ვარ... მარტოოდენ მწარე წამალი –
აი, სიკეთე ერთადერთი, სულო ურვილო,
იგია ოდენ, თუ რაიმე გაგაფრთამალებს,
სხვა რაღა უნდა მოისურვილო?


ფანჩატური მდინარის ნაპირზე

ეზო ფანჩატურში და ვთბები მზეზე,
მესმის მთვლემარე წყალის შრიალი.

და ვიმეორებ უძველეს ლექსებს
და შორეთს გავცქერ გულღორღიანი.

მივყვები ფიქრებს, როგორც გულმშვიდად
მოარულ ღრუბლებს, ცაზე გაფენილთ.

სურვილი შორი და გუშინდელი –
არ ენანება გულს არაფერი.

ხოლო სამყარო ცხოვრობს მდინარის
მსგავსად, მარადის განუწყვეტელი...

და გაზაფხულის დღეთა მჭვირვალი
და ნათლიერი მოჩანს კედელი.

ვეღარ დავბრუნდი, იქით მზრახველი –
სად მშობლიური მელის ტყე–ველი.

ვიგონებ ლექსებს, იქნებ მსახვრელი
დავლიო დარდი დაულეველი.

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:51 pm

შემოდგომის პირველი დღე

მიდის და მიდის,
არ იღლება მთვარე მღუარი.

სთველსა და ზაფხულს შორის ჩადგა
ღამემ სამანი.

ბალახოვნიდან კვლავ მოისმის
სტვენა კრუალის,

ხოლო მერცხლები გაეშურნენ
სამხრეთს – ფრთამალნი.

განდეგილური ყოფნის ვიყავ
მიწყივ მსურველი.

აჰა: დავბერდი,
დამრჩა ფიქრი მიუღწევარი...

მოვიცილებდი სამსახურის
მწკივლსა და ურვას –

მაგრამ მაკავებს
სიღარიბის ლანდი–მდევარი.


შემოდგომის სტანსები

1.

ნამმა დაფარა ფოთოლჭკნობით მოოქროვილი
ირგვლივ ნეკერჩხლის ტევრი ტიალი.

მოწყენილია და მწუხარი თითქოს ყოველი –
უშანის მთები და უსიანი.

მოჩქეფს, მოხვივის, მობუღრაობს... ზვირთში ჩაწნული
მოაქვს ნამტვრევი ცისა მდინარეს.

კოშკს ზემოთ ნისლი და თავანი გადაკაწრული
ტრიალ არეებს ბინდში სძირავენ.

მეორედ ჰყვავივს ქრიზანთემა... ცრემლი მცვრეული
გარდასულისა... ხვატით გადამხმარ

სანაპიროზე მიუბიათ ნავი ეული,
შორეთს, მშობლიურ ბაღთა გადაღმა.

აქ სუყველანი ჩასჯდომიან ზამთრის სამზადისს
და იკერება თბილი სამოსი...

პირქუშად დამცქერს ბოდის კოშკი... ნეტავ სანამდე
მომელის ჭვრეტა ამ მიდამოსი?

2.

მარტოეული კუიჯოუს ციხე დამავალ
მნათობის ნათელს უმზერს მდუმარი.

ჟამ–ჟამ ჩრდილოეთს მოციაგე ვარსკვლავის ქვეშე
კრთება ქალაქის შუქი უმალი.

მაიმუნის ხმა... დაიჩხავლებს როცა მესამედ
იგი – მე უკვე თვალცრემლიანი

მივალ უცხო გზის მოციქული... და სულ ამაოდ
მთოვარის ბილიკს მივდევ ყიალით.

შორეთს, მოხატულ პალატებში სასაკმეველებს
ვეღარ ვჭვრეტ – გაჰქრა ჟამი ჩვეული.

აქ ციხე–კოშკის სიახლოვეს მღერის ლელქაში,
მწუხრის კალთაში გამოხვეული.

შეხედე! შორეთს ჩემი ბაღის სურო–ფათალოს,
რომ დანათოდა მთოვარე, სერზე

გადმოდგა ეხლა და ჩემ თვალწინ დაჰყურებს ყვავილთ
და მოშრიალე მეჩეჩის ლერწმებს.

3.

დილის მზე ადგას ორწოხებში გარინდულ სახლებს –
ნათელი, მშვიდი და უწყინარი.

შუა აღმართის ციხე–კოშკით გავცქერ ირგვლივეთს
ყოველდღე – მგზავრი შორეთს მზირალი.

მეორე დღეა წყალს მისდევენ ღამის მთევარი
მესათხეველნი... დროს წვეული.

სთველი შემოდის... მოუსვენრად ფრენენ მერცხლები,
შორს გასაფრენად ფრთებაწეულნი.

ბევრი იღვაწა კუან ხანმა, მაგრამ ეგონათ
ხელმწიფედ მისი ღვაწლი მცირედი.

ლიუ სიანმა "ძინი" შექმნა, თუმცა ამაოდ
განქარდა, გაჰქრა მისი იმედიც.

ხოლო ისინი, ჩემთან ერთად რომ უსხდნენ წიგნებს,
ჩინოვნიკები გახდნენ, მიდიან

ულინს ცხენებით და იხვეჭენ ოდენ სიამეთ,
სხვა ყველაფერი ფეხზე ჰკიდიათ.

4.

ჭადრაკის დაფას
დაემსგავსა დედაქალაქი.

აუწყვავია მწუხარება
ამ არემარის.

მეფის პალატებს
ფლობს მავანი ღამის მთევარი –

სულ სხვა ხალხი
და სხვა ლაპარაკი.

ჩრდილოის ბჭესთან
დაფდაფები კვლავ ახმიანდა.

ხოლო ეტლები იჩქარიან
ომში, დასავლით.

თევზსა და დრაკონს
ფარავს წყალი ყინვანასვამი.

მე კი
მამულზე ვფიქრობ ნიადაგ.

5.

ნინშანს გაჰყურებს პენლაის სახლის
ბჭე, ნათლიერში მდგარი.

ჩენლუს ოქროს სვეტს ეცემის მაღლით
ცივი ციური ცვარი.

იაოჩის ტბას ვხედავ დასავლით,
ტბაში სივანმუ ჩადის.

ხოლო იისფერ კვამლში სავსავებს
ხანის კარიბჭის ლანდი.

გადამავალი ღრუბლის მარაო
ადგას სასახლის თაღებს.

მზეზე აენთო დრაკონის ქერცლი –
ვიცან ხელმწიფის სახე.

ვზი მდინარესთან ხანმოთეული,
მაწევს სიბერის ნისლი.

სად არს წყალობა ხელმწიფეული? –
კვალიც გამქრალა მისი.

6.

ძიუიტანის ვიწროები... შორს: არემარე
ამოდ სამზერი ძიუძიანის.

ათი ათასი ლი აშორებს, თუმცა ქარ–წვიმით
აერთებს სთველის ჟამი გვიანი.

ხუაეს კოშკის დერეფნები, სად სვედიადი
იმპერატორი დაიარების.

ლოტოსის ბაღი... მტილოვანი... აქ ყოვლიარი
გასენილია სევდის ქარებით.

ფარდების ბრწყინვა... ზარნიშიან სვეტთა გარშემო
დაგოგავს, დადის ყანჩა ყვითელი.

სპილოს ძვლის ანძებს თოლიები შემოსხდომიან,
ეტლაშუნება ნაპირს ზვირთები.

სხვა მხარეს გავცქერ... არ ეთნევის გულს სიმღერები,
ძიუძიანის ცას რომ მიაპობს...

ო, ჩანიანო! დიდ მეფეთა სამკვიდრებელი,
უძველეს ცინის მიწავ დიადო!

თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.


Last edited by ბობო on Tue Mar 03, 2009 11:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დუ ფუ   Tue Mar 03, 2009 11:55 pm

შეშლილი

ვანლის ხიდის ახლომახლოს მიყრდნობია კლდეს
ქოხი, ჩემი სამოსახლო, მოჩალული ქოხი
ბახუაა – მწვანე ტალღა, სად სიმშვიდეს ვდევ,
სად ბოლოს და ბოლოს სული მოვიოხე.
აქ ბამბუკი გაბანილა ქარით – ღერო მწვანე.
საუკუნო მდუმარებას დასწოლია ლოდი...
აქ ლოტოსი მოქათქათე წითლად ახელს თვალებს
და ყვავილთა მათრობელი სურნელება მოდის.
წერილს არ მწერს რა ხანია მეგობარი ძველი,
არ მიყვება ჩვეულ ამბებს, დამივიწყა, ალბათ...
ეს მშიერი ბავშვებია – ო, თვალები სველი
მომანათეს მოლოდინით, მომანათეს ხარბად.
მე კი ფრიად უზრუნველი ვინმე ვპოვე ჩემში,
თუმც აღარ ვარ ახალგაზრდა, თავს სიბერე მადგას...
ვედარები ქვეყანაზე მოყიალე შეშლილს,
მალე, მართლაც შევიშლები, გავგიჟდები, მართლაც.


ჩავიწერე ჩემი აზრები ღამით მგზავრობისას

ტორტმანებს ნავი მაღალ ანძიანი, უჩუმრად მივცურავ ღამით.
ნიავი ნაპირთა ბალახს აშრიალებს, გაისმის ზვირთების ჩქამი.
მიწას ბანს მთოვარე ნათლიერით, თავანზე ზეობს და ნათობს.
დიდი მდინარის მადლი არის სივრცე გამჭირვალე, ფართო...
მე პოეზიამ ვაგლახს ამარიდა, გამიხმო იქით და შორად.
დავტოვე სამსახური, უკვე აღარ მინდა ეგრე ლუკმაპურის შოვნა.
და ყოფა ჩემი, ვატყობ, დაემსგავსა თოლიას, რომელიც სოფლად
წიაქებს, დაჰქრის ჭმუნვით სავსე ცა–მიწას შორის ობლად.


ჩემი ქოხი

მივცურავ ნავით... გავცქერ: მდინარის
ნაპირებს იცავს ფლატე ქვიანი...
დუნჩენში ისევ გვალვა ტრიალებს.
ცეცხლად ანთია სიცხე ტიალი.
კლდეთა ლანდები აღარ ბრწყინავენ
შორით, სილურჯის ბინდში ჩაფლულნი.
მიიტბორება დიდი მდინარე,
მიეშურება ზღვისკენ დგაფუნით.
მოყეფს ჭალებზე, ღრეებს მოკვალავს –
და გზას მოიკვლევს ხმლების პრიალით
და ქარი უსტვენს, ქარში იალებს
დამავალი მზის შუქი გვიანი.
აჰა: ხეობის ვიწრო კარიბჭე,
ძლივს რომ გავდივარ ობლად მარები.
ამ არხის გაჭრას ბევრი დასჭირდა –
დიდი ჯაფა და ოფლის ღვარები...
უძველეს ხნიდან მოიკლაკნების
გიგანტიური გველის ტანივით.
ამ არხის მიაქვთ ორივე მხრიდან
ჩემს სამშობლოში სელი, მარილი...
უცხო მხარეში ვიხეტიალე,
ვზილე ტალახი, ვკვალე ქვიშანი...
ვბრუნდები, მაგრამ ოხერ–ტიალი
დავლის არ მომდევს რამე ნიშანი.
ჩემს ქოხის ახლოს, ტბის ნაპირებზე
ყვავილი ჰყვავის დიდი ხანია.
აქ ღვინით დავძლევ ქვეყნიურ ყოფნის
ამაოებას, ქუფრს და ქარიანს.
აქ შემიცნია გაჩენის დღიდან
დღისა და ღამის მშვენება ამო...
ვცან ღარიბული ცხოვრება წმინდა,
არ ვჩივი ჩინის და ფულის გამო.
ყრმობა წამართვეს ლაშქრობის წლებმა
და წარსულ დღეთა მაუწყებელი –
ქოხიღა შემრჩა, მთვარის ნათელში
აქ მშვიდდებოდა გული ბებერი.
აქ კვლავ დავტკბები... კვლავაც შევხარი
მზეს, მომავალი დღეების ზიარს.
ვიქნები ჩუმი, ჩემს თავს აროდეს
არ გავუტოლებ მორჭმულთ და ზვიადთ.
ოდენ მწუხრის ხანს; როგორც ზმანება,
ფიქრი ლექსებად მომევანება.


ჯაგლაგი ცხენი

ვერ დავივიწყებ, ვერ გავწირავ ვერასდიდებით,
მემახსოვრება ეს ჯაგლაგი სიკვდილის დღემდე;
ვხედავ – ქცეულა უბედური მოარულ ჩონჩხად,
გამოშვერია ძვლები, როგორ ღობის ლატნები.
ბევრიც რომ ქაჩო – აღარ დგამს ნაბიჯს.
მოწევნილია მისი ჟამი გარდაუვალი;
ვინ დაუბრუნებს სიჭაბუკის გამბედაობას?
ყალყზე დადგომაც აღარ ძალუძს უკვე საბრალოს...
კარგად შეხედე: შერჩენია ნაცნობი დამღა –
ალბათ, ჯარისკაცს ეკუთვნოდა ჯაგლაგი როსმე...
და მიატოვა დაჭრილი და ხანმოთეული...
გადაბზარვია ჭრილობებით დახრული ტანი,
ორმო ველისა მისი ბოლო თავშესაფარი
იქნება, ალბათ... ბეწვზე ჭაღარა
აყრია, როგორც თოვლის ფანტელი...
ვფიქრობ და ფიქრში იტოტება ნაღველი მძიმე
იქნება იგი დიდ მეფეთა თავლაში ება,
დაჰქროდა იქნებ ლეგენდარულ ჩენხუანივით.
ატრიალებდა იქნებ გრიგალს მომხდურის თავზე...
იქნებ ბრძოლის ჟამს უმუხთლა ბედმა –
ფეხმოტეხილი და დაჭრილი დასტოვეს ველზე.
ბედის ამარა მიატოვეს მინდორზე კაცთა...
იგი გზად გავლილთ შეხვიხვინებს, – თვალებს საბრალოდ
აშტერებს მგზავრებს დავრდომილი და დაისრული.
ტანზე კანკალი ეფინება... მარტოეული
დგას და ხმიანებს შესაბრალისად.
ვერ გაექცევა ყინვის ბრჭყვიალებს, უამინდობას
ვერ გადავარცხნის იმის ფაფარს პატრონის ხელი.
მარტოდენ ძველი მესაფლავე – შავი ყორანი
დაჰბრუნავს თავზე – იმის სიკვდილს მოელოდება...
და ვედრებაა ცრემლიანი თვალები ცხენის:
"ო, შემიწყალე, ო, მიბოძე თავლა კეთილი,
ამომიყვანე სამარიდან, რომ გაზაფხულზე
ისევ მოვიცა გულისძალი და ძველებურად
შენ გიერთგულო სიკვდილის დღემდე!"


თარგმნა ჯარჯი ფხოველმა.
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: დუ ფუ   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
დუ ფუ
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: