არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლელა ლაჩაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლელა ლაჩაშვილი   Mon Mar 02, 2009 7:30 pm

ქარი...

ქარი ფოთლებზე გაბრაზდა წუხელ, -
ბოლო აკორდზე "ხეხა" გიტარა,
ააზრიალა ფანჯრის მინები
და სევდა სახლში შემოიტანა.

კარებს მოაწყდა შლეგი სტუმარი,
ჯერ ხშირი სუნთქვით ფარდებს აეკრა,
მერე ფიქრები დაისაკუთრა და,
ფოთლებივით, ქარში გარეკა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Mon Mar 02, 2009 9:44 pm

ადმინისტრატორი wrote:
ქარი...

ქარი ფოთლებზე გაბრაზდა წუხელ, -
ბოლო აკორდზე "ხეხა" გიტარა,
ააზრიალა ფანჯრის მინები
და სევდა სახლში შემოიტანა.

კარებს მოაწყდა შლეგი სტუმარი,
ჯერ ხშირი სუნთქვით ფარდებს აეკრა,
მერე ფიქრები დაისაკუთრა და,
ფოთლებივით, ქარში გარეკა.




"აეკრა_გარეკა"...

...
ღმერთმა დაგიფაროს მომავალში ამგვარი რითმებისაგან.
ლექსი ნათელი და გულწრფელია.


sunny queen sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Thu Mar 05, 2009 3:41 pm

სალოცავი კახეთში...

სისხლიან ხანჯალს მზის სხივები ენით ლოკავენ...
მამლის თავები ყინწიანად აცვია ღობეს.
ვერძის ტყავს ზედვე შეაწმინდეს "ჯალათის" დანა,
მოჭრილი თავი ბალახებზე წითელ კვალს ტოვებს....

ლატარიააა, აქ ვიღაცა დროსა კლავს დროში...
ატრიალებენ კოჭლი კაცის ნერვებზე ბორბალს,
თიხის ჭინჭილა ოცკაპიკად მოიგეთ თორემ...
არ გაგიმართლებს?....მოსაგებად ახლა სხვა მოვა.

ო, ღმერთო აბა ასეთ ყოფას რა ქვია ნეტა?!
გაშლილ სუფრაზე საქეიფოდ მიწაზე წვანან...
ყველგან პირუტყვის მოკვეთილი თავფეხი ყრია,
გადაჯეგილა, საცეკვაოდ სიმინდის ყანა...

და ამის მნახველს, გაგიჩნდება ორჭოფი კითხვა,
ღვთის საუფლოა ეს ადგილი თუ სასაკლაო?!
გარმონის ხმაზე ამღერდება უეცრად ვიღაც-
და მობარბაცებს "სალოცავად"მთვრალი საღამო....
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Thu Mar 05, 2009 3:49 pm

ბედობის დღე....

დღეს სოლოლაკმა სასეირნოდ გამიყოლია.
თოვს. გუნდებივით აცოცხლებენ ქუჩებს ბიჭები.
საყელოსავით შევისწორე ახალგაზრდობა, -
არ მიახარია, მაგრამ მაინც, ხომ ვიღიმები.....

იქ, ნარიყალას შეაყარა თოვლმა ჭაღარა....
მის ბედიღბალზე მკითხაობდნენ უწინ მისნები.
დღეს ბარბარობა ძველ თბილისში თუ დავიბედე,
ბებერ სოლოლაკს სიყვარულშიც შევეჯიბრები.....
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Thu Mar 05, 2009 3:57 pm

თეთრი სევდა...
დაზამთრებულა,თითქმის ძვლამდე ატანს სიცივე,
უკვე ფრთის ქვეშაც ვერ ითბობენ ნისკარტს ჩიტები.
დღეს არაუშავს, ავაზაკ ფიქრს მოიგერიებს-
მაგრამ ღამეებს ძველებურად ისევ სჭირდები.

საღამოხანმა შეაყარა ქალაქს ნამქერი,
ნაფეხურები უპატრონოდ ყრია ქუჩებში.
ღამის ფანტელებს ანგელოზის კვალი დაჰყვება,
მერე ეს თოვლიც ყინულივით ხდება უხეში.

ღამემ ოთახში სიმყუდროვით თვალი მოქანცა,
ცხელი წვეთები მთვარის შუქზე ღაწვებს მილოშნის.
ახლა ტაბლაზე უშენობის დარდი აწყვია-
და თეთრი სევდა ჩავარდნილა წითელ ღვინოში....
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Thu Mar 05, 2009 4:05 pm

ახლა მპოულობენ....

როცა მომენატრე, ყველგან დაგეძებდი.
ტანზე შემომაცვდა შენი აურა და....
ისე მოგექუფრა მზერა საწვიმარი,
თითქოს, უბედურ კაცს გზაში გაუავდრდა.

აზრებდაცლილია ფიქრი არეული
და თუ ვერ მიგიხვდი, უნდა განმიმარტო.
იცი?- ასე მომდის, როცა ვნერვიულობ,
ანდა, დასჯილივით, ისევ ვრჩები მარტო.

თბილი ღიმილი და სიტყვა გულიანი,
მგონი, არასოდეს მეტი არ მინდოდა.
ახლა მპოულობენ, როცა ვიმალები...
მე რომ დავეძებდი, ყველა გამირბოდა!


sunny I love you sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Thu Mar 05, 2009 8:11 pm

Jalali wrote:
ახლა მპოულობენ....

როცა მომენატრე, ყველგან დაგეძებდი.
ტანზე შემომაცვდა შენი აურა და....
ისე მოგექუფრა მზერა საწვიმარი,
თითქოს, უბედურ კაცს გზაში გაუავდრდა.

აზრებდაცლილია ფიქრი არეული
და თუ ვერ მიგიხვდი, უნდა განმიმარტო.
იცი?- ასე მომდის, როცა ვნერვიულობ,
ანდა, დასჯილივით, ისევ ვრჩები მარტო.

თბილი ღიმილი და სიტყვა გულიანი,
მგონი, არასოდეს მეტი არ მინდოდა.
ახლა მპოულობენ, როცა ვიმალები...
მე რომ დავეძებდი, ყველა გამირბოდა!


sunny I love you sunny


flower

ვარსკვლავივით ხარ,ჯალალო_
ხან ჰქრები,ხანაც ინთები.

იქნებ ასესხო ლელასა
ხეირიანი რითმები!



king sunny queen

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Fri Mar 06, 2009 8:19 pm

სოფლის გლახა....
მთის ფერდობზე შეფენილა სოფელი,
ღელე-ღელე ჭყუმპალობენ იხვები.
მიუყვება გახურებულ შარა-გზას
არეული შფოთიანი ფიქრებით....

თუთის ჩრდილში ჩურჩულებენ ქალები,
ფუჭი სიტყვით დაიმძიმეს ცოდვები,
მთის სიგრილე შეპარვია საღამოს
მივიწყებულ წარსულს "ქექავს" ჭორები:

"ქაა, საწყალი ტყვედ ყოფილა თურმე და
ამ უბედურს, გაუმწარეს ცხოვრება....
იღბალმა, რომ მიატოვა საბრალო
შეშლილის ხვედრს შეაფარა გონება..."

მიგლახაობს "ნახირ-ნახირ" შარაზე
"კიკლი-კიკო" ნაომარი ფარაჯით, -
ოქროსფერი ვარსკვლავებით მკერდზე და
უბე სავსე "მათხოვრული ალაფით".....
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Sat Mar 07, 2009 1:53 pm

მათ ხსოვნას.....

ხორცი ნაფლეთებად მიწას შერევია,
ბალახს ამჩნევია კვალი ნასისხლარი,
მიწას ჩაბღუჯული მუშტი შერჩენია,
თან რომ წაუღია ქვეყნის სატკივარი.

ტყეში გაკაფული ნორჩი ტოტებივით
ყრია ერთგულება, თქვენი სხეულებით...
განა ეშინოდათ?! - სიკვდილს გაურბოდნენ!
სახეს შეჰყინვია ტანჯვის ტკივილები.

მკვდარს არ დასცინიან! მიწას მიაბარეთ,
ნუთუ ქრისტიანებს ამას გასწავლიან?!
ნუღარ შეაწუხებთ, ძილი დააცადეთ, -
საბნად მშობლიური ზეცა აფარიათ.....


აგვისტოს საშინელ დღეებში, ძლივს რომ ჩამოვაღწიე იმერეთიდან, ლელას ლექსები დამხვდა, იმ მოუშუშებელი ტკივილის ნაწილებივით...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ლელა ლაჩაშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ლელა ლაჩაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: