არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ირმა მალაციძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირმა მალაციძე   Sun Mar 01, 2009 9:28 pm



ირმა მალაციძე დაიბადა 1968 წელს, ქ.ხაშურში.
2002 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტი _ კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი;
გამოცემული აქვს წიგნები:
1. "სატკბილეთის ქვეყანა"; (საბავშვო პროზა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004);
2. "ფატია" (პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2004)
3. "ქერამუჭას სკოლა" (საბავშვო პროზა);
4. ვლადიმერ ვისოცკი "ვენური არდადეგები" (თარგმანი, პროზაული კრებული. გამომცემლობა "სიესტა", 2009წ)
5. "ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "პეგასი", 2009)
6. "სამშვენიეროს ლამაზმანები" (საბავშვო პროზა, გამომცემლობა "შემეცნება" 2010)

არის საქველმოქმედო პროექტის "ზღაპრები ირმა მალაციძისაგან" ავტორი (10 ზღაპრის აუდიოჩანაწერი, რომლის გმირებსაც ახმოვანებენ ცნობილი პოლიტიკოსები. აუდიოკასეტები უფასოდ გადაეცა უსინათლო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს).
საბავშვო ჟურნალ "დილის" მიერ გამოცხადებული კონკურსის "ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში" პირველი პრემიის მფლობელი;
ლიტერატურული კონკურსების "პენ-მარათონი" და "ლუარსაბ თათქარიძე" ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის "საბა" ნომინანტი.
სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში.
ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი აუდიოზღაპრების ავტორი, რომელიც შეიქმნა გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას” დაკვეთით (2004).
საბავშვო პიესა "სატკბილეთის ქვეყანა" დაიდგა ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენაზე, (2009).
არის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი – http://libofund.blogspot.com/2010/01/blog-post_5039.html




სატკბილეთის ქვეყანა
ირმა მალაციძე;

კატეგორია: საბავშვო საკითხავი
სერია: საბავშვო პროზა
ფორმატი: 13 x 20
გვერდების რაოდენობა: 96
ყდა: მაგარი
გამოცემის თარიღი: 2004
ISBN: 99940-30-26-4


ფასი: 7 ლარი

სატკბილეთი ზღაპრული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ტკბილი და გემრიელია.
სახლები მურაბის ქილებს ჰგავს, ციდან ტკბილი წვიმა მოდის, შოკოლადის ჯებირებს შორის ლიმონათის მდინარე მოედინება. დღისით ფორთოხლის მზე ანათებს, ღამით ბანანის მთვარე ამოდის. თავისუფალ დროს აქ სულ ცეკვა-თამაშში ატარებენ და ეჭვადაც არა აქვთ, რომ სამწერეთის ბოროტი და შურიანი მეფე ნესტარ მეორე სატკბილეთის აოხრებას აპირებს.


Last edited by გამრიგე on Sun Oct 17, 2010 8:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ირმა მალაციძე   Sun Mar 01, 2009 9:31 pm

სევდია და ფიქრია

ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, მწვანედ შეღებილ, კოხტა სახლში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა. ის გამუდმებით თავის მშვენიერ, თეთრ ოთახში იჯდა და ეზოს სევდიანი თვალებით გაჰყურებდა. მართალია, ეზო სულ მწვანეში იყო ჩაფლული და იმის ყურებას არაფერი სჯობდა, მაგრამ გოგონა მაინც ძალიან დაღონებული იყო. შემოდგომაზე ფოთლები წითლად და ყვითლად იფერებოდა, ზამთარში თოვლი ფარავდა ხეებს და ბუჩქებს, გაზაფხულზე კი თეთრი კვირტებით იმოსებოდა არემარე, მაგრამ გოგონას მაინც არაფერი ახარებდა _ გაჰყურებდა ამ სილამაზეს და დუმდა.
აღარავის ახსოვდა, რა ერქვა გოგონას _ ყველა სევდიას ეძახდა. ამაზე შესაფერის სახელს კაცი მართლაც ვერ მოიგონებდა. ასე გადიოდა დრო, გოგონა კი კიდევ უფრო სევდიანდებოდა. არავინ იცოდა მისი დარდის მიზეზი _ არავის ანდობდა თავის ფიქრებს.
სევდიას სახლის მახლობლად მეორე სახლიც იდგა, ფერად-ფერად ყვავილებში ჩაფლული. ამ სახლში სხვა გოგონა ცხოვრობდა. სევდიასავით ისიც სულ ჩაფიქრებული გაჰყურებდა არემარეს. რაზე ფიქრობდა, არავინ იცოდა. არც მისი სახელი ახსოვდა არავის, რადგანაც დიდი ხანია ყველა ფიქრიას ეძახდა. იჯდა ფიქრია თავის ვარდისფერ ოთახში და ფიქრსა და ოცნებაში ატარებდა მთელ დროს. ეხვეწებოდნენ მშობლები აქეთ ფიქრიას, იქით სევდიას, გადი, ეზოში გაისეირნე, ნახე, გარეთ როგორი სურნელია, როგორ ყვავის ყველაფერი, ან თანატოლებთან მაინც ითამაშეო, მაგრამ ერთიც და მეორეც ჯიუტად ისხდნენ და გარეთ ფეხს არ ადგამდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს ყველასგან მოულოდნელად ფიქრიამ გასეირნება გადაწყვიტა. თითქოს რაღაც იგრძნოო, სევდიასაც სწორედ ამ დროს მოუნდა ეზოში გასეირნება. ორივე გოგონა თითქმის ერთდროულად გამოვიდა ამწვანებულ ეზოში და რამდენიმე წუთში ერთმანეთს შეხვდა.
_ რა გქვია? _ შეეკითხა ფიქრია და გოგონას ყურადღებით დააკვირდა.
_ მე _ სევდია. შენ?
_ მე ფიქრიას მეძახიან.
_ უცნაურია, რატომ დაგარქვეს ეს სახელი?
_ იმიტომ, რომ ფიქრი მიყვარს. დღედაღამ ვზივარ და ვფიქრობ. შენ რატომ დაგარქვეს სევდია?
_ მე სულ სევდიანი ვარ და იმიტომ.
_ რამ დაგასევდიანა?
_ რამ და... მართალია, აქამდე არავისთვის გამიმხელია, მაგრამ შენ არ დაგიმალავ _ იმან დამასევდიანა, რომ სულ მარტო ვარ _ არც და მყავს, არც ძმა. სახლში კი ისეთი მოწყენილობაა, დავსევდიანდებოდი, აბა, რა იქნებოდა.
_ ჰო, მართლაც ძნელია, _ ამოიოხრა ფიქრიამ.
_ შენ? შენ რატომღა გქვია ფიქრია?
_ მე სულ ჩაფიქრებული დავდივარ და იმიტომ.
_ შენ რაზე ფიქრობ?
_ უამრავ რამეზე. განსაკუთრებით კი იმაზე, რომ ძალიან მინდა მქონდეს პუანტები და ვცეკვავდე. ზამთარში, თოვლი რომ მოდის, ფიფქებს ვუყურებ ხოლმე და ძალიან მინდა, მეც მათსავით შემეძლოს ფარფატი. ლამაზი, თეთრი კაბა მეცვას, ფეხზე თეთრი, პრიალათასმიანი პუანტები მეცვას...
ამის თქმა იყო და ფიქრიამ ისე ამოიოხრა, გულიც თან ამოაყოლა. სევდიამაც ამოიოხრა, ჩამოსხდნენ გოგონები ძელსკამზე და ჩუმად დაუწყეს ყურება ამწვანებულ ქუჩას.
უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, სევდია ადგილზე შეხტა:
_ სულ დამავიწყდა, შარშან, დაბადების დღეზე ახალთახალი პუანტები მაჩუქეს, მე კი ცეკვა არ შემიძლია, ამიტომ ყუთში მაქვს შენახული. გაჩუქებ და რამდენიც გინდა, იმდენი იცეკვე.
ფიქრია უცებ გამოცოცხლდა:
_ შეუძლებელია, ნუთუ მე პუანტები მექნება და ცეკვას შევძლებ!
_ რა თქმა უნდა, _ სიხარულით შესძახა ისევ სევდიამ.
მაგრამ უცებ ფიქრია ისევ ჩაფიქრდა:
_ მაგრამ შენ რა გეშველება, შენს ოცნებას რომ ვერ აიხდენ?
სევდიაც ისევ დასევდიანდა.
_ იცი რა, თუ გინდა, მე ვიმეგობრებ შენთან და შენც მარტო აღარ იქნები. შეგვიძლია მთელი დღეები ერთად გავატაროთ, ერთად ვითამაშოთ. შენ იცეკვებ, მე კი შენი მაყურებელი ვიქნები...
_ მართლა შეგიძლია, ჩემი მეგობარი გახდე? _ სიხარულით შესძახა სევდიამ.
იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გოგონები აღარ ისხდნენ მარტოდმარტო, თავ-თავიანთ ოთახებში და მთელ დღეს ეზოში ატარებდნენ. საღამოობით ფიქრია იცვამდა თეთრ პუანტებს და თოვლის ფიფქივით ჰაეროვნად დაქროდა, თითის წვერებზე ტრიალებდა და ცეკვავდა. აღარც სევდია გრძნობდა თავს ეულად _ ახლა მას მეგობარი ჰყავდა. ორივე ძალიან ბედნიერი იყო. პატარა ქალაქის გარეუბანში ისევ ისე მოდიოდა თოვლი, ისევ ხმებოდა შემოდგომაზე ფოთლები, ისევ იფურჩქნებოდა ვარდის ბუჩქები გაზაფხულზე და ისევ მწვანედ გაუდიოდა ხასხასი ხეებს ზაფხულობით. მაგრამ ახლა ისეთი მოწყენილობა აღარ იყო, როგორც წინათ, ახლა სევდია და ფიქრია ძალიან ბედნიერები იყვნენ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ირმა მალაციძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ბრანდი-ბრუნდი" - სტუმრად მარიამ წიკლაურთან-
Jump to: