არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბექა ახალაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Apr 16, 2009 5:11 pm

ნუკრი ბერეთელს


ნუკრი,ბერეთისის ძველ სანახებს,
ალბათ მიაცარცეს აკაცია...
ბევრჯერ გვითქვია რომ დრო გვანახებს,
ვინ რა პოეტი და რა კაცია.

ნუკრი,ჩვენ გვითქვია მილიონჯერ:
სადაც ვსუფდავდებით-სოფელია,
სადაც ვერ შეხვდები სულით გონჯებს,
სადაც უანგაროდ მოგველიან.

ნუკრი,სხვას ფიქრობ და სხვაგანა ხარ,
იმ გაგებითა და იმ იერით
ღმერთმა პოეზიით დაგანახა,
ჩვენთვის უცნობი და მიღმიერი.

ნუკრი,დიაცივით ანცობს მარტი,
ტანში ჟრუანტელად დაუვლია...
გულიდან თქრიალით კაცობა გდის,
ხელებს ნუ მიიჭერ ძამულია.



ბექ,იმედია არ მიწყენ,შენდაუკითხავად ურაკიდან აქ რომ წამოვიღე და შენს გვედრზე ამ ლექსით გესტუმრე...Smile

მიხარია თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ...გაიხარე! sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Apr 16, 2009 5:29 pm

მე კიდევ ნუკრას გვერდზე დავდე ეს ლექსი.. Smile

არ გვიწყენს გავროშა.. არც ნუკრა.. ძმები არიან ჩვენი.. მრავალ აღდგომას.. ერთად.. ყველა სიკეთით და სიხარულით..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Fri Apr 17, 2009 3:51 pm

ჯალალი wrote:
ნუკრი ბერეთელს


ნუკრი,ბერეთისის ძველ სანახებს,
ალბათ მიაცარცეს აკაცია...
ბევრჯერ გვითქვია რომ დრო გვანახებს,
ვინ რა პოეტი და რა კაცია.

ნუკრი,ჩვენ გვითქვია მილიონჯერ:
სადაც ვსუფდავდებით-სოფელია,
სადაც ვერ შეხვდები სულით გონჯებს,
სადაც უანგაროდ მოგველიან.

ნუკრი,სხვას ფიქრობ და სხვაგანა ხარ,
იმ გაგებითა და იმ იერით
ღმერთმა პოეზიით დაგანახა,
ჩვენთვის უცნობი და მიღმიერი.

ნუკრი,დიაცივით ანცობს მარტი,
ტანში ჟრუანტელად დაუვლია...
გულიდან თქრიალით კაცობა გდის,
ხელებს ნუ მიიჭერ ძამულია.



ბექ,იმედია არ მიწყენ,შენდაუკითხავად ურაკიდან აქ რომ წამოვიღე და შენს გვედრზე ამ ლექსით გესტუმრე...Smile

მიხარია თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ...გაიხარე! sunny

ვაჰ ეს არ ვიცოდი
ძალიან კარგია, მოგიკიტხე ძმა
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Apr 22, 2009 7:09 pm

###

თითქოს მწვერვალი არის შტატივი,
მთვარე შემოდგეს როგორც კამერა,
ვეღარ ავხადე სევდას პატივი,
დალაგებული გრძნობა ამერა.

შენზე ოცნება ოცნებებს დაკლავს,
ვფიქრობ და ჩემთვის ვხატავ მირაჟებს...
ცაზე ეულად ანთებულ ვარსკვლავს,
ღამე ასობით დაატირაჟებს.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Apr 22, 2009 7:09 pm

"სადღაც ნაბახუსევმიმალული..."

სადღაც ნაბახუსევმიმალული
დილა ქურთუკივით შევიკარი,
უარვყავი ყველა სიყვარული,
მხოლოდ დასალევი შევიყვარე.

ლექსი ამ გულიდან მაინც ბოლავს,
თითქმის პოეზიას დანატოლი...
წუხელ დავთვერი და არაყს მხოლოდ,
ღამე ჩავკბიჩე და მივაყოლე.

ახლა სიკვდილი მაქვს დასაპყრობი,
როგორც ნისლიანი აილამა,
ღმერთმა სცადა ჩემი შეყვარება,
ბოლოს ჩემი შექმნაც დაინანა.

ფოთოლცვენასავით ფიქრისცვენით,
თითქმის გამორთული ვიღრძე ტვინი,
ფილტვში უშენობა ჩავიშენე,
მერე შევილესე ნიკოტინით.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Apr 22, 2009 7:10 pm

ფიქრებს მაგ შენი ხშირი წამწამით..."

ფიქრებს მაგ შენი ხშირი წამწამით,
ვივარცხნი.ვზივარ ოდნავ მოდინჯო,
გდია სიჩუმე,როგორც ტამტამი,
გასუსული და დაკვრის ლოდინში.

მზემ შენს ლოყაზე ჩემი თვალები
და გორაკებზე ღამე მიაშრო,
სევდა წარსულის რვეულს დანებდა,
ამოჩრილი რომ გვაქვს იღლიაში.

ვეძებ ფიქრებში ჩატეხილ წამწამს...
(აღარ ვეწევი გავიდა მსგეფსი.)
მერე მიგდებულ სიჩუმე-ტამტამ-
ზე შევასრულებ შენდამი ლექსებს.
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu May 14, 2009 10:58 am

შენ ვერ ჩაგყლაპავს,
ძმაო,
ცხოვრება,
ყელში ბურთივით გაეჩხირები!
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu May 21, 2009 4:01 pm

"ბებერი ალვა,როცა ქარია..."

ბებერი ალვა,როცა ქარია,
ტოტებს მოგაყრის- თავწამახულებს...
შემინდე ბაბუ,ჩემი ბრალია,
ვერ მოვედი და ვერ გინახულე.

მზეს დაუგია ფოთლის ლეიბი,
მზე შენს საფლავზე ფოთლებს ახუნებს...
შენ ხომ გიყვარდა სმა და ქეიფი,
მოვალ და...ჭიქა მომიჭახუნე...


რამხელა სითბოა ამ პატარა ლექსში...

დედაქალაქს მოენატრე, პოეტო! Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed May 27, 2009 11:53 am

სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს,
ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი...
ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე...
დღეა საშინლად ცივი და ცუდი.



მეც მაგრად მომენატრა ეს კაცი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 02, 2009 10:42 am

###

კალაპოტიდან დრო ამოვარდა...
სითბო სჩვევიათ ხინჯად მაისებს...
სულ ცოტა ხანში მზე ამოვა და
მემილიარდედ მოიაისებს.

თითქოს წუხილი აღარ კმაროდა...
ყველას თავისი უნდა მიუგო...
გადმოვალაგე წუხელ თაროდან,
არტურ რემბო და ვიქტორ ჰიუგო.

ყველა გაკვირტულ სურვილს ვემტერე...
ოფლით დავნამე იალაღი და...
მე თავს მოვიკლავ,როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან!
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Fri Jun 05, 2009 10:07 pm

რობაიები


***
სოფლის ქალები აქუჩებენ საქმეს დროებით,
(ანკესსაც უნდა შეეგუო,რახან მოები),
მერე საკუთარ სატკივრებზე ჩამოსხდებიან,
და ჭორაობით იმარცვლება საღამოები.


***
ახლა ვრწმუნდები,უკვდავება მართლაც მითია,
დღეები,როგორც ტურისტები სადღაც მიდიან,
გუშინაც გავხდი დესპოტური აქტის მოწამე:
ზაფხულს ივნისი მოაჭრეს და ინვალიდია.


ძამულია ხარ!
Back to top Go down
View user profile
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Jun 08, 2009 12:20 am

სალამი და მადლობა მეგობრებს...ვისაც ვახსოვარ..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Jun 10, 2009 2:36 pm

,,მე შემიძლია გინახულო თავსხმა წვიმაში...

მე შემიძლია გინახულო თავსხმა წვიმაში,
ხარბად გაკოცო,ისე რომ არ მომერიდება,
დაღლა მუხლამდე ავიწიო,როგორც გამაში,
ვნება კი თავში ამივარდეს,როგორც დიდება.

მე შემიძლია გინახულო სასტიკ თოვაში,
ფიფქები მკერდში ჩაგაფერფლო,თმებს შერჩენილი,
ძუძუ პეშვებით გაგიბრტყელო,როგორც ლავაში
და შიშველ ტანზე მოგახურო ჩემი შინელი.

მე შემიძლია გინახულო სასტიკ გრიგალში,
ისევ ის გრძნობა მოგიტანო-გაუხუნარი,
სუნთქვა ყვრიმალზე,დაზოგილი,წყვილად მიგაშრო,
და პოეტობის აღმომაჩნდეს ისევ უნარი.

...........................
შორს,მწვერვალები თოვლისაგან ღარიბდებიან,
მარტი ხან სულაც გიჟია და ხან აბეზარი,
ეს ორი დღეა,მშვენიერი ამინდებია,
რად არ გნახულობ,საკვირველი აი ეს არი!
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Jun 10, 2009 2:36 pm

,,ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის..."

ღამე ვარსკვლავებს ციმციმით დაღლის,
დღე მიიცვალა,კომაში მყოფი,
სადღაც ბუჩქებში წკმუტუნებს ძაღლი,
სოფლის წყაროსთან გავარდა თოფი.

უმწიფარ ხეხილს მოხადა ქუდი,
ყანაში სიო გამარგვლას ნადობს.
ვაბოლებ თუთუნს.ეგრისის ქედზე,
საღამომ მთვარე კვერცხივით დადო.


***
მინდა გამოვიანგარიშო:
რამდენ ჩასუნთქვა
შენს სურნელს
და რა რაოდენობით
შენს სახეს
მოვიხმარ თვალებით
დღე-ღამეში...

sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 16, 2009 1:28 pm

###

,,ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო."

შანდორ პეტეფი(გრიგოლ აბაშიძის თარგმანი)

ი-ს

ღამე სიბნელეს აბნევს გესლიანს,
მთვარე ცერებით გავა ,,ნათხორებს",
შენზე ფიქრები შემომესია,
ძილი თვალებით გავანათხოვრე.

შენი მშვენების ვიყო მებაჟე,
მინდა რომ ვგავდე შეშლილ მსახიობს,
მადა მოვიდეს მერე ვნებაში,
კაბა კბილებით შემოგახიო.

გითქვამს(გათრობდა ალბათ ტანინი):
,,აღარ გავხდები მაგის ცოლიო",
მე მინდა ცოდვა ჩაგადენინო
და ჯოჯოხეთშიც გაგიყოლიო!


სუბიექტურად ძალიან I love you
Back to top Go down
View user profile
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 16, 2009 9:49 pm

###

ქუჩაში გოგოს მოჰყვება ბავშვი,
დედიკოს ნეკი უჭირავს ხელით,
ბახუსი გაქრა და ვნებად დავშრი,
გაქცეულ ლტოლვას ვერაფერს ვშველი.

გოგოს სიმორცხვე ლოყებზე უჭერს,
მისმა თვალებმაც სურვილი თალეს,
ცრემლებს იკავებს და მიბღვერს ბიჭი,
მის დედიკოს რომ ვეღარ ვწყვეტ თვალებს.

###
სიტყვებს გაბრაზებამორეული,
მზესუმზირასავით მახალიებს,
ჩემი პოეტური ორეული,
ჩემზე ერთი თავით მაღალია.

შენი სიყვარული მილეულა,
ოთახს უშენობა შებერვია...
ჩემი პოეტური ორეული,
ჩემზე ორჯერ უფრო ბებერია.

ყველა ატომით და მოლეკულით,
ღამე აისამდე მოეტია...
ჩემი პოეტური ორეული,
ჩემზე სამჯერ უფრო პოეტია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 16, 2009 9:50 pm

###

ცრემლად ჩამოთავდა მგონი მწუხარება,
ტახტზე დაგასვენე ქერათმებიანი,
შენი(სიკვდილისგან განასუხარები),
სული დაიბადა,როგორც ემბრიონი.

ახლა შევიყვარე შენთან საუბარი,
წუხელ მოგიყევი ერთი ისტორია,
ქარმა სამოთხეში როგორ დაუბერა,
წასულ სიყვარულებს როგორ მისტირიან...

ყველა ჩემნაირი უფლის მიმნდობია,
მგონი დავემსგავსე ვიღაც მეიგავეს,
შენი სინატიფე სიკვდილს მინდობია,
თმებმა სურნელისგან თავი შეიკავეს!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 16, 2009 9:51 pm

###

დღეს სიცივეა ბევრად ნაკლები,
ანუ ცხელა და ვაღებ დარაბას,
წევს მარტოობა,როგორც აქლემი,
წარმოვიდგინე თავი არაბად.

შემარცხვინა და ხალხში გამთათხა,
ჩემი ბრალია,აბა რა მრჯიდა:
ფარდას,ვით ენას,ჩემი ოთახი,
გამვლელებს უყოფს ღია ფანჯრიდან.


###
ღრუბლებს ავდარმა ოფლი ადინა,
ვერ შეაკავებს ოცი არესი,
მერე ომებით გადინადირა,
შემოგარენი ოცინდალესი.

კვალი დატოვა მართლა მეფური,
გვატკბობს თვალების ამო ახელა:
წვიმებითაა გაციებული,
ქარაფმა ნისლი ამოახველა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Jun 16, 2009 10:20 pm

ბექას საოცრად ორიგინალური მეტაფორები და სახეები აქვს. არავის გავს და ამიტომაა რომ მიყვარს
წარმატებები ბექ, გაიხარე.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Jun 17, 2009 6:03 am

ბექა ახალაია wrote:
###

დღეს სიცივეა ბევრად ნაკლები,
ანუ ცხელა და ვაღებ დარაბას,
წევს მარტოობა,როგორც აქლემი,
წარმოვიდგინე თავი არაბად.

შემარცხვინა და ხალხში გამთათხა,
ჩემი ბრალია,აბა რა მრჯიდა:
ფარდას,ვით ენას,ჩემი ოთახი,
გამვლელებს უყოფს ღია ფანჯრიდან.


###
ღრუბლებს ავდარმა ოფლი ადინა,
ვერ შეაკავებს ოცი არესი,
მერე ომებით გადინადირა,
შემოგარენი ოცინდალესი.

კვალი დატოვა მართლა მეფური,
გვატკბობს თვალების ამო ახელა:
წვიმებითაა გაციებული,
ქარაფმა ნისლი ამოახველა.

Arrow

ბექა, მეორე ლექსის ბოლო სტრიქონი - "ქარაფმა ნისლი ამოახველა" - შეცდომაა, ანუ ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა.
მთაში თუ ყოფილხარ, დაკვირვებული იქნები, რომ ქარაფებთან თუ ნისლი ამოდის კვამლივით, იქ არაფერი ხმა არ ისმის, რომ ხველას შეადარო...

გამოდავების მხრივ, თითქოს არაფერი მაქვს სათქმელი პირველ ლექსზე - ორიგინალურია ისიც, მაგრამ იქაც ამას ვატყობ, რომ მარტო ორიგინალობის ძიების სურვილით არის დაწერილი... ანუ - ორიგინალურად კი ამბობ, მაგრამ ამ ორიგინალობის ძიებაში მთავარი სათქმელი გეკარგება.

პოეტის პროფესიონალიზმი კიდევ ეგეთი რამეა ჩემთვის:
გიო საჯაიას ლექსები, რომელიც გინდა, ავიღოთ - ორიგინალურ მეტაფორას ან სხვა სახეს რომ იპოვნის გიო, ისე მოაქცევს ლექსის ერთიან გარემოში, ისე დაუქვემდებარებს მთავარ სათქმელს, რომ - თითქოს სხვათაშორის შემოგაპარა ეს ორიგინალური სახეო...

მოდი, აბა, აქეთ სცადე წასვლა - შენ ეს შეგიძლია და იმიტომ გეუბნები ეგრე თამამად...

Idea
Back to top Go down
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Jun 17, 2009 4:20 pm

,,ბექა, მეორე ლექსის ბოლო სტრიქონი - "ქარაფმა ნისლი ამოახველა" - შეცდომაა, ანუ ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა.
მთაში თუ ყოფილხარ, დაკვირვებული იქნები, რომ ქარაფებთან თუ ნისლი ამოდის კვამლივით, იქ არაფერი ხმა არ ისმის, რომ ხველას შეადარო...

გამოდავების მხრივ, თითქოს არაფერი მაქვს სათქმელი პირველ ლექსზე - ორიგინალურია ისიც, მაგრამ იქაც ამას ვატყობ, რომ მარტო ორიგინალობის ძიების სურვილით არის დაწერილი... ანუ - ორიგინალურად კი ამბობ, მაგრამ ამ ორიგინალობის ძიებაში მთავარი სათქმელი გეკარგება.

პოეტის პროფესიონალიზმი კიდევ ეგეთი რამეა ჩემთვის:
გიო საჯაიას ლექსები, რომელიც გინდა, ავიღოთ - ორიგინალურ მეტაფორას ან სხვა სახეს რომ იპოვნის გიო, ისე მოაქცევს ლექსის ერთიან გარემოში, ისე დაუქვემდებარებს მთავარ სათქმელს, რომ - თითქოს სხვათაშორის შემოგაპარა ეს ორიგინალური სახეო...

მოდი, აბა, აქეთ სცადე წასვლა - შენ ეს შეგიძლია და იმიტომ გეუბნები ეგრე თამამად...,,


მე არ ვთვლი,რომ ,,ქარაფმა ნისლი ამოახველა" შეცდომა და აცდენილი მეტაფორა..ანუ ნათქვამია,რომ ქარაფმა ნისლი ნახველივით ამოიღო...



,,იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა. "

,,გამოდავების მხრივ, თითქოს არაფერი მაქვს სათქმელი პირველ ლექსზე - ორიგინალურია ისიც, მაგრამ იქაც ამას ვატყობ, რომ მარტო ორიგინალობის ძიების სურვილით არის დაწერილი..."


ეს ლოგიკა ჩემთვის გაუგებარია ბატონო მიხო...დიახ,მუდმივად ვეძებ რაღაც ორიგინალურს და ეს ნაკლოვანება სულაც არ მგონია...ორიგინალურობის გარეშე უგზო-უკვლოდ დაიკარგება პოეტიც,მწერალიც და ყველა,ვინც რამეს აკეთებს ხელოვნებაში და ეგ თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.მაგ ლექსებს რაც შეეხება,საფინალო მეტაფორები მანდ ლექსების ფაბულიდან არ არის ამოგლეჯილი და არ ტოვებს ,,ძალით ჩატენილის" შთაბეჭდილებას..ანუ ლექსი ვითარდება და მთავრდება ლოგიკურად...



,,ორიგინალურად კი ამბობ, მაგრამ ამ ორიგინალობის ძიებაში მთავარი სათქმელი გეკარგება."

სინდის-ნამუსს ვფიცავ,სულაც არ მქონია განზრახული იმაზე მეტი მეთქვა,ვიდრე მანდ არის ნათქვამი,ანუ ისაა ოდენ ,,მთავარი სათქმელი",რაც ნათქვამია მანდ,ანუ განსხვავებულად დანახული ჩვეულებრივი მოვლენები.
გიო საჯაიას რაც შეეხება,მართლაც მაგარი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია!

სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Jun 17, 2009 4:22 pm

###

ი-ს

ჩემდამი შენი გრძნობის კონები,
გამხმარი,სადმე წიგნში იდება,
მალე ვინმესაც მოეწონები,
საცოლესავით მოგეკიდება.

ისევ ავდარი დადგა უშენოდ:
(დავიწყებისთვის არ მემეტები),
გარეთ საღამომ ელვა უჩვენა,
როგორც გამწყდარი დღის ნაწყვეტები.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Fri Jun 19, 2009 10:48 am

გარეთ საღამომ ელვა უჩვენა,
როგორც გამწყდარი დღის ნაწყვეტები.


გავროშ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ბექა ოთანაძე



Male
Number of posts : 2
Age : 25
Location : Tbilisi
Job/hobbies : student
Humor : :)
Registration date : 17.09.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Sep 17, 2009 12:20 pm

ვახ როგორ მიყვარს ეს კაცი !

სალამი ძმას ! დადე ლექსები !
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Fri Sep 25, 2009 11:36 am

forever

შენ გინდა სახლი,კარერა პორშე,
სიმშვიდე უკვე ოცნებად გექცა,
დამალავ ენას მოკუმულ პირში,
გაიკრიფები გულნატკენ ლექსად:

წლებად ნაპობი ასაკი თმენით,
დროს გადაუხდის ნაკუთვნებ ქირას,
ძლიერ ლამაზი ბავშვობა შენი,
დატოვე სადღაც ხობისწყლის პირას.

იქ სადაც ბევრი აფეთქდა ნაღმი,
მკერდიდან სისხლის ნაკადი ჟონავს...
კაცდები მერე,ქალაქი გიხმობს,
და გიყვარდება ლადო და მონე.

რამდენი მკვდარი მიწაში ფალი,
ივიწყებ პაპის წიქას და ლაბას,
მერე კი ჩნდება ლამაზი ქალი,
ეტრფი და გეტრფის,აბამ და გაბამს.

მერე ის გოგო მოგყვება ცოლად,
შენ კი გაყვები სიბერის ბილიკს,
შეეჩეხები ცხოვრების რბოლას,
კილომეტრებს და გაივლი მილებს.

დაგროვებული ქალაში ცოდნით,
შენი ოჯახის გახდები მახვში,
ტვინის კუნჭულში იბჟუტებს ოდნავ,
ბოჰემა ძველი-ოპერის ბაღში.

დროც ასე გავა(ბუზივით ცოცავს)
ოჯახურ ბორკილს იხსენებ აქაც:
თვალს აარიდებ მალულად როცა,
სადმე,ქუჩაში შეხვედრილ ძმაკაცს...

არ მინდა სახლი,არ მინდა პორშე,
სიმართლე უკვე ოცნებად მექცა,
დავმალავ ენას მოკუმულ პირში,
გავიკრიფები მკაფიო ლექსად:

გაბრაზებული დამდგარი დროთი,
ცოლსა და ოჯახს დაგიდევთ არად,
დავრჩები ძმებო პოეტი-ლოთი,
მარად და მარად...მარად და მარად!


ძალიან ნიჭიერია ეს ოდიშელი კაცი.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა ახალაია   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
ბექა ახალაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: