არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბექა ახალაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბექა ახალაია   Sun Mar 01, 2009 9:21 pm


Beqa Akhalaia


ბექა ახალაია


***

მზე ტბაში თავის ორეულს ხარშავს...
ტანზე ნაცვამი მიხდება თორი
და სისხლიანი,ქარქაშში ჩაშრა,
ხანჯალი-ორმხრივ მჭრელი და სწორი.

კლდე,უმიზეზოდ ქარისგან დასჯილ
ნისლებს ქარაფში ჯიუტად იხვევს...
მოვკვდები როგორც ოდესღაც ჯარჯი
და მთავარ ნატვრას ავუხდენ ჯიხვებს.

ზვავს ლოდების ქვეშ დალალი მოჰყვა,
წაწყვეტილ ნაწნავს ასცქერის ნაღვლით...
ვეფხთან მებრძოლი ვიქნები მოყმე,
დამშეულ სიკვდილს ლოდინით დავღლით.

პირველი თოვლი დადნა და მოლღვა,
ხევებში ნაწურს ნაწური მისდევს...
მე ვივლი როგორც ძაგანი თორღვა
და ჩემგან მოკლულ დავითვლი ქისტებს.

ტბაში მცურავი მზე ითხოვს შველას-
ისმის სიჩუმე მტკნარი და შორი...
წელზედ ნარტყამი ფრანგული ელავს,
ტანზედ ნაცვამი მიხდება თორი.

study


Last edited by Admin on Wed Mar 23, 2011 10:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 11:55 am

ნიჭიერი ბიჭი და კარგი ადამიანი.მრავალფეროვანი ავტორია და აქვს გამორჩეული სახეები ლექსში,მხოლოდ მისეული სახეები.
წარმატებულ შემოქმედებით გზას გისურვებ ,ბექაSmile
Back to top Go down
View user profile
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 6:53 pm

აქა მშვიდობა და მადლობა უღრმესი..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:00 pm

ყავა...პირმშო

ვუყურებ ორსულობისგან წამოზრდილ
შენს მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

ორი უძილობა ხარობს
სიჩუმის სათბურში:
ჩემი(შვეულად) ღია ფანჯარასთან
სიგარეტით ხელში
და შენი-(თარაზულად) დივანზე,
ჭიპზე მიყურადებული ხელისგულებით,
იზრდება ორივე,ღამის კლების პროპორციულად,
მაგრამ ვერ მწიფდებიან
აქა-იქ გამოსხმული სიზმრის კვირტები...

ყავა გვინდა...

ბრაზით პირქვედამხობილი
ცარიელი ,,"Neskafe"-ს ქილა...

მერე მე აივნიდან შემომაქვს ორი კოვზი
ჩამონაფხეკი სიბნელე
და ჩვენ პირველებმა დავლიეთ ახალი ყავა:
,,თებერვლის ღამე".

ისევ ვუყურებ შენს მოზრდილ მუცელს
და ვგრძნობ ჭარბი აზროვნებისაგან
ჩვენს გაბერილ თავებს...

სანამ წყლებს დაღვრიდე
და ბავშვს გააჩენდე,
მოდი,ვიკამათოთ,
ცრემლები დავღვაროთ
და დავბადოთ ჩვენი პირველი პირმშო:
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:03 pm

სიზმარი მესამე

თ-ს


დედამიწამ ენასავით ამოიდგა
ქარი,მერე აულოკა მთებს ნისლები...
მარცხენა მხრით უშენობას გამოვედე,
მოწყენილი შენი სუნთქვით ვერ ვივსები.

ხევსურეთში მზეა ბუტაფორიული,
სითბოდაცლილს ცაზე ყოფნა ევალება...
აღარ მსტუმრობს ფიქრში შენი ორეულიც,
გულზე კანი ამცვენია ემალივით.

მორჩა!თოფი გადავტენე და ამასწრო
გაბრაზებამ უნაგირზე ორი წამით,
ვერ ისვენებს ხმალი წელზე მინაბაწრი
და ულაყის მარდი მუხლი მოვიწონე.

ვისვრი ზუსტად,ტყვია უკვე მეხუთეა,
ბანზე გდია მომაკვდავი შენი ქმარი,
ცახცახებ და დაბნეული მეხუტები,
სიყვარულით გული მაგრად შეგიკარი.

ტოლს არ ვუდებ მგელიკებს და აპარეკებს,
თეთრი სახე ხევსურულად შემებურა...
დედამიწა ისევ ქარით ლაპარაკობს,
მე სიყვარულს გეფიცები ჩემებურად!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:12 pm

***

მერცხალმა ეზო ასჯერ გაზომა,
ერთხელ ვერ გაჭრა კუდით-მაკრატლით,
ამ თვეში თავი მეც არ დავზოგე,
ლექსებს ფურცლებზე ბეჭით ვაკრავდი.

ვიგონებ მაგ შენს თვალების სეტყვას,
გიგონებ მწვანეთვალებდაშნიანს...
სიტყვა და ვნება,ვნება და სიტყვა
შენს სურათს აკრავს ცისფერ არშიად.

ორშაბათი და მზე მიილია,
ბლებმა ფოთლები ჩუმად დახურეს,
სულ ცოტა ხანში ღამე მილიონ
ციცინათელას ააფახულებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:25 pm

დუელი

გამოგონილი მიზეზით და
წინასწარ ცნობილი შედეგით.

ძმაკაცს

წითელი კაბა.და ზავს მოელის
მაინც მღიმარი ჩვენი ბოგინი...
იქითა შაბათს გავიდუელებთ:
მე-ვლადიმერი,
შენ-ონეგინი.

და ბრაზს ვაერთებთ.ერთი სული მაქვს,
ეგ არ დამჯერი გული დავსერო...
მგონი საერთოდ გამორთული მაქვს,
ტვინის მარჯვენა
ნახევარსფერო.

წითელ კაბაზე ძველი ღალატის
ანაბეჭდებით ძლიერ ვიგვემე...
ვსუნთქავ ნაფაზებს ჩემი პალატის,
გულზე ეჭვების
დავდგი ვიგვამი.

როგორც წოდება,ბინდის ნაბადზე
შიში-მამონტი ბრაზით დავკალი...
მაშ გელოდები და ის შაბათი,
მოდი რენკონტრით
ავაკანკალოთ!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:28 pm

ნიკას

,,არა რა ძმაო,ჯერ ღმერთამდე
გზა არის შორი"...

,,გავროშ,ეს ლექსი მე და შენ ვართ..."

ნიკა

დღეს ისევ მაგრად შეგცივდა ძმაო,
მაგ სულზე მხოლოდ ძვლები გაცვია...
შენ თქვი,რომ ყველა თავისას დაობს
და დრო გაარჩევს ვინ რა კაცია.

აქ ძველებურად ღამეა ბნელი,
შენ კი,სხვაგვარი შფოთვა გიტაცებს...
ჩამომიწოდე,როგორც ძმას ხელი
და ამიყვანე შენს ორბიტაზე...

თორემ სიბრაზით გული გასვრილა,
მძულს ამ ცხოვრების ბილწი კაპასი...
ცამ მზე მოწია ნერვებაშლილმა
და დარჩა მხოლოდ ერთი ნაფაზი...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 02, 2009 9:32 pm

***

ეზოში ბავშვი ძაღლებმა ლოკეს,
მე-ბავშვის დედის დამწველი შარმი.
ჩემი შარვალი სარეცხის თოკზე
დაკიდებული ჩაიცვა ქარმა.

ვნება- ნასროლი ბუმერანგივით
დამიბრუნდა და ვისვრი თავიდან.
ქარი მეზობლის თეთრი პერანგით
და ჩემი შარვლით სადღაც წავიდა.


***
ღმერთმა ქვეყანა ქარით დატუქსა,
მთვარეს სხივები მოჰყვა კარებში.
მაინც დაჩხვლიტა ღამე კაკტუსმა-
ხათრის გარეშე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Mar 05, 2009 6:28 pm

გულიანი პოეტი კაცი ხარ, ჩემო უმცროსო მეგობარო...გაიხარე და გაგვახარე შენი წარმატებებითSmile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 1:10 am

გმადლობთ ბატონო ელგუჯა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 1:12 am

,,ტერენტი,რავა ხარ ძამიკო?!"

სონეტი

ლექსებს ქალაქში სასეირნოდ წაიყვანს დილით.
ესმის ქუჩიდან ვიღაც მთვრალის ლანძღვა-გინება.
სანთელს აანთებს გაწვალებით და ეტკინება,
კედელზე კეფით მინახალი თავისი ჩრდილი.

ასეთ სიცოცხლეს ალბათ მხოლოდ სიკვდილი შველის:
შუა ოთახში ჩამომჯდარა ჯირკზე როკაპი,
ირგვლივ ჭინკები წრიპინით და მოთქმით როკავენ,
ვენებში შხამი დაუდის და თავში ჰყავს გველი.

ათასში ერთხელ შემოივლის პოეტი-მეფე,
ხის იატაკზე დემონიურ მოაბნევს შხეფებს.
პოეზია კი ფილმად გადის ფანჯრის მინაზე:

როცა ბავშვობის მოგონება ამძიმებს სევდას,
როცა ბახუსი-მამლაყინწა,ეცემა ელდად,
როცა ლენორას თითებიდან წვეთავს სინაზე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 1:15 am

###

მორიგი მოსაწყენი ორშაბათი პოეტისა,რომელიც
დუელში მოკლეს...ძალიან ახალგაზრდა...

სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს,
ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი...
ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე...
დღეა საშინლად ცივი და ცუდი.

ლაგამმოხსნილი,წითური ცხენი,
უგემურ დროს და გემრიელ ბალახს
ძოვს.ვიღაც ბავშვი ცრემლების ცვენით
მიდის და მუჭში რაღაცას მალავს.

ყურს ვუგდებ დახლთან მომღერალ ბოშებს,
ერთს უცნაური სახელი ჰქვია...
ჯიბეში მიდევს ხუთიოდ გროში
და რევოლვერის სამიოდ ტყვია.

ძველი საათი წიკწიკებს მჭახედ,
ღამესთან ერთად მოწყენაც მოვა...
მაღიზიანებს ბარმენის სახე
და ამ ბინძური ლოთების ხროვა.

ვატყობ,რომ უკვე სიმშვიდე მშია,
სითბომოდებულ ვაწვალებ ვაზნებს,
საკიდზე ვკიდებ იქაურ გნიასს
და მტვრიან ქურთუკს მოვიცვამ ტანზე.

ტყავის აღვირი მიჭირავს ცერით,
მაძღარი ცხენი გაგიჟდეს ლამის:
კბილებში ჩარჩა ბალახის ღერი
და რამდენიმე წუთი და წამი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 1:17 am

ბედუინი

ისე სწრაფია და ისე ანჩხლი
ქარი-სამყაროს კიდემდე მივა...
უდაბნო-ზღვების მახინჯი ასლი,
ათი აქლემის გაზომა მწკრივმა.

შენ ზიხარ ჩუმად,დარდი და ფიქრი,
შავი თვალიდან ცრემლივით გჟონავს,
მე ჩემს სიცოცხლეს ცხოვრებას ვარქმევ
და ვხდები მეფე,ოდესღაც მონა.

მზე ქვიშის ალზე თავისთავს ხრუკავს,
გახუნებულიც გიხდება ჩადრი,
შენ არ მიჯერებ,მაგრამ მე უკვე,
შემოგხედავ და მეუღლეს გადრი.

თვალით შენს სახელს ამოვწვავ მერე
ცაზე და მარშრუტს მოვხაზავ მთვარის...
როცა ვიხსენებთ,
შენ მოგგვრის ცრემლებს,
მე-ღიმილს,შენი საწყალი ქმარი.

შენ ახლა ჩემი ცოლი ხარ უკვე,
ვყნოსავ შენს დალალს,
როგორც ხბო თივას...
მზე ქვიშის ალზე თავისთავს ხრუკავს,
ქარი სამყაროს კიდემდე მივა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 1:17 am

###

მე შემიძლია მიგატოვო,ისე უბრალოდ,
როგორც ტალღები უსიცოცხლო ვეშაპს რიყავენ,
როგორც ზამთარი ჩვენი ბაღის მოკვლას იბრალებს,
ისე უბრალოდ,როგორც უწინ სხვასთან იყავი.

მე შემიძლია მიგატოვო,ისე მარტივად,
როგორც ორსულ ცას წაეზრდება ღამის მუცელი,
როგორც ნიავი ხეს დახუნძლულ ტოტებს ატკიებს,
ისე მარტივად,როგორც შენ ხარ გამოუცდელი.

მე შემიძლია მიგატოვო ისე უეცრად,
როგორც დაშუბავს ლომის ხახას მარჯვე მასაი,
როგორც ორაგულს მებადური ბადეს მოაცმევს,
ისე უეცრად,როგორც ნადირს ძაღლებს უსევენ.

მე შემიძლია მიგატოვო,ისე საოცრად,
როგორც თებერვლის მინავლული მზე იბადება,
როგორც სენაკში განდეგილი ლოცვას გამოსცრის,
ისე საოცრად,როგორც გულზე ხელის დადება.

სადღაც ულაყის გულ-მკერდივით ფეთქავს დაირა,
მგონი მთვრალები,ბოლო ხმაზე სადღაც ყვირიან...
მე შემიძლია მიგატოვო ყველანაირად,
მაგრამ არ გტოვებ და ძალიან გასაკვირია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 22, 2009 10:27 am

მშვენიერი პოეზიაა – ძარღვიანი!
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 23, 2009 6:17 am

კაი კაცი ხარ შენ, ჩემო ბექა...
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Mon Mar 23, 2009 6:03 pm

გავროშ.. დაბადების დღე გაქვს დღეს მგონი.. ძმა.. და გილოცავ სულით და გულით.. დალოცვილი იყავი ღმერთისგან და ყველა სიკეთითა და სიხარულით სავსე სულ.. ჩემი ძმა ხარ შენ და კარგი კაცი და კარგი პოეტი.. გაიხარე.. ძმა.. ბევრი და.. ბევრი.. Smile ჩაგეხუტე .. როგორც ძმას..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Mar 24, 2009 2:47 am

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
გავროშ.. დაბადების დღე გაქვს დღეს მგონი.. ძმა.. და გილოცავ სულით და გულით.. დალოცვილი იყავი ღმერთისგან და ყველა სიკეთითა და სიხარულით სავსე სულ.. ჩემი ძმა ხარ შენ და კარგი კაცი და კარგი პოეტი.. გაიხარე.. ძმა.. ბევრი და.. ბევრი.. Smile ჩაგეხუტე .. როგორც ძმას..

beqa Sad me kide arc vicodi Sad shemogevle shen, miyvarxar dzalian, gilocav da ravici ise iyavi rogorc shen guls gauxardeba :*

ანრი ალენ-ფურნიე

,,თქვენ მშვენიერი ბრძანდებით..."

კიდევ ერთი ,,მე" არი,
რომ მეძახის,გალეშილს...
მოდი,შემომიარე,
უსტუმრებო თვალებში.

მკერდი ცხელი ფურნეა,
გული დაუქოლნია...
მე-მუსიე ფურნიე,
ეს კი დიდი მოლნია.

აქვე არის სენ-რემი,
ვერდენს როცა გაცდები...
ვერ მოთოკავს გაფრენებს,
მოსაწყენი დაცდები.

მძინავს,ვისკით კი არა,
მე-სიკვდილით გალეშილს...
ერთხელ შემოგეარა,
ჩემს ცარიელ თვალებში.


miyvars es da ara marto es Smile

###

მორიგი მოსაწყენი ორშაბათი პოეტისა,რომელიც
დუელში მოკლეს...ძალიან ახალგაზრდა...

სევდას გულიდან ნელ-ნელა ტუმბავს,
ოდნავ ცივი და მომჟავო ლუდი...
ფანჯრიდან მოსჩანს დამპალი წუმპე...
დღეა საშინლად ცივი და ცუდი.

ლაგამმოხსნილი,წითური ცხენი,
უგემურ დროს და გემრიელ ბალახს
ძოვს.ვიღაც ბავშვი ცრემლების ცვენით
მიდის და მუჭში რაღაცას მალავს.

ყურს ვუგდებ დახლთან მომღერალ ბოშებს,
ერთს უცნაური სახელი ჰქვია...
ჯიბეში მიდევს ხუთიოდ გროში
და რევოლვერის სამიოდ ტყვია.

ძველი საათი წიკწიკებს მჭახედ,
ღამესთან ერთად მოწყენაც მოვა...
მაღიზიანებს ბარმენის სახე
და ამ ბინძური ლოთების ხროვა.

ვატყობ,რომ უკვე სიმშვიდე მშია,
სითბომოდებულ ვაწვალებ ვაზნებს,
საკიდზე ვკიდებ იქაურ გნიასს
და მტვრიან ქურთუკს მოვიცვამ ტანზე.

ტყავის აღვირი მიჭირავს ცერით,
მაძღარი ცხენი გაგიჟდეს ლამის:
კბილებში ჩარჩა ბალახის ღერი
და რამდენიმე წუთი და წამი.
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Wed Mar 25, 2009 5:17 pm

ბექას გაუმარჯოს! მაგარ ადამიანს და მაგარ პოეტს.........
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Thu Mar 26, 2009 1:23 pm

###

ისევ ხასიათში ვმარგინალობ.
ლექსი მონატრებით დამიობე,
ჩემმა ოთახმა კი გვირგვინივით,
თავზე შემოიწნა მარტოობა.

დილამ,უმზეობით გაცრეცილმა,
ისევ უშენობას ამარიდა,
ვნება იყურება-დაჭყეტილი,
ე მაგ ძუძუების ნაპრალიდან...

ლოყა ცხელი კოცნით დაგიდაღე,
თვალი მომაფეთე-გამკილავი...
რა ვქნა,პოეტი ვარ,შენ კი ნაღდად,
ჩემი ცოლობისთვის გაგწირავენ...


მიყვარს გავროშას ლექსები მაგრად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 29, 2009 2:21 am

###

შენ გძინავს ალბათ ქალაქის სულ სხვა
ბოლოში ახლა და მე კი მითებს
ვიგონებ შენზე.წინ მიდევს ნუსხა,
რომელიც ფხიზელ ღამეებს იტევს.

შენ გძინავს(სულ სხვა) ქალაქის(ალბათ)
ბოლოში.სუსხავს ქარბუქი სახლებს
წვიმაში ღამე ჩვარივით დალბა
და გუდავს ხეებს-ძველებს და ახლებს.

შენ,ვიცი ახლა ქალაქის (გძინავს)
ბოლოში ალბათ სიზმარსაც ხედავ,
რომ უცებ შუქით აივსო ბინა,
ერთხელაც უცებ რომ გახდი დედა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 29, 2009 2:24 am

###

შენ და,ნიავები,სამოცწლიან
მუხებს იღლიებში შეგიბერეთ...
თავზე ჭაღარად რომ გამომსვლია,
ვეღარ დაგიმალე ეგ სიბერე.

შენ და...ბავშვივით რომ მარბენინე...
კოცნით ტუჩები რომ შეგიხორცე...
სისხლად ვენებიდან დამდენია,
ვეღარ დავიოკე ეგ სიცოცხლე.

შენ და...აგერ ნაძვი,ნამეხარი,
მწვანე განწყობების აზიატი...
მზერა-ღიმილებად დამეღვარა,
ვეღარ გამოვზოგე ხასიათი.

ლექსი მოგიგროვე მისხალ-მისხალ...
არ ვცნობ წოდებებს და რეგალიებს...
ვნება,თვალებით რომ გადმომისხი,
შენვე ერთი-ორად შეგალიე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Sun Mar 29, 2009 4:53 pm

პირველი სეანსი

თ-ს

დაისი ზეცის მწვავე ტრავმაა,
ღამე მიიკრა,როგორც სალბუნი...
ქუჩას იცვამს და იხდის ტრამვაი,
ავი ძაღლივით მოკლედ დაბმული.

მზეს აჯავრებდნენ,ადრე დილიდან:
(ბუზმა სიმშვიდე ორად მიაპო).
გახუნებული ჩემი ცილინდრი
და ვარდისფერი შენი შლიაპა.

მაგ თეძოების ვხატავ კონტურებს,
მაგრამ ილევა ჩვენი სეანსი
და ძუძუებით სავსე კორსეტის,
ვხედავ მსხვერპლი ვარ,ალბათ,მეასე.

თეთრი ზეწარი ტილოდ გაძლიე,
დავხატოთ ვნებისფერი ესკიზი...
რომ არ გაკოცო,არ შემიძლია
და დაგპატიჟებ მერე ვისკიზე.

მწვავე დაისი ცამ მოირჩინა
(მკერდს რომ მიფარავს,შენი თმებია).
და ცდილობს კარგად გამოიძინოს,
სანამ აისი ასტკივებია.


ჩემი ოქრო-პოეტა ძამულია!
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ბექა ახალაია   Tue Mar 31, 2009 6:00 pm

ნიკას


,,არა რა, ძმაო, ჯერ ღმერთამდე
გზა არის შორი"...

დღეს ისევ მაგრად შეგცივდა ძმაო,
მაგ სულზე მხოლოდ ძვლები გაცვია...
შენ თქვი,რომ ყველა თავისას დაობს
და დრო გაარჩევს ვინ რა კაცია.


აქ ძველებურად ღამეა ბნელი,
შენ კი,სხვაგვარი შფოთვა გიტაცებს...
ჩამომიწოდე,როგორც ძმას ხელი
და ამიყვანე შენს ორბიტაზე...


თორემ სიბრაზით გული გასვრილა,
მძულს ამ ცხოვრების ბილწი კაპასი...
ცამ მზე მოწია ნერვებაშლილმა
და დარჩა მხოლოდ ერთი ნაფაზი...


ვთქვათ აქაც.. ეს ლექსი მე და შენ ვართ გავროშ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ბექა ახალაია   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ბექა ახალაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: