არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Sun Mar 01, 2009 4:21 pm



Saint Barlaam enseignant Josaphat. Vincentius Bellovacensis, Speculum historiale (traduction Jean de Vignay), France, Paris, XVe siècle. (Cote : BNF Richelieu Manuscrits Français 51).
©️ BnF

თხრობაჲ გ


ჰრქუა ბალაჰვარ: „მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა. და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ, და იწყო ლოკაჲ მისი. და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭრნეს, და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა.

აწ, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი-ა და თაფლი იგი საწუთოჲსა ამის სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ“.


უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"

ტექსტის მთლიანად წაკითხვა შეიძლება აქ – http://www.lib.ge/body_text.php?9760

study


Last edited by ბობო on Sun Mar 01, 2009 6:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Sun Mar 01, 2009 4:23 pm

ვიკიპედიიდან - http://ka.wikipedia.org/wiki/ვარლაამი_და_იოასაფი


ვარლაამი და იოასაფი

„ვარლაამი და იოასაფი“, „ვარლამი და იოსაფატი“ („Barlaam kai Joasaph“), შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი სიუჟეტი ბუდა ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. გადმოსცემს ინდოეთის მეფის ვაჟის იოასაფის გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობის და სახარებიდან გადმოღებული იგავები, ქრისტიანული პოლემიკური დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. მსუბუქი თხრობითი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა“ თეოლოგიასთან. XI საუკუნეში შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. XII საუკუნიდან მოყოლებული (სარაინდო რომანი „პარციფალი“), თვალსაჩინოა მისი გავლენა ევროპული ლიტერატურის ბევრ თხზულებასა და მწერალზე (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით).

თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და „ვარლაამი და იოასაფის“ ავტორობის საკითხი თანამედროვე ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია — ფალაური და არაბული. არის აგრეთვე თვალსაზრისი, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბერძნული და ლათინური ხელნაწერთა ტრადიციის კვალად, ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია იოანე დამასკელი. XI საუკუნის ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობები კი ავტორად ექვთიმე იბერს (ექვთიმე მთაწმიდელს) ასახელებს. ამ თვალსაზრისის მეცნიერების არგუმენტაცია 1931 წელს წარმოადგინა პ. პეეტერსმა. დღეისათვის იგი დასტურდება შემდეგი ფაქტორებით:
ექვთიმე მთაწმიდლამდე ბერძნულ ენაზე არ არსებობდა რომანის არც ხელნაწერები, არც დამოწმება სვინაქსარებში, არც რაიმე რემინისცენცია, გადაკრული მნიშვნელობაც კი;
თხზულების გამოჩენის ადგილი არის ათონის მთა, სადაც მოღვაწეობდა ექვთიმე მთაწმიდელი;
მსგავსი მეტაფრასული სტილის ჰაგიოგრაფიული თხზულება შეუძლებელია ჩამოყალიბებულიყო მეტაფრასტიკის წარმოშობამდე - ექვთიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის დრომდე.
ბერძნული, არაბული და ქართული რედაქციათა საერთო ნაწილში ბერძნული ტექსტი შორდება არაბულს და უახლოვდება ქართულს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Sun Mar 01, 2009 5:01 pm



Last edited by ბობო on Sun Mar 01, 2009 6:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Sun Mar 01, 2009 6:00 pm

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Sun Mar 01, 2009 6:09 pm



Gautama Bouddha en Prince (V-e siècle)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Wed Mar 25, 2009 12:14 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   Wed Mar 25, 2009 8:49 pm

zevsis daqali wrote:
რა კარგი თემები ყოფილა აქა, დაილოცოს ნინი, რომ მომიყვანა.








flower

აქ რა კარგი თემებია
და რა კარგი ფერებია.

მწვანე ფონზე გვირილებით
ხელი დაგიმშვენებია...

აქაური მასპინძლები
თავზე შემოგევლებიან.


bounce queen drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   

Back to top Go down
 
უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: