არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შაკო - შალვა ბაკურაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 1:03 pm



შალვა ბაკურაძე (1973 წლის 17 დეკემბერი).

დაბადების ადგილი - ქ. სოხუმი (აფხაზეთი), მშობლები - მამა - გოდერძი ბაკურაძე, დედა - ცისანა ბაკურაძე, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობა 1995 წელს, არის მწერალი. ამჟამად მუშაობს სტუდია "გეოსკოპში", უყვარს სპორტი, თევზაობა.
უკანასკნელი 7 წელია ამზადებს ნიადაგებს მცენარეებისთვის.
გამოსაცემად მზად აქვს ასეთი წიგნი: {წინასწარმეტყველმან მან}



Last edited by Admin on Thu Jan 27, 2011 7:01 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 1:41 pm

საქორწინო ლოცვა


ვიდრე საუბარს დავიწყებდე იმაზე, როგორ
შეიქმნა ცა და შემდეგ მიწა, რომელზეც ახლა
გიდგათ თითეულს ხორცი.
იმას გახარებთ დაწვრილებით, თუ რატომ გჯერათ,
რომ ეს მიწა ხართ
და რატომ გტანჯავთ, რომ ეს სული ხართ
და რატომ ამბობთ, ცოცხლები ვართო, სანამ ესწრებით
სულის და ხორცის ქორწილს.
ყოველ ქორწილში, დამეთანხმეთ, მივდივართ, რადგან,
იქ სიხარული გველოდება პატარძლის სახლთან,
სულიც და ხორციც ხარობს.
და თითეული ჩვენთაგანი, რომელიც მიდის
მეფე- დედოფლის დასალოცად და გულში ჩქარობს,
ნურცერთ ფიქრზე ნუ შეყოვნდება, იჩქაროს, ის ხომ
თავის ქორწილში მიდის.
თავდაპირველად იყო სული და შემდეგ უკვე
გამჩენმა მიწა გააჩინა, ეს ჩემზე უკეთ
პატარა ბავშვმაც იცის.
იმ სიყვარულშიც ბავშვი გვჯობნის, რომელიც ცამდე
მართალი იყო ღვთის წინაშე, როდესაც ამდენ
დუმილის შემდეგ სხეულსა და სულს შორის იშვა.
ხოლო მანადე, ვიდრე ღმერთი ცისა და მიწის
სიყვარულს გულზე დაადებდა სიცოცხლის ნიშანს,
გულისსწორებმა ერთმანეთის წინაშე დადეს
უღალატობის ფიცი.
არავის გვახსოვს ის ტკბილი დრო, როდესაც ზეცას
მიწა მეუღლის სხეულივით სხეულზე ეწვა
და სულში იყო ხორცი.
მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ ვინ იყო შემცოდე, როცა
სიყვარულს ფუძე მოეშალა და მხოლოდ ლოცვამ
იხსნა წყევლისგან ის მართალი, ხორცი კი, ხორცი
სიკვდილისათვის გაიწირა, რადგანაც ხორცმა
სულის სიყვარულს უღალატა, სული კი დღესაც
სულს ითქვამს მხოლოდ ლოცვით.
ცას იმ დღის შემდეგ გამოეყო ხმელეთი, ხოლო
სული სხეულში, როგორც უცხო ბინაში ცხოვრობს,
და სანამ ცხოვრობს, ქორწილია, თუმცაღა მხოლოდ,
დროებით შედის სული ხორცში და ბოლო-ბოლო
ადრე თუ გვიან ტოვებს.
ამიტომ, სანამ ერთადა ვართ სულიც და ხორციც,
ნუ დავასრულებთ სამარცხვინოდ ერთადერთ ქორწილს
ნუ დავიჯერებთ, რომ სხეულიც ჩვენა ვართ ჯერაც.
პატივი ვცეთ და ყოველ
შემთხვევისათვის გავამხნევოთ ასეთი ლოცვით,
რადგან ქორწილის შემდეგ სულად ვიქცევი, მჯერა.
სულად ვიქცევი, მჯერა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 1:42 pm

სტუმრის სიმღერა


თუ თქმას ვაპირებ, ახლა ვიტყვი ყველაზე მთავარს,
ახლა, როდესაც სტუმრად ვარ და უცხო აივნის
რიკულს ვეყრდნობი, მცხელა,
დავყურებ ქუჩის ორომტრიალს და ვამბობ: გზა ვარ,
რომ ნეტარია ყველა,
ვინც ჩემთან ერთად ამ გზას გულით გაივლის.

ღვთის გულისათვის, ნუ ამყარებთ უძლურ იმედებს,
რომ ღვთის გმობაა ჩემი ლექსი, რომ ვარ თავხედი,
რომ თქვენთან ერთად ქალაქს
მეც ასე ვტკეპნი. ნუ ცდუნდებით, თქვენ გზას მიენდეთ
და მნიშვნელობა არ აქვს,
ქვია თუ არა ამ გზას ჩემი სახელი.

უმნიშვნელოა, მე ვინა ვარ, თქვენც კარგად იცით,
რომ თქვენნაირი უღირსი ვარ და მაქვს უფლება,
ვიმღერო მისთვის ასე,
ვილოცო მისთვის, ვინც ლოცვაა ცისა და მიწის,
ვისაც ვერ იცნობთ ხმაზე,
ვინც ჩემი პირით ახლა გესაუბრებათ.

მე მას ვერ ვხედავ და ყველაზე გაბედულ ფიქრშიც
ვერ წარმოვიდგენ მის არსებას, მე ხომ იმდენად
უმწეო ვარ, რომ ვკვდები
ყოველთვის, როცა მეუფლება სიკვდილის შიში,
მაშინაც, როცა ვერ ვხვდები,
რომ ეს სიცოცხლე ასე მან გამითენა.

მან განმიმარტა პოეზია, რომ ჩემი წერით
მიმყავს ყოველი თქვენთაგანი ახალ ლოცვანთან
და ამ სინათლის მომრევ
ბნელს რომ არ ვიცნობ, რომ გახარებთ, ვსუნთქავ და
ვმღერი,
იგი მამღერებს, თორემ
ამ სიმღერაზე ფიქრიც გულს ამომწვავდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 2:47 pm

მიხარია ამ ავტორის გვერდი აქ.როგორც ვიცი.ახლახანს დაქოწინდა . ,მისი მეუღლეც წერს.ბედნიერებას , სიხარულს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურებSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 2:50 pm

ქმრების საკითხავი

1.

ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი
და უიმედოდ დავიწყებული.
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება.
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები

ის ამბობს
თითქოს გვქონდეს გული
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს,
თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე,
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში.

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”-
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ,
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ...

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით,
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით,
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით,
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ..

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ,
მან კი გთხოვათ,
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო,
გარეთ თოვდა
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ
ეზოში
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც
დედა ტიროდა.
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც
როგორც იქნა მოვიდა
და ბებოზე,
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად.
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ:
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან.
მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან,
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია,
სახლი კი უფრო დაცარიელდა,
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი....

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში,
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა,
დედიკოც ისევ ახლოს იყო
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ.

გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა,
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო.
გახსოვთ, მისი რუხი პალტო,
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები?
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ-
ახლა მკვდარია.
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა
და იღრიალა:


”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.


Last edited by nini on Sun Mar 01, 2009 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 2:53 pm

wina postis gagardzeleba

მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე,
რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან
ნაოჭები და სევდა ვიყიდე,
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე
და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც,
მათი კანივით ქორფა ვარდებიც
და შეძენილი გულგრილობაც
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა:
“დილით როდესაც მეძინა დედამ
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია,
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ,
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან
და ვერ მივხვდები საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით
და ჭამის შემდეგ მერევა გული
და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას”
ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა,
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს
რძისფერი ფრთებით,
მამათქვენი კი ჩააძაღლეს.......
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს,
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო,
რომ თქვენს მამობას იბრალებდა
და სააღდგომო ღორივით დაკლეს
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია:
ჩვენთან არს ღმეთი...

თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი,
ესაა მამის ბოლო სურვილი,
ესაა მამის ბოლო ლექსი:

“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები,
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს
რომ შეიტანს,
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან.
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით
გულისრევამდე ბედნიერი ვარ,
ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს
თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას
და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან
ნესტიანი ხმით მესაუბრება,
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული,
რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო –
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული.....
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს,
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს,
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს,
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს,
მესმის დაჭრილთა
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის,
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც,
ერთხელ მაინც გადავხვეოდი
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად,
მარმარილოდ, ანდა გრანიტად,
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა,
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს
ამ გულის გარდა არავინ უწყის.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 2:54 pm

gagdzeleba wina postis
სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში,
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს
სიცოცხლის შემდეგ.
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და
ფერად-ფერად
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს,
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი,
ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას,
მაისურს და თიხიან ჩექმებს,
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის
ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება,
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა,
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა,
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ
ღმერთად მომნათლა...…”
თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა
როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ

ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით

დაიძინე
მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში
დაიძინე
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ

თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი
გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და
სიკვდილს რომ გასწავლიდათ
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ

ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ღვთისპირა ქალაქში”


2.
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა
და გასაფერადებელი ალბომივით
გვაჩუქეს ბავშვებს”

ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით
სამშობლოს სიყვარულს
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს
საგმირო სხეულებით

მე მახსოვს შენი სისხლი
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია
ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში
როგორც კინოში

მე მახსოვს შენი სისხლი
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს
შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი


“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან”

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში
ერთი მძიმეც ვერ წავშალე
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში
მივირთმევ ვახშამს
ვიღებ ხელფასს
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან
დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ

“სამშობიარო სადაც დავიბადე
დაბომბვის დროს დაინგრა
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე”

ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ


3.
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი

მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი
მივითრევდე
კორპუსების ტეხილ კონტურებს
ვრითმავდე
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს

გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს
მას ყველაფერი დაავიწყდა
დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები

მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ
ქანცგაწყვეტამდე
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები
დედა
მიყვარხარ დედა
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს
მიყვარხარ დედა
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ
მიყვარხარ დედა
ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და
მიყვარხარ დედა
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ
მიყვარხარ დედა
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
ვიდრე მომკლავდნენ
ვიდრე აქ ვარ
ვითომ ცოცხლად შენთან ერთად
შენს საშოში
მიყვარხარ დედა

არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული
უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 3:01 pm

ნინი, ამას ჰქვია ”ქმრების საკითხავი” და რედაქტირებიდან შედი და ისე დააწერე...
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 3:02 pm

am leqsze vrceli ese aqvs nino darbaisels,tu ar meshleba,ver vipove,rom damekopirebina.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 3:07 pm

მე როგორც ვიცი,ხათუნა თავდგირაძესაც აქვს საინტერესო ესე ამ პოეტის ლექსზე.
ვერც ის ვიპოვე დასალინკად,ვისაც ხელი მიუწვდება იქნებ დადოთ?Smile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 7:03 pm

Very Happy http://literatura.ge/index.php?page=14&author=5382
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 8:07 pm

http://www.lib.ge/each_author.php?520
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sun Mar 01, 2009 11:10 pm

არადა მართლა ვერ გავიზიარე საერთო აღფრთოვანება ამ ლექსის მიმართ. სხვა ლექსები უფრო მომწონს თუნდაც ამ თემაში დადებული ლოცვა
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Mon Mar 23, 2009 6:29 am

დოშკვენცი, ამ დილა ადრიანო კი არა და გაგიმარჯოს, შაკო, ამ დილაუთენია!
გილოცავ, ძმაო, გაბედნიერებას! იჯექი ახლა და წერე "ქმრების საკითხავი"... Wink
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Wed Jun 24, 2009 11:43 pm

"საღვთომან ნისლმან"

გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,
გზამ აზიაროს მოკლულები,
გზამ ამიხილოს გული
ამ სიმღერაში, რომლისთვისაც
სამ უკანასკნელ შუაღამეს
გარს უშედეგოდ ვუვლი.

ზღვამ გამიმხილოს მარილი და
ამ მიწიანი ლაყუჩებით
კვლავ ამამღეროს შენთვის,
რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,
სხვა არაფერი მეტი.

აქ ყველაფერი შენითაა,
აქ ყველა ძილი შენთვის მღვიძავს
და უფრო ვხვდები,მენდე
თუ ეს სიტყვები დღევანდლამდე
უ ერთმანეთოდ, როგორ ძლებდნენ,
რას ელოდნენ და ძლებდნენ.

ძლებს ჩემი ხსოვნაც ომგამოვლილ
ძვლებ გადამტვრეულ მეგობრებად,
წლებ გადახოტრილ ბავშვად,
რომ ჩემი ლოცვა სიყვარული
მათ დაუვიწყარ სახეებად
ამ სიმღერაში ჩავსვა.

ვსვა შენი წყალი სერობებზე,
ვსვა შენი ღვინო ონკანიდან,
სხვას ვეღარავის ვანდო,
ეს ეჭვით სავსე გულისჯიბე,
მტვრით გაჟღენთილი პერანგი და
მზით გაცრეცილი მანტო.

რომ ყველაფერი დაგავიწყო,
რომ ყველაფერი მაპატიო,
რომ შეჩურთული სადმე
ბნელ კარადაში მიპოვნო და
ფრთა სახელოში გამიყარო,
ტანთ ჩამიცვა და გავთბე.



ავტორის წაკითხული ხომ საერთოდ ფანტასტიურია!
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Tue Jun 30, 2009 3:53 pm

კარგია ნაღდად..


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Nov 17, 2009 4:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Sat Jul 18, 2009 6:04 pm

"საღვთმან ნისლმან" - ძალიან კარგი ლექსი, მშვენიერი sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Fri Sep 11, 2009 5:47 pm

ზღვამ გამიმხილოს მარილი და
ამ მიწიანი ლაყუჩებით
კვლავ ამამღეროს შენთვის,
რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,
რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,
სხვა არაფერი მეტი.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Tue Sep 22, 2009 7:20 pm

შალვა ბაკურაძე - იქ, სადაც ადამიანია, ან ფრინველი, ან ბალახი, ან წყალი, ან მიწა.
ეკა ქევანიშვილი
ინტერვიუ შალვა ბაკურაძესთან



გამახსენდა შენი მაგიდა, სადაც ბევრი წიგნი იყო და მეუბნებოდი, რომ რაღაცებს თარგმნიდი. მერე გამახსენდა მიწა და ის პატარა მანქანა, რომლითაც ამ მიწას დაატარებდი. მოკლედ, გასახსენებელი ბევრია. სანამ ამ კითხვების წერას დავიწყებდი, ჩემს ძველ დღიურსაც კი ჩავხედე, აბა, ერთი რას ვწერდი ბაკურაძეზე, როცა გავიცანი მეთქი. კარგად მახსოვს ის ზაფხული, თბილად, მეგობრულად.

ჰო, კრიხულის პირას ვიდექით, მხრებზე მელიტა გვეხატა. მახსომს აპა არ მახსომს?


მომიყევი, დღეს რა ხდება შენსკენ, როგორ იღვიძებ, სად მიდიხარ, რა შეიცვალა ამ წლების მანძილზე, რა დაკარგე, რა იპოვე, გაიზარდე????

შენ ის მკითხე, როგორ იძინებ-თქო. სად მივდივარ? ვინც მომყვება, მან იცის საითაც მიდის. რა შეიცვალა? რა დავკარგე? თუ ვიპოვნე, მერე აღარ მეკარგება. გავიზარდე? დამცინი?

ორი წიგნი არ ისე ცოტაა. მე მგონია, პოეზია რაც ნაკლებია, მით უკეთესია, მაგრამ მაინც გეკითხები, წერ? იმდენს თუ წერ, რომ მესამე წიგნად იქცეს?

იმდენს მართლა არ ვწერ. წიგნი კი იქნება.

რა მითხარი ამასწინანდელი საუბრისას? აქტუალური აღარ ვარო. რა უცნაური დაკვირვებაა, რა, რამე ჩარტში პირველი ადგილი უნდა გეჭიროს თუ რა? რას ნიშნავს აქტუალური?

ბედნიერი კაცი ვარ. დარწმუნებული ვარ, ეს შეგრძნება აწი და აწი უფრო იმატებს. ჩარტები საესტრადო მუსიკას უფრო შეჰფერის.

იცი რაში მეხმარება ეს საიტი? დავფიქრდე ხოლმე რაღაც თემებზე, მაგალითად, არის თუ არა სწორი სიტყვა „თანამედროვე“ პოეტთან მიმართებაში. რა, რუსთაველი რით არაა თანამედროვე? შენ როგორ გგონია, არსებობს რამე ნიშნები, რის მიხედვითაც ხდება მათი სისტემატიზაცია (რა არაპოეტური სიტყვაა)?

არაა რუსთაველი თანამედროვე. თანამედროვე რომ იყოს, ამ კითხვას არ დასვამდი. რუსთაველის თანმედროვედ გააზრებას, ყველა ღირებული, მისი თანამედროვე ავტორის სწორად წაკითხვა ჭირდება. „ვეფხისტყაოსანი“ ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა (არ მომწონს ეს იდიომა) ის, მინიმუმ, სამასწლოვანი ძიებების ლოგიკური შეგეგი იყო. სპარსულთან ერთად ბერძნული პოეტური სკოლა თამაშობდა დიდ როლს. ვგულისხმობ ქართულ სასულიერო პოეზიას, რომელმაც ბერძნულის გავლენით ქართულ შაირს (რომელიც ალბათ ინდურიდან მოდის) სერიოზული ლექსისთვის დამახასიათებელი რიტმი შესძინა. ჰიმნოგრაფიის გარეშე რუსთაველი ხომ ისეთია, როგორიც ახლა გონია ძირითად მის “თაყვანისმცემელს”. არადა შაირი ინტელექტუალური ფორმა იყო იმ საუკუნეებში. შაირის დაცემა საქართველოს ინტელექტუალური და სახელმწიფოებრივი კრიზისის პირდაპირპროპორციულია. ლიტერატურული ცხოვრების არქონამ, რუსთაველი ნოვატორი პოეტისაგან, სახალხო პოეტად გარდაქმნა. კონტექსტიდან ამოიღო და იმ დროში გადატყორცნა სადაც, რუსთაველი ახსოვთ ბავშვი. კონტექსტიდან ამოვარდნა კი თანამედროვეობის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს. ძალიან მინდა, რომ თანამედროვე იყოს, ჩემი მიზანიც ეგაა, თუმცა არაა თანამედროვე.
დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.

პ.ს.

რუსთაველი რომ გათანამედროვდეს, ჯერ მისი კერპია დასამსხვრევი.

მითხარი, როგორ შეიცვალა შენი თემები ამ წლების განმავლობაში, გაჩნდა ახალი საფიქრალი თუ პურის ნამცეციდან დაწყებული, ყველაფერზე შეგიძლია დაწერო?
ხშირად სვამ ხოლმე?

ვერ ვიხსენებ რომ პურის ნამცეცებზე მეწეროს. საფიქრალი კი ერთია, ეგრე საფიქრალს რომ ვდიო, ვიქნები რონი ჯეიმს დიო.

მიყვარს როცა ომზე ყვები. აქაც ომია, რა გგონია, მაგრამ როცა იმ ნამდვილ ომზე ყვები, სულ სხვაა. „სანგრის ამბები“ მომიყევი, პირობითად ასე დავარქვათ. რა გამოგყვა იქედან და რა გენატრება ყველაზე მეტად?

ომის რა უნდა მენატრებოდეს? თუმცა იქაც ბედნიერი ვიყავი.

დღეს როცა მიდის საუბრები აფხაზეთის დაბრუნებაზე, ომით თუ მშვიდობით, გულგრილი ვერ იქნები, ასე მგონია. რას ფიქრობ საერთოდ?

რას და აფხაზეთი პრობლემა და რუსთაველის პრობლემა ერთი და იგივეა. ჯერ უნდა დავანგრიოთ არსებული სტერეოტიპი. მერე შანსი მოგვეცემა რაიმეზე ვიფიქროთ. თორემ რუსთაველზეც ვსაუბრობთ, მაგრამ.….…. (იხილეთ ზემოთ).
მანამდე? დამოუკიდებლობაა თუ რაცაა და მაგის ჯანი.

ვიცი შენი და მუსიკის ერთადყოფნის ამბავი, ის კასეტაც არ დამვიწყნია, მგონი, „პინკ ფლოიდის“, ადრე ყვებოდი როგორ აღმოაჩინე. ახლა რას უსმენ და როგორი მუსიკაა დღეს შალვასთან. ხშირად გეცვლება გემოვნება ამ მხრივ?

მაგ ამბავს თავი მართლა ვერ მოვაბი. დიდი ხანია სიმღერების ჩაწერა მინდა. ეს ხელიც როგორ მოვიტეხე  გიტარზე ვეღარ ვუკრავ.

ყოველთვის ასე კითხულობდი? თვალდახუჭული და სიმღერით? ისე, რა საინტერესოა, შენი, რატიანის, შოთას მოსმენა, სულ სხვადასხვა ხასიათია, სხვადასხვა „დუხი“. რა ვიცი...

ადრე საერთოდ არ ვკითხულობდი. მერე რაღაცები დავწერე, რომლებიც მხოლოდ ასე შეიძლებოდა წამეკითხა. თვეების მანძილზე ზეპირად ვწერდი. კითხვაში ლექსი და ავტორი ყველაზე მეტად იშიფრება, მაგრამ არის პოეზია, რომელიც ხმამაღლა არც უნდა წაიკიხო.

ბევრი პოეტისგან და პროზაიკოსისგან გამიგია ასეთი რამ: მე ვწერ, მაგრამ არ ვკითხულობ ჩემი თაობის ლიტერატურასო. შენ თუ კითხულობ? თუ გაინტერესებს და როგორ გგონია, რამდენად საინტერესო პერიოდი გამოდის 21-ეს დასაწყისი ქართული ლიტერატურისთვის?

პროზის დიდი მკითხველი და ანალიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, ქართული პოეზია კი ახალი რენესანსის ზღვრზე დგას, ოღონდ მეტი ცოდნა და პოეტური ინტელექტი გვესაჭიროება. ვკითხულობ, მომწონს და ბედნიერი ვარ. (ისე კი იხილეთ ზევით რუსთაველის განყოფილებში)

როგორ იყო სულ თავიდან, მომიყევი, როგორ გაიცანი ჩვენები, შოთა, ბესო, დათო, მოკლედ ლიტ. წრე. ვინ როგორ გახსოვს.

ჯერ მათი ნიჭი და ნაწარმოებები, მერე მეგობრობა. ასე აეწყო. მეგობარი მწერალი გყავდეს და ისიც ცუდი მწერალი? ზემოთ ჩამოთვლილები და კიდევ რამდენიმე ცოცხალი და ერთიც გარდაცვლილი, მარტო ჩემი მეგობრები არ არიან, თქვენიც, ყველასი.

შენ როგორი პოეტი ხარ, როგორ გგონია? გიფიქრია ალბათ, ხომ შენს ადგილზე, იმ ადგილზე, რასაც ჰქვია შალვა ბაკურაძე და თავმდაბლობის გარეშე შეგიძლია მითხრა რას ფიქრობ შენს თავზე?

სახელის და გვარის გარეშე ალბათ შევძლებდი თავმდაბლობის გარეშე პასუხს.

საერთოდ რა არის შენთვის პოეზია, მის გარეშე უფრო ადვილია თუ უფრო ძნელი?

მე უფრო იმაზე ვფიქრობ, რა ვარ მე პოეზიისთვის, უფრო ადვილი თუ უფრო ძნელი.

კბილები აღარ გტკივა?
ტკივილების გეშინია?
რისი გეშინია?

კბილები მტკივა
მეშინია
მეშინია უდროო დროს არ მოვკვდე

რამე საყვარელი ნივთი თუ გაქვს?

ბარი

ის სტუმარი, შენს ლექსში შენ თვითონ ხარ? ხშირად ხარ ხოლმე სტუმარი? თუ გიყვარს სტუმარი ზოგადად?

სტუმრები რომ ვართ იმის შესახებაა ეგ ლექსი. აწი გიმასპინძლებთ.

როგორი სიბერე გინდა?

როგორიც მაქვს

ბავშვობაში ბალი თუ მოგიპარავს? სიმინდი? როგორი იყავი?

შაკმანდევს მეძახდნენ ბავშვობაში. სიმინდი სოხუმში სად უნდა მომეპარა, მაგრამ, აი ბალს, ჟოლოს და ყველაფერს დანარჩენს ვიპარავდი, ვჭამდი და მაგიტომ გავიზარდე ამხელა

მიწად ვიქცევით კი, ბოლოს, აბა, რა ჯანდაბა იქნება, მაგრამ შენი და შენი მიწის ამბავი მომიყევი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგის გარდა. როგორ დაიწყო და ახლა რა ხდება და ყველაფერი

სოხუმში ჩემი მიწა გაყიდეს, ახლა მე ვყიდი ჩემი მიწის გამყიდველების მიწას.
ეგრე დავიწყე და კარგ ფულსაც ვშოულობ. აი ეგრეეე

ბოლოს რა წაიკითხე?

ნატო ინგოროყვას ლექსები.

ადრე იღვიძებ ხოლმე? მერე რას აკეთებ? კბილის ჯაგრისი რა ფერის გაქვს? შეიძლება ფიქრობ, რომ გავრეკე...

კბილის ჯაგრისს კბილები ჭირდებაა... კი გარეკე და არც გამკვირვებია

გეტყვი რა არ მომწონს პოტეებში - აგდებული დამოკიდებულება გარეგნობის მიმართ. ჩაცმულობის და ა.შ. ვითომ რახან რაღაცას წერენ და თუ გინდა, კარგსაც წერდნენ, აცვიათ დეგენერატული ტანსაცმელი და დადიან ეგრე.. შენთვის რამდენად მნიშვმელოვანია ეს ამბავი და ვინ ზრუნავს შენს გარდერობზე? (ვაიმე, რა სიტყვებს ვხმარობბბბბ).
მისმინე, შენი ძმა რომ ამერიკაში იყო და მერე შენც გინდოდა, ამერიკა დაივიწყე. გაქვს რამე ეგეთი, აღთქმული ქვეყანა?

რომელი ბრედ პიტი მნახე? რა გარდერობი?

ძმის ქორწილში მივდიოდი და არ გამიშვეს. ისე, თუ წასვლაა სამხრეთ ამერიკაში წავიდოდი, ვაბშემც ყველგან წავიდოდი სადაც ადამიანია, ან ფრინველი, ან ბალახი, ან წყალი, ან მიწა. ვისზეც ვფიქრობ, ის ყველგან დამინახავს. მეც მეტი რა მინდა
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Tue Sep 22, 2009 7:21 pm

იგორ პანჩენკოს სასიყვარულო სიმღერა


გუშინდელი დღე მინდა ვიყო
და ვღიღინებდე ძველ სიმღერას მკვდარ ფრინველებზე
რომელთა ჩრდილსაც დროდადრო აჩენს სოფლის ბილიკი
და საღამოჟამს ბებერი თუთის ფუღუროდან მათი ფრთების შრიალი ისმის

ამ გზით მოვდივარ ყოველდღე შენთან
მომაქვს ჩამქრალი ლამპების შუქი
ვმღერი და ვკვდები ყოველდღე შენთვის

შენი სხეულის სითბო რომ არა
თბილ ქვეყნებში გავფრინდებოდი

შენი სხეულის სითბო რომ არა
ვეღარ ვნახავდი უდედმამო სახლების სიკვდილს

შენი სხეულის სითბო რომ არა
ვერ შევიგრძნობდი ჩვენი ბაღის თვალუწვდენელ შემოდგომას და
ვერ მოვისმენდი მეზობელი ქოხმახების ძილს
რომელსაც ქვია დახვრეტილი ბავშვის სახელი

აქ იწყება ჩემი სიყვარული
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Wed Sep 23, 2009 10:13 pm

ნინო დარბაისელი


შალვა ბაკურაძის’’ქმრების საკითხავის’’ინტერპრეტაციის ცდა)


სამშობლოდან მოშორებული ადამიანისათვის ინტერნეტი დიდი შვებაა. რაწამს დროს მოვიხელთებ, დავუყვები ხოლმე ქართულენოვან საიტებსა და ფორუმებს. უამრავი ახალი ნაწარმოები წავიკითხე, პროზაც, პოეზიაც.
ასეთი მრავალფეროვანი და ინტენსიური თუ იყო ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში, ვერც ვიფიქრებდი თანაც ინტერნეტი ხომ ჯერჯერობით მთლიანად ვერ მოიცავს მას, კიდევ რამდენი კარგი ქართველი ავტორია, ჯერ ვირტუალურ სივრცეში რომ არ შეუდგამს ფეხი! მაგრამ ეტყობა ვიდრე მშობლიური ლიტერატურული გარემოსაგან ჩემსავით დისტანცირებული არ გახდები, არც მეტნაკლებად მთლიანი სურათი ეძლევა თვალთახედვას და არც ნამდვილი ღირებულება ჩანს იმისა, რაც იქ იქმნება.
ამას წინათ პორტალ ‘’ლიტერარტურა.გე’’-ზე ერთი პოემა ვიპოვნე - ’’ქმრების საკითხავი’, პორტალის წესის თანახმად, ახლადგამოჩენილ ნაწარმოებებს ავტორი არ ეთითება. რამდენჯერმე წავიკითხე, მერე რაკი ქაღალდზე გადმოტანილი ტექსტი მაინც სულ სხვაა, ამოვბეჭდე კიდეც და კიდევ ერთხელ ,‘’ფანქრით’’ წავიკითხე: შედეგი იგივე –როგორც მკითხველი კვლავ მონუსხული ვარ, ხოლო როგორც ადამიანი-მკვლევარი, რომელსაც არ შეუძლია არ დასვას კითხვა:’’რატომ?’’ პასუხს დავეძებ. იქნებ ამ დროს უმჯობესია, აქ შეჩერდე, შეირგო ესთეტიკური სიამოვნება და არ ემსგავსო იმ მაყურებელს, რომელიც ილუზიონისტის ნამოქმედარით თუმცა გაკვირვებული და ნაამებია, მაინც უტრიალებდე კითხვას :–‘’კი მაგრამ, როგორ?
ამასობაში ავტორის ვინაობაც გამოვლინდა –შალვა ბაკურაძე, როგორც ჩანს, დაახლოებით ჩემი თაობის პოეტი, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, თუმცა საით ‘’ებლიტფოზე’’ მოთავსებული მისი ყველა ნაწარმოები უკვე წაკითხული მაქვს. ჩემი შთაბეჭდილებით, პოემა ‘’ქმრების საკითხავი”, მე რომ ამდენი კითხვა აღმიძრა, მათში ცენტრალურ ადგილს იკავებს.

* * *
პირველი კითხვა სათაურიდანვე იწყება.
საკითხავი ქართულ ენაში რამდენსამე მნიშვნელობას მოიცავს: ის, რაც წასაკითხია (მაგ. “საკითხავი ძველ ქართულ ლიტრატურაში”); შესაკითხი, ანუ კითხვა (ყოფნა-არყოფნა –საკითხავი აი ეს არის); ამას დავუმატოთ ‘’წყევლა-კრულვიანი საკითხავიც,’’ოთარაანთ ქვრივიდან‘’ და თვალნათლივი შეიქნება, რომ პოეტური სამყარო, რომლის კარიც ჩვენთვის ამ სათაურით უნდა გაიღოს, არ გვპირდება იმ სიცხადეს, რაციო რომ მოითხოვს.
არც ლირიკული გმირი წარმოგვიდგება ცხადი სახით, არ ვიცით მისი სახელი, ან თუნდაც რაიმე ეპითეტი, სახელის ფუნქციას რომ იტვირთებდა პოემაში, არაფერი ვიცით მის გარეგნობაზეც, ლამის ერთადერთი ნიშანი, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში მას კერძო გამოსახულებას მიანიჭებდა, გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმაა’’, რომელიც ბავშვობაში რომ მუხლი გადაიტყავა, ჭრილობაზე იოდის წასმისას სკოლის ექთანმა ხელისგულით გადაუწია. ყოველივე, რასაც მისი მიწიერი არსებობისა და მოკვდომის(არა-სიკვდილის) შესახებ შევიტყობთ პოემიდან,გარეგნულად ძალზე ფრაგმენტული იქნება და არც ეს ფრაგმენტები გაყვება ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას,თუმცა იმ ადრეული მოგონებით დაიწყება,როგორ ხედავენ ბავშვები ფანჯრის დაორთქლილი შუშიდან ახლადგარდაცვლილი ბებიის სულს, ზამთრის თოვლიანი დილით ეზოში ფეხშიშველა მდგარს, როდესაც მისი სხეული შინ,უფროსების თვალწინ ოთახში ასვენია ( პირველი სიგნალი იმ უჩვეულო სპირიტუალური მდგომარეობისა თუ/და მხატვრული პირობითობის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან პოემის მთავარი გმირები და რომელში ჩართვა მკითხველსაც მოუწევს.).
თუმცა პოემაში გადმოცემა პირველი პირით ხდება, ავტორი ორ ინსტანციად, სხეულად და სულად (ან ასტრალურ და ეთერულ სხეულებად?) გაყოფილი მთავარი უსახელო პერსონაჟის სახელით მეტყველებს, მისი მონოლოგებისა თუ დიალოგების ’’ფიქსატორია” (ეს მაშინ, როცა პოეტური, ოკაზიონალური სახელდება, სახელის მინიჭება ადამიანების, საგნებისა და მოვლენებისთვის და ამგვარი მეტონიმიური მეტაფორიზაცია შალვა ბაკურაძის, როგორც ავტორისათვის ნიშნეული მხატვრული ხერხია) შემდგომში მსჯელობა რომ შეძლებისდაგვარად გასაგები გავხადოთ, პერსონაჟი ავტორისაგან განვასხვაოთ,მას ‘’ძე’’ ვუწოდოთ,(ამისთვის როგორც შემდგომ შევეცდები ვაჩვენო, პოემაც გვაძლევს საფუძველს).
მთელი პოემის მანძილზე ავტორი თავად არსად მეტყველებს “ძის “’ამ ორი ინსტანციისაგან დაშორებულად, დამოუკიდებლად. არც რაიმე შინაგანი ლირიკული კონფლიქტია გადმოცემული ამ მხარეებს შორის, რომ დაპირისპირების ფონზე მეტად საცნაური ყოფილიყო ავტორის განსხვავებულობა. იგი ინსტანციატა შორის ადგილებს კი იცვლის, მაგრამ არასოდეს უცხოვდება, დისტანცირდება მათგან. პოემაში ასახული მდგომარეობა უკვე გარე სივრცეში გადაწყვეტილი, დასრულებული კონფლიქტის - ომის შედეგია, ხოლო უკვე მომხდარი, დასრულებული ტრაგედიიდან გამომდინარე დრამატული მდგომარეობა სულისა არის ის ბირთვი, რომლის ირგვლივაც თავს იყრის ყოველი სახე, კონცეპტი, მცირე და დიდ ამბავი თუ ეპიზოდი.
პოემის კლასიკურ ფორმას მიჩვეული მკითხველისათვის რომელიც მოელის ტრადიციულ განვითარებას სიუჟეტისა, აქ ძნელი, თუ არა შეუძლებელი, იქნება, მიჰყვეს კონფლიქტის განვითარებაში საფეხურთა თანმიმდევრობას. თანამედროვე პოემას ეს აღარც მოეთხოვება და ამას თავისი ახსნა აქვს. პოემის განვითარებამ კარგა ხნის წინ მიაღწია სრულყოფილების იმ დონეს, როცა, პრაქტიკულად, შესაძლებელია ნაწარმოების სხვადასხვა ასპექტს მიენიჭოს თავისუფლება, რადგან მკითხველის ცნობიერებაში უკვე არსებობს ძირითადი მოდელი, თარგი, რომლის მიხედვითაც ხდება ნარატივის რეკონსტრუირება, რაიმე სახის ნარატივის არსებობა კი იმ მინიმალურ მოთხოვნად დარჩა, რომელიც პოემას განასხვავებს უბრალოდ, ვრცელი ლექსისაგან.
ნაწარმოებში დრო-სივრცული და სიტუაციური არე ორი ნარატივის პარალელიზაციით იქმნება. პირველი მათგანი ბიბლიური, ახალი აღთქმისეულია და შესაბამისად მაცხოვრის, როგორც ძის ამბავს ეხება. მეორე, თანამედროვე რეალური ცხოვრებიდან მომდინარე ამბავია ადამიანის ძისა, რომელმაც ბავშვობა და ყრმობა გაატარა ერთ ქალაქში. ამ ქალაქში მას ჰქონდა სახლი, შემდეგ ეს სახლი ომის გამო დაკარგა, გახდა მეომარი, იბრძოდა ‘’ სამშობლოსათვის’’და ამ ბრძოლაში… მოკვდა, მაგრამ არც მოკვდა. მისი არსება გადავიდა მდგომარეობაში, რომელსაც გრანელის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, შეიძლება ვუწოდოთ არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა - დაუსრულებელი, “საბოლოო სიზმარი”.
ავტორი-ფიქსატორი “’ძისთვის” მედიუმია, რომლის მეშვეობითაც “ხმას აწვდენს” მკითხველს, აზიარებს სათქმელთან, რომელიც ამ პოემის კონცეპტუალური ხერხემალია: როდესაც ადამიანს ყოფით რეალობაში სხვა ადამიანები ართმევენ სამყაროს შემოქმედისაგან მინიჭებულ უფლებას, იყოს ცოცხალი, იგი მხატვრულ რეალობაში პოეტი-შემოქმედის მიერ მინიჭებული ძალით უფლებამოსილია, იყოს “ცოცხალი მკვდარი” და უწყვეტ დიალოგში ჩაერთოს ყოველივე ამაქვეყნიერთან.
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები
ასეთია შალვა ბაკურაძის პოეტური თანატოლოგია, ანუ სიკვდილმეტყველება.
პოემაში სახეობრივი სისტემა ძირითადად ბიბლიურ სახე-კონცეპტთა ტრანსფორმაციით იქმნება. მისი საყრდენი სახე-მეტაფორები, რომელიც თავდაპირველად ცოტა არ იყოს, ბუნდოვან შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე, ახსნადი გახდება თუ მათ პირველწყაროებს მივაგნებთ.
მივყვეთ ტექსტს თანმიმდევრობით.
ერთ-ერთი პირველი სახე–‘’რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ დაატარებს ”ანუ ადამიანი, როგორც ბალახი, პირდაპირ მომდინარეობს ახალი აღთქმიდან და ფსალმუნებშიც დასტურდება. (პეტრე:1,24,ფს.:103,15)
ამ მოხუცს რძე და ყველი მოაქვს დილდილაობით, რძე კი ისევე, როგორც თეთრი ყვავილები, სითეთრე მარიამ ღვთისმშობელს მიემართება.
მოულოდნელი სიტყვები, რომელიც ცოტა ხანში გახმიანდება: ”ღმერთი, რომელიც ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე ”მხოლოდ ღვთისმშობელთან დაკავშირებით იხსნება’’. სიჩვილე და სითბო ‘’წუთიწუთზე ამოსაყვანი ყველისა’’ღვთისმშობლისმიერი გრძნობებია. რძე და მისი პროდუქტებიც ძველი ქრისტიანული წესით სწორედ ღვთისმშობლის შესაწირავად ითვლებოდა.
გარდა ამ პოემისა რძე, რძით კვება, რძისებრი სითეთრე, როგორც დედა მარიამის კონოტაციები შალვა ბაკურაძის სხვა რელიგიურ ქმნილებებშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს.
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როც მოკვდებით’’ ამბობს მოხუცი მერძევე. სხეული, როგორც სულის სახლი იმდენად გამჭვირვალე სახეა, ალბათ ამაზე ყურადYების შეჩერებაც არ ეღირებოდა, პოეტი სახლის მხატვრულ სახეს რომ არ უკავშირებდეს დედის საშოსაც, როგორც პირველსახლს, სადაც სამუდამოდ დარჩენა ან დაბრუნებაც შეუძლებელია. აქ ქართველ მკითხველს უთუოდ გაახსენდება ფინალი ბესიკ ხარანაულის “ხეიბარი თოჯინისა”, სადაც ალექსანდრე ანუ ალე ნატრობს დროს, როცა ისე იჯდა დედის საშოში, ’’როგორც ‘’მინიატურა ოქროს ჩარჩოში’’
მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი,
ვიდრე მომკლავდნენ,ვიდრე აქ ვარ,
ვითომ ცოცხლად, შენთან ერთად,
შენს საშოში - მიმართავს’’ძე’’ დედას ‘’ძე’’ ამ პოემის ფინალში.
სახეთა შორის ძირითადია აგრეთვე ქალაქი, სამყაროს ღვთაებრივი წესრიგის, კოსმოსის მიწიერი გამოვლინება. ბიბლიური გამოცდილების მიხედვით, როდესაც კოსმოსს ქაოსი ენაცვლება, ქალაქში ბატონდება ურწმუნოება, ცოდვა, დანაშაული, იგი უნდა განადგურდდეს მოისრას ღვთაებრივი ცეცხლით...ამას შიშობდა ერთადერთი პოეტი–წინასწარმეტყველი ესაია, ისრაელზე (10:18,19), შემდგომ იეზიკიელი იერუსალიმზე მეტყველებისას (15:6). ამას, ოღონდ უკვე მომხდარს გლოვობს ‘’პოეტი გვიანმეტყველი”” შალვა ბაკურაძე:

ვისკენ გავახილო ჩემი ქალაქის დათხრილი თვალები.

ამ პოემის მიხედვით კეთილი და ბოროტი ანგელოზნი ‘’ძეს” ქალაქში ზრდიდნენ და ეს ქალაქი (ძნელი არ არის მასში სოხუმის, გნებავთ, გაგრის ამოცნობა, დაზუსტებას აქ არსებითი მნიშვნელობა არც აქვს), იერუსალიმის თანამედროვე ადეკვატი, გამსჭვალული იყო ყოველივე იმით, რაც მას გარს ერტყა. იყო შიშისპირა, სიძვისპირა, კვლისპირა, ღვთისპირაც კი და სწორედ ამიტომ განიწირა დასაღუპავად. მის ‘’ძეებს’’ უფროსებმა, როგორც შავ-თეთრი გასაფერადებელი ალბომი’’დროშა‘’ აჩუქეს ‘’, რათა სისხლით შეეღებათ, ‘’სანგრებისკენ ეთრიათ დასაღვრელი სისხლი თავისი საგმირო სხეულებით’’:

მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები.
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები,
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან’’

და მაინც, სახე სიმბოლოთა შორის ერთ ერთი უმთავრესი, რომელსაც სხვა ნაწარმოებებშიც უბრუნდება პოეტი არის ‘’ძის” მამინაცვალი, გნებავთ მამობილი და მისი ბიბლიური პირველსახე - იოსები ,მარიამის - დედა ღმრთისმშობლის ქმარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,იოსების პიროვნება ქართულ პოეტურ აზროვნებაში შალვა ბაკურაძის ქმნილებებამდე გამოკვეთილი არასოდეს ყოფილა. იქნებ ამის მიზეზი იმაშიც უნდა ვეძიოთ, რომ ჩვენი სასულიერო ტრადიციით, თუმცა მაცხოვრის გენეზისი იოსების ხაზით გამოკვეთილი იყო, მისი პიროვნული ღვაწლი მაცხოვრის მიმართ მაინც ჯეროვნად არ ფასდებოდა.
იოსები კი თავად იყო უფლის რჩეული, როგორც მამობილმა, მან იტვირთა ძნელი საქმე –აღეზარდა იესო, რომელიც არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი ადამიანურად, მისთვის არ უნდა ყოფილიყო ადვილად გადასატანი ფიქრი იმაზე, რომ მისი დანიშნული მუცლით სხვის ნაყოფს ატარებდა, მაგრამ მას, როგორც რჩეულ მამობილს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უზენაესის ნება აუწყა.სახარებიდან ვიცით რომ მას სამგზის, ეცნო ამგვარად უფლის ნება, მეორედ-როცა ებრძანა, ეგვიპტეში გაეხიზნა ცოლ_შვილი და მესამედ –როცა უკან, სამშობლოში უნდა დაებრუნებინა იგი. უკანასკნელი ახალი აღქმისეული ცნობა იოსების შესახებ უკავშირდება დროს, როცა იესო უკვე თორმეტი წლისაა. ბიბლიოლოგების აზრით, იგი არ მოსწრებია მაცხოვრის ჯვარცმას, ადრევე გარდაიცვალა. შალვა ბაკურაძის ლექსი “იოსები”ინტერტექსტუალურად ‘’ქმრების საკითხავთან” არის დაკავშირებული, ჩვენი წერილის დასაწყისში აღძრული კითხვაც, ნაწარმოების სათაურის შესახებ, აქ პოულობს პასუხს.
პოეტური სახეთქმნადობის შესახებ ჩვენი მსჯელობა ძალზე ნაკლულოვანი იქნება, საგანგებოდ რომ არ აღვნიშნოთ, შალვა ბაკურაძის გამორჩეული, შემოქმედებითი დამოკიდებულება ქართული ენის, როგორც ყოველგვარ გამომსახველობით საშუალებათა წიაღისადმი. ჩემი ფიქრით, ამ მხრივ ის გიორგი ლეონიძის მემკვიდრეა, მომდინარე არა იმდენად პოეტური, რამდენადაც პროზაული ქმნილების’’ნატვრის ხისაგან’’. საყურადღებოდ მეჩვენება, რომ იგი ერთ თავის ნაწარმოებში, სახელწოდებით ‘’თევზაობა”, რომელიც ასევე ინტერტექტულად დაკავშირებულია ამ პოემასთან, ქმნის ოქროს თევზის მაძიებელ პერსონაჟს ელიოზს,რომლის პირველსახესაც სწორედ ,,ნატვრის ხის’’ ამავე სახელი მქონე პერსონაჟი წარმოადგენს.
რამდენიმე სიტყვით მინდა პოემის სალექსო ფორმას შევეხო. ლექსი გრაფიკულად წარმოდგენილია, როგორც თავისუფალი. ცალკეული გრაფიკული ბლოკები არ წარმოადგენენ სტროფებს, ტრადიციული გაგებით. ამიტომ უმჯობესია, მათ ლექსმცოდნეობაში მიღებული ტერმინი-სტროფოიდი ვუწოდოთ. სტროფოიდები ძირითადად ე.წ.’’ნამდვილი’’ვერლიბრის ნიმუშია. სადაც ძნელია აღმოაჩინო რაიმე კონვენციური საზომის კვალი. გამონაკლისის სახით არის ორიოდე სტროფოიდი, რომელიც ვერლიბრის გარდამავალ სახეობას მიეკუთვნება, რადგან მისი რიტმი იქმნება თავისუფალ ლექსში კონვენციური ჩანართების (ძირითადად ე.წ. თოთხმეტმარცვლედებისა და ათმარცვლედების) მონაწილეობით, მაგალითად ასე:
სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
ლექსში არის ერთადერთი, გრაფიკულად გამიჯნული ათმარცვლიანი სტროფი, სპონტანურად გარითმული:
”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.
ეს პოემა კარგ ნიმუშად გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ სალექსო რიტმისაგან განთავისუფლება როგორ იწვევს მეორადი მარიტმიზებელი ელემენტების გააქტიურებას ლექსში. სინტაქსურ ინტონაციური, სახეობრივი პარალელიზმების სიუხვე, განმეორებანი სხვადასხვა დონეზე, ბიბლიის, კერძოდ მისი ყველაზე პოეტური ნაწილის,’’ქებათა ქების’’ სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენება ერთობლივად ქმნიან გამორჩეულ რიტმულ-ინტონაციურ სურათს.. თვალსაჩინოებისთვის დავაკვირდეთ ერთ მცირე მაგალითს:
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები
ვგონებ ძნელი არ არის აქ მკითხველისათვის ერთდროულად ‘’ქება-ქებათაის’’სახეობრივი ოპოზიტისა და რიტმული ანალოგის დანახვა:
11. თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;
12. თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;
13. ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთ მგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.

დასასრულ, მინდა ეს მცირე წერილი “ქმრების საკითხავის’’ მხოლოდ ცალკეული ასპექტების სუბიექტური ინტერპრეტირების მოკრძალებულ ცდად ჩამეთვალოს, რადგან დარწმუნებული ვარ, მკითხველი, რომელი მოიწადინებს მისი და ზოგადად, შალვა ბაკურაძის მთელი შემოქმედების უფრო სიღრმისეულ წვდომას, აღმოაჩენს დაცილებით მრავალფეროვანსა და ვრცელ პოეტურ სამყაროს. რადგან მჯერა,რომ ტექსტის სიცოცხლის საიდუმლო, მართლაც, შესაძლო ინტერპრეტაციათა დაუსრულებლობაში ძევს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Mon Nov 16, 2009 11:02 pm

ძალიან კარგად კითხულობსო,შაკოSmile

ვერ მივაკვლიე რამე ლინკს,რომ დამედოSad
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Tue Nov 17, 2009 3:57 pm

ბაკურაძე სხვა პოეტი მეგონა.. საკუთარ თავზე და პირადზე მაღლა დგომა რომ შეუძლიათ - ისეთი..

არაო.. ვერაო.. და სამწუხაროა ძალიან..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Wed Dec 16, 2009 12:10 am

me maxsovs Salva bakuraZe universitetis wlebidan. litereturul wreebSi maSin gamoCnda, afxazeTi rom davkargeT. karga xans dadioda quCaSi da literaturul Sekrebebze jariskacis formiT. yovelTvis afxazeTis Jriloba magondeba, roca mas vixseneb...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Wed Dec 16, 2009 11:31 am

მე მიყვარს შაკო :-* ლექსებიანიუმორიანად
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
Sponsored content




PostSubject: Re: შაკო - შალვა ბაკურაძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
შაკო - შალვა ბაკურაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: