არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გლობუსა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გლობუსა   Wed Nov 19, 2008 12:57 pm


ENTREE!

"ანტრე [ფრანგულად entree] - 1. ცირკში: კლოუნის ნომერი - კომედიური სცენა (ლაპარაკი ან პანტომიმა). 2. ბალეტში: ერთი ან რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლა ცეკვით".

"უცხო სიტყვათა ლექსიკონი" (შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა).


ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."
აუხდენელი ნატვრების იგავს
უკითხავ სარკეს უხილავ მანტრებს...

ხმა სინათლეა, უხმოდ ბინდდება,
სიბრიყვე სუროდ მოჰყავთ სურვილთა...
რა იქნებოდა, უჭკო მიდეგავ,
შენც გამხდარიყავ ქოსატყუილა.

მოსდექ და ვარსკვლავთ ჟივჟივი თვალე,
ნეტავ, მაგ საწყლებს ხომ არ შიათო?..
მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს.

ჰორიზონტისკენ წვალება მიგაქვს
და თანაც წარსულს უბარებ - "ანტრე!.."

---
მიდეგა (ქიზიყ.) - კერპი, ჯიუტი, თავისი სიტყვისა და საქმის გამტანი, თავისნება (ს. მენთეშ.) - "ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" - შემდგენელი ალექსანდრე ღლონტი.


Last edited by Admin on Sun Feb 27, 2011 5:42 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 3:48 pm

ძალიან მომწონს,ძალიან! Smile
"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს."

მიხო, აქ ეს "სონეტთა ხათრით" რაღაც თითქოს ვერ მეუბნება ნაგულისხმევ სათქმელს და სხვანაირად არ გამოვა, ნეტავ? არადა, ძალიან მომწონს. თან ფილოსოფიური რომაა და თან ძალიან დახვეწილი (ესთეტიური!),მსუბუქად ამბობს სათქმელს.
შენ ხომ შეგიძლია, ავტორს ხმა მიაწვდინო და აბა,იფიქროს... Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:03 pm

დიდი ოხერ-ტიალი კაცია ეს გლობუსა ვერელი, სანათავ, - ეგ რიღას შემცვლელია?
თუ შეცვლაა, ჩვენ უნდა შევუცვალოთ ისევ...
აი, დღესაც გამომიგზავნა ახალი ლექსი - ეტყობა, დუბლინში თოვლი მოდის და...
შენ იტეხე თავი, მიხოო...


გიტარაზე სამღერი

ოკეანეა შენი თვალები,
მაქედან ქრიან ზამთრის ქარები,
ფიფქებს ბევრი აქვთ ძველი ვალები -
თოვს...

სულ ხანჯლებად მჭირს შენი მწუხრები,
შენით ვარ კვლავაც განუკურნელი,
და ხეტიალებს რამდენს ვუნდები...
თოვს...

ფიქრებიც თეთრი არის სრულებით,
ნუ გეგონება განწირულები.
მკლავს შენი ნაზი ნათითურები...
თოვს...


Last edited by არჩანდა on Thu Nov 20, 2008 5:42 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:08 pm

სანათა wrote:
ძალიან მომწონს,ძალიან! Smile
"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
სონეტთა ხათრით ყალბად კიაფობს."

მიხო, აქ ეს "სონეტთა ხათრით" რაღაც თითქოს ვერ მეუბნება ნაგულისხმევ სათქმელს და სხვანაირად არ გამოვა, ნეტავ? არადა, ძალიან მომწონს. თან ფილოსოფიური რომაა და თან ძალიან დახვეწილი (ესთეტიური!),მსუბუქად ამბობს სათქმელს.
შენ ხომ შეგიძლია, ავტორს ხმა მიაწვდინო და აბა,იფიქროს... Wink

"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
ხოტბით დაღლილი ყალბად კიაფობს".

ეგრე ივარგებს?

"მკვლელის ბებუთი - ნამგალა მთვარე
იმდენი აქეს, ყალბად კიაფობს."


ეგრე?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:29 pm

ეგ გლობუსა იქნება, Wink მიხო ბატონო, მერე საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში რომ დაგაწყებინებს სიარულსა და მერე მართლა დაგჭირდება პირადი ადვოკატი. ადვოკატის მოსახურება კიდევ, დაგიდნეს და გენაცვალოს სანათა, ძალიან ძვირი ღიირს, Sad გაიგეეე მიხოსერავ?!

ჯერ მაჩვენე ხელწერილი ამ გლობუსასი, მიდით და ასწორეთ და არედაქტირეთო ჩემი ლექსები შენ და სანათამ. მე ვიღას ტიკი0ტომარა ვარ, ნეტავ?! Embarassed შენი ამბავი რომ ვიცი, შენ დამაბრალებდი, იმ საქართველოსა და ქართულს მონატრებულ ადამიანთანაც, პოეტობას, როგორც ყველა სხვასთან!)

ე,მაგ ახალ ლექსსაც წავიკითხავ და მოგახსენებთ ჩემს (ჰმ!) კომპეტენტურ აზრსა! Wink
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:38 pm

არა, კაცო, გლობუსა რაის მჩივლელია?
Very Happy
რაც მე მაგისთვიას მათემატიკის საკონტროლოები გადამიწერინებია?!
ჯერ მარტო იმის ვალს ვერ გაისტუმრებს - აბა, მარტო ის ფორთოხლები და მანდარინები კი არ არის, მაშინ რო მიხდიდა. cheers

ეგ ჯერ აქ ჩამოვიდეს იმ თავისი დუბლინიდან და მერე მე მიჩივლოს, სადაც უნდა.
lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:46 pm

მე ვფიქრობ, პირველი ჩასწორებული ვარიანტი სჯობს.

ამ ახალ ლექსს რაც შეეხება, მიხო, ძალიან მარტივი რითმებია, მაგრამ ფორმა აქვს ლამაზი და მელოდიურია ძალიან. ქალაქური სიმღერა გამოვიდოდა კარგი. ეტყობა, გლობუსას კარგი სმენა უნდა ჰქონდეს გულისაც და ყურისაც! Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 4:56 pm

ოკეანეა შენი თვალები,
მაქედან ქრიან ზამთრის ქარები,
ფიფქებს ბევრი აქვთ ძველი ვალები -
თოვს...

ვიცი, არ ვარგა...
ჯერ ვერაფერს ვშველი და ვიფიქრებ მერე - ეხლა სტარტერს ვაკეთებდი პროფილაქტიკაში და იქიდან მოვედი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Nov 20, 2008 5:10 pm

არა, არა მიხო, მარტო ეგ რითმები კი არა, ყველა სხვა რითმებიც მარტივია და ბანალური, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. შენ ნახე, ლექსების უმეტესობა მარტივი რითმით და საერთოდაც ურითმოდ იწერება და ეს სულაც არ არის უბედურება. აქ მელოდიაა კარგი დაჭერილი! განწყობაა ამ ლექსში კარგი და ეს ერთი ლექსისათვის ცოტა არაა. ნახე რა პირადი ფოსტა.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Nov 21, 2008 9:50 am

ძალიან სუსტი ლექსია და ამას ვერც სიმღერით გამართლება უშველის, ეს ლექსი გაუქმებულად ჩავთვალოთ.


Last edited by არჩანდა on Fri Nov 21, 2008 10:09 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Nov 21, 2008 10:07 am

მაშა-მაშა, რახამ შენ იტყვი.... აეგრე გააუქმებს აი, გლობუსა!Very Happy
მიხო, რითი ვერ გადაახდევინე ვალები?! Surprised ან ეგეთი და ამდენი რა ალგებრა-გეომეტრია აწერინე კაცო, ამ გლობუსას, ახლა რომ შენს გემოზე უკრეჭავ ამ ლექსებსა, ჰააა? Laughing
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Nov 21, 2008 10:12 am

სანათა wrote:
მაშა-მაშა, რახამ შენ იტყვი.... აეგრე გააუქმებს აი, გლობუსა!Very Happy
მიხო, რითი ვერ გადაახდევინე ვალები?! Surprised ან ეგეთი და ამდენი რა ალგებრა-გეომეტრია აწერინე კაცო, ამ გლობუსას, ახლა რომ შენს გემოზე უკრეჭავ ამ ლექსებსა, ჰააა? Laughing

მე მაგას ტრიგონომეტრიასაც კი ვაწერინებდი!
და რაც არ ვარგა, არ ვარგა... Rolling Eyes Basketball
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Dec 12, 2008 11:24 am

აქ ვინ ყოფილაააSmile.ბობო, დადე რა გლობუსას ლექსები კიდევ,ვინც არ იცნობთ,ძალიან მაგარი ''ტიპია'' Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Dec 12, 2008 5:13 pm

გლობუსა ვერელი


შვიდი წლის შვიდი ლექსი
(სიმღერების ციკლი)



ირლანდიაში თოვს

“მთელ ირლანდიაში თოვდა”.

ჯეიმს ჯოისი.


თოვლში ჩაფლული ჩემი კოლხეთი

გულის გადაშლას მთხოვს,

გადაბარდნილა თოვლით შორეთი,

საქართველოშიც თოვს...


ძაღლები ყეფენ შენი ოდებით,

დედა ამოზელს ღომს...

ცხოვრება გადის ძველი ოცნებით,

რა დარდიანად თოვს.


ზამთარს უღრენენ შენი ბუხრები,

ნატვრას ატანენ ბოლს.

აღარ გავიდა შენი მწუხრები,

სევდის ფიფქები თოვს.


და შორეული ჩემი კოლხეთი

გულის გადაშლას მთხოვს...

გადაბარდნილა თოვლით შორეთი,

ირლანდიაში თოვს.


ქალაქი შენონი, ირლანდია. 2001.




ზღვის ტრიოლეტი

ზღვა მშვენიერი აქ არის,

შენს გამო დარდობს ყოველი.

სად არის შენი სადარი,

ზღვა მშვენიერი აქ არის.


მეტრფე ვარ შენი ბაღნარის,

საშენო ფიქრთა მთოველი.

ზღვა მშვენიერი აქ არის

და შენ მოგელის ყოველი.


ტაიტი, 2002.




თვალების სერენადა
(სიმღერა “სალცას” სტილში)


ნუ გამოხვალ ღამით გარეთ

ძველებურად გეტრფის მთვარე,

ჩემო კარგო...


მე კვლავ მოვალ აივანთან

და გიმღერებ სერენადებს,

დედოფალო.


როგორ მინდა, შენ გაჩუქო

მთელი ქვეყნის მშვენიერი

ვარდები.


თუნდაც მერე სულ მე დამრჩეს

შენი გულის გაუთქმელი

დარდები.


დამიჯერე, სიკვდილამდე

მე ყოველთვის მხოლოდ შენთან

დავრჩები.


ხომ არ გინდა, დავივიწყო

ეგ კამკამა, საფირონის

თვალები.


რიო-დე-ჟანეირო, 2003.




შეჰერაზადა
(ღაზალი)

ბუხარას მთვარეს ვუმზერ ხანდაზმით -

შეჰერაზადა სადღაც აქ არის.

არ მიფიქრია მასზე ყასიდად,

თითქოს არის და თითქოს არც არის.


მე ვკითხულობდი “ათას ერთ ღამეს”,

ვერ შევასრულე მაინც აზარი.

მთვარის დაირით ქალი ცეკვავდა -

შეჰერაზადა იმას დავარქვი.


და რაც კარგია, ცოტა ხნით არის,

დილას გასრულდა ღამის ზღაპარი.

ქვიშად იქცევა, ვინც ლამაზია, -

ასე მთავრდება ჩემი ღაზალი.


ბუხარა, 2004.




“მთვარის სონატის” მთვარევ


შენ გადაგიშლი ფარჩად

ამ მთვრალ სიცოცხლეს, კარგო.

შენმა თვალებმა დამწვა,

სველი ტუჩების ჯადომ.


მხოლოდ შენთვის მაქვს გული.

მე მთვარის გაღმა ვსახლობ.

თავი ანებე წუხილს,

იყავი ჩემთან ახლოს.


მთვარის გამოღმა შენ ხარ,

სიტყვებს ჩავახშობ მკივანს...

ეჰ, ჩემო ერთადერთავ,

შენი დარდები მტკივა.


შენ მოგინატრებ ახლაც

და ღამესავით დაგლევ...

მე არსად აღარ წავალ,

“მთვარის სონატის” მთვარევ.


ბონი, 2005




ქალაქი ცაში

ბაქოს ქარვასლებს ჩაუნავარდებს

კასპიის ქარი...

მთაზე ქალაქი, ზღვაზე ქალაქი

და მიწისქვეშაც ქალაქი არი.


შენი აივნით ქალი მიღიმის -

მიელვებს თვალებს...

ბარემ მომკალი, როგორც ხოცავდნენ

ძველ ასასინებს, ჰაშიშით მთვრალებს.


ბაქოს ქარვასლებს ჩაუნავარდებს

კასპიის ქარი...

მთაზე ქალაქი, ზღვაზე ქალაქი

და ზეცაშიაც ქალაქი არი...

ბაქო, 2006




მფრინავი კუნძული

გაუფიქრებელ ფიქრების ზვავი,

თოვლის ფიფქებით ამოქარგული,

დამიტანს დარდის პატარა კუნძულს,

ვით მონატრება ახლო წარსულის.


მერე დამტანჯავს ეული სევდა

ჩემი ცხოვრების უიღბლობისა...

და ტყეში, ხეთა რიგებში ქრება

პატარა ჩიტი - სული მგოსნისა.


ტიბეტი, 2007


Last edited by Admin on Sun Feb 27, 2011 5:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Dec 12, 2008 5:29 pm

Quote :
[quote="არჩანდა"]

შვიდი წლის შვიდი ლექსი
(სიმღერების ციკლი)



ძაააალიან პროდუქტიული კი ყოფილა ეგ შენი გლობუსა, მიხო აი... რა არი, შვიდ წელიწადში შვიდი ლექსი...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Fri Dec 12, 2008 5:41 pm

აი, შენი სული კი წაწყმდა, გლობუსა ვერელო, შენი!

მე მგონი, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას გლობუსას ლექსების ამ ციკლზე ჩემი მხრიდან და იმისი მხრიდან ნათქვამი ის იქნება, რო მე აქ უკვე საკაიფოდ ვევასე აქ მომსვლელ ნინის და, მაგასაც და სხვებსაც ჩემი მეილი დაუპადაგრევე, შე გაფხორილო რედაქტორო, რო თუ მოუნდებათ, მებაზრონო. მაგრამ მე არ დავდებ - იმიტომ, რომ იმიტომ.

ამ ციკლის ლექსების გეოგრაფიას რომ დავაკვირდეთ, უმალ მივხვდებით, რომ ნამეტანი უხეტიალია ამ ჩვენ გლობუსა ვერელს. აი, რამენი ადგილია ნახსენები - შენონი, ტაიტი, რიო-დე-ჟანეირო, ბუხარა, ბონი, ბაქო, ტიბეტი.

მე პირადად ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე დიდი ქვეყნის დაზვერვაში უნდა მუშაობდეს ეს ჩვენი გლობუსა, თორემ იმ ცხონებულ პაპამის ჩიბუხა ყარამანას ფულებით რო ვერ იხეტიალებდა ამდენს, გასაგები ამბავია.

თავად კი თავს იმართლებს, ჩემზედ შეყვარებულ ქალთა მეოხებით მოვახერხე დედამიწის შემოვლაო, მაგრამ მაგისი სურათები იძებნება ინტერნეტში და რომელი ქალი წაიყვანს ამას თავისი ხარჯით სამოგზაუროდ, - საკითხავი აი ეს არის...

და ისიც საკითხავია, პაპამის ჩიბუხა ყარამანას საფლავის მოვლის ფული - წელიწადში ორმოცი ლარი მე როდემდე უნდა უნდა ვუხადო მუხათგვერდის სასაფლაოს ყარაულ იაკოფასა, რომელიც არის სოფელ დიღომიდან და თავის გამოყვანილ ვაზის ნერგებს მპირდება ხოლმე ყოველი ფულის გადახდაზე, - აი ეს კი აღარ ვიცი.

გლობუს, შე ვირო! - ჩამო, ჩამოეთერი თბილისში და ის ვაზის ნერგები შენ გამოართვი დიღმელ იაკოფასა თქვენ ნაკვეთში დასარგავად.

პენსიაზე გასვლა აღარ გერგება მაგ თქვენი საიდუმლო სმსახურიდან? თუ რა ოხრობაშიც ხარ მანდა?

ჩამოდი, თორე აღარ გაგისწორებ ამ შენ ეგრეთ წოდებულ ლექსებს და მიყარე მერე კაკალი. იჯექი მანდა და ჩაცეცხლე ხოლმე უჩემოდ ეგ კარგი ირლანდიური ლუდი...



Last edited by Admin on Sun Feb 27, 2011 5:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Sun Dec 14, 2008 9:21 pm

''საკაიფოდ ვევასე აქ მომსვლელ ნინის ''Smile
sadaa axali leqsebi,globus?Smile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: გლობუსა   Thu Mar 12, 2009 5:03 pm

nini wrote:
''საკაიფოდ ვევასე აქ მომსვლელ ნინის ''Smile
sadaa axali leqsebi,globus?Smile

Arrow

გლობუსა ვერელი

პაუზა

მოდი, პაუზა ანაცვალე
უნიჭო ფაფხურს.
ნუ მოინატრებ სამშობლოში
დაკარგულ ზაფხულს...

უსმენ სიჩუმეს, მომავლისკენ
დაეძებ წარსულს...
და დავიწყება ამ ცრუ სოფლად
არაფრის არ გსურს.

2008


study
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Tue Mar 24, 2009 7:30 pm

sadaa axali leqsebi,globus?
naxe,bobom ra magari raRac dawera:
''კეტის კეტია ბობოი,
ეულია და კენტია.
თავის თავზედა ზოგჯერა
ობოლი ცრემლით მეტია...''

bounce
sunny
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: გლობუსა   Wed Mar 25, 2009 10:10 am

nini wrote:
sadaa axali leqsebi,globus?
naxe,bobom ra magari raRac dawera:
''კეტის კეტია ბობოი,
ეულია და კენტია.
თავის თავზედა ზოგჯერა
ობოლი ცრემლით მეტია...''

bounce
sunny

Arrow

ისევ ხშირად მიგზავნის, ნინი, მაგრამ ჯერ მაგისი ეგრეთ წოდებული ”ლექსების” სწორების დრო სად მაქვს?
მოვიცლი და მივხედავ...

bom
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Wed Mar 25, 2009 1:12 pm

sunny
gamixarda,''bobos ''gamochena .
flower flower flower
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: გლობუსა   Thu Jul 02, 2009 7:05 pm

ვაჰ, კაცო–"გლობუსა" ჩვენი (ჯან.დაცვის) მინისტრის მოადგილე არ არის? და ისა კაცო, ლექსებსაც წერს?????????
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: გლობუსა   Sat Jul 04, 2009 4:06 pm

გლობუსა ვერელი

ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ბებერი საქსოფონისტის გარე(კ)პილი,
თუთიყუშ კეკას მისამღერებით


(სიმღერა)

გარინჩასავით დამირბის წნევა,
პულსიც მიჩმახებს, ვჩალიჩობ ვეღარ.
ვსეირნობ პარკში პუდელთან ერთად...
ტეხავს სიბერე, რა მაგრად ტეხავს!

ბოპი ზღვიდან რომ დაბერავს ბრიზად,
როგორც ფუტკარი თაფლიან სკიდან,
ეგეთ მუსიკას ჩემ საქსზეც ვჩითავ
და მეზობლები გადამყავს ჭკვიდან.

მისამღერი:

მოდის ჩარლი პარკერი,
ბოპის დიდი მარკერი.
ჯო უბერავს, კოკერი,
როგორც კარტში ჯოკერი!



ბევრი ტურისტი ხომ ჯაზზე ჭედავს,
ვუკრავდი გემზე, ვცურავდი ერთხანს,
რიოში კახპამ მაჩუქა კეკა -
ეს თუთიყუშიც სულ ეგრე რეპავს.

გემოს ვუსინჯავთ ჩვენ ჯაზურ ნექტარს,
ხოშზე მოვალთ და ვგავართ ორ ნეტარს.
ჩემ საქსაფონთან მე არ ვარ კენტად...
მთელი ქალაქი გვმისმენდეს ნეტავ...



მისამღერი:

მოდის ჩარლი პარკერი,
ბოპის დიდი მარკერი.
ჯო უბერავს, კოკერი,
როგორც კარტში ჯოკერი!


Rolling Eyes

მეტი აღარ შემიძლია ამ გლობუსას ლექსებისგან - აბა, მე რა უნდა ვუშველო ამისთანებს?
ვააა, ვინ არი ესა!..


Rolling Eyes


Last edited by ბობო on Tue Dec 22, 2009 6:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გლობუსა   Tue Dec 22, 2009 9:30 am

Arrow

ზღვა რომ ფუტკრის სკასთან არის შედარებული და იქიდან მსუბუქ ბრიზად მოსული ჯაზის რიტმები - ფუტკრებს, - აი, ეს უსუსტესი მეტაფორა იქნებოდა, პოსტმოდერნიზმზე რომ არ ვიცოდეთ არაფერი...
მაგრამ ამ გლობუსას წარმოდგენა არა აქვს არც მეტაფორაზე და არც პოსტმოდერნიზმზე - რაც თავში მოუქროლებს, ეგრევე წერს და მე მიგზავნის ჩასასწორებლად. თან მედავება, რატომ არსად მიბეჭდავო და - აჰა, აქ შემიძლია და მოვიტანე...
მოკლედ, მე ამისი ლექსებისგან გრძელ შარში ვარ, რაღაი ამისი გამჩერებელი კაციშვილი არ მეგულება, რაკი პაპამისი ჩიბუხა ყარამანა კაი ხანია მუხათგვერდის სასაფლაოზე წევს და აბა, ვინღა მიბეგვავს იმ შორეულ ირლანდიაში გადახვეწილ ვერელ გლობუსას?

როგორც ვატყობ, მშვენივრად არის გლობუსა დუბლინში, ზღვისპირა კურორტებზეც დაიარება დასასვენებლად და აქეთ გამომხედი აღარ არის; და მე როდემდე უნდა ვუხადო ჩიბუხა ყარამანას საფლავის მოვლისათვის წელიწადში ორმოცი ლარი იქაურ დარაჯ იაკოფას, რომელიც დარაჯობის გარდა, თავისუფალ დროს თავის მშობლიურ სოფელ დიღმის სინამდვილეში ეწევა ვაზის ნერგების მყნობას და გაყიდვას და რამდენიმე ნერგს საჩუქრადაც მპირდება ხოლმე ფულის მიცემისას, არ ვიცი...
მე არ მინდა იაკოფას ნამყენი ვაზის ნერგები, ჩამოეთრას აქ გლობუსა და იმან გამოართვას თავისი აგარაკისათვის, სულ რომ ინგრევა ისიც... Sad((


Shocked


Last edited by ბობო on Tue Dec 22, 2009 4:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გლობუსა   Tue Dec 22, 2009 4:10 pm

ვახ გლობუსSmile
სად დაიკარგე შე კაცოSmile
ესაო ისაო,წერილებს მოგწერო,ლექსებს გამოგიგზავნიოდა დამივიწყე სულWinkაი ძაან მაგარი მეგობარი გყავს,ბობო.

ერთ საიტზე გავჩითე.ვდვიჟენიობდი რა იქ. .მაგარი ბანძი სიტუაცია იყო და ვკაჩაობდი და რამე რა...ნუ მაგარი მწარე გოიმობას აწვებოდნენ რა იმენა და მე ვთქვი აბა აქაურობის ხაზეინი ვინააო .და მაჩვენეს რა ტიპი,კარონა მაგას აქვსო და აქაურობას ეგ უყურებსო რა .ნუ პალაჯენია მიყავდა რა.მე ვთქვი ბლინ დამერხა.ეს რა გაფუყული რედაქტორი ჩანს,მაგარი ზანუდა და სნობი ტიპი იქნება მეთქი.მერე ნაწერზე რაღაც საშინელება დავუკომენტე.ისნია ახლა თვითკმაყოფილ ტიპებს რომ ეკაიფო არ ტეხავს.
მე ვთქვი ავარდება და რამე.
ვაახ ტო.რა გამიკეთა, აი იმენნა ჩვენს ძმობას ვფიცავარ თუ გატყუებდე.ჯერ მომისმინა ყუდადღებით,მერე დამებაზრა.აუ რა ხოშიანი და მაგარი ბაზარი იცის.ნამეტანი ჭკვიანი ტიპია რა,ნაკითხი და რამე..ისე კი ახურებს ცოტა ხანდახან ინტელქტუალ და რამე.მარა იცის რა ვისთან როგორ იბაზროს.თავისნაირ ჭკვიან მასტებთან თუ მთაწმინელ უბრალო ტიპშებთან .ტიპა მე რა.მეც ხომ კარენოი თბილისელი ვარ,მთაწმინდელი.ავბლატავდე ცოტა Smile ამ თავისი დონით კი არ დამგრუზა.გამიიასნა საკითხი,მომისმინა და აბა კიდევ რამე გაქვსო გასარკვევიო.ვაა მე ვუტხარი ბიძაჯან რა კარგი ვიღაც ყოფილხარ მეთქი.
ეგაო არაო რა იმენნაო დაბრო მომცა,შემოდიო ჩემს გვერდზეო და როცა გინდა როგორც გინდა ახურეო.ბეზ აბიდო რა.დაჯე მამეტნ თუ სპრავედლივად იბაზრებ და რამე გამისწორდებაო.აქო თუ გაჭირდეს პადერჟკა ჩემგან ყოველთვის გექნებაო ... იქ სადაც ეგ შენი ბრატანი იჩითება ყოველთვის სპრავედლივოსწია რა ,ქალებს არ ენაგლებიან და რამე .სულ დასტო ტიპები ყავს თან .აი სასტავში ვაჯა ხორნაული-ძველი ვოლკი და მაგარი კაცი,გიო საჯაია,მარა მაგი ნამეტანი ბანტიკიანია და რამე.და ახალი ვიღაც გაიჩიტა კიდევ-კობა.მაგარი ჭკვიანად ბაზრობენ,პა ხოდუ აჯაზებენ რა.
აი მთით და ფოკლორით კი იმენნა ტვინს ბურღავენ რა...აი იმენნა
ნუ მამენტ გაფხროლი სასტავიც ყავს და სვიტა...მარა რა იზამ .ამ ჩემს მეგობრებთან დაასტოპეო. .ჭკვიანურად და ჯიგრულად იყავიო იმათთანო და მე მიხურეო ,რამდენიც გინდაო...ბეზ პრაბლემ.ეე მე ვთქვი ნინ სადა ბანაობ.გინდა ახლა ასე შენ?
აუ მე ჩემასა ვაწვები ნახე ტიპებს რა სამამნენიე აქვთ და რამე გავეკაიფები მეთქი .მოგიყომარებ აქ სიტუაციას.პადხალიმობა არ ვიცი და სპრავედლივად ვიქნები მეთქი ყველასთან . არაო..ხომ იცი რა დასტო ტიპია რა და..იმენნა ძმაკუშ მაგარ პატივს ვცემ და მისი ნაწერებიც მაგარი მევასება რა და მოკლედ ნამუსზე შემაგდო რა და მინდა მე ახლა თავისუფლების შეზღუდვა.მარამ აი ბრატ იმენნა მაგარი კაცია და დავუჯერე.
.მოდი აქ რა ბრატ და ვიდვიჯენიოთრა თორემ ხანდახან იმენა ისე ძინავთ აქ...მთქნარებით მოვდები რა.აბა მაგრად და დაუჯერე რა ამ კაცს.მაგარი კაცია!

cheers lol!
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: გლობუსა   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
გლობუსა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: