არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო საჯაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jun 18, 2009 7:58 am

გაგრძელებე

მე რომ მკითხო, სხაპასხუპით ჩამოგითვლი იმ თვისებებს, რასაც, ჩემი ნება რომ იყოს, სიამოვნებით ამოვიჭრიდი, , შენ? შენ გაქვს ასეთი თვისებები?

არა, მე ასეთი თვისებები არ მაქვს – მე იდეალური ვარ! (ვხუმრობ...)
რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი, მაგრამ ფაქტი ერთია – ესა ვართ, რანიც ვართ და მოდი მივიღოთ ერთმანეთი ასეთებად და არა უმეტეს. სწორედ ეს არის ის, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი, ეს არის ადამიანობა, მეტი არაფერი.

ხო, უცებ გამახსენდა, სუფრა გიყვარს? ქართულ სუფრას ვგულისმობ. როგორ უფრო ხარ, ასეთი ,,სუფრული’’ თუ უფრო ,,ფურშეტული’’? თუმცა, არც ხელში ბუტერბროდით წარმომიდგენიხარ...

ყველაფერს თავისი წესი აქვს, თავისი რიგი და თავისი ადგილი. მთავარია გსიამოვნებდეს იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც მოხვდები და არა ის, თუ რა ვითარებაში მოხვდები ამ საზოგადოებაში.

გეგონა ხოლმე ბავშვობაში, რომ თუ დედამიწის კიდემდე მიხვიდოდი გადავარდებოდი? შეგიძლია გაიხსენო კიდევ რა გეგონა მაშინ? და შემდეგ ეს წარმოდგენები როგორ ნელ-ნელა დაკონკრეტდა და გახდა რეალური?

არა, იმის წარმოსადგენად, რომ დედამიწიდან გადავვარდებოდი, ელემენტალურად ფანტაზია არ მყოფნიდა... სამაგიეროდ მეგონა, რომ ბავშვები გაცილებით უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე უფროსები. როცა გავიზარდე დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი.

თუ არ ვცდები, შენ საკმაოდ გიყვარს რუსული პოეზია. რა არის შენთვის ამ პოეზიაში ყველაზე საინტერესო და აქვე შენი ავტორებიც ჩამომითვალე.

რუსული ენა ჩემთვის იმდენად ახლოა, რომ რამდენადაც ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ძალიან ხშირ შემთხვევაში რუსულად ვაზროვნებ, ანუ აზრებს რუსულად ვალაგებ და მერე ამ ყველაფერს, მეტყველების დროს ვაქართულებ.
ძანიალ მდიდარი და მოქნილი ენაა ლიტერატურული თვალსაზრისით, რაც პოეზიაეც აისახება თავისთავად... რაც შეეხება ავტორებს, ასე ვერავის გამოვყოფ. ვინმეს შეიძლება პუშკინი მოსწონდეს, ვინმეს – კიუხელბეკერი, მე ორივეში შემიძლია ვიპოვნო რაიმე ჩემთვის ღირებული. აქედან გამომდინარე ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.

ხშირად შენს ლექსებში ასეთი განწყობაა - ჩემი კადრებით გეტყვი: ზის მძიმე ხის მაგიდასთან კაცი, ეწევა, კვამლია, კვამლია, გვერდზე პისპოლეტი. აიღებს-დადებს, აიღებს-დადებს... ლექსები-ლექსებად და, დარდს როგორ შველი ხოლმე?

დარდი რომ არ იყოს, ყველაფერი სასაცილო იქნებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დარდმა უნდა გადაგიყოლოს. პისტოლეტიო ამბობ... კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა... მაგრამ რაც უფრო ხშირად ვფიქრობ სუიციდზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არ არის გამოსავალი - კაცმა არ უნდა მისცე თავს უფლება, რომ ტვირთმა წელში მოგხაროს, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყო ის.


ბევრი ,,ფანი’’ გაგიჩნდა საიტზე, შეიძლება ისეც. გსიამოვნებს?

რა გითხრა? არ მსმენია ფანების შესახებ... ვიცი, რომ ზოგს მოსწონს ჩემი პოეზია და რა თქმა უნდა მოხარული ვარ, თუკი შევძელი მათთვის სიამოვნების მინიჭება ჩემი ლექსებით. არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს. არც ეს არის ტრაგედია – არ არსებობს ავტორი, ვინც ყველასთვის ერთნაირად მისაღები იქნება, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის.

შენთვის რას ნიშნავს ეს საიტი? რა იპოვე აქ, რა დაინახე, რატომ გიყვარს და რატომ არ გიყვარს?

არა, ასეთი გრძნობა ნამდვილად არ მაქვს, რომ ან მიყვარდეს, ან არ მიყვარდეს. უბრაოდ ერთს ვიტყვი: ეს საიტი ძალიან დიდი საქმეს ემსახურება. დამწყები, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა, მათი პოპულარიზაცია, მათთვის მკითხველთან “მისვლის” და მასთან უშუალო კონტაქტში შესვლის საშუალების მიცემა - მერწმუნე, ეს არ არის პატარა საქმე. სწორედ ამით განისაზღვრება ლიტერატურული პროცესის დინამიურობა, თორემ ადრე თუ გვიან, ყველაფერი წარმავალია – ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას და წავალთ, მერე სხვები მოვლენ და ასე შემდეგ.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jun 18, 2009 7:59 am

გაგრძელებე


აქ რა ვიპოვნე? რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, რაც უკვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ
ლიტერატურა.ჯი-ს მადლიერი ვიყო.

შენ თუ უსვამ ხოლმე შენს თავს მთავარ შეკითხვებს და თუ გაქვს ასეთი კითხვები, დღემდე პასუხგაუცემელი?

იყო პერიოდი, ღრმა ბავშვობის, როცა ყველა კითხვაზე პასუხს ვეძებდი. მერე იყო სიყმაწვილის პერიოდი, როცა ყველა პასუხზე კითხვას ვეძებდი. ახლა იმ ასაკში ვარ, როცა თამამად შემიძლია ვთქვა:

“ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.”

შენი ლექსებიდან თუ გამოარჩევდი ერთ ლექსს, რომელიც რაღაც განსაკუთრებულად მისაკუთრებულად გიყვარს?

არის ორი რამ, რასაც ვერასდროს ვერ გამოვარჩევ - შვილებს და ლექსებს.

ასეთი წიგნი თუ გაქვს, რომელსაც ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ შეგიცვლის?

ასეთი წიგნი ჯერ არ დაწერილა და თუ ის ოდესმე დაიწერება, აუცილებლად ჩავიტან ჟენევაში და ბორხესის საფლავზე დავასვენებ, იმიტომ, რომ ეს იქნება წიგნი, რომლის ძიებასაც მან მთელი ცხოვრება შესწირა, ანუ “წიგნების წიგნი”.

გიჩხუბია ოდესმე? კაცურად, მუშტებით. და მიზეზი თუ გახსოვს?

რამდენჯერაც გინდა... რამდენი მუშტი მომხვედრია, ყველას რა დათვლის და ყველა მიზეზს რა გაიხსენებს...


როგორ გგონია, როგორი მამა ხარ?

ცუდი მამა არ უნდა ვიყო... ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - ჩემს შვილებს არსად და არასდროს არ შერცხვებათ იმის ხმამაღლა აღიარება, რომ ჩემი შვილები არიან. მე მამა-შვილობის ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა მამაჩემის სახით, რომლითაც მე ვამაყობ. ვცდილობ, ისეთივე მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის, როგორიც ის იყო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ.

არის რამე, რაზეც ვერასოდეს იტყვი უარს?

კაცობა – ჩემთვის ეს სიტყვა უამრავ რამეს მოიცავს და ამავდროულად არის ერთადერთი, რაზეც არათუ ვერასდროს, არამედ არასდროს არ ვიტყვი უარს, პრინციპულად.

ხშირად ეძებ ხოლმე? და რას?

ძილი დავკარგე. წლებია უკვე ვეძებ. მპოვნელი გულუხვად დასაჩუქრდება - ერთი კარგი ლექსი ჩემზე იყოს...

მოუძებნეთ და იქნებ, უპოვოთ. "ერთი კარგი ლექსი " არც ისე ცუდი საჩუქარია .


ჩემი პოეტი Smile


Last edited by nel on Sun Jun 21, 2009 10:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jun 18, 2009 10:12 am

Arrow

ნეტავ, სად დამეკარგა გიო - ვურეკე გუშინაც და... მობილი გამორთული ჰქონდა...

Question

ერთი დიდი ფაილი უნდა გაემზადებინა ჩემთვის და - არ მომსვლია ჯერ...

Rolling Eyes
Back to top Go down
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Jun 29, 2009 4:13 pm

-----------------------------------
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Jun 29, 2009 11:28 pm

ბობო wrote:
Arrow

ნეტავ, სად დამეკარგა გიო - ვურეკე გუშინაც და... მობილი გამორთული ჰქონდა...

Question

ერთი დიდი ფაილი უნდა გაემზადებინა ჩემთვის და - არ მომსვლია ჯერ...

Rolling Eyes

იმ ფაილზეა ნეტა საუბარი რაც გავიფიქრე? Embarassed cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Jun 30, 2009 8:04 am

მინდია wrote:
ბობო wrote:
Arrow

ნეტავ, სად დამეკარგა გიო - ვურეკე გუშინაც და... მობილი გამორთული ჰქონდა...

Question

ერთი დიდი ფაილი უნდა გაემზადებინა ჩემთვის და - არ მომსვლია ჯერ...

Rolling Eyes

იმ ფაილზეა ნეტა საუბარი რაც გავიფიქრე? Embarassed cheers cheers cheers cheers

study

ჰო, მინდიავ, სწორედ იმ ფაილზეა ლაპარაკი...

lol!
Back to top Go down
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Jun 30, 2009 10:53 pm

ჩემთვის პირადად მართლა უდიდესია გიო...
ყველაფრით, დაწყებული უმაღლესი ტექნიკით, ინტელექტით, სიღრმით, სტილით...
რავიცი..
ყველაფრით...
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Jul 18, 2009 5:46 pm

გიო ძალიან კარგია, საოცრად Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 136
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Jul 24, 2009 6:03 pm

გიო არავიძეს


საყვედურები


ხელებს ამცივნებს, რომ ზედმეტად სუსტი მზე არის.
სხვა, რა საქმე გაქვს?! და ტუფლებზე ითვლი ნაკეცებს.
ვერ გაგიგია... დაეძებ... თუ თავად დაგეძებს.
(ლანდი - შეოლის. დარდი - წალდის. სუნი - ცხედარის.)

(...) ერთადერთი, რაც გელოდება...
ვინც გელოდება... თუ ასეთი - საერთოდ ვინმე...
(არის) გინდა, რომ თვალისმოკვრით, ანგელოზივით...
სიზმარში მაინც... ცაში მაინც... ან როგორც კინო,

ადგე და ფარდებ-ჩამოშვებულ, ოთახში ჩართო.
შემთხვევით ხელი შეგიშალოს, რომ არაფერმა.
(და მეჩვენება, ასე მარტო, დარჩენილს. მარტო,
თავი კი არა... მარტოობაც შემოგაბერდა.)

გაინტერესებს... წვიმაა და... გაინტერესებს,
დაბოლილები, ბორდიურზე რატომ დადიან?..
ანდა რა ნახეს?.. ან ასეთი, საინტერესო...
ასეთ ამინდში - მოარაფრო... მარტო დარდიან,

ქუჩებს, რომ თავი დავანებოთ... რადგან ქუჩების...
რადგან - ქუჩების, მიტოვებაც, გვეპატიება...
ფოთოლს შეხედე, რომ ნიაღვარს გადაუღჩეს და
რომ არ წაიღოს... ასფალტს როგორ ეპოტინება...

"სული - ტკბილია"... (სისხლი - მლაშე. ხორცი - მტკივანი.)
ასწავლეს ალბათ... უეჭველად ასწავლეს მასაც.
სხვა, რა საქმე გაქვს?.. (გეცინაბა...) არსად სიმწვანე...
ამთავრებ: არსად... არაფერი... სიცოცხლის ფასი.

გიო გურჯი.

კარგ პოეტს კარგი პოეტისაგან..... მიყვარს ეს ლექსი
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Nov 16, 2009 10:57 pm

ზოგჯერ მგონია
რომ გიო საჯაია ერთადერთი კი არა
ერთერთი გიო საჯაიათაგანია
გაგიოსაჯაიების პროცესი მსგავსი მათემატიკური პროგრესიით თუ გაგრძელდა
მხოლოდ მე კი არა
თვით კლიმენტასაც ემუქრება ზალუმი თვითმყოფადობის დაკარგვა
ეს ბაკურაზემ დაუწერა გიოს მეზობელ ფორუმზე მის თემაშიSad



მონატრებული მოკიტხვა გიოსSmile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Nov 17, 2009 3:55 pm

გიოს ლექსს ერთს ათასში გამოვარჩევ პირადად მე.

გიო არც ადღვებილა, არც იდღვიბება და არც მომავალში ემუქრება რამე.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Nov 17, 2009 5:58 pm

: )


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Jan 12, 2010 4:21 pm

დიდი მონატრება დავტოვე აქ ამ კაცის ხმის გაგონების.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
mariami



Female
Number of posts : 5
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : )
Humor : :)
Registration date : 24.02.10

PostSubject: gio sajaia   Wed Feb 24, 2010 5:04 am

ici geficebi...yofnas da ar yofnas
sadgac shorisa var.. saflavs minaceri
clebis defisivit..


zalian miyvarxar Sad


Last edited by mariami on Fri Feb 26, 2010 5:49 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Feb 24, 2010 10:01 am

არაფერი თქვა

კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი...
მკერდზე ბოდელიერს
გადაგათარგმნი ფრანგულიდან
და ბოროტების ყვავილები,
მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -
შეციებული კამელია,
მკლავს დააკვდება ოლიანდრის
სამოთხის ბაღში...
ალბათ მერე,
გასწორდებიან კალენდრებიც,
ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...
არაფერი თქვა, მომეფერე!
კანაფის ნისლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
mariami



Female
Number of posts : 5
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : )
Humor : :)
Registration date : 24.02.10

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Feb 24, 2010 4:30 pm

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო.
ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!. Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
mariami



Female
Number of posts : 5
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : )
Humor : :)
Registration date : 24.02.10

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Feb 26, 2010 5:41 pm

miyvarxar aseti mshvidi da mdumare roca ar schirdebat textebs koreqcia Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
mariami



Female
Number of posts : 5
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : )
Humor : :)
Registration date : 24.02.10

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Feb 26, 2010 5:44 pm

zalin miyvarxar ....vgijdebi shens sulishemzvrel poeziaze:*
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Mar 19, 2010 11:48 am

###

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი,
სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან.

ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს
ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად,
აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს
და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად

და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად:
მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში,
გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად
ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში!

ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი
და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Mar 19, 2010 3:49 pm

mariami wrote:
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო.
ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!. Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad Sad


mariamo,es ar aris gios leqsi,eg,maris leqsia...mgoni ageria...Smile

ai es ki giosia,axla romelsac davakopireb...

# # #

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.
Back to top Go down
View user profile
mariami



Female
Number of posts : 5
Age : 29
Location : tbilisi
Job/hobbies : )
Humor : :)
Registration date : 24.02.10

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 21, 2010 11:32 pm

vici chemo kargo gios leqsebs zalian kargad vicnob... ubralod am leqsit imdenad gamovxatav chem satqmels ar shemedzlo ar damewera:))
Back to top Go down
View user profile http://facebook.com
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Jun 27, 2010 4:26 pm

poeti romelsac dumilic uxdeba Smile
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Aug 14, 2010 4:10 pm

პარასკევი, 13




აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-
სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",
მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,
ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი
ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი
შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო,
შენი საყდარი, შენი მიწა და “აი-ია”,
რომელსაც თითი მიჰყვებოდი... და აი ქოხი,
რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა
დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა
რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი.
აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი
ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე
შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ.
პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს,
დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც,
რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ,
რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც!
მოვტყან, - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს, -
შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Aug 14, 2010 4:21 pm

flower მონატრებულს
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Sep 11, 2010 11:41 pm

მე ვცხოვრობ წიგნში

და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაც
არაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდე
უმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),
მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან

ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებ
დანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,
"," დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილე
აბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან

დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,
ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,ჭიქაზე;
როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი
,რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში - არ გინდა

ფიქრი ამაზე, ან არ გინდა ფიქრი ზოგადად,
გულიდან იგლეჯ, ან პირიქით, გულში ინახავ;
ან როცა ყელში, როგორც ასთმა, როგორც ბრონქიტი,
გიჭერს სული და სასუნთქ გზასაც, უკან დასახევ

გზასავით გიჭრის; ან უბრალოდ, თითზე სათითეს
იკეთებ, ნემსში ძაფს უყრი და ფიქრობ: რას იზამ,
თქვას, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, თქვას და ატირდეს
ვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის - არც ისე...

და ნაცვლად ცრემლის, სისხლის გუბედ რჩები სარეცელს.
და ჭიქის ნაცვლად, ნამსხვრევები რჩება მაგიდას.
და შეიძლება საშველია, მაგრამ არ გინდა.
და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიო საჯაია   

Back to top Go down
 
გიო საჯაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: