არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო საჯაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 22, 2009 7:53 pm

ელ-ქაფირუნ სურა
პოეზია
2009.03.17
------------------------------------------------


შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის,
რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, -
როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ,
დამშეული ვირთაგვებივით
და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია,
თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე,
(რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა,
"ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა -
წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ,
ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ
ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო,
ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია,
მამაო...

შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ,
არამედ პოეტებად გვაქციეს.

sunny

ai,ra maqvs..
genetikuri naklit poetis dawerilia es-martlac...
momwons dzalian.

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Mar 23, 2009 5:53 am

არ ვიცი, ასეთს არავის ვიცნობ. ისე კი, ძალიან ნუ აქებთ - თავში არ აუვარდეს...


P. S. რომ არ გაoffდეს:

* * *
ამ აუტანელი ტკივილების გარდა,
მგონი არაფერი დამრჩა მოსაყოლი.
ვწუხვარ, ადრე დაკარგული ძილის გამო
და ამ არეული ლექსის, უსახელო.

ბოლო 5 წელი რაღაც ე. წ. ართრიტს
ვებრძვი, კი არა და უფრო ვეომები -
ნერვულ სისტემასთან პრობლემები ადრეც,
მქონდა, ეს-ღა მაკლდა ახლა, გეგონება!

და ვსვამ ტკივილგამასედატიურ აბებს
(მერე მთელი ღამე ვფიქრობ არაფერზე)
და არ გაგიკვირდეს, თუ გაიგებ ამბავს,
ერთხელ, რომ... და ა. შ.

გიო არავიძე.
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Mar 23, 2009 10:42 am

გიო wrote:
არ ვიცი, ასეთს არავის ვიცნობ. ისე კი, ძალიან ნუ აქებთ - თავში არ აუვარდეს...


P. S. რომ არ გაoffდეს:

* * *
ამ აუტანელი ტკივილების გარდა,
მგონი არაფერი დამრჩა მოსაყოლი.
ვწუხვარ, ადრე დაკარგული ძილის გამო
და ამ არეული ლექსის, უსახელო.

ბოლო 5 წელი რაღაც ე. წ. ართრიტს
ვებრძვი, კი არა და უფრო ვეომები -
ნერვულ სისტემასთან პრობლემები ადრეც,
მქონდა, ეს-ღა მაკლდა ახლა, გეგონება!

და ვსვამ ტკივილგამასედატიურ აბებს
(მერე მთელი ღამე ვფიქრობ არაფერზე)
და არ გაგიკვირდეს, თუ გაიგებ ამბავს,
ერთხელ, რომ... და ა. შ.

გიო არავიძე.


გიო მოვიდაოოო...
sunny
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 24, 2009 9:49 am

unda gamovtyde, giorgi sajaias leqsebi CanTiT damaqvs… Embarassed

,, aq mze Tavdeba! sxva ityoda Tavdeba gzao…” an

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

da sul meSinia, rom sadme ar gavimeoro misi sityvebi…. giorgi iseTi poetia, romlis yvela sityva, striqoni imdenad axlos modis sakuTari ggonia, TiTqos axla am wuTas Sen Tqvi, Sen dawere(arada, midi, scade da ase dawere) albaT amitomac hyavs mis poezias amdeni Tayvanismcemeli Very Happy
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 24, 2009 2:49 pm

აბსტინენცია

წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენას
წინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა,
(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ ჩანან
საგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსო
და ასე უფრო იოლია, თან – გაცილებით...)
რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,
და შვერილებზე გაჭიმული სარეცხის კორდი,
რომელსაც ქარი ანიავებს. სხვა, დანარჩენი,
ან სულერთია, ან შორს არის – თითქმის ხეებზე,
X გამზირს Y მოედნამდე რომ აცილებენ.

დგები. გადიხარ და ატყობ, რომ პრობლემა გახდა
ქუჩაც, რომელსაც მიჰყვები და არავინ მოგდევს,
ჯიხურიც, სადაც შეგიძლია სასურველ გაზეთს
შეავლო თვალი, შეიძინო და შემდგომ ამის, -
თუკი ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ღმერთის შეწევნით, -
სახლიც, რომელშიც გელოდება ვინმე და ტახტიც,
რომელზეც მშვიდად შეგიძლია, დაწვე და მოკვდე,
თუნდაც ცოტა ხნით, თორემ დიდხანს ვინ გაცლის ასეთ
მარტივ ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს და ა. შ. და მისთ.
ბრუნდები. წვები. არაფერი. წევხარ. ეწევი.



flower flower flower
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 24, 2009 3:49 pm

sunny


nuciko usashvelodaa sheyvarebuli shens poeziaze
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Mar 26, 2009 3:11 am

''აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პედანტ პროფესიონალთან, რომელიც იუველირული სიზუსტით უდგება ტექსტში სიტყვების ზედმიწვნით სწორად და ზუსტად განლაგების საკითხს, რამეთუ საბოლოო ჯამი მიიღოს არა იაფფასიანი ბიჟუტერია, არამედ ნამდილი, ძვირფასი სამკაული.''
es gios komentaria erti adamianis motxrobadze.dzalian minda mishac moviyvano aq:)
gio zustad ase vfiqrob shens poetur ''samzareuloze''.

dzalian kargi poeti,adamiani da megobari xar . sunny
flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Mar 26, 2009 10:09 am

nini wrote:
''აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პედანტ პროფესიონალთან, რომელიც იუველირული სიზუსტით უდგება ტექსტში სიტყვების ზედმიწვნით სწორად და ზუსტად განლაგების საკითხს, რამეთუ საბოლოო ჯამი მიიღოს არა იაფფასიანი ბიჟუტერია, არამედ ნამდილი, ძვირფასი სამკაული.''
es gios komentaria erti adamianis motxrobadze.dzalian minda mishac moviyvano aq:)
gio zustad ase vfiqrob shens poetur ''samzareuloze''.

dzalian kargi poeti,adamiani da megobari xar . sunny
flower flower flower flower

კი, ნინ, აშკარად დაამშვენებდა ეგ კაცი აქაურობას.

იმასაც ვაღიარებ, რომ მე თვითნ საშინელი პედანტი ვარ ასეთ საკითხებში...

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ჩემო ერთგულო და მშვენიერო მეგობარო! Smile
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Mar 26, 2009 10:18 am

Heureka

ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Mar 26, 2009 1:25 pm

არაფერი თქვა

კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი...
მკერდზე ბოდელიერს
გადაგათარგმნი ფრანგულიდან
და ბოროტების ყვავილები,
მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -
შეციებული კამელია,
მკლავს დააკვდება ოლიანდრის
სამოთხის ბაღში...
ალბათ მერე,
გასწორდებიან კალენდრებიც,
ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 29, 2009 12:09 pm

განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!




ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.



რეზიუმე


მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...



გიოს გაუმარჯოს!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 29, 2009 5:08 pm

თბილისი, ღამე, წვიმა

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი_
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები_
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

უამლექსოდ გალაკტიონის ხიდზე ვერ გადავდივარ და საერთოდ, უგიოსლექსებოდ ვერსად დავდივარ...
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 31, 2009 12:43 am



ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბოკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები.
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვსა და არც დასასრული.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 31, 2009 11:14 am

თბილისი, ღამე, წვიმა

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი_
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები_
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!





Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 31, 2009 2:34 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Mar 31, 2009 4:22 pm

გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).

გიო მაგარია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Apr 02, 2009 6:24 pm

აბრამი

ვიდრე ღმერთი ბჭობდა,
და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ,
ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს.

ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე
და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო,
მხოლოდ ის მკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? -
იქაურ ქუდს არ დავიხურავ,
რა ქვეყანასაც მოვედითქო, ვუპასუხე.
დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას.
ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდიათქო, ვთქვი,
ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე
და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი.

ერთი კარგი ცხენი მყავდა -
დეზების რტყმით სული ამოვხადე.
მისი კვიცი კი, გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა.
თხაც მყავდა, ერთი...
ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე -
მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
და მგლის თავზე სახარების წასაკითხად წგაიქცა,
უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს.
არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა.
არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი.

სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს,
თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც,
ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! –
ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ,
თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე.
გზად, ჩემს წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა
და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი,
ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო.

მართალიც იყო - უმადლო გამოდგა ხიდი,
ჩამიტყდა და მღვრიე წლიში ჩავვარდი,
იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე.
შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო,
მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა.
დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა,
ყველამ წიხლი დამიშინა -
სხვისი ლუკმა უგემურიათქო, ვთქვი,
გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი,
წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა.

მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე,
ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა,
ქვაზე დავდე, მარილი მოვაყარე,
და წაღმაღთზე გავაგორე.
ქვამ ხავსი მოიკიდა,
მადლი კი, წინ აღარსად დამხვედრია -
ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ
(არც ძალა ღმოჩნდა ერთობაში),
ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია,
მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ,
სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა,
სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს.

გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე -
ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი...
მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა.
ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი,
ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე,
ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ.
იონჯაც გაწყდა
და ორი კურდღლის მადევარმა, ორივე დაიჭირა -
ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც.

ბოლოს კი, ისე მოხდა,
რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა,
ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს
და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა,
რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან,
ქარავანიც შედგა
(ვირის საპალნემ, აქლემები წელში გაწყვიტა)
და ერთადერთმა მერცხალმა
და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს.
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Apr 20, 2009 10:48 pm

გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon May 25, 2009 9:57 pm

კანაფის კვამლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
მიზიდულობას ეფედრინით
ვებრძვი და კედლის კალენდრებზე -
მაისის ზერო...
მირაჟული
დღეები ჰგვანან პალინდრომებს -
წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.
მთვარე გავტეხე - ნახევარი
აბი LSD 25-ის,
ენის ქვეშ - იყო ახირება...
არაფერი თქვა, ჩამეხუტე!
შეშლამდე ისე ცოტა კმარა,
რომ სულში სისხლი ჩამედინა:
შენი სხეული ცოდვა არი,
რომელიც უნდა ჩავიდინო!
ვინ იცის, იქნებ აღასპერზე
შვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!
გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,
დაწექი...
მკერდზე ბოდელიერს
გადაგათარგმნი ფრანგულიდან
და ბოროტების ყვავილები,
მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -
შეციებული კამელია,
მკლავს დააკვდება ოლიანდრის
სამოთხის ბაღში...
ალბათ მერე,
გასწორდებიან კალენდრებიც,
ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...
არაფერი თქვა, მომეფერე!
კანაფის ნისლში გახვეული
პლანეტა, ბებერ ეფენდივით,
თვლემს.
დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.

გიოს ლექსები საოცარ ძალას ფლობენ, გიზიდავენ და უსასრულოდ გაკითხებენ თავს....

მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ისინი ერთ ლამაზ წიგნად აკინძულები მკითხველემდე მივა და კიდევ ერთხელ მოვისმენთ გიოს საღამოზე მის მიერ წაკითხულ ლექსებს. იმედია ეს სიამოვნება არ მოგვაკლდება
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed May 27, 2009 11:51 am

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed May 27, 2009 12:07 pm

http://www.myvideo.ge/?video_id=195380
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun May 31, 2009 1:46 pm

ზოგის დუმილი ზარალია, ისევე როგორც ბევრის ლაპარაკი. ეს ჩემზე უკეთ გიომ იცის საჯაიამ (გი(ი)ომ რა აპოლინერის სახელი დაემთხვა)ნინის ყველაფერში დავეთანხმე გარდა ერთისა, რისი უფლებაც არა აქვს ახლა გიოს ეს არხეინად ჯდომაა. არსებობს კარგი მკითხველი, რომელიც ტაშს ცუდად უკრავს (ან საერთოდ არა) და პირიქით...ველოდები ახალს
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Jun 17, 2009 3:34 pm

მოკითხვა, გიოს.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jun 21, 2013 5:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jun 18, 2009 7:55 am

ეკა ქევანიშვილის ინტერვიუ გიო საჯაიასთან

გიო საჯაია - კაცი, რომელმაც ძილი დაკარგა.


სიყვარული, ეს არის ღმერთი! ღმერთისთვის კი, დამეთანხმები ალბათ და ნამდვილად ღირს თავგანწირვა...


ხდება ხოლმე ასე: გგონია, რომ წინ ზედმეტად, ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანი გიზის. გგონია, რომ მის ირგვლივ არასოდეს არაფერი აირევა. გგონია, რომ ის ასე ჩაცმული დაიბადა და რომ ყოველთვის ასეთი იქნებოდა, მშვიდი და გაწონასწორებული. გიო საჯაია მე სულ ახლახანს გავიცანი და ჩემი ჭკუით, მასთან ინტერვიუს ჩასაწერად წავედი. იუარა. ეს შეხვედრა გაცნობის იყოსო და მეც საგანგებოდ მომზადებული ჩამწერი უკან, ჩანთაში ჩავაბრუნე. ვილაპარაკეთ ცოტა და სრულიად არა ამ თემებზე, რასაც ახლა დაბლა წაიკითხავთ. მაგრამ ეს პერიოდი საკმარისი იყო ერთი მთავარი რამისთის – განწყობის შესაქმნელად. ამისათვის მე, როგორც მის ერთ-ერთ მკითხველს მხოლოდ ლექსები არ მყოფნიდა.

წარმოიდგინე, მიყვები შენს თავზე მე, შენთვის ჯერ კიდევ უცნობ ჟურნალისტს, როგორ გიოზე მომიყვებოდი, როგორიც გინდა იყოს ის თუ როგორიც არის?

ჩემში იმდენი გიოა, რომ არც კი ვიცი, რომელ ერთზე გელაპარაკო. ერთადერთი საერთო რაც მათ აქვთ ის არის, რომ ყველა მათგანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება... შევეცდები, ყოველგვარი მიკერძოვების გარეშე, ცოტ-ცოტა ყველაზე მოგიყვე და დაგანახო ისინი ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან.

დავინახე, ძალიან მოწესრიგებული ჩანხარ. მაგრამ ეს შენი გარეთა სახეა, სახლშიც ასეთი ხარ? გულწრფელად რომ გითხრა, არც წარმომიდგენიხარ სახლის ფლოსტებში ) მომიყევი სახლის გიოზე

არაფერი განსაკუთრებული. მთავარია თავი კომფორტულად ვიგრძნო, მქონდეს ჩემი კუთხე, სადაც მეგობრებს მივიღებ, მედგას სავარძელი და მაგიდა და მყავდეს ვინმე, ვინც მუშაობის დროს ყავას მომართმევს - თუ ეს პირობები დაკმაყოფილებულია, მაშინ კასრშიც სიამოვნებით ვიცხოვრებ - არც სახლი მჭირდება და მით უმეტეს არც “ფლოსტები”... ) ისე კი, ალბათ, უმჯობესი იქნება ერთხელ მესტუმრო და თავად შეაფასო, როგორია გიო სახლში.

ამასწინათ, ჩვენს საურთიერთობო ვირტუალურ სივცეში გაბრაზებული საჯაიაც ვიხილეთ. რა არის ხოლმე ის მიზეზი, რაზეც შეიძლება უცებ ,,ავარდე’’ და იყვირო?

კი, ავარდნები მჩვევია... ყვირილიც... მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეს აფექტი წამიერია და არ არის მიმართული იქითკენ, რომ ვინმეს გული ვატკინო. მიზეზი კი, შეიძლება იმდენად ელემენტალური იყოს, რომ სასაცილოდაც ჟღერდეს. მაგალითად: რატომ არ დევს ჩემს ოთახში, ჩემს საწერ მაგიდაზე, ჩემი საფერფლე, იქ და ისე, სადაც და როგორც დავტოვე... ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებს, როდესაც წერის დროს ოთახში ვინმე შემოდის – ეს ალბათ ერთადერთი კატეგორიული მოთხოვნაა, რომელსაც ოჯახის წევრების მიმართ ვაყენებ და რომელსაც ყველა ზედმიწევნით კარგად ასრულებს.

საერთოდ როგორ ბრაზდები ხოლმე?

ძალიან ძნელად და ძალიან ცუდად. საერთოდ იშვიათად ხდება, როდესაც სერიოზულად წყობიდან გამოვდივარ. როგორც წესი, დიდხანს ვფიქრომ ხოლმე, ვიდრე თავს უფლებას მივცემ, არაფატის არ იყოს “მშვიდობის ზეთისხილის რტო ხელიდან გავაგდო”, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ჩემში იღვიძებს ის გიო, რომელსაც არასდროს ავიწყდება, სად მარხია “ომის ნაჯახი” და ასეთ დროს მზად ვარ, სამყაროს წინააღმდეგ გავილაშქრო, საკუთარი პრინციპების დასაცავად.

უცებ ჩამომითვალე, რაც თავში მოგივა, რა გიყვარს და რა არ, აურიე შეგრძნებები, საგნები, სახელები, არ ვიცი, რაც შეიძლება ქაოსური პასუხი მინდა, დიდხანს არ იფიქრო. ეს ჩემი ერთგვარი ტესტია, ხშირად ვსვამ ხოლმე ამ შეკითხვას.

მიყვარს: ტკბილეული (ჩემი სუსტი წერტილი), ყავა, ჩაი, ვისკი ან კარგი კონიაკი, სიგარეტი, კომფორტი, გართობა, ზოგჯერ მარტოობა, ფიქრი, ზოგჯერ არფიქრიც, მუსიკა, წიგნები, ჩემი ნივთები (ნივთების ამოჩემება ვიცი, სასწაული)... რა ვიცი - ბევრი რამ მიყვარს...

არ მიყვარს: ტელევიზორი ყურება, პოლიტიკაზე საუბარი, მურაბიანი ჩაი (ცალ-ცალკე მირჩევნია), ერთი ჩემი მეზობელი, რომელისგან სალამს ვერა და ვერ ვეღირსე... ჰო, კიდევ ის, დილის ცხრა საათზე რომ ჩავიძინებ რის ვაი-ვაგლახით და ზუსტად ნახევარ საათში, ჩემი ფანჯრების წინ რომ იწყებს განწირული ხმით ყვირილს, აქაო და გაიღვიძეთ, ბოთლებს ვიბარებო...

როგორ გგონია, ისეთი ლექსები რომ წერო, როგორიც შენია, გამუდმებით შეყვარებული უნდა იყო? დღეს ვწერდი ზუსტად, ვაფრენ მეთქი წყვილებზე, შენ? შენთვის როგორია სიყვარული, თავგანწირული ხარ? თავით ეშვები თუ ნელ-ნელა შეცურავ ხოლმე?

გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... ვერ გეტყვი, რას და როგორ დავწერდი უსიყვარულოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პერიოდი ჯერ არ მქონია. შეიძლება ითქვას, რომ მარადი შეყვარებული ვარ. დიკინსონი ამბობდა, სიყვარული არის ყველაფერი და ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ, მის შესახებ ვიცითო. თუ ამ მოსაზრებას ლოგიკურად მივყვებით, მაშინ ერთადერთ და უალტერნატივო დასკვნამდე მივალთ – სიყვარული, ეს არის ღმერთი! ღმერთისთვის კი, დამეთანხმები ალბათ და ნამდვილად ღირს თავგანწირვა...

არც იმის მჯერა, რომ როგორც ერთხელ თქვი, დედამიწას დაიტევ გულში, აბა, როგორ, რანაირად, ხომ გაგისკდება ეგ გული?

დაე, თუკი ღმერთის (ანუ იგივე სიყვარულის) ნება ასეთია... იმისათვის, რომ “ყველაფერი” გასცე, თვითგანადგურებაა საჭირო – მე სწორედ ამაში ვხედავ თავგანწირვის არსს.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jun 18, 2009 7:56 am

გაგრძელება

მომიყევი „შენს“ მეგობრობაზე. ამას ყველას ვეკითხები და მერე ვადარებ მათ ,,ნიჭებს’’, დიახ, ასე, მრავლობითში, მეგობრობის ნიჭებს... კარგავ ხოლმე მათ? და რამდენად ფრთხილი ხარ მათი შეძენისას, პოვნისას?

ცხონებული მამაჩემი იტყოდა ხოლმე, თბილისი ჩემი ძმაკაციაო... მეც ასე ვარ - ყველა წესიერი და პატიოსანი კაცი ჩემი მეგობარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვიცნობ თუ არა მას პირადად.

ერთ მაგალითს მოგიყვები: ასე, ათიოდე წლის წინ, ერთ სუფრაზე მოვხვდი, სრულიად შემთხვევით, ასე ვთქვათ “ჩხიკვი ყვავის მამიდას” დაბადების დღეზე. გარდა იმ ადამიანისა, ვისაც მივაკითხე და ვის გამოც შემიპატიჟეს, არავის არ ვიცნობდი. შუა ქეიფში, ერთი ჩემი ხნის ახალგაზრდა, რომელსაც პირველად ვხედავდი, წამოდგა და გამოაცხადა, მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შევსვა და აუცილებლად ჩემი ორი მეგობრის თამადობით, რომელთა ძმაკაცობაზეც თბილისში ლეგენდები დადისო... წარმოიდგინე ახლა, რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც ამ ორი ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა და მათგან ერთი მე აღმოჩნდი, მეორე კი ჩემი ბავშვობის მეგობარი... ისე შევსვი სადღეგრძელო, რომ არ შევიმჩნიე. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ როცა ეს ახლალგაზრდა შეზარხოშდა, თვალში არ მოუვედი და ამიშარდა. ბოლოს, რა თქმა უნდა, გავიცანით ერთმანეთი, ჩავეხუტეთ და მოვეფერეთ.

ამაყი ვარ იმით, რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის ალბათ, იმხელა სამეგობრო წრე მყავს. თუმცა აქვე უნდა დავძინო, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ მეგობრობა არ მაკავშირებს - ჩვენთვის არ არსებობს მცნება “მეგობრობა”, როგორც ასეთი... ჩვენთვის არსებობას ერთად სიცოცხლე და ერთად სიკვდილი. ჩვენში ერთი სისხლი ჩქეფს და სამწუხაროდ, უკვე იმდენჯერ და იმდენი გავეცით ეს სისხლი, რომ აწი ნებისმიერი დაკარგული წვეთი, შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს იმ ერთინი, განუყოფელი ორგანიზმისთვის, რომელსაც ჩვენი საძმაკაცო ჰქვია...


ისე კი, პოლ ვალერის მოვიშველიებ და ერთ რჩევას მოგცემ: არასდროს არ შეაფასო ადამიანები, მისი სამეგობრო წრიდან გამომდინარე: იუდას უზადო მეგობრები ჰყავდა...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: გიო საჯაია   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
გიო საჯაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: