არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული ხალხური პოეზია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri Aug 27, 2010 4:50 pm

შიოლა და მთრეხელი

აქამდე, ღუდუშაურო,
სკამს იჯე ერისთვისასა,
აეხლა გამისხორიგდი,
მსახურს გაფერებ სხვისასა.
არ გაუტიე მთრეხელი,
ხევს მიმავალი დისასა,
ცხენი მასთხოვე, მოგართვა,
მშვილდს რაღად სთხოვდი რქისასა?!
„მშვილდ თაოდ უნდის მთრეხელსა,
ნაპირის ადგილისასა!“
დაიკრიფა და გულს დაგკრა
ბატონსა აჩხვატისასა:
„აქამდე სჭამე აჩხვატი,
ახლა მე გაჭმევ მიწასა!“
გამაბრუნდების მთრეხელი,
დაელნებას ღგავ ცისასა,
მასდევენ ღუდუშაურნი,
რისხვასა ღგვანან ღვთისასა;
მიღმართა ყოვლაწმინდასა,
ნაგებსა ბასრის ქვისასა,
კარ არ დაუხვდეს ღიანი,
ვაჰ, დედას მთრეხელისასა!
მივა და შაიხვეწების
ძმისა მამკლავი დისასა:
„დაო, ვერ შემინახევდი,
ცხონებას შენი ძმისასა?!“
„შამოდი, შავო და ბნელო,
თუ სულს ვაამებ მკვდრისასა!
ნუ მახკლავთ, ჩემნო მამულნო,
ნაჭაპნს ნუ მამჭრით თმისასა!“
კარში რო არ შაუტივნა,
საკმით დაუკვრენ ისარსა, _
ამბობენ ჩამოქცევასა
ახალციხურის კლდისასა...
ვერ შეინახა სტუმარი,
ვაი–ვა, დედას მტრისასა!



Last edited by Admin on Sat Apr 19, 2014 11:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri Aug 27, 2010 5:01 pm

გირავს ჩამადგა მუცალი

გირავს ჩამადგა მუცალი,
დიდი მუცალის ჯარია;
თუშებს მასთხოვეს ბეგარად
სოფლად ნარჩევი ქალია;
მირგვალს დაგროვდა თუშები,
დიდ დადგა საუბარია,
ზოგთა თქვეს თუშთა: «მივსცოდეთ,
მტერმ დაგვაყენა ძალია»,
ზოგთა თქვეს: «მოდი, ნუ მივცემთ,
ჩვენც გავლესოდეთ ხმალია»...
ხახონის ქალმა, ნანამა,
ხუთნი დასწყივნა ძმანია,
ციხეზე გადმაუფრინდა,
გადმააფინა თმანია:
«ან მიპატრონეთ, თუშებო,
ან ქალს შამარტყით ხმალია,
გავალ და გადავერევი
ლურჯ პერანგიან ქალია,
თქვენ შაგრცხვენდებისთ, ვაჟებო,
რო ვინ მინახნას თმანია!»
ცხენს ჰკაზმავს ბიჭი ლაგაზი,
საისკე მიმავალია?
სუ ღამით ჩამაიარნა
დიდნი თუშეთის მთანია,
შუაღამისას გააღა
თელავს გალავნის კარია.
შამასწყრა ლევან-ბატონი:
«რა დროს სტუმრობის ხანია!»
«ჯერ მკითხე, მერე გიამბო:
მტერმ დაგვაყენა ძალია,
ეხლა თუ მოგვეშველები,
ვიქნებით შენი ყმანია!»
წამადგა ლევან-ბატონი,
იძახა თავის ჯარია,
აივსა მამლის ყივილზე
თელავს გალავნის კარია...
«ბატონო, ანდარეზაი
ნუ გყავის პატიმარია,
გაუშვით, ომში გვჭირდება,
ვეფხია, მეომარია!»
გაუშვეს ანდარეზაი,
გაუღეს ციხის კარია,
ხელთ მისცეს მაშხალაები:
«გაინათოდით გზანია!»


გირავის ჭალას შამორბის
ყმა ლურჯის პერანგითაო,
მუცალ კარავში აკაფა,
ნაკუდარაის ხმლითაო;
გაიქცა მუცალის ჯარი,
ქალივით ატირდისაო;
მიზდევენ თუშიშვილები,
წკეპა ამადის ხმლისაო;
დამარცხებული ლაშქარი
ფარსმის თავს გადადისაო...
მუცალის ცოლი კითხულობს:
«მუცალმა რაღა ქნისაო!»
«მოგიკლა ანდარეზამა,
ყორნებს ამააქვთ ბწკლითაო.»
«ვეუბენ, არ დამიჯერა,
ქალმა ვაჯობე ჭკვითაო,
თუშეთს ნუ წახვალ, ცუდაო,
არამც ვინ დაგხვდეს ხმლითაო!»




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri Aug 27, 2010 5:04 pm

ბჭობა არხოტისა და ღილღოს შესარიგებლად

დავჯდები, დავსაგონდები,
ხანია ლექსის ბეჭდვისა,
კიდევ გამასთქვამს მერცხალი,
როსაც რო დაითვრებისა...
შაყრილა კაც-შუაკაცი, _
ადგილს ტერღისკარს ვეტყვითა, _
იმთვენა ღილღვებ მოსულა,
ცახცახ გაჰქონდათ ყბებისა,
ორ-სამგან ცეცხლი დავაგზით,
ცხვრებიც დავხოცეთ, თხებიცა,
გიორგიობის ღამეი
სუ თეთრად გათენდებისა;
მავიდა ჭეგაიშვილი,
ძაღლივით იღერღებისა,
ეგრე მაგრა კი ჩიოდა,
ხარ რო ხარს ეჭიდებისა;
ქისტებს სამ-სამ ცხვარ უთქვამის,
მიმცემ ვინ იყო ერთისა!
სისკარათ იონეური
ქაღალდში რასამ წერდისა,
ფიცხელათ ნაროზაული
წითელ გველივით ქშენდისა.
ამბობენ, ფარეშაშვილი
დვირბინით იცქირებისა,
აქეთ თათარა მოვიდა,
აივსა ჯიბგირებითა,
ხელში «ბერდენკა» უჭირავ,
არ ვიცი, რა იქნებისა.
იძიეს, ვეღარ მახელეს,
ფიჭვის ძირებში ძვრებისა,
გულმოსულს ვეღარ ვაბრუნებთ,
იქისკენ იზიდებისა,
აბეჩავ, არხოტივნებო,
მაგარს პირზედ კი სდგებითა!
ჭალაზედ ქავი გაღმართეთ,
ქორიც ვერ გაფრინდებისა,
შიგ გისხავთ მეთოფეები,
«ბერდანკაები» ტყვრებისა,
თუ სამ გამოვა ლაშქარი,
ჭალა მკვდრით აივსებისა,
სისხლის წყალმ უნდა წაიღას
ხიდებიცა და გზებიცა...
გამაგრდით, არხოტივნებო,
გატეხით რა იქნებისა!
ვინაც მაკვდების, დავღმარხათ,
სხვა კიდევ გაჩინდებისა,
ხმა შორად გაგვივარდების,
მტერი ქვე დაშინდებისა!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri Aug 27, 2010 8:30 pm

ლამაზ მკვდარნი მყვან

ლამაზ მკვდარნი მყვან შავეთსა,
არა მყვან დასავიწყარნი,
კარიმც გაგიღო, შავეთო,
მხარნი მენახნეს ძმისანი,
ან წყალ კი ჩაუვიდოდა,
კი დაშლიდენა მიწანი?

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Oct 17, 2010 12:28 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნიდან "ხალხური პოეზიის ანთოლგია"

ნაქადაგრები


42. სამძიმარი

ა) ამაში მქონდა შაძლებაიო,
ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,
აბულეთაურთ ხოლიგასაო
საცოლედ ვეწონებოდიდიო.
ჯუათ ელენა ვეგონიდიო.
ბ) ჴმელეთზე ვიარებოდიდიო,
სალაღობელნი დავაცხვნიდიო,
სამკანა თითი ჩავადგიდიო,
აბულეთაურთ იმედასაო
ქალი საცოლედ მავსწონდიდიო.
გ) აბულეთაურთ ციხეჩიაო,
მედგის ლოგინი ჩარდახჩიაო.
აბულეთაურთ იმედამაო
ცოლად წაყვანა მამინდომაო,
გამაუფრინდი აიქითაო,
იქავ აჩნიან ნაკოჭარნიო.
დ) მაში მძლივ მქონდა შაძლებაიო,
ვიარებოდი ქალივითაო,
ყურზე საყურსა ვიდებდიდიო,
აბულეთაურთ ციხეჩიაო,
მედგის ლოგინი ჩარდახჩიაო.
აბულეთაურთ ხოლიგამაო
ქალი საცოლედ მამინდომაო,
ამ ჩემსა გამანაფრინდომსაო
ისევ აჩნიან ნაკოჭარნიო.
ე) ამაში მქონდა შაძლებაიო,
ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,
მემრა ქალადა მავიქციდიო,
საცერსა, ვარცლსა ჩაუჯდიდიო.
ფერაულიძეს ფშაველასაო
საცოლედ ვეწონებოდიდიო,
გოგოთურაის მწუნობარიო
შუათ ელენა ვეგონიდიო.
ვ) აბულეთაურთ ციხეშიაო
ქალურა ჩამაუარიდიო.
მეგრელაურსა გახუასაო
საცოლედ ვეწონებოდიდიო,
დავიგრუშნიდი თავმანდელნიო,
სალაღებნ თაო დავაცხვნიდიო.
ზ) ჭერო-კალოთა ამავჴდიდიო,
ქალი ქალურას მავირთიდიო,
ქალის ფაფანაგ ჩავიცვიდიო,
დავიგრუშნიდი თავ-მანდელნიო,
ამირათ ქალი ვეგონიდიო,
საცოლედ ვეწონებოდიდიო.
თ) ზეპირად ვიარებოდიდიო,
სალაღობელნი თაო ვქნიდიო,
ზელილის გული ჩაუდვიდიო,
აბულეთაურთ ხოლიგასაო
საცოლედ ვეწონებოდიდიო.
ი) აბულეთაურთ ხოლიგასაო
საცოლედ ვეწონებოდიდიო,
ჩუათ კმარა რო ვეგონიდიო.
გოგოთურა კი შავიცოდვეო,
ჩაუწვიდი, ჩაუჟერნიდი საჯიჯგვენიო.
კ) ამაში მქონდა შაძლებაიო,
ჴმელეთზე ვიარებოდიდიო,
ჭიმა-ლახტარას ვზიდევდიდიო.
ამაში მქონდა შაძლებაიო,
აბულეთაურთ საღირასაო
ქალი საცოლედ მავსწონდიდიო,
ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო,
ძუძუ-მკერდს გამავიხვივიდიო.
ქაჯავეთ ვიარებოდიდიო,
ნახირს აიქით ვადენდიდიო.


43. პირველად დასახა მორიგემა

პირველად დასახა მორიგემა
ბერი ბუქნაი ბაადური.
იმას მისცა მორიგემ ღმერთმა
საფერჴედ თეთრი ცხენი.
იმას დაუქვივნა სახელად
“ბედის ბედაური”,
ის არის იმის საკვეხური,
ცის კივკავებში სახეთქები!
ბაადურს ჩააცვა მორიგემა
ტანზედა კაბა სისვისაი,
ჩაქმან ჩააცვა რკინისანი,
თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი,
ჭიგუნი მისცა თუჯისანნი,
კაბის საყელოთ შასაყრელნი.
მათრაჴი მისცა მორიგემა
სენსამსალაით გაფევრული,
მემრე გადმაუშვ ჴმელეთზედა!
მემრ მე დამსახა თერგვაული,
მაღლა მთაშია მდგომარეიო,
ტახტ მამილოცა ოქროსაი,
შვიდმეტ ათასი წელ წავიდა
ჩემ დასახვითვე,
ღთის კარს მამცა სათავეიო;
როგორც ჴორციელნი ჩვენ გვლოცულობენ,
ეგრე ჩვენ ვლოცულობთ მორიგესაო.
სამ ათასნი ვართ ღვთის ნასახნი.
მორიგემა მეც კაბა ჩამაცვა სისვისაი,
ჩაქმან ჩამაცვნა სინისანი.
ჭიგუნი მამცა ოქროსანი.
მათრაჴი მამცა ცხრაკუთხიანი,
ქუდ აღარ მამცა მორიგემა.
საგმიროდ მამცა ოქროს ბურთვი,
ქაჯთ ბუბუნეებით მოტანილი.
ორნ მამცა მოწაფენი:
ერთს დამიქვივნა რუთიაო, ერთს რექაიო.
მემრ დამამკვიდრა ღვთის კარზედა.
მორიგემ უბრძანა ქრისტე ღმერთსა,
როცა შამოჴდა ღთის კარზედა, —
ერთ შენც დასახე ანგელოზიო.
მაშინ ქრისტე ღმერთმა დასახა
ერთი ტანად აყრილი (ანგელოზიო).
მემრე უთხრა მორიგემა:
სახელს მე დავაქვივნებო.
მორიგეს უთხრა ქრისტე ღმერთმა:
მჴარნ ვერ დაუსახენ ანგელოზისნიო.
მემრე უთხრა მორიგემა:
“მჴარნ დაუსახენ არწივისანიო,
სახელ კოპალა დავაქვივნათო.”
იმას მისცა ჩასაცომი
ჩემსავით კაბა სისვისაი.
ჩაქმან ჩააცვნა რკინისანიო,
ჭიგუნი მისცნა სინისანიო.
მარცხენაზე ქოთან მისცა ნავთიანიო,
შიგა მათრაჴი ფესვიანიო.
შამცოდვეთაზე საწინწლები,
ნავთი მათრაჴითა ფესვიანითაო.
ამას მისცა ხუთნი მოწაფენი,
მორთულნი რკინის ტალავრითაო.
ზღვის პირზე სასაგნავი
კოპალას მისცა მორიგემა.
ასლიტრიანი საგმიროი სინისაი,
ცეცხლის ალივით ანთებული.
ის მიულოცა მორიგემა,
მემრე გადმაუშვა ჴმელეთზედა.
თუ კოპალეს მეტმ ამ საგმიროს
ჴელ მიახლას, ან ფეჴი,
ცეცხლ აშჩინდას, დაიწვას.


44. მორიგევ ღმერთო

მორიგევ ღმერთო, გეხვეწებიო,
მაგთხოვდი მადლსა, გიხრი ჩოქსაო.
ქრისტის დედაო, მაგთხოვ მადლსაო,
ჩამიშვი ოქროს ქოთანშიაო.
ჩამარეცხიენ ღილ-ქამარნიო,
ელჩობაი მაქვს მალოცვილიო.
ყუდროს დამჭერო, გეხვეწებიო,
ჩამაოლ მადლის სათხოვრადაო,
ჩამაოლ წიგნის საწერლადაო,
ბატონ-ყმათ დასარიგებლადაო.
თუ მჯობი მჯობზე იდებოდასო,
ზღვენ-სამსახური მზადდებოდასო,
ყუდროს დამჭერი ზე ჯდებოდასო.
აბა, წაოლა, გავბრუნდებიო,
თავის ნაღვარსავ ვესტუმრებიო,
თავის მოძმესავ ვექინძებიო.


45. უხილავი არის მაგარი
(ნინო მკითხავის ნაქადაგარი ციხეგორს)

უხილავი არის მაგარი,
ჩვენ კი გვიჭირს ხილულებსა...
შენ დიდება, ჩვენ — მშვიდობა,
გაიმარჯვე ძალიანა!
...
ისევ ის ძალა აღდგეს,
რაც კი იყვის უწინაცა.
ქვეყანა წაღმ შამობრუნდეს,
ძველ ბილიკებ არ დავკარგოთ...
...
მაშ, რაღა ვქნათ? უხილავი
დამჭერია ამ ქვეყნისა.
დიდ დიდება ზეციურსა,
გამარჯვება ამ მსმენელსა!
...
ოთხშაბათს და პარასკევსა
ხთიშვილთ პასუხ არ ჩამოდის,
მაგრამ რაკი გაგვიჭირდა,
პარასკევ დღემ აურია,
გაგვიჭირდა ძალიანა...
რაკი ბოროტ შამუარდა,
ცით პასუხიც ჩამოიდა.
...
არ იცითა, ხორციელნო,
რად გვებრძვიან უჩინარნი?!
ბრძანა მამა ზეციერმა:
დაითმინეთ პირი, დაითმინეთ ხორცი,
არ გავტეხოთ უქმი,
შევინახოთ კვირა,
კვირა მადლიანი.
ხატი არ შევლახოთ,
ხატს არ შევცოდოთ
ხელ-მახვილითა, პირისქარითა.
შაისმინეთ, ხორციელნო,
ბრძანება მამა უფლისა.
ღმერთს დიდება, ჩვენ — წყალობა,
გაუმარჯოს კოპალასა!


46. ბრძანებდა ბერ კოპალაიო
(მარიამის ნაქადაგარი)

ბრძანებდა ბერ კოპალაიო:
ჩემ ძველ გზაზე დაგაყენეთო,
ჩემ მონა-მორჩილნოო,
ჩემო ტყვე-ტუსაღნოო, —
ოქროს ღილებ რო შამაჰჴედითო,
გამახარეთ, გაიმარჯვეთო!
...
წყალი მიდგება-მოდგებაო,
ნაგუბარზედავ ჩადგებაო.
მამა იყო ხევისბერიო
და შვილმა ვერ მაჰხელეო
მამის ნალოც ხატიო...





47. იავნანა
(ღვთის კარზე სათქმელი)


[იაუ] დანანა ო ჰო ჰო,
ნანა ზეცივრისას, ოქროს ბუჩქებ-ჭალებ, საქართველოს დამლხენთ,
მდებარე დედა ცისა და სოფლის შემნახველს,
იაუდანანინა.
ნანებით მოგმართავო,
უფლის დედუფალო, დედავ მარიამო, იასოვ ქრისტევ, ძე ღვთისა,
ღვთის პირო სევდისაო, ჯვართა და ამაღლებისაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და და ნანინა მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავ,
მთავარმოწაფე მთავარანგელოზო, სამება ერთარსებაო
ფერხატი და მწმელისაო,
მაგდან დედა მოჲავნანე, მოდაირე ხევ-მთისაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავო,
წყაროსთავს წმინდა გიორგო, ალავერდო გულისაო,
საქართველოს დედაბოძო, ქეთევანო უკვდავო სულისაო,
ჰაი დიდება ქება თქვენ დიდ ძალასაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა ნანა.
ნანებით მოგმართავო,
აწყვერის თავში მბრძანებელო გიორგი მოსამართლეო,
შუამთის ღვთისმშობელო, ნინოწმინდავ, ქართველთა განმანათლებელო,
კაბადოკიელო, დიდოვ კალთიანო, დიდოვ საძირკვლიანო,
დიდო სამართლიანო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავო,
გავაზო გიორგივ, დიდგორ სალოცავო, ნეკრესო ღვთისმშობელო,
ქართველო კაცო, მხვნელ-მთესველო, ოქროს გუთნიანო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავ, გმირო კოპალე,
დედათაჲგან უკვდავ ივანე ნათლისმცემლისა,
სვეტიცხოველო, ჯორ დედა მატრიალებლისაო,
მამათა საძმო საუფლო კეთილად და მიხრისაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავო,
უკანწლის წმინდა გიორგი, მოგზაურო ხახმატო,
ხმალო ხმალურისაო,
ივრის თავში მბრძანებელო დიდოვ კალთიანო, დიდოვ საძირკვლიანო,
დიდოვ და სამართლიანო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
ნანებით მოგმართავო,
წაბლიჲ დედავ, დიდოვ ძირკვიანო, დიდოვ მხრიანო,
დიდოვ ტოტებიანო ლაღი ლაშარის ჯვრისაო.
დედავ თამარის, ძე ჭეშმარიტო, უსახლკარო, უბინაო,
ქება პირიღვთისაო, დიდი და დიდი ბატონისა ლაშქარ და მიწებისაო.
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
რას გამაჲრჩები ცარელა მიდამოჲ,
ქვეყანა იყოჲ დარჩომითაო,
პატარა შვილები გვაჩუქე თითო მუჭა და სისხლისა,
ცოტა მადლით ცოდიანი ქვეყანა დაგვიხსენითო,
წაღმა რო ჩარხი გვიბრუნე, ვაჟკაცი მარჯვენითაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
გაუმარჯოს დღე-ღამეს, მზე-მთვარე, ვარსკვლავთ მნათობთა,
აღმოსავლეთ-დასავლეთ, ჩრდილოეთ-სამხრეთისა,
საზღვრიდან საზღვრამდის თეთრის მათრახის მატარებელი
გიორგისავო და,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.
გაუმარჯოს სამას სამოცდასამ წმინდა გიორგებსა,
ყველა ნათელი ჯავარდენად დაჲდევნისა,
დიდება ძალასა, მშვიდობა საქართველოსა ჩვენსაო,
იაუდა ჰო ჰო ჰო ჰო, ჰაჲ და ნანინა მრავალჟამიერ.


48. ნანები

ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
გამარჯვებულო ჩვენო ლაშარო,
იავ ნანინაო.
ია და ვარდი გაშლილი ჰქონდეს,
ია-ვარდ გაშლილი გებძანებოდეს ლაშარსა.
ნანა და ნანა, იავ ნანას გეტყვი,
გაუმარჯოს შენ სიძრიელეს,
ჩვენ სათავეში იარეო.
გაუმარჯოს შენ სიძრიელეს, გადმოხედეყე,
პატარები არიან შენი ტანჯულები.
გეხვეწებით, გევედრებით, იავ ნანინაო,
გადმოჰხედე, დამწუხრებული პატარა ქორფები არიან,
გაუმაძღრები არიან, იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანას გეტყვი,
ჩვენო დედა ღვთიშობელო,
იავ ნანინაო.
დედა, დედა ღვთიშობელსა,
მფარველი ხარ ტანჯულების,
პატარა ქორფებზედა ია-ვარდი გეფინოსა.
ნანა და ნანა, გაუმარჯოს თამარ დედოფალს!
იავ ნანით მოვიხსენიოთ,
იავ ნანინაო.
გაუმარჯოს ჩვენ თამარ დედოფალს, სათავეში რომ ბრძანდება,
ტკბილათ და შაქარათა, ია-ვარდ გაშლილი დამტკბარიყოს,
იავ ნანინაო.
გადმოჰხედე, გადმოჰხედე ტანჯულებსა,
პატარები არიან, დამწუხრებული,
იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
გამარჯვებულო ჩვენო ნეკრესო გავაზისთაველო,
შენი სახელის ჭირიმეო.
ნანა და ნანა, იავ ნანა!
გაუმარჯოს წყაროს თავსაცა,
ფშავლების თავში რომ ბრძანდება, იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
ალავერდო, შარიანო და გამარჯვებულო,
იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ჩვენო დედა ბარბარე,
ქვეყნის გადმომხედავო, ყველას მფარველო,
ყველა დამწუხრებულებისა, იავ ნანინაო.
გაუმარჯოს, გაუმარჯოს დედა ბარბარეს,
გადმოჰხედეყე, ძალიან დამწუხრებულები,
პატარა ქორფები არიან, იავ ნანინაო.
საკმარისია იავ ნანით მოგიხსენოთ,
საკმარისია პატარა ქორფებმა გაიხარონ
თავის ტოლ-ამხანაგებში, იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
ჩვენო მინგრეულ-მონგრეულო ძელო ჭეშმარიტო ღვთაება,
იავ ნანით მოგიხსენოთ, იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
გადმოჰხედე ტანჯულებსა, ტანჯულები არიან
პატარა ახალგაზრდები, იავ ნანინაო.
ნანა და ნანა, ნანა და ნანა!
სამას და სამოცდასამ წმინდა გიორგის
გაუმარჯოს, იავ ნანინაო.
გაუმარჯოს იმათ ია-ვარდ გაშლილ მგზავრობას,
ტანჯულებს უღელი აერთოთ,
იავ ნანინაო.
გაუმარჯოს, გაანთავისუფლოს,
იმათ ტანჯულებს უღელი აერთოს,
იავ ნანა, იავ ნანინაო.



49. ჩვენ ბატონს გლოვა არ უნდა

ჩვენ ბატონს გლოვა არ უნდა, რა შვილნი ეჴოცებიან?!
ჴარნიცა ჰყვანან, ფურნიცა, მსახურნიც ეშოვებიან.
ბარით მასდიან მლოცავნი, წყალობას ეთხოვებიან.


მთქმელები:

42. სამძიმარი
თ. ოჩ., გვ. 46-47. ჩაწერილია ა-ბ) ხახმატში, გ) ღულში, დ) გველეთში,
ე) ქობულოში, ვ) ხადუში, ზ) არხოტში, თ) გიორგწმინდაში, ი) კისტანში,
კ) შატილში.
43. პირველად დასახა მორიგემა
ქხპ I, გვ. 127-128, №80. მთქმელი ბაბო უჩონაური, ჩამწერი თედო რაზიკაშვილი.
1891 წ. 17 თიბათვე.
44. მორიგევ ღმერთო
თ. ოჩ., გვ. 43. მთქმელი წიქა ლიქოკელი.
45. უხილავი არის მაგარი
მთქმელი ქადაგი ნინო გაბიდაური (თუთლაშვილი), ჩამწერი ტრისტან მახაური,
ჩაწერილია ციხეგორს (ფშავი), კოპალობაზე 1981 წელს.
46. ბრძანებდა ბერ კოპალაიო
მთქმელი ქადაგი მარიამ ხულიაშვილი (ბეყოშვილი), ჩამწერი ტრისტან მახაური,
ჩაწერილია ციხეგორს (ფშავი), კოპალობაზე 1981 წელს.
47. იავნანა (ღვთის კარზე სათქმელი)
მთქმელი სალომე აღნიაშვილი, ჩამწერი მინდია ჟორდანია, სოფ. შილდა
(ყვარლის რაიონი). 1962 .
48. ნანები
ბარდ. ივრ., გვ. 43-45. ჩამწერი ვერა ბარდაველიძე. ჩაწერილია ქალის ქადაგად
დაცემის დროს ლაშარის ჯვარში.
49. ჩვენ ბატონს გლოვა არ უნდა
თსუფა №28422. მთქმელი მოსე მახაური, ჩამწერი ტრისტან მახაური. სოფ.
გოგოლაურთა
(ფშავი), ჩაწერილია ქმოდის გორის წმ. გიორგის დღეობაზე
1979 წელს.

Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Oct 17, 2010 9:14 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნიდან "ხალხური პოეზიის ანთოლგია"

ხმით ნატირლები – ხევსურული

382. შარმანაულო, შავარდენო
შარმანაულო შავარდენო,
მთიბელნი გიხარიანღაეო.
მთიბელ-მამკლისა სანაყროდაო
დუმას ზისცვარში ხარშავღაეო.
ბევრაის ჯიჴვის გამგორესაო,
თოფსა ჴირიმსა ზიდავღაეო.
მტრისა ბევრაის გამჯავრესაო,
წელზე ფრანგულსა იბამღაეო.
სტუმრის ბევრისა მასახურსაო,
ტყავსა ქემხითა ხკერავღაეო.
ბევრაის მტრისა გამრიგესაო,
ენასა ბჭეჩი ზიდავღაეო.

383. გუშინ გავიგით ჴევსურეთაო
(ბერდია ცისკარაულზე)
გუშინ გავიგით ჴევსურეთაო,
ციხე ახიელ დაიშალაო —
ციხეი ჯურჯიაულთაიო.
კოჭლათ აღარ ხყავ ბერდიაიო,
შაეჴსნა ჴმალი თემ-სოფელსაო,
მშვილდმა მიზანი ჩამოყარნაო.

384. შატილიონთამც ვენაცვლებიო
შატილიონთამც ვენაცვლებიო
ომჩი მაშვრალთა, სისხლით მთვრალთაო.
არა იციან ფარ-დანანიო,
უკიდავ ალი თოფის წვერსაო.
კაცს რად გჭირდება შუაკაციო,
ხალხური პოეზიის ანთოლოგია
წიქათ ბეწიკა არ ხარაეო?
გათქმული ჩაჩნის ბოლომდიაო.
კაც თუ დაგჭირდა შუაკაციო,
ჩვენს კარად გარმაიარიდიო,
უფროსსა უძახიდი ჩვენსაო.

385. ადე, შე თათართ ჯავახაო
ადე, შე თათართ ჯავახაო,
გამაიქეცი ხარათითაო.
ზულაის წვერი გადიარეო,
მდევართ ქვე რას მიღმეტდებოდიო.
დედისერთა ვარ, რად არ სთქვიდიო,
დამჩებ დედაი ბებერაიო,
გაჴდებ თიაყათ საყვანელიო.
ჯიჴვო, სადგომით გადმოღვარდიო,
ირემო, დაიჯეჴენი რქანიო.
გაგიხტათ ქორის წიწილაიო,
წაგექცათ ოქროს აკავანიო.

386. სისხლი მავიდა გუდელასაო
სისხლი მავიდა გუდელასაო,
მავიდა წყალი სისხლიანიო.
ხალხმა ერცხვაი ინადირაო,
დისწულ-დედიძმებ აირივაო.
გულზე მასვლა ქვე რად გინდოდაო,
შე ჩვენი ბერი ფურის ჴბოო.
შენ რად მიქნევდი, ბიძაჩემოო,
ბალღმა მაგის მეტ ვერ ვიცოდიო.
წადი დ’ ეხლ დედას ახარიდიო,
ბიძა გავწირე სისხლიანიო.
დედა დაგიცხობს ლოცვის კვერთაო,
დისწულს არ მახკვლენ დედისძმანიო,
მოკლან და იქავ იტირებენო.

387. ოჩიაურნი ჩამოსეტყვნაო
ოჩიაურნი ჩამოსეტყვნაო,
მეხ დახკრა ნინიაის სახლთაო;
იწივლა გველმა ლიბუჩიაო,
კეზ გატყდა, კერას გაერეკაო,
ოროლნი გაიხვივნა ძმანიო,
ორნივ გადასჩეს დედ-მამანიო,
ტოტით მბღუნავნი ბებერანიო,
ცელები ჩამაყარნა ზვავმაო,
ქვიშას მამჩლები ნამჴრევჩიაო.

388. ადე, ვაჟკაცო, რაი ჰქენიო
ადე, ვაჟკაცო, რაი ჰქენიო,
ციხეო, რატომ დაიშალეო,
კულაო, რატომ წაიქეციო.
რას ფიქრობთ, ბუღნიაურებაო,
მოდი და ნურცა გაუშვებთაო.
ან თქვენ, შვილებო, რას იზამთაო?
სიკვდილსა მიუტანოთ ქრთამიო.
იქნება ისევ დაგვირჩასაო...

389. გიტირებ, კაცო, არა გინდაო
გიტირებ, კაცო, არა გინდაო,
ჯალაფო კაის კაცისაო.
კვერდიდო, ტაბლა შვენიეროო,
ბევრაის სტუმრის მასპინძელოო.

390. გამოვიარე როშკისგორიო
გამოვიარე როშკისგორიო,
როშკისგორ მიწა აინდგლიაო.
ახალათ ბიძურაის შვილმაო
წამასადგომად აიწიაო.
ციხე დაგვექცა, დედროვანნოო,
ჩაწვა როსტომი მიწაჩიაო.

391. დაი ენაცვალოს თავისაიო
დაი ენაცვალოს თავისაიო
მამესწვერასა მაწმაოელსაო;
არ მისცა მზეი დათვისელსაო,
საფქვავნი მთაში აზიდვნივნაო,
წავიდა, იქაც დაუშალნაო.
წყალი არ მისცა დათვისელმაო,
წისქვილ არ გააბრუნებიაო.
მამესწვერამა მაწმაოელმაო
გაურჯულები გაარჯულაო,
ქაჩეს წისქვილი გააბრუნაო.

392. გორგიო, დედა შაგენაცვლაო
გორგიო, დედა შაგენაცვლაო,
ბერის ჯიჴვის რქათ გიგონ წვერნიო,
ბევრაის დედა აატირეო,
აეხლად ტირის დედაშენიო.
გორგი, შენ ხარა უთურგათიო,
იყავ არდოტის ერთკი მჴარიო.
შენ სიკვდილ ქისტებს გაუხარდაო,
იყავ მითხოელთ ნიავ-ღვარიო.

393. აგეთასამც კი ნუვინ იჴდისო
(ძმაზე ნატირალი დისაგან)
აგეთასამც კი ნუვინ იჴდისო,
მე რო ვიჴადე ფარსმის თავაო,
ძმას მივეყუდე ნატყვიარსაო,
სიპრიელათა იღობებდაო.
თავითი ყორნებ უგოგევდაო,
თვალთად კი ვერა დაეწონაო,
ჴელი ზდებიყვა დაშნაზედაო.

394. თვალჭრელო, ჩვენო აბულეთაო
(შატილივნებზე ნატირალი მზექალუაისაგან)
თვალჭრელო, ჩვენო აბულეთაო,
ნადირობ არ იყავიაეო,
მაღალი წვერი არიშკისიო
აღარცად მაიარიაეო.
ჭანთეთ არ ჩინდა ტერელოიო,
თოფის ჴმა არ მადიოდაეო.
იდუა არცად ომობდაეო,
ხოლიგა არ იცინოდაეო.
ყელჭრელი იდუაის თოფიო
სულწუხად არ გადიოდაეო.

395. გამიცინებენ ლაღნი კაცნი
(ცოლის ნატირალი ქმარზე)
გამიცინებენ ლაღნი კაცნი,
ყმაწვილ-ყმუწვილნი უმეცარნი —
ქმარს ტირის ტოლათ შუქიაი,
შვიდის კვირაის ახალზალი.
შენ წილ გაიყვეს, შე სამიწეო,
შენ მოგარგინეს ახალ სახლიო
ცეცხლდაუნთები, უმყოფლავიო.
მე გეტყვი, ვერვის დაუწონაო,
შენ ცელსა აყენებენ დოღვსაო,
შენ ჴარებს გაიყარეს წილიო.

396. სულეთის ღმერთო მადლიანოო
(გარსიათ ივანეზე ნატირალი მისი ცოლისაგან)
სულეთის ღმერთო მადლიანოო,
მამე ნებაი საუბრისიო:
გამამაცხადე სამზეოსაო,
შენ ამაძრახე სამზეურთაო,
ახლა ჭურჭელი მამეც ჴელთაო.
ჯიჴვო, წაედი საწოლთკედაო,
ვეფხვო, დახყარე საომარიო.
ჩემო ოჟაო, გადამიშვიო,
შამილის თავით გეხვეწებიო,
წილი გაგიწყდა, ბაბღიააო,
ხმა გამიტეხე წყალსიქითაო.

397. ეგ მინდა, დაი დაგენაცვლა
(დის ნატირალი ძმაზე)
ეგ მინდა, დაი დაგენაცვლა,
წიქავ, სისხლიან ტალავარსა.
გეუბენ, გაუმთხილდი მტერსა,
თორემ თოფს დაგკვრენ მესისხლენი.
არ შაგიბრალებს ურჯუკაი
მამკლავსა იმედაისასა.

398. ტანიეს ამბავ გავიგონეო
(ბერდედას ნატირალი ბიძაშვილზე)
ტანიეს ამბავ გავიგონეო,
ციხემა ჩარდახ ჩამოყარნაო,
მაუკლავ ოჩიაურიაო.
გამაგრდი, შუქიაურთ ქალო,
გაჯავრდი, გაიმაგრე გულიო.
დაზარდენ ქორის ბაჴალანიო,
წალალენ შურის საძებრადაო.

399. რა ვქნა, დედანო, მატირალნო
(ნანუკას ნატირალი მამიდაშვილზე)
რა ვქნა, დედანო, მატირალნო,
რაჴლა ვიქჩერა სატირლადაო
ეგ ცისკარაულთ ფალავანიო,
ციხეი ახიელელთაიო,
ციხე უდროოდ ჩამოშლილიო.
ხანჯარო, შენამც აგაძრახაო,
ხანჯარო ბერდიაისააო,
მაგცამც პატრონის საქციელიო,
ენამც ჩაგიდვა უენოსაო.
გულს მოგდებ, ჩემო მამიდააო:
წაოლ, უამბობ ნათელასაო,
შინითაც გატიალებულსაო.
ბერდოვ, დედიდა შაგენაცვლაო,
ესაჩუს გადმაიარიდიო,
შინშ ბეწინტურიც მომგვარიდიო,
გიჟმაჟ ბიჩინაგურაიაო,
ჩემი მზე, ჩემი დამღუპავიო...
შენ არაი გაქვს სახათრავიო,
დისწული დედისძმათაიაო,
სულის ღმერთს გამაეთხოვიდიო,
წამამგვარიდი ბეწიწურიო,
ბოთლანი შაუნახენ ჭრელნიო,
ცხენი უკვებე ქერ-თივითაო.
ლურჯამ დანაყა ნალ-უსმარნიო,
ლურჯამ, პატრონის მაძებარმაო.

400. დედანო, რა ვქნა, ვერ ვიტირებო
(დის ნატირალი ძმაზე)
დედანო, რა ვქნა, ვერ ვიტირებო,
მიმძიმს ტირილი ერთის ძმისიო,
ვერ ვქჩერობ დასატირებლადაო
იმედსა ჩემსა ჩამოშლილსაო.
და შაგენაცვლას გიორგისაო,
ვაშკაცს სახელის მოყვარულსაო,
მავალსა შურის საძებრადაო,
ქისტების ტყვიით დახარჯულსაო.
ძმობამ, ვერ გავსძლებ უშენოდაო,
შენ ვერ გიგონებ სამარესაო,
მზეს ვერ შავხენებ უშენოდაო,
მზეს — უშენობით დაჩრდილულსაო.
შენ ცოლს ვერ ვიჭერ შინ წასულსაო,
ქალსა — სიკეთით არჩეულსაო.
დედას ვერ ვიჭერ გულ მტკივანსაო,
მამას — ტარივით აბრუნვილსაო.

401. ხომიზურაო, შაგენაცვლეო
(ხომიზურაზე ნატირალი ცოლისდისგან)
ხომიზურაო, შაგენაცვლეო,
მე იმას რაად მატყუებდიო,
მაგიოლ გიორგიობასაო,
მაგიტან ჯიჴვის სატყავეთაო,
შაგნანდა, ხომიზურის მზემაო,
საჴარის მაღალ შაჴდომაიო,
არხოტიონთად მეტობაიო,
ჴმლითა სანგალში გადასვლაიო.
დამეწვნეს შენნი სიძობანიო,
მემრ ჩემის ცოლისდაობანიო,
თავჩიით ამამკვნიტენ თმანიო,
ჩაისხენ ჯიბის მასრაჩიგაო.
აეგრავ მია კუჭულანიო,
მესხნიან სარტყლის უბეჩიაო.
აის დრო არ გვერჩიყვისაეო,
შატილ ვისხდიდით ციხის კარაო,
ად-ჩადიოდის ხოყანაიო,
არც კი ვის გადავხენიდითაო.

402. სიძევ, გენაცვლოს ცოლისდაიო
სიძევ, გენაცვლოს ცოლისდაიო,
მაგვწონდი მაკეთეობითაო,
კარგ იყავ სამაკეთეოდაო.
გირჩიეთ ქალი ქალებჩიაო,
ხახონთ ლელაი პირლამაზიო.
ლაშქარ მეტობა რად გინდოდაო,
განა შენ ქალ-ზალ მადიოდაო.
მიშველე, იმას ვინ გეძახდაო!..

403. აბეჩავ, ჭოლიკაურთ ვეფხოვო
(სამძიმარის ნატირალი ჯღუნაზე)
აბეჩავ, ჭოლიკაურთ ვეფხოვო,
მორიალესა ღგვანდი მგელსაო,
მტრისაკენ დასატიებლადაო,
მგორიალესა ღგვანდი ქვასაო,
მთაშიგით ჭალას გავარდნილსაო.
ეს ტახტიც რად არ გაიყოლეო,
გვერდების მოსასვენებლადაო,
ნაბადიც უნდა წამოგეღაო,
ავდარჩი დასაფარებლადაო,
დვირბინიც უნდა წამოგეღაო,
ნადირთად გასახენებლადაო.

404. დედა გენაცვლოს, დედის ქალაო
(ნათელას ნატირალი მაიაზე)
დედა გენაცვლოს, დედის ქალაო,
ახალ ტალავარ ჩაიცვიდიო,
ე თმანი ხუთად დაიწნიდიო,
სულეთ ბიბინით იარიდიო,
ობლის ობოლი გაზარდიდიო,
დედო, კალთაჩი ჩაისვიდიო,
თოხოლჩათ ქალ ორ, იკვეხნიდიო.

405. გიტირებ, აგრემც გენაცვლებიო
(თარუას ნატირალი გიგიზე)
გიტირებ, აგრემც გენაცვლებიო,
ღირხარ ვაშკაცი სატირლადაო,
შურის საძებრად დამავალიო,
არხოტის ჭალას დაზღეპილიო,
ტყვიისგან დანაგაბრებულიო.
შენ დაალეგენ დედ-მამანიო,
შენ დააოჴრენ სამნი დანიო.
ეხლა მიზდიხარ სამუდმოდაო,
მზე გიდგას უკენობისაიო,
გჩება აბჯარი, იარაღიო,
დაგჩა შვინდაი უმჴედროდაო,
ცხენი დაგეძებს საოჴროიო,
იკლებს სოფელსა ჭიხვინითაო.
ცოლი შინ დაგჩა ახალზალიო,
ცოლი, ნარჩევი სიკეთითაო,
კარგის დედ-მამის გვარისაიო.

406. გორგი შენა ხარ თველექათიო
(მზიას ნატირალი გორგიზე)
გორგი შენა ხარ თველექათიო,
მთაჩი მჴოცელი ჯიჴვებისაო,
ჭალას მითხოველთ ვაჟებისაო.
შენ შენ ფერნ გინდან მატირალნიო,
შენის ვაჟობის დამფასავნიო.
ბრალია მგელა არ მამიკვდასო,
რო დასწვა მიწის ლოგინზედაო.

407. ათათა, ბიჭო, ბალახაიო
(მზექალუასგან ნატირალი სამუკაზე)
ათათა, ბიჭო, ბალახაიო,
გამკვირებიხარ სამუკაიო!
იმით კი უფრო გამიტრელდიო,
სკლატის ცმა არა იცოდიდიო,
ლეგა ჩოხაი ჩაიცვიდიო,
გვერდზედა ქუდი გაიგდიდიო.
ალაღებულსა ღგვანდი წყალსაო,
ვერ გასავალსა ცხენისასაო,
პირგამართულსა ღგვანდი თოფსაო,
ჴმაძალიანსა სიათასაო.

408. ჩემო მამაო, მამამთილო
(დანიშნული ქალის ნატირალი საქმროზე)
ჩემო მამაო, მამათილო,
ჩემი აქ მოსვლა რად გეწყინაო?
შენ შვილს მიქებდეს სანეფოდაო,
წამოვედ იმის საცნობლადაო.
ეგ კარჩი აღარ გამოჩინდაო,
აღარ იკადრა ჩემ ნახვანიო.
დავსწყივა, დედის ერთაიაო,
თუ არა, მყოლებ დამიწბილაო.
ჩოჴა მოვართვი ორშიანიო,
თათი, ბაჭიჭი ყაჭისაიო,
არ იღებს, გაჯავრებულიაო.
დღეს მოვედ, იქავ წაოლ ხვალაო,
უკლო უკლოდავ გავბრუნდებიო.
გვირგვინი მაშინ გამიშავაო,
აეხლად მიწამ გააშავოსო.

409. ლელაო, დედა შაგენაცვლაო
(ბერდედის ნატირალი შვილზე)
ლელაო, დედა შაგენაცვლაო,
გამწყრალი მიხოლ დედისაიო.
შენმა მზემ, შენი სიკვდილითაო,
მე არას გამოვილევ გონსაო,
ვერ დამაცილებ გიგიასაო.

410. გიტირებ, ლამიანის მზემაო
გიტირებ, ლამიანის მზემაო,
აგრე მიწასა გასარევაო.
შენ შამაჩვენე სრუყველასაო,
დიაცმა ქმარი დაგიტირეო,
მავალი არიარეზედაო,
ველზე მთენეო ღამეთაო,
მლაჴაო მთა-ლემადეთაო.
გაუტეხელო რკინის კვერო,
მავალო საურჯულოოსაო.
ჴელ მაგიმართას მშვიდობითაო,
წახვედ, მიუხოლ თავისებსაო,
წერასამც მოხჴდი თათუასაო,
ყალანსამც მოხჴდი მოკლიასაო.

411. ფასიორათამც დაღლევს ღმერთიო
ფასიორათამც დაღლევს ღმერთიო,
მისცეს დვირბინი იმედასაო,
აკუშოსღელეთ გამახენაო,
იცნა მთიბელი მთიბლებჩიაო,
ლეგოსანაი წითლებჩიაო.
მთიბელო, ჯვარის სათიბეთაო,
თოფმა ბუჩამა ჩამოგხვივლნაო,
დაგასრევივნა კაფიანიო,
ნამჴრევნი სისხლით დაგასვრივნაო,
ნამჴრევთ სათავეს დაგჩა ცელიო,
ნამჴრევთ ბოლოჩი სალესველიო.


მთქმელები:

381. ორშაბათ გათენებადა
თსუფა №28593. მთქმელი მარო გოგოჭური, ჩამწერი ნიკოლოზ ზვიადაური.
ატაბე, 1985.
280
ხალხური პოეზიის ანთოლოგია
382. შარმანაულო, შავარდენო
მსე, III, 1940, გვ. 93. ჩამწერები
მელანო
ბალიაური
და ნიკო
მაკალათია.
ტექსტს
ახლავს
ჩამწერების
შენიშვნა:
“ვისი ნატირალი
არის, ან ვინ იყო შარმანაული,
ეს არც მთხრობელმა
იცოდა
და ვერც სხვებმა
ახსნეს.
ჩაწერილია
მგელა
ჭინჭარაულისგან,
47 წლის. 15.VIII. 1937 წ., ს. შატილი”.
383. გუშინ გავიგით ჴევსურეთაო
იქვე,
გვ. 123. ჩამწერები
მელანო
ბალიაური
და ნიკო
მაკალათია.
ჩამწერების
შენიშვნა:
“ვიღაც უცნობის
ნატირალია
პირაქეთ
ხევსურეთში
ბერდია
ცისკარაულზე
(ჯურჯიაულნი იგივე
ცისკარაულებია,
ერთი
გვარია,
მეორე
მამიშვილობა).
ჩაწერილია
ლელა
ბალიაურისგან,
60 წლის. 17. VIII. 1936 წ.,
ს. ახიელი”.
384. შატილიონთამც ვენაცვლებიო
თსუფა №27428. მთქმელი ბუბიკა ხახონის ასული ჭინჭარაული, 67 წლის,
ჩამწერი ზურაბ კიკნაძე. სოფ. ხახმატი (ხევსურეთი), 20.VII.1981.
385. ადე, შე თათართ ჯავახაო
თსუფა
№24427. მთქმელი,
ჩამწერი,
ადგილი
და თარიღი
იგივე.
მთქმელის
შენიშვნა:
“მზექალუას ნატირალია
შატილიონზე.
მომაკვდავმა
სთხოვა
მზექალუას
ცოცხალი
მიტირეო,
ცოცხალზეა
ეს ნატირალი.
იტირა
თუ არა, მომკვდარა.
ამბავი:
ქისტებს
საქონელი
გაუტაცნიათ,
ეს კაცი
სამკალიდან
გამოქცეულა,
დადევნებია
და სასიკვდილოდ
დაუჭრიათ
ქისტებს.
თიაყანი
— ჭინჭარაულთა
ერთ-
ერთი
მამიშვილობა
შატილში”.
386. სისხლი მავიდა გუდელასაო
თსუფა №23186. მთქმელი მინდია ძიას ძე არაბული, 80 წლის, ჩამწერი ამირან
არაბული. სოფ. ჩხუბა (ხევსურეთი), 1978 წლის 2 თებერვალი.
387. ოჩიაურნი ჩამოსეტყვნაო
მსე III, გვ. 112-113, №48.
388. ადე, ვაჟკაცო, რაი ჰქენიო
თსუფა №24819. მთქმელი ბუბიკა ჭინჭარაული, ჩამწერი მაყვალა ხაჩიძე.
ხახმატი (ხევსურეთი), 1981 წლის ივლისი.
389. გიტირებ, კაცო, არა გინდაო
თსუფა №23875. მთქმელი მაია აპარეკას ასული ჭინჭარაული, 55 წლის, ჩამწერი
შორენა თეთრუაშვილი. სოფ. ჭიე, 1979, ივლისი.
390. გამოვიარე როშკისგორიო
თსუფა №23873. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და დრო იგივე.
281
შენიშვნები
391. დაი ენაცვლოს თავისაიო
თსუფა
№24609. მთქმელი
თათუა
არაბული,
72 წლის, ჩამწერი
ტრისტან
მახაური.
სოფ. ვერხველი
(თიანეთის რაიონი),
1981 წლის 5 თებერვალი.
მთქმელი
გვიამბობს:
“მე მაწმაოდან
ჩამოსახლებული
ორ. უწინ იქ ცხოვრობდა
მამესწვერა.
დათვისში
კი გიგაურს
უცხოვრია.
მამესწვერას
გიგაურისად
მზე არ მიუცავ

ეს მზეი ჩემი
მჴრისად
მადისო.
ამაზედ
არის ნატირალი”.
392. გორგიო, დედა შაგენაცვლაო
მსე III, გვ. 94, №3.
393. აგეთასამც კი ნუვინ იჴდისო
იქვე, გვ. 100, №13.
394. თვალჭრელო, ჩვენო აბულეთაო
იქვე, გვ. 103, №19.
395. გამიცინებენ ლაღნი კაცნი
იქვე, გვ. 107-108, №32.
396. სულეთის ღმერთო მადლიანოო
იქვე, გვ. 107, №30.
397. ეგ მინდა, დაი დაგენაცვლა
იქვე, გვ. 109, №37.
398. ტანიეს ამბავ გავიგონეო
იქვე, გვ. 108, №34.
399. რა ვქნა, დედანო, მატირალნო
იქვე, გვ. 117, №63.
400. დედანო, რა ვქნა, ვერ ვიტირებო
იქვე, გვ. 117-118, №64.
401. ხომიზურაო, შაგენაცვლეო
იქვე, გვ. 96, №7.
402. სიძევ, გენაცვლოს ცოლისდაიო
იქვე, გვ. 116, №60.
282
ხალხური პოეზიის ანთოლოგია
403. აბეჩავ, ჭოლიკაურთ ვეფხოვო
იქვე, გვ. 118, №66.
404. დედა გენაცვლოს, დედის ქალაო
იქვე, გვ. 121, №76.
405. გიტირებ, აგრემც გენაცვლებიო
იქვე, გვ. 122, №82.
406. გორგი შენა ხარ თველექათიო
იქვე, გვ. 97-98, №9.
407. ათათა, ბიჭო, ბალახაიო
იქვე, გვ. 104-105, №23.
408. ჩემო მამაო, მამამთილო
იქვე, გვ. 108, №33.
409. ლელაო, დედა შაგენაცვლაო
იქვე, გვ. 109-110, №39.
410. გიტირებ, ლამიანის მზემაო
იქვე, გვ. 11, №44.
411. ფასიორათამც დაღლევს ღმერთიო
იქვე, გვ. 95, №5.


Last edited by mzebneli on Sun Oct 17, 2010 9:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Oct 17, 2010 9:24 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნიდან "ხალხური პოეზიის ანთოლგია"

ხმით ნატირლები – ფშაური

412. სიკვდილო, შვილი გაგიზარდე
სიკვდილო, შვილი გაგიზარდე,
მე სხვა დედებს კი არა ვგევარ,
ძალიან დაღონებული ვარ,
სისხლის და ცრემლის ტბორში ვზივარ.
აქამდე ბედნიერი ვიყავ,
ეხლა კი მწუხარების მზე ვარ,
დაღონების მზე გადახრილი,
გორს იქით გადაფარებული.
ვაჰმე, სიკვდილო, რა ყოფილხარ,
ხანჯრებით ჩამიკაფე გული.

413. სიცოცხლის ღირსი აღარა ვარ
სიცოცხლის ღირსი აღარა ვარ,
მცხვენიან თვალთა გახილება.
მე შვიდი შვილის დედა ვიყავ,
ეხლა არცერთი მებადება.
ვერ გამიგავის, ვის დედა ვარ —
სიკვდილისა თუ სიცოცხლისა?!
დღესა და ღამეს ვეღარ ვარჩევ,
ჩემთვის სუ არი უკუნეთი,
ჩემთვის სუ არი ჯოჯოხეთი.

414. ხალხო, რად გიკვირთ
ხალხო, რად გიკვირთ, გიჟი რო ვარ,
ანადა რო ვარ დაჴელთილი?
შვილი დავკარგე ქვეყნის სწორი,
სახე ცრემლით მაქვ დასეტყვილი.
გმინვა ვარ გულის გამლეწავი,
შავ შუაღამე გადასული,
მე სუ უკუნეთ ღამედ ვივლი,
გული მაქვ, გული დაგლეჯილი.
სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ,
ერთხელ შენ თავად რად არ მაჰკვდი,
თოვლივით მზეზე რად არ დასდნი?
წეღან აქ ვინამ დამაყვედრა,
სუყველა შენი ბრალი არი:
სიცოცხლე თავად გააჩინე,
სიკვდილიც შენივ შვილი არი.

415. ნეტავი გაუმარჯვა ღმერთსა
ნეტავი გაუმარჯვა ღმერთსა,
შავეთსამც მისცა — შავეთს — კარი,
რო შვილებისად თვალ დამევლო,
ჩემ სანათაი როგორ არი.
თამარ — ვერ გაიზრდებოდაა —
გასათხოვარი ნეტარ ქალი?

416. კოწიწათ ქალი არა ვარა
კოწიწათ ქალი არა ვარა?!
თავმწვეტი მწივან გველივითა.
მე იმდენ ყისმათს რა მამცემდა,
ორ-ორი ვაჟი მექორწილა,
მეზიდნა საკვლეველეები,
ჭრელ ფარდაგები მაქსოვინა;
ორ-ორი დამრჩა ყდაზე ქსლები,
ქსლები, რა ქსლები — ორშივნები;
ბეჭ-სახეხელის გრიალშია
ცის ქუხილ აღარ მამდიოდა.
დედა ენაცვლოს ჩემ ქალებსა,
ჩემ ნინოსა და მარიამსა,
ვზივარ ორ კუბოს შუაშია,
ორპირად მიწა მენგრეოდა.

417. ნეტავი ღმერთსამც გაუმარჯვა
ნეტავი ღმერთსამც გაუმარჯვა,
ნანატრი ჩემიმც გამიცხადა,
ჩემი თამარი გამიცოცხლა,
გაცოცხლებული ვაჟიმც მიქნა,
მთაში მთიბელში გამირია,
ჭალაში ყანის მომკალშია,
ქალს მე ქალობით არ გიტირებ,
ქალი ხარ ვაჟებს მისათვლელი,
ტვირთს ვაჟკაცურად აიკიდებ,
ცულსაც ხეს დაჰკრავ ვაჟურადა.

418. ღამეო, შენამც გენაცვლები
ღამეო, შენამც გენაცვლები,
შენაც ჩემ დარდი გაგიგავის;
ძალიან ბევრი გიტირებავ,
ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვრავის.
გათენებაო, შენც გენაცვლე,
შენც ჩემი დარდი გაგიგავის;
მთის ყვავილებზე, ბალახებზე
ცვარ-ნამის ცრემლი დაგიღვრავის...
ჩემ შვილს რად უნდა სამოსელი?
ჩოხა გახადეთ, გადააგდეთ.
მიწის სამოსელ შაუკერეთ,
სარჩულად მოთქმა დაუდევით,
ცრემლები ღილად დაუკერეთ,
სამარეს პირი გაუკერეთ
ჩემი ცრემლების ძაფებითა,
ხავერდოვანი ბალახითა.
სამარევ, პირი დაიბანე
მწუხარე დედის ცრემლებითა,
მიწაო, შვილი შემინახე,
შენ შემოგჩივი ვედრებითა.

419. შენ სწორად ზეცა გატეხილა
(ჩვილის დატირება)
შენ სწორად ზეცა გატეხილა, შვილო,
ჩამუარდნილა, დაგცემია, შვილო,
ატატაი გაგიკეთესა, შვილო,
სიარულს თუ გასწავლიანა, შვილო?!

420. დაღამებისა ოთხშაბათსა
დაღამებისა ოთხშაბათსა
შვილსა საკინძი გამაუბი,
გავგზავნე სალხინებელჩია,
პირსისხლიანი მამივიდა.

421. ნათესავ-მოკეთენ მოგივიდენ
ნათესავ-მოკეთენ მოგივიდენ,
დედა-შვილობას, ამაჰხედენ...
ვაჲ, შენ დედასა და მიწის წვენი! —
ვეღარ თუ წახვალ სათიბლადა...

422. ო, რა ცოტახან გამალაღე
ო, რა ცოტახან გამალაღე,
სულ სანთელივით მინათებდი.
შენ იყავ ჩემი მზის ნათელი,
გამიქრი, დავრჩი ბნელაშია.

423. დედა ენაცვლოს შენ სიყრმესა
დედა ენაცვლოს შენ სიყრმესა,
მაგ შენ განიერ მხარ-ბეჭებსა,
შვილო, შენ გავლა-გამოვლასა,
გაცინებასა პირისასა.
შვილო, რა მიყავ, სად მიდიხარ,
ბებო-პაპათ აქ რად მიწირავ?
დაღონდებიან საცოდავნი,
უშენოდ ვეღარ გაიძლებენ.
მე კი მზეს ვეღარ დავინახავ,
ვეღარც გამუალ შინაითა.

424. დედა გენაცვლოს, ჩემო ქალო
დედა გენაცვლოს, ჩემო ქალო,
დედის მემთეო, მებარეო.
დედის მექსლეო, მეჯარეო,
ცხვარი გიყვარდა სამზეოსა,
საიქიოსამც მოგივალის
თეთრ ბატკნიანი ბღავილითა.

425. სიკვდილო, მოკალ მარჯეკალი
სიკვდილო, მოკალ მარჯეკალი,
ჩემი ხოშარას გამთხუები.
წყალსა ვერა ვსვამ გუბისასა,
წყაროსასა ვარ დაჩვეული;
პურსა ვერა ვჭამ ქერისასა,
წმინდისასა ვარ დაჩვეული;
ბრაწზე ვერ ვაბამ აკავანსა,
გაწყდება, გადამივარდება.
მინამ მე მივალ საკრეფადა,
უწინ ყორნები მიმასწრებენ.
ვიგროვებ კაბის კალთაშია
ტვინსა ჩემისა შვილისასა.

426. სამთა ფრინველთა ჩამეერეს
სამთა ფრინველთა ჩამეერეს,
სამთავემ ფარსნიელაობით.
ულვაშნი პირით გადმოჰქონდეს,
მა ტერელოთა გუშინისა,
ლაშქარს ნამყოფი ვაჟკაცისა.
სუყველა პირშიშველა იყო,
თუ იქნებოდა თორღვაისი,
თუ იქნებოდა ჩემ შვილისი.
ბევრი ვეხვეწე, ვემუდარე,
ულვაშნი აქ ჩამამიყარეთ,
დედა ხვარ იცნობს, ვისნიაო,
მაგრამ მე არა გამიგონეს.
პირთავქვ წავიდნენ საოჴრონი,
ულვაშნიც გაიყოლეს თანა.

427. სულნ დამეღალნენ, ჩემო შვილო
სულნ დამეღალნენ, ჩემო შვილო,
მამაც დაბერდა ტკივილითა.
რარიგ მწარეა გაზაფხული
მწვანითა, ტყე-ველთ ბიბინითა,
ოჴრადა გდია გუთანიცა,
ჴარებ დადიან ბუბუნითა.

428. დაიცა, ცეცხლო, ნუ მედები
(ბაჩანას მეუღლის ნატირალი)
დაიცა, ცეცხლო, ნუ მედები,
ვერ დაგიწვივარ და ვერც დამწოვ;
დაიცა, გულო, ნურც შენ მებძვი,
ვერ მოგიკლივარ და ვერც მამკლავ!
სიკვდილო, ნურც შენ მოგწონ თავი,
სირცხვილზე მეტი არც შენა ხარ...
თქვენი ჭირიმეთ, ჩარგალელნო:
დებო და ძმებო, ბიძეებო,
განა რო შამიფერა ღმერთმა,
არ მაპატია, მაზღვეინა
გადამდეგობა თემსოფლისა,
გადამდეგობა თემთ პირისა!
რას უშავებდა ეე ბალღი,
აქ არ ვიყავა დამნაშავე?!
რადარ დამთხარნა ორნივ თვალნი,
რადარ დამიჴმნა ორნივ ჴელნი...
დედა მოგიკვდეს, მასონაო,
აგაღებინე ენა-ყბადა,
წაგაღებინე ქარსა დ’ წყალსა!

429. მინდვრის პატარა ბულულაო
მინდვრის პატარა ბულულაო,
ფშავში ყვავილად ამოსულო,
შე ცოტაის ხნის სიხარულო,
სიკვდილის ცელით მოთიბულო,
სიცოცხლისაგან წილაყრილო.

430. ობოლ-ოჴრობით გაზრდილი ვარ
ობოლ-ოჴრობით გაზრდილი ვარ,
მაღალსა ვეხვეწები ღმერთსა,
ერთი მყავ შვილი, ნუ ჩამამყრი,
ნუღარ დამილევ წილ-ნაწილსა.
ნუ გამამიჯრი სახლის კარსა,
ნუ გამიოჴრებ წილ-ნაწილსა.
ნუ ჩამიჯანგავ ცელ-ნამგალსა,
ჴელჩი ნაჭერსა შვილისასა;
ნუ გამიოჴრებ ჴარ-გუთანსა,
ნუღარ დამილევ წილ-ნაწილსა.

431. მე ძმა გავგზავნე ტერელოსა
მე ძმა გავგზავნე ტერელოსა,
მე ძმა გავგზავნე ჯუღურაი,
თორმეტ მეომარს გავაყოლე,
ტერელოთ სახელს მაიტანსო,
ეხლა მესამე თვე შესრულდა,
თეთრ საჩიქილე დავაბარე,
საკაბე კიდევ — წითლიანი.
გზათაკ თვალი მაქვ, არ გადმოჩნდა,
ეხლა გადმოჩნდა დამამკვდარი,
მაგრამ გადმოჩნდა ხისფეხითა.
შავ საჩიქილე მაიტანა,
საკაბე კიდევ — ჯიგრიანი.
ვეღარც მარჯვენა მაიყოლა,
ისიც ურჯულოთ მაუჭრავის,
თავის ციხეზე დაუკრავის.

432. დაიცა, მზეო, ნუ ბრძანდები
დაიცა, მზეო, ნუ ბრძანდები,
დაიცა, დღეო, ნუ ღამდები,
და-ძმათ ბევრი გვაქ სასაუბრო.
ელდიათ შვილო, ელიზბარო,
ელდიანი ხარ, დაჴელთილი,
უკანაფშაველთ, დალეულთა,
ჴელში როგორღა ჩაუვარდი.
ნეტა რომელი უფრო სჭრიდა,
ენა მტრისა თუ ხანჯარიო?

433. ჩემ სულაი და კურდღელაი
ჩემ სულაი და კურდღელაი
ახუნს დავგზავნე სათიბლადა,
ეხლა მესამე დღე გაუჴდა,
ნამჴრევ არადამ დააჩინეს.
არ ვიცი, რაჲრა მაუვიდა,
არ ვიცი, ქარმა გადაჰკარგნა,
ახუნი დახვდა ქარიანი.
ან თუ ფშავლებმა დამიჴოცეს,
ფშავლები ღალატს უპირებდენ.
ჩემ სულაი და კურდღელაი
ჩარგლისკარს იყვნენ დაჴოცილნი.
სისხლის მორევში მოდიოდეს
ფშავლების ჴმლებით ჩაკაფულნი.

434. ქალმა ახუნსა შაუტირნა
ქალმა ახუნსა შაუტირნა,
ქალმა, საყელო ცრემლიანმა:
— ახუნო, რა ჰქენ ძმანი ჩემნი,
ჩემ სულაი და კურდღელაი.
ვაჲ, თუ ფშავლებმა დამიჴოცნეს,
ფშავლებმა ღალატიანებმა!
ჩარგლისკარს იყვნენ დაჴოცილნი,
სისხლის მორევში ტრიალებდნენ.
ჴელში ეჭირა თავის ჴმლები,
ყორნებს ერთმანეთს უგერებდნენ;
ჴელში ეჭირა ფარებიცა,
ერთმანეთს მზესა უჩრდილავდნენ.
რახან სულაი ცელს გამართავს,
ბალახნი დაეღონებიან;
რახან კურდღელა თოფს გამართავს,
ნადირნი დაეღონებიან.

435. სიკვდილის ჯავრიმც ამამყარა
სიკვდილის ჯავრიმც ამამყარა,
იმასამც მისცა ოროლი და,
ორივ ერთურთზე უკეთესი.
ორივ მოკლ-მოკლედ დაუჴოცა,
მე კი შორაით მაკვლეინა,
გავიხარებდი მაშინისა.

436. მაგრა ნუ დაჰკრავ, ჩემო ძმაო
მაგრა ნუ დაჰკრავ, ჩემო ძმაო,
აგრემც დაჲმარხავ თავის დასა,
თორო მათრაჴი დაგიწყდება.
ლაშარობას რო შაიყრებით,
მაშინ სწორები დაგცინებენ —
დაუწყდა, ჴმარობს ვეღარაო...

437. ნეტავი, ძმაო ერეკლეო
ნეტავი, ძმაო ერეკლეო,
ერთა ქალაიმც დაგრჩომიყო,
ატირდებოდა, გზის პირია,
მგზავრები, ავლილ-ჩავლილები, —
სუყველა პურას მაუტეხდა.
გაგეზრდებოდა, ძმაილამა,
ძმაო, მამგონე გექნებოდა,
მამგონე, ძმაო, სამზეოსა,
შვილი გეტყოდა შანდობასა.

438. ე ნამგალ რადღა დაამზადე
ე ნამგალ რადღა დაამზადე,
ძმაო ბუთლაო, აბა, მითხარ,
აგრემც ღვთისავარ გენაცვლება,
ჯერ ხო ყანის მკან არ არიან.
რძალო, სადა ხარ, მარიამო,
ხაა, შე ევედრაულთ ქალო?
აბა, სათითენ სადღა ჰქონან,
სახელეურე დ’ სალესველი? —
გამაუტანე სუყველაი,
პურიც ჩაუდევ გუდაშია.
ბუთლა თუ სამკალს ემზადება,
ეგებ მეც გამიყოლოს თანა,
ძნიეებს მაინც შაუკონავ.
ვაჲ, შენ ღვთისავარსა, აგრიაა!
რაად დაღუპე სახლი დ’ კარი,
რაად დაღუპე თავის ძმები?
ვაჲმე, ენა-პირ არ მივარგა,
შენთან საუბრით რა გამაძღებს.

439. ცითამც მეხ დასცა მათურელთა
(ცოლის ნატირალი)
ცითამც მეხ დასცა მათურელთა:
პაპალიასა, ჯარიასა, —
მაგათ მამიკლეს სარქიაი,
მაგათ დამხურეს თავზე ცანი!
მუშტით რას უქამ ურჯულოთა,
მუშტით ურჯულოთ მეომარო.
გაბრუნე — ვეღარ დაგაბრუნე,
გაგები ჩოხის ბოლოზედა...
მათურელთ ისიც მამიგონეს:
“თეთრუამ ქმარი მოწამლაო”.
არა ვარ შენი მოღალატე,
ნუმც მიღალატოს შენ მწერალმა.

440. მიშველოს წმინდა გიორგიმაო
მიშველოს წმინდა გიორგიმაო,
იმ ჩემის მამის სალოცავმაო,
დავდნები შენ წილ კერაზედაო,
შენ სახლში არ გავაქრობ ცეცხლსაო,
საყელოს შიგნით შიბთ დავმალავო,
ჩამოვიფარებ ჩიქილასაო,
მოვკვდები შენის გულისადაო,
არ გიღალატებ არასდროსაო.

441. ადე, თავმკვდარო, რას უწევხარ
ადე, თავმკვდარო, რას უწევხარ,
რა ვუყვა მე შენ ჭირნახულსა,
სუ არიარე მოფანტულსა.
ანდა რა ვუყვა შენ ჴარებსა,
კარში მოვწირავ, დასჭამს მგელი,
შინ შავყრი — წყალში დაირჩვება,
ბანზეით ჩამონადენშია.
სად არი ჩემი დიდ ჴარები,
ობოლ-ქვრივთ ნახვას ნაჩვევები.

442. იყვეს სირცხვილი, თუ იქნება
(დანიშნულის ნატირალი)
იყვეს სირცხვილი თუ იქნება,
იცინოს, ვინაც გაიცინებს.
ეს დედამიწაც მაგარია,
ცაც მაღალია, ხალხო, ჩემდა!
მოიდა მზე და მუელ მეცა,
დედაო, განა დედამთილო,
შვილს უთხარ, კარჩი გამოიდეს,
თორო შავარცხვენ, შავალ შინა.
შენ თავს მიქებდენ, ახალგაზრდავ,
ყვარას ადგილად მიწუნებდენ.
მე კი შენ არას მამეწონე,
ადგილ ძალიან მამეწონა.
მე იმდენ ყისმათს რა მამცემდა,
შენი ჯალაფი გავმხადრიყავ.
ბარში დამემკო მამულები,
მთაში წილობა გამეთიბა.
დაგითხუებდი ლამაზ დებსა,
დაგიმარხავდი დედ-მამასა.
ბატარძალს თეთრი კაბა უნდა,
მე რად ჩამაცვი ეს შავები?!
გაურჯულებელ გავარჯულე,
უნეფოდ მუედ ბატარძალი.
ბატარძალს სიცილ მაუჴდება,
მე კი რად მუედ ტირილითა?!
ავდგები, წავალ ისევ შინა,
ნახეთ, სიმწარე როგორია!

443. ნეტარ მეც კი თუ აგძრახდებით
ნეტარ მეც კი თუ აგძრახდებით,
ჯალაფნო ჩემნო, უცნაურნო,
აბა, რა ვიცი, სადა მყვანდით,
ერთხელ როგორ ვერ მამიხვედით,
კი მაინც გამეცნობინენით.
ახლა მითხრიან, ვაჲმე, სხვათა:
ქალო, სუყველა გაგითავდა...
ხუთ-ხუთ მულ-მაზლი, ვერ ვიუბნებ,
მეექვსე არი დედამთილი.
შენზედ მამიდის, ბიჭო, თვალი,
დედისერთაო, შე ერთაო.
იმთვნადამც დაეცადა ღმერთსა,
დაექორწილე დედ-მამათა.
ნეტავი ფეჴზე დაგაყენა,
ე ცხენ კოხტაიმც შაგიკმაზა,
ხურჯინიმც აგიკიდა ზედა.
შენც ქამარ-ხანჯარ შემოგარტყა,
ისე გაგმართა სამგზავროსა,
ვიტყოდი: — ჩემი მაზლი არი,
რარიგ თავ მამეწონებოდა.

444. ეგეთ კი არვის რა უნახავ
ეგეთ კი არვის რა უნახავ,
ერთ რო მე ვნახე, ბეყოს ქალმა:
წითელი გველი წოლილიყო
ლამაზი ვაჟის საფლავზედა.
ფეჴი ამოვკარ, გადავაგდე,
ისევ დამიძვრა ძვალებშია.

445. ბუნების ძალავ, დალოცვილო
ბუნების ძალავ, დალოცვილო,
იმ ჩარგლელ ვაჟებს გადახედე,
ჩარგლელებს, ჩარგლით წასულებსა —
დედებს მშვიდობით მაულალე,
დედებსა დაღონებულებსა.
ვაჰმე, ნუ გახდი, დალოცვილო,
ველზე ყვავ-ყორანთ საჭმელადა;
ეგებ დაბრუნდნენ მშვიდობითა,
თავის ოჯახებს მაჰპატრონდნენ,
ოჯახებს დაღონებულებსა.
დაულაღდება დუშმანიცა,
დაუთხოვდება ცოლებიცა,
აუტირდება ობლებიცა;
ნეტარ რას იქამთ, ბეჩავებო,
შავეთში გასაოჴრებშია,
დედები გულით გიტირებენ,
ცოლები კიდევ გულგარეთა.

446. არ გვიღალატოს მაღალ ღმერთმაო
(ოთხი ძმა ბაჩლელის დატირება)
არ გვიღალატოს მაღალ ღმერთმაო,
გვიშველოს ყვარის ღვთისმშობელმაო,
თითო მარჴილში ორ მკვდარიაო,
გაგვანადგურა, ხალხო, მტერმაო;
ყურებიც აქვთო დაჭრილებიო;
ამათ აღარც რა შაუძლიათო,
გვიშველეთ რამეო, შამბრალენო,
ორ მარჴილიაო, ოთხ-ოთხ მკვდარი,
აქ ჩვენ მეშველიც აღარ არიო.

447. ნეტავი ლოგინ შაგვიცვალა
(მარტოხელა მოხუცი ქალი ვაჟს)
ნეტავი ლოგინ შაგვიცვალა,
მე შენ მაგივრად მოვკვდებოდი,
რა ჯალაფნ დამიღონდებოდნენ,
რა ობლებ ამიტირდებოდნენ.

448. სახლიც ტირის და კარიც ტირის
სახლიც ტირის და კარიც ტირის,
სანაპირონი ჩამოდიან.
წვიმათოდენი ცრემლი გინდა,
ფოთოლთოდენი მოტირალნი.

449. ჩათაღო, კულულაღათ შვილო
ჩათაღო, კულულაღათ შვილო,
ადგილის წილით გამოსულო,
შე სახლის წილით გამოსულო,
აიმას არ მეუბნებოდი —
რო ოროლ ჩოხა მამიქსოვე,
ორივ ზედიზედ ჩავიცვაო;
ოროლ ახალოხ შამიკერე,
ორივ ზედიზედ ჩავიცვაო;
მე კი შენ ნათქომ შავასრულე,
ჯანაბას წადი, თუ არ მოხვალ.

450. შენ, ჩემის მამის სალოცავო
შენ, ჩემის მამის სალოცავო,
ლაღო, ლამაზო, იაჴსარო,
მარჯვნის მჴრით ჩაჰყევ ჩვენ მიხასა,
ეგებ რო წყალში არ ჩააგდო.
ღმერთო, უშველე, დალოცვილო,
ნუ გაუოჴრებ სახლსა დ’ კარსა.
უშველე თავის სალოცავო,
ნუ გაუოჴრებ ცხვარ-ბინასა.
თქვენაც უშველეთ, სულწმინდანო,
ნუ დაუქვრივებთ ლამაზ ცოლსა.
ცხენას კი აღარ ავაჴსენებ,
გაუშვით, კლდეზე დაილიოს!
ცხენია შენი მოღალატე,
წყალში როგორ არ გაგიყვანა!

451. ქეთო, რა გიქნავ, ქალო, ესა
ქეთო, რა გიქნავ, ქალო, ესა,
რად დააღონე დედაშენი?
შენ ჴელით ოქრო იწურება
და შენ მიწაში ვინ გიგულებს!
კუბოს ფიცრებო, გეხვეწებით,
გადაიქცენით ქვა-რკინადა,
ქეთოს მიწა გულს დაეყრება,
ამას მიწის გულ არაი აქვ.

452. აბა, ივანე, მითხარ, ბიჭო
აბა, ივანე, მითხარ, ბიჭო,
ე ბალღ როდის გაზარდეთ იმოდენი,
რო თავის წილ-ადგილ მაიკითხა?!

453. აბა, მიწის ხალხნო, როგორა ხართ
აბა, მიწის ხალხნო, როგორა ხართ?
პატარა სტუმარ მოგიყვანეთ,
თქვენ იცით, კარგად მაუარეთ.
დედის ძუძუსაც ჩაგაყოლებთ,
ზამთარია და შაგცივდება.
წამლებსაც ბევრსა ჩაგაყოლებთ,
ავადმყოფს გულიც აგტკივდება.

454. დაიცა, მზეო, არ დაბრძანდე
(ვაჟა-ფშაველას დატირება)

დაიცა, მზეო, არ დაბრძანდე,
ღამით მე ვერას გავარიგებ.
ვინა თქვა, ვაჟა აღარა გვყავს,
ცა-დედამიწამც დაქცეულა.
უღირსნი დარჩნენ სამზეოსა,
ვაჟკაცნი მიწამ უნდა ჭამოს.
შენ იყავ ქვეყნის თანასწორი,
მზე-მთვარესავით მოსდიოდი
ბეჩავთ, ქვრივ-ობოლთ შველისადა.
ღმერთმა გიმრავლოს ე საყოლი.
მზეო, დაიცა, არ ჩაბრძანდე,
იქნება ლუკა გაგვიცოცხლდეს,
იმ ქვეყნის სწორმა გაგვახაროს,
სალხინოდ გახდეს სატირელი.



455. თათარავ, მამკლავს არ დაგიწყევ
თათარავ, მამკლავს არ დაგიწყევ,
შენი მამკლავი ნუმც მოკვდება,
სუ ცა და მზესამც გააჴმება,
ბევრსამც ისეთას შაესწრობა,
რასაც შაესწვრა დედაშენი...

456. სიკვდილს ვენაცვლე, რა ყინჩია
სიკვდილს ვენაცვლე, რა ყინჩია! —
გამაგებინა ხვთისოს ფასი,
აქამდე არცრად არ გამაჩნდა,
ეხლა იმის დარ არვინ არი...

457. ბუნების ძალავ, დალოცვილო
ბუნების ძალავ, დალოცვილო,
გამჩენო სიკვდილ-სიცოცხლისა,
ცაზე დამფენო მზე-მთვარისა,
ცაზე დამსხმელო მასკვლავისა,
თუკი გვაჩუქე ე ქალაი,
რად არ დიდი დღე დაუწესე,
რაად მასწყვიტე სამზეოსა?!

458. აგრემც შაგრჩება ერთაი ძმა
აგრემც შაგრჩება ერთაი ძმა,
აგრემც მტრის ტყვია ნუ მოგიკლავს;
აგრემც შაგრჩება ე ქალაი,
შენ ჩაგაბარებ იოსებსა,
ვერავის იცნობს შენის მეტსა.
შააპატიჟნე პური, წყალი,
ეგება ჩათქას ორივეო.
კიოთ მაურჩა, ქალო, ყელი,
კიოთ შაეძლო პურის ჭამა.

459. არ ვიყავ, არა, მოლაღური
არ ვიყავ, არა, მოლაღური,
ნათელო, შენის ბაბალესი,
არ მოიტანე სილაღითა,
არა, ის პატრონ გათაული!

460. ჩემო თიკანო, ჩემ მძახალო
ჩემო თიკანო, ჩემ მძახალო,
შეგეხვეწები ერთს რასამა:
ქალა რო ნახო პატარაი,
შამახვეწოდი დედამთილსა, —
ეგება კარგა მაუაროს,
აე, ბაბალეს გულისადა.
ეგებ შასჩვიოს პურსა, წყალსა,
ეგებ შიმშილით არ მაუკლა.

461. შენი ჭირიმე, შენ გენაცვლე
შენი ჭირიმე, შენ გენაცვლე,
აგრემც შენ სულ-ხორცს ვენაცვლები,
ხვარ ვინ მოვიდნენ გომეწრითა
წითლისა, თეთრის ცხენებითა.
აქაოთ არის ჩვენ გიჟაი,
შავგვრემანაი, ჯაღალაი.
ნუ ეტყვი ჩემსა აქ ყოფნასა,
თორო ძალიან ეწყინება.
სუ ცდითა გკითხავს ჩემს ამბავსა,
ეგრე იცოდის საუბარი.

462. ვაჟუნავ, ხახათ ვაჟუნაო
ვაჟუნავ, ხახათ ვაჟუნაო,
ვარსკვლავო, ცაზე მოარულო,
ჩამოვარდნილო, დაკარგულო;
ბიჭო, რა იქენ, სად რა წახვედ,
ბეჭებ სად დასხენ ლომისანი,
კბილნ სად დაჰყარენ ბროლისანი?

463. მაჰკვდი, ბეჩავო იერემო
მაჰკვდი, ბეჩავოიერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი?
მიწანიმც დაილოცებიან —
შიშველნი მოგიმალნა ხორცნი.

464. დღეს ოთხშაბათი დაღამდება
დღეს ოთხშაბათი დაღამდება,
ხვალ ხუთშაბათი გათენდება.
სამღთო ექნება ჭამაურთა,
დაგპატიჯებენ, დაგკვრენ თოფსა.
ლოგინზე წოლა არ გიხდება,
უნდა სტუმრებსა მასპინძლობდე,
ჴელში გეჭიროს ჴელადაი,
დიდიდ სასმისებს კითხულობდე.
გიჯავრდებოდე დამეხილი —
დიდიდ სასმისებ რად გინდაო?
მეხარბებოდა ყველა შენდა,
ეხლა აღარა მეხარბება,
ქარმა წაიღოს ყველა, წყალმა.

465. მე დღესა გნახე პირველადა
მე დღესა გნახე პირველადა,
ბიჭო, დედ-მამის დამღონეო,
ყვავილო გაზაფხულისაო,
უდროოდ ჩაყვავილებულო,
მიწას ყვავილივით მოწყვეტილო,
ყვავილივით მოშორებულო;
წყალში შესულო სიმღერითა,
იქიდან მარცხით გამოსულო,
დამთხრელო დედის თვალებისა,
მომჴსნელო მამის ბეჭებისა.
დედის შავებით შამმოსველო,
ძმისად მომტეხო მჴარისაო,
ოჯახის ამწიოკებელო...
ბიჭო, გაქებენ ძალიანა,
არა ჰყოფილხარ საქებელი.
სიკვდილო, მეხიმც დაგეყრება,
შენც კარგ გინდარის, შე წყეულო.
რარიგ ახალგაზრდებს წაიყვან,
ზედ არ შეხედნებ ჩემფერასა.
ნეტაი მიწას მიმაბარა,
მე აღარა ვარ სასიცოცხლო.
ადე, ადგილი გამიცვალე,
შენ შენ დედ-მამას დაუბრუნდი,
მაგრამ ჩემ სიტყვა შენ არ მოგდის.
მტერ ადგეს, როგორც შენ ასდგები.
ამის მეტს აღარ შეგაწუხებ,
წადი, იარე მშვიდობითა,
სავალნი გზანიმც აგიყოვდებიან,
ცრემლ წყაროს წყლადამც მოგექცევა,
ტანთ ნაცვამ შავებ ჩრდილებადა,
მშვიდობით იყავ, მშვიდობითა.

466. შენ თავს მირჩევნავ მენ ე ხვთისო
(მოტირალთა გასაუბრება)
და:
შენ თავს მირჩევნავ მენ ე ხვთისო,
თუნდა გეწყინოს, და დამარხე.
დედა:
თუ ძმას გირჩევნავ თავის ქმარი,
შავნა გვირგვინსამც დაიხურავ!

467. მიშველე, ჩემო გიგათ ქალო
— მიშველე, ჩემო გიგათ ქალო,
ნეტარ ვეღარას მიშველაო?
მე ოროლი ძმა გავისტუმრე,
სამ-სამი შვილი ერთ წელშია.
— შენ ვერას გიშველს გიგათ ქალი,
თვითონაც უჭირს გიგათ ქალსა.
თორმეტი შვილის გამზრდელი ვარ,
თერთმეტი შვილის დამმარხავი.
მეთორმეტე და მეცამეტე
უფროსი ძმა და იმის შვილი,
მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე
დედამთილი და მამამთილი
სამ წელში მიწას მივაბარე.
მე ისევ დავალ სამზეოსა,
როგორც რო უფერული ჩრდილი.
თვალებში ცრემლი ამამიშრა
და ეხლა უცრემლოდღა ვტირი.

468. ფშავიდან ღრუბელნ გაიკრიფნეს
ფშავიდან ღრუბელნ გაიკრიფნეს,
ლეკის მთას შაგროვდებიანო.
ფალავანია ჩემ ბერიძე,
ცა-ღრუბელთია მეომარი.

469. აღარც ვაჴსენებ კარატესა
(ხვთისო ბადრიშვილზე ნატირალი)
აღარც ვაჴსენებ კარატესა,
აღარც ვადიდებ იაჴსარსა,
რად არ გიშველა, ხვთისოვ, რაი,
რადარ უკვენავ გააბრუნა
ი ელვა, შენკე წამოსული...
მეხი რად დასცა შუაფხოსა!..

470. ჴევსურას შვილსა არ ვეძახდი
ჴევსურას შვილსა არ ვეძახდი,
სხვაგანა მყვანდა “გაყიდული”,
სიკვდილმა მაინც მამიჴელა,
ალბათ, გულში თუ ვთავისობდი!

471. შენ მამკლავს ცოცხალს არ ვავლევდი
შენ მამკლავს ცოცხალს არ ვავლევდი,
ხეს რო მეეკალ, ხეს დავწოვდი,
ქვას კი რა ვუყვა, ხო ვერ დავტეხ,
დავტეხო — უფრო გაბევრდება!

472. მამიკვდი განა, ძმავ ივანე
მამიკვდი განა, ძმავ ივანე,
მამტეხე განა მარჯვენაი?!
ცაზე დაობლდნენ მზე-მთვარენი,
დედამიწაზე დაშრა წყალი.
მამწყინდა, ძმაო, უშენოდა
ლაშქარ-ველობას სიარული...
შავეთის კარი გამიღოდი,
უკვენ არავინ დამაბრუნოს!
შენთან მინდარის საუბარი...
მტერსამც მაეკალ ბარევალა,
რომ მალე გამოგიგზავნიდი.
ვაი, რო სიკვდილს არა ეზმის,
უჩინმაჩინით მოარულსა...

473. უბისთავს შავხვდი შენ მამკვლავსა
უბისთავს შავხვდი შენ მამკლავსა,
დაღისტნის გზანი გავასწავლენ,
რადარ ვიცოდი, იათამზევ,
თუ უბეს ესხნეს ჴელნი შენნი!

474. ოცდათორმეტი ჯალაფისაო
ოცდათორმეტი ჯალაფისაო
დარჩა ყმაწვილი აკვანშიაო.
მამის მამული ასწავლოდითო,
თუ იქნა უშიშარის ფერიო.

მთქმელები:

412. სიკვდილო, შვილი გაგიზარდე
“ცისკარი”, 1969 წ., №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
413. სიცოცხლის ღირსი აღარა ვარ
პოეზია უპ., გვ. 133. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
414. ხალხო, რად გიკვირთ, გიჟი რო ვარ
“ცისკარი”, 1969, №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
415. ნეტავი გაუმარჯვა ღმერთსა
იქვე, ჩამწერი იგივე.
416. კოწიწათ ქალი არა ვარა?!
იქვე, ჩამწერი იგივე.
283
შენიშვნები
417. ნეტავი ღმერთსამც გაუმარჯვა
იქვე, ჩამწერი იგივე.
418. ღამეო, შენამც გენაცვლები
“ლიტ. საქართველო”,
1967, №16. ლექსი
მოიპოვა თამარ ტექსტს ახლავს მომპოვებლის შენიშვნა: “ეს ლექსი ორი წლის წინათ, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორული
ექსპედიციის ფშავ-ხევსურეთში დროს გადმოგვცა მაღაროსკარის სკოლის დირექტორმა გიორგი
თურმანაულმა. ამ ლექსის მთქმელი 90 წლის ფშაველი ხვთისო ქისტაური მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. ლექსის ჩაწერისას თურმანაულისთვის მას უთქვამს: “დედა კარგი მოტირალი ყოფილა. ეს ლექსი კიდევ იყო, მაგრამ აღარ მახსოვს”. ისიც დაუმატებია,
რომ ამ ლექსს “თიბვის დროს მღეროდნენ მოხუცები”.
419. შენ სწორად ზეცა გატეხილა
თსუფა №28509. ტექსტი ჩაიწერა ლევან ბოძაშვილმა ფშავში.
420. დაღამებისა ოთხშაბათსა
ლ. ბოძ., გვ. 76. ჩამწერი ლევან ბოძაშვილი. შენიშვნა: “დაღამების ოთხშაბათი ძლიერ
უქმად ითვლებოდა. ამ დღეს ლომისობა დღე იყო. ლომისობა ფშავლების ხატი არ არის, მაგრამ
ხელს არ გაანძრევდნენ, იმდენად ძლიერ უქმად მიაჩნდათ. იტყოდნენ დედის ნატირალს”.
როგორც ნატირლიდან ჩანს, მგლოვიარე დედას იმ უქმე დღეს შვილისთვის საკინძი შეუკერავს
და ლხინში გაუგზავნია. შვილი დაღუპულა (“პირსისხლიანი მამივიდა”).
421. ნათესავ-მოკეთენ მოგივიდენ
თსუფა №28510. ჩამწერი ლევან ბოძაშვილი.
422. ო, რა ცოტახან გამალაღე
პოეზია უპ., გვ. 136. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერის შენიშვნა:
“ევა ნაყეურს სოფელ ყოფჩაში რამდენიმე წლის შვილი დაუტოვებია
მარტოკა სახლში, ბავშვი ცეცხლში დასწვია. დედას ასე უტირია პატარა
შვილი”.
423. დედა ენაცვლოს შენ სიყრმესა
თსუფა №23826. მთქმელი მართა ღურბელაშვილი, 69 წლის, ჩამწერი ტრისტან მახაური.
სოფ. გომეწარი (ფშავი), 1979. ჩამწერის შენიშვნა: “ეს ნატირალი ეკუთვნის გომეწრიდან
მაღაროსკარში გამოთხოვილ ქალს ნინო მუშტაშვილს. შესრულებულ იქნა 1979 წლის 24 თებერვალს, სოფ. გომეწარში, საყდართ გორის სასაფლაოზე მისი შვილის — არსენა
მუშტაშვილის დაკრძალვის დროს მაშინვე. მართამაც იგივე ვარიანტი ჩამაწერინა”.
424. დედა გენაცვლოს, ჩემო ქალო
თსუფა №23823. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
425. სიკვდილო მოკალ, მარჯეკალი
თსუფა №24572. მთქმელი ანიკო ძულიაშვილი-ბაიდაურისა, 55 წლის, ჩამწერი
ლალი მიქაძე. სოფ. ევჟენტი (თიანეთი). 31. I.1981. მთქმელის შენიშვნა:
“ხოშარაში გაუთხოვებიათ გოგო, ცუდი ადგილი ყოფილა”.
426. სამთა ფრინველთა ჩამეერეს
ჟურნ. “ცისკარი”, 1969, №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერი გვიამბობს: “ფშავლები წინათ დადენილან ქისტეთში სალაშქროდ სახელის მოსატანად, გმირობის ჩასადენად. დედას
თორღვა მათურიდან გაუყოლებია ქისტეთში მიმავალი 12 მეომრისათვის, მაგრამ მომხდარა
ისე, რომ მტრებს ყველადაუხოცია. ამაზე მოთქვამს დედა. მხოლოდ თორღვა ყოფილა
ულვაშიანი, სხვები ახალგაზრდები ყოფილან — პირშიშველნი”.
427. სულნ დამეღალნენ, ჩემო შვილო
გაზ. “თბ. უნივერსიტეტი”, 1963 წ. 6 სექტემბერი, №20. მთქმელი სალომე
ციგროშვილი, ჩამწერი გიორგი (იურა) ჯაფარიძე.
428. დაიცა, ცეცხლო, ნუ მედები
ნატირლ., გვ. 14. ჩამწერი ირაკლი გოგოლაური.
429. მინდვრის პატარა ბულულაო
პოეზია უპ., გვ. 137. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
430. ობოლ-ოჴრობით გაზრდილი ვარ
გაზ. “თბ. უნივერსიტეტი”, 1963 წ. 6 სექტემბერი, №20. ავტორი მარიამ
ჩიტოშვილი, მთქმელი სალომე ციგროშვილი, ჩამწერი გიორგი (იურა) ჯაფარიძე.
431. მე ძმა გავგზავნე ტერელოსა
პოეზია უპ., გვ. 131. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერი მიუთითებს: “ისევ იმ თორმეტ
მეომარზეა ნატირილები, რომლებიც მტრებს დაუხოციათ, სალაშქროდ რომ იყვნენ ტერელოს
(ქისტეთში) წასულნი. იქ ყოფილა ჯუღურაც. დას ასე უტირია”.
432. დაიცა, მზეო, ნუ ბრძანდები
ჟურნ. “ცისკარი”, 1969, №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
433. ჩემ სულაი და კურდღელაი
პოეზია უპ., გვ. 137-138. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერის შენიშვნა:
“სახელიანი ვაჟები სულა და კურდღელა ასე დაუტირია დედას”.
285
შენიშვნები
434. ქალმა ახუნსა შაუტირნა
იქვე, გვ. 138. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
435. სიკვდილის ჯავრიმც ამამყარა
იქვე., გვ. 136. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერი მიუთითებს: “მაღაროსკარში დაიღუპა
90 წლის ქალი დედუკა თურმანაული. ძმამ — 80 წლის კაცმა, გიორგი გოგნელაშვილმა
ასე დაიტირა და”.
436. მაგრა ნუ დაჰკრავ, ჩემო ძმაო
თსუფა №28599. მთქმელი მარიამ მჭედლური, ჩამწერი ტრისტან მახაური. სოფ.
გომეწარი (ფშავი), 1979.
437. ნეტავი, ძმაო ერეკლეო
პოეზია უპ., გვ. 132. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერის შენიშვნა:
“ფშაველი ვაჟკაცი დაიღუპა ფრონტზე. დამ ასე დაიტირა უცოლშვილო
ძმა”.
438. ე ნამგალ რადღა დაამზადე
იქვე., გვ. 134-135. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერი მოგვითხრობს: “მაღაროსკარელი კაცი ჯანგირათ ბუთლა კავკავში (ორჯონიკიძეში) დაღუპულა. ცოლმა ხალარჯობა გააკეთა
(მკვდართა ხარჯი), ფარდაგზე დააწყვეს ბუთლას ტანისამოსი და იარაღი. აქვე იყო მისი ნამგალი. მეზობელმა მგელიათ კაცმა ასე იტირა იგი — ხელში აიღო მისი ნამგალი და ატირდა”.
439. ცითამც მეხ დასცა მათურელთა
თსუფა №23820. მთქმელი მართა ღურბელაშვილი, ჩამწერი ტრისტან მახაური. სოფ. გომეწარი (ფშავი), 1979. მთქმელის შენიშვნა: “თეთრუა თადიაურის ნატირალი ქმარზე”.
440. მიშველოს წმინდა გიორგიმაო
თიანეთ., 1982 წ. 9 იანვარი, №4. მთქმელი მართა ტვირთაშვილი, 64 წლის,
ჩამწერი მზია ჯიმშიტაშვილი. სოფ. არტანი.
441. ადე, თავმკვდარო, რას უწევხარ
იქვე., გვ. 135. ჩამწერი იგივე.
442. იყვეს სირცხვილი, თუ იქნება
თსუფა №24574. მთქმელი ანიკო ძულიაშვილი-ბაიდაურისა, 55 წლის, ჩამწერი
ლალი მიქაძე. სოფ. ევჟენტი (თიანეთის რაიონი), 31. I. 1981.
443. ნეტარ მეც კი თუ აგძრახდებიო
პოეზია უპ., გვ. 137. ჩამწერი გიორგი თურმანაული. ჩამწერი მიუთითებს:
“ახლად მოყვანილ რძალს უტირნია მის მოსვლამდე გარდაცვლილი მაზლი,
286
ხალხური პოეზიის ანთოლოგია
როცა წლისთავი შესრულებია. რძალს მაზლი არა სცნობია, მაგრამ მაინც
უტირია”.
444. ეგეთ კი არვის რა უნახავ
თსუფა №24850. მთქმელი ძილა ლიქოკელი-ალუდაურისა, ჩამწერი მაყვალა
ხაჩიძე. სოფ. ხახმატი (ხევსურეთი), 1981 წლის ივლისი.
445. ბუნების ძალავ, დალოცვილო
ჟურნ. “ცისკარი”, 1969, №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
446. არ გვიღალატოს მაღალ ღმერთმაო
თიანეთ., 1982 წ, 9 იანვარი, №4. მთქმელი მართა ტვირთაშვილი, 64 წლის.
ჩამწერი მზია ჯიმშიტაშვილი. სოფ. არტანი.
447. ნეტავი ლოგინ შაგვიცვალა
ჟურნ. “ცისკარი”, 1969, №7. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
448. სახლიც ტირის და კარიც ტირის
იქვე.
449. ჩათაღო, კულალაღათ შვილო
პოეზია უპ., გვ. 132. ჩამწერი გიორგი თურმანაული.
450. შენ, ჩემის მამის სალოცავო
იქვე, გვ. 135. ჩამწერი იგივე. ჩამწერის შენიშვნა: “სოფელ კუდოში მცხოვრები
მიხეილ კაკაბლიშვილი დაახრჩო წყალმა — არაგვმა. დიდედამ ასე იტირა
მიხეილი”.
451. ქეთო, რა გიქნავ ქალო, ესა
იქვე, გვ. 136. ჩამწერი იგივე. ჩამწერი მიუთითებს: “სოფელ მაღაროში
ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ბიძაშვილმა ასე დაიტირა”.
452. აბა, ივანე, მითხარ, ბიჭო
იქვე, გვ. 139. ჩამწერი იგივე. ჩამწერი გვიამბობს: “ჩარგალში პატარა ბიჭი
დაეღუპა ივანე რაზიკაშვილს. ნენე თანდილაშვილი იმ დროს მივიდა, როდესაც
ბიჭი უკვე დაკრძალული იყო. მან მაინც იტირა”.
453. აბა, მიწის ხალხნო, როგორა ხართ
იქვე, გვ. 139. ჩამწერი იგივე.
454. დაიცა, მზეო, არ დაბრძ


Last edited by mzebneli on Sun Oct 17, 2010 9:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Oct 17, 2010 9:29 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნიდან "ხალხური პოეზიის ანთოლგია"

ხმით ნატირლები – თუშური

475. დალაობა
(მიცვალებულის გლოვა თუშებში)
დალა თქვით, დალაი, მჴედრებო!
დალაი, დალაი,
ძნელი არს დალაობაი,
დალაი, დალაი...
ბრალი ხარ (სახელი),
შენი ულაშქროდ სიკვდილი, დალაი...
ჩვენ ნურვის შევატყობინებთ
ლომის ერეკლეს სიკვდილსა, დალაი...
იარ, არ წამოხვიდოდე
მაგ შენის წითლის ცხენითა, დალაი...
ლაშქარს გიკითხვენ სწორები,
წინ აღარ გაუძღვებია, დალაი...
მტერთან ჴმალამოღებულო,
სწორში თავგამოდებულო, დალაი...
სულ მამა-პაპის დროიდან
მტრისათვის რისხვის მიმცემო, დალაი...
ჭკვიანო, საქცივლიანო,
გამჭრეო, მოსამართლეო, დალაი...
იმედო თავის ქვეყნისა,
გამრიგევ თუშეთისაო, დალაი...
კარზე გიდგენან სტუმრები,
შინამ არ შეუძღვებია, დალაი...
ვაჟი ხარ სახელიანი,
კარგამ არ დაუხვდებია, დალაი...
სტუმართა დღეო მზიანო,
პირწყალო თუშეთისაო, დალაი...
შენი დედაი ბეჩავი
სანთლებურ ჩამოდნებაო, დალაი...
ეგ შენი ცოლი ბეჩავი
სუროსვით ექანებაო, დალაი...
ეგ შენი ნაცომ-ნამოსნი
დარბაზს არ იცვითებოდეს, დალაი...
შენი ცხენი და აბჯარი
უდროოდ იხარჯებოდეს, დალაი...
შენი ნაწოლი ლოგინი
ია-ვარდივით ჭკნებოდეს, დალაი...
შენი წვერი და ულვაში
მწვანილად ამოდიოდეს, დალაი...
ნეტავ შენ, საიქიოსა
შიგ შეხვალ მტრედის ფერადო, დალაი...
სულეთს გიდგენან კოდები,
გადმომდინარე პირითა, დალაი...
სუფრა გიდგ გარიგებული,
გაკეთებული თეთრითა, დალაი...
ზედ გიდგან მეღვინეები
ხუცითა, დიაკვნებითა, დალაი...
ამოიღებენ, დალევენ
ვერცხლისი ვეშრაპებითა, დალაი...
შენდობა (სახელი),
ღმერთმა გაცხონოს სულითა, დალაი...
დალაი, დალაი, დალაი...

476. იარ, შვილ, იარე
იარ, შვილ, იარე, თვარ დაგიღამდებავ,
გზა შორს იტყვიანავ იმ სულეთისასავ,
ხარივ ცუტუნაჸივ დაგეშინებისავ,
სახლსაც გიჸგებენავ უკარ-უსარკმლოსავ,
დაგაშინებენავ მიწისფერდებულნივ,
დედოვ, — იძახება დ’ ვეღარ გაჸგონებავ.

477. დედას იკვლეევავ
დედას იკვლეევავ, შვილო, შენ დედასავ,
სიამ დაზდიხარივ დედის მკვლევარეივ,
ვისამ შეჸყუდებივ დედა გონებითავ.
ვისამ აფეთებავ პატარა თვალებსავ,
ვისამ შეხედავავ, დედა მოგიკვდესა.

478. დედა მოგიკვდესთავ, ჩემებოვ შვილებოვ
დედა მოგიკვდესთავ, ჩემებოვ შვილებოვ,
ბევრნო დ’ უდერანოვ, სი წამიხვედითავ?
სი დამეკარგენთავ, ჩემებოვ ქალებოვ,
დაჯარაჸებულნო აღმის ჴეობასავ.
ჩემებ სიძეებოვ, კარგაჸებ კაცებოვ,
რად არ მიკითხავთავ, მიწა დამენატრავ.

479. დედა მოგკვდესავ, ჩემოვ იაკობოვ
დედა მოგკვდესავ, ჩემოვ იაკობოვ,
ჲესეწ დართლოიავ, ცოდვით სამსვიაივ, —
ძვალივ რიყედ ხყრიავ, ულვაშ-მწვანილადავ.

480. ჲახლ მოგიდიანავ ელეხანაჸებივ
ჲახლ მოგიდიანავ ელეხანაჸებივ,
შავნაბდიანებივ, ალუდის სტუმრებივ.
კოზებს იქნევენავ ჴმლების მაგიერავ,
ლუკმებს ისვრიანავ ტყვიის მაგიერავ.
იმაშ სიდ იყვნესავ, შენ როცა გიჭირდავ,
რად არ გიშველესავ, რკალში რო ღბრუნევდევ.

481. დედა მოგიკვდესავ, ჩემ ადალ, დედაივ
დედა მოგიკვდესავ, ჩემ ადალ, დედაივ,
შენ ვეღარ გადიჸვლივ ლაროვნის ღელესავ,
სტუმრად ვეღარ წახვალ დანოს დაოსთანავ.

482. ტირილ რამ მასწავლავ
ტირილ რამ მასწავლავ — ჯალაფთ გაწყვეტამავ,
წარამარადაევ მე იმათ ჴოცვამავ.
ერთმავ თავ მომიკლავ, ერთ ცხვარში მომიკვდავ,
ორივევ სამ თვესავ.
ერთ კიდენ დამრჩავ, — სამხედრომ წამართვავ.
სახლ-კარ დაგვეკეტავ, შინ აღარავინ დაგვრჩავ.

483. შვილო, რად ვირჩიევ თქვენი დაზარდაივ
შვილო, რად ვირჩიევ თქვენი დაზარდაივ,
წყალ რად არ დავასხივ ობლების კერასავ,
წყალს რად არ გავხყევივ დანოს ძირითასავ,
ვინ მომიკითხევდავ, მე ვინ მომიკვლევდავ,
უმამისახლოსავ, ეჰ, შექა ჩემ თავსავ!
ტყეში ვერ წავალივ, შეშას ვეღარ მოვშჭრივ,
ჴევგაღმ თუ გავალივ მაჴტის მოღებადავ.

484. ჩვენ ამუედითავ, ზალოვ, ნაქერალავ
ჩვენ ამუედითავ, ზალოვ, ნაქერალავ,
შენაწ მანდავ დაშჩივ, ზალოვ, საყდრისკარავ,
გარევ ჩამოვლენავ, ზალოვ, საბარგედავ,
ზალვ, ჩაღმის ბიჭებივ, მადლიანებიავ.
და-ძმობა უთხრიდივ, ამოგიყვანენავ,
ცხენსაც მოგცემენავ, გიქვეითებენავ.
მანდ ვერას იქნებივ, ზალოვ, ალონშიავ,
ალონ მონაიავ, ჩამისიცხებისავ.


485. ავაი, შენ, წვერაიზეოვ
(ადამ ბობღიაშვილზე ნატირალი)

ავაი, შენ, წვერაიზეოვ, შვილ რად მომიკალივ,
შვილ თუ მომიკალივ, თავ რად მომიჭერივ,
თავ თუ მომიჭერივ, რადაღ დამიგორევ,
თავ თუ მომიჭერივ, მე რად არ მომკალივ.


486. ღმერთო, ღმერთიწ ხარივ თავის თავისადავ
ღმერთო, ღმერთიწ ხარივ თავის თავისადავ,
მაღალი დ’ მაძღარივ, დიდი და მდიდარივ.
შენ რაგვერ უნდ გიგოვ ცხვათ გულის ტკივილივ.

487. ქმარიმ რად გინდოდავ, ნადაჸო, ლამაზივ
ქმარიმ რად გინდოდავ, ნადაჸო, ლამაზივ,
ენით მოგატყუავ, ბინა დაგირღვიავ,
ერთ დროს ქუხდავ, ხალხნოვ, სანდოანთ ნადაჸივ.

488. მარეიც მოიდავ, გარსოვ, ადექიღავ
მარეიც მოიდავ, გარსოვ, ადექიღავ,
გაცვლილოვ ცხვაზედავ, წინდებიც მოგიტანავ,
ჭრელებ წინდაჸებივ, მოგიკვდეს დედაივ.

489. შვილოვ, სანატრელოვ სკამზე საჯდომლადავ
შვილოვ, სანატრელოვ სკამზე საჯდომლადავ,
შვილო, სანატრელოვ სანათესაოდავ.

490. დედა მოგიკვდესავ, ნაბადნამიანოვ
დედა მოგიკვდესავ, ნაბადნამიანოვ,
თექატილიანოვ, ფეჴარხილიანოვ,
სწორში გუალაოვ.

491. დედა მოგიკვდესავ, ჩემო პლატოვ
დედა მოგიკვდესავ, ჩემო პლატოვ, დედაივ,
დედას ვინ მოგცემდავ, ობლად გაზარდილოვ,
ნაჯეჯგვო დ’ ნატუქსო დედინაცვლისაივ,

492. შვილო, შიოლეო, შიო, გიგოლეო
შვილო, შიოლეო, შიო, გიგოლეო,
ვაიმე, დალევაო, აღარვის ყვანაო,
კართ საკარჩხილეო, ჯინჭრის ამოსვლაო,
სახლთ ჩაბრუნებაო, ნაცრის გაქექვაო.

493. გულო დადაგულო, აქ დანა დაკრულო
გულო დადაგულო, აქ დანა დაკრულო,
შვილო შიოლეო, შვილო გიგოლეო,
რად დამატანეთა დართლოს დალევასა,
კარებ დაგულასა, სოფელად ბოსელასა,
სარკმელთ დაჩულვასა, კარჩხილთ ჩაგდებასა,
მამულთ გაყოფასა, სამნებ ამოყრასა.
ხალისით ნაგებო ლიბოს დარღვევაო,
მოდგმათ დაკარგვაო, სოფელსაც გაყრაო.
ღმერთო, რა შეგცოდე, რად მზე დამიბნელე?
ყოფა-სიცოცხლეი რადაღ გამიძნელე?
ან რად გამახარე სიცოცხლის ფესვითა?
ან რად ამომაგდე სიკვდილის თესვითა?
ოფლისი დ’ ამაგის ღვარ-წყლის წაღებაო,
შვილთ უსაშველოო თვალთ დაბნელებაო.
მზეო, ჩემ სწორაო, ღრუბელთ ფარებაო,
ცოდვილ უძეოთა კედელს ფარებაო,
საიქიოსაცა არვის ძახებაო,
ოხ, ტვირთო, ცივ ქვაო, ზურგით ტარებაო!

494. ჩემ ზალო, ჩემ ზალო, ჩემ ლაზათიანო
ჩემ ზალო, ჩემ ზალო, ჩემ ლაზათიანო,
ჴმა გუგონებელო სოფელ-მეზობლისავ,
შენ გამსტუმრებელო სტუმარს სტუმრულადავ.
შენაც ცრემლი გინდა ცის ცვრისოდენაივ,
მოტირალიც გინდა მასკვლავთოდენაივ.
ვერც კერას ვხედავავ, ჩემ ზალოს ნაჯდომსავ,
ვერცა საგებელსა — ჩემ ზალოს ნაწოლსავ.
სულიმც ამიძაღლდეს, თავსა შემოგევლე.
ზალო, თუ მოვედი ემაგ ადგილასავ,
გზა გამასწავლიდი ჯოჯოხეთისაკევ.
ნამო დილისაო, კაცთ შუუწყენელო,
წყალო გუბისაო, მდუმრად გამდინარო.

495. ტყუპებ დავწირენი, წიფლოვნის ჭალაჸავ
ტყუპებ დავწირენი, წიფლოვნის ჭალაჸავ,
არ დამიშინოთავ, თუშის მემცხვარენო.
იქნებ გიგონოთავ ბალღების ტირილი,
არ გასდიდგულდეთავ, ჴმა გაჸგონიდითავ.
წყალს არ დეჸწაფნეთავ იმ ალაზნისასავ,
წვეთ არ დუჸლიოთავ გულს გადამდინარივ.
ძირიმც დაგიშრებავ, ჴეო მცენარეო,
რადამ გადამიქცი აკავან ნაფტვადა.
სიამ გიფიქროთა, პატარა შვილებო,
იფერფლებითაევ ფხიან კლდეებზედა.
დილაივ, არ მამწონ, ეს ჟინჟლიან დღეივ,
არც უღრუბლო ცაზე აწვიმებულ მზეივ, —
იქნებ დასტიროდა ჩემ შვილების ჴმასა,
იქნებ უღობავდა უჩინარში გზასა.
ვინამ გაჩუმებსთა წვრილ მატირალეთა,
ვინამ ჩაგისვათა უცხომ კალთაშია,
ან ვინ მოგეგებათ მაგ ბნელ მჴარეშია?
თვალ არ გადევნოთა უცნობელა ხალხსა,
ან არვინ აფეროთ, შვილებო, დედასა,
ან არა მიენდვნეთ ადიდებულ წყალსა.
გზაიმ რად გავიღე ალაზნისთავისკე!
სუდრად გავაყოლე ჭრელ ხურჯინის თვლები,
საბნად გადავხურე ალაზნის ტალღები.

496. განამ ბიჭ იყავი, ლაგან რად გინდოდა
განამ ბიჭ იყავი, ლაგან რად გინდოდა?
ვაჟკაც ყოფილხარი თავის დედისადა.
ძროხა ჩამოსულა, ასმათ, ბელუქითი,
თან ჩამოჰყოლია შენი ილიკოი.
ადექ დ’ გაჰყევი ემაგ ილიკოსა,
დედა მოგიკვდესა, შენ მონა დედაივ!
ვინ შემომიღებსა, ასმათი, კარებსა?
ვინ შემომაყრისა დიიდა თვალებსა?
შენ გაგამგზავრებენ შენ ბერდედასთანა,
მე აქ მოვიკვლევა შენ ყაჩაღ მამასა.
იარევ, შვილო, იარევ, დაგიღამდებისავ,
გრძელ გზას ამბობენავ იმ სულეთისასავ.
ქალო, ქალიწ ხარივ, ქვაიმც დაგედებავ,
ცუდ ჭორს დაგითქვამენ, გარევ შეგვარცხვენავ.


მთქმელები:

475. დალაობა
კოტ., გვ. 265-266. მთქმელი გიო ელანიძე, ჩამწერი სერგი მაკალათია. სოფ.
ჩიღო (თუშეთი). ტექსტი არ ეკუთვნის ხმით ნატირლებს. მას მღერიან მხედრები
მიცვალებულის წლისთავისადმი მიძღვნილ დოღზე.
476. იარ, შვილ, იარე
აზიკ., გვ. 51, №81. მთქმელი სიდო მოზაიძე-კიტოშვილი, 83 წლის. სოფ. ზემო
ალვანი (ახმეტის რაიონი), 1979.
477. დედას იკვლეევავ
აზიკ., გვ. 52, №83. მთქმელი ლიზა ოთიურიძე-იდოიძე, 70 წლის. სოფ. დართლო
(თუშეთი), 1978.
478. დედა მოგიკვდესთავ, ჩემებოვ შვილებოვ
თსუფა №28513. მთქმელი სოფო ლაზარეს ასული აბალოიძე, 56 წლის, ჩამწერი
ეთერ თათარაიძე. ზემო ალვანი (ახმეტის რაიონი), 1980. მთქმელის შენიშვნა:
“ეს ჩვენ ათენა ბერდედის ნატირები”.
479. დედა მოგიკვდესავ, ჩემოვ იაკობოვ
თსუფა №28514. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
480. ჲახლ მოგიდიანავ ელეხანაჸებივ
თსუფა №28515. მთქმელი სტეფანე სოლომონის ძე თათარაიძე, 69 წლის,
ჩამწერი ეთერ თათარაიძე. ზემო ალვანი (ახმეტის რაიონი), 1981.
481. დედა მოგიკვდესავ, ჩემ ადალ, დედაივ
თსუფა №28516. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
290
ხალხური პოეზიის ანთოლოგია
482. ტირილ რამ მასწავლავ
თსუფა №28517. მთქმელი ფროსე გრიგოლის ასული თავბერიძე, 64
წლის, ჩამწერი ეთერ თათარაიძე. სოფ. დანო (თუშეთი). 1980 წლის 13
ივლისი.
483. შვილო, რად ვირჩიევ თქვენი დაზარდაივ
თსუფა №28518. მოტირალი პელო ანდრიას ასული თათარაიძე, მთქმელი კობა
როსტომის ძე ხაპრიძე, ჩამწერი ეთერ თათარაიძე. სოფ. დანო (თუშეთი), 1980
წ. ივლისი.
484. ჩვენ ამუედითავ, ზალოვ, ნაქერალავ
თსუფა №28519. მთქმელი ლიზა არჩილის ასული იდოიძე, 74 წლის, ჩამწერი
ეთერ თათარაიძე. სოფ. დართლო (თუშეთი), 1980 წლის 10 ივლისი.
485. ავაი, შენ, წვერაიზეოვ
თსუფა №28520. მთქმელი ლელა სტეფანეს ასული თათარაიძე, 30 წლის,
ჩამწერი ეთერ თათარაიძე. ზემო ალვანი (ახმეტის რაიონი), 1980.
486. ღმერთო, ღმერთიწ ხარივ თავის თავისადავ
თსუფა №28521. მთქმელი სოფო ლაზარეს ასული აბალოიძე, 55 წლის, ჩამწერი
ეთერ თათარაიძე. სოფ. ზემო ალვანი (ახმეტის რაიონი), 1980.
487. ქმარიმ რად გინდოდავ, ნადაჸო, ლამაზივ
თსუფა №28522. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
488. მარეიც მოიდავ, გარსოვ, ადექიღავ
თსუფა №28523. მთქმელი ვარო დანიელის ასული გაწირიძე, 61 წლის, ჩამწერი
ეთერ თათარაიძე. სოფ. დანო (თუშეთი), 1980 წლის 11 ივლისი.
489. შვილოვ, სანატრელოვ სკამზე საჯდომლადავ
თსუფა №28524. მთქმელი კასინე ფილიპეს ასული გულუხაიძე, 57 წლის,
ჩამწერი ეთერ თათარაიძე. ზემო ალვანი (ახმეტის რაიონი), 1981.
490. დედა მოგიკვდესავ, ნაბადნამიანოვ
თსუფა №28525. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
491. დედა მოგიკვდესავ, ჩემ პლატო, დედაივ
თსუფა №28526. მთქმელი, ჩამწერი, ადგილი და თარიღი იგივე.
492. შვილო შიოლეო, შიო, გიგოლეო
თსუფა №28527. მთქმელი ფროსე გრიგოლის ასული თავბერიძე, 64 წლის,
ჩამწერი ეთერ თათარაიძე. სოფ. დანო (თუშეთი), 1980. მთქმელის შენიშვნა:
“კაცის ნატირალი, ლეკაიძე ანთასი, საკუთარ შვილებზე”.
291
შენიშვნები
493. გულო დადაგულო, აქ დანა დაკრულო
თსუფა №26593. მთქმელი ჟენია ნაკუდაიძე, 55 წლის, ჩამწერები ნიკოლოზ
ზვიადაური და ნანა ზურაბაშვილი. ქვემო ალვანი (ახმეტის რაიონი),
19.VII.1985.
494. ჩემ ზალო, ჩემ ზალო, ჩემ ლაზათიანო
თსუფა №26594. მთქმელი, ჩამწერები, ადგილი და თარიღი იგივე.
495. ტყუპებ დავწირენი, წიფლოვნის ჭალაჸავ
თსუფა
№26595. მთქმელი, ჩამწერები, ადგილი და თარიღი იგივე. მთქმელის შენიშვნა:
“გაზაფხულზე მთაში მიდიოდა დედა. ხოდა, ტყუპებ ბალღებ ხყავდეს ხურჯინში ჩასმულებ აქა-იქ. წიფლოვნის ვეძახით, პანკისის ხეობაზე. იმ წყალში რომ გადიოდა დედა, ამ წყალმა ამოატრიალა ცხენი და გადმოაგდო ის ხურჯინი, წაიღო წყალმა და იმაზე არის დატირებული”.
496. განამ ბიჭ იყავი...
თსუფა №26398. ნატირალი გარმონზე შეასრულა შენაქოელმა აფთარაულმა. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა 1985 წლის 22 ივლისს შენაქოში.



Last edited by mzebneli on Sun Oct 17, 2010 9:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Oct 17, 2010 9:36 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნიდან "ხალხური პოეზიის ანთოლგია"

ეპიტაფიები


497. უდროვოთ მამკლა სიკვდილმა
უდროვოთ მამკლა სიკვდილმა, არ დამაცალა ხანია,
შავს მიწას ამამაფარა ოცდა ორი წლის ქალია.
დედა წუხდება შვილისთვის, ვაი, დაუდგა თვალია.
ერთი წლის შესრულებაზე დაკარგა ორი ქალია.

498. დამბადებელო, მანიჭე
დამბადებელო, მანიჭე განათლება და ცხონება,
მამკვიდრე სასუფეველი, შემისუბუქე მონება.


499. ღმერთო და ჩემო გამჩენო
ღმერთო და ჩემო გამჩენო, ჩემფერა ბევრი გყოლია.
ცოდვანი შემიმსუბუქე, სამარეს ჩასაყოლია.
ძე არვინ დამრჩა მამგონე, გაქრა ცეცხლი და ბოლია.
სამზეოს გამუესალმე, სიკვდილს არ ვინა ბრძოლია.


500. როგორც უდროოდ მომკვდარო
როგორც უდროოდ მომკვდარო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარია,
კარგი იმედი დაგვაკლდი, ღმერთმა გიცხონოს გვარია.
შენი მარჯვენა შენზედა დადნეს, ალალი არია.


501. უდროოდ დღენი მომისპო
უდროოდ დღენი მომისპო ამაო სოფლის ცქერამა,
ვერ დამაბრუნა უკანა მეუღლის ცრემლის დენამა.
სამყოფად ბნელი სამარე მარგინა ბედისწერამა.
დავაგდე სახლი უმწეოდ, მეუღლე უნუგეშოდა.
იმდენიც აღარ მაცალა, სიტყვა რომ მეთქვა პირადა.
კაცი, საძილედ ნამყოფი, ვეღარ დავესწარ დილასა.
სათქმელი ბარემ ბევრი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი ვერასა,
მხოლოთ ამას გთხოვთ საერთოთ შენდობა მითხრათ ტკბილათა.

502. მგზავრო, შეჩერდი
მგზავრო, შეჩერდი ერთ წამსა, ჭაბუკს შემავლე თვალია,
მე მშობლებს ჩემი სიკვდილით ვუწიე ცოდვა, ბრალია,
ჩემი სიცოცხლის მაგივრად იდენს ამ წყაროს წყალია.


მთქმელები:

497. უდროვოთ მამკლა სიკვდილმა
ბარდ. ივრ., გვ. 15.
498. დამბადებელო, მანიჭე
იქვე, გვ. 27.
499. ღმერთო და ჩემო გამჩენო
იქვე, გვ. 27.
500. როგორც უდროოდ მომკვდარო
თსუფა №28528. წარწერა ბეგოთკარის საფლავის ქვიდან გადმოიწერა გია
ყორბესაშვილმა. ბეგოთკარი ხადაში (მთიულეთი) მდებარეობს.
501. უდროოდ დღენი მომისპო
თსუფა №28529. წარწერა საფლავის ქვაზე ხანდოში (მთიულეთი). ლექსი
გამოთქმულია ქვისმთლელ ნადიბაიძე სანდროსაგან.
502. მგზავრო, შეჩერდი
წარწერა წყაროზე ხორხის ხეობის მისავლელთან. წყარო მოწყობილია ზურა
ქავთარაძის (1967-1988) სახელზე.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sat Oct 23, 2010 5:20 pm

ზურაბ კიკნაძის და ტრისტან მახაურის მიერ შედგენილი წიგნი "ხალხური პოეზიის ანთოლგია" დღეს მეც მაჩვენა მიშა ღანიშაშვილმა, ხოლო ტრისტან მახაური კი დამპირდა, – გაჩუქებო, რითაც ძალიან გამახარა.

ნაქადაგარნი რომ შედის ამ ანთოლოგიაში, – ეს ძალიან კარგია...
მე შელოცვებსაც შევიტანდი...



ხალხური პოეზიის ანთოლოგია / შემდგ. ზ. კიკნაძე, ტ. მახაური. გარეკანზე გამოყენებულია მხატვ. თ. მირზაშვილის ნამუშევრები. – თბ.: მემკვიდრეობა, 2010. – 352 გვ.

კრებული ანთოლოგიის ხასიათს ატარებს. შემდგენელნი ეცადნენ მასში ასახულიყო ქართული სიტყვიერი ფოლკლორის ჟანრობრივი მრავალფეროვნება. წინასიტყვაობაში ჩამოთვლილია ის კრებულები, რომლებიც ამ დარგის ეტაპობრივი ათვისების დროს გამოიცა, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით „ხალხური სიტყვიერება“, აკაკი შანიძის გამოცემული „ქართული ხალხური პოეზია: I ხევსურეთი“ და სხვ. აქვეა აღნიშნული ამ კრებულის შექმნის პრინციპი – გაუმართლებელია ხალხური ტექსტის გამოქვეყნება იმ მონაცემის გარეშე, რომელიც აფიქსირეს ტექსტს, როგორც დროსა და სივრცეში კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოთქმულს კონკრეტული ადამიანის მიერ მოსმენილს. ამის საფუძველზე ყალიბდება ორი კონცეფცია:
1. ფოლკლორისტს ამოძრავებს პიეტიტი და მადლიერების გრძნობა იმ პიროვნებათა მიმართ, რომლებმაც განსაზღვრულ ქრონოტოპში აქ (ამ სოფელში, ამ საფიხვნოზე ამ ორღობეში...) და ახლა (დროის განუმეორებელ მონაკვეთში) შემოინახეს ლექსი თუ ნარატივი.
2. არქეტიპის არსებობის პირობებში ყველა ვარიანტი თანაბარმნიშვნელოვანია. ანუ ამ კრებულში უარყოფილია პრაქტიკა, როცა ძირითად ტექსტად ჰიპოთეტური არქეტიპია გადმოტანილი. ამ გამოცემაში ყველა „ვარიანტს“ თანაბარი ღირსება აქს მინიჭებული და საკუთარი ნომრის ქვეშაა დაბეჭდილი. აქ ტექსტები უსათაუროა და მკითხველი თავისუფალია საკუთარი „არქეტიპის“ არჩევაში.
ანთოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის არქივიდნ არის შერჩეული. მკითხველი შეხვდება ხალხური პოეზიის ბევრ, არქივიდან ამოღებულ განსხვავებულ ორეულებსაც. კრებულს საფუძვლად უდევს 1992 წ. გამოცემული ხალხური პოეზია, რაც მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული.
წიგნს ახლავს შენიშვნები, შემოკლებანი, სიტყვათა განმარტება და საკუთარ და საგვარეულო სახელთა და ადგილისა და წარმომავლობის სახელთა ანბანური საძიებლები, აგრეთვე ტექსტების ინდექსები. წიგნი გამოცემულია ქართული წიგნის მხარდამჭერი ფონდის „მემკვიდრეობის“ მიერ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Thu Dec 02, 2010 7:22 pm

***
ჭიმღის კლდეთ ყეფდენ ყორნები,
ერთი უძახებს სხვასაო:
„ველთ მიოს ოჩიაური,
გავხყვათ ამაგის კვალსაო;
ჩვენის მისვლისად გასწირავს
ყორის წყალაზე მკვდარსაო...
უშიშა ჩვენ არ დაგვაკლებს
სახრავად ღილღვლის ძვალსაო!“


Last edited by Admin on Sun Aug 02, 2015 10:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Thu Mar 10, 2011 10:56 pm

ირმების სტუმარს

ამ ლექსს ნანდაური ქალი ამბობს კაცზე, რომელსაც თავისი ცოლის წამყვანი მოუკლავს და ტყეში გავარდნილა.

რა ბევრი მიტირნებია,
რა ბევრი ცრემლი მდენია!
რა ბევრჯერ მამაგონდები,
ნდომა მამივლის შენია.
არც გული გამამიცვლავის,
არც ამიღავის ხელია.
პერანგიმც შამაკერინა
შენს ტანზე ჩასაცმელია!
ტყეში ვერ ვიცი შენ სახლი,
არა მაქვ მოსასვლელია.
ირმებისი ხარ სტუმარი,
მესამ-მეოთხე წელია.
აღარ ერგება ირმებსა,
ძმაო, ნასროლი შენია.
თოფი ლიშანზე მიგიდის,
ჩახმახზე გიძე ხელია.
მოგიკლავ ცოლის წამყვანი,
სხვა ხვარა წაგიხდენია?
თუ სამართალი ვერ გიყვან,
სუ გასწყდეს ფშავის ხევია!
ძირითამც ამოვარდნილა,
მე მგონავ, თორმეტ თემია.


მთქმელი: დავით მამუკას ძე იოსებაშვილი,
ჩაწერილია აკაკი შანიძის მიერ არტანში, 1913 წლის 26 სექტემბერს.

Idea


Last edited by Admin on Mon Mar 03, 2014 9:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Thu Mar 10, 2011 11:08 pm

მთაზე დამრჩალი თოვლში

ვაჟა-ფშაველას დედისძმას, ცნობილ მოკაფიავე პარასკევას ცოლად ჰყავდა არტნელი ქალი, ბუბა ტვირთაშვილი.
ამ ბუბას ძმასთან, ესე იგი, თავის ცოლისძმასთან და ასევე სახელიან მოლექსე - ყორანასთან ხშირად კაფიობდა, თურმე, პარასკევა...
ეს ლექსი ყორანა ტვირთაშვილს გამოუთქვამს თავის თავზე. არტანით ჭიჩოს წასულა და მთაზე დამრჩალა თოვლში.

სიყინულეს ვუჭერივარ,
თუ ერთ გავთბი, გავიშლები.
დუქნებ იქაცაოთ არი,
იქაც კიოთ დავითვრები.
ფულებ ჩამამაყოლოდით,
ნისიაით ავივსები.


მთქმელი: ბერიძე ახალაური,
ჩაწერილია აკაკი შანიძის მიერ ბაჩალში, 1913 წლის 26 სექტემბერს.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Mon Apr 25, 2011 9:42 am

***
მივღნატრი გუროს ციხესა,
ქვაზე ნადებსა ქვასაო,
შიგა ნაჯდომსა ვაჟკაცსა,
ხოლიგათ თათარასაო.

თეთრ ჩოხამ გადმაიარა,
მასრან უცემდეს თვალსაო,
ვაფერე ჩემსა ძმობილსა,
ხოლიგათ თათარასაო.

არაგინდ, ნუ შასწუხდები,
არ გაღმავხდები მთასაო,
არ წაგილალავ შინითა,
ბირხისპირ ჩუას ქალსაო.

გუროს მჩეჩელში მავალსა
ესრ მინდა ქისტის ქალსაო!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sun Nov 27, 2011 8:53 pm

მაისტელთ გაურიგებავ...

მაისტელთ გაურიგებავ
გორგისად შაკვრა გზისაო.
გორგის ნუ მახკლავთ, ქისტებო,
მა უთურგაის შვილსაო!
თუ მახკლავთ, ხელს კი ნუ მასჭრით,
ბრალია კაი ყმისაო...
არ დაიჯერეს ქისტებმა, -
“გორგიმაც ესრე ქნისაო,
გორგის ციხეზედ აკრავის
თორმეტ მარჯვენა მტრისაო..."
ჩაუსხდეს მთის თავს, მთის ძირსა,
ფერ ვერ უცვალეს მგლისაო...
“ვაი თქვენს გორგის, ქისტებო,
ხანი არ მექნა ცდისაო!
თუ შამხვედროდით პირდაპირ -
ქნევა მეც ვიცი ხმლისაო!”

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri Oct 12, 2012 9:27 am

ახმეტური პატარძალი


ახმეტური ქალი ვიყავ,
ახ ნეტავი მეო,
ოცდახუთი წელიწადი
ოსტატს ვებარეო,
ნემსს ყუნწი საითა ჰქონდა,
ის ვერ ვისწავლეო,
საპატარძლოდ მომამზადეს ,
ის მეამა მეო.
უმარილი ბევრი ვისვი,
ფერი ვიჭარბეო,
წარბი წვრილად შევიღებე,
თვალი ვისურმეო.
ნეფიონი რომ მოვიდა,
ის მეამა მეო,
დაფა-ზურნა რომ დაუკრეს,
იმას ვერ ავყეო.
ჯოხი რომ დაარაკუნეს,
ჩამოვუარეო,
ქურანი ცხენი მომგვარეს,
ზედ გადავჯექ მეო,
უზანგში რომ ფეხი ჩავდგი,
გადავალაჯეო.
საყდრის კარსა რომ მივედი,
ღვდელსა შევძახეო:
აბა, ჩქარა, შე სულძაღლო,
კარი გააღეო.
ღვდელმა კარი არ გააღო,
ის მეწყინა მეო,
ღვდელმა წიგნი ვერ იკითხა,
ხელში წავგლიჯეო.
დიაკვანსა გავუჯავრდი,
თავში ვაწყვიტეო.
შარი უგდე, ქვეშ მოვიგდე,
ზედ დავაწექ მეო,
საოხრო წამოსდგომოდა,
ზედ ჩამოვაგეო.
ცოტა ავგუნებად ვიყავ,
კარგა გავხდი მეო.
მანამ მაყრიონი მოვა,
ცხენს მოვახტი მეო,
გავწიე და წინ წავედი,
არვის უცადეო,
მაყრონი მომძახოდა,
ქალ, მოიცადეო.
მე იმათი ტრაკატრუკი
არად ჩავაგდეო.
შუა გზაში რომ მივედი,
ვაშლი ჩავკბიჩეო,
დარბაზის კარს რომ მივედი,
ძირს ჩამოვხტი მეო.
წინ რომ ტაბლა მომაგებეს,
ჯამი გავტეხეო,
ჯიხვით ღვინო მომიტანეს,
ის მეამა მეო.
ხელადით გამამიტანეს,
ყელი ვისველეო.
საღვინით გამამიტანეს,
გული ვიჯერეო,
დედამთილი მამეგება,
პირი ვარიდეო.
პირში შაქარი ჩამიდო,
თითი მოვკვნიტეო.
შიგნი-შიგან რომ შევედი,
სკამი შევზვერეო,
ზედ ბალიში ავიტანე,
რბილად დავჯექ მეო.
დედამთლისწა წავჩურჩულე:
პური მშიან მეო.
ერთი მწვადი რომ შემიწვა,
ის მეწყინა მეო.
თაროებსა დავუარე,
ერბო მოვსძებნეო.
ცეცხლზედა ტაფა შემოვდგი,
კვერცხი შევწვი მეო,
ზედაც თაფლი რომ მოვასხი,
ის მეამა მეო,
ასი კვერცხის ერბოკვერცხი
მარტომ შევჭამეო.
დედამთილი ვჯოხე, ვჯოხე,
მული გავიგდეო,
იმათი თმების ნაგლეჯი
ბანზე გავფინეო.
მამამთლსაც ხელი მივყავ,
წვერი ვაგლიჯეო,
იმისი წვერის ნაპუწკი
ღობეს მოვფინეო.
ნეფეს წიხლი მოვახვედრე,
კარებს ვაწყვიტეო.
ორიოდე მუხის კეტი
მაზლსაც ვუშხივლეო,
მაზლი კარებს ეფარება,
ღმერთო, გადავრჩეო.
ორი კვირის პატარძალმა
შვილი ვშობე მეო,
მერე ქალებში წაველი,
ქალებს უამბეო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Wed Jan 23, 2013 10:42 am

წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Thu May 02, 2013 11:01 am

***
ავად არს ღაჭაურაი,
მოკვდებ, მორჩება ვეღარა,
დედის დამცხვართა საგძალთა,
ველად გაიხომს ვეღარა.
ცოლის დაქსოილ წინდათა
ფეხზე ჩაიცომს ვეღარა,
შილდის თავ ცივსა წყაროსა
გვერდს მიუჯდება ვეღარა.



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Mon Mar 03, 2014 9:20 pm

განა ლაღი ვარ

განა ლაღი ვარ, რომ ვმღერი,
გულისა დარდსა ვიქარვი,
ვინაც ჩემს იტყვის „ლაღია“,
ჩემსავით ლაღიმც ის არი!
ძმასაც მაუკვლენ ლეკები,
მამას - ნასროლი ისარი,
ანამც მაუკვლენ ნაძმობსა,
არც ძმაზედ ნაკლებ ის არი!


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sat May 24, 2014 10:42 am

***
როშკისგორს ღილღველ თამაშობს, ჴელში უჭერავ ჴმალიო.
გამათამაშდის ღილღველი: “ჴევსურებს შავსდვათ ზარიო”.
ღამბერდამ გადმაიწია, მეშველნ მაუნდეს ცხრანიო.
“აქეთ გამიშვით, ღილღვლებო, ჴევსურთ უნდ დაუფთხვ ჯარიო”.
ჴევსურთაც ამაირჩიეს ყმა ერთი შასადარიო.
შაჴანა გამაიყვანეს, ჴელში ეჭირა ჴმალიო.
ერთმანეთისკე დაიქცნეს, ცამაც დაუცის თვალიო.
ღამბერდამ ჩამაუქნია, ღილღველ ამლათიც არიო.
“აცა, დაიცა, ღამბერდო!” შაჴანამ შააგება ფარიო.
ფარის გირგოლი გააწყვეტინა, “შაჴან, გაგიწითდა მჴარიო”.
შაჴანამაც შამაუქნია, მოვიდეს გალოს ჩქამნიო.
შაჴანამ შამააწვინის როშკისგორ ღილღვლის მკვდარიო.
მაგრამ შაჴანსაც გამახყვა ღამბერდის ნაკანჭარიო.
შაჴან კი ისევ გამორჩა, ღამბერდ წაიღეს მკვდარიო.
ღამბერდა კაი ვაჟ იყო, კაის დათმობა ბრალია.
ვერც შაჴან გადარჩებოდა, თუ არ ხქონიყო ფარია.
კაცი ვარ გათეთრებული სიმღერის მაუბარია.


ჩამწერი თედო რაზიკაშვილი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Tue Nov 11, 2014 9:45 am

ია

ნეტავი შენ, ენძელაო,
სამჯერ მოხვალ სერზედაო.
ერთხელ მოვალ, მოვშავდები
ამ დასაწვავ ხევზედაო,
ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ,
გოგოები - ყელზედაო.


ეს ხალხური ლექსი არის 1982 წლის პოეზიის კრებულში, რომელსაც გამომცემლობა ”მერანი” ბეჭდავდა ხოლმე.
ლექსს თან ერთვის ცნობა:

”ლექსი გადმოგვცა მწერალმა რევაზ ინანიშვილმა, - რომელიც მოისმინა კახეთში”.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Thu Nov 27, 2014 1:45 pm

***
დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა,
შინ ჯალაფთ მოვძულებივარ,
გარეს ვუნდივარ აღარა.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Tue Aug 18, 2015 7:25 pm

***
ერთი ვაჟკაცი ფხოველი
შავწყალს საომრად დადგაო,
ადგა და შინ წამოვიდა,
გზად შავანელი შახვდაო.
ჩაჭრეს, ჩაკაფეს ერთურთი,
მაშველი აღარ შარჩაო.
ცითა მოვიდა ყორანი,
მაგათ ნაომარს დახყვაო,
ჯერა დაითვრა სისხლითა,
მერე ლეშ ჭამა, გაძღაო.
ადგა და ისევ წავიდა,
მაგათ ვაგლახი დასცაო:
ორნივ ყოფილან უჭკონი,
ერთმ მაინც რად არ დათმაო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Fri May 27, 2016 1:16 pm

დევების ქორწილი

წამოველ სანადიროდა,
ჯიხვებს დავუწყებ ზვერასა,
შემოვხვდი დევებისასა
ვაი-ვაგლახსა, მღერასა.
ახალ რძალ მაუყვანავის,
აქორწილებენ ბერასა.
მიაც იქ მიმიპტიჟეს,
უყურეთ ბედისწერასა!
- უძახეთ ახალ-უხლებსა,
ნუ ვის დავიკლებთ, ყველასა!
ნუ აწვევთ ბოდახევლებსა,
ითრევენ ძაღლის ენასა. -
მოვიდნენ ახალ-უხლები,
ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა:
- ეს საითაღ ვინ მასთარეთ,
ჩვენებსავით რომ ვერ ასა? -
მასპინძელ გაუჯავრდების:
- ქორწილ უხარის ყველასა! -
ერთ რაიმ რქიან მოვიდა,
კუდი ბღავ, როგორც მელასა.
თვალ უზის შუა შუბლშია,
საცრის ოდენ კი ვერ ასა,
მეორე - კუჭულაშია,
უკენისკენაც ხედავსა.
იქ რაიც ჭურჭელ ჩამადგეს,
აქ მე ვერ ვათქმევ ენასა.
- დი-დიდებ ყანწებ მაგვართვი! -
ეძახდეს მამასწვერასა.
- შაუნდნას ჩამაუვლევი,
ვინც რომ დააკლდა ბერასა!
ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა,
ვხედავ: გუნებას ვერ ასა.
გადაიწურნა ჭურჭელნი,
დაცალნა, დახკრა კერასა;
შამახკრა ჭიბიხოელმა:
- ეხლა გიტირებ ყველასა!
- დახკარით! - მაყრებ იძახან,
ჭერნ აუყუდნათ ბერასა!
მე რო მაგათ შუღლს შავესწარ,
მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა,
ერთურთისაკენ ზიდილსა,
მაგათ ქურების ბერვასა!
ერთ რაიმ ნიგზურს იბრუნებს,
სხვა ეზიდების კერასა:
- რაიც რო შასვით, შაშჭამეთ,
ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა! -
დადგა ქალების წკმუტუნი:
- ვერ ვიჭერთ მამასწვერასა! -
ერთ რამამ სახნის მაიღა,
ჩადვა ქეჩეჩში, ბღერავსა;
სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა,
......................................
......................................
......................................
......................................
...................................... (არ ჩანს 5 ხაზი.)
ხანჯალთ დაიწყეს პრიალი,
ბებერსაც გვიკვლენ პელასა.
მე კი საკმისას გამავძვერ:
- დევებს ვეკვლევი ვერასა! -
ნეხვთბოლოშიით ვუძახე:
- ჯვარი გსწერათ ყველასა!
ეგ თქვენის გამარჯვებისა!
სრუ მართალს ვამბობ ყველასა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Sat Jun 04, 2016 10:11 am

ნეტავ არ ჩაედებოდეს

ნეტავ არ ჩაედებოდეს
ფოლადის გული სხეულსა,
მალე მოჰკლავდა სიკვდილი,
არ დასტანჯავდა სნეულსა.
მადლია ცივი სამარე,
დაასვენებდა ეულსა,
დაეშვებოდა პირიდან
ამ წუთისოფელს წყეულსა.
ათასნაირად მტანჯველსა,
სიტკბო-სიმწარით რეულსა,
ფლიდია წუთისოფელი,
დაუგმავ ყველა გრძნეულსა.
მიწაა ჩვენი მფარველი,
დედას ვადარებთ ხვეულსა,
გულ-მკერდში ჩაკონებულსა,
შვილზე ხელ გადახვეულსა,
სუყველას გულში ჩაიკრავს:
უვარგისსა და რჩეულსა,
უალერსოს და უღონოს,
მკერში სისხლ გამოლეულსა.
თუ საიქიო არ უჯობს
ამ წუთისოფელს წყეულსა,
ერთს მაინც ვისმე ნახავდით
იქიდან გამოქცეულსა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული ხალხური პოეზია   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ქართული ხალხური პოეზია
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: