Subject: ქართული ხალხური პოეზია Sun Mar 01, 2009 3:03 am
*** მითხოს ალდი ჯობ მამაცად, მშავლებს ჯობ კუკუმაური თუშებსა _ ლუის ლუხუმი, გუდამაყრელთ _ ბუბუნაური, მოხევეთ _ ღუდუშაური, ხევსურებს _ ხოშურაული. ხმლის ქნევად, ფარის ფარებად _ მარტია მისურაული, ამაგის გვერდის სადგომლად _ იმედა მინანაური. ცხვარს ვინ მოზვერავს მითხოსა? _ ახალა შუქიაური, ვინ ჩავას მოზვერულზედა? _ გამახელთ თემროზაული. კაცსა ვინ მოხკლავს მითხოსა? _ ჩააცვეთს ბაბურაული. ხუთ-ხუთს ვინ ჩახხოცს მარტოი? _ ძაღლიკა ხიმიკაური. ვინ გაღმეტდების ლაშქართა? _ ღულელი არიშაული.
გადაიწერეთ ქართული ხალხური პოეზია - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000195/
ქართული ხალხური პოეზიაDDC Subject: Literature & rhetoric Source: ქართული ხალხური პოეზია / მითოლოგიური, საგმირო, საწესჩვეულებო, სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, ისტორიული და შრომის ლექსები. 258 გვ. UDC: 821.353.1-91-1 Language: Georgian Extent Format: 258 გვ. Created: 2008-04-17 Modified: 2009-01-15
Object Size Format ქართული ხალხური პოეზია [258 გვ.] 1,007Kb Adobe PDF
Guest Guest
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Sun Mar 01, 2009 4:03 pm
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri May 08, 2009 9:38 am
არ მეგონა
არ მეგონა, გორის ციხე საგორავად გახდებოდა, ლაშქარშია თეთრი ცხენი საგოგავად გახდებოდა. ჩემი თავი, ცათა სწორი ასე დამიდაბლდებოდა, ჩემ უარეს, ჩემი სწორი ასე გამილაღდებოდა.
Guest Guest
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Thu May 21, 2009 9:40 pm
ია
ნეტავი შენ, ენძელაო, სამჯერ მოხვალ სერზედაო. ერთხელ მოვალ, მოვშავდები ამ დასაწვავ ხევზედაო, ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ, გოგოები - ყელზედაო.
ეს ხალხური ლექსი არის 1982 წლის პოეზიის კრებულში, რომელსაც გამომცემლობა ”მერანი” ბეჭდავდა ხოლმე. ლექსს თან ერთვის ცნობა:
”ლექსი გადმოგვცა მწერალმა რევაზ ინანიშვილმა, - რომელიც მოისმინა კახეთში”.
ეგეთებს - ვეღარ სწერენ, ვეღარ...
Guest Guest
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri May 22, 2009 9:57 pm
*** ბატარიკა ქალაი ვარ, ნუ მაღონებ, ცოდვა არი. საიქიოს დაგტანჯავენ, თუ სად სულის ყოფნა არი.
აი, რა კარგ ლექსაების ამათქმა იციან ხანდისხან...
Guest Guest
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri May 22, 2009 10:00 pm
*** ათას უგულო მეომარს გულადი ორი სჯობია. არამ მწყერს, ხოხობ-კაკაბსა ალალი ქორი სჯობია.
Guest Guest
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri May 22, 2009 10:03 pm
*** შაიყრებიან ყორნები, არ გაირევენ ძერასა... კაცი ვერსაით მაჰრჩება თავის ბედსა და წერასა.
Number of posts: 110 Age: 25 Registration date: 11.12.08
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri Jun 12, 2009 6:51 pm
მოხევის სიმღერა
ქალს სილამაზე ხილადა ვთხოვე-არ დამაძლევინა, დავღონდი,წყალი მომწყურდა, წვეთი არ დამალევინა. მომხედა,თოლნი შემყარა, ნაწინწკლებ წამაყრევინა, დამრცხო,ავინთე,გავწითლდი, თავი ძირს დამახრევინა. სიტყვები გადამავიწყა, ენა სულ ამარევინა. არც მითხრა-მოდი,არც წადი, არც თავი დამაღწევინა. ტიალი,რაი ყოფილა, თავბედი დამაწყევლინა. დახე წყეულსა დიაცსა, რა დღემდე მომაღწევინა.
Number of posts: 110 Age: 25 Registration date: 11.12.08
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri Jun 12, 2009 6:53 pm
ნეტავი,გოგო,შენი ხმა...
ნეტავი,გოგო,შენი ხმა ავადმყოფს გამაგონაო. ტუჩი ტუჩს დამადებინა, ძუძუებს ჩამაკონაო. მალ-მალე მოდი ჩემთანა, შენც ობოლი ხარ,მეცაო, უბეში ხელის ჩაყოფა შენც გეამება,მეცაო. ნეტავი,გოგო,მე და შენ ერთადამც დაგვაწვინაო, დაგვხურა ჩემი ნაბადი, მაღლით დაუშვა წვიმაო. ნეტავი,გოგო,მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც მეტი მოვიდეს, მაკრატლით დაგვასწორაო.
Subject: Re: ქართული ხალხური პოეზია Fri Aug 27, 2010 11:35 am
არხვატს
არხვატო, ჩემო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო, მიამც კი შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზე დამაწვინაო! მაკვდას, თუ მაკვდა ოშკაცი არხვატის გულისთვინაო! დედა ვაცხონე ვაჟისა, ვინაც თავ მაიწყინაო! მტერ დარჩა სისხლის მორევში, თავიც კი იქ შასწირაო. დაიმალების ცუდი ყმა, მავშჩები, წაოლ შინაო. გამაქცეულის მისვლასა არმისვლაი სჯობ შინაო. მაინც არ გასტყდა, არხვატო, ბასრო ფოლადის რკინაო!