არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: ჩვენ ვართ მკვდრები   Mon Mar 23, 2009 10:02 pm

გაიმეორე! რამე სიტყვა გაიმეორე!
გაიმეორე... თუნდაც ორჯერ ჩემი სახელი.
არ არის ახლოს, მაგრამ სულაც არ არის შორი.
მალე, ამ აღმართს გადავალთ და ჩემი სახლია.

ჩემს სახლთან, ორი სხვა სახლია, ორივე სახლი,
ორივე ჩემს სახლს გაცილებითსჯობია ბევრად,
მაგრამ ეს არის: ერთადერთი ისმართლე ახლა.
ეს არის: ჩემი ერთადერთი უძირო ქვევრი.

და თუ საერთოდ ვინმე მომყავს, უკლებლივ ყველას,
ვეუბნები რომ: ამ სახლებში - ცხოვრობს არავინ.
კეტავს არავინ, შედით, მაგრამ არაფერს ხელი
ოღონდ არ ახლოთ. ამბობენ რომ: გადასარევი...

გადასარევი სახლებია და საშუალებაც,
გადასარევი. იგრძნონ... ნახონ... ათვალიერონ...
ღმერთის, ერთის მხრივ - სამყოფელი, (გარდაცვალებულ)
ხოლო მეორის - დასასრულის დასალიერი.

სადაც, ყოველთვის ეგონათ, რომ რაღაც იცვლება.
ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გაეგოთ, მაინც რის გამო...
იყო ასეთი მიმზიდველი - ღამით ისლები.
და ამ ისლების პოეზია... სწორედ ის კამი,

ბავშვობაში, რომ უდარდელად ჩამოჯდებოდნენ
და შუაღამის გადასვლამდე "აბირჟავებდნენ".
არ ადარდებდათ - ქვეყანა თუ ამოწყდებოდა!
არ ადარდებდათ, რომ სიკვდილი - ასეთი შავი,

ჩემი თმებივით... კაცისათვის, გრძელი თმებივით.
(როგორც მოხუცი მამა ამბობს). სადღაც ჭაღარა-
-გამორეულიც, ზღვის ქაფივით მზეზე ნებივრობს
და იცის თავის დასასრული ქვეყნად არ არის.

სხვა გზაც არ არის... სახლები კი საკუთარ ჩრდილში,
პატარებივით დაცოცავენ, ძველი სახლები.
ასე გრძელდება საუკუნოდ, ცხადში თუ ძილში...
და უხარიათ... და აწუხებთ... და ვეახლებით...

ვინც - ვართ ისინი, ვინც ვიყავით და ვინც ვიქნებით...
ვინც ვართ, ან ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ვიყოთ.
გინდა არ გინდა, გამოდის, რომ ჩვენ ვართ წიგნები.
თაროებს იქით... და საერთოდ, ყველაფერს იქით...

გინდა "ქვე", გინდა "ზე", წყეული ცნობიერების.
(ჩვენა ვართ მსხვერპლი). იქით ღმერთის... ყველაფერს იქით...
არა ვართ, მაგრამ გვინდა ვიყოთ ლმობიერები.
არა ვართ, მაგრამ უკეთესი გვინდა, რომ ვიყოთ.

რადგან აწმყოც და მომავალიც, ხდება წარსული
ყველა აწმყო, კი წარმავალი მომავალია...
ვამბობ: მკვდრები ვართ. რა აზრი აქვს... ვამბობ და სულაც,
ვჩუმდები. ვწუხვარ, რომ ზედმეტად ცოტა დავლიე.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: საყვედურები   Tue Mar 24, 2009 6:21 pm

გიო არავიძეს


საყვედურები


ხელებს ამცივნებს, რომ ზედმეტად სუსტი მზე არის.
სხვა, რა საქმე გაქვს?! და ტუფლებზე ითვლი ნაკეცებს.
ვერ გაგიგია... დაეძებ... თუ თავად დაგეძებს.
(ლანდი - შეოლის. დარდი - წალდის. სუნი - ცხედარის.)

(...) ერთადერთი, რაც გელოდება...
ვინც გელოდება... თუ ასეთი - საერთოდ ვინმე...
(არის) გინდა, რომ თვალისმოკვრით, ანგელოზივით...
სიზმარში მაინც... ცაში მაინც... ან როგორც კინო,

ადგე და ფარდებ-ჩამოშვებულ, ოთახში ჩართო.
შემთხვევით ხელი შეგიშალოს, რომ არაფერმა.
(და მეჩვენება, ასე მარტო, დარჩენილს. მარტო,
თავი კი არა... მარტოობაც შემოგაბერდა.)

გაინტერესებს... წვიმაა და... გაინტერესებს,
დაბოლილები, ბორდიურზე რატომ დადიან?..
ანდა რა ნახეს?.. ან ასეთი, საინტერესო...
ასეთ ამინდში - მოარაფრო... მარტო დარდიან,

ქუჩებს, რომ თავი დავანებოთ... რადგან ქუჩების...
რადგან - ქუჩების, მიტოვებაც, გვეპატიება...
ფოთოლს შეხედე, რომ ნიაღვარს გადაუღჩეს და
რომ არ წაიღოს... ასფალტს როგორ ეპოტინება...

"სული - ტკბილია"... (სისხლი - მლაშე. ხორცი - მტკივანი.)
ასწავლეს ალბათ... უეჭველად ასწავლეს მასაც.
სხვა, რა საქმე გაქვს?.. (გეცინაბა...) არსად სიმწვანე...
ამთავრებ: არსად... არაფერი... სიცოცხლის ფასი.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: მელანქოლიები   Thu Mar 26, 2009 6:29 pm

მელანქოლიები


გინდა უსათუოდ. გინდა... უსაშველოდ... (უძალიანდები)
გინდა უსასრულოდ. გინდა თოლიათა, გინდა თოლიების,
იგრძნო უაღრესად... (უმარტივესი და უძალიანესი)
მელანქოლიური. ფრთები... სიმსუბუქე... მელანქოლიები,

როცა წვიმაა და... (საქმე არაფერი)... მელანქოლიებთან,
შენი აივანის... შენი კაბინეტის... შენი მარტოობის...
როგორ წყვილდებიან, როგორც თოლიები, როგორც თოლიებთან,
როგორ მშვიდდებიან... როგორ ეძნელებათ, შენი დატოვება.

როცა უსათუოდ, გინდა უსაშველოდ, უძალიანდები...
გტკივა უსაშველოდ... გტკივა თოლიათა... გინდა თოლიების...
ფრთები - უაღრესად, უმარტივესი და უძალიანესი...
ასე ეჩვევი... ან, თვითონ გეჩვევიან... მელანქოლიები.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Mar 26, 2009 6:49 pm

როცა წვიმაა და... (საქმე არაფერი)... მელანქოლიებთან,
შენი აივანის... შენი კაბინეტის... შენი მარტოობის...
როგორ წყვილდებიან, როგორც თოლიები, როგორც თოლიებთან,
როგორ მშვიდდებიან... როგორ ეძნელებათ, შენი დატოვება.



cheers


მახარებს გიო გურჯის წარმატებები.
იგი მაძიებელი ახალგაზრდაა, არ კმაყოფილდება მიღწეულით_ეს კი მომავალ წარმატებათა საწინდარია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: Zveli leqsebi   Thu Mar 26, 2009 9:23 pm

მე ყოველდღე


მე ყოველდღე ვიღვიძებ მარტო.
მე ყოველდღე არ გამოვდივარ სახლიდან.
მე ყოველ დღე ვარ ყოველდღიური
და მე ყოველდღე ვხდები ყოველი მეორე დღე.
რომელიც თავისავად არის ყოველდღე
და ყოველდღიურად მოაქვს რაღაც.
რაღაც, რასაც გულმოდგინედ ვიკუჭავ ჯიბეში.
რომელიც არ ივსება.

მე ყოველდღე ვიღვიძებ ერთი.
შენც ყოველდღე იღვიძებდი ერთი.
მე ყოველდღე ვიფუჭებ ფილტვებს,
თუმცა ვიცი რომ ვიფუჭებ ფილტვებს.

მოულოდნელი არ იქნება
თუ
ერთ მშვენიერ დღეს,
ერთ მშვენიერ თავსხმა წვიმაში,
მე გავიღვიძებ, დავლევ ყავას,
მოვწევ სიგარეტს, მოვწევ მზეს,
მოვწევ მზის ჩრდილებს
და ვეტყვი

მე ყოვლდღე ვიღვიძებდი მარტო,
მე ყოველ დღე არ გამოვდიოდი სახლიდან
და ყოველ დღე ვიყავი ყოველდღური
მაგრამ დავიღალე.


და კიდევ




. . .


ღამე სიჩუმეა, მიტოვებული საფლავიდან ამოძახილი.

ყური დაუგდე, გიძნელდება, ადგილს ვერ პოულობ.
მარტოობაში ბევრი ხალხია შენს, სიჩუმეს იქ ვინ მოუსმენს?!

ყური დაუგდე, სასთუმალზე ამონასუნთქი, თბილი ჰაერიც
სიჩუმეს არღვევს. ქუჩაც ისეთი გასუსული აყურადებს სიცარიელეს?!

თვალები დახუჭე, ნუ ჩასცქერი ასე თვალებში, ღამე მორცხვია,
ყველაზე მოკლე გაფიქრებაში გაგეპარება, შენს სიჩუმეს ვიღა გაიგებს?

არსაიდან დაიწყო რადგან, ვერსაიდან მიეპარები, გაფაციცებით,
სიყვარულიც სისულელეა, ამდენ ყვავილებს?! ვინ დაგიჯერებს?!

არსაიდან დაიწყო რადგან, ღამეს ასეთი სიყვარული სად შეუძლია?!
არასოდეს ჰყოლია დედა, ვინ დაემარხა? ვინ დაეტირა?

ლაპარაკი არ იცის ღამემ. ლაპარაკი არ იცის ღამემ. ღამე სიჩუმეა

ყური დაუგდე! მარტოობას დაეძინება. იქ რომ ხალხია, მათი
სუნთქვაც ხელს არ შეგიშლის, არ შეგაწუხებს, ჰო მოუსმინე,

ღამე, სიჩუმეა... ღამე სიჩუმეა... არსაიდან დაიწყო ღამე.



და კიდევ

მიძღვნა


. . .




ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
თაფლისფერი თვალებით ისე შემომციცინებ,
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
გსუნთქავ ალმოდებული, მგონი ვეღარც ვიძინებ.

როცა მგონიხარ აქვე ახლოს, ისე შორსა ხარ?!
იქნებ ვერ, იქნებ არ გამხელილ, ან არსაიდან,
ვარდის ყველაზე სურნელოვან ყელგადმოსახარ,
ეკლების შიშით საბოლოო ცოდვას ჩავიდენ.

ეგ ბაგეები შთაგონების წყაროა თუმცა?!
მე არ მრცხვენია, ანგელოზო ნურც შენ შეგრცხვება.
არის ისეთი სიმსუბუქეც, ყველას რომ უმძიმს,
როგორც ჰაერის მომაკვდავი სუნთქვით ვერ ძღება

ხო ეგ ნაკვთები თუ ჩემია და ეგ გიშერი,
გაუკვირდება ნურასოდეს და ნურც ნურავის.
თუ გინდა წავალ! მაგრამ ვიცი არ გამიშვებენ,
სანამ ბოლო გვერდს ბაგეები არ დახურავენ.

ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
შენი თმების სურნელი არ შორდება ნესტოებს
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
ანდა ჩემს პანაშვიდზე მიხაკებით მესტუმრე.
და სთქვი მოჰკლეს პოეტი ვინც ოდესღაც
დამხატა
და მე დაგელოდები,დალოდებით უეცარ
ამელნებულ ზეცაზე ნარიყალის ბარხატთა
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
შენს დახატვას ვეცადე.


punqtuacia da grafikaa chasascorebeli. ver vaxerxeb. pirdapir davakopire.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Mar 26, 2009 9:24 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
როცა წვიმაა და... (საქმე არაფერი)... მელანქოლიებთან,
შენი აივანის... შენი კაბინეტის... შენი მარტოობის...
როგორ წყვილდებიან, როგორც თოლიები, როგორც თოლიებთან,
როგორ მშვიდდებიან... როგორ ეძნელებათ, შენი დატოვება.



cheers


მახარებს გიო გურჯის წარმატებები.
იგი მაძიებელი ახალგაზრდაა, არ კმაყოფილდება მიღწეულით_ეს კი მომავალ წარმატებათა საწინდარია.


egrmesi madloba batono Vaja. gmertma daglocot.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: leqsebi   Thu Mar 26, 2009 9:31 pm

შემოგედალალე


რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში
დედოფალი იმედივით რომ იწურება!
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის.
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო
ნოემბერი და ...
დაორთქლილი ფანჯრებიდან
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო.
იმ ყვავილების და
იმ ყვავილების,
იმ ყვავილების და
კიდევ იმ ყვავილების სურნელივით, შემოგედალალე.!..
რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები,
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან
შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის
ჩაქოლილ ფიქრებს. !
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
შემოგედალალე!
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები
მიყრია მაგიდაზე...
და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.
ჰო, როგორმე არ იწვიმოს,
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !



ძეწნა


როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა...
ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,
ურევს!
ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.

ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული
ტანი!
ისე ნება - ნება ეუფლება ვნება...
და-და, და-და, დანით
და-და, და-და, დანით
ასე მოხდა ჩვენი გადალებანება

ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა
დადის!
სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა!
არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის
შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...

გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო
და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს,
დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს,
უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.

და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა
ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს,
ურევს...
ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.








როგორა ხარ


"ცა რომელსაც ლექსივით კითხულობენ'',
როცა არ უნდა აიხედო,
ყოველთვის
ცამდე მართალი,
ჩემი შეყვარებულის თვალების ფერია.

ჩემს შეყვარებულს
მუქი ცისფერი თვალები
და
ციური ღიმილი აქვს.

როცა თბილისი
თავის დროზე ვერასოდეს იღვიძებს,
მეგობრის საფლავზე დაწერილი სტროფებივით
სევდიანია.
რომ ვინმე ზედმეტად პოეტმა ადღეგრძელოს,
მერე ადგეს
და
ბოკალში ვერმუტივით გამოცლილი ღამე,
იმ იმედით, რომ ისევ დაბრუნდება,
თვალს და ხელს შუა
გააპაროს.
რომ მოგონილმა მემაწვნემ
დილა უთენია დაიბღავლოს,
რომ მოგონილი მამა
სამსახურში წავიდეს,
რომ მოგონილმა დედამ
ნამძინარები თვალებით
და
ფინჯანი ყავით გააცილოს.
რომ ჩემი შეყვარებულის თვალების ფერი ცა
ისეთი ახლოა,
უნებლიედ ფეხის წვერებზე მინდა ავიწიო,
კისერი მოვიღერო
და ჯერ კიდევ ძილისგუდა ვარსკვლავებით
დაკოპლილ ტუჩებზე
''მიყვარხარ''--მეთქი , დავაწერო.

ამას წინათ
მოვიდა და
წვიმის წვეთებივით
მთელი ღამე მეჩურჩულებოდა,
ისეთი გულახდილი იყო,
ვერც კი შევკადრე,
მე ამ ენაზე
ძალიან ცუდად ვსაუბრობ-მეთქი .
რომ გაათავა,
მაშინღა მიხვდა
ბევრი არაფერი მესმოდა.
ასეთი ბედი მაქვსო,
ვისაც რა არ უნდა ვუთხრა ,
ვერავინ გამიგებსო.
მე კიდე ჩავჩიჩინებ,
მე ხომ გიგებ,
მე ხომ თანაგიგრძნობ?
მეტი რაღა გინდა?!
ვერ ხედავ?

მე ადამიანი ვარ
და
ამოდენა ქვეყანაზე
ხმის გამცემიც აღარავინ შემრჩენია.
მე ადამიანი ვარ
და
ამოდენა ქვეყანაში
თავი ვერავიზე მიმიყრდვნია,
რომ
გულაჩუყებული,
ბავშვივით ავზლუქუნდე.
და უარესიც,
ამოდენა ქვეყანაზე,
მე ხომ მართლა არაფერი გამაჩნია?!
უკვე უსაშველოდ გაწელილი სიკვდილის გარდა,
რომელსაც შავი ლაბადა აცვია
და ყოველ ღამე სასთუმალთან მიზის,
ყოველთვის პროფილში და ყოველთვის მდუმარე.
არადა ,
იმ დღეს ვეუბნები,
ოღონდ რამე სთქვი
და თუ გინდა
იმ შენს საიქიოს
ხელში აყვანილს ჩაგარბენინებ-მეთქი.,
მაგრამ ვინ გისმინა?!
ასე აქვს ნაბრძანები.
სადღაც, მაგისიც მესმის.
ჩვენ ხომ ყველა
ვიღაცის მიერ
უნაკლოდ "შესრულებულ"
დრამას ვთამაშობთ?!
მერე ბატონი გაუმართლებლობა?! -
- ჩემი პირადი დაცვა,
რომელიც
გულის ფეთქვასავით
დედის მუცლიდან თან მსდევს
და მოგონილი მშობლებივით
გვერდიდან არ მიშორებს.
ან ფილტვებში
ჟანგბადივით ჩაგუბებული მარტოობა?!

ერთი სიტყვით,
ცა, რომელსაც ლექსივით კითხულობენ,
გამეცალა
და იმის მერე
აღარ დაბრუნებულა.

მოწევა მომინდა,
მაგრამ ბოლო ღერი სიგარეტიც,
ქუჩაში რომ გიჟი ქალი შემხვდა,
იმისთვის მიმიცია.
აი, მთელი შენი-''როგორა ხარ.?"
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sun Mar 29, 2009 3:48 pm

gio gurji wrote:
შემოგედალალე

ძეწნა


როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა...
ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,
ურევს!
ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.

ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული
ტანი!
ისე ნება - ნება ეუფლება ვნება...
და-და, და-და, დანით
და-და, და-და, დანით
ასე მოხდა ჩვენი გადალებანება

ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა
დადის!
სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა!
არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის
შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...

გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო
და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს,
დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს,
უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.

და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა
ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს,
ურევს...
ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.



sunny
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Wed Apr 08, 2009 1:28 pm

ნუთუ... ნუთუ თუთა,
მოგენატრა თათი?
მოგენატრა ქარი,
რომ არხევდა თუთებს...
ავიღებ და ღამეს,
მტკვარზე გადავათრევ...
თუ არ გათენდა და
თუ არ გამებუტა.

მერე რა, რომ თოვლი
და ზამთარი მოვლენ...
მერე რა, რომ ერთად,
აღარ დავუხვდებით...
მე, რომ სიყვარული
დამაქვს დუბლინ-დუბლინ,
დაბადების დღე აქვს
და
ოთხი წლის ხდება.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: დღეს ყვავილებიც მორჩა   Wed Apr 08, 2009 2:28 pm

და რა თქმა უნდა ფიქრებს
იკრებ. ზიხარ და გრილა.
დილაა... მზეა... იქნებ,
წიგნებს მოყრილი სილა.

და რა თქმა უნდა წიგნებს
და რა თქმა უნდა სილას,
და რა თქმა უნდა იქნებ,
სულაც არაფერს (გრილა)...

არ ჩაჰკირკიტებ. ფიქრობ.
ფიქრობ, რას აღარ... რამდენს...
ცამდე... სხვა ცამდე... იქნებ,
ამ გაზაფხულის ჩამდენს,

არ გაპატიონ ლექსი !
არ გაპატიონ წიგნი !
არც უცაბედი სექსი...
არ დაგანებონ იქნებ.

და თქვა და თქვა, რომ მორჩი !
(გზაზეც არავინ მოსჩანს...) !
და თქვა და თქვა, რომ ნორჩი,
დღეს ყვავილებიც მორჩა.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Apr 09, 2009 9:59 am

არ ჩაჰკირკიტებ. ფიქრობ.
ფიქრობ, რას აღარ... რამდენს...
ცამდე... სხვა ცამდე... იქნებ,
ამ გაზაფხულის ჩამდენს,

არ გაპატიონ ლექსი !
არ გაპატიონ წიგნი !
არც უცაბედი სექსი...
არ დაგანებონ იქნებ.
...
სასიამოვნოა,რომ გიო გურჯის ხელწერა იხვეწება,უფრო იდუმალი,უბრალო და თავისებური ხდება.
ასეა:ვინც ეძებს,პოულობს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Fri Apr 10, 2009 2:15 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 5:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...   Tue Apr 14, 2009 1:40 pm

. . .

ხეები... როგორ აწოწილან...
როგორ აწოწილან ხეები...
ლურჯი ბალიშივით,
დათოვლილი
ცაა მოღრუბლული, ვეება.

ხეები, ღრუბლებს შეწოლიან.
ღრუბლებს შეწოლიან, ხეები.
რა ვქნა... ავადმყოფის
საწოლივით
მოღრუბლული, ცაა... ვეება.


ე კ ა ტ ე რ ი ნ ა


ასე მგონია,
სამი წელია, გაზაფხული არ მინახია.
ატომური ბომბივით გავარდა გაზაფხული,
(ლუქსემბურგში)
გვიანი გაზაფხული,

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...

გვიანი გაზაფხული სცოდნია აქეთ.

საოცარი ამინდებია... საოცარი
შეგრძნებაა ისეირნო...
ისეირნო ქუჩებში, თუ პარკებში.
ისეირნო დღისით...
ისეირნო ღამით...
ისეირნო და
იფიქრო შენზე.

იფიქრო შენზე და
"ვიღაცასთან" ერთად
ხელ-ჩაკიდებულმა...
ვიღაცასთან,
ვისაც თუნდაც...
ვუყვარდე თუნდაც.
თუნდაც, ვუყვარდე

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა...

რამდენჯერ,
შენთვის მოკრეფილი,
შენი ყვავილები...
ხანაც ყვავილი...
ხანაც ხის ტოტი,
ბაცი ვარდისფერი კვირტებით გადახუნთლული,
ხის მცირე ტოტი,
შენთვის მოწყვეტილი,
ხის მცირე ტოტი,
სხვისთვის მიმიცია...
და მითქვამს: ნახე... რა ლამაზი,
სიცოცხლით სავსე ყვავილებია.
(თვალები ყველას ერთნაირად უბრწყინავს ხოლმე)
და ის თქვენია !
ის თქვენთვის არის...

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...

მხოლოდ ერთი, პატარა გოგო,
ფრანგი "ჟაედი",
როდესაც მას ყვავილებს ვჩუქნი,
(ანგელოზივით ლამაზი და თეთრია "ჟაედ")
როდესაც მას ყვავილებს ვჩუქნი,
(მამა ზრდის "ჟაედს"...
დედა კი ჰყავს, მაგრამ მამა ზრდის.)
მიყურებს და არაფერს ამბობს.
სევდანარევი, ანგელოზის თვალებით,
მიყურებს ხოლმე.

თითქოს იცოდეს,

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...

თითქოს გგრძნობდეს,
ან წინათგგრძნობდეს...

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...

მიყურებს ხოლმე ასე, მცირე ხანს.
მიყურებს და არაფერს ამბობს.
მიყურებს და არ მეკარება !
მიყურებს და არ მეკარება...
არ მეკარება...

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...

უცხოობაც სცოდნიათ ბავშვებს.
"უცნაურია", ამბობს ხოლმე "ჟაედის" მამა.
წითლდება ხოლმე.
მე არ ვწითლდები.

"ჟაედი" - ჩემი ყველაზე უღალატო მესაიდუმლეა

ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
ე კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
ეჰ...კ ა ტ ე რ ი ნ ა ...
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: მუხა   Thu Apr 16, 2009 7:06 pm

რას ვაკეთებ?
რას ვაკეთებ და : პარკში ვზივარ.
მიყვარს ეს პარკი.
(დიდი ხანია ვაკვირდები)
ჩემს წინ დგას მუხა.
უკან? უკან...
უკან ქალაქი.
სიმართლე ვთქვა, ჩემი ცხოვრება.
მთელი ჩემი - ავი და კარგი.
მთელი ჩემი - ეკატერინა...

ჩემს წინ დგას მუხა !
რომლის ჩრდილში, არავინ არის...
ჩემს წინ დგას "ბებერ",
მუხის ჩრდილში მცოცავი ბაღი.
ჩასთვლიმა "ბებერ".
დაუშვია დაბლა აფრები.
როცა ნუში, ერთთავად ჰყვავის !
(როცა კვირტებს, ნელი ქარი უცეკვებს თავად)

დახრილი აქვს მუხას ტოტები,
როგორც მოხუცს, რომელიც ჩემს წინ,
ორი წუთის წინ ჩაატარა, შუახნის ქალმა.
თეთრთმიანი, სათნო მოხუცი.
რომლის მხოლოდ ხელები თრთოდა,
(როგორც მუხის თრთიან ტოტები)
რომლის სახე, უემოციო. არაფრის მთქმელი.
მუხის ქერქივით დაკეცილი, დამშვიდებული.

და ვამბობ :

ღმერთი უსახლდებათ, ალბათ მოხუცებს.
ამ მუხაშიც ღმერთია ალბათ
და ამ ბავშვშიც ღმერთია ალბათ
და იმ ბავშვებშიც, დედებმა რომ ჩამოატარეს.

"ღმერთი, მხოლოდ ზრდასრულებს გვტოვებს".
ვფიქრობ... და ვცდები. ვგრძნობ, რომ ვცდები.
თანაც ძალიან...
ახლა არა ვთქვი, რომ
ამ ბავშვის, სუფთა თვალებით.
ამ მოხუცის უმშვიდეს სახით
და ამ მუხის მწვანე ფოთლებით
გვხედავს მეთქი საბრალო ღმერთი.
ხედავს მეთქი ჩვენს მრუდე ჩრდილებს.
ამ ფოთლების ჟანგბადით გვწვდება,
შემოდის ჩვენში...
გვივსებს ფილტვებს და გვახანგრძლივებს.

მერე მოდის და
ამ ბავშვების წმინდა თვალებით.
მათი უზადო. თამამი მზერით,
გვიმზერს ასეა.
სწორედ ამიტომ, ინსტიქტურად ვუღიმით ბავშვებს.
(გვინდა არ გვინდა, შეგვიძლია არ შეგვიძლია)...
ინსტიქტურად ვუღიმით ბავშვებს.
ამიტომაც, თამამად ვამბობ :

ამ გამოხედვას შეინარჩუნებს, ვინც...
გადარჩება.

ეს გამოხედვა,
ეს ღიმილი
ეს უშუალობა
უძლებს მხოლოდ სამოთხის კარებს.
(მის "Fece control"-ს)
რა შორს წავედი...

მერე მოდის ეს ჩვენი ღმერთი
და მოხუცების, მოსიარულე სავარძლებიდან,
მოხუცების უთეთრეს თმებით,
(მუხის ქერქივით დაკეცილი)
და მშვიდი სახით,
უემოციო,
გვაკვირდება მაღალი ღმერთი.

ამას წინ მკითხეს, ბავშვმა მკითხა :
მოხუცებმა ასეთი უცნაური მოშტერება, რატომ იციანო...
რა მათქმევინებდა,
მოდი, ორ დღეში, ახალ ლექსს დავწერ,
"მუხა" ერქმევა და
იქ ნახე მეთქი.

ჰოდა მოკლედ :
ჩემს წინ დგას მუხა.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Jun 06, 2009 9:01 pm

და დუბლინი...


მშვიდი დღეა, დედასავით მშვიდი,
მზე აცხუნებს და დუბლინი ახლა
და დუბლინი დედასავით დიდი
და დუბლინი დედასავით ახლის

და დუბლინი მოლოდინში მარად
და დუბლინი ტურისტების ეგზომ
და დუბლინი დავიხუროთ სად რა
და დუბლინი რას გაიგებ რეზი...

და დუბლინი თოლიების ლოცვა
და დუბლინი მელოუნი მოდის
და დუბლინი ბერნარდიდან როცა
და დუბლინი გინესამდე მოდის.

და დუბლინი მზე აცხუნებს რადგან
და დუბლინი დაკარგული გეზი...
და დუბლინი ქარი როგორ ჩადგა
რას გაიგებ... რას გაიგებ რეზო...

და დუბლინი დაბოლოს ეს მზე და...
და დუბლინი დაბოლოს ეს გოგო
გერმანელი, ბერლინიდან, გზიდან...
- და დუბლინი არ მიყვარდეს როგორ?

მეუბნება და მიღიმის და მეც...
და დუბლინიც დაბოლოს ეს დღე და
ეს საღამოც დაგვიტოვებს რამეს.
დაგვიტოვებს? დაგვიტოვებს დედა.




აიდას "მარტოობის რაფსოდია"



Stephen's Green-ის გულზე გადაფარებულ
ჩალურჯებულ კანისფერ ზეცას ჰგავდეს,
იქნებ ახლა შენი თვალები,
როცა ჩემზე ფიქრობ და
როცა ჩემზე ფიქრობ კი არა...
ლამის არის, ფიქრობ კი არა,
არგეფიქრებად დაიწესო ჩემი არფიქრი.
ჩემი არყოფნაც, ჩემს სურათებს, ჩემს ხელნაწერებს,
ჩემს ძველ ჩემოდანს დააბრალო ჩემი არყოფნა.
გინდა ინანო... გინდა ატირდე... როგორც არასდროს
და ელოდნენ სასწაულს, იქნებ შენი თვალები,
ჩამომსხდარი რაფაზე ფანჯრის,
(Rossini-ის ქუჩა) ყვავილები მარჯვნივ და მარცხნივ,
ჰგავდეს იქნებ ტკივილებს... ფიქრებს...
ანდა სულაც,
შენს თვალებს ჰგავდეს, ჩემს მოლოდინში.
მოთმინებადალეულ თვალებს.
სიბრაზისგან დაკვნეტილ ფრჩხილებს.
კბილის კბილზე მაგრად დაჭერას
და ამოსუნთქვას
ღრმად ჩასუნთქვას
დაბოლოს მთელამ,
მთელ ამ სიმწარის მრავალკვირეულს.
გირეკავ და როგორც ყოველთვის,
გეუბნები: "Hallo baby !
How is it going"?
-
გეუბნები, რომ გაერიდო.
არა, ვითომც აქ არაფერი...
-
ჰო სულელიც ვარ. შეგიძლია მიწოდო ბრიყვიც.
გეუბნები, რომ გაერიდო.
ვითომ ძალიან ადვილია ეს ყველაფერი...
ანდა რასაც გთხოვ თავად შემეძლოს,
ვითომ...
ეს ზეცა
ჩალურჯებული კანისფერი დუბლინის ზეცა,
მოწმე არ იყოს,
რომ მეც შენსავით ვიტანჯები.
მეც სულ შენსავით.
ჰო. შენსავით მეც ვიკვნეტ ფრჩხილებს.
მეც შენსავით ვითვლი საათებს.
(დამღლელია მაგრამ არ ვტყდები)
ხშირად ვზივარ ოთახში მარტო.
უფრო ხშირად მარტო, სულ მარტო.
მარტო ოთახის დუმილზე, რომ არაფერი ვთქვა...
მით უფრო, რომ დუმილიც მაკრთობს...
Stephen's Green-ის ხალხმრავალ პარკშიც,
ხალხით სავსე ქუჩებშიც, გზაშიც...
კაფეებშიც და რესტორნებშიც...
სადაც დავდივარ მარტოობის გასაქარვებლად,
მხვდება ერთი ბებერი კაცი,
წელში მოხრილი, შაოსანი ბებერი კაცი,
რაც თავი მახსოვს, ამ ბებერ კაცს არასდროს სიტყვა,
არა სალამი, არა სიტყვა არ დასცდენია.
მხოლოდ თვალებით,
გამარჯვებული, შავ თვალებით, შავივე მზერით,
შავი ჰალსტუხით მიმზერს ხოლმე ბებერი კაცი.
და ვგრძნობ, როგორ ვილევი ამ დროს.
ვგრძნობ, თუ როგორ ვერ გავიმარჯვე,
ვგრძნობ რა სუსტი და უძლური ვარ,
მის წინაშე, მე როგორც ბავშვი,
როგორც პატარა, მიწაზე რომ ოთხით დახოხავს
და ხედავს მიწას, ხედავს ტუფლებს და ბასანოჩკებს.
არადა უნდა გაიხედოს ყველაფერს იქით.
შენ კი გგონია, არაფერი მადარდებს არა.
ასე გგონია_ მხოლოდ შენ ხარ ჩვენ ორში მარტო.




ამ ცხოვრების (...) ანუ წუხანდელი მინაქარი


როცა ნებიერად ბაასობენ,
(შენი თვალებივით ციმციმებენ),
ცაზე ვარსკვლავები, ათასობით,
დადუმდებიან და იძინებენ.

როცა ზმორებისგან, დილისაკენ,
სუნთქვას იგუბებ და გაიჩერებ,
ამდროს ვარსკვლავები ძილისაგან,
თავს ვერ დაიხსნიან, დამიჯერე.

მერე სამსახურში მიდიხარ და
გიქრის წუხანდელი "მინაქარი"...
გული - სულ სხვა მხარეს მიგიხარის.
ფეხი - სულ სხვა მხარეს მიგაქანებს.

ფიქრობ ამ ცხოვრების(...) ასე შემდეგ!
მიხვალ, სამსახურშიც - რია-რია...
ლამის გადაწყვიტო, აღარ შეხვდე,
მაგრადმ დამიჯერე... გვიანია.

როცა ნებიერად ბაასობენ,
(შენი თვალებივით ციმციმებენ),
ცაზე ვარსკვლავები, ათასობით,
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Jun 06, 2009 9:12 pm

და დუბლინი დაბოლოს ეს მზე და...
და დუბლინი დაბოლოს ეს გოგო
გერმანელი, ბერლინიდან, გზიდან...
- და დუბლინი არ მიყვარდეს როგორ?

მეუბნება და მიღიმის და მეც...
და დუბლინიც დაბოლოს ეს დღე და
ეს საღამოც დაგვიტოვებს რამეს.
დაგვიტოვებს? დაგვიტოვებს დედა.

...
ლექსი_გულის ნათება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Jun 06, 2009 9:18 pm

როცა ნებიერად ბაასობენ,
(შენი თვალებივით ციმციმებენ),
ცაზე ვარსკვლავები, ათასობით,
დადუმდებიან და იძინებენ"...
Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Sat Jun 13, 2009 8:32 am

. . .



ეგ არაფერი... მოიწმინდე ცრემლები, კარგი !
ცოტა, ფანჯრებსაც დავაცადოთ, ნახე გაწვიმდა,
დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის,
როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.

ზიხარ პორფილში, ვერ გიყურებ თვალებში რადგან.
ჰო, ვერ გიყურებ საყვარელო. ჩემო - აიდა :
ცუდი დრო დადგა! გულახდილად, ცუდი, დრო დადგა.
ოღონდ ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაგვიდგა?!

ჩვენც ხომ სხვებივით გულახდილად, ლოცვას და მარხვას,
კი არ ვიწყებდით, ვეძლეოდით. ჩვენც ხომ სხვებივით,
დღეში ორმოცჯერ ვურეკავდით, ერთმანეთს "სად ხარ?
საყვარელო... იცი, მომწყინდა..." მეგობრებივით,

ჩვენსავით რომ აკლიათ რაღაც, იმ და-ძმებივით,
ჩვენსავით რომ ეძებენ სათქმელს და თუ იპოვნეს...
როგორც ძვირფას, ბავშვობის ნახატს,მიაწყდებიან,
როგორც საკნის ერთადერთ სარკმელს, ზღვა პატიმრები

როდესაც მოთოვს, ან ქალის ხმა მოისმის, როცა
ცნობისმოყვარე - სურვილებიც გვაპატიმრებენ,
- ავდგეთ გავხედოთ, თუ როგორ თოვს, თუ როგორ კოცნის
მონატრებული, მონატრების საპატიებლად,

სველი ტუჩებით, პატიმარს თუ აგურით ნაშენ,
ტანჯვის გალავანს თოვლი. ქალი. ქალი თუ თოვლი...
როცა ორთავე იმასვე გრძნობს, იგრძენი რაც შენ,
მაგრამ ეხება ბედნიერი, არათუ ყოვლად

შეუძლებელიც იქნებოდა ამის ატანა,
ჰო, ეგ კი არა, რაც გრძელდება, ცოტათი მეტ ხანს,
(რაც არ მთავრდება, ხან მთავრდება "რკინის" გატენვით)
რაც ყოველდღეა, ყველაფერი... რომ წაგეკითხა...

ყურადღებით, რომ წაგეკითხა, ამასწინებზე,
გწერდი - რაც ხდება, ალბათ უფრო უნდა ხდებოდეს.
ხან გაძინებენ, ხან პირიქით არ გაძინებენ,
ტკივილები და შინაგანი უთანხმოება.

მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო,
მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად,
მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი,
ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა

და მე ვიჯექი და ვფიქრობდი რად არ მოგდევდი,
ან, იქნებ არა, ვერც ვფიქრობდი, ვცდილობდი მაგრამ
რაღაცა ძალამ... თავს უფლება ხმის ამოღების,
გამოკიდების, ჩახუტების გულში და მაგრად !

ლაქადდამჩნეულღვინისფერი ტუჩების, სახის
მზემოკიდებულხორბლისფერი, ცივი ხელების.
კრძალვით შეხების, მოფერების, თუნდაც შენახებ,
"ჩვენც ხომ ხალხი ვართ" ჩვენც ხომ ვცვდებით, მივიცვალებით,

როცა იქნება, გავუსინჯავთ მეფურად გემოს !
რადგანაც გავჩნდით, შევიყვარეთ, ჩვენც ხომ ოდესმე,
პატარძალივით ჩამოგვივლის ტიტანის გემი,
რომლის გუგუნიც ხან მკაფიოდ, ხან ყრუდ მოგვესმის,

რა გავაგრძელო? ვერ გავბედე უბრალოდ მოსვლა,
შიში იმის, რომ ის ქალი არ ყოფილიყავი,
ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით,
ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე...

ასე რომ არა, საყვარელო, გასწიე ფარდა!
არაფერია სატირალი, არც ამ, არც იმ სხვა
აღარაპირებ ცხოვრებაში, სიცილის გარდა,
ყველა - სასახლე, ყველა - ფერი, ყველა დაიმსხვრა.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Fri Jun 19, 2009 10:21 pm

გულივით ტბაა, ნატალია,
ზუსტად ისეთი, ჯვარზე რომ გვაქვს,
მაგრამ ამ ტბაში,
უამრავი იხვი, თოლია, თითო-ოროლა
გედიც დაცურავს !

და ტბაც ცოცხლობს !
და ტბაც სავსეა,
ფოთლებით და მოგონებებით
და როდესაც ქარი უბერავს,
ტირიფის ტოტებს, აბანავებს და აშრიალებს,

ტბას შეუძლია მოიფიქროს იმაზე მეტი,
ვიდრე მე, შენ, ან სხვას შეუძლია...

ტბას შეუძლია მოიფიქროს - ხვეული თმები.
აი შენ, რომ თავს დაჰკიდებდი ხოლმე,
ხანდახან,
აბაზანიდან გამოსული და იმშრალებდი.

ტბას შეუძლია იყოს - ის დღეც,
- ის შემოდგომაც,
- ის მკვდარი გულიც,
შენ რომ სახსოვრად დამიტოვე და
დაგავიწყდა,
რომ ნასახსოვრალ, მნიშვნელოვან ნივთებს ვინახავ.
უფრო მეტიც, რომ თავს ვევლები, დავკანკალებ და ვანაცვალებ.

რომ მას შემდეგ, ორი გამიხდა !
ორ გულს ვატარებ,
............. ორი ხელივით
ორივეს ვხმარობ.
ორივესთვის დღეს სულ ერთი ვარ...
ვუძლებ ორივეს შემოტევას !

და კაპილარებს !
და სისხლძარღვებს !
და მათში ყველა,
(ტბაში ჩაცვენილ ფოთლებივით, ბუმბულებივით).
უცხო სხეულს. ანტისხეულებს...
ავუდივარ, თუ ვერ ავუდივარ,

მებაღესავით,
ძველისძველი, მომწვანო ნავით,
პეპლების ბადით დავუყვები ანტისხეულებს,

როცა პარკი ცარიელია.
როცა პარკში არავინ არის,

ტბას შეუძლია მოიფიქროს - ზღაპარი რამე
და გედებივით, ნებიერად შემოაცუროს,
გულის სიღრმეში საიდანაც აღარ ქრებიან
არცა სიტყვები...
არცა ხალხი...
და მათი გრძნობა !

ორივე გულით მიწევს ხოლმე !
ჰო... ნატალია... ორივე გული,
იმახსოვრებს ტბისეულ ზღაპარს
და ორივე, მერე მითარგმნის.

ვერავინ იტყვის: თარგმანები, იდენტურია!

როგორც არ უნდა გაგიკვირდეს, მოკლული გული,
აი - შენგან ნასახსოვრალი,
უფრო მეტი გრძნობით მითარგმნის.
უფრო მეტ წვრილმანს უღრმავდება, მოკლული გული
უფრო მეტად ლმობიერია.
იმ გმირთა მიმართ, ვინც დაკარგეს... დააკარგინეს...

და რაც არ უნდა გაგიკვირდეს,
ჰო ნატალია !
სწორედ შენი ნასახსოვრალით,
გისახსოვრო მინდა ეს ლექსი !

ხოლო ახლა კი:

ტბას შეუძლია მოიფიქროს
- ათასი რამე...
ან,
დასასრული.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: რატომაც არა?..   Fri Jun 26, 2009 6:01 pm

რატომაც არა?..


"You see things; and you sey why?
But I dream things that never were;
and I sey why not."

"შენ ხედავ რაც ხდება; და შენ ამბობ - რატომ?
მაგრამ მე ვოცნებობ იმაზე რაც არასოდეს ყოფილა;
და მე ვამბობ - რატომაც არა."

George Bernard Shaw


ალისონს



შენ ხედავ რაც ხდება.
მეც ვხედავ რაც ხდება !

შენ ამბობ წახდები;
ამ თამაშ-თამაშში...

ამ კითხვის ნიშნებით
კაცი რას გახდება?

მე ვამბობ. და ვიწყებ
თაბაშირ-თაბაშირ...

გამო-ძერწვ... გამო... გა-
მოთაბაშირებას.

გამოძერ-წვას გამო-
უთაბაშირებელ,

ქვეყნად ოცნებების...
(ბრმად აფიშირებას)

ოღონდ ეს ხელები
ნუ შეგაშინებენ !

ისინი აგიგებს
ყინულის სასახლეს !

სულ მთლად უდაბნოში.
სულ მთლად უწყლობაში.

რომლის ჩრდილს მზის სხივი,
ვერასდროს გადახრის,

რომ ბრალი არ დაგდონ
არაფრის ფლობაში.

ხოლო ყოველ დილით
რადგან მზე ამოვა,

ცას ბედუინების
თავშალს მიალურჯებს,

ჩემი სიყვარულის,
გაგასწრებს ამბავიც,

რომ ბრალი არ დაგდონ
არც ჩემს სიყვარულში.

ასე და ამგვარად
ძვირფასო... ალისონ !

გახლავარ მეფე უ-
ბოროტო ოცნების.

არ უთხრა... არავის...
მართალი არისო,

რომ ბრალი არ დაგდონ
პოეტის კოცნაში.

ასე რომ არასდროს
მიმომინატრულო.

არც მიმომიხილო.
(ზედმეტად მოვეშვით...)

ჩემო სიყვარულო !
ჩემო სამხატვრულო !

რომ ბრალი არ დაგდონ
ჩემს სიახლოვეში,

ასე თუ ისე... და
ასე და ამგვარად

ვუბერავ ქარივით!
ჩემდაწილ... თაბაშირს.

გერჩივნოს ! გერჩივნოს !
გრიგალმა წაგგვაროს,

რომ ბრალი არ დაგდონ
ჩემს გაფიქრებაშიც.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Wed Jul 01, 2009 6:51 pm

მეთოვლე

ყველაფერი დაიწყო ასე:
1980 წელი.
შემოდგომა,
ქალაქ თბილისში
გამოცხადებულია - თოვა !
26 ნოემბერი და
კიდევ ერთი თავართქილაძე
გიორგი მიხეილის ძე გურჯი.

ცა არავითარ შემთხვევაში არ არის ლურჯი.
ცა ჭკვიანია, ვინაიდან უნდა გათოვდეს

ქალაქ თბილისში
გამოცხადებულია - თოვა

და ცა არის სამშობიარო.
მშობიარე ქალივით არის
ცა უფერული, ცა მოღლილი, ცა გათანგული,

დედასავით თბილი, უშუალო,
გულახდილი დაჰყურებს ქალაქს

დედა... ცა... დედა...
დედა... ცა... დედა...

თოვლი... მე... თოვლი...
თოვლი... მე... თოვლი...

შემოგეხიზნეთ. შევეცადე და !
დავიბადე, თუ შემოგეთოვლეთ.
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Mon Aug 17, 2009 4:52 pm

ძვლებიც საკუთარ თავს გპარავენ


ხელში სიგარეტის კოლოფით
და მოკიდებული ღერით.
მდგომარეობაში მხოლობით,
გულით, გრძნობით, ფიქრით,
წერით,

კალმისტარითა და ბოკალით:
წვიმა. დუბლინ "სითი". ლუდი.
შესვი, დაწერე, თუ მოკალი,
კარგი, ნამდვილი, თუ ცუდი,

ან რა აზრი ჰქონდა გარჩევას,
ბექსით, გინესით, თუ სკოჩით.
ძვლები სიმარტოვეს აჩვევენ,
ქუჩის სიმარტივეს. მორჩა,

აზრი აღარა აქვს! არავინ!
დაგრჩა მოსაკითხიც, მგონი,
ძვლებიც საკუთარ თავს გპარავენ,
სიგრძით, სიგანით თუ წონით.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sun Sep 20, 2009 1:55 am

ერთით მეტი დილემა
და განა ადვილია - მშვიდობით !
თქვა და უკანმოუხედავად...
(მთლად, რომ აღარავინ ინდობა
და რაც უფრო მეტი დრო გავა...)

თავი მოუყარო კიდობანს
აღზევებისა და დაღმასვლის,
ნებას მიშვებულ, თუ მინდობილ,
ერთად აღებულ, თუ დამარცვლილ

დღეებს, გამოვლილებს, ტკივილებ
გამაყუჩებლებით, აბებით.
მორჩა აღარასდროს ივალებ,
ცრემლით აღარასდროს დალბები.

ვის აინტერესებს რამდენად?..
გწამდა, განაღვლებდა, ვინ და რა
დიდი უშენობის ჩამდენი,
სულაც უშენობით მდიდარი.

სულ სხვა საკითხია სავსებით
გაკლდა რამდენად და სად და ვინ?..
ძალაგამოცლილი არსებით,
მოუხელთებელი სადავით,

ვინ და სად და როგორ აჭენე,
ვინ და სად და როგორ, ვერა და
მერე მარტოდმარტო დარჩენილს
თავთან, ბრაზი როგორ გბერავდა,

მერე როგორ თვლიდი ღამეებს
ჩამწვარ წუთებს, წამებს, \"ბიჩოკებს\".
წერდი ათას რუმე-რამეებს...
ანდა ხატთან როგორ იჩოქებ,

როცა არსაიდან საშველი.
როცა არსაიდან ნუგეში.
როცა არა ცოლი და შვილი.
როცა მარტოობის გუბეში,

გრძნობ, რომ ჩაძირვამდე იხრჩობი.
როცა ქვეყნად შენი ბადალი
იცი არსად არის, ღვთისმშობელს,
ოჯახს, საქართველოს, ნატალის...

სისხლის ბოლო წვეთით ავედრებ
და სიგარეტივით ილევი,
ხოლო მარტოობის კათედრას,
რჩება: ერთით მეტი დილემა.


ეს გუშინ წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Thu Nov 11, 2010 12:55 am

Irish sea
სცილდები ქაოტურ დუბლინს,
ადიხარ მაღლა,
"The Howth hill"

და ზიხარ და გაჰყურებ ზღვას,
ირლანდიის ზღვას...
და უსმენ: მისი ტალღების მშვიდ, რიტმულ სუნთქვას,
ის არასოდეს გაგრძნობინებს, როგორ წამლავენ (წითელთმიანები)
ის არასოდეს შემოგჩივლებს ამა თუ იმას...
ის დგას, როგორც სარდალს ეგების...
და მძიმე ფიქრებს, ტალღა-ნარევ სილაში მარხავს,
მძიმე ბრძოლის წინ,

მისი სუნთქვა არის მშვიდი, ვიდრე ეთერი,
იერი კი ერთობ სარწმუნო,
მისი ფრთები დაკეცილია, სივრცეები დაუფარავი...

გშურს მის ტალღებზე მონანავე თეთრი გემების,
თოლიების, უკეთ რომ გრძნობენ მისი გულის გონიერ ცემას,

ვერ იტყვი, რომ იგი არ ფიქრობს,
ვერც იმას იტყვი, თუ რას ფიქრობს,

მაგრამ თუ რას გრძნობს,
ამოდენა სილურჯის და სივრცის მფლობელი,
ეცადე და იქნებ შეიგრძნო_

_რატომ არის ასეთი დინჯი,
მთავარსარდალის
უმშვიდესი უცნაურობა.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
NI-TI



Male
Number of posts : 1
Age : 22
Location : ZESTA
Job/hobbies : ZESTA
Humor : ZESTA
Registration date : 02.03.13

PostSubject: CHEMI LEQSIA   Sat Mar 02, 2013 10:15 pm

Axla gakocebdi albat
Shublze shegaxebdi tuchebs
Chumad veperebi tvalebs
Chems suls siyvaruls rom untebs
Ise chagikravdi gulshi rogorc ertdros
Ninos gmerti
Mere damisvelebs saxes albat is siwmindis wveti
Rasac cremli qvia axla,
rasac monatreba qvia....
Games gavuteneb mtvares
Sisxlad daviqcevi roca
Vigrdznob sheni sulis alerss
Mere chems loyazec kocna
Isev damikawravs saxes,
Tvalebshi gamiyris eklebs
Kvlavac damaviwyebs saxels
Axlac dagitvlidi neknebs.....
Naxe rogor dzlier shemiyvardi
Rogor geperebi naxe
Eklesiashi rom shemiyvandi
Mere sheni nazi saxe
Isev gisveldeba kocnit
Isev siyvaruli gatovs
Axla shors xar magram mainc
Chemi amosuntqvaC gatbobs.....
Back to top Go down
View user profile http://FB.COM
Sponsored content




PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: