არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Feb 28, 2009 7:10 pm

study

გიორგი თავართქილაძე

***
რა ვქნა? მარტოს უფრო მეხერხები.


Exclamation

აი, როგორი ერთსტრიქონიანი ლექსი დაწერა...

Idea


Last edited by ადმინისტრატორი on Tue Mar 03, 2009 6:10 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Feb 28, 2009 11:32 pm

გამიხარდა გურჯის თემა.
დღეს გელას ესაუბრებოდა ტელეფონზე და მეც მოვისმინე მისი წაკითხული ორი ლექსი.


ნე
იცი ნე
აქ მზე ისე იშვიათად მეღიმება
ისე იშვიათად
ლამის სიცხიანი ქუჩაში გამოვიდე
გამვლელ-გამომვლელი
ყველა სათითაოდ გავაჩერო და
სიყვარულში გამოუტყდე
მზემ კი მეტისმეტი მორიდებით
ქალწულობა დაკარგოს და
გაწითლდეს
ირლანდიური "Pub"-ები და
მზე რომ ყველაზე ახლოა
იმ ქუჩაზე მოსეირნეს
უფრო ხშირად უჩემობა მემართება
უშენობა ხომ
საძილე არტერიად მექცა და
როგორც არ უნდა მინდოდეს
ოცდაოთხი საათი მესინჯება
უარესს გეტყვი
დღეს ავტობუსის გაჩერებაზე
საკუთარმა თავმა ჩამიარა
ის ისეთი ბედნიერი ჩანდა
იქნებ თბილ სახლშიც ბრუნდებოდა
რა დამემართა
კიდევ კარგი
ენაჩავარდნილს ვიღაცამ საათი მკითხა
ნე შეშლილობამდე მივყავარ მარტოობას
ისე უტეხად შემომცქერის
ლამის თვალები დავითხარო
დაბოლოს და თუ მაინც ვინმე
ჩუმად იმიტომ კი არ არის
რომ სათქმელი არაფერი აქვს
უბრალოდ გულწრფელია
დაღლამდე ჩვენი
იცინე?..
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Feb 28, 2009 11:34 pm

კოცნა



მომეცი: ორი გული
სატარებლად სამიც მეყოფა,
მეტს ვერც დავიტევ.

რომ დაგარქვა შეყვარებული

მომეცი: ორი ხელი
თუმცა ორ ხელს სხვაც ბევრი მომცემს,
რომ წავიკითხო მხოლოდ აწმყო
და გულის სითბო,

მომეცი ორი ღამე,
ერთი გავათენოთ,
მეორეში უნდა დავმთავრდეთ.

მომეცი ორი კიბე,
ერთზე ავიდეთ,
მეორეზეც ავიდეთ.

მომეცი ორი მთვარე
ერთი დავტოვოთ,
ორი გახდებიან,
ერთით გზა გავინათოთ.

მომეცი ორი სიტყვა,
რომ ერთი შევინახო,
მეორე დაგიბრუნო.

მომეცი ორი წუთი
რომ ერთით გაგრძნობინო ის -
რაც მეორით ვერ გაგრძნობინე

მომეცი ორი წვიმა
ერთში დავსველდეთ,
მეორეში რომ დასველება მოგვინდეს ისე.

მომეცი ორი ბაგე
ორიც დახუჭული თვალი...
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sun Mar 01, 2009 2:29 am

ეს ლექსი მაჩუქა უსაყვარლესმა I love you

მენდე

მენდე!
ახლა ეს ბაღიც უფრო მშვიდია

მენდე!
მე ახლა უკეთ შემიძლია მოგყვე ჩემზე.

შენი ქათქათა ხელები მანდე!
მინდა უფრო ახლოს მოხვიდე ჩემთან.

მინდა შენი ხელების სითბო.
მინდა, შენი ხელების სითბო
ჩემი ხელების სიცარიელეს შევუერთო.
იქნებ ასე უკეთ მოვიდეს
შენამდე
ჩემი
შენაღონები,
სიცოცხლის ხაზი.

მენდე!
მანამდე უნდა მოიწყინო,
ვიდრე ამის საშუალებას მოგცემენ სხვები.
რადგან ძალიანაც რომ მოინდომო,
ასე ვეღარავის დაადანაშაულებ.

მენდე!
ჯობია უფრო უბრალოდ გეცვას
ვიდრე გაცვია.
ასე უფრო ახლოს მიხვალ იმასთან,
ვისაც მეთელი გულით ეყვარება შენი შიგთავსი.

შენზე ლამაზად ჩაცმულებიც ბევრნი არიან,
შენზე ლამაზად გამოძერწილნიც.

მენდე!
ოღონდ არასდროს მკითხო,
რატომ აგირჩიე.
როცა უბრალოდ აგირჩიე,
სალაპარაკოდ.
ჩემი პასუხი-
არასოდეს იქნება დუმილზე მეტი.
არც ჩემი თვალები იქნება ამაზე მწვანე.
არც ეს ბაღი - ამაზე მშვიდი.
არც ეს საღამო აღარ იქნება.
არც ეს ჩურჩულით ნათქვამი მთვარე.
არც ეს ნიავი, შენ და ძეწნას, თმას რომ გიწეწავთ.
არც ეს პოეტი შადრევები იცეკვებენ
ამგვარად ფოქსტროტს.

შენ კი იქები!
შენ იქნები ყველაზე ბავშვი,
შენ იქები ყველაზე უკეთ.
შენ იქები თუნდაც ამ ლექსში.
თუნდაც ამ ხესთან,
თუნდაც ამ სკამზე.
და ბავშვივით გემახსოვრება-

როგორ ჩურჩულებდა ვიღაცა ახლოს.
როცა ირგვლივ არავინ იყო.
როგორ ეჭირა შენი ხელი.
როცა ირგვლივ არავინ იყო.
როგორ იგრძენი ვიღაცის წასვლა
როცა ირგვლივ, ისედაც არავინ იყო.

და როგორ შეიცვალე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sun Mar 01, 2009 2:30 am

. . .

ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
თაფლისფერი თვალებით ისე შემომციცინებ,
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
გსუნთქავ ალმოდებული, მგონი ვეღარც ვიძინებ.

როცა მგონიხარ აქვე ახლოს, ისე შორსა ხარ?!
იქნებ ვერ, იქნებ არ გამხელილ, ან არსაიდან,
ვარდის ყველაზე სურნელოვან ყელგადმოსახარ,
ეკლების შიშით საბოლოო ცოდვას ჩავიდენ.

ეგ ბაგეები შთაგონების წყაროა თუმცა?!
მე არ მრცხვენია, ანგელოზო ნურც შენ შეგრცხვება.
არის ისეთი სიმსუბუქეც, ყველას რომ უმძიმს,
როგორც ჰაერის მომაკვდავი სუნთქვით ვერ ძღება

ხო ეგ ნაკვთები თუ ჩემია და ეგ გიშერი,
გაუკვირდება ნურასოდეს და ნურც ნურავის.
თუ გინდა წავალ! მაგრამ ვიცი არ გამიშვებენ,
სანამ ბოლო გვერდს ბაგეები არ დახურავენ.

ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
შენი თმების სურნელი არ შორდება ნესტოებს
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
ანდა ჩემს პანაშვიდზე მიხაკებით მესტუმრე.
და სთქვი მოჰკლეს პოეტი ვინც ოდესღაც
დამხატა
და მე დაგელოდები,დალოდებით უეცარ
ამელნებულ ზეცაზე ნარიყალის ბარხატთა
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
შენს დახატვას ვეცადე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Tue Mar 03, 2009 5:11 pm

მოგესალმებით. სიხარულით ვუერთდები ფორუმს და იმედია, ახლო მომავალში გავერკვევი უკეტ, ცოტა უცხოა ფორუმის ფორმატი.მინდია და ნინიკო, გმადლობთ სითბოსთვის.

მადლობა ადმინისტრაციას.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: ...   Tue Mar 03, 2009 5:38 pm

აქვე დავდებ ჩემს ორ ლექსს:


***
გადამითარგმნე!
ამ სიჩუმის და ტირიფების მოზამთრება, უკვე ლექსია.
შენ ხომ ამ სკამზე, საათობით სწავლობდი დუმილს?!
როცა შენს ხმაზე ვგიჟდებოდი, ისე გულწრფელად,
შეგეძლო გეთქვა: რომ იცნობდი ჩემს შეყვარებულს.
შეგეძლო გეგრძნო: ჩემს ძარღვებში აჭრილი თოვლი,
მუხლებში ძალაგამოცლილი ნოემბრის სევდა,
ჩვენს უკანასკნელ შემოდგომას, რომ ასრულებდა.
თურმე... რა ძნელი აღსარება გდებია გულში,
თურმე... რა უცებ შეგძლებია გარდაცვალება.
კი არ მომიკვდი, ეს უბრალოდ შემომეზამთრე,
რომ გაზაფხული ჩამდგარიყო ჩემს და ღმერთს შორის.
როცა არც ჩემი და არც შენი ნება არ იყო,
ახლა ამ სკამზე, რომ მარტო ვარ... როგორც არასდროს
და დღეს ამ ბაღში მოიყრიან თავს შენი თმები!..
ო... დღეს ამ ბაღში მოიყრიან თავს შენი თმები!..
ჰო!.. დღეს! ამ ბაღში, მოიყრიან თავს შენი თმები,
რომ ისევ ისე გაგიშალოთ მე და ნიავმა.
კი არ მომივკდი, ეს უბრალოდ, შემომეზამთრე.



ავტოპორტრეტი

და როცა მარტო, საკუთარი თავის წინაშე
რჩები და გრძნობ რომ ყველაფერი ილუზიაა.
ცნობიერების ნაკადივით მოდის მირაჟი,
რომ საკუთარ თავს მწუხარება გაუზიარო.

უთხრა დამშვიდდი, რატომ სტირი? მოზიარე ვარ
და სიკვდილივით ჩააცივდე გაბზარულ სარკეს.
მერე ადგე და მხილებული ბოზი ქალივით
მოჭრილი თავი, მისუსტებულ მუხლებში ჩარგო.

რომ მოღალატეს, შვილების და მოხუცი მშობლის,
მკვდარი შვილების, მომლოდინე პოეტი მამის.
აღარც გრცხვენია, რომ ნახევარმსოფლიომოვლილს
არსად გაქვს სახლი, გადაშენდე უძილოდ ლამის.

აღარც საწერი მაგიდა და აღარც საწოლი,
აღარც ოთახი, გაბოლილი თამბაქოს კვამლით.
და
დღეს, მეხუთედ გითხოვდება ძველი საცოლე,
რადგან მეოთხედ დაეღუპა მეუღლე "წამლით".

აღარც ლოდინით ფანჯარაზე მიმჭკნარი დედა.
ვალპურგის ღამე, ჩაძირული გემების გეზი.
და უნებლიედ აგატირებს პატარა ხე და
პატარა კედის თეთრ ბიკინით დაკრძალვა ხეზე.

და ასე მარტო, საკუთარი თავის ამარა
რჩები და ღმერთით დაღლილ თვალებს,
ღმერთსვე აფარებ.
მორჩადამთავრდაყველაფერი... რჩება სამარე,
უსახლკაროთა უანგარო თავშესაფარი.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Fri Mar 06, 2009 10:35 am

შენი ქათქათა ხელები მანდე!
მინდა უფრო ახლოს მოხვიდე ჩემთან.

მინდა შენი ხელების სითბო.
მინდა, შენი ხელების სითბო
ჩემი ხელების სიცარიელეს შევუერთო.
იქნებ ასე უკეთ მოვიდეს
შენამდე
ჩემი
შენაღონები,
სიცოცხლის ხაზი.
.
გიო გურჯი შორსაა საქართველოდან(როგორც მისი უამრავი თანამემამულე).გიო საოცრად ნათელი პიროვნებაა,საინტერესო პოეტია.მისი ახალი ლექსებიც ამის დასტურია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Fri Mar 13, 2009 5:17 pm

აქაც მოვიტან გიოს ახალ ლექსს Smile

ასე... მიდიოდა ხანი




ასე - მიდიოდა ხანი,
ასე - უკანმოუხედავათ...
ჩვენ კი ვრჩებოდით,
ჩვენ ვრჩებოდით
ზუსტად ისე,
როგორც ფურცლებზე,
დარჩება ხოლმე ნაჯღაბნები,
ჩვენი ცხოვრების,
ჩვენი ზედმეტად მონდომებულ,
მძიმე ცხოვრების.

ასე მიდიოდა ხანი,
ასე...
უკანმოუხედავათ,
ვიფუჭებდით ჩვენს ჯანმრთელობას,
ვიჯიჯგნიდით დაღლილ სხეულებს
და მხოლოდ გვიან ვხვდებოდით რომ:
ასე - არ ვარგა,
ასე - ნაღდათ არ შეიძლება
და მაინც,
როცა გვახველებდა და ყელის ტკივილს,
უკვე ფილტვების გამომშრალი სუნთქვა ერთვოდა,
ვეწეოდით სიამოვნებით, (სიგარეტს) ყავას ვაყოლებდით
და ვსაუბრობდით:
თუ როგორ მოკვდა ესა თუ ის - ფილტვის კიბოთი.

ასე, მიდიოდა ხანი.
ასე მარტივათ და უკანმოუხედავათ!
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ... "გადასარევად",
ვეტყოდით თუკი ვინმე გულით მოგვიკითხავდა,
რომ ჩვენ რა გვიჭირს?!
ჩვენგვარ ყოფას ბევრი ნატრულობს.
და რომ ჰკითხო ბევრიც იციან,
და ჩვენს შესახებ იქნებ ჩვენზე მეტიც გიამბონ.
როცა ჩვენ თვითონ საკუთარი თავის შესახებ,
ვერაფერიც ვერ გაგვიგია.

როცა ჩვენ: დავდივართ კაფე-ბარებში
ჩვენ: ვსვამთ ათასგვარ სახეობის ალკოჰოლიან,
უალკოჰოლო და საერთოდ_ყოველგვარ სასმელს.
ჩვენ: გვსიამოვნებს ყურადღება,
ჩვენ: შეგვიძლია შევიყვაროთ, კიდეც ათობით.
ჩვენ: ვუყურებთ ჩოგბურთს და ფეღბურთს.
ჩვენ: გვიხარია - რომ ვუყურებთ ჩოგბურთს და ფეღბურთს,
კაპილარების დახეთქვამდე ვგულშემატკირობთ.
ჩვენ: ვინც უაზროთ დავხეტიალობთ.
ვინც ვიცით, რომ უაზროთ დავხეტიალობთ,
ვინც ვიცით, რომ სხვანაირად, სჯობდეს იქნება...
ვინც, ისედაც ბევრი დავკარგეთ.

ჩვენ ვართ - დროის მცირე ნაგლეჯი,
ჩვენ ვართ - ერთი კალამის მოსმა.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც უნდა ვიყოთ.
და ჩვენს გარშემოც ყველაფერი ხდება ისეთი,
რაც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენს გარშემო უნდა ხდებოდეს.

და ჩვენც არ გვიკვირს
ეს ხველება, არც ეს ხალხები...
და გაკვირვებას საერთოდაც გადავეჩვიეთ.

და გავა წლები,
გადაიტანს უფრო მეტ ცუდსაც
და ჩვენც დავჯდებით და კითხვაზე:

- როგორ ცხოვრობდით?

ვიტყვით რომ: ასე...
სწორედ ასე...
სწორედ ამგვარად.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Fri Mar 13, 2009 5:27 pm

მოდი,ურაკის ნაცვალდ,მე აქ დავაკომენტარებ,

-მომეწონა ლექსი...

sunny
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: , , ,   Sat Mar 14, 2009 2:45 pm

. . .


- რაში გჭირდება წრუპო მარტინი?
ვეკითხები დღევანდელ ჩემს თავს,

კითხვით მპასუხობს: რა ვაკეთო?
სხვა სად წავიდე?!
დღეს დილიდან დავხეტიალობ,
ვსწავლობ ქალაქს...
ვსწავლობ სიჩუმეს...
(უცხო სიჩუმეს)

არცერთი სუნთქვა არ მეცნობა,
ამდენს დავდივარ!..
არც ეს ოხერი ამინდია_მზიანთან ახლოს,
რომ ქუჩაში სკამზე ჩამოვჯდე.

მეტი რა გითხრა?!
სხვა ან მეტი_რა დამრჩენია...
(შევიდე და სადმე გამოვთვრე!)

თანაც მარტია,
ასე ვებრძვი მოწყენილობას.

და სწორედ ახლა,
მომხიბვლელი ფრანგი გოგონა,
ნიკაპზე ხალით და ზედმეტად ღია სარაფნით.

მეკითხება, თუ რას ვინებებ
და მეც ვპასუხობ: - "One more Bianco"
და ის მიღიმის,

მარტინის ნაცვლად, მოაქვს ლუდი
და მეღიმება,
რადგან ლუდი არ შემიკვეთავს.
არ ვიცი, რატომ არ მიყვარს
ლუდი.

და ვეუბნები, რომ - მარტინი,
ლუდი კი არა,

- "Oh... no problem"

მეუბნება ლამაზი ფრანგი
და მიაქვს ლუდი,
და ღიმილით მოაქვს მარტინი.

ფრანგი ძალიან ლამაზია,
მოხერხებულიც.
(არ შემიძლია არ გავუღიმო.)

წერას ვაგრძელებ.
ვგრძნობ რომ წერაც სისულელეა...
არამცთუ ბედის, თვით ლექსისაც,
ახლა არამედ.

ასე ვსვამ წერტილს.

(და მარტინის...
სიამოვნებით.)
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Mar 14, 2009 7:07 pm

არცერთი სუნთქვა არ მეცნობა,
ამდენს დავდივარ!..
არც ეს ოხერი ამინდია_მზიანთან ახლოს,
რომ ქუჩაში სკამზე ჩამოვჯდე.


sunny cheers king




საინტერესო პოეტია გიო გურჯი.
მას კარგად შეუძლია ადამიანის სულიერი მდგომარეობის გადმოცემა
სხვადასხვა სიტუაციაში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Wed Mar 18, 2009 2:28 pm

gio gurji_gogonebis kumiri, misi leqsebi sul zepirad ician Very Happy , saocari muxti aqvs,
,,Zewna” mainc gansakuTrebulia…
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Wed Mar 18, 2009 4:13 pm

. . .

ღმერთიც აღარ არის... გამგონი!..
ეს რა ჯანდაბაა... ნოშრევან?!
არ არის არცერთი ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.

სადღაც უნდა იყოს, იძახი
ღმერთიც აღარ არის კოსტია!
კაცმა ჩამოაყრდნო იდაყვი,
სადმე სიგარეტი მოსწიო.

ღმერთის, აღარ დარჩა გამგონი!
რა ვქნათ? რა ვიღონოთ ნოშრევან?
მგონი წარსულია ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Thu Mar 19, 2009 2:17 pm

რა გითხრა?.. ჩვეულებრივ...
გაზაფხულდა.
გული უშენობის გუბეშივე...
მე, ისევ ისეთი აზარტული
და ისევ ისეთი უხეში ვარ.

ვიბრძვი ისეთივე შემართებით!
რა ვქნა?! არაფერი არ გამოდის...
ალბათ მილიონჯერ მემართები,
მარტო შუადღიდან საღამომდე.

რა გითხრა?.. სიჩუმე ჩამოვარდა...
ახლა სიჩუმისთვის გამიწყრები.
ღამე მშვიდობისა ჩემო კარგო,
იქნებ დროა ჩემი დავიწყების.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Mar 19, 2009 2:48 pm

gio gurji wrote:
რა გითხრა?.. ჩვეულებრივ...
გაზაფხულდა.
გული უშენობის გუბეშივე...
მე, ისევ ისეთი აზარტული
და ისევ ისეთი უხეში ვარ.

ვიბრძვი ისეთივე შემართებით!
რა ვქნა?! არაფერი არ გამოდის...
ალბათ მილიონჯერ მემართები,
მარტო შუადღიდან საღამომდე.

რა გითხრა?.. სიჩუმე ჩამოვარდა...
ახლა სიჩუმისთვის გამიწყრები.
ღამე მშვიდობისა ჩემო კარგო,
იქნებ დროა ჩემი დავიწყების.


მომეწონა,ლექსი!
sunny
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Mar 19, 2009 4:04 pm

keso wrote:
gio gurji_gogonebis kumiri, misi leqsebi sul zepirad ician Very Happy , saocari muxti aqvs,
,,Zewna” mainc gansakuTrebulia…

კესო, მაგ "გოგონების კუმირთან" დაკავშირებით, ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვები Smile
"ახალგაზრდა ხელოვანთა სალონში" ემიგრანტი პოეტების საღამოს აპირებდნენ და აბა ვის იცნობთო. მე მაშინვე გურჯი გამახსენდა და ამოვაპრინტერე რამდენიმე ლექსი, მათ შორის "ძეწნაც". ერთმა "საშუალოგაზრდა" პოეტმა - რა არის, რა ლექსებია, თინეიჯერ გოგოებს რომ მოეწონებათო. მეთქი შენ გიჩვენებ სეირს. იქ იყო მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია, რომელიც სასწაულად კითხულობს ლექსებს, მართლა ამაზე კარგად შეუძლებელია. მივაწოდე "ძეწნა" ბაჩოს. იქ ამბავი მოხდაააა!"ბაგე ბაგეს უცებ ისე შემოეწნა, როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს" ამაზე გადაირია და მთელი საღამო ვერ დავაწყნარეთ ბაჩო, დადიოდა და - "როკავს, როკავს, როკავს..." გაიძახოდა Smile
მერე შედარებით "ძველგაზრდა" პოეტებიც შემოგვესწრნენ და ძალიან მოიწონეს.
მოკლედ, მე ბედნიერი ვარ, რომ თვითონ გიოს გარდა, კიდევ ერთი ძალიან კარგი წამკითხველი გაუჩნდა გურჯის ლექსებს Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Thu Mar 19, 2009 4:33 pm

mSvenieri istoriaa,nin, Zalian vixalise, cxadad warmovidgine situacia. Very Happy



wakiTxvas marTla Zalian didi mniSvneloba aqvs, gios leqsebs ki saocari muxti sunny I love you sunny
Back to top Go down
View user profile
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Fri Mar 20, 2009 4:33 pm

რა ლამაზი ხარ... რა უბრალო... როგორი სადა
კაბა გაცვია, თუ გამძიმებს, საკითხავია...
ნეტა, თუ ვინმეს შეიყვარებ, ღმერთების გარდა,
ნეტა თუ ვინმეს შეიყვარებ, რა ლამაზი ხარ...

ალბათ სიზმარში, მზის სხივები გეხებიან და
ჩემი თითებით... ჩემი სუნთქვით... მთელი არსებით:
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თვალწარბწამწამიანფეხებიანად!
ნეტა თუ ვინმეს შეიყვარებ... ალბათ სიზმარში.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Fri Mar 20, 2009 4:53 pm

არ გინდა! ნურაფერს ამიხსნი.
ცუდად ვარ, საშინელი ამინდია.
არ მესმის, ამოდენა გული გაქვს და
როგორ ვერ დამიტიე?!

არ გინდა, გვიანაა სინანული,
დავიღალე... რაღადროს წვიმებია...
ცოტა მოსაწევი ირანული
ახლა მთელ ქვეყანას მირჩევნია.

ასეთი საშინელი ეგოისტი
ვარ, თუ ვხდები ვერრა გამიგია...
ღმერთიც ამას ჩივის მეკობრესთან,
ეს რა საშინელი ამინდია.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Sat Mar 21, 2009 1:24 pm

როცა ნებიერად ბაასობენ,
(შენი თვალებივით ციმციმებენ),
ცაზე ვარსკვლავები, ათასობით,
დადუმდებიან და იძინებენ.

როცა ზმორებისგან, დილისაკენ,
სუნთქვას იგუბებ და გაიჩერებ,
ამდროს ვარსკვლავები ძილისაგან,
თავს ვერ დაიხსნიან, დამიჯერე.

მერე სამსახურში მიდიხარ და
გიქრის წუხანდელი "მინაქარი"...
გული - სულ სხვა მხარეს მიგიხარის.
ფეხი - სულ სხვა მხარეს მიგაქანებს.

ფიქრობ ამ ცხოვრების(...) ასე შემდეგ!
მიხვალ, სამსახურშიც - რია-რია...
ლამის გადაწყვიტო, აღარ შეხვდე,
მაგრადმ დამიჯერე... გვიანია.

როცა ნებიერად ბაასობენ,
(შენი თვალებივით ციმციმებენ),
ცაზე ვარსკვლავები, ათასობით,
დადუმდებიან და იძინებენ.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Sat Mar 21, 2009 1:35 pm

ბაღია, მყუდრო, პატარა,
დიდი სიჩუმით მდიდარი.
მე ვეკითხები: სად არი?
ის კი მპასუხობს: იქ არი!

არ მეკითხება ვიზე, ან
რაზე ვკითხულობ, რა მინდა...
გვერდზე_ჩიტები მისხედან,
მთებზე_ბრწყინვალე ამინდი.

ჩინებულია... მინდა, რომ
დავიღრიალო... არ ცივა!
(რომ მე ყველაზე მდიადრი
და ბედნიერი კაცი ვარ).
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Mar 21, 2009 7:22 pm

gio gurji wrote:
ბაღია, მყუდრო, პატარა,
დიდი სიჩუმით მდიდარი.
მე ვეკითხები: სად არი?
ის კი მპასუხობს: იქ არი!

არ მეკითხება ვიზე, ან
რაზე ვკითხულობ, რა მინდა...
გვერდზე_ჩიტები მისხედან,
მთებზე_ბრწყინვალე ამინდი.

ჩინებულია... მინდა, რომ
დავიღრიალო... არ ცივა!
(რომ მე ყველაზე მდიადრი
და ბედნიერი კაცი ვარ).






ამ ლექსით ქიო ქურჯი გვაგრძნობინებს,რომ იგი მაძიებელი პოეტია.
აქ სხვა ინტონაციაა,მეტი უბრალოება და სიმშვიდეა...
გიო სრულიად ახალგაზრდა კაცია და დიდი გზა აქვს გასავლელი,
მჯერა,რომ მკითხველს არაერთხელ გაახარებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Sat Mar 21, 2009 7:25 pm

mshvenieri leqsi martlac flower

avtors gimili sunny
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Mon Mar 23, 2009 6:12 am

* * *
ღმერთიც აღარ არის... გამგონი!
ეს რა ჯანდაბაა... ნოშრევან?!
არ არის არცერთი ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.

სადღაც უნდა იყოს, იძახი
ღმერთიც აღარ არის კოსტია,
კაცმა ჩამოაყრდნო იდაყვი,
სადმე სიგარეტი მოსწიო.

ღმერთის, აღარ დარჩა გამგონი!
რა ვქნათ? რა ვიღონოთ ნოშრევან?
მგონი წარსულია ვაგონი,
სადაც შეიძლება მოწევა.
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
Sponsored content




PostSubject: Re: გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
გიო გურჯი - გიორგი თავართქილაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: