არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ანი მოსულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ანი მოსულიშვილი   Fri Feb 27, 2009 1:38 am


ანი და მიხო მოსულიშვილები

ანი მოსულიშვილი
დაიბადა 1986 წლის 20 ივლისს.
თარგმნის ინგლისურიდან.

წიგნები:
* რადიარდ კიპლინგი, სწორედ ასეთი მოთხრობები", გამომცემლობა "დიოგენე", 2003
* იან ფლემინგი, კაზინო "როიალი", 2006

Arrow



წიგნის დასახელება: "სწორედ ასეთი მოთხრობები"
ავტორი: რადიარდ კიპლინგი – http://ka.wikipedia.org/wiki/რადიარდ_კიპლინგი
მთარგმნელი: ანი მოსულიშვილი
კატეგორია: საბავშო წიგნები
გამოცემის წელი: 2003
გამომცემლობა: “დიოგენე"
ილუსტრაციები: კოტე სულაბერიძე
დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი
გვერდების რაოდენობა: 112
ISBN 99928-59-98-9
ყდა: მაგარი
ზომა: 20 x 24,5
ფასი: 10.40

ანოტაცია:
გამოჩენილი ინგლისელი მწერლის თორმეტი ზღაპარი.
"საბას" 2004 წლის ნომინანტი,
ნომინაციაში: "წლის საუკეთესო დებიუტი" - https://saba.com.ge/books/details/163

study


Last edited by ბობო on Fri Feb 27, 2009 2:01 am; edited 1 time in total
Back to top Go down
ანონიმი



Female
Number of posts : 2
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : თარგმნა/კითხვა
Humor : კარგი
Registration date : 25.02.09

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Fri Feb 27, 2009 1:56 am

***
18168. კიპლინგი, რადიარდ

სწორედ ასეთი მოთხრობები / [მთარგმნ.: ანი მოსულიშვილი ; ილ.: კოტე სულაბერიძე]. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2003. - 110გვ. : ილ. ; 21სმ.. - ISBN: 99928-59-98-9 : [ფ.ა.][MFN: 18168]

Content: რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა; როგორ შეიძინა აქლემმა კუზი; როგორ იპოვა მარტორქამ ასეთი ტყავი; რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები; სპილოს შვილი; ბალადა ბებერ ბიძია კენგურუზე; როგორ გაჩნდნენ არმადილოები; როგორ დაიწერა პირველი წერილი; როგორ შეიქმნა ანბანი; კიბორჩხალა, რომელიც ზღვას ეთამაშებოდა; კატა, რომელიც თავისუფლად დაეხეტებოდა; პეპელა, რომელიც ფეხებს აბაკუნებდა

UDC: 82-93:821.111-3

K 241.163/3 - General Stock
F 79.858/3 - Depositary Georgian Publications – http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:TMgdH8xba6gJ:www.nplg.gov.ge/ec/en/cart/browse.html%3Fpft%3Dbiblio%26from%3D18162%26rnum%3D10+ISBN:+99928-59-98-9&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge&client=opera&source=www.google.ge
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Fri Feb 27, 2009 1:15 pm

კარგია კიპლინგიც და თარგმანიც. აბა, ყოჩაღად, ანი. Smile წარმატებებს გისურვებ! drunken
Back to top Go down
View user profile
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Fri Mar 06, 2009 1:00 pm

ძალიან მომწონს ანას თარგმანები, დახვეწილია, გამართული, სიამოვნებით წასაკითხი I love you
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Fri Mar 06, 2009 1:03 pm



ანდრო ბუაჩიძე

ქვეყნიერების უძველესი ამბები

რადიარდ კიპლინგი. სწორედ ასეთი მოთხრობები. მთარგმნელი ანი მოსულიშვილი. "დიოგენე" 2003

"ჩემო პატარა უსაყვარლესო მეგობარო", ასე იწყებს თავის ერთ საბავშვო მოთხრობას რადიარდ კიპლინგი. მეც ასე დავიწყებ, მხოლოდ ერთს დავამატებ: გულითადმა მეგობრობამ ასაკი არ იცის, ამიტომაც მინდა ჩემს მეგობრებს, პატარებს, მაგრამ დიდი გულის მქონეთ ვამცნო, რომ მათი წიგნის თაროს ჩემ მიერ უკვე ხსენებული მწერლის მოთხრობების კრებული შეემატა.
ამ მოთხრობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილები და პატარები კითხულობენ. მათ უკვე ისიც იციან, რომ "მაუგლის" გარდა რადიარდ კიპლინგმა არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები შექმნა.
მაშ ასე, გადავფურცლოთ ეს წიგნი.
რაზე გვესაუბრება მწერალი?
"რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა", ასე ჰქვია მოთხრობას, სადაც საუბარია თევზიყლაპია ვეშაპზე. ეს ვეშაპი "ნთქავდა ქამბალებსა და ქაფშიებს, ქაშაყებსა და ქარიყლაპიებს, სკაროსებსა და სკუმბრიებს". ბოლოს ყველა თევზი რომ გადაყლაპა, ზღვაში ერთადერთი სულდგმულიღა დარჩა, ამ სულდგმულმა, "ციცქნა და ქვეშქვეშა" თევზმა ვეშაპს ურჩია ადამიანის ხორცი გაესინჯა. "გემრიელია?" - ჰკითხა ვეშაპმა - "სასიამოვნო, მაგრამ ძნელად მოსანელებელი". - უპასუხა თევზმა. მართლაც უტყუარი გამოდგა თევზის წინასწარჭვრეტა - ვეშაპმა ადამიანიც გადასანსლა, მაგრამ ამას არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვა. ადამიანმა ვეშაპის სტომაქში ისეთი ამბები დაატრიალა, რისი წარმოდგენა ყველაზე დიდ ფანტაზიორსაც კი გაუჭირდებოდა.
ეს ადამიანი ირლანდიელი მეზღვაური გახლდათ. მან აიძულა ვეშაპი მშობლიური ნაპირებისკენ აეღო გეზი. როცა ნაპირზე ფეხი დადგა, შინისაკენ მოკურცხლა, ვეშაპს კი პირში თავისი ხელით გამოთლილი ცხაური ჩაუტოვა: "და აი, სწორედ ამიტომ ვერ ყლაპავენ დღესდღეობით ვეშაპები კაცებს, ბიჭებს და პატარა გოგონებს".
იქნებ იმანაც დააინტერესოს პატარა მკითხველი, თუ როგორ შეიძინა აქლემმა კუზი? ცხენი, ძაღლი და ხარი გამუდმებით სთავაზობდნენ აქლემს სამუშაოს, თითქოს უნდოდათ უქნარობისგან დაეხსნათ იგი და ამავე დროს ხელის წაშველებასაც სთხოვდნენ. მაგრამ ნურას უკაცრავად! აქლემი ყურსაც არ იბერტყავდა და თან გაიძახოდა, კუზი, კუზიო. ისე აიხირა ეს სიტყვა, რომ საბოლოოდ ჯადოქარმა უქნარობისთვის დასაჯა და კუზით "დააჯილდოვა".
ჩემო პატარა უსაყვარლესო მეგობარო! რას აღარ შეხვდები ამ წიგნში. აქ ხომ ათასგვარი ამბებია მოთხრობილი. ეს ამბები სამყაროს უძველეს და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხება, სათაურებიც შესაბამისად შეურჩევია მწერალს: "როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი", "რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები", "როგორ დაიწერა პირველი წერილი", "როგორ შეიქმნა ანბანი" და ა.შ.
მე, რა თქმა უნდა, არ მინდა წინასწარ მოვუთხრო მომავალ მკითხველებს ამ წიგნში მოთხრობილი ამბები. უბრალოდ, წაკითხვამდე ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ და თუ მოთხრობას ზოგჯერ ბოლომდეც ვყვები, ეს იმიტომ, რომ თავს ვეღარ ვიკავებ ან სხვაგვარად რომ ვთქვა, ენა წინ მისწრებს და მაიძულებს ჩემი გრძნობა მკითხველსაც გადავდო.
ჰო, მართლა, მე უკვე ორი ამბავი მოვყევი, ის კი დამავიწყდა მეთქვა, რომ რადიარდ კიპლინგის მოთხრობილი ამბები ლექსებით ბოლოვდება. ალბათ იციან პატარებმა - კიპლინგი პროზაიკოსთან ერთად შესანიშნავი პოეტიც იყო. ამიტომაც კარგი იქნებოდა, ეს ლექსები უკეთესად აჟღერებულიყო ქართულ ენაზე. ისე კი არ გამიგოთ, თითქოს მთარგმნელის კეთილშობილ საქმიანობას უმადური მუშტარივით ვეპყრობოდე. არა, რა თქმა უნდა! უბრალოდ იმას ვამბობ, რომ კიპლინგისეული ხელწერა პროზაულ ნაწილში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე პოეტურში.
"მას შემდეგ, როცა ზღვა გააჩნხლდება, / გემის სარკმლებს მწვანედ დაბინდავს, / ხოლო ხომალდი აფარფატდება, / ვეღარ გაიგებ, საით წაგიყვანს". ეს პირველი სტროფია იმ ლექსისა, რომელიც ვეშაპის ამბავს ახლავს. თარგმნილი ლექსის ხარვეზი მაშინ იჩენს თავს, როცა სარითმო სიტყვები არ თანხვდება ერთმანეთს, ან, უბრალოდ რომ ვთქვათ, რითმა არ ჟღერს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. "გაანჩხლდება" და "აფარფატდება" და შესაბამისად - "დაბინდავს" და "წაგიყვანს" რითმები არ არის. ეს მით უფრო თვალსაჩინოა, რომ პროზაულ ნაწილში არა ერთი და ორი პასაჟია კარგად თარგმნილი.
მშვენიერი მოთხრობაა "სპილოს შვილი". "დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სპილოს, ჩემო უსაყვარლესო, ხორთუმი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი მოშავო, ოდნავ ამობურცული, ღილივით ცხვირი გააჩნდა, ისეთი პატარა, რომ ვერც აქეთ გაიქნევდა, ვერც იქით და ვერც ვერაფერს აიღებდა იმით". - წერს კიპლინგი.
ამ პატარა სპილოს კიდევ ერთი თვისება ჰქონდა: მოულოდნელ და ზოგჯერ უადგილო შეკითხვებსაც სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა ნიანგს ეხებოდა. პატარა სპილუკა აღმა და დაღმა დაეხეტებოდა და გულმოდგინედ ეძებდა ნიანგს. გზად ვინც შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა, რომელია ნიანგი? სად არის ნიანგი? ეს ხომ არ არის ნიანგი? ამ კითხვებით მიადგა იგი მდინარის ნაპირს, სადაც ნიანგი დაცურავდა. "ამ მიდამოებში ნიანგი ხომ არ გინახავთ?" - ასე შეეხმიანა სპილო უშუალოდ ნიანგს, რომელმაც ზრდილობიანადვე უპასუხა, მაგრამ ამავე დროს ცხვირში, ე.ი. იგივე ხორთუმში სტაცა პირი. დიდხანს ექაჩებოდა ნიანგი სპილოს და ცხვირის ნაცვლად სწორედ ასე შერჩა სპილოს ხორთუმი. ერთხანს იგი ამ წაგრძელებული ცხვირის დამოკლებას ელოდა, მაგრამ ამაოდ.
ჩემო პატარა, უსაყვარლესო მეგობარო, იქნებ იმის შესახებ მაინც გსმენია რამე, თუ რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები? იმიტომ, რომ ეთიოპელმა დაადო თავისი ხუთი თითი და იმისი ანაბეჭდებია. ეს ანაბეჭდები შეუმჩნეველს ხდის ამ ცხოველს და მტრის თვალთაგან იფარავს. დიახაც ასეა. ავ თვალს კი მუდამ უნდა ერიდოს ყველა სულდგმული.
"სწორედ ასეთი მოთხრობები", ასე ჰქვია რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებების კრებულს. ამავე ავტორის ნახატებია გამოყენებული მოთხრობაში "როგორ შეიქმნა ანბანი". კოტე სულაბერიძის ილუსტრაციები არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოგვცემს მოთხრობათა პერსონაჟების სახეებს. სპილოს, ბეჰემოტის, კენგურუს, ნიანგის, ლეოპარდის, აქლემის, პეპელას (რომელიც ფეხებს აბაკუნებდა) ყოველი მოძრაობა, ყოველი მიმოხრა, ელფერი და განწყობილება კარგად აღბეჭდა მხატვარმა. პატარა მკითხველი მადლიერი დარჩება ანი მოსულიშვილისა.

© “წიგნები – 24 საათი”
წყარო – http://arili2.blogspot.com/2009/10/blog-post_25.html

sunny
Back to top Go down
nisaba
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 29
Age : 39
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Fri Mar 06, 2009 3:05 pm

ბობო wrote:
nisaba wrote:
ძალიან მომწონს ანას თარგმანები, დახვეწილია, გამართული, სიამოვნებით წასაკითხი I love you

Arrow

ვაი, ნათია ჩუბინიძეც მოსულა!

sunny

ნათია, ”ზუის” რომ ველოდები, ხო გახსოვს?
აგერ შენ გვერდი არის აქ და მანდ დადე ხოლმე ახალი მონაკვეთები და სხვა თარგმანებიც.

flower
ვიცი, ბატონო მიხო, ვიცი და შერცხვენილი ვარ თქვენთან, იმდენად ვარ დატვირთული, ძნელადღა ვიცლი სათარგმნად, ისევ ზაფხული თუ მიხსნის, ჩავჯდები მყუდროდ ჭიათურაში, დედასთან და ვთარგმი გულდაგულ, შარშანდელ ზაფხულს ,,ფრენი" მოყვა, წელს ,,ზუი" რომ არ დავამთავრო, ხარაკირს გავიკეტებ Smile
დიდი მადლობა თქვენ თანადგომისთვის, თემის გახსნისთვის, ჩამი ნაშრომ-ნაწვალების ასე დაფასებისთვის და რაც მთავარია, სტიმულისთვის...
ძალიან გამიხარდა, ჩემი თემა რომ ვიპოვე ამ ფორუმზე, აუცილებლად დავდებ ხოლმე ჩემს თარგმანებს I love you I love you I love you
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Mon Mar 21, 2011 12:16 am



"წიგნი – ნოკაუტების" ავტორის შესახებ
(რედაქტორის წინათქმა იან ფლემინგის წიგნისათვის "კაზინო "როიალი")

ბრიტანულმა გამომცემლობამ Ian Fleming Publications Ltd, რომელიც იან ფლემინგის ნაწარმოებების საავტორო უფლების მფლობელია, წლეულს, ივლისის თვეში განაცხადა, რომ ჯეიმს ბონდზე რომანების ავტორის ასი წლის იუბილე აღინიშნება ახალი რომანით სახელგანთქმულ აგენტ 007-ზე. ახალი რომანის ფაბულა და ავტორი მკაცრად გასაიდუმლოებულია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წიგნი დამთავრდება 2008 წლის 28 მაისისთვის (ამ დღეს დაიბადა იან ფლემინგი), მისი ავტორი კი სახელგანთქმული და ძალიან პატივცემული მწერალია. ხოლო რაც შეეხება რომანის შინაარსს, ავტორს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს მიცემული.
იან ლანკასტერ ფლემინგი (1908. 05. 28 – 1964. 08. 12) დაიბადა ლონდოდნში, მდიდრულ და არისტოკრატიულ ოჯახში. იგი მეორე შვილი გახლდათ ვალენტაინ და ივ ფლემინგებისა. მათი პირველი შვილი პიტერი ერთი წლით ადრე გაჩნდა, ხოლო იანს მალე მოჰყვნენ რიჩარდი და მაიკლი. 1910 წელს ვალენტაინ ფლემინგი პარლამენტში იქნა არჩეული სამხრეთ ოქსფორდშირიდან და ოჯახიც ჰემპსტედში გადავიდა.
დარნფორდის სკოლასი სწავლისას დაიწყო იანმა ჯონ ბაშანის, საქს რომერის, ედგარ პოსა და რობერტ ლუის სტივენსონის სათავგადასავლო წიგნების კითხვა.
ვალენტაინ ფლემინგი 1914 წლის აგვისტოში გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, სადაც მაიორის წოდება მიანიჭეს. იგი 1917 წლის 20 მაისს მოკლეს სომთან შეტაკებისას. დროის გასვლის შემდეგ უინსტონ ჩერჩილმა ვრცელი მოგონება მიუძღვნა თავის მეგობარს და მაიორ ფლემინგს სიკვდილის შემდეგ ორდენი მიანიჭეს წარჩინებული სამსახურისთვის. იან ფლემინგი მთელი ცხოვრება ინახავდა ამ ნეკროლოგსა და ორდენს.
თავისი ძმების მსგავსად იანიც იტონის კოლეჯში იარებოდა, თუმცა დიდად შრომისმოყვარე მოსწავლე არა ყოფილა, მაგრამ თანატოლებს მსუბუქ ათლეტიზმში სჯაბნიდა – ზედიზედ ორი წელიწადი იყო ამ თამაშების ჩემპიონი.
იტონის შემდეგ იან ფლემინგი ერთხანს ავსტრიის ტიროლში იყო, სწავლას განაგრძობდა მიუნხენში და ჟენევაში. ცოტა ხანს იარებოდა სამეფო სამხედრო აკადემიაში, ხოლო მოგვიანებით გაწბილებული დარჩა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმკაცრესი გამოცდების შედეგით. სამაგიეროდ, როიტერის სააგენტოში დაიწყო მუშაობა. ეს მისთვის ძალიან სასიამოვნო და წარმატებული პერიდი გახლდათ. მერე კი ლონდოდნში დაბრუნდა და საბირჟო მაკლერის კარიერას იქმნიდა მანამდე, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად არ შეუცვალა ცხოვრება.
ომის დაწყებისას იან ფლემინგი გაამწესეს ლეიტენანტად დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო განყოფილებაში. იგი მოხვდა სახელგანთქმულ 39-ე კაბინეტში როგორც სამხედრო-საზღვაო დაზვერვის განყოფილების დირექტორის, ადმირალ ჯონ გოდფრის პირადი თანაშემწე.
ომის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, ეცნობოდა სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ყველა სექციის მუშაობას, დიდი როლს თამაშობდა საგანგებო მონაცემების კოორდინაციაში მოკავშირეთა სამხედრო მიზნებისათვის.
ფლემინგის ენერგიული ინდივიდუალობა და საგანგებო ორგანიზატორული ჩვევები მეტად დასაფასებელი თვისებები იყო. იგი დაჰყვებოდა უამრავ კომიტეტებს, სადაც თავისი წვლილი შეიტანა ომის მსვლელობაში, როგორც ინტილეჯნს სერვისის საგანგებო დავალებათა შემსრულებელმა. ფლემინგის შესანიშნავი ლიტერატურული სტილი გამოჩნდა მის ყოველდღიური ცნობებში მიმდინარე სიტუაციაზე და ჩინებულად დაწერილ პროექტებში.
სამხედრო სამსახურით იყო განპირობებული მისი ოფიციალური მოგზაურობები საზღვარგარეთ. 1941-42 წლებში ის და ადმირალი გოდფრი კონფიდენციალური მისიით მიავლინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა იქაური ორგანიზაციებისთვის სადაზვერვო მონაცემები გაეცნოთ საერთო კოორდინაციისთვის. მათმა მუშაობამ უილიამ სტივენსონთან, ლეგენდარულ "უშიშართან" და "ველურ" ბილ დონოვანთან დიდი წვლილი შეიტანა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფორმირებაში.
თავისი სამსახურის მეშვეობით მოხვდა ფლემინგი საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც მოინახულა ბრიტანული საელჩოები ოპერაცია "ოქროს თვალის" მათთვის გაცნობის მიზნით, რომელიც მოწოდებული იყო გიბრალტარის დასაცავად, სადაც გერმანელები ესპანეთიდან აპირებდნენ შეჭრას. მან ასევე, როგორც ადმირალის თანაშემწემ, იმოგზაურა ცეილონზე, იამაიკაში, ავსტრალიაში და ასევე კონფერენციებზე, - კაიროსა და თეირანში.
კურირებდა მთელ რიგ საიდუმლო ოპერაციებს, ხელმძღვანელობდა სამხედრო ტყვეების ნორვეგიიდან განთავისუფლების ღონისძიებებს, დაადგინა გერმანული რაკეტების "ფაუს" ადგილმდებარეობა, მოკავშირეთა ჯარების გადასხმას იტალიაში უზრუნველჰყოფდა სადაზვერვო მონაცემებით.
ერთი ვერსიით, რომელიც 1987 წელს გახმაურდა, - თითქოს ფლემინგმა 1945 წლის პირველი მაისისთვის დაგეგმა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტინ ბორმანის გატაცებაში. ამ ოპერაციას ერქვა კოდური სახელწოდება "ჯეიმს ბონდი".
პატრიკ ბისლიმ, ყოფილმა თანამშრომელმა დაზვერვიდან, ადმირალ გოდფრიზე დაწერილ ბიოგრაფიაში ასეთი სტრიქონები მიუძღვნა იან ფლემინგს: "ყველა, ვინც ომის განმავლობაში თავის მახლობლად ხედავდა იანს, დამეთანხმება, რომ მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამარჯვებაში".
"კაზინო "როიალის" დასაწყისშივე პირველად მოგვევლინება ჯეიმს ბონდი. 007-ს ცივი და ულმობელი თვალები აქვს, 1933 წლის "ბენტლის" ატარებს. სვამს შამპანურს და მშრალ მარტინის, ასევე თავისივე გამოგონილ კოქტეილს - "სამი წილი "გორდონი", ერთი - არაყი, ნახევარი საწყაო "კინა ლილეტი", კარგად აურიეთ, ყინული არ დაგავიწყდეთ და ბოლოს ლიმონის სქელი ნაჭერი დაუმატეთ". ბონდი "მორლანდის" სიგარეტებს ეწევა (სპეციალური ბალკანური და თურქული თამბაქოს ნაზავი); ატარებს ავტომატურ, ოცდახუთკალიბრიან "ბერეტას" და მალევე შეხვდება მომხიბვლელ "საღამოს ვარსკვლავს", ლინდს, რომელსაც აცვია შავი ხავერდის კაბა, უბრალო და ბრწყინვალე.
იან ფლემინგის პირველმა ბიოგრაფმა, ჯონ პირსონმა 1952 წლის 15 იანვარი დაასახელა ჯეიმს ბონდის დაბადების დღედ, და ამასთან განაცხადა, რომ "კაზინო "როიალი" 18 მარტს დამთავრდა, ან უფრო ადრეც კი.
იმავე წლის ორშაბათს, 24 მარტს იან ფლემინგმა ენ როზერმერი შეირთო ცოლად და ხშირად ხუმრობდა, - იმიტომ დავწერე "კაზინო "როიალი", რომ საკუთარი შეხედულება გამომეთქვა კარსმომდგარ ქორწინებაზეო. სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაზვერვაში სამსახურის შემდეგ იმის იმედით წერდა ჯაშუშის ამბავს, რომ რეალობაში არსებული ყველანაირი ჯაშუშური ისტორია მოეშორებინა თავიდან. ორმოცდასამი წლის იყო, ცოლის შერთვას აპირებდა და პირველი შვილი ჰყოლოდა. მისი ამბიცია და გამოცდილება ჯეიმს ბონდის შექმნის მომენტში გაერთიანდა. საკუთარი თავი დაიჯილდოვა, შეკვეთით გამზადებული საწერი მანქანა შეიძინა – მოოქროვილი მეტალით რომ იყო დაფარული. კარგა ხანს აყოვნებდა, სანამ მორცხვად წარუდგენდა რომანს თავის მეგობარს, უილიამ პლომერს, შესანიშნავ პოეტსა და გამომცემლობა Jonathan Cape Ltd –ის რედაქტორს. პლომერმა მაშინვე შეაფასა რომანის ღირსება და წიგნი ჯონათან კეიპმა შეიძინა. იან ფლემინგმა უშუალო გავლენა იქონია გარეკანის პროექტზე და იგი ისე აღწერა, როგორც "ბრწყინვალე სიმეტრიისა და აბსოლუტური სიბრძნის" ნაირსახეობა. მან ხელნაწერი გაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც "სანდი ტაიმსიდან" იცნობდა, და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისთვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: "წიგნი – ნოკაუტი".
მეორე რომანის, "სხვა მოკვდეს და შენ იცოცხლეს" დამთავრების შემდეგ იან ფლემინგმა მუშაობა დაიწყო როგორც გაზეთ "სანდი ტაიმსის" წამყვანმა კომენტატორმა. რომანებმა "მუნრეიკერი" და "ბრილიანტები მარადიულია" ძალიან გაზარდეს მისი წიგნების გაყიდვები ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. "რუსეთიდან, სიყვარულით", მეხუთე რომანი შემობრუნების მომენტად იქცა იან ფლემინგის ბიოგრაფიაში. რომანი დაწერილი იყო ჩინებული დეტალებით, დამუხტული გახლდათ დამაჯერებელი პასაჟებით საბჭოურ ჯაშუშობაზე, ასევე შეიცავდა შედარებით სრულად მოაზრებულ ჯეიმს ბონდის ხასიათს. კრიტიკოსებმა და მკითხველმა დააფასა ამ წიგნის ღირსება.
დაწერილ რომანთა წყება მატულობდა, და წიგნები ამრავლებდნენ საერთაშორისო წარმატებას. მათ გაუგონრად აუმაღლდათ პოპულარობა ამერიკაში, 1961 წელს - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა კენედიმ "რუსეთიდან, სიყვარულით" ჟურნალ "ლაიფის" ათ საუკეთესო წიგნის სიაში დაასახელა. ამავე წელს იან ფლემინგმა გულის შეტევა გადაიტანა. გარკვეული დრო დაკარგა გამოჯანმრთელებაში, თან "ჩითი ჩითი ბენგ ბენგ"-ს წერდა, ზღაპარს თავისი შვილის, კასპერისთვის. მერე კვლავ განაგრძობდა რომანების წერას ჯეიმს ბონდზე, ბოლო რომანი იყო "კაცი ოქროს პისტოლეტით" 1963 წელს...
იან ფლემინგის თითქმის ყველა რომანი ეკრანიზებულია და ამ ფილმებმა დიდება მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ მსახიობებსაც. მათმა მთავარმა გმირმა, "აგენტმა 007-მა" (ორი ციფრი "ნული" იძლევა მკვლელობის უფლებას საგანგებო სიტუაციაში) მალე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული. ჭკვიანი, მომხიბვლელი, მკაცრი და თავის საქმეში წარმატებული ბონდი "ბონდიანას" ყველა რომანში ზღაპრული გმირივით ბოროტებას ებრძვის და ხორცს ასხამს ისეთ ცნებებს, როგორიცაა "მოვალეობა", "ვაჟკაცობა" და "ერთგულება".
იან ფლემინგის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ჩამოაყალიბეს Ian Fleming Publications Ltd, და რამდენიმე მწერალმა, მათ შორის ისეთმა ცნობილებმა, როგორნიც არიან კინგსლი ემისი და ჯონ გარდნერი, მიიღეს უფლება სახელგანთქმულ ჯაშუშზე რომანების სერიის გასაგრძელებლად.
და ვიდრე იან ფლემინგზე ერთ მშვენიერ მოგონებას წარმოგიდგენდეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ჯეიმს ბონდზე შექმნილი რომანები მთელ მსოფლიოში ას მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.

იან ფლემინგი
(კეიტ ფლემინგის მოგონება)

"იან ფლემინგი იყო შემქმნელი გმირისა, რომელიც ლეგენდად იქცა მთელ მსოფლიოში და აგრეთვე ჯადოსნური ავტომობილისა, რომელმაც მილიონობით ბავშვის წარმოსახვა დაიპყრო. ის გმირი, რა თქმა უნდა, ჯეიმს ბონდია, ავტომობილი კი – "ჩითი ჩითი ბენგ ბენგი".
მაინც ვის მიაგავდა ეს შემოქმედებითი გენია? რას მოგვაგონებდა? მაღალი იყო, შავი თმა ჰქონდა და ლურჯი თვალები. ყმაწვილივოთ თხელი და სპორტული იყო. მისი გარეგნობა თავისებური მკაცრი ვერსია იყო ჰიუ გრანტისა, მისი ცხვირისა, რომელიც სკოლაში თამაშისას გაიტეხა და რომელიც ერთგვარ პირქუშ გამომეტყველებას სძენდა. მაგრამ ეს იუმორისტული სახეც იყო. იანი ყოველთვის ტკბებოდა და ერთობოდა ცხოვრებით.
ის არ აპირებდა მწერლობას. მან, ფაქტიურად, მანამდე არ დაწერა თავისი პირველი წიგნი, "კაზინო "როიალი", სანამ ორმოცდასამი წლისა არ შეიქმნა. მაგრამ ყოველთვის უყვარდა წერა, და ყოველთვის უყვარდა წიგნები, არა მხოლოდ საკითხავად, არამედ როგორც თავისთავადი მიზანი. ომამდე მეგობრის დახმარებით მთელ მსოფლიოში აგროვებდა წიგნებს, მშვენიერი ბიბლიოთეკა შექმნა, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ პირველები იყვნენ საიდანმე – ფილოსოფიური იდეებისა თუ ტექნიკური პროგრესის სფეროდან. ისინი განლაგებული იყო, მაგალითად, დარვინის `სახეობათა წარმოშობიდან~ მაგიდის ჩოგბურთის წესების პირველ გამოცემამდე. და სასაცილოა, რომ თავად იანის რომანების პირველი გამოცემებიც ამჟამად ასეთივე საძებარია.
მისი უფროს ძმას, პიტერ ფლემინგს შესანიშნავი ლიტერატურული კარიერა ჰქონდა და ძალიან აქებდნენ ახალგაზრდობიდანვე. იანი, უეჭველად, ამის გამო ჩრდილში გრძნობდა თავს, და, თავდაპირველად წერისას მართალია რწმენა აკლდა, მაგრამ ძმის პროზით მაინც ძალიან ამაყობდა. როგორც ჟურნალისტი, რომელიც ომამდე როიტერის სააგენტოში მუშაობდა, სწავლობდა ჩქარა, მოკლედ და ზუსტად წერას. აქედან არის ზოგიერთი საკუთარი სიტყვები, რომლებიც რომანებში შეიძლება მოინახოს.
წიგნების გარდა, თამაშებით იყო გატაცებული, განსაკუთრებით გოლფით, სარომლისოდაც ძალიან აქეზებდა თავისი შოტლანდიელი ბებია, როცა იანი პატარა ბიჭი იყო; ავტომობილებიც, რომლებზეც ღრმა ცოდნა ჰქონდა; პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი უყვარდა, მაღალი ხარისხისა; და ქალები, რომლებთანაც მომხიბვლელი იყო. იანს შეეძლო ყოფილიყო მახვილგონიერი, ახირებული, სამაგალითო და ჯიუტი (თუმცა დღევანდელი სტანდარტებით რბილი). ის იყო აგრეთვე კეთილი და ფიქრიანი. იანი, უპირველეს ყოვლისა, ორიგინალური იყო ყველაფერში, რაც გააკეთა – არავისი გემოვნების და სტილის იმიტატორი არა ყოფილა.
იანის პატარა ნათესავებისთვის თავიანთი ბიძის მონახულება ნიშნავდა დაუვიწყარ ხიბლს, სიცილს, მღელვარებას. ეს იქამდე იყო, სანამ ჯეიმს ბონდს მსოფლიო გაიცნობდა, ორმოცდაათიან წლებში, როცა დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო იმ საშინელი ომის შემდეგ. იანმა უფრო ეგზოტიკური ცხოვრების სურნელი მოიტანა და როგორც წესი, უჩვეულო ავტომობილით დაიარებოდა. კარის შიგნით მოთავსებული რაკეტა "თანდერბერდი" მეტად ამაღელვებელი იყო. მას უყვარდა ბავშვების გართობა, და ღია ბარათი იანისგან ყოველთვის მახვილგონივრული იყო.
ომის შემდეგ იანმა გადაწყვიტა, რომ ინგლისურ ზამთარში ცხოვრება აღარ უნდოდა. ამის გამო იამაიკაზე მარჯნის რიფი იყიდა და ბუნგალოს აშენებას მიჰყო ხელი. იქ ყველაფერი უბრალო იყო, ძვირი კი არა. ორმოციანი წლების ბოლოს არცთუ ბევრი ფიქრობდა ამგვარი ოცნების აღსრულებაზე. ამაში იანი თავის დროს ასწრებდა. და იქ, "ოქროსთვალში", 1952 წელს დაიწყო წერა...
დანარჩენი კი უკვე ისტორიაა".

მიხო მოსულიშვილი

Ian Fleming
Casino Royale
1953
Georgian translation by Ani Mosulishvili, 2006.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Mon Mar 21, 2011 12:20 am



წიგნის დასახელება: კაზინო "როიალი".
ავტორი: იან ფლემინგი
მთარგმნელი: ანი მოსულიშვილი
გამომცემლობა: “ოლიმპია”
გამოცემის წელი: 2006
ISBN: 99949–914-1-7
ყდა: რბილი
რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი
მხატვარი: ილია ნახუცრიშვილი
კორექტორი: ნატო სკამკოჩაიშვილი
გვერდების რაოდენობა: 192
ანოტაცია: იან ფლემინგმა ხელნაწერი გადაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც "სანდი ტაიმსიდან" იცნობდა და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისათვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: "წიგნი – ნოკაუტი".
წავიკითხოთ: http://literatura.mcvane.ge/main/ucxouri/poezia-proza/1329-bbbbbbbb-bbb-ian-fleming.html

study


Last edited by Admin on Tue Sep 11, 2012 11:10 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Wed Mar 23, 2011 11:10 am

წარმატებები ყველა საქმეში. უნიჭიერეს მამის შვილს! Smile
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Wed Mar 23, 2011 12:13 pm

სოსო მეშველიანი wrote:
წარმატებები ყველა საქმეში. უნიჭიერეს მამის შვილს! Smile

Idea

დიდი მადლობა, სოსო.
და ერთი თხოვნა მექნება, - ზემოთ რომ იან ფლემნგის წიგნია და იმისი მონაცემებია, ეგეთი რამე გააკეთე შენ გვერდზეც - შენი ახალი წიგნი დადე თავისი მონაცემებით, მერე მორბენალ სტრიქონში უნდა გავუშვა... მაინც რეკლამაა და მოეხმარება წიგნს გაყიდვაში...
გელოდები, აბა...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Wed Mar 23, 2011 8:37 pm

როგორ არ ვცადე და ვერ მოვახერხე Sad ნუთუ ამაზე მეტი არაფერი გამეგება კომპიუტერის Smile ნინიმ კიდევ მიმატოვა
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Wed Mar 23, 2011 11:28 pm

სოსო მეშველიანი wrote:
როგორ არ ვცადე და ვერ მოვახერხე Sad ნუთუ ამაზე მეტი არაფერი გამეგება კომპიუტერის Smile ნინიმ კიდევ მიმატოვა

Arrow

შენ გვერდზე სურათი უკვე დევს წიგნისა და ახლა აი, ეს ფორმა შეავსე:

წიგნის დასახელება: "ღამესასწაული".
ავტორი: სოსო მეშველიანი
გამომცემლობა: “ინტელექტი”
გამოცემის წელი: 2010
ISBN:
ყდა: რბილი
რედაქტორი:
მხატვარი:
კორექტორი:
გვერდების რაოდენობა:
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nodari



Male
Number of posts : 1
Age : 20
Location : tbilisi
Job/hobbies : books. wignebi
Humor : books
Registration date : 17.12.11

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Sat Dec 17, 2011 1:46 pm

გამარჯობათ კაზინო როიალი სად შეიძლება შევიძინო Smile
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100002082257376
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Sat Dec 17, 2011 2:08 pm

nodari wrote:
გამარჯობათ კაზინო როიალი სად შეიძლება შევიძინო Smile

არ ვიცი, 2006 წელს გამოვიდა და თუ შემორჩათ სადმე...

ერთხელ დაწერეთ, გამეორებები საჭირო არ არის, ისედაც ვნახავთ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Mon Sep 10, 2012 3:27 pm



ამ წიგნის ელეტქრონული ვერსია შეიძინეთ შემდეგ მბულებზე -

* http://lit.ge/წიგნი/რადიარდ_კიპლინგი/სწორედ_ასეთი_მოთხრობები/659

* https://saba.com.ge/books/details/163


Last edited by Admin on Thu Mar 21, 2013 10:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Thu Mar 21, 2013 10:45 pm



სათაური: კაზინო „როიალი“ - http://saba.com.ge/books/details/873
ავტორი: იან ფლემინგი
გამომცემელი: მიმოსი
გამოცემის თარიღი: 2013
თარგმანი: ინგლისურიდან
მთარგმნელი: ანი მოსულიშვილი Ani Mosulishvili
ენა: ქართული
კატეგორია: დეტექტივი

ანოტაცია - იან ფლემინგმა თავისი პირველი რომანის, „კაზინო „როიალის“ ხელნაწერი 1952 წელს გაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც “სანდი ტაიმსიდან” იცნობდა, და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისთვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: “წიგნი - ნოკაუტი”.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Mon Dec 30, 2013 1:10 pm



რადიარდ კიპლინგის თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი

სათაური - „აი ასეთი ამბები“
ავტორი - რადიარდ კიპლინგი
მთარგმნელი - ანი მოსულიშვილი
თარგმანი - ინგლისურიდან
ილუსტრაციები - რობერტ ინგპენი
რედაქტორი - ლეილა ბერიაშვილი
ტექნიკური უზრუნველყოფა - ნინო აფრიამაშვილი
სერია - საბავშვო კლასიკა
გამომცემლობა - ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი - 2013
ISBN 978-99940-34-93-2
გვერდები - 192
ფასი - 19.90 GEL
ყდა - მაგარი


ილუსტრატორის შენიშვნა
(ანოტაციის მაგიერ)

რადიარდ კიპლინგის კლასიკური ზღაპრების ეს ილუსტრირებული გამოცემა ნათლად ასახავს მწერლის უშრეტ ფანტაზიას. მიუხედავად იმისა, რომ კიპლინგმა იცოდა თავისი შეზღუდული სამხატვრო ნიჭის შესახებ, თავდაპირველად მაინც თავად შექმნა ჩანახატები თავის მოთხრობებში მოცემულ ფანტასტიკურ განმარტებებზე და თითოეულ ზღაპარს თითო ნახატი დაურთო. ასი წლის წინ გამოცემული წიგნის ეს ნახატები და განმარტებები მრავალ გამოცემაშია შემონახული.
ჩვენ გთავაზობთ თითოეულ მოთხრობას თავისი სრული მოცულობით, შეუცვლელს და ორიგინალს, მაგრამ ვურთავთ ახალ ფერად ილუსტრაციებს. აქვე ვამატებთ „ტაბუს ამბავს“, რომელიც 1903 წლის ამერიკულ გამოცემაში გამოჩნდა და ხშირად გამოტოვებულია ხოლმე ბევრ გამოცემაში.

რობერტ ინგპენი



ბმული
* http://karchkhadze.ge/?product=აი-ასეთი-ამბები

study


Last edited by Admin on Tue Jan 14, 2014 3:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Sun Jan 05, 2014 1:33 am



წიგნი და მთარგმნელი

2014 წლის ოთხი იანვარი, შაბათი, 17:00 საათი.
წიგნების მაღაზია Book City (მელიქიშვილის ქუჩა # 21):

„ქარჩხაძის გამომცემლობის“ ახალი წიგნის პრეზენტაციაზე - რადიარდ კიპლინგის „აი ასეთი ამბები“.



https://www.facebook.com/events/451762934929370/?previousaction=join&source=1

ვიდეოანონსი
* http://www.youtube.com/watch?v=NV_2-iOaKY0&feature=share&list=UUJmM6ipn5NQ3HX6xP30Fhqw
* https://vimeo.com/83538147

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ანი მოსულიშვილი   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ანი მოსულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: