არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეთერ ჩოხელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 6:38 pm

Arrow

ცელქათ ვაჟამ მოითხოვა ამ გვერდის გახსნა და აბა, ვნახოთ, როგორებსა სწერს ეს ქალბატონი...
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 7:29 pm



ჩემს გულს
--------------
ნეტავი როგორ ამოვსდო
ამ ჩემს გულს ბორკილ-სადავე,
ან ლექსით დამაშრობინა
ბოროტებისა სათავე...
აუჰ,რამდენი ყოფილა,
ვყლაპავ და ვერ გავათავე.

იოსებ ბაიაშვილს
--------------------
რას მიმზერ,ბაიაშვილო,
რა თვალი გამიშტერია,
განა მეც შენსავით კარგი
ლექსები დამიწერია.
მე ვერ ვწერ დიდაქტიკურად,
ნიჭს ვერ მივეცი სავალი,
მაგრამ რასაც ვწერ,მახარებს,
როგორც მზე ამომავალი,
დიდ ჩირაღდნების შუქშია
არ ვჩანვარ მცირე სანთელი,
არა მაქვს გზა გაკაფული,
ბნელს ვერ დავატყვე ნათელი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 7:39 pm

რომ ვერ მოვიხიბლე რითმებით?Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 8:02 pm

nini wrote:
რომ ვერ მოვიხიბლე რითმებით?Smile





მართალი ხარ...
მე განგებ დავიწყე ამ ლექსებით ,მალე დავდებ ეთერ ჩოხელის ლექსს ვაჟა-ფშაველაზე და ნამდვილად შეგიყვარდებათ ეს მელექსე.გამიხარდა ამ კუნძულზე ქალების გამოჩენა და თან მიმაჩნია,რომ შეუმჩნეველი ლექსებიც უნდა გამოჩნდნენ სამზეოზე.სხვა დროსაც გამოგვეხმაურეთ.


king sunny queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 8:09 pm

sunny
Very Happy

თქვენი რეკომენდაცია ბევრს ნიშნავს.ინტერესით დაველოდები ლექსებსSmile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Thu Feb 26, 2009 8:28 pm

nini wrote:
sunny
Very Happy

თქვენი რეკომენდაცია ბევრს ნიშნავს.ინტერესით დაველოდები ლექსებსSmile




flower

ხვალ დილისათვის ეგ ლექსი
ორჯერ-ორივით იქნება.
თუ არა,უნდა იფიქრო,
რო მომიტაცეს ჭინკებმა!
...
იმრავლოს კაი კაფიის
ვარსკვლავებმა და წინწკლებმა!


king sunny queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Fri Feb 27, 2009 8:25 am



ვაჟა-ფშაველას
--------------------
ვაჟავ,შე მთების მშვენებავ,
დამმშვენებელო ბარისა,
შენგან გადამწვარ მიწაზე
ბაღ-ვენახები რგავისა.
ატყვია ხნული მკვიდრადა
გამწევი ნიშა ხარისა,
ამტანი გახდა მთის კაცი
შირაქის ცხელი ჰავისა.
ფშაველ-მთიულთ და ხევსურთა
ტრადიცია აქვს თავისა,
ძალა აფარებს კალთასა
ძლიერი სალოცავისა.
ნანად მიიჩნევს ყოველი
ბღავილს ძროხის და ცხვარისა,
ყურებში უდგას დღესაცა
ზამთარს გრიალი ზვავისა.
აქ პოეზიის ლამპარი
შენებრ მნათობად ნთავისა,
არ ჩატეხილა,მკვიდრია
ხიდი მთისა და ბარისა.
შენ თუ ჰყვიროდი მთიდანა,
ხარები ბარშიც გვყავისა,
არავის დავიწყებია
ტკბილი სამშობლო თავისა.
არც შენ რითმათა წყობანი
ფშაური კილო-კავისა,
ბარშიაც გაანაწილე
ძლიერი სული ფშავისა,
ხატად გვყავ,სალოცავ ხატად
აქაც სამშობლო თავისა,
თავიც მდიდარი გვგონია
მთაში_მთით,ბარად_ბარისა.
მზე უხვად გვაფენს სხივებსა,
ღამით შუქი გვაქვს მთვარისა,
მარგალიტივით მდელოზე
ბრჭყვიალი დილის ნამისა.
თავზედ გვირგვინად გვადგია
ცა_ვარსკვლავების ჯარისა.
აქაც ფარფატებს ნისლები,
როგორაც ფრთები სვავისა.
კარგადაც მოსჩანს სალკ კლდენი
არწივთა საბუდარისა,
ბუნება ზოგჯერ მკაცრია,
ხანაც სიტურფით ჰყვავისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   Fri Feb 27, 2009 8:44 am



მანდით აქამდის აშხეფებს
ტალღა არაგვის წყალისა,
გვათრობს პირიმზის სინაზე
ქარაფთა დედოფალისა.
ჩუმი ჩურჩული მოისმის
ლურჯკაბა ია-ქალისა,
ნუკრის ნადენი ცრემლები
ცაში ვარსკვლავად ნთავისა.
განწირულ გმინვა ჩამოდის
მიჯაჭვულ ამირანისა,
ყვავ-ყორანთ დაჭრილ არწივებს
სისხლი ზოგთ კიდევ სცხავისა.
მოგვეჩქროლება ჟღარუნი
ხანდხან ზეზვაის ფარისა,
სანათას ცრემლებ წვიმადა,
ხმა საფლავთ მთხრელი ბარისა.
და იმ მუცალის მარჯვენის
ბალღთაგან თრევა ძვალისა,
თვალწინ გვყავ ქეთელაურის
მოჭრა კურატის თავისა.
ლელა,კვირიას და-ძმობა,
გახსნა ბახტრიონს კარისა,
სტუმარ-მასპინძლის ჯიხვისა
სუნი გვცემს მწვადის ცვარისა.
ჩვენც შემოგვჩივის წიფელი,
წარსულს მისტირის თავისა,
გონს გვილევს შერეს ბებერის
წყევა და ღმეჯა ჩანისა.
გულს გვიდნობს ეთერის ცრემლი,
ტრფობა უცდელი ქალისა.
შენ გმირთა ცხენთა თქრიალი
აქ გრიგალია ქარისა.
და მაინც ისმის, არ წყდება
მთიდან ყვირილი ხარისა,
ჩვენაც ბუბუნით მიწას ვჩხვერთ,
ყველას შენ რქები გვსხავისა.
ვაჟავ,შენ მთების კი არა,
დამმშვენებელო ბარისა,
შენგან გადამწვარ მიწაზე
ვარდ-ყვავილები ჰყვავისა.
ამტანნი გახდნენ მთიელნი
შირაქის ცხელი ჰავისა,
დაუღლელ შრომა-გარჯითა
შემქმნელნი დიდი ხვავისა.
ძალა აფარებს კალთასა
მთა-ბარის სალოცავისა,
ნიადაგა აქვს იმედი
სამოთხის ღია კარისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ეთერ ჩოხელი   

Back to top Go down
 
ეთერ ჩოხელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: