არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გივი ალხაზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Wed Dec 23, 2009 8:51 pm

dRis fragmenti

2 декабря 2009 г. в 23:48

გადავიკითხავ ყვითელ ფურცელს,
ნოემბრის დილამ რომ მომწერა,
არ ვიცი სადამდე მიმაცილებს,
ვისთვის მერამდენე ფოთოლცვენა.

წავიღიღინებ, რადგან სიტყვა
მიქრება და გულს არც ედება,
თვითონ მპოულობს უნებლიე,
ქარაფშუტული აცეტება.

დღეთა დინება რა მშვიდია,
რა გადამდებია მაჟორი,
მე, ახლა, შენთან სიახლოვე,
რაღაც დაუვიწყარს მაშორებს.

ჰაერი გაჟღენთილა კომშის სუნით,
არ ვიცი, შენ თუ გეკომშება,
რა გულუბრყვილოდ მიხარია,
და გული მაინც მეკუმშება:

შემომეფანტა ძმაკაცები,
ჩვენ ერთად მხოლოდ წარსულში ვართ,
ან სიზმარად, სხვაგან აღარავართ...
გამოგველია ერთმანეთი,
შეგვრჩა ცხოვრება ფარღალალა...
ისმის გარაჟიდან არეული
ჰარი-ჰარალე და არხალალა...


raRAcnairi mSvidi sevdaa, ggonia, rom Senc dawer iseTia, arada yvela frazaSi igrZnoba ostati...
Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Sun Jan 03, 2010 1:49 am

baton givis didi xania viCnob gamomCemloba "meranidan", sadac oTxmoCdaaTian wlebsi pirveli poeturi krebulebi gamoveCi. dRemde did pativs vCem. ai, misi erT-erTi leqsi:

თვლემის ფრაგმენტი
-
ეს არაა ზედმეტი ფიქრი,
გზასავითაა და გამიყვანს ტრიალ მონდორზე,
სადაც ცის ქვეშ მარტოხეა
და შემოდგომას ელოდება,
სადმე ფოთლებით რომ წავიდეს,
რადგან მობეზრდა მხოლოდ ჩრდილებით ბორიალი
საკუთარ წრეზე
და ისიც მაშინ,
როცა იცვლება მზის და მთვარის სანიშნებელი.
ეს არაა ზედმეტი ფიქრი,
როცა გული ცვილივით დნება,
როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ
და მეწურება…
მაინც რა ღამე გადაემხო ამ ქვეყანს,
ჩვენ რომ ვხედავთ,
და ესენი ვერც კი ამჩნევენ?!
ამან კი იცის თავის საქმე
და დროის სვლას ხერხვას ადარებს: _
_ ეს დღეები ნახერხად და კვამლად იქცევა
და ორივეს ქარი წაიღებს…
გადაკრულშია,
ჩაყვინთა და აღარ იცის სად ამოყვინთავს
_ აქ თუ სხვაგან
ან იქნებ არსად და არასოდეს…
თვლემამ, თვალში რომ გაებლანდა,
შთანთქა მთლიანად.
8.. 11. 09წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Sat May 01, 2010 3:16 pm

გაგა ლომიძე

ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი


“ისტორიის მიღმა მეხსიერება და დავიწყება იმალება. მეხსიერების და დავიწყების მიღმა კი _ ცხოვრება”.
პოლ რიკიორი

პლატონის “ფილებოსში” ვკითხულობთ: “მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ადამიანს საკუთარი სიამოვნებანიც კი აღარ ემახსოვრებოდა”. პოეზია რომ უდავოდ უკავშირდება მეხსიერების გაგებას, ამაზე ჰესიოდეც მიუთითებს თავის “თეოგონიაში”, როდესაც მეხსიერების ქალღმერთ მნემოსინეს მუზების დედას უწოდებს.

თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, პოეზიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მეხსიერება: ეპიკური და ლირიკული.

ეპიკური კოლექტიური მეხსიერებაა, როდესაც რაფსოდი ხოტბას ასხამს თავისი ტომის საგმირო საქმეებს და ცდილობს წარსულის კოლექტიური მეხსიერების სკივრიდან ამოქექოს გმირების სამაგალითო თვისებები, რომ თავისი ტომის წარმომადგენლებში სიამაყის გრძნობა აღძრას.

ლირიკული მეხსიერება ინდივიდის მეხსიერებაა. ლირიკოსი პოეტი განამტკიცებს ინდივიდუალობის და სუბიექტურობის კონცეპტს. ის საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება, რომ შექმნას საკუთარი “მე”-ს, როგორც ინდივიდის ისტორია.

ამგვარ ინდივიდუალურ ისტორიებს ქმნის გივი ალხაზიშვილი თავის პოეზიაში, რომელიც პოლიმეტრულობით ხშირად ჯაზურ კომპოზიციას მოგვაგონებს. ლექსებში ცხადად ვხედავთ, თუ როგორ მარცვალ-მარცვალ იგება სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს მთლიანი სურათი მხატვრული სახეების ფრაგმენტების გაერთიანებით, იმდენად, რომ მათ შეიძლება პირობითად პიქტორიალური პოეზიაც კი ვუწოდოთ. პოეტური მეხსიერება გივი ალხაზიშვილის პოეზიის კარდინალურ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ: “ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ,/დრომ დაგვივიწყა/ და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად/აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა,/თითქმის არა გვაქვს/და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,/როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს/და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები,/და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს” (“ზღვართან”); ან “ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?!” (“მარტის ქუჩა #13”); ან თუნდაც ის, რაც ყველაზე თვალსაჩინო ხდება პოეტის, როგორც ლირიკული “მე”-ს მეტაფორაში _ “დიახ, ეს მე ვარ,/ იმ დღეების ჰერბარიუმი” (“...გახსოვს, მინდორში ვიპარებოდით”).

ნებისმიერი სუბიექტური ისტორია, გახსენება – ინტროვერსიას უკავშირდება, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და საგნების შემეცნების წინაპირობად, ხოლო მეორე მხრივ, თავდავიწყების საშუალებად იქცევა. ასეა ლექსში “დილით, ყავის სმის დროს”, რომელმაც, კონცეპტუალური თვალსაზრისით, შეიძლება ჯიმ ჯარმუშის ფილმი “ყავა და სიგარეტი” გაგვახსენოს, სადაც ეს ორი კომპონენტი _ ყავა და სიგარეტი სინამდვილისგან ადამიანების დროებითი გარიდების საშუალებად იქცევა: “და ფიქრში წასვლა, ერთადერთი არის ალიბი,/რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ/თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,/წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას”. პოეტისთვის წარსული იმაგინატიური ტოპოსია, სადაც განხორციელებული თუ განუხორციელებელი სურვილები თუ ოცნებები პოეტური შთაგონების წყაროდ გარდაიქმნება. თვით ენა კი ასეთ დროს სამყაროს შესახებ ცოდნის საუნჯეა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი: “...რადგან სიტყვები/გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე” (“დილით, ყავის სმის დროს”), სადაც ქვები სიტყვების, მყარი მნიშვნელობების მეტაფორად იქცევა. “ჩაბრუნებული მზერა” კი იგივე მედიტაცია, ინტროვერსიაა: “და მზერა ისევ ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,/რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე”. მზერის ჩაბრუნება მეხსიერების წიაღში მოგზაურობას გულისხმობს, სადაც დაუნჯებულია შეგრძნებები და ეს, იმავდროულად, პირველყოფილ წიაღთან დაბრუნება, ანუ ხელახალი დაბადებაა.

თუკი ვთანხმდებით, რომ პოეზია მეხსიერებაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ პოეზიაში მეხსიერებამ ლირიკული “მე”-ს გარდა, შეიძლება საგნების ონტოლოგიური ასპექტიც განსაზღვროს. მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ტრანსპოზიციის მომსწრე ვხდებით გივი ალხაზიშვილის ერთგვარ პიქტორიალური პოეზიის ნიმუშში “შინ”, სადაც მთლიანი სურათი საგნების გამოცდილების ფრაგმენტებით იხატება და სადაც სუბიექტსა და ობიექტს შორის ზღვარი გაუქმებულია. “მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ/მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში” – ვკითხულობთ ლექსში, სადაც თავდაპირველად სუბიექტი თითქოს ლარნაკებია, რომლებსაც ახსოვთ მთვარის შუქი. მერე კი აღმოჩნდება, რომ სუბიექტი, ცენტრი, განმსაზღვრელი არის მეხსიერება, რომელთან შედარებითაც ლირიკული “მე”-ს, მთხრობელის, ავტორის პოზიციაც კი მეორეულია: “და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი/შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,/რომ მე ვერასგზით შემემჩნია/ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა”. ქმნის, ლექსის წერის პროცესზე მინიშნება და მისთვის დამახასიათებელი ქაოსი წესრიგდება ლექსის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, საგნები თავის ბუნებრივ არსს უბრუნდებიან და ავტორიც, ინტროვერსიის შედეგად, თითქოს დაკარგულ “მე”-ს იბრუნებს, როცა წარმოთქვამს სიტყვას _ “შინ”.

ამგვარი მიმართება სუბიექტ-ობიექტს შორის, ერთი მხრივ, მოგვაგონებს იმ ტენდენციას, რომელიც მოდერნიზმიდან იწყება და მის ონტოლოგიურ ესთეტიკას უკავშირდება; მეორე მხრივ კი, ეხმაურება მომხმარებლობის თეორიას, სადაც საგნებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია და სამომხმარებლო საზოგადოებაში საგნები მყიფე და წარმავალი ადამიანების ადგილს იკავებენ.

ერთგვარ ეკო-პოეზიის ნიმუშში “დეპეშა”, უიტმანისეული “ბალახის ფოთლების” ამ ერთგვარ გადაძახილში, ხე ადამიანის მეტაფორად გვევლინება და კონკრეტული ტრაგედია ზოგადადამიანურ ყოფიერების ტრაგედიად გარდაიქმნება: “ცვივა ნაფოტები,/ჩვენი ნაფოტები.../თუმცა აღარ ვართ,/თითქმის აღარ ვართ,/აღარ დავრჩით./ მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის...”. აქ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ადამიანი და გარემო, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან განუყოფელ მთლიანობაშია წარმოდგენილი, როგორც ერთიანი, კომპლექსური სისტემა.

საგულისხმოა, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში გახსენება გრძნობის ხუთი ორგანოდან ერთ-ერთის საშუალებით შემოდის. საკმარისია დავასახელოთ, ერთსა და იმავე დროს, ქრისტიანული და წარმართული კონოტაციებით გაჯერებული ლექსი “პურის სუნი”: “დილას აღვიძებს პურის სუნი,/სიცოცხლის სუნი/და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს/და კალოობა ბრუნავს სისხლში”, სადაც გახსენება ყნოსვის ორგანოს უკავშირდება, ხოლო კალოს ლეწვის სეზონური მეტაფორა მარადიულ კვდომა-აღდგომაზე მიგვანიშნებს. სხვაგან კი მოგონება სმენის საშუალებით ცოცხლდება: “ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები” (“მოხუცებულთა თავშესაფარი”).

ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია პიქტორიალური პოეზია. გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის. ასე იკვეთება ერთიანი სურათი, ვთქვათ, ეროტიკული იმიჯებით გაჯერებულ “თუშურ პასტორალში”, სადაც თანდათანობით იშლება მკითხველის თვალწინ მონტაჟის გზით აგებული თიბვის ეპიზოდი: “ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი.../შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი.../ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,/ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით”, სადაც კონტექსტი ზმნებს პოლისემიურობას ანიჭებს, ხოლო პარალელიზმების ინტენსიურობის წყალობით, მკითხველი მთხრობელის ისტორიის _ მეხსიერების ნაწილი ხდება.

შეიძლება ითქვას, გივი ალხაზიშვილის სეზონური მეტაფორები, თავისი რელიგიური ექსტატიურობით თუ ამაღლებულობით, გარკვეულწილად, პოლ კლოდელისეულ თუ ჯერარდ მენლი ჰოპკინსისეულ რელიგიურ აღმაფრენას მოგვაგონებს, სადაც სამყარო და ღმერთი იგივეობრივია. მსგავსი მაგალითი გვხვდება სხვაგანაც: “ცის ყველა წვეთი/მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,/ვინც გულში გიზის/და გარე-გარე ვის დაეძებ?!/შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.” (“გასეირნება მარტის ჭალაში”), სადაც იმავდროულად პანთეისტური კონტექსტიც იკვეთება, როგორც მსოფლხედვა, ან, გნებავთ, ზნეობრივი პოზიცია. სხვაგან ავტორი იმავეს მიგვანიშნებს: “რა მშვენიერია ველის ყვავილებით/ზოგჯერ მიწა რომ ამოგხედავს” (“ფსალმუნის მოტივი”).

თუკი ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ მოგვეჩვენება უჩვეულოდ, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში სამყარო/ღმერთი ამბივალენტურ ცნებებს საკუთარ თავში მოიცავს _ გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში სიტყვები _ ხელი და აყალო ასოციაციურად ერთმანეთს უკავშირდება: “და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან/ხელს და აყალოს” (“ეს დღე სად გაქრა?”), სადაც ეს პარალელი ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ძველ ლეგენდებთან გვაგზავნის. იქნებ ამიტომაც სრულდება ლექსი “მოხუცებულთა თავშესაფარი” თითქოსდა ორაზროვანი სტრიქონებით: “მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,/როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი/და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს”. აქ “უძველესი ზმნა” შეიძლება წავიკითხოთ, როგორც კვდომა/აღდგომა და, ასევე, როგორც ხსოვნა/დავიწყება; უოლტ უიტმენის ელეგიის “აკვანი რომელიც მარად ირწევა” მსგავსად, სადაც სიკვდილი და დაბადება ტოლფასი ცნებებია. თუკი სხვაგვარად ვიტყვით და ფრაზას _ “უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს” _ პოეზიას დავუკავშირებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლექსის ქმნა იმთავითვე გულისხმობს პროცესს, როდესაც საგნები დაეძებენ თავიანთ მნიშვნელობას – ზოგჯერ პირვანდელს, ზოგჯერ კი იმას, რაც მათ გაქვავებულ მნიშვნელობებად ქცევისგან დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, პოეზიის არსიც ხომ ეს არის.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Mon Feb 07, 2011 12:02 am



წიგნის დასახელება – "რკინის კარს აქეთ და იქით"
ავტორი – გივი ალხაზიშვილი
სერია – "ახალი ქართული პროზა", ტომი მე-7 ტომი
გამოცემის წელი: 2011
გამომცემლობა: “გუმბათი–2007"
ყდა – რბილი
ფასი – 2.40 ლარი (ჟურნალ "გუმბათთან" ერთად – 3.00 ლარი).

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Wed Mar 02, 2011 12:25 pm

გივი ალხაზიშვილი

თებერვლის ეტიუდი


შიშის ფრთებქვეშ
შავი ფიქრის ბახალები იჩეკებიან
და ზედ გულზე გიკაკუნებენ.
. . . . . . .
მიდი, შეცვალე პირქუში დილა
და უბიდან
წითელი ვაშლი ამოაცურე,
ან ფოსტის მტრედი ამოიყვანე,
ბავშვის თვალების გასაბრწყინებლად
და გაუშვი უმისამართოდ
და გაადევნე თვალი იქამდე,
ვიდრე მზერა დაგეკარგება...
იქნებ, ცასავით გაგეხსნას გული
და ანგელოზს ჩახედო თვალში.

ბავშვი კი დგას და
პაწაწინა ხელს შენკენ იშვერს,
შენ გრძნობ სიტყვას,
რომელსაც ეძებ
მაგრამ ვერ ამბობ...

ის გაიელვებს პირველი მარცვლით _
სი-ნათლიდან სი-ყვარულამდე
და იმდენად გამჭვირვალეა,
რომ სიტყვად ქცევა აღარ უნდა,
ურჩევნია, რომ ასე დარჩეს.

შეგეშინდება,
თვალი კი არა, სული გიყურებს...
ჩამოეყრდნობი შიშველ მკლავებს,
ცოცხალ რიკულებს.

და ის,
იმდენად მშვენიერია,
შიში შეერთვის წუთს განცვიფრების
და ახლა ერთი ჰაერით სუნთქავთ
შენ, ბავშვი, შიში და ლუციფერი.


12. 2. 2011 წ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Wed Mar 02, 2011 12:31 pm

გივი ალხაზიშვილი

გელათის მონასტრის დარაჯის გახსენება

გახსოვს ნიკოლოზ?!
რა თქმა უნდა გემახსოვრება,
მაგრამ შენ ახლა მხოლოდ სული ხარ
და სულს ხსოვნით ვერ დაიმძიმებ.
მე მახსოვს შენი მასპინძლობა.
მონასტრის ეზოს უყურებდა შენი სახლ_კარი
და ახლა,
როცა გელათის გუმბათს წარმოვიდგენ
და ედემივით ხასხასა ეზოს,
არ შეიძლება თვალი არ მოგკრა
იმ სიმშვიდეში, დოქით ხელში,
შაბიამნისფერ ვენახთან ჩავლილს.
მოძრაობაზე შეგნიშნე რომ სხეული არ გაქვს
და მონასტრის სიმშვიდესავით გამჭვირვალე ხარ.
აქაურობას თავისთავში ეგულები
და მუდამ გმალავს,
მაგრამ დროდადრო
გამოგაჩენს ჩვენს დასანახად
ან იქნებ თვითონ უსხლტები დროს,
რომელიც არ ჩანს და მუდამ არის.

25. 7. 2009 წ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Wed Mar 02, 2011 12:33 pm

გივი ალხაზიშვილი

სახლობანა

გ. ო_ს

…მერამდენედ, იძულებით ადგილნაცვალი
იძულებით ვიცვლი ადგილს და თავშესაფარს,
იქნებ, შენზე ფიქრით გავათბო უცხო კედლები,
თვალი შევავლო და გავაცოცხლო
და სუნთქვის სივრცე მო-შინ-აურდეს.
მწვრთნის ტკივილი…
რა ვიღონო?
სიყვარულისგან თავს ვინ დაიხსნის
და მე მიყვარს ჩემი ფუძე,
ჩემთან ერთად რომ მოძრაობს
სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის,
ვკარგავ თავს და
თვალში ეკლიან ვარსკვლავს ვპოულობ.
ვიღაც ფანჯრებს ცვლის
თუ ხედებს ცვლის
და სახლობანას გვეთამაშება _
სახლიდან სახლში გვაწანწალებს,
სიცოცხლეს გვიცვლის, გულსაც გვიცვლის,
გზიდან გზაზე მიგვერეკება
და მე ვნატრობ:
ხომ შეიძლება ლოკოკინად გავჩენილიყავ
და სახლიანად მევლო ჩემს გზაზე,
ის იქნებოდა ჩემი შინ და
შინ და გარეთ ვიზოზინებდით…
სხვაგან ვეღარ,
ჩემს თავში თუ შევიმალები
როცა მზერას ქუთუთოებს ჩამოვაფარებ
და მე ჩემგან ვეღარავინ გამომასახლებს.

23. 1. 2011წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Wed Mar 02, 2011 12:37 pm

Grandfather: A Restored Portrait
By Givi Alkazishvili

Translated from the Georgian by Timothy Kercher and Nona Giorgadze

He sees
how the blood-filled leeches
are wriggling in a jar of water.
The old man is lying down
and despite the blood he shares with leeches,
he feels no relational bond
but doesn’t look at them hatefully, either.
Unintentionally, he notices the boy
who looks down from a photograph
hiding a smile
yet has sad eyes.
An old radio is hung up nearby
mumbling stories from the Forties.
The radio doesn’t listen to the old man any longer.
The old man doesn’t listen to the radio,
and once again he discovers
the existence of his own features on the photo of his son.
He’s surprised sometimes—
how he has learned to be patient.
He glances at a tree rustling
near the window
and imagines the boy jumping from that tree,
the boy who is about to become a photograph,
and again he looks at the jar of leeches, hatefully.
Without help he extracts a leech
and puts it on the left side of his neck.
This is what he does now:
the old cardboard radio
and the boy’s photograph—
revived for the thousandth time
to conjure up fragments
from a frameless past—and the feeding of leeches,
the slow glances to that very spot
where there will be no leeches
and no blood either.
I was always afraid of entering that room…
His suffering was such
that his blood became poisonous.
As his palm—
resting on a bedside table full of drugs
like a leaf blown there by the wind
and hung upon the house’s silence—
as his palm, so sinewy and yellow,
emits a pulsing sound
out into this murky world.



[So a strange flower]
By Givi Alkazishvili

Translated from the Georgian by Timothy Kercher and Lela Semniashvili


***
So strange a flower,
the one found growing by your side
and looking, facing in that direction
as if watching something no one else could see.
I searched that same spot hopelessly
for its vision,
but will never look in that direction
as perfectly as the flower
which was growing by your side…
You, resting for so many centuries, so shut in
that even the earth has grown accustom to your absence…

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: ალოობა   Sun Mar 13, 2011 5:56 pm

მოიბეზრა გაბმული ბრუნვა,

ასტეროიდულ წვიმებში ფრენა...





ჩვენ, ახლაც ვთესავთ

სადღეღამისო დისონანსებს, გულდასმით ვთესავთ

და ბზარები, ტკივილისგან რომ გაუჩნდა,

ალაპარაკდნენ.



აჩქარებით ბრუნავს მზის და

თავის გარშემო,

ჩვენ კი ვთესავთ გამუდმებით, დღისით და ღამით,

ერთმანეთში

და ყველგან, სადაც მოვახერხებთ _ მრუშ სიბნელეში,

მილიონობით ჭუჭრუტანაში ვძვრებით,

ვთესავთ დღედაღამის ნებისმიერ დროს,

ვთესავთ სიტყვებს და გაწელილ შორისდებულებს,

რომლებიც ფრენენ და ფრენის წუთს იხანგრძლივებენ.



ყველა ნიშანი ჩაგვძახის ყურში,

რომ ჩვენი მკის ჟამი ახლოა,

ჩვენ კი ვთესავთ საკუთარ თავს სავსე დარბაზში,

წიგნში,

ჰაერში,

მიწაზე,

კომპში,

იქ, ვირტუალურ საფლავებს ვითხრით

და ვირტუალურ ბაღებს ვიშენებთ,

მშვიდად ვიწყობთ ვირტუალურ წამოსაწოლებს

და ჩვენი მზერა ვერ ისვენებს ხეზე ჩიტივით

და ვეღარსად ვეღარ მიფრინავს,

თავის თავში ჩაკარგვას ცდილობს,

რომელიც უკვე ამოტრიალდა,

იქცა უხილავ ზედაპირად და გვემალება.





ჩვენ კი ვთესავთ ნასესხებ სიტყვებს,

ჩვენივე თავებს ერთმანეთში

და ვამრავლებთ მიუსაფრობას.



პირს უფხავებენ ნამგლებს და ცელებს

და ლესვის ხმა მაღლა ადის თითო ოქტავით -

ზევით და ზევით, სადაც მოკვდავის

სმენა უკვე ვეღარ წვდება

და ჩვენთან ერთად იკარგება

უსიტყვობაში

და ჩვენ ვაგრძელებთ ინსტინქტის თესვას

საკუთარ გულში,

გულის სათბურში, სადაც გამოგვყავს

ახალი ჯიშის სურვილები,

სიხარულის ცრემლით ვრწყავთ და

სუნთქვის ნიავსაც აღარ ვაკარებთ

და ვასაზრდოებთ საკუთარ სისხლით.



ის გაბეზრდა გაბმული ბრუნვით,

ჩვენი ცოდვებით და ჩვენზე ზრუნვით

და ბზარები, ტკივილისგან რომ გაუჩნდა,

ალაპარაკდნენ...



ჩვენ ახლაც ვთესავთ,

თუმცა, ჩვენი მომკის ჟამია,

არ ვეძებთ საყრდენს,

ამივსე პეშვი ცოცხალი ღვინით,

შენგან ნაძერწი თიხა ვარ და პეშვი ჯამია.

მაჭმიე პური, ერთი ლუკმა,

რა ხანია, შენი ხელით არ მიჭამია...
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Thu Mar 31, 2011 2:08 pm

1.გეში



მოდით, მარტის ფეხშიშველა დღეებო,

გამოექეცით მაწანწალა ქარს,

მოდით, ღამე ერთად ვათიოთ,

გავიყვანოთ ერთმანეთი ბოლო ჟამივით,

ჩვენი სუნთქვით დაორთქლილ მინებს

შევეზარდოთ ნათრევი მზერით,

წავუყრუოთ კატების შლიგინს

და კნავილით დაკაწრულ ნერვებს;



მოდით, ერთმანეთს გავაძლებინოთ,

დავტოვოთ ჩვენი ანაბეჭდები ერთმანეთში,

უმიზეზოდ ვიარსებოთ

და თვალი ჩუმად გავაპაროთ იმ ფანჯრისაკენ,

საიდანაც აღარ ვჩანვართ

და ჩვენს კვალზე დადის ბალახი...



გული ლამის გამელიოს,

როგორც ორი ფანჯარა მზის ჩასვლისას,

ისე ვირეკლავთ ერთიმეორეს

და ერთმანეთში ვიგულისხმებით

და ჩაგვესმის,

როგორ აიდგა ფეხი ბალახმა

და სადღაც ყურთან ჩაიარა,

მისი სუნი მოსწვდა ნესტოებს

და შუბლის ძარღვი შეატოკა,

შეათამაშა...



მიბმული ვარ გულისცემაზე

და თავს ვკარგავ

მხოლოდ სულის მოსაბრუნებლად.






2.მეორე კადრი



ამათ შეხედეთ,

თავი იმდენად აიმაღლეს

რამდენადაც სხვები მიჩქმალეს.



მე ამათი... გულგრილობა არასოდეს გამიკვირდება,

არსებობს მათი ჯგუფური ფოტო,

რა თქმა უნდა, მე იქ არ ვჩანვარ,

რადგან ჩარჩო ვარ

და ჩარჩო კედელს,

კედელი კი გულგრილობას,

ხოლო ჩარჩოს ყველა ერთად ისე ჰკიდია,

რომ მნემოსინეც ვერ იხსენებს ამათ სახელებს.



მოემზადეთ!

ვიღებ! ჩიტი გამოფრინდება..

ფოტო-სესიაც კიჩად იქცა სიბრძნის დარგივით...

ისტორიულ წამს გააქვავებს ობიექტივი

და მორიგ უკვდავს ჩაიხუტებს ფოტო-არქივი.


კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ლექსი...
Back to top Go down
View user profile
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Tue Apr 05, 2011 1:18 pm

ნაყინის გამყიდველი sunny


Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: აპოკრიფული ვარიაცია   Wed May 04, 2011 11:06 am

1. დილა





დახშულია სულის თვალი,

გადაეკრა ცხოვრების ლიბრი

და ვეღარ ხედავ.





სხვაგან ნუ ეძებ, რაც შენშია და ჯერ არ მოჩანს,

იგი ჩუმად მწიფს და ერთხელაც

ამოიხედავს შენი თვალით

და აღივსები უცნობი სიტყვით....





შენც მძებნელი ხარ და ყველაფერში

იმას ეძებ, რაც ზოგჯერ ჩუმად გაკრთება გულში

და ვერ პოულობს დასამალ სიტყვას,

სადაც ჩვენ ვგრძნობთ მის არსებობას, მაგრამ ვერ ვხედავთ.





დასტურად მხოლოდ ეს სიცოცხლე -

მის ძებნაში დასიზმრებული,

ახალ თაობებს ჩვენი არყოფნის ალიბს უტოვებს...





სულ არაა დილა პირქუში,

ის ნამდვილია, ვიდრე არის,

ვიდრე სინათლის ფრთებს დაკეცავს

და თანდათან ჩამოღამდება...





..და ეს ცხოვრება თავის ბრიყვულ იერარქიით,

დემაგოგიით, ლიზღობით და ცბიერ ლოგიკით,

რასაც აშენებს დასანგრევად,

რადგან სიცრუის მოქადაგე სიკვდილს ამრავლებს.





აჰა, აპრილიც მიიწურა და გაზაფხული

..იმოსება ჭრელი ჭინჭებით..,

ისე ხალისით, ისე გულწრფელად, როგორც პირველად

და მერამდენედ გვიდასტურებს რომ სიყვარულით

ჰაერიც კი დამტვერილია და ჩვენც ვივსებით

სასურველი მკლავების ნატვრით,

ჩემთვის რომ მხოლოდ მიწად იქცა და წარმოსახვად

ანუ იმად, დაბადებამდე რაც იყო და მე ვერ ვამჩნევდი.





ადამიანი მოკვდავია, უკვდავია ამაოება.





მწარეა ეს ხმა, ამ სიტყვამ რომ ამოიყოლა,

ხორხს კი არ კაწრავს,

შხამიანი ყვავილივით იშლება ჩემში

და მჩუქნის მხოლოდ უმწეო ნატვრის სათამაშოებს,

რითაც უკვე ვეღარ ვერთობი

და ვყრი ნაგავში დაუფიქრებლად,

მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება

გადაყრილ ნატვრებს ჩემი თავიც გადავაყოლე

და სხვა რაკურსით ვხედავ ყოფას მარაზმში ჩამხრჩვალს.





არც კი მახსოვს, ვინ მისახსოვრა

ის, რაც არ ვიცი და მხოლოდ ვგრძნობ,

მაგრამ გრძნობა მხოლოდ არცოდნას თუ ინახავს

და სიყვარულზე მძაფრ მინიშნებას,

მდინარის მკლავებს რომ შემოაჭდობს მარჩენალ მიწას,

დაარწყულებს ყანების მწვანე უსასრულობას

და დუმილში მწიფს ნაცნობ სიტყვის უცნობი სიღრმე...





მე გამახილა მომავლმა და მაჩვენა,

ხვედრი რომელიც ჩვენ წილად გვხდა, -

რომ ამ ჭაობს,

ასე ხალისით რომ დაამყაყეს და განადიდეს,

გავაგონო ჩემი გოდება:

ჩვენ ვკლავთ ერთმანეთს და საფლავს ვუთხრით,

მერე დავტირით და ვიხსენებთ,

ვწნავთ ცრუ სიტყვების გვირგვინებს და

ერთმანეთს ვამკობთ შიზოიდურ პანეგირიკით

და ჩვენს დაკარგულ საფლავებს ვეძებთ _

“ვერ ვნახე დაკარ-გულიყოოო”...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Sat Dec 08, 2012 12:24 am



წიგნის დასახელება: "ეპისტოლეთა წიგნი"
ჟანრი: პოეზია
ავტორი: გივი ალხაზიშვილი
რედაქტორი:
კომპიუტერული უზრუნველყოფა:
დიზაინი:
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 142
ISBN 978-9941-414-98-5
გამომცემლობა: სიესტა
ფასი: 9.75 ლარი
ფორმატი: 145/200
გამოცემის წელი: 2012


"ეპისტოლეთა წიგნი" გამოირჩევა თვითონ გივი ალხაზიშვილის პოეზიაშიც - ესაა ამ კრებულის მეტაფიზიკური, გნებავთ ტრანსცედენტული, მიღმიერი განზომილება. ცხადია, შემთხვევითი სულაც არაა მიძღვნა. ამიტომაც, ასევე, არაშემთხვევითია ისიც, რომ ამ კრებულის ბევრი ლექსი ლოცვასავით იკითხება.



გივი ალხაზიშვილი - "ეპისტოლეთა წიგნი"
მართლმადიდებლური ვიდეოები




Published on Oct 29, 2012
გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებული. ეპისტოლე - ასე ქვია წიგნს, სადაც მწერლის ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსებია შესული. მრავალი პრემიის ლაურეატი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გივი ალხაზიშვილი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
გივი ალხაზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: