არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri May 15, 2009 5:55 pm

ჩემი რეკვიემი

ვითვლიდი ცხოვრებას ერთიდან ოცამდე,
ის მთვლიდა უკუღმა - ერთამდე ოციდან,
შორს, სადღაც რეკვიემს უკრავდა მოცარტი
და თითქოს ტუჩებში შლეგივით გკოცნიდი.

არ გწერდი, მეგონა, დრო იყო საკმარი,
თვლა გაგრძელდებოდა ასამდე მინიმუმ...
და როცა გავაღე ფანჯარა საქარე,
მარტმა ამინდების მომაგდო მენიუ.

სადაც არ ეწერა არცერთი საღამო,
გამთბარი ცისფერი მზითა და სხივებით,
და მხოლოდ - იმ ღამით დაღვრილი ბალღამი,
მომდევნო დღეების განწყობას მიება.

და ასე მიდიან წლები და უშენოდ
არ მინდა ფანჯრიდან თენება მოჩანდეს...
ქუჩაში ღრუბლები მარტს წვიმას უშენენ,
შორს, სადღაც რექვიემს ამთავრებს მოცარტი.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri May 15, 2009 8:00 pm



და ასე მიდიან წლები და უშენოდ
არ მინდა ფანჯრიდან თენება მოჩანდეს...
ქუჩაში ღრუბლები მარტს წვიმას უშენენ,
შორს, სადღაც რექვიემს ამთავრებს მოცარტი.

...

როგორც სტრიქონებში,სტრიქონთა შორისაც ჭეშმარირტი პოეზიის მადლი იგრძნობა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue May 19, 2009 12:27 pm

სხვა ხმებთან

გიყურებ, მოგყვები, და სული დამემშა,
და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები,
და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს,
და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები.

მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ,
ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი,
და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო,
მეხება, მედება, მერევა შუმანი.

და არ შემიძლია არ მოგყვე – დაგეხსნა,
და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი,
ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნა
და სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed May 27, 2009 2:17 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue May 19, 2009 3:57 pm

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...Smile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri May 22, 2009 10:23 am

ძმას ისევ ანუ ცა მებადური

ძმა,
ნუ აჰყვები ათას მურიანს,
იბოლებიან დიდი გვამები,
შეხე,
ცა ნაღდი მებადურია -
მთვარე ღრუბლებში ისე გაება.

ძმა,
ერთი დიდი სისულელეა,
კაცი იყო და ყო-ყო გაგქონდეს,
მოშურნეებიც მაგას ელიან -
მაღლა აძვრე, რომ დაბლა დაგორდე.

ძმა,
გავიაროთ ეს გზა უბრალოდ,
დღეს ყველა პავლე ირქმევს პაულოს,
ამ ქუჩაზეა ჩვენი უბანი,
აქ არის ჩვენი სასიარულო.

ძმა,
დანარჩენზე ისევ რა გითხრა,
ენაცვლებიან დღეებს დღეები,
ვინც მაღლა იყო მიწას გაერთხა,
ვინც დაბლა - ქრისტეს შეწვდა ხელებით.

ძმა,
წუხელ სახლში გვიან მივედი,
ცოლს მივუტანე ციცქნა იები,
დიდი ხანია უფალს მივენდე
და იყოს,
როგორც ღმერთმა ინებოს.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:59 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed May 27, 2009 11:55 am

სტრავინსკი - მას

დღესაც ცხოვრება ამრეზილი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
დღეს ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე,
გთხოვ,
კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 15, 2009 10:53 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 03, 2009 2:13 pm

ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ

წუხელ მარტმა თებერვალი გახვეტა,
გისოსია დედამიწა, ვეგლები,
სანამ დადგა განაჩენი - დახვრეტა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

დღეს მომკლავთ და ხვალ იქნება მიქარვა,
გთხოვთ, ჩემი ხასიათი ნუ გახელებთ,
რა ვქნა, სადაც უნდა ვიყო, იქა ვარ,
დახსნილ მაჯებს ვერ ვუხამებ სახვევებს.

აქ, საკანში უჟმურია ამინდი,
გარეთ მზემ გამოანათა ეგება,
მეტი ნაღდად არაფერი არ მინდა -
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.

გავთავდები კიდევ ერთი მწეველი,
ერთი-ორი პატიმრისთვის პოეტი,
გაწბილდება ასცხრამეტი მევალე,
გავყავარ და უკან კარი მოკეტეს...

ქარმა ქუჩებს თებერვალი გახადა,
გისოსია დედამიწა, ვეგლები,
სანამ კრუნჩხვამ სისხლძარღვებში გამხლართა,
ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 03, 2009 2:37 pm

ნიკა, მეჩვენება, რომ ამ სტრიქონში -

გთხოვთ, ჩემი ხასიათი ნუ გახელებთ

რიტმი ირღვევა და...

აბა, მოდი, შენც დაუკვირდი?..

Question

არადა, კარგია - განცდილია და განზოგადებულია...
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 03, 2009 4:45 pm

.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:01 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 03, 2009 8:47 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
თავისებური რიტმია.. ბობო.. წაკითხვა უნდა ცოტა სხვანაირი ინტონაციით მაგ ადგილს.. ალბათ იგივე შეიძლებოდა თქმულიყო ამ სტრიქონზეც - "გარეთ მზემ გამოანათა ეგება".. მთავარია მარცვალთა რაოდენობა დაცულია ხაზებში და დანარჩენი წაკითხვის ამბავია მხოლოდ.. შეიძლებოდა სხვაგვარადაც.. მაგრამ.. სიტყვათა ასეთი წყობა ჩემი აზრით უკეთესად გამოხატავს სათქმელს.. შეიძლება ვცდები.. მაგრამ მე ასე ვფიქრობ.. მიყვარს 11 მარცვლიანი ლექსები..

გმადლობ კომენტარისთვის.. მიხარია ყოველთვის ჩემს გვერდზე რომ შემოიხედავთ ხოლმე.. ვარ მადლობელი..

Arrow

აბა, მკითხველმა რა იცის, ცოტა სხვანაირი ინტონაციით როგორ წაიკითხოს მაინცდამაინც ეგ ადგილი?.. ლექსის რიტმული მონახაზი სხვაა და ეს სტრიქონი აცდენილია იმ რიტმულ მონახაზს. და ყველა მკითხველთან ხომ ვერ ივლი, მაგ ადგილის სხვანაირად წასაკითხად?

თუ დისონანსურ რიტმს აკეთებ, მაშინ სხვაა. მაგრამ მაშინ სულ დისონანსზე უნდა ააგო მთელი ლექსი. ამ თემაზე ნუციკოსაც ვუთხარი ადრე...

როგორც მე მგონია, მაინც სჯობია, რომ რიტმი მთლიანად იყოს დაცული.
ან სულ დაცული და...
ან სულ დარღვეული...

ანუ:
თუ წესრიგს იცავ, ბოლომდე დაიცავი!
და
თუ წესრიგს არღვევ, წვრილმან ხულიგნობაზე არ გაჩერდე... ბოლომდე დაარღვიე... Very Happy

მე პროზაიკოსებსაც მაგას ვეუბნები სულ:
თუ ჟარგონზე მიდიხართ, ბოლომე წადით მეთქი...
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 04, 2009 8:50 am

პოეზიის სიყვარულით გმოწვეული კამათით მკითხველი კმაყოფილი და გახარებულია.
ასეთი ”პაექრობანი” კარგი ნაყოფის მომტანია და ხშირად უნდა იმართებოდეს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 04, 2009 12:00 pm

***

ამ დღეებს არ ჰყავთ ფოტოგრაფი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 04, 2009 12:03 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
პოეზიის სიყვარულით გმოწვეული კამათით მკითხველი კმაყოფილი და გახარებულია.
ასეთი ”პაექრობანი” კარგი ნაყოფის მომტანია და ხშირად უნდა იმართებოდეს.

Arrow

ნიკა გამიგებს ხოლმე, ვაჟავ, და - მაგიტომ ვეუბნები...
თორემ - ზოგს სწყინს ხოლმე...

Shocked
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 04, 2009 2:31 pm

.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 04, 2009 3:12 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
მიხარია ასეთი დამოკიდებულება.. რაღაცნაირი სასიამოვნო "აურაა" ამ საიტზე.. ვისურვებდი ავტორების უფრო მეტ აქტიურობას.. ბობო.. თუ თქვენ გამონახავთ დროს და დაწერთ კომენტარებს.. შენიშვნებს.. მოსაზრებებს.. ჩვენს ნაწერებზე( უფრო ხშირად).. ვფიქრობ.. ბევრისთვის იქნება ეს საინტერესო.. და ხალხიც უფრო მოვა პორტალზე.. ასეთ შეგნებულ და გააზრებულ საუბრებსაც სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს.. Smile

ვეთანხმები Smile
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Sun Jun 07, 2009 12:54 pm

კარგი პოეტი!

გაიხარე, ნიკა!
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 08, 2009 11:30 am

ქეთუს

ვიღაცა იტყვის, რომ თოვაა ალოგიკური,
შენ, რა თქმა უნდა, ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,
შენ დედამიწა ამრეზილი თვალით გიყურებს,
როგორც შეშლილი პოეტის ცოლს, ბოლო მოჰიკანს.

შენ, რა თქმა უნდა, არ იქნები კანონმორჩილი,
შენს ხასიათში შტრიხებია ფერის ხულიგნურ,
შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილე
და მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.

სადღაც, თერთმეტი ცის მიღმაა შენი სამყარო,
უფრო მარტივად - დედამიწა არის ფოიე,
შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ - დროა საპყარი
და თითებია გადარჩენის ალეგორია.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
xelovani



Female
Number of posts : 13
Age : 27
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 08, 2009 12:57 pm

ტუს.. ტუს.. Smile Smile
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge
xelovani



Female
Number of posts : 13
Age : 27
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 08, 2009 1:00 pm

მიყვარხარ.. მიყვარხარ.. ყველა პარანოიამდე..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 08, 2009 1:57 pm

დებოში



ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
მითხრეს,
რომ აქ მათი ნახვა შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო.
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
რომ თქვათ - ეს უწესო საიდან გამოტყვრა,
მომვარდეთ და ხელი ჩამკიდოთ ქეჩოში,
მირტყათ და
მაგინოთ,
გამიგდოთ წიხლისქვეშ,
თან ნიშნი მომიგოთ,
(სხვას მიგებთ ვერაფერს),
აქ რითმაც მღალატობს,
ე.ი. კვლავ წიხლისქვეშ,
ვიცი,
არ დამაკლებთ –
პატივს მცემთ შესაფერს.
ჰოდა,
არ დამინდოთ,
რტყმით სული გამაძრეთ,
და ძლივს მიფოფხებულს,
ძლივს მისულს მესერთან,
აბა,
უამისოდ,
სად უნდა გადავძვრე -
სახეში ლაწანი -
სულ ბოლოს -
დესერტად.
ჰო,
არ დაიშუროთ მუშტები,
წიხლები
კაცებმა,
ქალებმა - მწყევლეთ და დამკაწრეთ,
როგორ გავბედე რომ,
თქვენკენ არ ვიხრები,
ნაღდად ვიმსახურებ და სკალპიც ამაძრეთ.
მაგრამ...
ამ ლექსებზე ბოღმა არ გასვენებთ,
სადაც სულ ვამაყობ,
სადაც სულ ვთავნებობ,
ჰოდა,
ერთს მეც ვიტყვი -
გთხოვთ,
ღმერთი ახსენეთ,
რომ გიჟმა პოეტმა თავი დაგანებოთ!


მაგარი!

გავროში
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 11, 2009 12:55 am

ნიკ, ფორუმზე არის მინიმალისტურების თემა.
მაიტა შენებიცSmile
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Jun 16, 2009 10:36 pm

დეჟა ვუ

ცივა, ამინდია მოჟამული,
კაწრავს თებერვალი ნერვებს,
ახლა ეს ცხოვრება დეჟა-ვუა,
მაგრამ ძველებურად მტვერი.

წვიმს და სისველეა ფარდობითი,
სისხლი ლამისაა გაშრეს,
დრო უსურვილობამ გამოფიტა,
კედელზე კიდია კაშნე.

ელვამ ცას ვენები დაუსერა,
ღრუბელს ეფლითება ხორცი,
გდია მაგიდაზე მაუზერი,
მიდი, გატენე და... მორჩი.
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 17, 2009 12:04 pm

ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
მითხრეს,
რომ აქ მათი ნახვა შეიძლება...

ნიკაც ვნახე, მაგრამ მაინც ვერ გავიცანი... Smile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 17, 2009 3:29 pm

კესო, მეც მომერიდა მოსვლა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jun 18, 2009 7:48 am

ძმას ისევ ანუ ცხოვრება როგორც "ორი კაპიკი"

ძმა,
დღეს საზიზღრად ხრჩოლავს ამინდი,
მომბეზრდა გულის ხელით ტარება,
სადღაც ბეღურა ჩიტი აფრინდა
და ალბათ ქრისტეს შეეფარება.

მიდის ცხოვრება,
როგორც ღრუბელი,
გაჩერდება და...
იქნებ იწვიმოს...
ძმა,
ყველა თავის საყვირს უბერავს,
არის ათასი იწილ-ბიწილო.

წუხელ ვფიქრობდი,
ჩემზე,
ბოლომდე,
ქარმა ქუჩაში ღამე მოღრიცა,
მერევა ხოლმე ზოგჯერ ბოროტი,
ძმა,
მეც კაცი ვარ,
ჰოდა,
ხომ იცი...

გული ვიტკინე,
დროა როკაპი,
ეს გულისმოკვლაც ჩემი ბრალია,
ძმა,
თუ ვიშოვი სადმე "ორ კაპიკს,"
დღეს,
წამო,
ჩემთან,
ცოტა დავლიოთ.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: