არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 10:11 am

ჭიქა კონიაკი

სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 11:10 am

[quote="ნიკა ჩერქეზიშვილი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.






ასეთია ტრადიციული საზოგადოება.
ნიკა მარადიულ პრობლემას ეხება-უმრავლესობის უღმერთობისაგან
იტანჯება უმცირესობა...
ასე იყო,ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.
ლექსი დახვეწილია.უბრალოება ოსტატობის რანგშია აყვანილი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 2:31 pm

***

ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვგრძნობ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.

ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.

ტკბილია ეს დაძაბულობა.
მჭირდება ამღვრეული სისხლი,
შენი სიყვარულისთვის.

და გწერ…

გწერ თვალდახუჭული,
რომ თვალუწვდენელ მინდორში მიფრინავს უცხო ფრინველი.

რომ არა ეს უემოციო სახეები,
რას განვიცდიდით?
რომ არა ეს სიძულვილის რეჟიმი,
როგორ შეგვიყვარდებოდა?

ჩემი ცა მოღრუბლულია
და მე ვგრძნობ ვარსკვლავების ტკივილს
ძლიერ წვიმაში.

ვხედავ,
როგორ ფეთქდება ადამიანის გული.

ძლიერია ბორკილები,
სქელია ცხოვრებაზე გადაფარებული ბაკანი,
მაგრამ შენი თმაა გაშლილი,
შენი მხრებია თხელი.

ორი კბილის ჯაგრისი ჩემს აბაზანაში
და სულერთია,
ვინ გრძნობს თავს არაკომფორტულად ჩვენი ერთად ყოფნით.

შენი მარადიულად მწუხარე თვალები
მაიძულებენ
შემწყნარებელი ვიყო.

შენი თითები ჩემი გულივით თბილია,
შენი გულივით თბილია ჩემი თითები.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 3:44 pm

mec unda movefero nikas, dzalian miyvars-gulis poetia I love you
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 5:25 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
ბავშვივით გამიხარდება ხოლმე ასეთი სიტყვები..







sunny

პოეტმა ათას წელსაც რომ იცოცხლოს,მაინც ბავშვად დარჩება ყოველთვის.


king cheers Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 25, 2009 3:17 pm

* * *

რომ შედუღაბდე,
შენს კედლებში ჩემს თავს გაყოლებ,
მებადებიან სურვილები შენი შეხებით,
და
თუ გავწვიმდი,
საწვიმარი ქარს გააყოლე,
რომ გაილუმპო
ჩემი ტანის მძაფრი შხეფებით.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 25, 2009 3:40 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 25, 2009 5:09 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
ნისიად

დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

ატანა-სატანა,
სული
და
გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.

მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.



გაგიმარჯოს!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 25, 2009 5:24 pm

***

ზუსტად ისე,
რომ მოიყუდებ და სულმოუთქმელად დაცლი:
არ ვიცი – სასმისს,
არ ვიცი – ცხოვრებას.



გადმოვუტრიალე მკლავები პალტოს,
ჩავიცვი უკუღმა
და გავედი ქუჩაში.

დაე,
ყველა დარწმუნდეს,
რომ არანორმალური ვარ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:05 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Mar 26, 2009 1:21 pm

სილუეტები


ღამეა...
ახლა უჰაერობით
შენს სილუეტებს ვსუნთქავ მინებზე,
მერე
დაორთქლილ ტანით დაგაწვენ
ლექსებზე,
ჯერ არდაწერილებზე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Mar 27, 2009 5:52 pm

მაგათ,
ძმა,
უფალიც ვერ უშველით,
ათასჯერ კისერიც მოეგრიხათ...
შენ უნდა გათავდე შეუშლელი,
შენ ერთი მართალი პოეტი ხარ.


რომ იცოდე,ჯავრიან გულზე როგორი მონატრება იცის შენმა ლექსებმა...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Sat Mar 28, 2009 11:34 am

ცაა ცარიელი...

მიყვარს ნიკა Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 30, 2009 5:10 pm

ძმა,
მე ერთი პატარა გოგო მყავს,
დედამიწა გამითბო თითებით,
ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს,
მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.


sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 31, 2009 9:55 am

***

ხეები – ფოთლების გარეშე.
გზები – ტაძრების გარეშე.
მე – შენს გარეშე.

ასეთია ჩემი ქალაქი,
ზამთრის ამ ცივ და ცარიელ ღამეს.
ასეთი იყო ჩემი ქალაქი,
ზამთრის სხვა ცივ და ცარიელ ღამეებში.



მე არ შემიძლია სიყვარულზე წერა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 31, 2009 4:23 pm

ძმას სალამი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Apr 01, 2009 10:50 am

გოდების კედელი


წვიმა აგვიანებს.

დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს.

მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი.

წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე მოიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.

მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი.

გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები.

მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.

მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ არის,
მიდი,
გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.

მიდი,
წერე შენი ყველა სიგიჟიდან.

ფეხზე დაიკიდე,
თუ არ გაღიარეს.

მიწა მიატოვე,
ცამ თუ მიგიზიდა.

წვიმა?

წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Apr 03, 2009 11:25 am

ძმას ისევ ანუ დედა ვატირე ყველა არქიფო სეთურის

ძმა,
წუხელ ქარი ღამეს ბერავდა,
მაგრად სტკიოდა მიწას ვაგინა,
ვისაც სჭირდება ჰყავდეს ბელადი,
მე ყველა ბელადს პირში ვაგინებ.

ძმა,
დილით მარტმა შობა აპრილი,
ძვლებამდე თრობა იცის არაყმა,
მელაპარაკოს ყველა პირდაპირ
და ერთ ადგილას ყველა ქარაგმა.

ძმა,
მძულს ცხოვრება შუალედური,
ვფანტავ და...
ვისაც უნდა აკრიფოს,
ფეხზე მკიდია ყველა სეთური,
და უფრო მაღლა ყველა არქიფო.

ძმა,
არ ვაღმერთებ მაღლა ასულებს,
სხვაგან ეძებონ,
თუ სურთ,
მონები,
არცერთ ბრძანებას არ შევასრულებ
და მითუმეტეს დაუყოვნებლივ.

ძმა,
ასე ვარ და მეტი რა გითხრა,
ვერ ვიტან,
როცა უნდათ გამქონონ,
იქნებ ამისთვის კიდეც ავირტყა,
იქნებ ამისთვის კიდეც ჩამქოლონ...

ძმა,
შემოდი და კარი მიკეტე,
აქ ჩემთან,
ჩემში,
ჩემს თავს მე ვმართავ...
და მშვიდობაში ყველა სიკეთე,
თუ ვინმეს ჩემი რამე ემართა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Apr 06, 2009 10:29 am

***

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მარტოობა არ არის სახალისო.

ოთახში და სხეულში ერთნაირი სიცივეა.

ვგრძნობდე,
რომ გათენდება
და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.

მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,
მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც მე მჭირდება.

როცა გიყვარს,
ღრუბლებს ზევიდან უყურებ,
მიწაზე კი წითელი ყვავილები იზრდებიან.

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მე გადავხტები,
მაგრამ დაბლა არ დავეცემი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Apr 07, 2009 1:40 pm

Smile


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Thu May 14, 2009 5:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Apr 08, 2009 11:36 am

"ლიმნიანი" ჩაი

ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Thu May 14, 2009 5:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Apr 10, 2009 10:43 am

***

რა იქნებოდა,
თუნდაც ერთხელ,
შენი თითების სურნელი ჰქონოდა
ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Apr 10, 2009 2:18 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Apr 13, 2009 5:53 pm

ინსულტი

საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი.
სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. გავხაზე.
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს
და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე.

ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა,
ჩემთვის – სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა ნერვებში…
სადაც წვიმა იწვიმებს – ჩემი სისხლიც იქაა
დაღვრილი და არ ახლოთ ხელი! არა! შეეშვით!

მინდა – ასე დაქცეულს არიდებდეთ ნაბიჯებს.
ლოცვა რაღა ლოცვაა, თუ ცამდე ვერ ავიდა.
ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი.
ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან.

ძველებურად ინთება, იხატება და მიღრენს
სიმარტოვის სურათი – მოგლეჯილი ანფასი.
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს
და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Apr 13, 2009 7:12 pm

აქ კვლავ ძველებურად გზები იხლართება,
ერთხელ დაეცი და...
ასჯერ ჩაგქოლავენ,
მაგრამ
დასახატი მაინც იხატება,
Arrow Arrow ჰოდა,
ეს ნისლებიც მთებზე კვლავ ბოლავენ.

***
"ნიჭი,ძამიკო,ნიჭი",_გალაკტიონმა ბრძანა.


...
მიხარია შენი წარმატებები! cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Apr 14, 2009 1:49 pm

ლაზარე

ასეა,
ყველა თავისას მწამებს,
ისევ შიგნიდან ჩაკეტეს კარი,
შენი თმებიდან მოვიდა ღამე
და სველ მინაზე წაიქცა ქარი.

ცაო,
რამხელა ტკივილებს იტევ,
მიწა მესიზმრა წუხელი ძილში,
როგორც ლაზარეს,
მიპოვის ქრისტე,
უშენოდ გავლილ დღეების ძირში.





დღეები თავებს

სიკვდილი კიდებს მიწის თვალებს უშენო ცაზე,
მინდა ვიყვირო,
მაგრამ ისევ უხმოდ ვყუჩდები,
ათას ტკივილად დაცემული მოყინულ გზაზე,
შენს მარადიულ სასთუმალთან სითბოდ ვქუჩდები.

მიდის ცხოვრება
და დღეები იკლავენ თავებს,
ადამიანებს არ რცხვენიათ განზე გადგომის,
ჩემს სისხლში მცურავ შენი ტანჯვით ავსებულ ნავებს,
მოჰყავთ იესო,
როგორც რწმენა მკვდრეთით აღდგომის.





დედამიწიდან

რაღაცნაირი იერის მქონე
მარტში იქნება ალბათ წვიმები,
სრულიად მშვიდი ვწერ ამ სტრიქონებს,
ვწერ ამ სტრიქონებს
და ვიღიმები.

როგორც სიზმარი,
მხრებზე თოვლი დევს
და უცნაური თეთრი სახება,
მინდა იესო ისევ მოვიდეს
და პირჯვრის მინდა გადასახება.

მინდა მთელი დღე ითოვოს ხვალე,
გადავიღალე,
ახლა ვდუნდები,
დედამიწიდან წამოვალ მალე
და შენთან ერთად კვლავ დავბრუნდები.





მე ამიღეთ

მე რა უნდა ვთქვა,
მთელი სამყარო,
გაყიდეს როცა ოცდაათ ვერცხლად?...
ეს ჩემი ბედი -
შავი ყორანი,
ვგრძნობ არასოდეს იქცევა მერცხლად!...
სიცოცხლეებო,
თქვენ თუ შეგცივდეთ,
მე ამიღეთ და დამანთეთ ცეცხლად...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: