არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed 23 Feb 2011 - 15:31

***

ზუსტად ისე,
რომ მოიყუდებ და სულმოუთქმელად დაცლი:
არ ვიცი - სასმისს,
არ ვიცი - ცხოვრებას.



გადმოვუტრიალე მკლავები პალტოს,
ჩავიცვი უკუღმა
და გავედი ქუჩაში.

დაე,
ყველა დარწმუნდეს,
რომ არანორმალური ვარ.



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed 14 Aug 2013 - 14:01; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue 1 Mar 2011 - 14:27

***

150-200 გრამი არაყი.
31-32 წელი.
5-6 ლექსი.

მეტი თავში არაფერი მომდის.

...

ცხოვრება
აიწონა-დაიწონაა
და ვინც მარტოა,
მიწისკენღა მიიზიდება.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed 14 Aug 2013 - 13:58; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue 1 Mar 2011 - 20:22

ბიჭი დინამიტით ხელში

მე ამ ლექსს არ ვუწერ ზამთარს,
რომელსაც აკლია სიცივე
და არ ვუწერ ტყის ველურ მარწყვს
და არ ვუწერ თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს
და არ ვუწერ მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთს
და არ ვუწერ ნივთებს,
რომლებთან განშორებაც მიჭირს
და მითუმეტეს არ ვუწერ ღამეს,
რომელსაც აკლიხარ შენ
და არ ვუწერ დიანა არბუსს,
რომელიც დააკლდა ყველას
და არ ვუწერ 83 წლის ვივიენ მაიერს
და არ ვუწერ 22 წლის ფრანჩესკა ვუდმენს
და არ ვუწერ ამ ცარიელ თარიღებს,
რომლებიც არაფერს გვეუბნებიან
და არ ვუწერ არავის და არაფერს მხოლოდ ინტერესის გამო.



მე უბრალოდ არ ვიცი სხვა რამის კეთება
და როცა წასვლა მომინდება,
ავდგები და წავალ.

მე აქ ჩემი ფურცლებით მოვედი
და ჩემი ცხოვრება ამ ფურცლებზეა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 25 Jun 2013 - 17:48; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue 1 Mar 2011 - 20:23

***

რკინის ორლარიანი ჯიბეში
და ათიათასი ოცნება გულში.

რა შეიძლება გამოდნეს დღევანდელი დღისგან?

ბოლო დროს,
სულ უფრო ხშირად ვფიქრობ,
რომ გავლოთდე.

სამწუხაროა,
რომ მთვრალიც,
მე - მე ვარ.



ეს ქვეყანა არის ბუდე,
მაგრამ არა მერცხლის.



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed 14 Aug 2013 - 14:00; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon 4 Apr 2011 - 23:59

***

ჩვენ წავედით მზის ჩასვლის სანახავად
და მე,
მთელი საღამო,
მხოლოდ შენს ხელებს ვუყურებდი.



ჩემს ზურგს უკან
ყოველთვის იქნება იმხელა ადგილი,
შენ დაეტიო.



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed 14 Aug 2013 - 13:59; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Sat 21 May 2011 - 4:09

***

ადრე გულში ვფიქრობდი ხოლმე,
ახლა გულში ვლოცულობ.



ამაღამ ყველაფერი კარგად იქნება.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 25 Jun 2013 - 17:44; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue 27 Dec 2011 - 15:05

***

კაცობრიობა უფსკრულისკენ მიექანება,
როცა მე,
უგონოდ მთვრალი,
გულაღმა ვწევარ ჩემი ოთახის იატაკზე.

ეს არის ყველაზე დაბალი წერტილი
ჩემს სახლში.

ვწევარ
და გულში მეათასედ ვიმეორებ,
რომ მკვდარი ვარ უშენოდ,
რომ მჭირდება შენი სიყვარული,
რომ შენს გარეშე ეს ცხოვრება არ შემიძლია.



ქუჩაში
გულისწამღებად ყეფს უპატრონო ძაღლი,
რომ შეეძლოს – გაჩუმდებოდა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 25 Jun 2013 - 17:44; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue 27 Dec 2011 - 15:06

***

ლოლის

სიგარეტი რომ გაქვს და ასანთი არა,
ეგ არის ცხოვრება.

თუ მკითხავ,
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი სევდას,
გიპასუხებ,
რომ ეს შეუძლებელია.



მე ის კაცი ვარ,
ვინც მშვენივრად იცის სად არის ფონი,
მაგრამ მაინც იძირება.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 25 Jun 2013 - 17:43; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
გვან.ცა ბახუტაშვილი

avatar

Female
Number of posts : 5
Age : 117
Location : თბილი–სი :))
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია....
Humor : .......
Registration date : 11.01.12

PostSubject: :**   Wed 11 Jan 2012 - 22:37

ნიკაა <3 ძალიან მიყვარხარ...ხომ იცი, ხომ ...ხომ ...ხომ ... :*
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 8 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: