არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Apr 26, 2010 8:57 pm

agdgoma aris ubadlo leqsi... ubadlo...
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Apr 28, 2010 9:49 am

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
დახსნილი

ცაზე ახლა ღრუბელი გაცვეთილი ზამშია,
დაუბერავს ქარი და ცხრა ადგილას გახევს,
რაც დრო გადის,
ცხოვრება,
სიკვდილს უფრო მაშიებს,
დღეს ვარ,
ხვალ არ ვიქნები,
ნახვა გინდათ? -
მნახეთ.

საათებმა იმრუშეს -
წარმოიქმნა ზიგოტა -
გაანაყოფიერეს დღე და გაჩნდა ღამე,
ძველებურად მაციებს,
სითბო არ ჩანს იოტი,
ერთი კაცი არ არის - ხმა გაიღოს,
ჩქამი.

ამ ბოლო ხანს დამჩემდა - საკუთარ თავს ვაშარჟებ,
ვხედავ,
შემომეჩვია სტრიქონებში დარდი,
აქ ყოველთვის ასეა -
ის,
ვინც იაქს აშაშებს,
გვაიძულებს იმასაც,
მის ნაბიჭვრებს ვგავდეთ.

მაგრამ...
კიდევ მაგრამ და...
უფრო მაგრამ - „ძაღლ იყოს” -
მისი მკვდარი სულის და მყრალი ხორცის მსგავსი,
მინდა ჩემი მაჯები ბეღურებმა წაიღონ
და დაკიდონ,
დახსნილი,
მეთერთმეტე ცაზე.

საბოლოოდ - მშვიდობით,
აბა,
მე ვინ ვაგდივარ,
ტაკამას მხრის ქარი ვარ,
კაცურაგის მთები,
გდია ძირს დედამიწა,
ავდექი და გავდივარ,
მოყვარე არ მყოლია,
კარგად დარჩნენ - ...

ერთი თხოვნაც -
შემინდეთ -
ახირებულ ხასიათს,
რა ვქნა,
ვერ მოვერიე,
ვერ იქნა და ვერა,
ისე,
უხასიათოდ ყოფნას ჩალის ფასი აქვს,
ცოტასაც თუ ავიტან,
აღარ დარჩა ბევრი.

გამეცინა,
სიმწრისგან,
ვგავარ ადამიანებს,
სწორედ მაშინ ვივიწყებთ კაცს,
მართლა რომ უჭირს,
ვიცი,
ჩემს საშველადაც ყველა დააგვიანებს,
ბოლო იმედს აღარ და
ბოლო წუთებს ვბღუჯავ.

სულ მარტოა ეს ლექსიც,
ვის რა გულზე მოხვდება,
მივიხედ-მოვიხედე,
არის ვინმე? -
არა!
სხვა რაღა დამრჩენია -
ჩემს ჭკუაზე მოვკვდები -
ვბოდავ -
"შენი,
ჰო,
შენი,
სახელია - მარა."


გაუფრთხილდი მაგ გულს,გენაცვალე!
ნიკა ღიღინებს ლექსით...


sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon May 17, 2010 3:55 pm

Requiem

დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.
არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.
ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც…
ეს სტროფი ასე ბოლოვდება – ამაოება.

დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,
დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი.
საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ – ორჯერ ორია,
ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.

დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია.
ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.
საითაც გინდა გაიხედე – არაფერია.
ყველაფერია – მხოლოდ მისი ბედნიერება.

შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.
წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.
მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,
საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Jun 01, 2010 11:55 am

დღენაკლულთა

ფანჯრები დაგმანეთ,
კარები აჭედეთ - შიგნიდან,
მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით,
როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა
მაშინ
და
შინ თუ შემოგეჭრნენ -
ჩაბარდით.
ასეა -
რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა,
სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს -
სუყველას,
უკლებლივ,
ურყევ გარანტიას იძლევა -
ათიდან ათია შანსი იმისა, რომ გადარჩეს -
ყველა,
ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ.
(ჰაერი, ჰა-ე-რი)
ვაგრძელებ -
ვინც ამოიქოლავს
თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე,
ცხვარივით,
მორჩილად,
თან იყო - თან არა იყო რა,
დამთავრდა,
გვეყოფა,
ვიკმაროთ,
მოვეშვათ -
გულგრილად
ყურებას -
დამფრთხალი ჩიტების,
მოკლული ბავშვების,
დაიწყოს,
ოღონდაც,
ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ -
დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები -
გავშრებით -
რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება,
რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი,
რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები,
რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი,
ვიქნებით პირველი -
და მერე -
მესამე,
მეხუთე,
მეშვიდე -
ცამდეა სავალი,
დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი,
მკვდრებს თუ დაგვინახავთ ცოცხლები იქნება შეშინდეთ,
უყურეთ ჩვენს ცხედრებს მიწაზე გულაღმა დაფენილს -
რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები,
რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს -
იქნება შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ,
მობრუნდეთ,
გამოგვყვეთ -
შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს -
თაობას,
რომელიც ვერ მოკლეს,
ვერაფრით დამალეს,
ვერაფრით ჩაახშვეს,
ვერ მოსპეს,
ვერ გამოუთხარეს
ძირი და ვყვირივართ -
ვცოცხლობთ -
ვწერთ -
და მალე -
და მალე.........
სხვა თუ არაფერი - ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Mon Jun 21, 2010 1:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jun 09, 2010 8:57 am

***

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

ქუჩაში მხვდებიან ვიღაცები
ოთახის ქოშებით.
ქუჩაში მხვდება ასეული
ოთახის ქოშებით.

მათი მშობლები არიან მშვიდად,
შვილმოკლულ დედებს უფეთქდებათ სიზმრებში ნაღმი.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

თითოეულმა მათგანმა იცის, რა უნდა,
ამ ფერად და ზღაპრულ ცხოვრებაში.
ყველამ ერთად იციან, რა უნდათ,
ამ ფერად და ჯადოსნურ ცხოვრებაში.

ასეულები ოთახის ქოშებით.
ათასეულები ოთახის ქოშებით.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.



რომ დავივიწყო
ჯარისკაცის მძიმე ბათინკები.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 28, 2010 3:16 pm

თეკლუკუნას კაბკულა

თეკლუკუნას მამიკომ
მოუტანა კაბკულა,
- რა გაცინებთ? რა იყო?
- გამოუჩნდა ტაკუნა.

- იცინოდეთ, ბატონო,
ეგ იფიქრა მამიკომ -
ნეკა თითს დაატოლა,
ციცქნა ზომა აიღო.

აცმევს, ღილი შეუკრა,
გაუსწორა არშია,
ერთი ბეწო თეკლუკა,
მამიკონას ბავშვია.

მამიკონას ციყვია,
მამიკონას ბაჭია,
ოჰ, რა ტვინი წაიღეთ,
რა საქმე გააჭირეთ!?

ჯერ არც იცის - რა არის -
მუხლუკა თუ ტაკუნა,
ტკიპუკაა პატარა.
მიულოცეთ კაბკულა.


უუუფ,მისი კაბკულა არ უნდა ვაფრიალოთ?!

sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jul 01, 2010 3:46 pm

ისინი (მათ გარეშე)

ქეთუს

და არ არსებობს სიყვარული, როგორც ასეთი,
და არ არსებობს არაფერი - არაფრის გარდა,
და ხვდებით - სადღაც უნდა შეწყდეთ, უნდა გაჩერდეთ,
უნდა როგორღაც მოახერხოთ და გადაგვარდეთ.
რომ არაფერი, რაც იქნება, არის და იყო,
რომ ეს მუდმივად არაფრისთვის ამტყდარი ომი,
ყველა ცრურწმენა, რითიც დღემდე არჩევენ ბრიყვებს
შეშლილებისგან, ეს მუდმივად უცვლელი ფორმა
ცხოვრების, მხოლოდ იშვიათი წუთშესვენებით,
მარადიული სასაცილოდ აგდების რეჟიმს,
რომ არღვევს, მაგრამ მაინც კარგად მოგეხსენებათ,
ერთი წუთი და გაგრძელდება ნერვების ჟეჟვა.
ეს დასჯა, ჯილდო, გამოცდა თუ წინასწარჭვრეტა,
შემთხვევითობას რომ მიაწერთ ხოლმე და მორჩა,
და არ არსებობს არაფერი არაფრის მეტი
და არაფერი ეღირსება დამდგარს და მორჩილს.

...

დრო,
დრო გადაიღალა და ქოშინებს,
მდევს,
სხვა მდევრებსაც მიანიშნებს ჩემზე - ის არის!
ჰო,
მე ვარ,
დებოშირი,
ეგონ შილე,
მაჩუქე შენი თეძოების ყველა სიზმარი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jul 15, 2010 10:26 am

***

მაინცდამაინც ადამიანი გჭირდება,
მაინცდამაინც ადამიანი.

კლავს -
დისტანცია ფურცლებს და თითებს შორის.
ყოველდღე ერთი ნიჩბის მოსმაა დაშორება.

ზღვაში გასულებს არ ადარდებთ საკუთარი თავი.

მაინცდამაინც ადამიანი გჭირდება,
მაინცდამაინც ადამიანი.

როცა ბურანში ხარ,
მხოლოდ ის გახსოვს – წერო…
და რაღაც უცნაური ხმები გესმის.
შეიძლება, ადრე რომ გაღელვებდა
და ახლა აღარ.

ყველა ვერ გადარჩება,
ვინც ნაპირზე დარჩა.
ვერც ზღვიდან დაბრუნდება ყველა.

ანძის სიმაღლიდან მხოლოდ ვარსკვლავები ცვივიან.

მაინცდამაინც ადამიანი გჭირდება,
მაინცდამაინც ადამიანი.

მნიშვნელოვანია – საით.
მნიშვნელოვანია – როდის.

მუხლები ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებენ -
იყოს ნება შენი.

ზღვაში გასულებს არ ადარდებთ საკუთარი თავი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jul 21, 2010 3:38 pm

***

ჩვენ,
ყოველ საღამოს,
მოკლე ტექსტური შეტყობინებებით,
ტკბილ ძილს ვუსურვებთ ერთმანეთს
და დასაძინებლად ვწვებით -
სხვადასხვა სახლებში,
სხვადასხვა ღამეებში.



ვწვებით და გვესიზმრება,
როგორ ვეხუტებით ერთმანეთს,
როგორ გვენატრება ვუთხრათ -
ღამე მშვიდობის…


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:51 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jul 29, 2010 2:33 pm



funeral tango (პატარა მადმუაზელებს)

ყველაფერი კარგად არის - მკვდარი ხარ.
მე ვსვამ ურთულეს კითხვას:
არის თუ არა - ეს ის მწვერვალი, საიდანაც ქვევით აღარ ეშვები და მხოლოდ ზევით მიფრინავ?
უდიდესი მასწავლებლები მპასუხობენ - "შენ უკვე იცი".
მოკლედ - გუშინ საღამოს შევხვდით - მე, სულიერი კარიერისტი და პატარა უფლისწული.
ვილაპარაკეთ პოეზიაზე,
გადავიღეთ ფოტოები,
ყველაზე კარგი წარსულისმეტყველის ფოტო გამოვიდა,
მას კატა (სახელად - ბონდო) უჭირავს ხელში და გულზე ხის სათამაშო ორთქლმავალი კიდია,
როგორც მე - ჩემს ფოტოზე და გულზე შესაბამისად - ვერცხლის პატარა ბეღურა ჩიტი
და ვარსკვლავბიჭუნას - წმინდა გიორგის ხატი.
მეღიმება,
თქვენ კი - ტყუილად ცდილობთ გაიგოთ რამე,
მხოლოდ ზოგმა იგრძნოს შეიძლება,
სიმსუბუქე,
უშუალობა,
ჩვენი სინამდვილე და
რომ -
ყველაფერი კარგად არის - მკვდარი ხარ.
შენს მაგივრად ღამეს ახლა სხვა ათევს,
სხვა რა გზაა და მოუწევთ კაი ხანს
მოლოდინი - საკრედიტო ბარათებს -
პირველ რიგში, მათი მეტი გმართებდა,
მერე მოვყვეთ - მოშურნეებს, პოეტებს,
ერთ მეზობელს, ვინც პრობლემებს გმატებდა,
ორ მეზობლის ბიძაშვილს და მოვედი -
აქ გავჩერდეთ, რა ჩამოთვლით უკლებლივ -
ან - რას მოგვცემს მათი ერთად თავმოყრა,
ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ იმის უფლებას,
ჩვენს ნებაზე სასხლეტს თითი გამოვკრათ -
ორ ხიდს შუა, სუიციდის ქუჩაზე,
საიდანაც ყველაფერი დაიწყო,
თქვენ მაინც ნუ შეშინდებით, მადმ(უ)აზელ,
ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ცხოვრება ავიწყოთ
თქვენი თხელი, სიფრიფანა თითებით,
თქვენს თვალებში მოციმციმე ოცნებით,
არა! ჩვენ ვართ მზისბეღურა ჩიტები,
მეღიმება, ვგრძნობდი - გაიოცებდით,
დიახ, დიახ, უბრალოდ და მარტივად,
უფრო მეტიც - თითქმის ჩვეულებრივად,
ქუჩა-ქუჩა ლეკვებივით დავდივართ,
მოგვწონს, როგორც კისკისებთ და...
ძმები ვართ,
ცოცხლები ვართ, ჰო, დამშვიდდით, ვიხუმრეთ,
მე ჟიულიენს მეძახიან - ეს ისე,
ზედვაკელო - შენ კეპი დაიხურე,
აბუთიძე - "ბონდო" მხარზე შეისვი.
გვაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ,
ფიზიკურად, მხოლოდ, ნუ მოიწყინეთ,
ნახეთ - ახლა გუბეებში გავტოპავთ
სამივე და თქვენ თუ გინდათ - იცინეთ.

p.s. დავლიეთ ორი ლიტრი ლუდი და არ გვეყო. საჭმელი ფაქტიურად არ გვიჭამია. დავიშალეთ გვიან. აბუთიძე დარჩა შუაში, მე წავედი მარჯვნივ, ზედვაკელი - მარცხნივ. სახლში მისულმა გადავშალე ვამეხის წიგნი და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე - გადაიშალა ზუსტად იმ ფურცელზე, სადაც წერია:

"ისევ უძლური ირონია მეუფლება. მე მოვიკლავ თავს, როცა აღარ იქნება მოსალოდნელი ყველაფერი ის, რაც მოხდა. დინჯად, მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმილით ვესვრი ჩემს შუბლს. "ეს იქნება ერთადერთი ღირსშესანიშნავი ამბავი, ჩემო გურამ, შენს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგ ვეღარ აღიქვამ თუ გადმოსცემ" - ვეუბნები ჩემს თავს, ნერვიულად მეღიმება, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კარგი ხუმრობა, როცა მარტო ვარ ხოლმე ჩემს თავთან დარჩენილი."


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Jul 30, 2010 10:54 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
kikinobelle



Female
Number of posts : 4
Age : 31
Location : aqve
Job/hobbies : meocnebe
Humor : gaigime naochebis nu geshinis:)
Registration date : 29.07.10

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jul 29, 2010 3:37 pm

Surprised
Back to top Go down
View user profile http://www.armuris safixvno.ge
kikinobelle



Female
Number of posts : 4
Age : 31
Location : aqve
Job/hobbies : meocnebe
Humor : gaigime naochebis nu geshinis:)
Registration date : 29.07.10

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Jul 29, 2010 4:01 pm

sunny gavyuchdi aq...
Back to top Go down
View user profile http://www.armuris safixvno.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Aug 10, 2010 5:06 pm

ციკლიდან - სახელის იეროგლიფები (მეორე იეროგლიფი)

ქეთუს

დედამიწა,
რომლის მოსახლეობამ
აგერ უკვე ექვს მილიარდს გადააჭარბა -
შეიძლება
ერთ წამში დაცარიელდეს.

ყოველთვის ასეთი მიდგახარ თვალწინ:
COURTYARD Marriott-ის
ფეშენებელური სასტუმროს კუთხეში
მობუზული,
შავი, დაბალძირიანი ჩექმებით და
წითელი, თხელი "დუტის კურტკით".

რა კავშირშია,
ახლა,
ამ უეცარი შთაგონებით დაწერილი ნაწერის
ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან,
ამაზე,
გულახდილად,
შიშის გარეშე,
მხოლოდ მას შემიძლია ვესაუბრო,
ვინც ერთიც და მეორეც ჩემამდე დაწერა.

ღმერთო...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Sep 06, 2010 2:01 pm

Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Sep 20, 2010 3:27 pm

ბოლო ლექსი


ხედავ,
არ ღირს ეს ყველაფერი შენი სიტყვების სისხლად,
მიწა ისეა დაღრეცილი - ვერ ამოსვლია სული,
ძნელია,
თუ არ შეეწირე,
განწირული რომ იხსნა
დაღუპვისაგან
და საკუთარ სიკვდლის ძარღვებში უვლი,
რომ კიდევ ერთხელ მოეფერო ქრიზანთემების კონას,
რომ ერთხელ კიდევ ამოევლო სიცოცხლეში და გაშრე,
ცას წვიმის ნაცვლად,
რა ხანია,
სდის ცელულიტი,
ქონი,
და თუკი სახეს მიუშვერ და ხელებს ბოლომდე გაშლი,
რას მიიღებ და -
შეჩვენებას,
ზურგის შექცევას,
ღალატს,
უსუფთაობას,
გამეტებას,
მარტოობაში გდებას,
ამიტომაა,
ოდითგანვე,
ვინც იცვამს გიჟის ხალათს -
თავისი ბედით იღუპება,
თავისი წერით კვდება.
ჰოდა,
და - ჰოდა,
კიდევ - ჰოდა,
მიუხედავად იმის,
რომ ქარი მაინც ქარია და დრო მოვა - ღრუბელს გახევს,
ახლა ცა იმ-სიშორეზეა,
ისე აღარ წვიმს წვიმა,
გადაიხსენი მაჯები და...
და დაისველე სახე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Sep 29, 2010 4:56 pm

***

საკმარისია,
რაც დავწერე,
ერთი კი არა, ათი სიკვდილისთვის.



ახლა მხოლოდ უნდა ვიცოცხლო…


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Oct 18, 2010 4:44 pm

***

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

ქუჩაში მხვდებიან ვიღაცები,
ოთახის ქოშებით.
ქუჩაში მხვდება ასეული
ოთახის ქოშებით.

მათი მშობლები არიან მშვიდად,
შვილმოკლულ დედებს უფეთქდებათ სიზმრებში ნაღმი.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

თითოეულმა მათგანმა იცის, რა უნდა,
ამ ფერად და ზღაპრულ ცხოვრებაში.
ყველამ ერთად იციან, რა უნდათ,
ამ ფერად და ჯადოსნურ ცხოვრებაში.

ასეულები ოთახის ქოშებით.
ათასეულები ოთახის ქოშებით.

მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბოთლი არაყი.

...

რომ დავივიწყო
ჯარისკაცის მძიმე ბათინკები.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:05 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Oct 19, 2010 2:42 pm

ციკლიდან - ძმა

ირაკლი ბერიას


ძმა,
ზამთარია, მალე ღამდება,
იღვიძებ - ეჰ და ღამეა უკვე,
სანამ ეს ხალხი აყაყანდება,
ვინც დღენიადაგ ცხოვრებას უკმევს
უფლის მაგივრად, უნდა წავიდე,
ძმა,
მე ისედაც დიდი ხნით დავრჩი,
თუ ისე მოხდეს - ბედმა დამინდო
და ანთარივით არ დამემანჭა,
ანუ - მარტივად - თუ არ დამცინა
ძალიან მწარედ, როგორაც იცის,
მინდა ეს ლექსი მაღლა ასწიო,
ძალიან მაღლა, რომ აცდე მიწას
და გადასძახო ყველას, რომ ვწუხვართ,
ვწუხვართ, რომ ისევ ღამეა, ღამე,
ვერ მოვაშორეთ ფერები რუხი
ცხოვრებას, აქ კვლავ სპექტაკლებს დგამენ,
რომ ქრისტე სადღაც ორ ნაბიჯშია
ჩვენგან და ხელის გაწვდენა გვინდა
მხოლოდ, რომ მივწვდეთ, არც გაგვიშვია
არასდროს ხელი, ვართ სუფთა, წმინდა.
ძმა,
მეტი, მეტი აღარაფერი,
ეს გამიკეთე მარტო და მორჩა,
როცა სიკვდილი შავად დამფერავს,
სულს გადამიწევს და ძირში მომჭრის.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Dec 27, 2011 11:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Nov 01, 2010 2:35 pm

***

ფული რომ მქონდეს
გიყიდიდი ძალიან მაგარ ქურქს
(შენ ხომ გიყვარს დედოფლობა)
და გიყიდიდი ლიმუზინს
და მოგემსახურებოდა მძღოლი
(ალბათ რა მშვენიერი იქნებოდი მასში მოკალათებული)
მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ბიჭი
და ცარიელი მაქვს ჯიბეები
მე ვარ ჩვეულებრივი ბიჭი
მაგრამ ვარ შენი


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:04 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Nov 09, 2010 12:31 pm

შალის წინდები

შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე - შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად... სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში... მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).
ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,
მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები...
მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.
მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი.
შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,
ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,
როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;
რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.
დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,
რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,
მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.
და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,
რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ - უფრო, დედი,
და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთ
და ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.
ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯით
როგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,
და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),
იცი - გიყურებ და ამზადებ (ფრთხილად) ნიადაგს -
ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი - გიყურებ,
წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,
მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,
მინდა ჩამოვხსნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.
და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები...
(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)
დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდები
და მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.

Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Dec 17, 2010 1:23 pm

***

დილით მამაჩემმა მთხოვა ლარნახევარი
და არ მქონდა.

მთელი სული არეული მაქვს,
მაგრამ ვიცი,
რომ ყველაფერი მეპატიება - სიმართლის გამო.

სინამდვილეში,
ვინც თავს გვესხმის,
თვითონ არის მსხვერპლი.

მე არ მჭირდება ვინმეზე მაღლა ვიდგე.
არც თავდამსხმელების მუშტებსა თუ სიტყვებს ვიგერიებ.
ისინი იქნევენ კიდურებს,
ისვრიან წინადადებებს,
მაგრამ მეორე ნაპირზე.

ჩემს სულიერ მდგომარეობას
სოციალური გარემო განაპირობებს
და ყოველდღიურად მაყალიბებს ასოციალურ ტიპად.

...

აქ არ არის ადგილი პოეზიისთვის,
აქ მხოლოდ უნდა გწამდეს და წერდე.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:03 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jan 05, 2011 4:04 pm

***

ავიღე მაგიდიდან საფერფლე
და იატაკზე დავდე.

ტახტზე დავყარე თაროდან გადმოღებული წიგნები.

ყველა ნახატი ჩამოვხსენი კედლიდან,
ზოგი ტანსაცმლის საკიდზე დავკიდე,
ზოგი - სავარძლის სახელურზე.



სიკვდილმა იცის,
მოვა
და ყველაფერს
თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე.

სიცოცხლე მინდა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:02 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Jan 26, 2011 5:17 pm

***

ჩვენ ვსვამდით თითო ბოთლ ლუდს ერთად,
ვისხედით ბორდიურზე
და ვსვამდით.

ვლაპარაკობდით რაღაცებს,
მაგრამ აღარ მახსოვს - რას.

მახსოვს მხოლოდ ის,
რომ მინდოდა ვყოფილიყავით უცხოები
ერთმანეთისთვის,
სხვებისთვის,
საკუთარი თავებისთვისაც კი.

უბრალოდ,
ვმსხდარიყავით ჩუმად
და დაგველია ლუდი.



ახლაც,
ათასი დღის შემდეგ,
ვწევარ ჩემს ოთახში მარტო
და ვფიქრობ,
რომ არ არსებობს იმაზე მეტი სიმშვიდე,
იყო უცხო ამ სამყაროსთვის,
იყო - არავინ.



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jan 31, 2011 1:00 am

***

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მარტოობა არ არის სახალისო.

ქუჩაში და სხეულში ერთნაირი სიცივეა.

ვგრძნობდე,
რომ გათენდება
და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.

მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,
მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც მე მჭირდება.

როცა გიყვარს,
ღრუბლებს ზევიდან უყურებ,
მიწაზე კი წითელი ყვავილები იზრდებიან.

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მე გადავხტები,
მაგრამ დაბლა არ დავეცემი.




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:02 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Feb 11, 2011 12:47 pm

***

ხეები - ფოთლების გარეშე.
გზები - ტაძრების გარეშე.
მე - შენს გარეშე.

ასეთია ჩემი ქალაქი,
ზამთრის ამ ცივ და ცარიელ ღამეს.
ასეთი იყო ჩემი ქალაქი,
ზამთრის სხვა ცივ და ცარიელ ღამეებში.



მე არ შემიძლია სიყვარულზე წერა.




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Wed Aug 14, 2013 10:01 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 7 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: