არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Jun 22, 2009 12:15 pm

მარა

შენი სახელია - მარა,
შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
როცა ცას ღრუბელი ფარავს,
ანუ,
როცა ცივა ცაში,
ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.

შენი სახელია - მარა,
ჩემი ცოლი ხარ და როცა,
სულში მივარდება ქარი
და ჭუჭყით მევსება ხორცი,
არასოდეს მტოვებ მარტო.

შენი სახელია - მარა,
ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,
ნეკნი, არ ვიცი და მალა
ხერხემლის, როცა ხარ სახლში -
ქუჩას ეფინება შუქი.

შენი სახელია - მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Sep 02, 2009 11:03 am

ხასიათი - სკაბრეზი

ახლა დღეები ღამდებიან უფრო მარტივად,
გაუფერულდა დედამიწა და თავს მაბეზრებს,
არც მისთვისაა ჩემი ყოფნა დიდი პატივი,
ბარი ბარში ვართ და ცხოვრება ნაღდი სკაბრეზი -
გვაბიაბრუებს.

სხვა - ყველაფერი ძველებურად არის ურიგოდ,
გამიცვდა პალტო, სად ვიშოვი ახლა გაბარდინს,
გულამოსკვნილი დაეძებენ ისევ სულიკოს
ქუცაში ხმები და ამ ხალხის მოთქმა, ღაღადი -
ნერვებს მიბურავს.

ვწერ ჩვეულებრივ, არეულად, მაგრამ მუღამით,
ამ ნაჯღაბნებშიც ბოლთასა ვცემ სტრიქონ და სტრიქონ,
გდია კუთხეში გაჭვარტლული ძველი ბუხარი
და ყველაფერი ისევეა, შარშან რომ იყო.
ქარია გარეთ.

და სიცივეა, ტკივილია, დროა მახინჯი,
ღამემ მინებზე გააწვრილა ცეკვა - გავოტი,
რა ჭკუა ყრია იმაში, რომ ვთქვათ - გავისარჯო,
სანამ სიკვდილი გასასვლელში ფეხებს გაბოტავს -
გავაღო კარი?


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Dec 10, 2010 11:07 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Sep 02, 2009 11:13 am

უკან მობრუნების სურვილს ტოვებენ შენი ლექსები, ეს კი ძალიან იშვიათია დღეს. როგორც გავიგე ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ და მჯერა, შემდეგში უფრო და უფრო გაგვახერებ შენი ლექსებით.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Sep 02, 2009 7:38 pm

ანდამატური ლექსი გაქვს, მეტი რა გითხრა ნიკაო,
ახალ სამანზე გაშალე სალექსო კანონიკაო,
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Sat Sep 05, 2009 8:12 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
მარა

შენი სახელია - მარა,
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

აი ლექსი!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Sep 07, 2009 2:58 pm

ფატა-მორგანა (ბექა ახალაიას)

გავროშ, მეგობარო, ეს დღეც მეუშნოვა,
ღამეს მუღამი აქვს და ჩემს ფავორშია,
წამო, მიდგას სახლში დოქით კრიუშონი,
მიყვარს, ჩემს გვერდით რომ ჩემი გავროშია.
მე არ მჭირდებიან ვიღაც კურტიები,
ყელში ამოვიდა - მთხოვონ კურტაჟები,
რა ჯანდაბას ნიშნავს სიტყვა - უტრირება,
ami, ხომ არ იცი? მხიბლავს გაშარჟება
მთელი დედამიწის, ახლაც ვიხუმრე და
ძმაკაც, ეს ცხოვრება ფატა-მორგანაა,
ჩემი სახლის კარი არ დაიხურება
შენთვის, მეც ხომ ერთი გლეხი, ბოგანო ვარ.
გავროშ, მეგობარო, ულამაზოები,
შევხვდეთ გამოწვევას ფამილიარულად,
გვიწევს ცხოვრებისთვის თვალის გასწორება,
ჰოდა, მხიარულად, ძმაკაც, მხიარულად.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Thu Oct 08, 2009 4:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Sep 09, 2009 1:12 pm

დეჟა ვუ

ცივა, ამინდია მოჟამული,
კაწრავს თებერვალი ნერვებს,
ახლა ეს ცხოვრება დეჟა-ვუა,
მაგრამ ძველებურად მტვერი.

წვიმს და სისველეა ფარდობითი,
სისხლი ლამისაა გაშრეს,
დრო უსურვილობამ გამოფიტა,
კედელზე კიდია კაშნე.

ელვამ ცას ვენები დაუსერა,
ღრუბელს ეფლითება ხორცი,
გდია მაგიდაზე მაუზერი,
მიდი, გატენე და... მორჩი.

Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Sep 10, 2009 2:18 pm

აღმოსავლეთით

ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,
ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე,
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,
ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში,
ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა,
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა, ისევ მენატრება - მოგყვე, გეძიო,
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,
მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურად
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა სულით, ნატურით.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Sep 10, 2009 9:26 pm

თანდილა

ჩვენს სოფელში ერთი გლეხი ცხოვრობს, თანდილა ჰქვია. სოფლის ბოლოში პატარა სახლი უდგას თანდილას. ხუთი შვილი ჰყავს, ხუთივე გოგო. თანდილა გიჟია. დაბადებიდან გიჟი არ ყოფილა თურმე, მერე გაგიჟებულა. ცეკვა და სიმღერა ეხერხება, კარგად მღერის და ცეკვავს თანდილა. სოფლის ბიჭებს გასართობად დაჰყავთ ხოლმე ქეიფებში. ერთ ასეთ ქეიფს მეც შევესწარი.
საღამო ხანი იყო. რომელიღაც უცნობ მელოდიაზე ცეკვავდნენ თანდილა და ვიღაც სოფლელი ბიჭი. თანდილა მალი-მალ მაღლა იშვერდა ხელებს და გაჰყვიროდა: "ჩამო, ჩამოო..." სად ასულა, ეეე... ჩამო, ჩამოო..." სოფლელები ამბობდნენ, თავის მწყრებს ეძახისო თანდილა, რა ბლომად ჰყავს ამ საცოდავსაო. აი, ასე ამასხარავებდნენ საბრალოს. ბუქნავდა თანდილა და ხარხარებდა სოფელი. სიბრალული მიპყრობდა, მაგრამ ისე სასაცილოდ გაჰკიოდა თანდილა, რომ ვეღარც მე შევიკავე სიცილი. ეს ამბავი ალბათ მალე დამავიწყდებოდა, ერთი პატარა ისტორია რომ არ მოეყოლა ბიცოლაჩემს თანდილაზე. გულზე მომხვდა და გადავწყვიტე ორიოდე სიტყვა დამეწერა.
თანდილას დედა სიყმაწვილეში დაღუპვია. (ახლა შუახნის კაცია იგი). ძალიან უდარდია თურმე, იმდენად, რომ გაგიჟებულა წუხილისგან სულ რამდენიმე დღეში. დედის გაცოცხლება სდომებია, მივიდოდა და აუხელდა თვალებს დააჭყეტინებდა, ეუბნებოდა: "ადექი, ხომ გაგაცოცხლეო". გაგიჟებულს, ეგონა, მარტო თვალების გახელით შეიძლებოდა მკვდარი ადამიანის გაცოცხლება.
თანდილას დედა არ დავიწყნია. ახლაც ყოველდღე თითქმის, დაიჭერს ხოლმე მის სურათს ხელში, ჯერ ეზოს შემოატარებს, მერე ბაღ-ბოსტნებს, თან კოცნის სურათს, ეფერება და ყვირის: "აი, დედა, შენი ეზო, აი, შენი ბაღი, შენი ბოსტანი, აი, შენი კარ-მიდამო. დამიბრუნდი, დედი, გეხვეწებიო."
მე რაღაცნაირად ძალიან შემიყვარდა თანდილა, რადგან სოფელში ბევრი ვიცი, ჭკვიანი და ნორმალური, დედას რომ ლანძღავს და აგინებს, ერთი კიდეც სცემს ხოლმე საკუთარ დედას. გიჟი თანდილა კი დაჰკანკალებს დედის სურათს და დღე არ გავა, თავისი შეშლილი და მაინც ძალიან მართალი სიყვარულით რომ არ გაათბოს მშობლის ხსოვნა.


ისევ ნიკა
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Sep 11, 2009 5:03 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
აღმოსავლეთით

ახლა ჩვენ შორის სიშორეა, სივრცე, ჰამადა,
ფანჯრის მინებზე - ქარისა და წვიმის პა-დე-დე,
ალბათ ამ ნაწერს შუაღამის ბოდვას გავატან,
რადგან უშენო პოეზია სისხლსაც ადედებს
და კაბალურად ჩემს წილ ჰაერს ადებს ტარიფებს,
ჩემს უშენობას მე დავარქვი - ყოფნა ხურუში,
ახლა ღამეა - მობატონე დღეზე ხალიფა,
ჩანს ცაზე მთვარე, როგორც თურქის მუჭში ყურუში
და ახლა, ისევ მენატრება - მოგყვე, გეძიო,
მინდა ცხოვრებას მივაძახო პირში - მე შენი...
შენი თითებით ჩავიტარო ტანზე ჯენ-ძიუ,
შენი თვალების სისველიდან შევსვა ჟენშენი,
რომ დედამიწამ ვერ გაბედოს მეტად ხალტურა,
შენს სუფთა სისხლში ჭუჭყიანი ხელის ფათური,
მაინც მოგძებნი, მანამდე კი - იყოს დასტურად
ეს ლექსი, როგორც თავგანწირვა სულით, ნატურით.


გულისგულში,ყველა შენი ლექსი ფეთქვას,ნიკა...
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Sep 22, 2009 10:22 am

მტვერი

ძველი ისევე, სახელია როგორც - ხორეშან,
აღმოსავლეთით ცისკიდურზე მთვარე კიდია,
ეს დღეც მიძაღლდა, მიინავლა, ეს დღეც მოეშვა,
შენც ჩამოყარო მხრები არის ცუდი იდეა,
მაგრამ დაგღალეს ამ უაზრო მასკარადებმა,
ხელის დადება გიჭირს გულზე და იმიტოა,
რომ აღარ არის ღმერთი შენი ყოფნის თავდები
და შენც ჯერ კიდევ აღასრულებ სუნთქვის რიტუალს,
მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ფეხით მიხვიდე,
სადაც ღირსი ხარ მიგათრიონ, მეტიც, და უფრო,
ღირსი ხარ, უღირსს ბედისწერა რომ აგიხირდა,
რომ შენზე უნდა დაიხარჯოს ტონობით კუპრი.
და ჭამ ღამეებს, გამოფიტულს, უსინათლოებს,
რადგან დატოვე უფალი და დარჩი ეულად,
გიჭირს ჰაერი და თუ ცოტა კიდევ გადროვეს,
უფრო და უფრო მოგერევა ხმა იჭვნეული,
რომ წვეული ხარ და რჩეულებს გზა აქვთ სხვაგვარი,
რომ შენც ბევრი ხარ და იქნები ერთი არასდროს,
რომ თუ დაღვარე სისხლი არა, წყალი დაღვარე,
და შენს ცხოვრებას ერთი სიტყვით ჰქვია - ღალატი.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Sep 22, 2009 11:31 am

რომ წვეული ხარ და რჩეულებს გზა აქვთ სხვაგვარი,
რომ შენც ბევრი ხარ და იქნები ერთი არასდროს,
რომ თუ დაღვარე სისხლი არა, წყალი დაღვარე,
და შენს ცხოვრებას ერთი სიტყვით ჰქვია - ღალატი.


რა ვქნა, რომ ეს სიმწარე მეტკბილება...
განა მაზოხისტი ვარ?
უბრალოდ, გაპრანჭულების და გაყალბებულების კითხვა მიჭირს ხილმე.
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Sep 25, 2009 11:26 am

შენი ყოფნის იგავი

დღესაც, როგორც ყოველთვის სიწყნარეა კაბალა,
მთვარე ძველი ლამპაა, ღრუბელი ჰგავს აბაჟურს,
იყურება ცალ მხარეს ორი თვალით კამბალა
ცხოვრება და ხელმარცხნივ ხედავს ვიღაც საპაჟუ
გემანჭება ზურგიდან, შენ კი დგახარ უჩუმრად
უძრაობით დაღლილი, ბალაგანით გარშემო,
გენატრება ქალაქი, შეხვედრები ქუჩური,
ის, რაც წყალმა წაიღო, რაც დრომ გადააშენა.
სიცოცხლე და სიკვდილი - დაწერე და დახიე,
ნამთვრალევზე, დღეს დილით, კითხულობდი შაგანეს,
ახლა ალბათ დრო არის, ახლა ალბათ ახია -
დაახატო ეპოქას საფეთქელზე ნაგანი,
მაგრამ - მორჩა, გათავდა, გაქრნენ, აღარ არიან -
(ვიიონი ფრანსუა იყო ბოლო ყაჩაღი)
ისინი, ვინც გადიან მუდამ წინა კარიდან
და თუ ეს დედამიწა მათ ცას არ დააჯახე,
სადაც ახლა შუქია, სადაც ახლა ღმერთია,
სადაც უფლის ღალატი ჯვარცმით ანულირდება,
ლეთას შეუერთდები, როგორც სხვები ერთვიან,
გულში კი არ დარჩები, თაროზე თუ იდები
მხოლოდ, ჰოდა, გაააღე კარები და ფანჯრები,
ახმაურდი, იყვირე - შენი ყველა მიქარვა,
შეატოვე სამსჭვალებს სისხლიანი მაჯები
და დატოვე გულებში თავგანწირვის იგავი.


სავსე, ემოციური, დახვეწილი...
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Oct 07, 2009 9:49 am

ძვირფასო ძმებო

აჰა, მოვედი ისევ თქვენთან, ძვირფასო ძმებო,
ეს, რა თქმა უნდა, პირობითად, ჩვენ არ ვართ ძმები,
ერთი სული გაქვთ მომვარდეთ და სახეში მწეპოთ,
ხელში მოგხვდებათ რაც და ახლა ტყავებში ძვრებით
გველის, რომ თავხედს, ამპარტავანს, მასწავლოთ ჭკუა,
არ დაგიმალავთ, რომ მოვედი - ამიტომ სწორედ -
რომ ერთხელ კიდევ მივაძახო ჩვენს ყოფნას - ტფუი,
რომ კიდევ ერთხელ - ღმერთამდეა სავალი შორი
ჩაგყვიროთ ყურში, მოგიშალოთ ნერვები ისე -
ვერ გავარჩიო - მუშტებით თუ წიხლებით მზილეთ,
ძვირფასო ძმებო, ჰა, მოვედი, ვარ თქვენთან ისევ,
ვყვირი, ადექით, გაიღვიძეთ, გვეყოფა ძილი,
თორემ ღამდება და მთავარი ზურგსუკან რჩება,
ვიღას რად უნდა, მერე ჩვენი - ვაი და ვუი,
რაც უფრო მეტად ავყვირდები - იქნება ძვრები,
რაც უფრო მეტად გავჩუმდები - მით უფრო - ტფუი.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Oct 22, 2010 5:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Oct 07, 2009 2:24 pm




ძვირფასო ძმებო

აჰა, მოვედი ისევ თქვენთან, ძვირფასო ძმებო,
ეს, რა თქმა უნდა, პირობითად, ჩვენ არ ვართ ძმები,
ერთი სული გაქვთ მომვარდეთ და სახეში მწეპოთ,
ხელში მოგხვდებათ რაც და ახლა ტყავებში ძვრებით
გველის, რომ თქვენს მსგავსს, თქვენს ალი-კვალს, მასწავლოთ ჭკუა,
არ დაგიმალავთ, რომ მოვედი - მაგიტომ სწორედ,
რომ ერთხელ კიდევ მივაძახო ჩვენს ყოფნას - ტფუი,
რომ კიდევ ერთხელ - ღმერთამდეა სავალი შორი
ჩაგყვიროთ ყურში, მოგიშალოთ ნერვები ისე -
ვერ გავარჩიო მუშტებით თუ წიხლებით მზილეთ,
ძვირფასო ძმებო, ჰა, მოვედი, ვარ თქვენთან ისევ,
ვყვირი, ადექით, გაიღვიძეთ, გვეყოფა ძილი,
თორემ ღამდება და მთავარი ზურგსუკან რჩება,
ვიღას რად უნდა, მერე ჩვენი - ვაი და ვუი,
რაც უფრო მეტად ავყვირდები - იქნება ძვრები,
რაც უფრო მეტად გავჩუმდები - მით უფრო - ტფუი.



king cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 1:56 am

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
ძვირფასო ძმებო

აჰა, მოვედი ისევ თქვენთან, ძვირფასო ძმებო,
ეს, რა თქმა უნდა, პირობითად, ჩვენ არ ვართ ძმები,
ერთი სული გაქვთ მომვარდეთ და სახეში მწეპოთ,
ხელში მოგხვდებათ რაც და ახლა ტყავებში ძვრებით
გველის, რომ თქვენს მსგავსს, თქვენს ალი-კვალს, მასწავლოთ ჭკუა,
არ დაგიმალავთ, რომ მოვედი - მაგიტომ სწორედ,
რომ ერთხელ კიდევ მივაძახო ჩვენს ყოფნას - ტფუი,
რომ კიდევ ერთხელ - ღმერთამდეა სავალი შორი
ჩაგყვიროთ ყურში, მოგიშალოთ ნერვები ისე -
ვერ გავარჩიო მუშტებით თუ წიხლებით მზილეთ,
ძვირფასო ძმებო, ჰა, მოვედი, ვარ თქვენთან ისევ,
ვყვირი, ადექით, გაიღვიძეთ, გვეყოფა ძილი,
თორემ ღამდება და მთავარი ზურგსუკან რჩება,
ვიღას რად უნდა, მერე ჩვენი - ვაი და ვუი,
რაც უფრო მეტად ავყვირდები - იქნება ძვრები,
რაც უფრო მეტად გავჩუმდები - მით უფრო - ტფუი.

ნიცშემ გაიღვიძა?
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 11:14 am

.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 11:30 am

ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
ნიცშემდე - 19 საუკუნის წინ - გაიღვიძა ამ იდეამ..

ნიკავ, იქნებ მითხრა წყარო, ხარბი ვარ მაგ ამბების. ისე კი, რაღაც ჩანასახი ამ განწყობებისა ალბათ 29 საუკუნის წინაც შეიძლება ამოვკენკოთ. იმდენი თქმულა, რომ ახალს საერთოდ ვინ მოახერხებს და იტყვის, მაგრამ როგორ იტყვის, აი ეს კი ნიჭია. ნიცშე მე შენი ლექსის კითხვისას იმისი კითხვისას მოსულმა ემოციამ გამახსენა
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 12:31 pm

.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 12:44 pm

უჰ, დავკარგე პოსტი და ამის შემდეგ ფურცელზე გაჩნდა რატომღაც


Last edited by კობა (მატეკარი) on Thu Oct 08, 2009 1:20 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 1:05 pm

კობა (მატეკარი) wrote:
ნიკა ჩერქეზიშვილი wrote:
ცუდად არაფერი მითქვამს მე.. Smile

იდეას რაც შეეხება - "მოახლოვებულია ცათა სასუფეველიო" - ნიცშემდე - 19 საუკუნის წინ გაჟღერდა პირველად.. მოყვა ამას მერე მოციქულების ცხოვრება და გრძელდება მას მერე აგერ უკვე 21 საუკუნე.. თუმცა ღმერთამდე ჯერ ისევ ძალიან შორია გზა.. ძალიან შორი..

ნიცშეს რაც შეეხება კიდევ - მიუხედავად მიდი დიდი ფილოსოფოსობისა - რასაც ვერაკაცი უარყოფს - ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის საქმეში თუ საუკეთესო არა - ის მაინც პატარა ადამიანია ამ იდეისთვის..

აქვე განვმარტავ.. რომ.. მე ვსაუბრობ "იდეაზე" და არა ჩემს პიროვნებაზე - ანუ - ჩემს და ნიცშეს პიროვნებების შედარებაზე.. და მითუმეტეს - არა და არა - ჩემს და მოციქულების შედარებაზე - ეს - რა თქმა უნდა - სისულელე იქნებოდა.. დიდი.. Smile


ნიკავ, ჩემი ემოცია ხელოვნური არ ყოფილა და რაკიღა გულწრფელი იყო, ალბათ განაპირობა რაღაცამ. მიუხედავად იმისა, რომ ნიცშეში ათასი ნაკლის პოვნა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც დავაა, იყო იგი ფილოსოფოსი თუ ფილოლოგი, შეეძლო ამ კაცს რაღაცის იმგვარად თქმა, რომ დაგამახსოვრებს თავს.

მოციქულებს რაც შეეხება. ქრისტეანობის ყველა ძვირფასი იდეა ამა თუ იმ ფორმით ჟღერდა მანამდეც და თვით მცნებებიც კი ასწლეულებით ადრე მოღვაწე სტოელთა საფიქრალ-ნაფიქრალი ყოფილა.
ხოლო ღმერთამდე ჯერ ისევ კი არა, ხან უფრო შორია და ხან ოდნავ უფრო ახლო.

იესოს კი მოციქულები კასტინგით არ შეურჩევია. ძალიან მცირე რადიუსით მოიკრიბნენ ისინი. ანუ, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ნაკლოვანებანიც საკმაოდ ჰქონდათ. ცოდვასაც თანამედროვეებზე მეტს სჩადიოდა ზოგი მათგანი, ზოგი გამყიდველი იყო, ზოგი - ურწმუნო, თვით პეტრემ , კლდედ წოდებულმა, მამლის ყოვილამდე სამჯერ უარჰყო მაცხოვარი.

ამდენად, ერთია მოწიწება მათ მიმართ და მეორე ის, რომ მათი ნააზრევის სიღრმეს ჩაწვდება თუ არა ჩვეულებრივი მოკვდავი.

მე ასე ვფიქრობ და მაპატიე, თუ შენს განცდას რაიმე უხეში დავუპირისპირე.

ასეა თუ ისე, ლექსები ძალიან მომწონს შენი და ყოველგვარი პირფერობის გარეშე, ძალიან ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო - მე ასეთი ლექსები უფრო მიყვარს, ვიდრე მეოცე საუკუნის ბევრი გამოგონებული დიდი პოეტის შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მე იმაზე ვარ გაზრდილი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 2:25 pm

.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Oct 08, 2009 2:55 pm

კასტინგი იმად ვიხმარე, რომ მაცხოვარს დუნია არ მოუვლია ამ ხალხის შესაკრებად, ყველანი იქვე მოკრიბა, მეთევზეები, ერთმანეთის ძმები და ბიძაშვილები. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მათ საგანგებო ინტელექტუალური ტესტები არ ჩაუბარებიათ, შესაძლოა წერა-კითხვაც კი არ იცოდა უმეტესმა. ეს იმას მოვაყოლე, რომ მათი ნააზრევის წვდომა არ უნდა იყოს ნიცშესნაირი გონებისთვის შეუძლებელი საქმე.
სხვა საკითხია, ნიცშე რა კუთხს ირჩევს სამყაროს აღსაქმელად.
თუმც კი ვიმეორებ, ნიცშე ჩემთვის არანაირი კუმირი არ არის. ეს იყო კაცი, რომელსაც გახამებული საყელო და მანჟეტები თუ არ ეცვა, აზროვნებას ვერ ახერხებდა.

მე სავლედყოფილ პავლეზე ვლაპარაკობდი, თომაზე, რომელსაც ცხვირწინ ედგა მაცხოვარი და ვერ დაინახა, იუდაც ძალიან რთული სახეა სახარებისა და დღემდე ვერ ვგებულობ მის ირგვლივ რაღაცეებს. პეტრეს ხსენებული ქცევა კი გენიალური მომენტია ქრისტეანობისა - ყველაზე მაგარსაც ისეთი სამარცხვინო სისუსტე აქვს მიწერილი, რომ ნებისმიერი ადამიანი შვებას გრძნობს საკუთარი სისუსტის გამო და შანსს ხედავს მისი დაძლევისათვის. ამავე დროს, ამპარტავნებისთვისაა ეს კარგი შეხსენება.

სტოელები კი დაახლოებით 300 წლით ადრე ქადაგებდნენ დაახლოებით ამ იდეებს და ქრისტეანობის კუთვნილი ეს იდეები იმიტომ გახდა, რომ ცისქვეშეთში ჭკვიანური და კეთილი აზრი ბევრი თქმულა, მაგრამ იესომ ამ აზრების გულებში შეტანა და დამკვიდრება შეძლო.

მიხვდი ალბათ რომ მორწმუნე არ ვარ, თუმცა ეს ხელს არ მიშლის, მიყვარდეს ქრისტეანობა და მისი ფასეულობებისთვის ვიბრძოლო.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Nov 04, 2009 10:35 am

zusammen

რომ გწყურია და წყალს მოსვამ,
პირველი ყლუპი ყველაზე გემრიელია,
მერე უფრო სურვილს იკლავენ,
ვიდრე ცხოვრებას აგემოვნებენ.

სიბერე ჩემი საქმე არ არის.

შენი ტუჩების გემო მიყვარს,
შენი სიზმრების სუნი.

მენატრები და,
არასოდეს გეტყვი – მოხვიდე,
იმდენად სხვა რაღაცას ნიშნავს გითხრა – მოხვედი.

სად მიდის ჩვენი სიყვარული,
როცა ვივიწყებთ?

იქ,
სადაც თვითონ უიმისოდ ვერასდროს წავალთ -
ღმერთთან.

ჭრიჭინები რომ ხმაურობენ,
რაღაცას წუხან.

მე როცა მტკივა,
ვყვირი ხოლმე,
ავდგები,
გავალ ტრიალ მინდორში და ვყვირი.

შეიძლება
ყველაფერი დავკარგო
რწმენის გარდა -
როცა ერთად ვართ,
ვარსკვლავები ზეცას ტოვებენ.

ზაფხულია და პირდაპირ იატაკზე ვწევარ.

მარტო ვარ და სხეული არა მჭირდება.

ახლა ჩვენს შორის ცხოვრებაა,
მთელი ეს ხანმოკლე ცხოვრება
და ერთი ღამე.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Nov 09, 2009 11:28 am

მატარებლები

თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?

უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული…
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.

უცნაურია,
ბედნიერებაზე ვფიქრობ
და ის საღამოები მიდგას თვალწინ,
ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება.

ვერცერთი ღამე გავიხსენე,
ვერცერთი დილა,
შენი სუნით გაჯერებული.

რა მაწერინებს ამ ყველაფერს,
რა არ მეშვება?

არ ვარ ის კაცი,
ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს.
არც ის კაცი ვარ,
კატასავით ცხრა სული რომ აქვს.

მე თუ წავედი,
მატარებლით არასდროს წავალ.
მე თუ წავედი,
მოაჯირზე დავკიდებ სხეულს.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 1:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: