არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნიკა ჩერქეზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Feb 24, 2009 8:28 pm


Nika Cherqezishvili

ნიკა ჩერქეზიშვილი

ქუჩის ბიჭივით

დღესაც განწყობა არის იგივე,
თუ სიცოცხლეა,
იყოს უბელო,
ძვრება ჯიბეში ღამე ჯიბგირი,
მთვრეს იპარავს ცაში ღრუბელი.

თითქოს ვალი მაქვს ასი ათასი,
ეს დედამიწა ისე მიჭყივის,
მე კი სახეში ვურტყამ ნაფაზებს,
ეს ლექსიც მოდის ქუჩის ბიჭივით.

ახლა არ მითხრას ვინმემ რათაო,
დღეს ასეთ ხმაზე მინდა ვსუნთქავდე,
ჰო,
ხასიათში დამყვა -
ვბლატაობ,
შეგეძლოთ ჰაერს ჩამიხუთავდით.

ჩემო კარგებო,
აქეთ ღამეა,
სადღაც მეთევზე ხვდება ალიონს,
სიცოცხლე მართლა კაი რამეა,
ჰოდა,
რას ვჩხუბობთ,
ტკბილად გავლიოთ.

ანდაც,
დავლიოთ,
სანამ სხეულში,
სისხლი გადააქვთ ვიწრო სისხლძარღვებს,
არავის,
ნაღდად,
ხელს არ შევუშლი,
რაც თავი მახსოვს ამას ვიძახდი -

რომ ეს ცხოვრება სახრჩობელაა,
დრო დაგვიდგება,
ზედ აგვიყვანენ,
ჰოდა,
ეს გული დღეს იმხელაა,
არ შემიძლია,
რომ არ მიყვარდეთ.



Idea

კარგია, ნიკაც რომ შემოგვემატა... Smile

ეს შენი საავტორო გვერდია და რაც გენდომება, ის ლექსები დადე ხოლმე.

სხვა თემებშიც თუ დაგვიწერ პოსტებს, მაგას რა აჯობებს...

cheers

Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Feb 25, 2009 10:11 am

აქა მშვიდობა...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:09 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Feb 25, 2009 10:14 am

***

ავიღე მაგიდიდან საფერფლე
და იატაკზე დავდე.

ტახტზე დავყარე თაროდან გადმოღებული წიგნები.

ყველა ნახატი ჩამოვხსენი კედლიდან,
ზოგი ტანსაცმლის საკიდზე დავკიდე,
ზოგი – სავარძლის სახელურზე.



სიკვდილმა იცის,
მოვა
და ყველაფერს
თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე.

სიცოცხლე მინდა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Feb 25, 2009 3:12 pm

ჩემი მაჯებიდან

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე -
ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.




ნიკა,ისე გამიხარდა აქ შენი გვერდის გახსნააა...
კიდევაც ვფიქრობდი რატომ არ არის ამდენხანს აქ მოსულითქო ...
მიხარია და იმედია არ მიწყენ,ეს ლექსი აქ ჩემინებით რომ მოვიტანე...


sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Feb 25, 2009 3:49 pm

მოდი


წვიმა როგორ მოვა,
ცაა ცარიელი,
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა,
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს დამაწყდება,
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები,
ასე ბანალურად
გთხოვ და...
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა,
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Feb 25, 2009 3:50 pm

***

ჩვენ ვსვამდით თითო ბოთლ ლუდს ერთად,
ვისხედით ბორდიურზე
და ვსვამდით.

ვლაპარაკობდით რაღაცებს,
მაგრამ აღარ მახსოვს – რას.

მახსოვს მხოლოდ ის,
რომ მინდოდა ვყოფილიყავით უცხოები
ერთმანეთისთვის,
სხვებისთვის,
საკუთარი თავებისთვისაც კი.

უბრალოდ,
ვმსხდარიყავით ჩუმად
და დაგველია ლუდი.



ახლაც,
ათასი დღის შემდეგ,
ვწევარ ჩემს ოთახში მარტო
და ვფიქრობ,
რომ არ არსებობს იმაზე მეტი სიმშვიდე,
იყო უცხო ამ სამყაროსთვის,
იყო – არავინ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Feb 26, 2009 10:25 am

ლაზარე

ასეა,
ყველა თავისას მწამებს,
ისევ შიგნიდან ჩაკეტეს კარი...
შენი თმებიდან მოვიდა ღამე
და
სველ მინაზე წაიქცა ქარი.

ცაო,
რამხელა ტკივილებს იტევ,
მიწა მესიზმრა წუხელი ძილში...
როგორც ლაზარეს,
მიპოვის ქრისტე,
უშენოდ გავლილ დღეების ძირში.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Dec 27, 2011 11:08 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Feb 26, 2009 11:59 pm

მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ

ხლართავს ინტრიგებს ხორო,
ფაფხურობს ბარე ორი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ,
ჩემიდან გზაა შორი
ღმერთამდე,
ჰოდა,
ძმებო,
გვერდი უქციეთ ამ გზას,
რომ არ დაგემტვრეთ ფრთები,
რომ ყველაფერი რიგზე
იყოს
და
განა ბევრი,
ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ:
სხვაგან ეძებეთ მტერი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ.


მშვიდობა შენს გამოჩენას ძამი. Smile)))))
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 11, 2009 2:06 pm

ქრიზანთემები

ბევრი არაფერი,
ოთხი კედელი და ერთი ტახტი,
საშუალოზე დაბალი ჭერი...
ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი,
უსურვილობის დაგედო ფერი.

ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს,
გტკივა ბეჭები...
ოღონდ ეგ არა,
თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს,
ტკივილს ეჩვევი.

ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება,
ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული,
გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება
მიფურთხებული.

ოხრად დადიან ქუჩა–ქუჩა დიდი გუდებით
კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები...

მაგრამ მოეშვი,
ყელამდე ხარ შენ შენს მორევში...

იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით,
აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Thu Mar 12, 2009 9:08 am

უჰაერობა

ისევ ვიხრჩობი,
ამაოა ყველა მცდელობა,
დგას ოთახებში უშენობა,
უჰაერობა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Fri Oct 09, 2009 3:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Mar 13, 2009 10:41 am

მთიულური მოტივებიდან

სისხლს მიჩქროლებს ქალაშავა,
შენი კაბის შარიშური,
ბოღმამ მთვარე გააშავა,
მზეს მოედო შავი შური.

ასე კარგი რა ხარ,
ქალავ,
თან ასეთი შორეული,
არაქალა–ბარაქალა,
გიმზერ ჟრჟოლამორეული.

დაგიმწიფდა ბაგე ხოხობს,
იწვი,
ჭიაკოკონაო,
ო,
ჰო,
ჰო,
ჰო,
ჰო,
ჰო,
ჰო,
ჰო,
რა კარგი ხარ გოგონაო.

მოგიხელთებ ქალავ,
მალე,
აგიხლართავ თითებს თმაში...
ამ სითბოს და სიმხურვალეს
გაუძელი,
აბა,
მაშინ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Thu Mar 19, 2009 9:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 16, 2009 10:37 am

ნისიად

დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

ატანა-სატანა,
სული
და
გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.

მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 16, 2009 2:23 pm

***

არაფერი ადამიანური,
ქუჩებში მხოლოდ მანქანები დადიან.



მიაბიჯებ გაცვეთილ ასფალტზე,
ქალაქში,
რომელსაც ვარსკვლავები კი არა,
ქუჩის ფარნები ანათებენ.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 18, 2009 1:26 pm

nika_,,marTali poeti”, mgrZnobiare adamiani, romelic rogorc pirad tkivils, ise ganicdis sazogadoebaSi arsebul problemebs da mankierebas

Very Happy
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 18, 2009 3:05 pm

კესო : )


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 18, 2009 3:06 pm

ოიუეა


სანთლით საძებნია,
ძმა,
დღეს სისუფთავე,
ცაა გაბურული ისე – დაიხრჩობი...
ჰაერს გაუფრთხილდი,
თორემ ისრუტავენ,
ვიღაც გნომები და მეტსაც ჩალიჩობენ.

მეტსაც...
იპარავენ სუნთქვას სტრიქონებად,
ციდან მოდიოდა ღმერთი – გააჩერეს...
დაბლა დედამიწა ჭუჭყით იქონება,
არის სასიკვდილო ყველა განაჩენი.

ყველგან უიმედო,
სრული სიყრუეა,
ყელს გამოგჭრიან და შენვე გაბრალებენ,
გინდ აეიოუ,
გინდ ოიუეა,
თავი დამანებეთ,
თავი და-მა-ნე-ბეთ.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Wed Mar 18, 2009 9:11 pm

გულს გაუხარდა შენი გვერდი, ნიკუშ Smile

ის მთიური ლექსი არ ვიცოდი და ისე მომეწონა და გამეხარდა, სულ სხვანაირად დაგინახე..
Smile
კეთილი იყოს ძამულია (რავაც იმერეთში იტყვიან Smile)შენი სიტყვა ამ საიტზე..
Smile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Fri Mar 20, 2009 11:18 am

ყაჩაღივით

დღეს ისევ არეული ამინდია,
ოთახში თვალები მაქვს შენი ფერის,
შენ იცი,
რა ნერვებიც დამიდიან
სისხლში და
მეც სიგიჟე შევიფერე.

დღეს ისევ წვიმა მოვა შენს მაგივრად,
ვგრძნობ,
სადღაც უსათუოდ მელოდები,
შენ თვითონ სიკვდილიც კი ვერ აგივა,
მზის ყველა ჩასუნთქვაში მეორდები.

გთხოვ,
უნდა მაპატიო,
ასე რომ ვარ,
შესცივდათ მიტოვებულ ალბათ იებს,
დღეს ისევ უფილტვებო ღამე მოვა,
დამახრჩობს
ან
სიცოცხლეს მაპატიებს.

მტკივა და
თვალები მაქვს შენი ფერის,
შორს,
სადღაც,
მზე აშუქებს პირამიდებს,
შენს სახლში ყაჩაღივით შევიპარე
და იებს ვეფერები,
მიამიტებს.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 23, 2009 6:42 am

სალამი, ნიკა!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 23, 2009 11:15 am

***

ნუ გააკეთებთ ჩანახატებს,
ნუ გადაიღებთ ფოტოებს,
ჩაიწერეთ ჩემი ხელები.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:07 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Mon Mar 23, 2009 2:26 pm

ძმას ისევ

ძმა,
მე ღიმილიანი კაცი ვარ,
დღეები სიხარულით სავსე მაქვს,
ზამთრის სიცივეა და არ მცივა,
ცა გაიბურება და – ასეა.

ძმა,
მე ერთი პატარა გოგო მყავს,
დედამიწა გამითბო თითებით,
ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს,
მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.

ძმა,
დღეს მშვენიერია ამინდი,
მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან,
მეც მეტი არაფერი არ მინდა -
ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 2:50 am

სიგარეტი ხომ არ გაქვთ

ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,
შიშვლები დადიან პოეტები...
ფულს არ იძლევა და,
რა ძალია,
ჯიბეში ვუტენო სონეტები.

დღესაც ხასიათი ამერია,
სისხლში ალკოჰოლი მიბოგინებს,
ოთახში ნახმარი ჰაერია,
მინებზე მივახრჩე ნიკოტინი.

ძმამ თქვა,
რომ ბოზია დედამიწა,
თებერვალს დაუწვა მარტის თვეზე,
ყველა ყელში მწვდება,
ვინ დამიცავს,
ჰოდა,
სანამ დროა,
ავითესე.

საით და,
რა ვიცი,
არ მცალია...
მე ასე...
სხვამ წეროს სონეტები...
ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,
შიშვლები დადიან პოეტები.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 2:51 am

უბრალო ჯინსი

დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს,
მაღლა არ ამიშვეს,
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.

ქარი ქრის,
მაგრამ შენ არ გცივა,
არ წვიმს და მე მაინც ვსველდები,
უბრალო ქურთუკი მაცვია,
უბრალო ჯინსი და კედები.

ეჰ...
აღმოხდომიათ ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები,
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე,
ჰო,
ყველას თავისი ომი აქვს,
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს".

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან,
დავბერდი...
თუ...
უფრო დავძველდი...
ათასჯერ დავიწყე ნულიდან,
ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.

და მაინც...
სანამ ჯერ თბილი ვარ,
სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო,
მინდა ეს უშენო დღეები
სულ შენს სიყვარულში დავხარჯო.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 2:52 am

dzalian, dzalian , ubralo poeti , ubralo adamiani didi siyvarulit da rogor ar movefero? Smile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Tue Mar 24, 2009 10:11 am

: )


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Jun 25, 2013 2:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკა ჩერქეზიშვილი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ნიკა ჩერქეზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 8Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: