არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო საჯაია

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გიო საჯაია   Tue Nov 18, 2008 6:23 pm


Gio Sajaia

გიო საჯაია

სერიული თვითმკვლელი

რა შორს მიდიხარ?! შემოდგომის ამ პირველ ფოთოლს
უამბე... ამ სკვერს, ამ შადრევანს, ამ – მოკლედ, რა შორს
მიდიხარ?! ღეჭავ სიგარეტის ფილტრს, ანუ ფითილს,
ანუ კბილებში, კვამლთან ერთად, ყოველგვარ კავშირს

ცრი, მასთან, რასაც ცოტა ხნის წინ კავშირი ერქვა
შენს და ღმერთს შორის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევ,
როცა მიდიხარ... და გველივით ტყავს, ანუ მერქანს
იძრობ და ხელში ცარიელი ბოთლით და სირჩით,

მიდიხარ, როცა პოეტი ხარ, ანუ თუ იცი,
რომ ყველა წასვლა ნაცადია და ის-ღა გაკლდა,
რომ სერიული თვითმკვლელივით მორიგ სუიციდს
უძღვნი ამ ფოთოლს, ამ შადრევანს, ამ სკვერს, ამ... მოკლედ,

უტევებ ცოდვებს პილატეს და ბანგას მარიაჟს,
უწვეულებოდ, უნადიმოდ და უტრაპეზოდ,
ირგებ სხეულზე, ტოგასავით, ღამეს, ბარეჟის
და ვენებს იხსნი, მარმარილოს ცივ კანაპეზე.

study

ბმული - http://www.facebook.com/profile.php?id=100001412848806#!/profile.php?id=100001412848806&sk=wall


Last edited by Admin on Thu Feb 10, 2011 9:14 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Nov 21, 2008 9:14 am

გიო საჯაია ჩემი პოეტია, რომლის ლექსების კითხვა არასოდეს მომწყინდება

ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Dec 03, 2008 3:35 pm

გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Dec 12, 2008 8:00 pm

მაქსიმალური სრულყოფა,ყველაზე გამორჩეული თავის თაობაში და არა მარტო...
სულ რომ აღარაფერი დაწეროს,შეუძლია მშვიდად დაჯდეს და იყოს.გიო საჯაია ოსტატობის უმაღლესი ნიმუში საიტებზე და არა მარტო.
აბსოლიტური უმრავლესობა ახალგაზრდა ავტორების მოაქცია თავის ზეგავლენის ქვეშ.Smileპარავენ ყველაფერს რითმს,რიტმს,განწყობასSmile პარავენ ''ნაგლად'',შეპარვით,ქვეცნობიერად.ძალიან მაღალი''შესრულების ტექნიკა'' აქვს,კარგი ოსტატობა.სულ მეშინია ცდუნება მხოლოდ ამ მაღალი ოსტატობის ხარჯზე ''გავიდეს'' არ იყოს დიდი...მიხარია ,რომ ასე არ ხდება.Smile
და..ბევრი რამის დაწერა შეიძლება..უბრალოდ ჩუუუ,გიომ არ გაიგოს ჯერSmile..მაგრამ აქ სიტყვების -გენიალურის და მთაწმინდის- სუნი ტრიალებს...
ბევრი ათეული წლის მერე,კაცო...Smile
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Dec 13, 2008 6:05 pm

გიო საჯაიას ვიცნობ,როგორც უნიჭიერეს ახალგაზრდას.
იგრძნობა,რომ მის პოტენციაში დიდი პოეტური ენერგიაა,
რაც იმის უტყუარი ნიშანია,რომ იგი უფრო მეტად გაგვახარებს მომავალში.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Dec 13, 2008 11:01 pm



Last edited by nel on Wed Dec 17, 2008 12:36 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Dec 13, 2008 11:03 pm

Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Jan 01, 2009 8:27 pm

მალე 2 იანვარი გათენდება, ბედობის დღე ,

ნუ დამიბედებ

დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თავხედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Jan 25, 2009 6:37 pm

მარტოობა ორისათვის

ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის...
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს.


გიო საჯაია და თამთა რეხვიაშვილი


Last edited by Admin on Thu Feb 10, 2011 9:00 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Jan 25, 2009 11:32 pm

ჩემი უდიდესი სიმპატიები ამ ნიჭიერ პოეტს...
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Feb 18, 2009 8:32 pm

ფიკუსები

სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.
ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,
საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.

ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),
რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებით
კედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,
საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.

ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულად
ვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,
წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდან
გადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ

და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანე
ფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,
რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,
ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.

და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,
როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Feb 24, 2009 10:05 pm

მზე ხელისგულზე
(Sun was said to die and be born again)

აქ მზე თავდება! სხვა იტყოდა, თავდება გზაო,
მაგრამ სხვა არ ვარ და ამდენად, მეპატიება -
მე შეიძლება განვაცხადო, რომ უშნო ცაა
და წვიმის ნაცვლად მოვიყვანო სერპანტინები,
ასე რომ ვამბობ: გზა კი არა, აქ... მზე თავდება!

არადა იყო საკმარისი მზეც და მანანაც...
დროც, როცა ღმერთის არსებობის იმდენად მწამდა,
რომ თავს საოცრად უხერხულად გრძნობდნენ მავანნი
და სახელითა მამისათა ნელ ცეცხლზე მწვავდნენ
იმდენხანს, ვიდრე უღმერთობას არ ვიწამებდი.

მერე კი, მერე ყველაფერი გაიშვიათდა:
ჟანგბადიც, ღმერთიც, უღმერთობაც, მორალიც, დოგმაც,
ბედიც, რომელიც აღარც მახსოვს ავირჩიე თუ
მემკვიდრეობით ალბერტ პ-სგან მივიღე როგორც
უკანასკნელმა საპატიო ალქიმიკოსმა,

რომელიც სიტყვებს ასო-ასო თუ მისხალ-მისახალ
წონის და მათი ღამეების ღუმელში კოქსვით
ხელეწაფება პოეზიად აქციოს ის ხე,
სწორედ ახლა რომ მიასაქმა მეზობლის ტაქსამ,
თაობები კი, ყვავილებით მოიკითხავენ...

და მზეც, რომელიც გულში კი არ, არამედ გულზე
ხელის მენთო და გაილია ნიშნად იმისა,
მარტივად რომ ვთქვა: აქ თავდება! და უფრო რთულად:
აღარც ღმერთია, აღარც ხატი, აღარც სინდისი -
მხოლოდ "სინათლის" უიმედოდ ბნელი ქალაქი.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Tue Feb 24, 2009 10:07 pm

რამხელა დრო გასულა


რამხელა დრო გასულა -
სანამ მე შემოდგომა
გაგილექსე,
ზამთრიდან, ლეთარგიულ,
მოსული კოშმარივით
აიტუზა
ფანჯრებთან,
ალვებიდან
რაფაზე ჩამოთოვლილ
ყვავილებზე,
უმძიმეს ალერგიით
სნეული გაზაფხულის
ჰაბიტუსი.
რამხელა დრო გასულა -
ვაგროვებ დღეებს, როგორც
რელიკვიებს
(ღამეთა ადენომას
მისტიკის გარეშეაც
ვერეოდი)
და თითქმის სულერთია,
რომ ჩემთვის
უშენობას
"წლები" ჰქვია,
შენთვის კი – რამდენიმე
მარტივი სინტაქსური
პერიოდი.
რამხელა დრო გასულა...


გაჟონვა

ისეთი მარტო ხარ - გეცინება.
ისეთი დაღლილი - მიეჩვიე.
ძალიან მარტივად - გეძინება.
ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.

თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან... სისულელე!

ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ. ღმერთმაც კი მიგატოვა
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ტოვებენ ფანჯრებზე ჰემატომებს.



მატილდა

მე, წინა ცხოვრებაში პოლი მერქვა.
შენ - მოტე დე ფლევილი, მატილდა.
მე, მერე უცნაური ბედი მერგო.
შენ, მერე ალბათ უნდა ატირდე,

ისეთი დამთხვევაა - დეჟა-ვუა
უთუოდ! მოკითხვები მონსიდან...
დილეგში გადმომცემენ აჟანები
შენს ბარათს: “დამივიწყეთ, მონსინიორ!”

და ისევ - არაფერი უჩვეულო -
ფილტვების უშენობით ავსება...
ისრები აღმოსავლეთს უჩვენებენ
და დროა საკმარისი სავსებით,

რომ რამით გავამართლო პოეტობა
და რამე მივაწერო საქციელს -
იმდენად არავისთვის მემეტები,
რომ მინდა უკვდავებად გაქციო

და მიგცე ისტორიას! ოსანაა
შენდამი, ჩემი ლექსიც, მატილდა!
მე, შენი სილამაზის მგოსანი ვარ,
შენ, ახლა ალბათ უნდა ატირდე...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Feb 25, 2009 10:04 pm

თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Wed Feb 25, 2009 10:07 pm

http://lib.ge/each_author.php?428
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Feb 26, 2009 11:39 am

nel wrote:
თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...


ყველაზე მეტად,ეს ლექსი მიყვარს...

sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Feb 26, 2009 12:44 pm

ჰო.. მაგარი ლექსია.. ნაღდად.. პირველი პოეტია გიო..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Thu Feb 26, 2009 1:43 pm

ნირვანა

ვზივარ და - არაფერი... ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტას
სიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით.
სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ და
თვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებ
წლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.

და ისე შეველიეთ ერთმანეთს, იოლად და მარტივად,
რომ ბუდამ ნერვიულად ფანჯრიდან საკუთარ თავს გაასწრო,
თორემ მე არა მიშავს... ვზივარ და ნოემბრიდან მარტამდე
დრო ისე იწელება, უამრავ უშენობას მოვასწრებ,
ჭირივით აუტანელ, ნესტიან ამინდებში, გადამდებ.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Feb 27, 2009 5:01 pm

წამოდი, გავიქცეთ!

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში...
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა...
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა...
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ...
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sat Mar 14, 2009 11:47 pm

ცენტრიფუგა

შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში,
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველაფრის ახლიდან
დაწყებას ცდილობს და ალაგებს
ჩანთას და გარბის და გაჭრილი
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ
ერთმანეთს ქუჩები, სახლები,
სახლები, ქუჩები - ქალაქი,
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი
და სიმსივნესავით იზრდება.

დროდადრო ფეხებზე ჰკიდია
ის, რასაც დროდადრო ართულებს
უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს
საწოლზე. მთავრდება მასივი.
მთავრდება პროსპექტი. მიდიან
ფეხები. ითვლიან სართულებს
თვალები, რომლებშიც ჩაექცა
ღამე და საეჭვოდ გასივდა.

დროდადრო განიცდის. დროდადრო
ბაგეებს ისველებს შარტრეზით,
დროდადრო ჭიქაში მიძვრება
თავით და ფეხებით, ვისკიან.
დროდადრო ფანჯრებში - მონმარტრი,
დროდადრო - ქამდენი. ფანჯრებზე
დროდადრო წვიმების ტიტრები.
დროდადრო ფანჯრებში ისვრიან

პატარა ბავშვები, პატარა
კენჭებს და პატარა ხელებზე
ულაგებს პატარა მონეტებს,
ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს.
დროდადრო ცხოვრებას ატარებს
ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ,
კითხულობს შექსპირის სონეტებს,
ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს

დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს,
ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს.
ეკუთვნის უმზეო ტაროსში
სადაფის ძველებურ ამბუშურს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს...
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
შენ, ერთი უბრალო ბროშურა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 15, 2009 3:46 pm

დახვეწილი პოეტი,პოეტი ესთეტი,პოეტი მოაზროვნე,პოეტი ინტელექტუალი... საოცრად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მკითხველთან ურთიერთობას და ლექსი დღის სინათლეზე გამოაქვს მხოლოდ მაშინ,როდესაც მთლიანად დარწმუნდება რომ პოეტურ შედევრად აქცია.
სხვანაირად გიო ლექსს მკითხველის სამჯავროზე არ გამოიტანს .
ნეტავ ასეთი პასუხისმგებლობა და ლიტერატურული ღირსების გრძნობა ბევრ ძალიან ცნობილ და აღიარებულ სხვადასხვა თაობის პოეტს ჰქონდესSad
პოეტი,რომლის გავლენებსაც (ინტონაცია,რითმი,რიტმი,პოეტური სამკაულები,გამომსაველობითი ხერხები)უამრავი ახალგაზრდა ავტორის შემოქმედებაში ნახავთ. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად საჯაია უკვე თუნდაც ამის გამოა მასშტაბური .. ..დიდი პოეტური პოტენციალის მქონე ავტორი,მიუხედავად იმისა,რომ მან სულ აღარაფერი რომ დაწეროს ,თავისი სახელი და ხელწერა დატოვებული აქვს უკვე. საჯაიაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი..ყველა აღმატებით ხარისხში.
ოსტატის ნიჭი გამოსჭვივის ყველა ლექსში.ლექსის მაქსიმალურ გარანდვას-სრულყოფას და დახვეწას ცდილობს ყოველთვის და მაინც... მე არ მიყვარს,ყოველთვის ,გამუდმებით სრულყოფილი და დახვეწილი არც შემოქმედება,არც ადამიანები,არც ადამიანური ურთიერთობები..
...მოკლედ ამ ბოლო ლექსშიც ,დამაკლდა ის რასაც სულის ბოლომდე ჩადება ჰქვია ლექსში...
უზადო ტექნიკა და ნამდვილი ოსტატის შესრულება -ეს ჩანს გიოს ყველა ლექსში.მოხიბლული ვარ მისი საოცარი ერუდიციით,ინტელექტით..
და ამ შენიშვის მიცემის უფლებას მაინც ვუტოვებ საკუთარ თავს- მაგალითად ამ ბოლო ლექსშიც სულის და გრძნობის ბოლომდე არ ჩადება დაფარა ''თხზვის''უნაკლო ტექნიკამ და გიო საჯაიას გამორჩეულმა ნიჭმა-ტექსტის პოეტურ შედევრად გადაქცევის ხელოვნებამ...



ძალიან მაინტერესებს სანათას,ბობოს,ვაჟას,არგანის მოსაზრება ამაზე...ყველას აზრი..

გამოუსწორებელი მაქსიმალისტი ვარ,ვიცი Smileდა მაინც მე მკითხველს მაქვს უფლება მოვითხოვო მაქსიმუმი ხელოვანისგანSmile
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გიო საჯაია   Sun Mar 15, 2009 10:27 pm

აბსოლუტურად ვეთანხმები ნინის, მაგრამ შემეხმიანოს იქნებ...
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Mon Mar 16, 2009 8:15 am



გიორგი საჯაია რომ პოეტადაა დაბადებული,ეს უკვე ვთქვი თავის დროზე.
"სულისა და გრძნობის ბოლომდე ჩადება"...სულსა და გრძნობას შორის საზღვრის შემჩნევა ისევე ძნელი შესამჩნევია,როგორც დღესა და ღამეს შორის.იქნებ აჯობებდა,რომ ასე გვეთქვა:"გულის ბოლომდე(უფრო სწორედ_მთლიანად) ჩადება".
...
ათასობით ლექსი აქვს გალაკტიონს,მაგრამ ერთ წიგნაკში მოთავსდებიან ის ნაწარმოებები(შედევრები),რომლებშიც ავტორის გული მთლიანადაა ჩადებული.ამის თქმა შეიძლება ბევრ გენიოსთან დაკავშირებით.ეს ბედნიერება_გულის მთლიანად ჩადება_პოეტზე არაა დამოკიდებული_ეს იმ ძალის ნებაა,რომელმაც იგი მოავლინა.
ეს მარტო მწერლობაში არაა ასე:უამრავი გოლი აქვთ გატანილი პელესა თუ მარადონას,მაგრამ მათი უკვდავი გოლები "ასეულის" ფარგლებში მოთავსდებიან.
...
კარგი ლექსები,რომლებშიც,თქვენი აზრით,სული და გრძნობა მთლიანად არაა ჩადებული,თავისებური სამზადისია იმ გამარჯვებისა,რასაც ჰქვია გამორჩეული ქმნილების დაბადება...გიოს ცხოვრებაშიაც მოხდება ეს,მაგრამ როდის,_ეს არც გიომ იცის და არც მისმა მკითხველმა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Fri Mar 20, 2009 5:47 pm

წამოდი, გავიქცეთ!

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში...
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა...
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა...
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ...
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!



ლექსი, რომელსაც თამამად შემიძლია ვუწოდო " ქებათა ქება თბილისისა"! დღევანდელი თბილისისა, ტკივილიანის... თბილისის, რომელიც საკუთარი თავიდან გაქცევის ზღვარზეც, ასეთი ლამაზი და ბოლომდე sayvarelia. თუნდაც ასეთი ავადმყოფი... თუნდაც ასეთი გაბოროტებული...

ლექსი სავსეა თბილისური კადრებით. ავტორი, ძალიან თავისუფალი, დახვეწილი წერის მანერით გვათვალიერებინებს ქალაქს. ლექსი ფაქტიურად იმღერება... მისი კითხვის ან წაკითხვის დროს ივსები საოცარი ქართველობით, საოცარი სიყვარულით და ერთი შეხედვით, უკანა პლანზე გადმოდის ის პროტესტი, რომელიც ლექსის ღერძია ვფიქრობ. პროტესტი იმ "მოთბილისო" სახის წინააღმდეგ, რომელსაც სამწუხაროდ დღევანდელი თბილისი ატარებს.

პ.ს. ზემოთ მოყვანილი ტექსტი, ალბათ არის ზღვაში წვეთი, ამ ლექსთან მიმართებაში.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიო საჯაია   Fri Mar 20, 2009 7:44 pm


Gio Sajaia

nini wrote:


მაგალითად ამ ბოლო ლექსშიც სულის და გრძნობის ბოლომდე არ ჩადება დაფარა ''თხზვის''უნაკლო ტექნიკამ და გიო საჯაიას გამორჩეულმა ნიჭმა-ტექსტის პოეტურ შედევრად გადაქცევის ხელოვნებამ...

ძალიან მაინტერესებს სანათას,ბობოს,ვაჟას,არგანის მოსაზრება ამაზე...ყველას აზრი..

გამოუსწორებელი მაქსიმალისტი ვარ,ვიცი Smileდა მაინც მე მკითხველს მაქვს უფლება მოვითხოვო მაქსიმუმი ხელოვანისგანSmile

Arrow

მე არ მგონია, რომ ამ კონკრეტული ლექსის შემთხვევაში (იგულისხმება გიო საჯაიას "ცენტრიფუგა") გულიც და სულიც ბოლომდე არ არის ჩადებული და გიო საჯაია მხოლოდ პოეტური შესრულების დახვეწილი ტექნიკით ცდილობდეს ფონს გასვლას...

მე მგონი, აქ, უბრალოდ, გიო პოეტური მიმართების რაკურსს ცვლის და მოვლენას (წიგნის თაროზე ერთი ბროშურა რომ არის თავად და ვართ ჩვენც) განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს.

საიმისო არაფერი სჭირს გიო საჯაიას, სულ-გულ დაკლებული ლექსი გამოიტანოს მკითხველის სამსჯავროზე - რასაც ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობით, იმაზე გაცილებით მეტი აქვს გიოს დაწერილი და არ ”ბეჭდავს” არსად.

მე ერთი რამე ვიცი - გიო საჯაიას ლექსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ახალ, ოცდამეერთე საუკუნის ”ციფრულ თაობაზე” - სად და ვისთან არ გადაეყრებით მისი შექმნილი სახეებისა თუ სხვა პოეტური ატრიბუტების ზოგს - უხეირო, ზოგსაც - ხეირიან ასლებს... და თავად გიო იწყებს საკუთარი თავიდან გამოსვლას...

გიოს ბოლოდროინდელ ლექსებში შეიმჩნევა პოეტური სპექტრისა თუ ჰორიზონტის ერთგვარი გაფართოება. და ეს არ ხდება ფორმულით ”საჯაია საჯაიას წინააღმდეგ”. ძველი და ახალი საჯაია ჰარმონიულად თანაარსებობენ. და ეს ასეც უნდა იყოს...

მე, როგორც მკითხველს კი ყოველთვის წინ მელოდება ახალი სიხარული გიო საჯაიას ლექსთან შეხვედრისა. შეხვედრა კი, მე ეგეთი ვიცი, რომ ლექსი არ უნდა ”იკითხებოდეს”, ნამდვილი ლექსი უნდა ”ამოითქმოდეს”. აბა, ხმამაღლა წაიკითხეთ გიოს თუნდაც ეს ან სხვა ნებისმიერი ლექსი და კარგად მოუსმინეთ: მიხვდებით, რომ ნაწერ-ნასწორები და ნაწვალები კი არ არის, ამოთქმულია...

ნამდვილი ლექსი ხომ ქაღალდზე ან მონიტორზე არ არსებობს, იქ მხოლოდ ჩაწერილია, - ნამდვილი ლექსი ცოცხალ სიტყვაშია...

Arrow

გიო საჯაია

ცენტრიფუგა

შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში,
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველაფრის ახლიდან
დაწყებას ცდილობს და ალაგებს
ჩანთას და გარბის და გაჭრილი
ვაშლივით ჰგვანან და მისდევენ
ერთმანეთს ქუჩები, სახლები,
სახლები, ქუჩები - ქალაქი,
რომელიც ყელში აქვს გაჩრილი
და სიმსივნესავით იზრდება.

დროდადრო ფეხებზე ჰკიდია
ის, რასაც დროდადრო ართულებს
უბრალოდ უნდა, რომ წაიქცეს
საწოლზე. მთავრდება მასივი.
მთავრდება პროსპექტი. მიდიან
ფეხები. ითვლიან სართულებს
თვალები, რომლებშიც ჩაექცა
ღამე და საეჭვოდ გასივდა.

დროდადრო განიცდის. დროდადრო
ბაგეებს ისველებს შარტრეზით,
დროდადრო ჭიქაში მიძვრება
თავით და ფეხებით, ვისკიან.
დროდადრო ფანჯრებში - მონმარტრი,
დროდადრო - ქამდენი. ფანჯრებზე
დროდადრო წვიმების ტიტრები.
დროდადრო ფანჯრებში ისვრიან

პატარა ბავშვები, პატარა
კენჭებს და პატარა ხელებზე
ულაგებს პატარა მონეტებს,
ან მიდის, კანფეტებს ყიდულობს.
დროდადრო ცხოვრებას ატარებს
ჩაკეტილ ოთახში, ელიფსურ,
კითხულობს შექსპირის სონეტებს,
ან ვინმე ფუტურისტს კითხულობს

დროდადრო, ვთქვათ - ვინმე ასეევს,
ვთქვათ - ვინმე ბობროვს, ან პასტერნაკს.
ეკუთვნის უმზეო ტაროსში
სადაფის ძველებურ ამბუშურს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის ვიღაცა მისტერ იქსს...
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
შენ, ერთი უბრალო ბროშურა.

study


Last edited by Admin on Thu Feb 10, 2011 9:11 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გიო საჯაია   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
გიო საჯაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: