არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კატო ჯავახიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 12:00 pm

თეკლე wrote:
ბატონ ვაჟას დიდი მადლობა!
მიხო ეგ სათაური თითქოს ზედმეტად გაშლილია, რაღაც უფრო კონკრეტული სჭირდება ამ ლექსს.
ვნებების სიმძაფრით- დასტურ ფრთებიანო.მართალია თანხმოვნებზეა ლექსი აქცენტირებული, მაგრამ მაინც სჯობს

ეს ჩემი სიცხის შედეგია, დღეს შემოვხედე არ მეგონა თუ რამედ ღირდა... მაგრად კი დავსიცხულვარ აი Smile)

Arrow

კატო, შენა რა გაშლა-დაკეცვაზე მელაპარაკები, კაცოო!
იფრთხილე, თორე გადავირევი ემაგ რაკი-რუკზე, მოვალ მანდა და სიცხიანი რო ხარ, მაგასაც აღარ დავერიდები - გამოგახრჩობ კატის კნუტივითა!

cat

ვა, ვინა ხარ შენა!

What a Face

რა გაშლა და რის დაკეცვა, გეუბნები, რო - ისეთი სახელი არ დაარქვა ამ კაი ლექსსა, რასაც ყოველი მეორე დაარქმევს მეთქი! და მაშ, მე ეხლა არა ვარ მართალი?

monkey
კარგი, ჯანდაბას, - იფიქრე, რომ კაპრიზებიანი ბებერი რედაქტორი ვარ და არ დამიჯერო...

Shocked
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 12:07 pm

ახლა ისეთი ძალაგამოცლილი ვარ ადვილად მიმახრჩობ. მაგრამ რაღაც ჭორები დადის ქალაქში მიხო თავად-აზნაურობა ბრუნდებაო და აბა ჩემი მიხრჩობა აგრე იოლად არ ჩაივლის Smile

კარგი ჰო, სულ ნუ მებუზღუნები, შემოიხედავს და იტყვის ვინმე ესენი სულ ერთმანეთს ხოცავენო, არადა როგორ მიყვარხარ-

ღალატი არ წავა?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 12:26 pm

თეკლე wrote:
ახლა ისეთი ძალაგამოცლილი ვარ ადვილად მიმახრჩობ. მაგრამ რაღაც ჭორები დადის ქალაქში მიხო თავად-აზნაურობა ბრუნდებაო და აბა ჩემი მიხრჩობა აგრე იოლად არ ჩაივლის Smile

კარგი ჰო, სულ ნუ მებუზღუნები, შემოიხედავს და იტყვის ვინმე ესენი სულ ერთმანეთს ხოცავენო, არადა როგორ მიყვარხარ-

ღალატი არ წავა?

Arrow

კაცო, დედაჩემიც თავადი არი შალიკაშვილ-ვარაზაშვილებიდან და მოსულიშვილებსა კიდევ - ბატონი არა ჰყოლიათ არავინ ქიზიყელობით და ვერც ეგრე მაღლიდან გადმომხედავენ ჯავახიშვილები, რო იცოდე... Laughing

კარგმა პოეტმა უკვე დარქმეულები აღარ უნდა დაარქვას თავის ლექსს - გასული საუკუნის წინა საუკუნეში სუმბათაშვილ-იუჟინმა დაწერა ”ღალატი” და ეხლა შენ არქმევ ამ შენ ლექსს მეორედ?

და რო არ გვიყვარდე, ამეებს კი არ გეტყოდით აქა...

sunny flower

კარგი, აბა, ეგრე იფიქრე:

მისანი დიაცი


Last edited by არჩანდა on Sun Feb 08, 2009 12:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 12:41 pm

მისანი დიაცი


flower
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 1:10 pm

[quote="თეკლე"]მისანი დიაცი




"მისანი დიაცი..."
აქ "დიაცი",ჩემი აზრით,ზედმეტია(ისედაც იგრძნობა).
...
ღმერთმა დამიფაროს,ვინმეს საქმეში ჩავერიო,მაგრამ,რადგან სიტყვამ მოიტანა,
მეც გამიჩნდა ამ კარგი ლექსის სათაურად ასეთი ვარიანტი:"სიყვარულს ასეთი სჭირდები."
...
უცნაური სიტუაციაა:ადამიანს შვილი შესძენია,სახელიც დაურქმევია და ამ დროს აქეთ-იქიდან ხმები_
არა ეს დაარქვი და არა ესაო!
...
ძმაო არჩანდავ,შენ თვიტონ არ მოხვიდე ჩემს დასახრჩობადა,ბობო გამაუშვი,მაგასა სცოდნია კაცის უმტკივნეულოდ გასტუმრება იმ ქვეყანაშია!

sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 1:28 pm

[quote="ვაჟა ხორნაული"]
თეკლე wrote:
მისანი დიაცი




"მისანი დიაცი..."
აქ "დიაცი",ჩემი აზრით,ზედმეტია(ისედაც იგრძნობა).
...
ღმერთმა დამიფაროს,ვინმეს საქმეში ჩავერიო,მაგრამ,რადგან სიტყვამ მოიტანა,
მეც გამიჩნდა ამ კარგი ლექსის სათაურად ასეთი ვარიანტი:"სიყვარულს ასეთი სჭირდები."
...
უცნაური სიტუაციაა:ადამიანს შვილი შესძენია,სახელიც დაურქმევია და ამ დროს აქეთ-იქიდან ხმები_
არა ეს დაარქვი და არა ესაო!
...
ძმაო არჩანდავ,შენ თვიტონ არ მოხვიდე ჩემს დასახრჩობადა,ბობო გამაუშვი,მაგასა სცოდნია კაცის უმტკივნეულოდ გასტუმრება იმ ქვეყანაშია!

sunny cheers sunny

Rolling Eyes

რას ამბობ, ვაჟიკავ, კაცოო - რათ მატყუებ ჭკუაში?! - მე რო შენ გამოსახრჩობად მოვიდე და აქეთ გამომახრჩო?
ბობორიკის გამოშვება კიდე მართლა არ იქნება - ამისი წინაპრები სულ მაგ საქმიანობით იყვნენ დაკავებული ომებში.

მე ვეუბნები კატოსა, რო - რამე ისეთი დაარქვი, რაც სხვებს არ დაუქვივნებიათ მეთქი. თუ ვერაფერი მოუფიქრებია, ბოლო-ბოლო, სამი ვარსკვლავი და მაგისი ჯანი.

ვა!
შარია?!

Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 2:01 pm

ბატონ ვაჟას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა...

ასეა, მოვა ხოლმე ეს თეკლა აურ-დაურევს მიწყობილ და დალაგებულ აზრებს და იწყება ანარქია Smile
არადა დაუწერელი ლექსების მესანთლეო... ფასეულობათა უღირსი მემკვიდრეო... არშემდგარი დრამის მეციხოვნეო...
და მიხომ კარგად იცის როგორ ეჩხუბება და ებუტება საკუთარ თავს პირველ რიგში როცა ბოლომდე ვერ შიშვლდება.
ჩემი ავტოპორტრეტი მომენატრა და აქ დაგიდებთ, კარგი?

ლექსის სახელი რომ იყოs- ჰეკატეs ქურუმი...
რას იტყვით?
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 2:02 pm

ავტორისაგან: წინათქმის მაგიერ



სახელი:
მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე.

გვარი:
ფასეულობათა უღირსი მემკვიდრე.

სქესი:
ამორძალი.…

დაბადების თარიღი:
დრო, “როცა სიკვდილმა დაბადება შეწყვიტა”.

ოჯახური მდგომარეობა:
მაინც გავიღიმებ.

მისამართი:
ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”.

განათლება:
დიპლომების შემგროვებელთა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

სამუშაო გამოცდილება:
ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი.

მავანთა შეფასება:
ნიჭიერ-ამბიციური.

ჰობი:
აბსურდში აზრების შეგროვება.

საყვარელი სასვენი ნიშანი:
!

ფობია:
სიბერე (ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც).

საყვარელი სუნი:
ალუბლისფერი სევდა.

რა იყო:
იყო ბიწისფერი ნაღველი და რიყის სველი ნაცრისფერი ქვები...

რა არის:
არის მუჭში მომწყვდეული საფეთქლები...

რა იქნება:
ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!

დანაშაული:
ვალს როცა დავუბრუნებ სამყაროს, მაშინ ვიქურდებ.

სასჯელი:
ლექსის ეშაფოტი.

და ისევ:
მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 2:14 pm

თეკლე wrote:
ბატონ ვაჟას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა...

ასეა, მოვა ხოლმე ეს თეკლა აურ-დაურევს მიწყობილ და დალაგებულ აზრებს და იწყება ანარქია Smile
არადა დაუწერელი ლექსების მესანთლეო... ფასეულობათა უღირსი მემკვიდრეო... არშემდგარი დრამის მეციხოვნეო...
და მიხომ კარგად იცის როგორ ეჩხუბება და ებუტება საკუთარ თავს პირველ რიგში როცა ბოლომდე ვერ შიშვლდება.
ჩემი ავტოპორტრეტი მომენატრა და აქ დაგიდებთ, კარგი?

ლექსის სახელი რომ იყოს- ჰეკატეს ქურუმი...
რას იტყვით?

Arrow

ჰეკატეს ქურუმი - კარგია!

აი, ისევ შენ დაარქვი კარგი სათაური!

lol!

გიშველა, კატო, ჩემმა ბუზღუნმა!

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 2:20 pm

bounce
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 5:29 pm

რას ამბობ, ვაჟიკავ, კაცოო - რათ მატყუებ ჭკუაში?! - მე რო შენ გამოსახრჩობად მოვიდე და აქეთ გამომახრჩო?
ბობორიკის გამოშვება კიდე მართლა არ იქნება - ამისი წინაპრები სულ მაგ საქმიანობით იყვნენ დაკავებული ომებში.

მე ვეუბნები კატოსა, რო - რამე ისეთი დაარქვი, რაც სხვებს არ დაუქვივნებიათ მეთქი. თუ ვერაფერი მოუფიქრებია, ბოლო-ბოლო, სამი ვარსკვლავი და მაგისი ჯანი.

ვა!
შარია?!

Question[/quote]



ვაჟიკა და კაცის დახრჩობა?!
მშობლები ბალღობაში ქათამს ვერ მაკვლევინებდნენ,მეზობლებში დარბოდნენ_თქვენ მაინც დაგვიკალით,ეს რა მგრძნობიარე იდიოტი გვეზრდება ოჯახშიაო...
...
ძმურად გეხუმრე,არჩანდავ_
რი შარი და რა შარია,
კაწალხეველის იღბალი
უცნაურია ძალიან_
ვისაც ყვავილი უბოძა,
გადმოუქნიეს ნარია...

მაინც თქვენი ვარ,მაინცა,
სუ თქვენთან მომიხარია!
...
რახან ბობორიკი ასეთი აგრესიულაძე ბრძანდება,მაშინ ორივენი ერთად მოდით.ხაჭოს ხინკალს რო მოგიხარშავთ,დახრჩობა კი არა,_ძეგლს დამიდგამთ კაწალხევის კარიბჭესთანა!
Basketball cheers Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sun Feb 08, 2009 9:51 pm

დაუმორჩილებელი ბატონიშვილი და ბიძია მიხო! Very Happy Very Happy
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Wed Feb 18, 2009 7:17 pm




flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Thu Feb 19, 2009 1:46 pm

მაინც დამაფიქსირე არა გიო, მოვიპარე სურათი
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Thu Feb 19, 2009 1:50 pm

ჩემი სხეული ესე არს... შენი...

”დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ,
რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს”...
აქ ხმა წყდება
და პირველსახეს იბრუნებს ფერი -
გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით.
ქალი გზის პირას საცვლებს რეცხავს ღრუბლის საფირით.
აღსარებისას ვერ ნათქვამი ცოდვებისათვის -
დაუწყლულებელ ბაგესავით ხმება ყანები -
ცეცხლის სამიტზე საპროტესტო დემარშს გზავნიან
პურიტანები.
ანგელოზები აფარებენ შავ მემორანდუმს
მეშვიდე ცასთან.
(კუტ დედამიწას არ შესცივდეს - ჩასძინებია)...
ხელისმომწერნი:
მე - დედამიწა
შენ - ჩემი ღმერთი.
ჩემი სხეული ესე არს... შენი...
მაშ, მოვემზადო ცხონებისთვის დაო მარიამ?!
შვიდთავა მხეცზე ამხედრებულ მსოფლიო მეძავს
გაუღვიძია.
“იტირებენ და იგლოვებენ დედამიწის მეფეები
რომლებიც ნებივრობდნენ მასთან
როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვალს”
თვალები მისი -
ჯოჯოხეთის უძირო ტბები
სასჯელი ჩემი მოგონილი კაცადყოფნისთვის.
დასაწყლულებლად
აიაზმით სავსე ჭურჭელი
(სხეული მისი)
და საშო მისი
უკანონო ნაყოფისათვის
ჩემი სხეული ესე არს...შენი...

აქ ხმა წყდება და,
აქ ხმა წყდება და,
აქ ხმა წყდება და...
“ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო,
რადგან ერთ საათში დაიღუპება ესოდენ დიდი სიმდიდრე”.
პირველსახეს იბრუნებს ფერი -
გულამოჭმული საკუთარი უსასრულობით...
მეშვიდე ცაზე “ანგელოზებს” გამოუკრავთ
მემორანდუმი:
ჩემი სხეული ესე არს... შენი...
ხელისმომწერნი:
მე- დედამიწა
შენ -...


ნუ გამომყვები ჯოჯოხეთში დაო, მარიამ!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Thu Feb 19, 2009 1:59 pm

სიკვდილის ინტიმი

მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება.
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით.
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით.
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Thu Feb 19, 2009 7:19 pm

es leqsi miyvars, kat cheers
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Mon Feb 23, 2009 6:57 pm

თეკლა ბატონიშვილი წიგნის პრეზენტაცია
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Guest
Guest



PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Mon Mar 09, 2009 4:28 pm

Arrow

პასუხი

მაშინებს სიმრავლე ხალხის და
ყოველდღე ფურშეტი.
დუბლი რვა.
ლექსების კითხვა და ყალბი ოვაცია.
სცენა უპარტერო.
უშენო ფრაზების ფოქსტროტი.
საღამოს სტატუსი- პოეტი.
რჩეულთა სანქცია.
შეხვედრა უსიტყვო.
გაკრული ღიმილი-
ბილბორდზე.
ფიქრი საღებავი.
შემხმარი ფურცელზე გაზეთის.
ნიუსი!
სნობიზმი,
რომელსაც რატომღაც ვიგონებთ.
განწყობა ჩვეული.
ამინდი საჩემოდ
ნაცრეცი.
მომწყინდით სიმრავლით და
ჩემთან დადგმული სპეკტაკლით.
სცენარებს არა ვარ ნაჩვევი.
უბრალოდ გაჩერდით!
სცენა უპარტერო.
დუბლი რვა.
საღამო.
სტოპკადრი:
წვიმაში მივდივარ
და ლექსებს მივათრევ ლანჩებით.


Exclamation Wink Laughing
Back to top Go down
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Wed Mar 18, 2009 9:24 pm

Guest wrote:
Arrow

პასუხი

მაშინებს სიმრავლე ხალხის და
ყოველდღე ფურშეტი.
დუბლი რვა.
ლექსების კითხვა და ყალბი ოვაცია.
სცენა უპარტერო.
უშენო ფრაზების ფოქსტროტი.
საღამოს სტატუსი- პოეტი.
რჩეულთა სანქცია.
შეხვედრა უსიტყვო.
გაკრული ღიმილი-
ბილბორდზე.
ფიქრი საღებავი.
შემხმარი ფურცელზე გაზეთის.
ნიუსი!
სნობიზმი,
რომელსაც რატომღაც ვიგონებთ.
განწყობა ჩვეული.
ამინდი საჩემოდ
ნაცრეცი.
მომწყინდით სიმრავლით და
ჩემთან დადგმული სპეკტაკლით.
სცენარებს არა ვარ ნაჩვევი.
უბრალოდ გაჩერდით!
სცენა უპარტერო.
დუბლი რვა.
საღამო.
სტოპკადრი:
წვიმაში მივდივარ
და ლექსებს მივათრევ ლანჩებით.


Exclamation Wink Laughing


ჩემი სულის პოეტია კატო..

ასეთი ძალა და სიღრმე..
იშვიათად მხვდება თანამედროვეობაში..

თითზე ჩამოსათვლელია ასეთი პოეტი..
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sat Mar 21, 2009 1:47 am

მე

მე არ ვიყავი
ამ საფლავთან მდგარი მარტოხე.
არც სინანული,
წამომსკდარი ამ ნერგებიდან
და მე მჯეროდა,
თუ ამქვეყნად არის სამოთხე-
ამ სამოთხეშიც უპირობოდ იკარგებიან,
რომ შენი წილი ჯოჯოხეთის გადასარჩენად
შვიდჯერ მოკვდე
და
შვიდივეჯერ სცადო აღდგომა.
მე არ მიყვარდი-
ისე როგორც უბრალოდ მძულდი
და არც მტკენია
მკვდარ სხეულზე რომ დამაბიჯე.
სტოკატოს გრძნობდი
ჩემი სისხლის
სამოცჯერ წუთში
და მერე წნევას უზომავდი
შვილმკვდარ ამინდებს
რომ სველ გაზაფხულს
ვადამდელი არჩევნების დღეს
შენ, ამპლიტუდის მომატებას
ქრთამად დაჰპირდე.
ვიშიმშილებდი,
რომ შემეძლოს ნიშნად პროტესტის,
თუმცა სამალავდაკარგული კუჭი მაწუხებს .
ხატავს საღამო ჩემს თეთრ პროფილს
რაღაც გროტესკულ
ჩანახატივით
და
რატომღაც დარჩენილ წუთებს
მძიმე ლანგარზე მიაგორებს გარეთ ბადრაგი.
სადღაც ქარია
მოსწყენიათ ღრუბელებს მძევლობა
მზე არ მაჩვენეს
მზე კი იყო ალბათ ოდესღაც-
ისეთი ახლო,
რომ გისოსებს შორის ძვრებოდა.
სადა ხარ, ღმერთო..

მტკივან სულზე როცა მაბიჯებ,
ნუთუ, უბრალოდ
ჯოჯოხეთის არ გეშინია?!



flower flower flower
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Mon Mar 23, 2009 6:21 am

აქამდე რა გიჭირდა... მოვედი, შენი პირადი "სულთამხუთავი"... Wink
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Tue Mar 24, 2009 7:26 pm

ჩაიცვი!

ჩაიცვი!
შიშველი თვალები მოგიჩანს ჩადრიდან,
რომლებსაც სიყალბე უტარებს ქუჩაში მარათონს.
გაგიცვლი ამინდებს-
შენთან რა ხანია გაწვიმდა
და სველი ასფალტი
კალთების აკეცვას გთავაზობს.
ჩაიცვი!
ხომ გცივა,
ხომ გინდა ცრემლები დამალო,
რამხელა ტბებია
შეხედე, ისედაც შენს ირგვლივ,
შარვლის ტოტებივით ტანზე გიმოკლდება სამყარო,
შენ კი, გარინდული დგახარ
და უბრალოდ არ იძვრი
შენი ადგილიდან,
რომელიც დაგითმო ვიღაცამ,
რომ სიცარიელე ჩუმად ამოგევსო განცდებით,
შეხედე, გათელილ ჰორიზონტს ისე შემოაცვდა
მზერა თუ ღრუბლების თეთრი ქარავანი-
გავცდები
ამ თვალებს,
რომლებიც მოგიჩანს ჩადრიდან,
ყალბია მზერა და
ამინდსაც სცოდნია შეჩვევა.
ჩაიცვი!
ხომ გცივა,
ხომ გინდა ვიღაცამ სანგრიდან-
ჩუმად დაგიძახოს
და გითხრას:
გპატიობ არჩევანს...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sat Apr 04, 2009 10:51 am

Arrow

თეკლე ბატონიშვილი

ბობოს

ვაწვები საწუთროს
წამები-თ დაწრეტილ მიწაზე,
ნაწყენი წამწამი
ცრემლებად დავხატე
ცის კარზე...

ქუჩაში ოცნება
შეკრული ხელებით
მიჰყავდათ...
იცი, გაოცება
შიშველი თვალებით
მიყვარდა...

ნაბრალებ ბრალდებებს
უბრალო საბაბით
ვიბრალებ...
კამათი გავბედე
და ლექსებს თასმებით
მიკრავენ...
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Sat Jul 18, 2009 2:22 pm

ზავი

არაფერია,
გადაგივლის მალე წყენაც და
კვლავ გაიღიმებ
უარაფრო ღიმილით კაცის,
ხელში უფილტრო სიგარეტის
კოლოფს რომ ჭმუჭნის
და მთელი ქუჩის სიმარტოვე
კვამლის საკაცით-
მიაქვს ქალაქში,
სადაც ისე იკარგებიან-
ბგერის ამოთქმას ვერ ასწრებენ
კუთხიდან-ტუჩის
და მარტოობის დასიცხული ქვეშაგებიდან
წვეთავს სიჩუმე.
მუდმივობის ერთი ლაყუჩი
მოაჭერი დროს,
რომ უშენოდ ვერ შეძლოს სუნთქვა,
გვირაბის ბოლოს
უკანასკნელ ბრონქოსპაზმამდე,
შენს თავს თუ გაცდი
გაცდი შენს თავს
და მაინც გინდა
უკან დაბრუნდე
ან უბრალოდ ისევ დაზავდე
შენივე თავთან
და ეს წყენა არ გიღის სულაც,
არ მოგენატროს დარჩენილი
თავს უკან რაღაც
იმად, რომ შენი სამარშრუტო ტაქსი წასულა
დაიგვიანე.
ან მარტივად, იქნებ დაგღალა
გაჩერებებმა შუქნიშნებთან,
როცა ქალაქში,
იკარგებიან უნებართვოდ და გაფრენიდან
სრულ დაშვებამდე-
ან სრულ შვებამდე
ვერ ასწრებ ლოცვას,
ვერ ასწრებ ღიმილს
როცა უცებ დამუხრუჭება-
სხეულს, უფილტრო სიგარეტის ყუთივით ჭმუჭნის
ეშვები ღიმილს
და კარს უკან მზე იხუჭება.

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: კატო ჯავახიშვილი   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
კატო ჯავახიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: