არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პაატა შამუგია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:08 am

Arrow


Last edited by არჩანდა on Mon Feb 23, 2009 1:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:17 am

პაატა შამუგია

მეტაფიზიკური საპონი და ჰალსტუხიანი პოეტები


პირველად ლიტერატურული იატაკქვეშეთი მაშინ გაჩნდა, როცა პლატონმა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა. მე თუ მკითხავთ (ისე, ეჭვი მაქვს, რომ არ მკითხავთ), პლატონის საქციელი აბსოლუტურად გამართლებული იყო. ესსეს ბოლოში მივანიშნებ კიდეც, თუ რატომ ვფიქრობ ასე.
რუსულ პრესაში ძალიან დიდი გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია შარშან გარდაცვლილი რუსი მემარცხენე პოეტის დიმიტრი პრიგოვის ნათქვამმა: მე პოეზიის უკანასკნელი მოჰიკანი ვარო. არადა, რუსებს ის არ გაკვირვებიათ, იმავე პრიგოვმა პოეზიის ფესტივალზე კატა რომ მიიყვანა და ეს შინაური ცხოველი, ბოდიში და, რუსეთიაო, რომ განაცხადა. ჟურნალისტები მაშინ არც კი დაფიქრებულან, რომ ამ პერფორმანსის შემთხვევაშიც მართალი იყო პრიგოვი. ასეთი არასტანდარტული ქცევების გამო რუსული ოფიციოზი დიდხანს დევნიდა მას. 90-იან წლებში ის იძულებით საგიჟეთშიც მოათავსეს და საღად მოაზროვნე ინტელექტუალური წრეები რომ არ ჩარეულიყვნენ, პრიგოვს დიდხანს მოუწევდა ყურყუტი `ნაპოლეონებთან” და `იულიუს კეისრებთან”. ხშირად ასე სჯიან ხოლმე გაბატონებული აზრისადმი შეუგუებელ ადამიანებს!
სამაგიეროდ, იდეოლოგიურ მონოპოლისტებს ყოველთვის უყვარდათ ჰალსტუხგამონასკვული, ზრდილობიანი, “კოფეს ხომ არ მიირთმევთ, ჩემო ბატონო-“თი მოსაუბრე, თავზეჟელეგადასმული კონფორმისტი პოეტები და მწერლები იმიტომ, რომ მათში ვერ ხედავდნენ საფრთხეს (ამიტომაც ქართული საზოგადოებრივი აზრის რეჟისორებისათვის დღემდე ითვლებოდა, რომ “თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ”ტყვია მიზანში მოსახვედრია” კარგად ერითმება ერთმანეთს და უფრო მეტიც, ეს კარგი ლექსია; შესაბამისად, ამ ლექსის ავტორი (და მისნაირები) ხშირად პრეზიდენტებისა და “ცეკას” მდივნების სუფრების საპატიო თამადა იყო ხოლმე).
თავის მხრივ, იდეოლოგებს ყოველთვის ეშინოდათ უწესო, ექსცენტრიკი, არყისსუნიანი, თავხედი “ახალგაზრდა ღმერთების”, რომლებიც ძალიან თამამად ამსხვრევდნენ უმთავრეს ტაბუებს.
თუ ამბროზ ბირსის დაეჯერება (კი, დაეჯერება! პ.შ. ), “საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.” ამიტომ ასეთი არაორდინალები ყოველთვის ასოციალურ ელემენტებად მოიაზრებოდნენ პრაგმატული საზოგადოების მიერ და ამაში იყო რაღაცა კანონზომიერი.
ძირითადი მეთოდი, რომელსაც ოფიციოზი განსხვავებული აზრის მატარებელი ხელოვანების დასათრგუნავად იყენებს, ეს არის მათი მარგინალიზირება, მათი ამორალობის დამტკიცება (ეს ახლა, თორემ ადრე პირდაპირ ცეცხლზე წვავდნენ ხოლმე)... ცალი თვალიც რომ გადავავლოთ “დასჯილ პოეტებს” საკმაოდ დიდი სია შედგება. აგერ, სულ ახლახანს, მეოცე საუკუნეში, ფორუყ ფაროხზადეს დედობის უფლება წაართვეს თავისი თამამი, არატრადიციული, მუსლიმანური სამყაროსათვის უცხო ლექსების გამო. დღეს კი ფაროხზადე მსოფლიო კლასიკაა.
მეოცე საუკუნეშივე წერდნენ “ბიტნიკები”, რომლებსაც გაუმართლათ, რომ ირანში კი არა, ამერიკაში დაიბადნენ. ამიტომ თავიანთი ლექსებისა და სხვა თეორიული იდეების გამო მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ ცემდნენ ხოლმე “კეთილისმსურველი” სნობები. არც ხელისუფლება აკლებდა ხელს და ფარულად სჯიდა ხოლმე. გავიდა დრო და გინსბერგის (“ბიტნიკების” ერთ-ერთი გურუ) იუბილეზე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მოწიწებით მიდიოდნენ, როგორც მესიასთან.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შარლ ბოდლერის პოეტური კრებული “ბოროტების ყვავილები” საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ შერაცხულ იქნა როგორც “ადამიანური მორალის შეურაცხყოფა”, დღეს კი ეს ლექსები არაერთი ჰიპერპროგრესული ქვეყნის სასკოლო პროგრამაშია შეტანილი და მომავალი თაობები სიამოვნებით ეცნობიან ამ `ამორალური” კაცის ტექსტებს.
არც ის მიკვირს, რომ ფრანსუა რაბლეს ყველა პუბლიკაცია გამოცემისთანავე აკრძალული იყო. ადვილი მისახვედრია, თავის დროზე რა რეაქცია ექნებოდათ `ჰალსტუხიანი ლიტერატურის” მოყვარულებს ამ პროვოკატორი გენიოსის ტექსტებზე. დღეს კი რაბლე საფრანგეთის სიმბოლოა.
საფრანგეთმა დიდი გამოცდილება მიიღო, ახლა მას აღარ უკვირს ხელოვანის სიგიჟეები და ამიტომაა, რომ უელბეკის ან ბეგბედერის მიერ მინეტის ნატურალიზაცია და გენიტალიების არაევფემისტური დასახელება აღარ აღიქმება, როგორც აპოკალიფსის ნიშანი (ჩვენთან ეს ჯერ კიდევ სატანიზმად მიიჩნევა).
საზოგადოებას უყვარს გარდაცვლილი პოეტები. ცოცხალ პოეტებთან ცოტა უჭირს კომუნიკაცია. ერთი ინგლისელი ესსეისტი (სახელი არ მახსოვს) წერდა: “ცოცხალი პოეტი ანაქრონიზმიაო.” პოეტები თავისი არსით ასოციალური ელემენტები არიან, ამიტომ ნებისმიერი საღ აზრზე მყოფი სოციუმი ებრძვის მათ. და ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. უფრო სწორად, ეს არის კანონზომიერება: ანუ პოეტები ამსხვრევენ საზოგადოებრივ ტაბუებს, საზოგადოება კი ამსხვრევს პოეტის აწმყოს. ამ ორი მხარის შერიგება ძირითადად ხდება მაშინ, როცა პოეტი კვდება. მკვდარი პოეტი საზოგადოების დიდ სიმპათიებს იმსახურებს.
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ქართულ არტ-სივრცეში ასე მწვავედ არ დგას ტაბუს პრობლემა. ეს ცუდია, რადგან სადაც არ იმსხვევა ტაბუები, სადაც არ ხდება ლიტერატურული პარნასის დესაკრალიზაცია, სადაც `მეტაფიზიკური წიწაკის” ნაცვლად მხოლოდ “მეტაფიზიკურ საპონს” იღებს რეციპიენტი, იქ თანამედროვე ლიტერატურას უჭირს. ევროპულ-ამერიკულმა ლიტერატურამ ეს პრობლემა მოილია, ტაბუები აღარ დარჩა, რომ არ შეხებოდნენ, ამიტომ ახლა, ასე ვთქვათ, ერთობიან, კი არ ებრძვიან, არამედ ეთამაშებიან სიწმინდეებს.
“ხელოვნება იმიტომ კი არ ეთამაშება სიწმინდეებს, რომ პატივს არ სცემს მათ, უბრალოდ, ხელოვნება ეთამაშება ყველაფერს,” _ წერს იაკობ კროტოვი. საქმეც ეგაა, რომ თანამედროვე არტი პოსტმოდერნის სახით მთლიანად იქცა თამაშის ხელოვნებად, ხოლო არტისტი (და ასევე, მკითხველი-რეციპიენტი) _ Hომო Lუდენს-ად ანუ ადამიან-მოთამაშედ. მთელი ეს ლამის კანონიკად შერაცხული კლასიკა პოსტმოდერნმა თავდაყირა დააყენა მისი გამანადგურებლად ირონიული ციტირების გზით. ავანგარდი (მოდერნი) კლასიკურ ტექსტებს უყურებს, როგორც მტერს, ხოლო პოსტმოდერნი _ როგორც სათამაშოს. მისთვის არ არსებობს ხელშეუხებელი სფეროები, რომლის დაცინვაც არ შეიძლება, ეს არის ლიტერატურის სრული ლიბერალიზაცია. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის თანამედროვე არტ-კონცეპტი.
თავის მხრივ, თანამედროვედ ყოფნა ძალიან ძნელი მომენტია. არადა, ერთი შეხედვით ძალიან ადვილადაა ყველაფერი: ჩვენს დროში წერ ლექსებს, ე.ი. თანამედროვე პოეტი ხარ. მაგრამ საქმე უფრო სხვანაირად არის.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:19 am

wina postis gagrdzeleba


თანამედროვე ხარ მაშინ, როცა შენი ბიოლოგიური და მენტალური `არსებობა” ერთმანეთს ემთხვევა. მარტო ქრონოლოგიურად არსებობა 21-ე საუკუნეში ვერავის აქცევს თანამედროვე არტისტად. ასე რომ იყოს, მთელი მწერალთა კავშირი თანამედროვე ლიტერატურის მონაპოვარი იქნებოდა (რეალურად, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ქრონოლოგიურად აღმოჩნდა ამ საუკუნეში).
ანატოლ ფრანსი წერს: “აზროვნება სნეულებაა, რომლითაც ძალიან ცოტანი ხდებიან ავადო.” ამ ლოგიკით, მწერალთა კავშირი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება.
მწერალთა კავშირი დაშალა მისმა არათანამედროვეობამ, აკადემიურობის ნიღბით შეფარულმა ყალბმა ზომიერებამ. პრინციპში, თუ თანამედროვენი იქნებოდნენ, თავიანთივე სურვილით დაიშლებოდნენ იმიტომ, რომ ასეთი ეკლექტური დაჯგუფება არ შეიძლება, თანამედროვე ხელოვანს მოსწონდეს.
ამ გაერთიანებამ უარი თქვა თანამედროვეობაზე და თანამედროვეობამაც უარი თქვა მასზე. დღეს სხვა მოთხოვნებია: პოეტი, რომელმაც არ იცის საყველპურო ინგლისური და კომპიუტერზე მუშაობა არ ეხერხება, ცუდი პოეტია.
ლიტერატურა ყოველთვის იყო სნობების თავშესაფარი. ჩვენთან ეს ფაქტი ორი ნიშნით გამოიყოფა: ერთი მხარე (ძირითადად ძველი თაობის ურაპატრიოტი პოეტები) ეთნო-მესიანიზმს ქადაგებენ, მეორე მხარე კი (გარეგნულად თანამედროვე პოეტები) _ ეთნო-ნიჰილიზმს. ეთნო-მესიანიზმის იდეის გასამყარებელ ორიგინალ, ავთენტურ ტექსტად იოანე ზოსიმე მოიაზრება, რომელსაც რატომღაც გულუბრყვილოდ ეგონა, რომ “ენითა ამით” (ქართული ენით) უნდა განსაჯოს ღმერთმა ყველა ერი. თავის დროზე ამ თემაზე მეცნიერული `შრომები” იწერებოდა, ასეთ ავტორებს შორის იყო ზ. გამსახურდია (იხ: “საქართველოს სულიერი მისია”). მოკლედ, ეთნომესიამიზმის მთავარი თემა იყო ის, რომ ჩვენ დიადი წარსული გვქონდა, რომ ჩვენი ერთი წინაპარი 50 დამპყრობელს ფიცხელ ომში შავ დღეს აყრიდა, რომ ქართული მწერლობა ყველაზე დიდია, ქართული ქათამი ყველაზე დიდ კვერცხს დებს და ა.შ.
დასკვნა: რა თქმა უნდა, ეთნომესიანიზმი გოიმობაა.
ეთნო-ნიჰილისტები აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებენ: ამბობენ, რომ ჩვენ წარსული საერთოდ არ გვქონდა, რომ ქართული მწერლობა სამარცხვინოა თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ენაზეა დაწერილი (სხვათაშორის, თვითონაც ქართულად წერენ), რომ ქართული ქათამი კვერცხს საერთოდ არ დებს და ა.შ.
დასკვნა: ეთნო-ნიჰილიზმიც ისეთივე გოიმობაა, როგორც ეთნო-მესიანიზმი. იმიტომ, რომ მწერლობა არ არის ამ ორიდან რომელიმეს დამტკიცება და საერთოდ, მწერლობა არაა რაიმეს მტკიცება (თუმცა, მე, პირადად, ეთნო-ნიჰილიზმი (ანუ თვითკრიტიკა, როგორც თვითიდენტიფიკაციის სწორი გზა) ჯანსაღ პროცესად მიმაჩნია, ოღონდ მხატვრულ ტექსტში ამის მტკიცებას ფანტაზიის ნაკლებობად და სნობიზმად აღვიქვამ).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სნობების არსებობა ავითარებს ლიტერატურას. იმიტომ, რომ თუ სნობები აღარ იქნებიან, მაშინ პოეტს აღარ ექნება ფაქტი, რის წინააღმდეგაც უნდა ამბოხდეს. ალბათ, ალბერ კამიუ გოიმების ნაკლებობას განიცდიდა, როცა წერდა: “მე ვეძებ ჩემი ამბოხების მიზეზს, რომელიც ჯერჯერობით არ მომეცაო.”
დღევანდელი არტი პროტესტის ნიშნად დასცინის კლასიკას, დასცინის `მაღალი იდეალების” არამყარობის გამო; პოსტმოდერნისტულმა არტმა საზოგადოებას შესთავაზა გართობა, ტექსტუალური სანახაობა, ტექსტებს გამოაცალა დიდაქტიკა (თუ დიდაქტიკა მაინც არის ასეთ არტში, ესე იგი ესაა ირონია დიდაქტიკაზე) და მხოლოდ პაროდიის მიზნით თუ მიმართავს კლასიკას.
პოსტმოდერნის (ტრანსავანგარდის) თავისუფალი მიდგომისგან განსხვავებით, ავანგარდი უფრო დაძაბული სახით დაუპირისპირდა კლასიკას. რადიკალი მემარცხენე პოეტი ჰანს არპი ძალიან შორს წავიდა და საზოგადოებას “მეტაფიზიკური წიწაკა” შესთავაზა. მეტაფიზიკური წიწაკა არის დაახლოებით ის, რაც მაგალითად, მარინეტიმ შესთავაზა ხალხს: საშინელი რეალობა _ კლასიკის განადგურება, მუზეუმების დაწვა... `მეტაფიზიკური წიწაკა” არის ომის სახელით მშვიდობის დამყარების უტოპისტური თეორია და კარგიც იმიტომაა, რომ უტოპისტურია, ეს ხომ პოეზიაა (თუმცა, თვითონ ანტიპოეტებად მიიჩნევდნენ თავს).
ქართულ სივრცეში არტისტის პროტესტი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, მხოლოდ თეორიულ მსხვერპლშეწირვაზე ჩერდება არჩევანი. ამისგან განსხვავებით, ავსტრიელმა ბოდი-არტიზმის მიმდევარმა შვარცკოგლერმა ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი ჩაატარა: მან ნაკუწ-ნაკუწ დაიჩეხა სხეული და სისხლდენით მოკვდა. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა და ყველაზე დიდი პოეტური აქტი, პროტესტი, რომელსაც თავისი სხეულითაც უერთგულა. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მაზოხისტური აქტი, რომ არ მომკვდარიყო, მაგრამ შვარცკოგლერი `შეგნებულად მოკვდა.”
ამიტომ იყო პლატონი მართალი (სახელმწიფოებრივი დისკურსის გათვალისწინებით), როცა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა.














ამიტომაც გაჩნდა პოსტმოდერნი, როგორც ერთგვარი დამცავი საშუალება. ანუ: ეს მიმდინარეობა ცდილობს, შეარიგოს ორი მოსისხლე მტერი _ ელიტური და პოპ-ლიტერატურა. პოსტმოდერნი მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზეა გადართული და ემორჩილება ე.წ. ნონსელექციის პრინციპს, უფრო სწორად დარვინის “ბუნებრივი გადარჩევის” პრინციპს: გადარჩება ძლიერი. ამიტომაც არის ის ყველაზე დემოკრატიული მიმდინარეობა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:21 am

როგორ დავწეროთ ლექსები
პაატა შამუგია
(ტექსტები და კონტექსტები)


ხშირად ხდება, რომ ხელოვნება იმ სფეროზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. ეს კონტექსტის კრიზისია. როცა კონტექსტები არ ჩანს, ძნელია იფიქრო სახელოვნებო პროცესზე, როგორც ასეთზე.
ამ ესეში მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ქართული ტექსტებისა და კონტექსტების ურთიერთობას.
მანამდე კი:
პოეზიას ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს: რელიგია და თვითონ პოეზია.
დავიწყოთ უკანასკნელით: პოეზია პოეზიის წინააღმდეგ.
ქართულ პერიოდიკაში ადრეც დაწერილა იმის შესახებ, რომ არსებობენ პრივილეგირებული სიტყვები, ფრაზები, მოვლენები, რომლებიც ითვლება პოეტურად, ანუ მათი გამოყენება პოეზიაში ასე ვთქვათ, პოეზიას ხდის პოეზიად. შესაბამისად, არსებობენ სიტყვები, მოვლენები, რომელთა გატექსტება, გავრცელებული თვალსაზრისით, მკრეხელობა თუ არა, არაპოეტური მაინცაა.
სინამდვილეში კი `პოეტური” და `არაპოეტური” სიტყვების არსებობა ფიქციაა, სიტყვას თუ მოვლენას პოეტურად ხდის კონტექსტი. რა თქმა უნდა საკამათოა თავად ტერმინი `პოეტური”, რას ნიშნავს ის? მაგ: სიტყვა `ბოქვენი” რატომ არ არის პოეტური და რა კომპონენტში სჯობს მას სიტყვა `მთვარე?” რატომ არის პოეტური `რაში” და არა _ `ჯორი?”
უნდა მოხდეს `მეორეხარისხოვნების, როგორც ღირებულების განმტკიცება” (აკილე ბენიტო ოლივა), მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია. შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი `შეცონდ Aრტ” (სექენდ არტ) და ამით მოვინიშნოთ პოსტინდუსტრიული ლირიკის საზღვრები, რომლებსაც ბოლოსკენ ალბათ შევეხები.
მოტივირებული კონტექსტი ნებისმიერ სიტყვას აძლევს ესთეტიკური არსებობის შესაძლებლობას. მთავარია კონტექსტი. კონტექსტის გარეშე დაწერილი სიტყვა `სამშობლო” გაცილებით უზრდელურად ჟღერს, ვიდრე სიტყვა `ტრაკი.”
მაგალითად, ტომაზო ლანდოლფის მიერ ორგაზმის ოთხგვერდიანი აღწერა გაცილებით პოეტურია (ამ სიტყვის თუნდაც ტრადიციული განმარტებების მოშველიებით), ვიდრე მთელი `ანა კარენინა” თავისი გულისგამაწვრილებელი პათოსითა და ფსევდოინტელექტუალური განაზრებებით. უიტმენის `ყოფითი” ტექსტები, რომლებიც ბევრ ლიტერატურათმცოდნეში `დეილი ტელეგრაფის” პუბლიკაციების ასოციაციას იწვევდა, პლანეტის საუკეთესო პოეზიაა.
პოეტმა-არტისტმა უნდა შექმნას კონტექსტი, რომელშიც აცხოვრებს თავის ტექსტებს. ტექსტი, რომელიც გაურბის კონტექსტს, კლავს საკუთარ არსებობას. ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს კონტექსტში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზუსტად ამიტომ სასურველია, მალე მოხდეს უკვე ნახსენები მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია, რაც დაუბრუნებს დაჩაგრულ საგნებსა და სიტყვებს უფლებას, მოხვდნენ პოეტურ განზომილებაში.
ნებისმიერ ნივთს აქვს უფლება, აღიწეროს. კონტექსტის მიცემის შემთხვევაში, საპირფარეშოს იხვი და `თი-ბი-სი ბანკის” 17 %-იანი განვადება ისეთივე პოეტური (ფ)აქტი ხდება, როგორც `ბჰაგავატ გიტა” და `ბალახის ფოთლები”.
მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული ღირებულების გამტკიცებას ხელს უშლის აბსოლუტისტური წარმოდგენები პოეზიაზე, მის `საკრალურ” ბუნებაზე, შესაბამისად, პოეზიის თემად მიიჩნევა მხოლოდ `ამაღლებული” (?) მოვლენები. ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს `ღვთაებრივი ინიციაციის” თეორია, პოეტის, როგორც ღვთისგან ან მსგავსი მოვლენისგან ხელდასხმული ადეპტის წარმოდგენა და ა.შ. საბჭოთა საქართველოში ჩამოსული სტაინბეკი თავის `რუსულ დღიურში” (თუ კარგად მახსოვს, ეგრე ჰქვია) წერს, თუ როგორ ვერ გააგებინა ქართველ მწერლებს, რომ იქ, ამერიკაში მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი პროფესიაა, როგორც ვთქვათ, ინჟინრობა და არავინ მიიჩნევს მწერალს ერის წინამძღოლად და ღვთისგან ხელდასხმულად. ქართველებს გაუკვირდებოდათ ასეთი მიდგომა, აბა რა. ქართველი პოეტი ხომ ღვთის შიკრიკია.
აი, ამ კონტექსტების გათვალისწინებით უამრავი ლექსი ზედმეტად `სერიოზულად” იწერება.
ავტორი ძალიან სერიოზული სახით ეკიდება თავის საქმეს მაშინ, როცა პოეზია პლანეტის ყველაზე არასერიოზული საქმიანობა.
პოეზია თამაშია.
პირველი პოეტი-პერფორმერები _ ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში `კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ.
10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული `ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები.

`სადაც კარგი ბარებია,
გოგო დაგიბარებია,
ისე დაგიბარებია,
როგორც დაგიბარებია.”

ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც საერთოდ მეოცე საუკუნეში დაწერილა. იმიტომ, რომ დაწერილია პოეტი-მოთამაშის მიერ და ტექსტიც ცხოვრობს შესაბამის კონტექსტში. ცხადია, ეს არაა ინტელექტუალური პოეზიის კონტექსტი, როგორც მაგ: ხარანაულის `წიგნი ამბა ბესარიონისა” ან ბარბაქაძის `ლოგიკის მონატრება”. ამ პოეტებს სხვადასხვა კონტექსტები აქვთ და ყველა მათგანი ზუსტად იცავს თავის ტერიტორიას. მაგრამ ასეთი ზუსტი კონტექსტები ძალიან მცირეა ქართულ ლიტერატურაში, რისი მთავარი განმაპირობებელი, ჩემი აზრით, არის ავტორების სურვილი, იყვნენ ფილოსოფიურები. შედეგად ვიღებთ კვაზიინტელექტუალურ პოეზიას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ცუდადგარითმულ `წმინდა გონების კრიტიკას”.
პოეტური `ეგოს”-ს პრეზენტირების მიზანმიმართულად ფილოსოფიურ-ლირიკული მეთოდი ფიასკოთი დამთავრდა.
`ქართული” რილკე ვერ შედგა.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:26 am

gagardzeleba wina postis



ოთარ ჭილაძის ლექსები არის ცხადი ნიმუში პოეზიაში მიზანმიმართული ფილოსოფიურობის კრახისა. მსგავსი შაქარყინულოვანი, მონოტონური ფილოსოფიურობა ძალიან იოლი პოზა გახდა. ფაქტია, რომ მათით შეყვარებული თინეიჯერები სიამოვნებით იმესიჯებენ, მაგრამ ამ ტექსტების შემოქმედებითი ეფემერულობა გარდაუვალია. ამავდროულად, სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ჭილაძემ მოახერხა, შეექმნა ჩვენი დროის საუკეთესო მონუმენტური პროზა (არა მარტო ქართული მასშტაბით). პროზაში მისი ფილოსოფიური ნარატივი ძალიან მაღალი პილოტაჟის ნიმუშია.
როგორც უკვე ითქვა, ჩვენთან კონტექსტის კრიზისია.
ამიტომაც ქართული მწერლობა ისევ არის ბაყაყი და სამწუხაროდ, ჯერ ერთი ბებრუხანა პრინციც კი ვერ მოიძებნა, რომელიც მას აკოცებდა და მზეთუნახავად გადააქცევდა.
ქართულმა ლიტერატურამ უნდა დაივიწყოს `მაღალი” იდეალები, უნდა დაივიწყოს `სამი სტილის თეორია”, უნდა დაივიწყოს `დიადი” ლიტერატურული მემკვიდრეობა, უნდა დაივიწყოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი... და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მის თანამედროვე არტში ინტეგრირებაზე საუბარი. რაც მთავარია, ტექსტები უნდა გახდეს ადამიანური, ძალიან ადამიანური. ადამიანურში არ ვგულისხმობ ჰუმანურს (როგორც ამას მისი ეტიმოლოგია გვაიძულებს), უფრო პირიქით. თავის მხრივ, წარსულის დავიწყებაშიც არ იგულისხმება მისი არგამოყენება, ესეც პირიქით. გამოიყენე და დაივიწყე, ან პირიქით: დაივიწყე და მერე გამოიყენე. ეს წარსულის რეექსპონაციაა.
წარსულის შეცვლა შესაძლებელია. ესაა მისი ინტერპრეტირება, რევიზირება, რეექსპონირება. ჩვენ წარსულს უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა, სხვანაირად მისი სრულფასოვანი ექსპლიცირება ვერ მოხდება. `ვეფხისტყაოსნის” მიმართ ქართველი ლექტორ-მასწავლებლების რელიგიურ-ეგზალტაციური დამოკიდებულების გამო დღემდე ეს წიგნი საერთოდ არ შეფასებულა. საჭიროა, უარვყოთ `ვეფხისტყაოსანი”, გამოვუცხადოთ მას სრული უნდობლობა, დავცინოთ, აბუჩად ავიგდოთ... და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი შეფასება (ან (გა)დაფასება). და ასე უნდა მოხდეს ყველა საკრალიზებული წიგნისა თუ სხვა კულტურული კონცეფციის გადახედვა. მარინეტისგან განსხვავებით, ჩემი ეს აზრი მხატვრული მემკვიდრეობის პრაგმატულად შეფასებას ემსახურება და არა _ მის განადგურებას.
ბარიერი #2: რელიგია.
ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ წერა ათეიზმია. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს. თვითონ პროცესია ათეისტური. წერო _ ნიშნავს, იყო თავხედი, არ ითვალისწინებდე ტაბუებს (სოციალურს, ლინგვისტურსა თუ რელიგიურს).
პოეტის მხრიდან რელიგიური თემების ჰერმენევტიკა მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიცაა ანჟეი ბურსასთან:

`მე მწამს ყველა სახელმწიფოს რელიგიები
მწამს ერთდროულად ყველა იდეალი
ისე როგორც იმათი უგუნურება ვინც ისინი მოიგონა”
(მთარგმნ. დ. ბარბაქაძე)

ვინც ხელოვნებას ღვთაებრივ ინიციციად მიიჩნევს, მას გაუჩნდება კითხვა, თუ რატომაა წერა ათეიზმი, ან როგორ შეიძლება ის, რაც ღვთისგან მოდის, ათეიზმი იყოს. ჯერ ერთი, ძნელი დასამტკიცებელია, ღვთისგან მოდის თუ არა, და მეორეც, გავიხსენოთ, რომ `ღმერთიც კი ზოგჯერ ათეისტია” (ვგულისხმობ ეჟი ლეცის ერთ `დაუვარცხნელ აზრს”, რომელიც დაახლოებით ასე `ჟღერს”).
თუ ასეთი თავისუფლება ვინმეს უზნეობად მიაჩნია, ვკითხავ: რას ნიშნავს ზნეობა ლიტერატურაში? ეს იგივე ხომ არაა, რაც წიწაკა მარწყვში?
ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვნება იმ კონტექსტზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა.
ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ზნეობა.
პოეტური კონტექსტი ზნეობისაგან გასვლას ითხოვს, ვინაიდან ძნელია, ერთდროულად ორ ცხენზე იჯდე. ძნელია, აღწერო თუ როგორ უხეთქავს თავს უმწეო დედაბერს ეგზალტირებული რასკოლნიკოვი და ამავდროულად იფიქრო, მორალური ასპექტით რამდენად გამართლებულია ამაზე წერა. ძნელია, პერსონაჟს ათქმევინო, ქრისტე სულელიაო (როგორც ეს ნობელიანტმა სარამაგომ გააკეთა) და მერე თავი იმტვრიო, ზნეობრივია (ან ქრისტიანულია) თუ არა ამაზე წერა. დიდაქტიკა დავუთმოთ სასულიერო პირებს და დაწყებითი კლასის პედაგოგებს.
შელი ძალიან სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ის, რაც კარგია პროზაში, გულისამრევია პოეზიაში. ავტორი გულისხმობდა დიდაქტიკურ-მორალისტურ ტენდენციებს პოეზიაში, ასეთად ვთვლი აფორიზმებს `ვეფხისტყაოსანში” (მორალისტურ პროზაზეც იმავეს ვიტყოდი.).
პოეზია, რომელიც ზნეობას აფარებს თავს, ყალბია.

დიდხანს ვისაუბრე ავტორ(იტეტ)ებზე, ორი სიტყვით შევეხები ჩემი თაობის ფართო წრეებში ჯერარცნობილ პოეტებს (არტ-ჯგუფები `ლაბორატორია”, `ვარდისფერი ავტობუსი”, `ლილ”, ცალკეული თინეიჯერი პოეტები), რომლებიც ზუსტად ამ უკანასკნელი მიზეზის (ჯერარცნობილობის) გამო არიან გაცილებით თავისუფლები. მათ ჯერ არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარმოდგენები. შესაბამისად, მეტი ენერგიით ცდილობენ თავისუფალი კონტექსტების მოძებნას. აქ იკვეთება `სექენდ არტის” სილუეტები, რომელიც არ ახარისხებს თემებს, სიტყვებს, ადამიანებს. მათთვის შამპანურის გატეხილი ბოთლი ან მზესუმზირის ნაჭუჭი ისეთივე ფილოსოფიური განაზრების მიზეზი ხდება, როგორც არქიმედესათვის ამომგდები ძალის თეორია. ეს სექენდ არტია. ბოლოსდაბოლოს, თანამედროვე კულტურაა სექენდ კულტურა.

რაც შეეხება სათაურს `როგორ დავწეროთ ლექსები”, სიმართლე გითხრათ, ეგ მეც არ ვიცი!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:27 am

ეს არის ძალიან მოდური ორი ესსე და საკმაოდ ცხარე დებატებიც გამოიწვია,როგორც ვიცი.
ჩემს მიერ აქ დადება მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების სურვილს ატარებს.პირადად მე,ბევრ რამეს არ ვეთანხმები .

საშუალო და უფროსი თაობის და ახალგაზრდა თაობის ლიტერატორებს შორის დიალოგი,ჯანსაღი დისკუსია მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას. ასე მგონია.თუ რამე ისეთია,ბობორიკამ წაშალოს ეს გვერდი.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 1:45 am

nini wrote:
ეს არის ძალიან მოდური ორი ესსე და საკმაოდ ცხარე დებატებიც გამოიწვია,როგორც ვიცი.
ჩემს მიერ აქ დადება მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების სურვილს ატარებს.პირადად მე,ბევრ რამეს არ ვეთანხმები .

საშუალო და უფროსი თაობის და ახალგაზრდა თაობის ლიტერატორებს შორის დიალოგი,ჯანსაღი დისკუსია მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას. ასე მგონია.თუ რამე ისეთია,ბობორიკამ წაშალოს ეს გვერდი.

Arrow

ნინი, ეს არჩანდა არის, გულზე რომ არ ეხატება ”დემოკრატების” გამოგონილი ”პოსტმოდერნები”, თორემ ბობორიკი ამ ესეებს არ წაშლის... იმიტომ, რომ თავის შეხედულებას გამოხატავს ავტორიო...

ვნახოთ, თუ დაინტერესდებიან არმურელები... ამათ ხომ სულ მთისკენ გაურბით ფიქრი...

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 2:12 am

ესსე წერენ დღეს. და ესეისტიკა.
ანუ სწორი ფორმაა ესე?
და ერთი არალიტერატორი ამიტანეთ საიტზე.Smile და ძაან არ დამცინოთ ხოლმე Smile
ბობო,ზოგი მწერს ხოლმე ესე,და ზოგო ესსე.რომელია სწორი ფორმა?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Mon Feb 23, 2009 10:30 am

nini wrote:
ესსე წერენ დღეს. და ესეისტიკა.
ანუ სწორი ფორმაა ესე?
და ერთი არალიტერატორი ამიტანეთ საიტზე.Smile და ძაან არ დამცინოთ ხოლმე Smile
ბობო,ზოგი მწერს ხოლმე ესე,და ზოგო ესსე.რომელია სწორი ფორმა?

Arrow

ნინი, ესეის ინგლისური ფორმაა Essay
”ესსე”-საც წერდნენ ხოლმე, ”ესსეი”-საც, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად წაუვალთ, რომ ქართულ ენას არ უყვარს თანხმოვნების გაორმაგება. რატომ არ უყვარს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეგეთი ხასიათი აქვს ამ ენას.
ამიტომ სწორი ფორმა არის ”ესეი” და მრავლობითში ”ესეები”. ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილის ”ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიც” ამ ფორმას გვთავაზობს - გვერდი 270, გამომცემლობა ”განათლება”, თბილისი, 1998 წელი.

და მეც რო არა ვარ ლიტერატორი? - გეოლოგი ვარ... ყოფილი... Smile ანუ, მარკშეიდერი, დაახლოებით და, - ერთი კარგი მარკშეიდერი ყველგან საჭიროა, რომ იცოდე...

lol!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა შამუგია   Sun Jul 08, 2012 12:57 pm

პაატა შამუგია

ირაკლი ჯავახაძის „სამი ძველი მოთხრობა“

90-იანებზე ბევრი ქართველი მწერალი გარჯილა, ზოგი კარგად, ზოგიც – პირიქით. მე შენ გეტყვი და, მასალა შემოაკლდებოდათ! ეგ 90-იანები საცხოვრებლად არ ვარგოდა, თორემ საწერად და აღსაწერად პირდაპირ მისწრება იყო. გეხსომებათ, მზა კრიმინალური სცენარები, უშუალოდ, მოქალაქეების შუბლებზე ცხვებოდა. მაგრამ კრიმინალის, უფულობის, უიმედობის და კიდევ ბევრი უ-რაღაცობის დროსაც ადამიანები მაინც ცხოვრობდნენ. და რაკი ცხოვრობდნენ, ესე იგი, უყვარდათ, სძულდათ, შურდათ, ეშინოდათ, სწამდათ...

ირაკლი ჯავახაძის „სამი ძველი მოთხრობა“ 90-იანი წლების მხატვრული დოკუმენტია, თავისი ყველა აქსესუარით – „სავეტსკი“ მანქანებით (იშვიათად, „ფირმენებიც“ გაიელვებს, ოღონდ ისე, 25-ე კადრივით), იაფფასიანი არყით, იმდროინდელი ქართული (ღმერთმანი!) ჰიტებით, რუსეთში გადა-გადმო-ფრენებით, ჩხუბებით, სიყვარულით. ეს უკანასკნელი ალბათ ყველა დროში თითქმის ერთნაირია და მთლად 90-იანებს ვერ მივაკუთვნებთ, თუმცა მაინც იყო რაღაც სხვანაირი ამ ურთიერთობებშიც.

ავტორი ზედმეტი კოკეტობისა და ქარაგმების გარეშე ჰყვება სათქმელს. ყველა ფრაზა ზუსტია, მხატვრულად მოტივირებული და კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი. თხრობის სწრაფი ტემპი და მარჯვე იუმორი ამსუბუქებს იმ მძიმე სურათებს, მოთხრობებში რომ გამოჩნდება ხოლმე.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორის პროტაგონისტი (ადრე რომ ლირიკულ მე-ს ეტყოდნენ) ხშირად თავად ავტორივეა. ერთგვარი ავტობიოგრაფიული მოთხრობებია. მაგალითად, თავიდან ბოლოდე რეალური მგონია მოთხრობა, რომელსაც ჰქვია „თავიდან ბოლომდე გამოგონილი ამბავი“. კალამბურად ნუ ჩამითვლით, გაგახსენებთ, ვაჟა-ფშაველას თავისი ზღაპრის ქვესათაურად რომ „ნამდვილი ამბავი“ ეწერა. ეს ისე, რემარკისთვის, თორემ ტექსტის ავ-კარგზე ეს არ მოქმედებს. დავაბრალოთ ეს ყველაფერი ჩემს მამაკაცურ ალღოს. თუმცა ავტორი მოთხრობაშივე აღნიშნავს, რომ ალღოზე ასეთი წარმოდგენა იმთავითვე მცდარია: „არავითარი მამაკაცური და ქალური ალღო არ არსებობს. არსებობს ჩვეულებრივი ადამიანური ალღო, რომლის გამოვლინების შემთხვევაში, მამაკაცები ქალურად, ქალები კი მამაკაცურად ნათლავენ (იშვიათად – პირიქითაც ხდება)“, – აღნიშნავს მოთხრობის პერსონაჟი.

მოთხრობა მეორე პირისადმი მიმართვის ფორმითაა დაწერილი, თითქოს ავტორი იხსენებს, წარსულში იჩხრიკება, საკუთარ თავს ესაუბრება, ეკამათება და ცდილობს, ჩვენც, მკითხველებიც, დაგვასწროს ამ ფაქტს.

ტექსტის დასაწყისი – მოკლე (მაგრამ არსებითი) კითხვებისგან შემდგარი მომცრო აბზაცი – ბეგბედერის „ექსტაზის“ ალუზიას აჩენს. თუმცა, სულ პირიქით – იმ დროს, როცა ჯავახაძის ეს მოთხრობა დაიწერა, ბეგბედერი „რეკლამშიკად“ მუშაობდა და კალამი (თუ კლავიატურა) გაცილებით გვიან მოსინჯა, ასე, 10-ოდე წლის მერე.

ყოფით თემებთან ერთად ავტორი შემოაპარებს ხოლმე ფილოსოფიურ, ეგზისტენციურ საკითხებსაც, ოღონდ უმტკივნეულოდ, ისე, რომ ტექსტის სადა ფაქტურა არ დაირღვეს.

მოთხრობა „კოლია“ ორი სხვადასხვა ეროვნების ადამიანის შინაარსიან ურთიერთობაზეა აგებული. მეტყველი დიალოგები და მასში გაბნეული ცოცხალი იუმორი მას კარგად საკითხავს ხდის, თუმცა ფინალი საკმაოდ სევდიანი და პირქუშია.

სამაგიეროდ „ადამიანი ზერო“-ს ფინალი გაცილებით ოპტიმისტური და სასიამოვნოა.

„ადამიანი ზერო“ არის მოთხრობა ადამიან ზერო-ზე, ადამიან ნულზე, ადამიან მომხმარებელზე, რომელსაც ყველაფერი დაანგარიშებული აქვს და „ცივი ოფლი ასხამს, როცა მეზობელი გადაწყვეტს, შეწყვიტოს ამქვეყნიური არსებობა და სული უფალს მიაბაროს“, რადგან „ყოველი გროში გამოანგარიშებული აქვს“. მაგრამ ასეთი სტანდარტული, ნაცრისფერი ადამიანების ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე გარდამტეხი, გაუთვალისწინებელი ფაქტები. და, როგორც წესი, ეს „გაუთვალისწინებელი ფაქტი“ საწინააღმდეგო სქესისაა ხოლმე. ამ შემთხვევაში მორალური დილემაა – ან მობეზრებამდე შეჩვეული ოჯახი, ან უჩვეულოდ კომფორტული ცხოვრება საბედისწერო (და საოცნებო) ქალთან ერთად.

რთული მომენტია ნამდვილად. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მას ნაწარმოებში საკმაოდ სასიამოვნო დასასრული აქვს. დაახლოებით ალბათ მიხვდით – როგორიც, თუმცა მაინც აჯობებს თავად მოთხრობა წაიკითხოთ, ავტორი უკეთ მოგიყვებათ. მით უფრო, რომ ეს სადა და გემოვნებიანი მოთხრობებია – ყოველგვარი გაწელვის, გაპრანჭვისა და „გაჯოისების“ გარეშე დაწერილი.



"ქართული მწერლობა", #6, 2011.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: პაატა შამუგია   

Back to top Go down
 
პაატა შამუგია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: