არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ჯაბანი მინდოდაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჯაბანი მინდოდაური   Mon Feb 23, 2009 12:08 am

ჯაბანი მინდოდაური სოფელ ჭიჩოდან ყოფილა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Mon Feb 23, 2009 12:12 am

ჯაბანი მინდოდაური

ჯაბანი მინდოდაური
ხოშარელებსა ბრიყვობსა,
ხოშარით ტყემალნ დასწვადნა,
ხილ უნდა გაჩნდეს ჭიჩოსა.
მალ-მალე გადაუხედნებს,
არავინ დამიხლიჩოსა,
ხოშარით გამოქცეული
ერთ მუხლად მივა ჭიჩოსა.

---
”დამიხლიჩოსა” - დამიკრიფოს.

Arrow

ჯაბანი მინდოდაური გადაჰკიდებია ხოშარელ ქვრივ ქალს და მოსვენებას აღარ აძლევდა. ქვრივი თურმე უშლიდა, არ თანაუგრძნობდა, მაგრამ ჯაბანი თავისას არ იშლიდა.
ერთხელ ჯაბანს უთქვამს:
- ამაღამ შენთან უნდა მოვიდეო.
ქალი შეეხვეწა თურმე:
- სოფელში თავს ნუ მომჭრი, ნუ მოხვალო.
- არა, მოვალო! - უთქვამს ჯაბანს.
მაშინ ამ ქვრივ ქალს სოფლელებისთვის შეუჩივლია.
ხოშარელი ახალგაზრდები ჩაუსაფრდნენ თურმე ჯაბანს ქვრივის სახლთან და, შუაღამისას, მელასავით რომ მოიპარებოდა, დაიჭირეს. მოიტანეს ჯაჭვი და იქვე ტყემალზე მიაბეს: ხვალ ხალხს ვაჩვენოთო. წავიდნენ და ჯაბანი იქ დატოვეს ტყემალზე მიბმული.

ცალკე სირცხვილისა და ცალკე ხალხის შიშით, იმდენი იწია ჯაბანმა, რომ ტყემალი ძირიანად ამოგლიჯა და ასე, ზურგზე ტყემალმიბმული მივიდა ჭიჩოს, თავის სახლში.

drunken sunny cheers


Last edited by გამრიგე on Sat Oct 23, 2010 10:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Mon Feb 23, 2009 12:24 am

Arrow

მოკლედ, ძალიან მაგრები არიან ეს ჭიჩოვლები - ხან ერთიმეორეს ხოცავენ ნადირობისას, ხან ხინკალს ჰხაშვენ არაგვშია და ხან ზურგზე აკრული ტყემლის ნერგებით დაიარებიან!

Wink

ეგეთა ლეგენდარული სოფელი მეორე არ არის მთაჩია...

lol!

დავითო თეთრაულმა არ გაგვიგოს, თორო დაგვხოცს სუყველასა!.. ჭიჩოელები არიან თეთრაულები და...

Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Mon Feb 23, 2009 8:41 am

cheers

ცოლი სჯობის თუ წაწალი
-----------------------------------
მეტოქე:
----------------
ცოლი სჯობის თუ წაწალი?
ჯაბანო,შენა გკითხაო.


ჯაბანი:
--------------
ცოლი სჯობია წაწალსა,
წაწალი ფეხზე მკიდაო,
წაწალს სჭირდება ფერობა,
ცოლს კი არასა ვკითხაო.


queen king queen Sad
ჯაბანი და კაცობა
----------------------------
კაცობა:
------------
კაცობამ უთხრა ჯაბანსა,
მოდი ვიყიდოთ ბაკლაო!


ჯაბანი:
---------------
ჰო,შენმა გამარჯვებამა,
მაგისმეტ რაღა გვაკლაო?
ისეთს რად იტყვი,კაცობავ,
რაითაც ჩემს გულს დაჰკლაო;
ფეხზეით ქალმებ დაგცვივდა,
თავზე ქუდ აღარ გაკრაო.

king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Wed Mar 11, 2009 8:27 am

არ კი გითხარი,ჯაბანო
-------------------------

თათარი:
------------
არ კი გითხარი,ჯაბანო,
მალედავ გაგტეხს თათარი!

ჯაბანი:
---------
მე რო გამტეხო,კაცი ვარ,
ჯერ ქვა გასტეხე საყდარი,
შაკონილ ჩამოგავლიეს,
უკან მოგდევდა ჩაფარი.
შვინდიანამდე არ ჩაგყვა
დედის ჩადებულ საგზალი.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Fri Mar 27, 2009 7:57 am

ჩემთან გადმოხე,ჯაბანო!
---------------------------------

მეტოქე:
-------------

ჩემთან გადმოხე,ჯაბანო, cheers
სალექსოდა ხარ განთქმული.

ჯაბანი:
---------
მე რა გამივა შენთანა,
დიდკაცადა ხარ გასული.
ერთ შენა'დ წოწკურაული,
მეორე_გურგენთ მაჩური,
მესამე სუმელჯაია
ახატულ-ჩამოხატული. jocolor

მეტოქე:
------------
რად არ კიდევაც დაგიკლავთ,
კუდა ხარ რო გყავთ შათქმული?

ჯაბანი:
---------
ჩვენ ხატ გან მათხოვარია,
რას არგებს ერთხელ დაკლული?
... lol!

***
პატარა თხოვნა გვაქვს გამრიგესთან:
sunny გიორგი ანთაურის მასალებში მამა-შვილის კაფია ორჯერაა დადებული(ჩემი ბრალია).პირველ გვერდზე რომ არის,ის დარჩეს და ამოვიღოთ მეორე გვერდიდან.
...
წიწოთ კარატიელიც
ნიჭიერი მელექსეა.
ჩემი და ბობორიკის შუამდგომლობით
იქნებ შემოგვეშვა კაფიების "რინგზე."
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Wed May 13, 2009 8:52 am



ჯაბანი და მელა
---------------------------

ჯაბან წავიდა ტყეშია,
გამაჰდგომიყო მელასა; bounce
bounce მელა სოროში შაუძვრა,
ჰთხრის და ვეღარა ჰხელავსა. Question

მეტოქე:
- - -
რა არი,ძმაო ჯაბანო,
რასა სთხრი მაგოდენასა?

ჯაბანი:
- - -
მა რა ვქნა,შენი კვნესამე,
უნდა წავიღო თელავსა,
თავისად ჩოხა ვიყიდო,
კაბა უყიდო ლელასა. queen
მიუვალ გაზაფხულზედა,
ტიტველსა,ცარიელასა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   Sun Aug 02, 2009 9:36 pm





ვინ გამოგიცხობს,
ჯაბანო



მ ე ტ ო ქ ე:

ვინ გამოგიცხობს,ჯაბანო,
წელწადჩი ბედის კვერასა?

ჯ ა ბ ა ნ ი:

მე ბედის კვერა რად მინდა,
ხმიადას ჩავცხობ თხელასა!
მე’დ ლელა წამოუსხდებით,
შავატანთ ხაჭოს კვერასა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ჯაბანი მინდოდაური   

Back to top Go down
 
ჯაბანი მინდოდაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: