არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 ელგუჯა უძილაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 12:18 pm

ელგუჯა უძილაური

შატილის ცასავით

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე, მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.

Arrow

აი, ეს ლექსი ცნობილ სიმღერად იქცა, რა ხანია...
ჰოდა, პაპა იოსებ ლონგიშვილივით ამის ავტორსაც რომ არ მოჰპარონ ეს მართლა კარგი ლექსი, მოდით, ყველგან ვთქვათ ხოლმე, - ელგუჯამ დაწერა ეს ლექსი, უძილაურმაო!..

Idea

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 1:43 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 12:28 pm

* * *
აშლილან თეთრი ნისლები,
აჰყვნენ ხეობებს კლდიანებს,
ისევ თოვს საჯიხვეებში,
ისევ ქარბუქი მძვინვარებს ...
კვლავ თეთრი ჩოხა აცვია
მწვერვალებს, ყინულიანებს.
წელს წეროებმაც სიმღერით
გადმოვლა დააგვიანეს.
ვსერავ თოვლიან ბილიკებს,
ვნატრობ რიჟრაჟებს, მზიანებს.
ჩემს ნაფეხურებს ქარი შლის,
სულში მიტოვებს იარებს.
მკერდში ძგერს გული მღელვარე,
ქვემოთ კი ილტო ღრიალებს...

ვინ იცის, ფშავლის საგულეს
რა ცეცხლის ალი ტრიალებს...

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 3:38 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 12:37 pm

***

გადმოვიარე ქედები,
სალი კლდეები, ფრიალო.
ნეტავი, უსასრულო გქნა
წუთისოფელო, ტიალო.
მინდა, თავნება ნისლივით
მთასა და ბარში ვიარო.
სიამე უკვდავებისა
მეც მინდა გავიზიარო .
თორემ მოკლეა სიცოცხლე,
როგორც სიზმარი ღამისა,
მალე იქცევა ლეგენდად
ლაღი სიცოცხლე კაცისა.
მინდა, მათრობდეს მუდამა
სუნთქვა ლამაზი ქალისა ,
მაყრული წეროების და
მთებში ქუხილი ზვავისა.

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 12:42 pm

* * *
მზე მიეფარა ლილისფერ გორებს,
გაუჩინარდნენ ხეთა ჩრდილები.
ვით ნოემბერში ტირიფის ტოტებს,
მძარცვავენ წლების ქარტეხილები.

წლებმა სიშმაგით ბედაურების
მკერდზე ჭენებით გადინავარდეს
და ბედისწერის მოციქულები
ჩემს სიბერეზე სწერენ განაჩენს.

სევდას მიქარვებს ღვინო და ქნარი,
სიბერეს ვუფრთხი, როგორც ბეღურა.
ახალგაზრდობის გიჟმაჟი ქარი,
ნახანძრალ მკერდში მინელებულა.

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 12:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 12:49 pm

აყვავებულა არაგვზე დეკა...

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება, ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან, ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად.
მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -
ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 3:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 1:25 pm

***

ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება;
ღამე რომ იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწალების ფერება.

ფშავლებს ხომ ლექსებში არა ჰყავთ ბადალი,
ჩონგურზე სიმღერით მაუდით თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით კოპალის ხსენება.

მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვები ჩნდებიან ფშავლებად.
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.

ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე, ქალბნელო, ელგუჯას ვედრება -
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.

Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 3:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 1:35 pm

* * *

ხმას რად არ გამცემთ, მითხარით,
ილტოს ხეობის გორებო,
იქნებ სიდაბლით ვერ მამჩნევთ,
სიმაღლით ცათა სწორებო.
იქნება ღირსი არა ვარ
თქვენის გულმკერდის ცქერისა...
მაშ, თუ ეგრეა, წამერთვას
ძალა ლექსების წერისა,
ნურც მიყმოს კოპალის ჯვარმა,
ჩოქზე დამდგარი მუდარით,
ჩემს საღიმარსამც დასთალხავს
ლეგა ღრუბლების სუდარი.
ნურც გამიღიმოს ლამაზად
ბექში მოსულმა იამა.
ზურგი მაქციოს, დამწყევლოს,
ილტოს ხეობის ნიავმა.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 1:38 pm

* * *

კვლავ ვნახე შენი სოფელი,
მზემ ნისლის ფარდა ასწია,
მწუხრის ნიავმა წყნაროსთან
ჩადუნა გადაარწია.
მაგ შენი სოფლის ბოლოზე
ხარობს შალშავი პაწია,
მისმა სინაზემ, სიტურფემ,
კაცი სურვილად მაქცია.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sun Feb 22, 2009 1:42 pm

* * *

ნისლებს გადმოვყევ, გადმოვედ,
მაგ შენი სოფლის მხარესა,
შენსამც შარაგზას დავკოცნი
შენ ფეხთა ნატერფალებსა.
დაგეძებ გულჯავრიანი,
შავტირი მთების ნიავსა.
მტერსაც ნუ ვნახავ, არ მინდა,
სატრფოს გულისად მტირალსა.
გუშინა ვთხოვე კოპალას,
იქნებ მაქციოს ქორადა,
შენ იყო ჩიტი ნიბლია,
აღარ გაგიშვებ შორადა.
ვერ გაგიმეტებ, ლამაზო,
სხვის მკლავზე დასაწოლოდა,
ბრჯღალით შაგტაცებ ნაწნავსა,
ძალით დაგისომ ცოლადა.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Thu Mar 26, 2009 1:34 pm

მომწონს.. ვკითხულობ..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Thu Mar 26, 2009 2:02 pm

.

Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Thu Mar 26, 2009 6:17 pm

ახმეტის გაზეთ ”ბახტრიონის” მასალა

ელგუჯა უძილაური

ელგუჯა უძილაური 1959 წელს სოფელ ჭართალაში დაიბადა. მამა არ ახსოვს, რადგან ძალიან პატარა იყო, როდესაც დაეღუპა. სკოლაში ჩვეულებრივ მოსწავლედ ითვლებოდა, ბავშვობაც ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ჰქონდა, თუმცა თავისი სულიერი სამყაროთი რადიკალურად განსხვავდებოდა თანატოლებისგან. ყველა ბავშვივით არ იტაცებდა თამაში, გართობა... თამაშს ისევ განმარტოება და ფიქრი ერჩივნა. თავს ყოველთვის მარტოსულად და გარიყულად გრძნობდა. ეს გარკვეულწილად ობლობით იყო გამოწვეული. ამავე მიზეზით თანატოლებიც ხშირად უარს ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე, რამაც საზოგადოებასთან გაუცხოვება და ურთიერთობის კომპლექსი გამოიწვია. ბავშვობიდანვე დაიწყო საკუთარი სამყაროს შექმნა, ააგო ოცნების სიმაღლეები რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერავინ მისწვდა... უფრო სწორად ეძებს მეორე მეს, რომელიც სულიერ ობლობას გაუქარწყლებს და უსიტყვოდ მიუხვდება სათქმელს. ეძებს დღემდე... გულისტკივილით, თუმცა მაინც აღიარებს, შეიძლება ასეთი ადამიანი არც არსებობსო. ხშირად იკეტება თავის თავში და ფიქრობს უსასრულოდ. გამუდმებით ისწრაფვის სიმარტოვისკენ, რადგან არ უყვარს როცა ფიქრში ხელს უშლიან, უფრო სწორად შეწყვეტილი ფიქრი არ უყვარს. ჰგონია, რომ საზოგადოებასთან უზარმაზარი ნაპრალი აშორებს, რომელსაც განსხვავებული მიზანსწრაფვა და მსოფლმხედველობა ჰქვია სახელად. არ უყვარს ახლადგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა, არც ხალხმრავლობა უყვარს. უკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც ყველაფერზე შეუძლიათ გაცინება. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს, საკმაოდ მხიარული სამეგობრო წრე ჰყავს. წერს ლექსებს... ელგუჯა უძილაურს მიღებული აქვს საუკეთესო სახალხო მთქმელის საპატიო სიგელი. არასდროს ამბობს უარს მონაწილეობა მიიღოს პოეზიის საღამოებში.

- დავიბადე სოფელ ჭართალაში. ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა. ხშირად ვგრძნობდი, რომ ობლობის გამო ჩემი თანაკლასელები თავს არიდებდნენ ჩემთან ურთიერთობას. მართალია ყველა ასე არ ფიქრობდა, მაგრამ ერთმა და ორმა რომ მაქცია ზურგი, უკვე სხვებშიც ეჭვი შემეპარა და შემდეგში მე თვითონ ვამბობდი უარს მათთან ურთიერთობაზე. ჩემთვის განვმარტოვდებოდი ხოლმე და ვფიქრობდი დაუსრულებლად. დღესაც ასე ვარ, ყოველთვის ვცდილობ განვმარტოვდე, ჩემს ფიქრებთან, დარდთან, სევდასთან მარტო დავრჩე. არ მინდა ჩემი განწყობა და აზრები სხვას მოვახვიო თავს...
- რამდენი ხანია, რაც ახმეტაში ცხოვრობთ, როგორ შეეგუეთ ჩვენს ქალაქს?
- თხუთმეტი წელია, რაც ახმეტაში ვცხოვრობ, ვმუშაობ. შეგუებით კი ვერ ვეგუები. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს, იქ დავიბადე, ბავშვობაც იქ გავატარე, მეორე იმიტომ, რომ ადამიანებს არ ესმით ჩემი. ცხოვრება მარტო სმა, ჭამა და ძილი არ არის. დღესდღეობით კი ადამიანები მარტო დროსტარებაზე ფიქრობენ. ჩემი შვილები რომ წამოიზრდებიან და შეეძლებათ თავის თავს თვითონ მიხედონ, მე აუცილებლად დავბრუნდები სოფელში.
- რამდენი წლის იყავით, როცა პირველი ლექსი დაწერეთ?
- ცამეტი წლის ვიყავი, როცა პირველად ლექსი დავწერე. საერთოდ კი ყოველთვის მაქვს ლექსის წერის სურვილი. ვწერ იმას რასაც განვიცდი, მაგრამ ძალიან ძნელია შენი გრძნობები სიტყვებით გადმოსცე, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს გრძნობა ძალიან ღრმაა. ძნელია სიტყვასიტყვით გადმოვცე სინამდვილეში რას ვგრძნობ, რა მტკივა, რა მაწუხებს. ძალიან ხშირად თვითონაც ვერ ვხვდები რატომ ვარ სევდიან განწყობაზე, რა მაწუხებს, ამაზეც ბევრჯერ მიფიქრია.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ გამოგონილი გაქვთ საკუთარი სამყარო, სადაც ვერავინ შეძლო შემოღწევა. იქნებ გეცადათ ისეთი ადამიანის გამოგონება, როგორსაც ეძებთ სინამდვილეში. თუკი წარმოსახვითი სამყაროს არსებობაა დასაშვები, რატომ არ შეიძლება, რომ წარმოსახვითი ადამიანის არსებობა დაუშვათ?
- ძალიან ბევრჯერ ვცადე ასეთი ადამიანის გამოგონება. მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მტკივნეულია, როცა გამოგონილი სამყაროდან რეალობაში ინაცვლებ. დაუსრულებლად შემიძლია ოცნება და ამ ოცნებიდან თავის დაღწევა ყოველთვის დიდ ტკივილს მაყენებს. დღევანდელი რეალობა საშინელებაა. ყველგან სიბინძურეა, შური, ღალატი, გაუტანლობა. ადამიანებმა ერთმანეთი შეიძულეს, ამიტომ ხდება ამდენი მკვლელობები, ყაჩაღობა...
- როგორია ის სამყარო, რომელზეც თქვენ ოცნებობთ?
- სუფთა, თოვლივით სპეტაკი და წმინდაა. ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც არანაირი ბოროტება არ იქნება და ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ. დღესდღეობით კი ფული წყვეტავს ყველაფერს.
- თქვენი თვალით დანახული საქართველო რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ?
- ჩემი აზრით დიდი განსხვავება არ არის. მხოლოდ ოდნავი პროგრესი შეინიშნება. ქვეყანა ლამაზი სიტყვების ბრახი-ბრუხით და დაუსრულებელი დაპირებებით არ აშენდება.
- თქვენი ლექსებიდან გამომდინარე, მგონია, რომ თქვენი საყვარელი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა
- როგორც ფშაველი კაცი უდიდეს პატივს ვცემ ვაჟა-ფშაველას, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემს სულთან, ჩემს განცდებთან უფრო ახლოს გალაკტიონ ტაბიძე და ტერენტი გრანელი არიან. თავს არ ვადარებ, მაგრამ ისინი ჩემსავით განიცდიდნენ ცხოვრების სიბინძურეს. ჩემსავით სტკიოდათ სიმარტოვე. ისინიც მარტოსულები იყვნენ და სწორედ ეს მარტოსულობა იწვევდა მათ გამუდმებულ დარდს და ნაღველს. არავინ მყავს ვისაც ჩემს დარდს ბოლომდე გავანდობ და გავუზიარებ. ხშირად ფიქრებში ისე გავრთულვარ, ხმამაღლა დამიწყია ლაპარაკი და შემდეგ ჩემივე ხმას გამოვუფხიზლებივარ... გარშემო შიშთ მიმომიხედია ვინმეს გიჟი არ ვეგონო-მეთქი. მიყვარს ღამე... იმტომ, რომ ღამით ფიქრი უფრო სიღრმისეულია, უფრო მეტად შეგიძლია აზრი ჩააყოლო. დღე თავისი სინათლით ყურადღებას გიფანტავს, ფიქრს გიბნევს და ერთმანეთში გირევს ყველაფერს...

„წავლენ! წავლენ! სევდიანი დღეები
ვეღარ ვნახავ შენს ნაბიჯებს მდელოთა
იქ დამმარხეთ სადაც თეთრი ვერხვები
ჩემს საფლავზე გადმოხრიან ჩეროთა.“

ელგუჯა უძილაური საინტერესო მოსაუბრე და ენაწყლიანი რესპოდენტი აღმოჩნდა. მისი ლექსებიდანაც კარგად ჩანს ის სულიერი ღირებულებები, რომელიც პოეტს ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში ჩამოუყალიბდა. მისი შემოქმედება ძალიან ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ ვიწრო წრეს კი უპირატესად მეგობრები და ახლობლები წარმოადგენენ. ჩემს რესპოდენტს დიდი სურვილი აქვს გამოსცეს ლექსების კრებული, თუმცა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა ზაქრო ქინქლაძემ და ბახტრიონის რედაქციამ გადაწყვიტეს, დაეხმარნენ ელგუჯას კრებულის გამოცემაში. მართალია ჯერერობით დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედია ელგუჯა უძილაურის შემოქმედება მალე იხილავს მზის შუქს.

Last edited by ბობო on Thu Mar 26, 2009 8:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Thu Mar 26, 2009 7:19 pm

მოკლედ ელგუჯა უძილაურის ლექსებზე

“შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას...” –

ეს ლექსი უკვე საქვეყნოდ ცნობილ სიმღერად იქცა. თავის ხევსურულ ფანდურზე მშვენივრად იმღერის ამ ლექსს შატილში მცხოვრები გელა დაიაურიც – თავადაც პოეტი და იქაური სკოლის დირექტორი...
ამ ლექსის და სხვა მშვენიერი ლექსების ავტორი კი – 1959 წელს სოფელ ჭართალაში დაბადებული და ამჟამად ახმეტაში მცხოვრები ელგუჯა უძილაურია...

ჰოდა, იოსებ ლონგიშვილივით ამასაც რომ არ მოჰპარონ ეს ან სხვა კარგი ამოთქმულები, მოდით, ყველგან ვთქვათ ხოლმე, - ელგუჯამ დაწერა ეს ლექსები, ელგუჯა უძილაურმაო...

მიხო მოსულიშვილი

Wink

ელგუჯა უძილაურის ლექსები აპრილის ნომერში იქნება, ”ლიტპალიტრაში”.

ეს კი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” დავწერე - იქაც აპირებენ ელგუჯა უძილაურის ლექსების დაბეჭდვას.

cheers drunken sunny
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Thu Mar 26, 2009 8:56 pm

ბობო wrote:

მიხო, მინდა გითხრა ის, რაც უჩემოდაც კარგად მოგეხსენება. ჩვენ, ფშავლის ქალები, არსთა გამრიგემ მორიდებულობით არ დაგვჩაგრა, თუმცა, ვერც ვერავინ მოურიდებლობას დაგვაბრალებს. ეს შესავალი იმად, რომ უამრავ მიზეზთა გამო, ძალიან გამახარე, როცა ამ ძალიან კაი კაცზე, კაი ფშაველზე, კაი პოეტზე და კარგ ადამიანზე - ელგუჯა უძილაურზე დაწერა მთხოვე. ძალიან მოვინდომე, მაგრამ არ გამომივიდა.ყველაფერი ცოტა მეჩვენა მის მშვენიერ ლექსებთან შედარებით...
ასეთი რამ ხომ ხშირად არ ხდება, რომ ივლისის მხუთრს უკანა ფშავში გარიდებული ხმელისგორს მიუყვები დედაბუდიანდ და ქადა-სანთელ-საკლავიანად. დროდადრო დიდლაშარის ძნელბილიკებიდან გაღმა ახადს ან დაბლა არაგვს გადაჰყურებ და უფალთან მიახლოების აუხსნელ ნეტარებას უკან მომავალი, ჯერ კიდევ უცნობი, ერთი კარგი ხევსური ვაჟკაცის ღიღინი ემატება:
"აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა,
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
მაგ შენს თაფლისფერ თვალთა."

აკი, არავინ იცის, რომ იმ ვაჟკაცსაც, მეც და იქ მყოფთაგან თითქმის ყველას, ნატვრების ახდენა გვიწერია...

ახლა არ მახსოვს, მას მერე რამდენი წელი უნდა გავიდეს, ვიდრე კიდევ მრავალჯერ, ისევ შემთხვევით მოვისმენ ხევსური ვაჟკაცის ნამღერ ამ და სხვა სიმღერებს, ვიდრე ეს კარგი ხევსური ვაჟკაცი - გელა დაიაური - ფშავლების სიძე გახდება და მისგან გავიგებ და უზომო სიხარულით გავიხარებ ,რომ ამ სიმღერების ტექსტები, ეს უმშვენერესი ლექსები, აქამდე ჩემთვის და ალბათ ყველასთვისაც უცნობ პოეტს, ძალიან კარგ ადამიანს და კარგ ფშაველს - ელგუჯა უძილაურს ეკუთვნის.

წინდაწინ ვულოცავ, ჩემი ჯიშ-გენისა და სისხლ-ხორცის ნაწილს, პირველ პუბლიკაციას და ლექსმრავლობას ვუსურვებ!
აუწონელ-განუზომელი მადლობა შენ, მიხო მოსულიშვილო, კაი თვალ-გულისთვის, კაიკაცობისთვის და საპატრონოს პატრონობისთვის!

მაღლა ღმერთო და დაბლა დიდლაშარო, შენ არ დალიო კაიკაცები და ქართულ მიწაზე!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 12:33 am

სანათა wrote:

და რა იქნებოდა, რომ ეს გამოგეგზავნა წინათქმად?

ეს ხომ ჩემ დაწერილს სჯობია?

მოდი რა, ამასაც გავუგზავნი უფროსობას - იქნებ ეს დაბეჭდონ, ჰა?

Question
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 1:03 am

ბობო wrote:

და რა იქნებოდა, რომ ეს გამოგეგზავნა წინათქმად?

ეს ხომ ჩემ დაწერილს სჯობია?

მოდი რა, ამასაც გავუგზავნი უფროსობას - იქნებ ეს დაბეჭდონ, ჰა?

Question

არა, მიხო, რას ამბობ? ეს ხომ ლამის პირადი წერილია? არა შენი ჭირიმე, ეს მტლად შენი გულის და ფშავლების დიდი სიყვარულის ბრალია, ჩემდამი და ელგუჯასადმი ჩემი დამოკიდებულებისდმი ასეთი კეთილგანწყობილი და მიმტევებლი რომ ხარ...
არა, არა, ღმერთი გიშველის ეს რა მთლად საქართველოსათვის საკითხებელია?
Embarassed Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 1:31 am

წინდაწინ ვულოცავ...

ასეთი რამ ხომ ხშირად არ ხდება, რომ ივლისის მხუთრს უკანა ფშავში გარიდებული ხმელისგორს მიუყვები დედაბუდიანდ და ქადა-სანთელ-საკლავიანად. დროდადრო დიდლაშარის ძნელბილიკებიდან გაღმა ახადს ან დაბლა არაგვს გადაჰყურებ და უფალთან მიახლოების აუხსნელ ნეტარებას უკან მომავალი, ჯერ კიდევ უცნობი, ერთი კარგი ხევსური ვაჟკაცის ღიღინი ემატება:

"აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა,
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
მაგ შენს თაფლისფერ თვალთა."

აკი, არავინ იცის, რომ იმ ვაჟკაცსაც, მეც და იქ მყოფთაგან თითქმის ყველას, ნატვრების ახდენა გვიწერია...

ახლა არ მახსოვს, მას მერე რამდენი წელი უნდა გავიდეს, ვიდრე კიდევ მრავალჯერ, ისევ შემთხვევით მოვისმენ იმ ხევსურის ნამღერ ამ და სხვა სიმღერებს, ვიდრე ეს კარგი ხევსური ვაჟკაცი - გელა დაიაური - ფშავლების სიძე გახდება და მისგან გავიგებ და უზომო სიხარულით გავიხარებ, რომ ამ სიმღერების ტექსტები, ეს უმშვენერესი ლექსები, აქამდე ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვისაც უცნობ პოეტს, ძალიან კარგ ადამიანს და კარგ ფშაველს - ელგუჯა უძილაურს ეკუთვნის.

წინდაწინ ვულოცავ, ჩემი ჯიშ-გენისა და სისხლ-ხორცის ნაწილს, პირველ პუბლიკაციას და ლექსმრავლობას ვუსურვებ!..

მარიამ ხუცურაული

Wink

აი, ეგრე შეიძლება!..

drunken
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 1:37 am

Embarassed Embarassed Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 1:42 am

საოცარი ლექსიკა აქვს სანათას.ქარგავს სიტყვებს,აი ულამაზეს ფარდაგებს რომ ქარგავენ ისე ქარგავს საუბარსაც...

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Fri Mar 27, 2009 1:57 am

nini wrote:
საოცარი ლექსიკა აქვს სანათას.ქარგავს სიტყვებს,აი ულამაზეს ფარდაგებს რომ ქარგავენ ისე ქარგავს საუბარსაც...

flower flower flower

Embarassed Embarassed Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Sat Feb 25, 2012 12:37 pm

გვიან გამომცხვარი ობლის კვერის წესითა და რიგით
(წინათქმად ელგუჯა უძილაურის ლექსების წიგნისათვის)

რაკი ყველანი ვერ მივწვდომივართ, ნურავის გვეგონება, სევდა ავი და ზადიანი რამეაო, მით უმეტეს, როცა მთების დიდ და მიუწვდომელ სევდაზეა ლაპარაკი, - აი, რომ დგანან და მოელიან, როგორც ვაჟა-ფშაველამ დაგვიბარა; თანაც, როგორც ჩანს, სწორედ მაგ სევდის გამო არის, მთებს რომ უნახავის დანახვა შეუძლიათ...
სწორედ ეს მიუწვდომელი და მელოდიური სევდა დაჰყვება ელგუჯა უძილაურის ლექსებსაც...

"შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას..." –

ეს ლექსი უკვე საქვეყნოდ ცნობილ სიმღერად იქცა, რასაც თავის ხევსურულ ფანდურზე მშვენივრად იმღერის შატილში მცხოვრები გელა დაიაურიც – თავადაც პოეტი და იქაური სკოლის დირექტორი...

"აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა,
სევდა მასწავლე, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა..." _

ამ ლექსსაც სიმღერად მოისმენთ უკვე, გიორგი ჩიტაურისა თუ გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის "გორდელას" (ხელმძღვანელი თამაზ მამალაძე) შესრულებით.

"ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
ღამე რო იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწლების ფერება..." _

ამასაც გიორგი ჩიტაური ასრულებს...
ამ ამოთქმულების და კიდევ სხვა, ამ წიგნში წარმოდგენილი, მშვენიერი ლექსების ავტორი კი – 1959 წელს ილტოს ხეობის შახვეტილას თემის სოფელ ჭართალაში დაბადებული, ბალღობიდან ობლობაში გაზრდილი და ამჟამად ახმეტაში მცხოვრები ელგუჯა უძილაურია...
ჰოდა, იოსებ ლონგიშვილის "შატილის ასულივით" ამასაც რომ არ მოჰპარონ ეს ჩემგან დამოწმებული ან კიდევ სხვა კარგი ამოთქმულები, მოდით, ყველგან გავიმეოროთ ხოლმე, _ ელგუჯამ დაწერა ეს ლექსები, ელგუჯა უძილაურმაო...
როგორ თუ ელგუჯა უძილაურმაო? _ რომ იკითხავენ, უნდა მივუგოთ:
როგორ და, ისეო, რომ უკვე წიგნადაც არის დაბეჭდილიო...
არადა, რამდენი ხანი ოცნებობდა თავის წიგნზე, რადგან მისი ლექსები მხოლოდ საახლობლოს ვიწრო წრისთვის თუ იყო აქამდე ხელმისაწვდომი.
ამიერიდან კი, გვიან გამომცხვარი ობლის კვერის წესითა და რიგით, პოეტი ელგუჯა უძილაური დღეისა თუ მომავლის მკითხველთა ფართო და უშეღავათო სამსჯავროს ამ წიგნით წარმოუდგება, რისთვისაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მესვეურებს ეკუთვნით სამადლობელი თუ საგარგყმო...
ჰოდა, მოდით, მკითხველის გულისკენ მიმავალი გზა დავულოცოთ ამ პატარა კრებულს.

მიხო მოსულიშვილი
4. 01. 2012

წიგნის დასახელება – "აყვავებულა არაგვზე დეკა" (64 ლექსი)
ავტორი – ელგუჯა უძილაური
წინათქმა - მიხო მოსულიშვილი
გვერდების რაოდენობა – 104
ყდა – რბილი
ISBN – 978-9941-19-511-2
მთავარი რედაქტორი - მაია ალუდაური
რედაქტორი - ლელა ტუღუში
კორექტორები - ნატალია ჩიმაკაძე, ნატალია ახვლედიანი
მხატვარ-დიზაინერი - ნანუკა ჭყონია
კომპიუტერული უზრუნველყოფა - მაკა სიმონიშვილი
გამომცემლობა: "პალიტრა L"
გამოცემის წელი: 2012
ფასი: 4.99 ლარი

ელგუჯა უძილაური

მზისდარო

რად შამხვდი, თუ გამწირავდი,
ტურფა ყვავილო მთებისა.
მტერიმც დარჩება ცალადა,
მძებნელი სატრფოს გზებისა.
გულს ვერ დავადევ ბორკილი,
არ დაიშალა თავისა,
დადის, დაგეძებს, მზისდარო,
მგლოვიარესა ჰგავისა.
მე შენი ვეღარ გავიგე,
ნიავს მაგონებ, ორპირსა,
შენ დაჰკარ ტრფობის ისარი
ამ გულს, მწვერვალთა ძმობილსა.
აუხდენელო სიზმარო,
ფიქრო, უძილო ღამისა,
ყვავილთა შიბით დავშიბე
საკინძე შენი კაბისა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content

PostSubject: Re: ელგუჯა უძილაური   Today at 12:16 am

Back to top Go down
 
ელგუჯა უძილაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: