არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გელა დაიაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu Nov 03, 2011 9:05 pm

***
აპრილმა დაათოვა ხეებს ყვავილები,
აპრილმა მიწას ამცნო ზამთრის დამარცხება,
აპრილმა გააცოცხლა დღენი დაღლილები,
აპრილმა დავიწყებას დარდი დააწება.
მე ზამთარს ვეძახი, უშენოდ როა იმ დღეს,
უშენოდ ვერა ვთბები, უშენოდ ვერა ვტკბები,
მზეო, ამოგორდი, აპრილო, მომაკითხე,
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მენატრები.
არ მსურს უშენობით მუდამ ვიმარხულო,
ვეღარ დაგივიწყებ, ვეღარ შევიცვლები,
ვერა, ვეღარ გავძლებ, უნდა გინახულო,
მართლა მომენატრე, დედას გეფიცები.


Last edited by დადალა გაბიდოური on Mon Nov 07, 2011 5:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu Nov 03, 2011 9:06 pm

მე და სექტემბერი, წვიმა და ღამე

კვლავ შავი ბინდი ჩამოწვა მთებზე,
ღამეში შენი დალალი როკავს,
გული კი მაინც ლოცულობს შენზე,
გული, რომელიც უგულოდ მოჰკალ.
თითქოს და მუცო დაიპყრეს მტრებმა,
ელვა გრგვინავს და მთებსაც აჭექებს,
სული კვლავ შენი ლანდებით თვრება,
სული, რომელიც ასე აჩეხე.
წვიმს, სექტემბერი მანატრებს მაისს,
(ყოველთვის ვდევდი ამო იმედესბს),
ოცნება შენსკენ მოილტვის მაინც,
ოცნება - შენ რომ გამოიმეტე.
ცასაც სცოდნია გაალმასება,
სადა ხარ, ჩემთა თვალთა დამვსებო,
მაინც შენია ჩემი არსება,
არსება, შენთვის რომ არ არსებობს.


Last edited by დადალა გაბიდოური on Mon Nov 07, 2011 5:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu Nov 03, 2011 9:06 pm

მთა-ბარი

მე ბარიც მიყვარს, მთაც მიყვარს,
მეცხრე ცაზე რომ ამიყვანს,
ლექსების ზღვაში გარეულს
ნაპირზე რომ არ გამრიყავს.
მე ბარიც მინდა, მთაც მინდა,
ბარიც წმინდა და მთაც წმინდა,
როგორიც არის თბილისი,
როგორიც არის მთაწმინდა.
მე ბარელი ვარ, მთიელიც
და ვიღაც გადამთიელიც.
სუყველგან ჩემი კუთხეა,
სადაც სიყვარულს მიველი.
მთიელსაც ვეტრფი, ბარელსაც
და ერთსაც ვიტყვი ბარევალ,
ნეტავ ეღირსოს ჩემს სულსა
საქართველოსთვის დალევა.


Last edited by დადალა გაბიდოური on Mon Nov 07, 2011 5:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu Nov 03, 2011 9:07 pm

***

წამოდი ჩემთან, მთების აკვანი
–ღამე ამ სულსაც სანამ აავსებს,
მთებში აგიყვან ხელში აყვანილს,
მთვარის სხივებთან გაგაბაასებ.
უკმეხი მზერა – ყოფნის წერტილი
დღემდე ვერ ვნახე ღმერთმა ინება,
სული ტანჯული და დაფლეთილი,
ვიცოცხლებ, მაგრამ შენი იქნება.
დამწვავ, მაგ ღიმილს ისე მაშუქებ,
მომკლავ, მაგ ღიმილს ისე მიმიზნებ,
არ მოვწყვეტ, მაგრამ ისე გაჩუქებ
მუცოს მზისპირის წითელ პირიმზეს.
ლექსებს მოგიტან მზეზე დაფენილს,
თმაჩანჩქერას და თვალებგიშრიანს,
მეპატიება ეს ყველაფერი,
ყველა პოეტი თუკი გიჟია.



***

წვიმს, აატირა მარტმა ღრუბელი,
წელს ცამ ფიფქებიც ფანტა რამდენი,
უკვე ზედმეტი გახდა ღუმელი,
როგორც შიმშერი და ჯავარდენი.
ქართული სული რაღაც სხვასა მთხოვს,
აღარც ღამეა, აღარც დღე არი,
აღარც ლუხუმი შადგა ლაშართ გორ,
აღარც – ოჟაის ფარის ჟღრიალი.
გაღმიდანა და გამოღმიდანა,
სულ თან დამყვება დარდად მამული...
მოვიდა წვიმა და მოიტანა
სევდა, სადღაცა გადამალული.


Last edited by დადალა გაბიდოური on Mon Nov 07, 2011 5:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu Nov 03, 2011 9:08 pm

***
შენ რომ იცოდე რა სიმშვიდეა,
და რა წყნარია აქ ყველაფერი,
მთვარე ამურის ნავსი მშვილდია,
ღამე – მაგ თვალთა ფერად ნაფერი.
ჩემია, ჩემი ლურჯი ცისკარი,
დილა – მნათობის ამონათება,
მთები – ქარაფთა ქუში ჭიშკარი,
ჯიხვი – ნამდვილი და მოლანდება.
არწივი მთების მკაცრი ელჩია,
შურთხნი სიმღერას რჩებიან, ვრჩები,
მადლი და შუქი, რაც კი მთებშია,
სულყველაფერი ჩემია, ჩემი.
სიოც და ნისლიც მთებზე ნაფენი
ჩემია, ჩემია, მაგრამ ნაღვლიანს
ვერა, ვერ მავსებს ეს ყველაფერი
უშენოდ მუდამ რაღაც მაკლია.


Last edited by დადალა გაბიდოური on Mon Nov 07, 2011 5:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Nov 07, 2011 5:04 pm



თოვს

ამინდიც სვისებრ ცისაა,
თბილოდა, ახლა აცივდა,
თოვს, რა ლამაზი სიტყვაა,
თოვს, მარტის თვეა, რას იზამ.
ზეციდან მოფარფატებენ,
ენძელებივით ფიფქები,
ცას სილამაზეს მატებენ,
„ნისლები–მთათა ფიქრები“.
თუმც აქ ცა ერთი ციდაა,
იცის ფიფქების ფასი ცამ,
თოვს, რა ლამაზი სიტყვაა,
თოვს, მარტის თვეა, რას იზამ.





Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Nov 07, 2011 5:14 pm




ტკივილი


ჩემ სოფლის ირგვლივ თეთრი მთებია,
დიდთოვლობისგან სახლში კენტად ვარ,
ძაღლსაც სტუმარი მონატრებია,
სიცარიელეს უყეფს ერთავად.
უნდა ქალაქში გავწიო მალე,
იქ დავსახლდე და მეც ავყვე მოდას,
აქ რაა, სივრცეს ვუშტერებ თვალებს,
სიზმრის სამყარო თუ მართობს ცოტა.
სიცარიელეს არ ეხათრება,
ლამის დუმილმაც კი მიმატოვა,
ხან კაცის ნახვა მომენატრება,
ისე ვით წყალი უდაბნოს მსტოვარს.
მხოლოდ კოშკები, ქარი, ტებულო...
და ვესტუმრები სოფელს მე, თავად,
და ზაღლი, სტუმარს მონატრებული,
მე, პატრონს მიყეფს გაუბედავად.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Nov 07, 2011 5:42 pm



ჯიხვო, რამ მაგკლა


(ხევსურულ
კილოზე)


ჯიხვო, რამ მაგკლა, რქიანო,
ლამაზო, კლდეთა ჯიშისა,
უდროოდ რამ ჩაგიღამა,
სველი თვალები, გიშრისა,
უდროოდ რამ ჩაგიმუხლა,
გრძელი ფეხები ისრისა,
უდროოდ რაად დასტოვე
პიტალო კლდენი, ფიცრისა,
ცისკარზე მქროლმა ნიავმა
მუხთლობა ხომ არ იცისა,
იქნება შურთხმა დაგათრო,
ან ჩანჩქერების კისკისმა.
ან იქნებ არწივ გიმუხთლა,
ადრე ხომ ხშირად გიძმისა,
ბრალია შენი დაკარგვა
ძმასავით მძიმედ მიმძიმსა.
„არც შურთხმა მამკლა, არც წყალმა,
არცარას არწივ მიშლისა,
ცრემლით ბოინობს ჩემს თავზე,
ნიავი ბალანს მიშლისა.
მუხლმაგარმ მამკლა ვაჟკაცმა,
ფერი ჰქონიყვა ნისლისა,
ხმა შურთხის ზარი მეგონა,
მასპინძელია ცისკრისა
ფოლადის წრიაპნ გასხმული,
ნაპერწკლად ელვას ისვრისა,
ვეფხვისა გული ჰქონიყვა,
არ მატარები შიშისა
არწივის თვალი ჰქონიყვა,
ჩოხა ფერ სცმიყვა ქვიშისა,
ქუჩისფერტარა „ვინტოვკა“,
არ ამცილები ნიშნისა,
თოფის ხმა მეხი მეგონა,
დავგორდი შვილი სიპ–კლდისა,
რქები კლდეთ ჩავაჯახჯუხე,
ნაზარდებს სიკვდილ მიგლისა
ყველამაც მამკლა, არც რამაც,
მამცემ არა ვარ ფიცისა,
მე სილამაზემ დამღუპა,
დანდობამ ეგრე იცისა“.


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: გელა დაიაური   Wed Nov 23, 2011 8:59 pm

წერილი მთაში
_____________________________
ჯუთის მთებს სითეთრე შეჰყრია,
აქ კი გაზაფხული აბორგდა,
გოგიტავ, – მთაში კლდებიც კი მღერიან,
არ მახსოვს ვიღაცა ამბობდა.
შენს მუზებს მთის მადლი დაესხა,
აქ ბარში ჩემი მთა მოვაკდა,
მთს წახველ, მეც, შენცა და ბევრ სხვას,
ვიღაცა, რაღაცა, მოგვაკლდა.
პოეტი გვიანი „შევები“,
(მეც ვარ რა ხოგაის მინდია),
მდუმარე მტვრიანი დღეები,
ლექსებიც ხალისით მიდიან.
ქალაქის ხალათი მაცვია,
მართვეს კი არა და წიწილას,
მთში თუ სუყველა კაცია,
აქაც ერთი–ორი კინკილა.
მე აქაურ ამბებს გიყვები,
ჩამოხვალ და მთის მადლს მოგვიტან,
არ დავიკარგებით! (ნათიას სიტყვები),
– როგორ მომენატრა გოგიტა!

გელა დაიაური


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Dec 23, 2012 1:23 pm



Published on Dec 21, 2012

გელა დაიაური
თეონა ქუმსიაშვილი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გელა დაიაური   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
გელა დაიაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: