არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გელა დაიაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:52 pm

ამინდი გვნათლავს მარტის
თოვლი წიოკობს მთებში,
ქვეყნიერების დარდი
მოდის და ბინას ეძებს.
არის ფანტელთა ტვისტი,
ენძელა ღელეს ქარგავს,
მაგრამ ჩემთვის და მისთვის
მარტი გაზაფხულს არ ჰგავს.
დროა სიმღერის, ცეკვის,
მაგრამ დარდი გვაქვს თითო,
მთებს მზე აკლია, მე კი
შენი თითების სითბო
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:53 pm

გაზაფხულის მოლანდება

ღმერთო, რა სამოთე დამასიზმრე,
მთებში მასთან ერთად დავდიოდი.
ვიყავ უდიდესი, თანაც მცირე
ქვეყნად აღარაფერს არ ვჩიოდი.

სითბოს ნამქერები გაეწირა,
ზეცა ლურჯად იყო დახატული,
ტყემლის ყვავილები დამესიზმრა
ქვებზე მოჩუხჩუხე ნაკადული.

მერე ყვავილები მომელანდა
ჭრელი, უთვალავი, არნახული,
ჩანს რომ გაზაფხული მომენატრა -
მთებში შემოსული გაზაფხული.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:53 pm

მე თქვენ მიყვარდით სხვა გატაცებით
და სიყვარულით, სულ სხვანაირით,
როს მიღიმოდით და მაფასებდით
აღარ მყოფნიდა სივრცე ჰაერი.
მე თქვენ მიყვარდით როგორც გაბრიელს
მზექალ - ჩამღელი და უფრო მაგრაც,
თუმცა მიმზერდით როგორც არიელს,
თუმც ძლიერ გძულდით მიჯნური მაგრამ,
მზექალს გადრიდით ჩუმად, შეფარვით,
მე-ჯაბუშანურს, თუმც არ გიმხელდით
არც თქვენ იყავით მგოსნის მზექალი
გაბრიელისებრ ვერც მე გიმღერდით.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:54 pm

გადაირია აშარი მარტი,
იმღერა თოვლის თეთრი არია,
ლამაზ გაზაფხულს ჰკადრა ღალატი,
ზურმუხტში ზამთრის ფერი გარია.

სევდის მეგობრად იქცა ორივე
კვდომის პატარძლის გვანან მაყრიონს,
მოდი აპრილო მიხსენ თორემ მეც
ლამის ძილსა და დუმილს გამრიონ.

მოდი მიხსენი შენი მიჯნური,
სიცოცხლეს ვუძღვნათ დითირამბები
გავატიალოთ თეთრი მიწური
დავატრიალოთ დიდი ამბები.

მზე მოუკიდე - იმედს ხვალის ცას
ელიანდაგე მწვანე ეშალონს
გამოიღვიძოს იქნებ ხალისმა
და ჩემს ლექსებსაც რამე ეშველოს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:54 pm

ესკიზი

აპრლის უცხელესი დღე არის
სოფლისძირ მივუყვები გზა - ბაწარს
ხვნა არის, ყანებს შავად ღებავენ
მოისმის ” გაიარე! ლაბა, ჰა”

ხარები ქშინავენ ძალუმად
მიდიან ეზნიქებათ წელები,
მეხრემ და გუთნისდედამ მაღლიდან
თვალი მკიდეს, მოიჩრდილეს ხელები

ვერ მცნობენ, შორია და, ალბათ -
ჯმუხნი და არგაუცინებნი
ორ სიტყვას დაუგდებენ ერთმანეთს
”- ვინ, რა ას?”
”-უსაქმურ, ვინ იქნების.”
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:55 pm

მთაში

მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი,
ფერი მაგ შენი თვალების_
ეშხიანი და შავ_შავი.

გზები დავლახე იმდენი!
აღმართ_დაღმართი,ცერ_ცერა.
მაგ ტუჩებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.

სევდის წიგნს ყდები შევხიე!
ვხედავ_ყინულნი დნებიან,
დაკის ყვავილებს ვემთხვიე,
შენსავით ცივს და ვნებიანს.

სული სილაღეს მივანდე
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე,
შენი გულივით უგრძნობელს

გზა ჩანჩქერისკენ გავლიე,
მივაბიჯებდი ჩქარ_ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე,
შენი სულივით ანკარა.
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Feb 23, 2009 12:48 am

nini wrote:
მგელი ეუბნება ძაღლს:
ბოლოს და ბოლოს სევხვდით ერთმანეთს,
სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,
შენ ახლა როგორ უნდა გაიგო
ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო.
სხვა იქნებოდა თავისუფალი,
ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა,
მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ,
მაგრ არასდროს წიხლი კაცისა.
ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი
მაგრამ არასდროს ტუავის საბელი.
შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ,
თეთრი თოვლია ჩემი საფენი,
თვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს
რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.
გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი
ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,
ვშიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,
რა საცოდავად კნავი მურია.
ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,
ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,
სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე
როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.
როცა გახრჩობს და გაწამბს ბოღმა,
და ბოღმაც თუ ვერ ამოუიხუვლე,
მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს
როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.
კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,
წიხლი კაცისა კი არასოდეს


ეს არ არის გელას ლექსი, ეს არის თუ არ ვცდები ნორვეგიელი პოეტის ლექსი, რომელიც ნათარგმნია ვახტანგ ჯავახაძის მიერ... Exclamation
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Feb 23, 2009 12:51 am

ui gio,mis gverdze devs.
gadmovakopire sxva forumidan.
mapatiet,shecdomashi shemiyvana misma gverdma etyoba:(
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Feb 23, 2009 1:02 am

nini wrote:
ui gio,mis gverdze devs.
gadmovakopire sxva forumidan.
mapatiet,shecdomashi shemiyvana misma gverdma etyoba:(


ამას გელა მღერის და ამიტომ ხშირად ეშლებათ ხოლმე Smile
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Mar 15, 2009 12:24 am

ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნას
,,აწი, გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა''
ზ. ჯაფარიძე.


გიგონებენ და გლოცავენ ათასები,
მე იმაზე უკეთესი რა ვთქვა?!
დაგაფასებთ, გაფასებთ და გაფასებდით,
ჩვენს სიყვარულს შეეწირე რადგან.

ჩვენ მაგივრად შენ უმღერე თორღვას, ჩონთას
სიყვარულით გაცილებდით წამსვლელს,
არღუნივით ბობოქარი_სული გქონდა,
სიკეთით და სიყვარულით სავსე.

შენი სული აბორგებულ მწვერვალს ენდო,
სიკვდილის გზას შეებრძოლე კენტად,
`სადაურსა სად წაიყვან, ბედო,
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ.~

უღრანებში კენტად ყვირის ფურ_ირემი,
ჭირ _ ვარამი ცრემლების ზღვას სწურავს,
ყვავილები შეუცვლია ყორნისფერით,
შენს ორ ბოკვერს უალერსებს, ზურა!

რაც რომ იყო, არასოდეს მეორდება,
ქრისტეს მეტი ვინ აღადგენს მკვდართა?!
წადი, გზაზე აწ უფალიც გელოდება,
დედაშენის წმინდა სულის გარდა.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Mar 15, 2009 4:19 pm

ძალიან პრეტენზიული და აუტანელი ხარ-გამუდმებით მეუბნებიან ხოლმე.
გიშინ კი ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ძალიან სასტიკი ვარ,რომ ადამიანები მიყვარს ყოველთვის რაღაცისთვის-მაგალითად პიროვნული ღირსებებისთვის,ნიჭისთვის და ასე.
რომ ადამიანს მივაწერ ხოლმე რაღაც თვისებებს,რომ შემოვსვამ რაღაც პედესტალზე და ვაი,მათი ბრალი თუ ისინი ამ ჩემს მიერ შექმნილ''ობრაზს'' არ შეესაბამებიან.''ნი საატვეტსტვუიუტ''.ეს ჩემი მეგობრის სიტყვებია და ძალიან ბევრს ვფქირობ ამაზე.
რატომ ვითხოვ მე და საზოგადოებაც მწერლისგან საზოგადო მოღვაწეობას?რატომ ვითხოვ,მის სწორ მოქალაქეობრივ პოზიციას.რატომ ვითხოვ რომ მწერალი,პოეტი იყოს კარგი პუბლიცისტი..გაუთავებელი რატომ..
და ვფიქრობ.მე კი არა საზოგადოება ითხოვს ამას,არ ვიცი სხვა ერის ცნობიერებაში თუა დაკიდებული ამხელა ტვირთი და პასუხისმგებლობა მწერალზე,პოეტზე..
და რა არ შეიძლება ძალიან ცუდი ადამიანი იყოს ძალიან კარგი მწერალი?რატომ უნდა იყოს ცნობილი სახე-აუცილებად გამორჩეული ადამიანური თვისებების მატარებელი.
არ ვიცი ,ეს მაქსიმალისტური რატომ მოდის..ალბათ არის ამაში რაღაც..
და ამხელა პოსტი რაზე.
ერთი ლექსის გაკრიტიკება მინდა დაიაურის და არ ვიცი მაქვს უფლება?ან უფრო სწორად ეს ადამიანი დღეს აკეთებს იმხელა საზოგადო და საქვეყნო საქმეს თავისი იქ ყოფნით, საკმაოდ ძნელ ყოფით პირობებში არსებობოთ.ვიცი როგორ პატრონობს და უვლის იქაურობას,იმ თავის სკოლას.
ისიც ვიცი,რომ ძალიან ლამაზი და ღირსეული ოჯახი აქვს..
და..
რატომ ვუყენებ,მე ანუ საზოგადოება ამ მოთხოვნას..არ ვიცი დავიბენი.
ჩვენი ისტორიული ძნელბედობა,ზოგადად ნებისმიერი სოციუმის თუნდაც ქვეცნობიერი მოთხოვნილება ზნეობრივ გმირზე,თუნდაც ბრბოს ისტერიული სურვილი,რომ მას ჭირდება ''სანახაობა'' ჭირდება ''ეშაფოტზე''აიყვანოს (თუნდაც ფიგურალური გამოთქმით)გმირი..ხალხს ჭირდება ეს პროცესი თუ ფაქტი,რომ გამორჩეულმა ადამიანმა,ამ შემთხვევაში მწერალმა,პოეტმა-მსხვერპლი გაიღოს მისთვის.და იმსახურებს ეს ხალხი ამ მსხვერპლს?ეს სულ სხვა კითხვაა.
რატომ გახდა აუცილებელი ჯვარცმა,რომ ის ეწამათ?
რამდენი კითხვებია.
რატომაა რომ სოციალურად წარმატებული ,გინდაც მატერიალურად.. საზოგადო მოღვაწე..არაცნობიერ გაღიზიანებას მაინც იწვევს საზოგადოებაში.მე მყავს ასეთი მეგობარი,აბსოლუტურად დამსახურებულად მოპოვებული ადამიანური ყოფის სიკეთეთი და მაინც...მის თანამოკალმეებშიც კი ვგრძნობ ქვეცნობიერ აგრესიას ამ ადამიანის დამსახურებული წარმატებების გამო..
რატომ ვარ(თ) საზოგადოება ასე მომთხოვნი...მწერლის,პოეტის მიმართ.
მესმის ცოტა უტრირება არის აქ და მაინც რატომ ხდება ასე?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Mar 15, 2009 4:39 pm

ფიქრი გადაგვარებაზე



ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.

არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.

ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ ...

კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.

კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
მაგრამ ... ქართველობას რა ვუყო.


ერთი შეხედვით ძალიან ჯიგრული ლექსია.ძალიან ქართველური და სწორი,ზნეობრივი.და მაინც..
არაა ასე.
არასწორი პათოსია აქ.
როკი შეიძლება გიყვარდეს და დავუშვათ არ გიყვარდეს ეს ქართული მრავალხმიანობა..მაგრამ საქართველო გიყვარდეს.
ქართული ფოლკლორის სიყვარული ან არ სიყვარული..არ განსაზღვრავს პატრიოტობას.

სამჯერ გათხოვილი კი არა,შეიძლება დაცემული და ცუდი წარსულის მქონე ქალი მოიყვანო ცოლად...მიუტევო წარსული,ადამიანების რწმენა დაუბრუნო და ღმერთისკენ შემოაბრუნო..(თუმცა აქ გულწრფელად დავწერ,რომ ამის გამკეთებელ მამაკაცს მე პირადად ვერ გავუგებდი..და ჩემმა ძმამ ან შვილმა,რომ გააკეთოს ასე..ოო.აქ ჩემიტოლერანტობაSad...)
თამარ მეფეც იყო ორჯერ გათხოვილი და ..
არ შეიძლება ..ასე..
და სულ სხვა რაკურსი-ბევრი წმინდანია,რომელიც ადრე დამნაშავე იყო.ცოდვა და დაცემა შეიძლება იყოს გზა სიწმინდისკენ.
პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს და ვისწავლოთ ტოლერანტობა..
გერების მიღება ..ძალიან დიდი ადამიანური თვისებაა და მე ვიცნობ,ადამიანებს,რომლებმაც გააკეთეს ეს და საყვარელ ქალთან დაშორების მერეც..როცა ბიოლოგიურ მამას საერთოდ დავიწყებული ყავდა ისინი ...ამ ''გერების'' დედასთან დაშორების მერეც კი ცხოვრებაში გვერდით ედგნენ ამ ''გერებს''.
არ შეიძლება ასე წერა.ეს არის არსწორი პოზიცია და პათოსი.და ეს ქართული კი არა,ძალიან..არასწორი ლექსია.
ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოთ ჩვენს ადამიანურ ემოციას და პოზიციას..

''პაკლა აქვს ძალიან გადაბრეცილი''აქ-ეს სულ ცოტა ..
და..არ შეიძლება ..ანუ არასწორი ლექსია ეს.

ბობოს არ ეშინია ხოლმე ამაზე ლაპარაკი,მაგრამ ამ ფორუმზე ისევე როგორც ზოგადად ..სირაქლემის პოზა ძალიან ...მომგებიანია..
და ვადასტურებ ჩემს გამორჩეულ პატივისცემას გელას და მისი ოჯახის მიმართ.უბრალოდ,მე რომ მისი მეგობარი ვიყო ამ ლექსის..''გაქრობას'' ვურჩევდი.
გელა კარგი ქართველი და ვაჯკაცია,უბრალოდ ემოციებმა ძლიეს ამ ლექსის დროს და არასწორი მიმართულებით წაიყვანეს..
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Jun 08, 2009 11:08 am

სურათი

ზამთარი ირგვლივ სითეთრეს ლამბავს,
თავისთვის ზღაპრულ სურათს აიგებს:
ნისლით _ ხურჯინით, მთა _ თოვლის პაპა,
საჩუქრად ფიფქებს _ ნაყინს არიგებს.
27.01.94წ.
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Fri Jun 26, 2009 11:20 pm

ახლახანს დავბრუნდი "მზიურიდან"....რა დავბრუნდი! იქა ვაარ ჯერაც და ვნატრობ გულში-ნეტაი, ის ბალღი მქნა-თეონას რომ უზის გულისკოვზთან....

გ ა ი ხ ა რ ე თ!!!!!!!!!


flower flower flower flower flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Fri Jun 26, 2009 11:59 pm

უუუფ რენუარო! აი, ოცნებაააა... რა მაგარი ხააარ!

ეგ ბალღი რა გამოვა და სანათას შებრუნებული Wink დედაფშაველი-მამახევსური!

მამასავით ვაჟკაცი და დედასავით მგალობელი!
cheers cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sat Jun 27, 2009 1:40 am

სანათა wrote:
უუუფ რენუარო! აი, ოცნებაააა... რა მაგარი ხააარ!

ეგ ბალღი რა გამოვა და სანათას შებრუნებული Wink დედაფშაველი-მამახევსური!

მამასავით ვაჟკაცი და დედასავით მგალობელი!
cheers cheers

პირველი რომ მაინც ფშაველი თქვა
Very Happy Embarassed


ისე კი მართლა კარგი ოცნებაა Twisted Evil I love you
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sat Jun 27, 2009 7:38 am

მინდი, დედ-მამა ფშაველს არ უთქვამს პირველს... cheers cheers

არადა, მაგათი ენის ამბავი რომ ვიცი, იქნებ თქვა კიდეც Wink Wink Wink




და ოცნება რაც შეეხება, ვგონებ ახდენადია. იმ კუნძივით დემეტრეს დასაძინებლად მე ვარწევდი და თვითონ ინანავებდა... sunny
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Apr 18, 2010 10:13 am

* * *

ვიგონებ: მთებია, ნისლები,
ჯიხვი ხტის, ჩანჩქერი რაკრაკებს,
სხივები, სხივები - მზის დები ...
ქალაქში? - ქალაქში დავკარგე.

სულში კვლავ მთის ნატვრა მოძვრება,
ქალაქმა მიმონა ყრმა ურჩი,
დავკარგე ფიქრი და ოცნება,
სიჩუმეც დავკარგე ხმაურში.

მთა ვიყავ, ახლა რა - ნაკუწი,
ფრესკა ვერ დავქარგე ქალაქში
დავკარგე სინდისი, ნამუსი
სიწმინდე დავკარგე ქალაქში

მპარავს ვერ დაიჭერს გონება,
ჟამია სიბრმავის მწიფობის,
გამქურდეს და იმ ჩემს ქონებას
ზაფხულში კვლავ მთებში ვიპოვი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Apr 18, 2010 10:14 am

* * *

იქნება ყველა გრძნობა დამიწდეს,
გულში სიკეთის გენთოს სანთელი
და არასოდეს არ დაგავიწყდეს,
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.

შენი მამულის ტრფობით იწვოდე,
არ დაივიწყო ენა თავისი,
სულს სიმამაცის ცეცხლში გიწრთობდეს
შენი `შავლეგო~, შენი `დაისი~.

ხანჯალთან ერთად გეპყრას სახნისი,
მოძმე ბევრი გყავს და მტერიც ოხრად,
`ჰკა, მაგას' - ა და `ვაშა' - ს ძახილში
არ დაგავიწყდეს, ქართველი რომ ხარ

დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,
ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.

და თუ დადგება წამი - ყიოში,
თუ სული დადნა როგორც ფანტელი,
როცა მოკვდები, საიქიოშიც
არ დაგავიწყდეს, რომ ხარ ქართველი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Apr 18, 2010 6:43 pm

დე, გოლგოთაზეც ყოველდღე ადი,
ოღონდ გატანა შეძლო ლელოსი,
სულ იამაყე, რომ ერთხელ გაჩნდი
და იმ ერთხელაც საქართველოში.
king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Thu May 13, 2010 11:42 am

* * *

ბევრჯერ ამივლია ტატაბარში
თოფით, სანადიროდ გამზადებულს,
თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,
ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.

ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,
ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,
ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,
მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.

ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,
თოფით, არეული ნადირები,
კლდენი _ ჩამოშლილი ტყვიით, ხოლო
თოვლი _ ჯიხვის სისხლად ნატირები.

მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,
მერე ველურივით მიროკია,
ორი დღის მშიერსა და მოწყურებულს
თოვლი ხარჯიხვივით მილოკია.

მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,
ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,
სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,
კაცი მამა _ ღმერთად მიწამია.

ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი და
ბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,
მცირე ნახვრეტსაც რომ იპოვიდა
ქარი, წყევლა _ კრულვით ასაკლები.

მუხლის კანკალიც კი ამტეხია,
ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,
მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,
კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.


გელა დაიაური
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Tue Jun 22, 2010 11:40 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Wed Jun 23, 2010 10:24 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Mon Dec 20, 2010 9:48 am

გელა დაიაური


მუცო

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენები იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო…

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: გელა დაიაური   Fri Mar 04, 2011 11:22 pm

ნეტავ აქ იყო. . .

ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: გელა დაიაური   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
გელა დაიაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: