არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გელა დაიაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 12:35 am



გელა დაიაური

***

უამინდობით ავადობს,
თოვლს იმედი აქვს რის?
სულში ხალისი ნავარდობს,
ცოტა ტკივილი ცრის.
კლდეებს ნისლები გალახავს,
თეთრი აცვია ფხოვს...
რა მწყინს? - შენ ჩემთან არა ხარ!
რა მიხარია? - თოვს!


Arrow


Last edited by არჩანდა on Sun Feb 22, 2009 1:08 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:07 am

. . .
ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შავ თვალებში ჭინკები,
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით,
გრძნობით ავსებული ჭიქები.

ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა,
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით,
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მზაფრად
უფრო მენატრები, მინდები.

ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ.-
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები. . .
. . . ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ
როგორც შენს თვალებში ჭინკები.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:08 am

ნეტავ აქ იყო. . .

ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.

ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:08 am

მთაში

მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი
გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუცებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.
სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს
სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს
გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:09 am

* * *

ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,
დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,
ენძელა _ ჩემი სულის ნატეხი,
მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.

იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით,
აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,
ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული
ხურჯინით უნდა ამოვუტანო..
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:09 am

ხევსურთა ღრეობა

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 1:16 am

მე და გელა (ჩემს დაბადების დღეზე. 7 მარტი. შატილი)

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 9:23 am

გელა დაიაურის სადარდელი

ჰო, ჩემო ზეზვავ!
დაიცალა ჩვენი არხოტი,
მთიელი თუ ხარ,
ვაჟკაცურად მთაში წამოდი...
ჰო, ჩემო სულხან,
დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,
კაცური კაცი,
მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.
ჰო, ჩემო ბერდო,
მიმხედავი სჭირდება მუცოს,
კაი დამხვდური
სტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.
ჩვენ კი თბილისში
აქაობის დავკარგეთ გემო,
ბარისახოს და
ჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.
მოდით, მივხედოთ
ჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,
ამ უგულობას
ნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს...
თორემ შვილები
ხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,
ჰეი, ხევსურნო,
აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 9:45 am

გელა დაიაურს

სარკის წინ (ერთად დგახართ)
პირჯვარი გადიწერე,
მერე შეიბნიე საკინძე.
დღემდეც ვინ მკითხავდა,
მით უფრო ამის მერე_
_ფერებით ნაზარდი ჩემი გოგო,
შენი სიყვარულის სამიზნე-
ისეთი ჯიშის და გენის არის,
ორ დემონს “ხევსურ” “პოეტს”
გაგიძლებს...
შენ თქვი და (ქვის ნატეხი)
მუცოშიც წამოგყვება,
გრძელ ზამთრებს არცა რას დაგიდევს,
კვირაძლის სიზმრებად ჩათვლის ავ ტაროსებს,
ჯიხვზე წასულს
ბეჭზე შეგსკვნის ავგაროზებს,
კერას ბულბულებით აგივსებს.
სარკის წინ (ერთად დგახართ)
უფლისგან ჯვარწერილნი-
სამოთხის ჩიტი და სალი კლდე...
ჩემი სიფრიფანა ფშავლის ქალა,
შენი სიზმარ-ცხადი ახდენილი,
შენი სიყვარულის სამიზნე,
შენს გვერდით აალდება,
თანდათან დაქალდება,
სულში ჩაგისვამს და
ორ დემონს “ხევსურ” “პოეტს”
გაგიძლებს....
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 12:06 pm



გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი - შვილიც ჰყავთ უკვე და ამრავლოთ ღმერთმა...

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:21 pm

ამინდი გვნათლავს მარტის
თოვლი წიოკობს მთებში,
ქვეყნიერების დარდი
მოდის და ბინას ეძებს.
არის ფანტელთა ტვისტი,
ენძელა ღელეს ქარგავს,
მაგრამ ჩემთვის და მისთვის
მარტი გაზაფხულს არ ჰგავს.
დროა სიმღერის, ცეკვის,
მაგრამ დარდი გვაქვს თითო,
მთებს მზე აკლია, მე კი
შენი თითების სითბო
sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:22 pm

მუცოს გოდება


სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
\"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო\".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
\"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო\".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .
Exclamation
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:23 pm

არ შეიძლება

დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი,
ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი
ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის
სინაზისა და ღიმილის ღვარი.

ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად,
ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე,
(არა, ასეთი ბედნიერება
ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!)

ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად,
გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით,
მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება
ბედნიერება ესოდენ დიდი.

არა! თუ რამე დამეჯერება
მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე,
რადგან ასეთი ბედნიერება
არ შეიძლება ერგოს ხორციელს.

I love you
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:41 pm

ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო - ჩემი დედა!..
ტრადიციებიდან გავირიყო

არვინ გაიკვირვოს, -შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო

ვინატრო ანტალია, ან ის "რიო"
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო - "ბანძია"

კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად

კაცმა ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
მაგრამ ქართველობას რა ვუყო
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:42 pm

არჩევანი,,
დავფიქრდები და ათას ლამაზმანს,
ერთ-ურთს ვადარებ ჯობნის რომელი?
ვფიქრობ აჯობა მზერით ,,ამან,, ,,მას,,
ის კი არისო სევდის მთოველი.
ეს ქალი - მზეს გავს; ეს ქალი - ყინულს;
ეს ქალი - მთვარეს; ეს ქალი - ლერწამს.
ამის ხმა გაგხდის სილაღის ხილულს,
ამის კისკისი სიავეს ლეწავს.
თვალწინ გამივლის ათასურთები.
ზოგი - ზღვას მოგავს, ზოგიც - გზას უვალს;
მაგრამ უცებ შენ გამახსენდები
და არჩევანსაც ვაკეთებ უმალ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:42 pm

ხევსური კაცის ჩივილი

რაა ჩვენი ცხოვრება,-
ქანჩახებს ვართ მიკრულნი,
ბალახის მათხოვრებადა
თოვლ-წვიმასთან მისულნი.
ვუმზერთ,-არწივებს, ბორეებს,
მთებს-ზეცაში აზვაულს,
ჩამონგრეულ ყორეებს,
კოშკებს-კედლებდაბზარულს.
ყივილს წისქვილებისას,
ჭერ-კერათა სისველეს,
სიჩუმის ცრემლებითა
სავსე სიცარიელეს.
ღრუბლებს-ცაცხვის ნათალას,
ზვავ-მეწყერთა მოდენას,
ცას-წვეთივით პატარას,
ქერის მარცვლის ოდენას.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:43 pm

მუნჯი ტკივილი

ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.
/გელა დაიაური/17.01.95
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:43 pm

სიმღერა

კვლავ ლექსებს დაგიწერ,
მაინც ხომ ლექსით ავიცერ,
თვალებს შეგიქებ ღამისფერს,
გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს.

მიყვარხარ, მიყვარხარ,
ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ,
ბალახი ვარ და მიწა ვარ,
შენ რომ აბიჯებ ის!

ნაბიჯებს, ნაბიჯებს,
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ,
თან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს?!

წამოდი, წამოდი,
ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,
ეგ გული რატომ მსჯის?!

დაგიცდი, დაგიცდი,
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.

გავბედავ, გავბედავ,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,
კოცნას დაგიგებ მახედა,
როგორც ნიბლია ჩიტს.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:44 pm

მახვედ მშვიდობით"
ხევსურული მისალმება


სიბრძნეს ისწავლი სულ ახალ-ახალს
ხევსურულ ლხინში შესწრება მიყვარს,
შეზარხოშებულ ხევსურებს ნახავ,
ოხშივარიანს დალანდავ ხინკალს.

ჟიპიტაურის იხილავ დუღილს
და ფეხზე დგება ყველა ზრდილობით,
ერთხმად გეტყვიან: "მშვიდობით მახველ"
და შენც პასუხობ: "დამხვდით მშვიდობით"
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:45 pm

chavaswore posti aq iyo leqsi,romelic ar yofila daiauris .


Last edited by nini on Mon Feb 23, 2009 1:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:45 pm

რისხვით გავცქერი მინდორს გაქუცვილს.
დამამშვიდებელ აზრთა ფიქრს ველი.
ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი.
და ნატყვიარი აგდია მგელი.
-მოგკალ რამდენი ცოდვის ჩამდენი,
ამ აზრთა ჭიდილს რაღა ვუშველო?
უდედოთ დარჩა კრავი რამდენი?
ცხვარი რამდენი დარჩა უშვილო?
აღარ დაგცალდა მეტი რომ გევლო,
ერთი ტყვიისთვის რამდენს ბორგავდი?
ნუთუ ძაღლობა არ ჯობდა მგელო?
ლაქუცით ფეხებს ამილოკავდი.
შეგaგინებდი დრო ჟამს გაჩენილს.
შენც მომაპყრობდი თვალებს ვედრებით.
გაგრძელდებოდა სიცოცხლე შენი
და მიიღებდი ლუკმას ყვედრებით.
მაგრამ მაგ მგლობას შენ არ დაკარგავ!
მოიგდებ მსხვერპლს და დაუვლი დავლურს,
შენს გულში ვზივარ და ვიცი კარგად
სიკვდილი გიჯობს სიცოცხლეს ძაღლურს!
და ძაღლობაში მგლობას გაუცვლი,
ეს დავიჯერო ძნელზეა-ძნელი?
ფეხებს მილოკავს ძაღლი ლაქუცი
და ნატყვიარი აგდია მგელი. . ."
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:50 pm

გადაგორება უშენოდ მარტის,
არც თბილი წვიმა, არც შებრალება,
მოგონებები და შენი ლანდი
გამოიტირეს ჩემმა თვალებმა.
დუმილის ცივი ყანწი გამოვსვი,
სადღაც მირბიან მწვანე დღეები,
და საპატარძლოს თეთრი სამოსით
შემომეგება ტყემლის ხეები
როგორ ძნელია, ხომ იცის ღმერთმა,
გადაგორება უშენოდ მარტის,
დასაწერელი ლექსების ვერ თქმა,
გაუმხელელი გრძნობების დარდი
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:50 pm

ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,
დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,
ენძელა _ ჩემი სულის ნატეხი,
მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.

იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით,
აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,
ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული
ხურჯინით უნდა ამოვუტანო..
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:51 pm

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,
როგორც შავ თვალებში ჭინკები
გვიდგას სიყვარულით, გალაღებით
გრძნობით ავსებული ჭიქები

ბახუსს გაუშლია ჭრელი აფრა
ძმები ღვინოს ვსვამთ და ვღვინდებით
შემთვრალს უფრო ხშირად, უფრო მძაფრად
უფრო მენატრები, მინდები

ჰოი, ეს ეჭვები დამახრჩობენ, -
ვინ იცის, სად, ვისთან იქნები . . .
. . . ცაზე ვარსკვლავები თამაშობენ
როგორც შენს თვალბში ჭინკები
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: გელა დაიაური   Sun Feb 22, 2009 11:52 pm

ავტოპორტრეტი

აისი. ნაბიჯი. ნაოჭი. ფიქრები.
გრძნობები. ღიმილი. ტრფიალი. ხალისი.
ნისლები. ნიავი. სითეთრე. ფიფქები.
ამოტივტივება. ოცნება. ალერსი.

კენტობა. მოწყენა. სიშორე. მოთმენა.
ღიმილი. სილაღე. ცრემლები. ვარამი.
პოეტი. მუზები. ლოდინი. მოფრენა.
მაგიდა. სინათლე. ფურცელი. კალამი.

სტრიქონი. სტრიქონი. ანკარა. ტკიცინა.
ფიქრები. ძიება. ჯებირი. კედელი.
წამება. წამები. მიგნება. ყიჟინი.
დუმილი. ჩასუნთქვა. ღიმილი. წერილი.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: გელა დაიაური   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
გელა დაიაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: