|
|
| Author | Message |
|---|
Admin Into Armury


 Number of posts: 3235 Registration date: 09.11.08
 | Subject: კატო ჯავახიშვილი Tue Nov 18, 2008 6:19 pm | |
| შენიდან ჩემამდე"ვაი, წახდომილს, დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს, შვების სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს, ეტლს დაბრუნებულს" - თეკლე ბატონიშვილი. შენიდან ჩემამდე მთელი საუკუნე უხმოდ მიიწურა მოკლე ნაბიჯებით. უბრალო ჩვევამდე დავიდა ამბოხი. სისხლი მიყივის და შენს ბილიკს მთავაზობს გზა, სადაც არასდროს ვაკეთებ დანაზოგს. გზა, სადაც საზღაურს არ ვითხოვ არასდროს. გზა, სადაც ვიცი, რომ ბოლოს დავისჯები. და როგორც ყოველთვის შეთქმული ვჩერდები შენიდან ჩემამდე... დაგმანულ დარაბებს კვლავაც დაძარღვული სიტყვებით გავარღვევ იმ ზეცის ფერამდე. მთელი იმპერია აღსდგა და დაეცა შენსავით ვიგრძენი: სისხლი, ჩამეკირა მე შენი სიძველით. სისხლი, ჩვენ ორს შორის წარსულის მეარღნე. სისხლი, გამხდომია შენსავით ცისფერი და მანამ პატიმარს ამ ხელებს შემახებს შენიდან ჩემამდე დაჭრილი მანძილი, უბრალოდ, მომენდე- ჩვენ ვგავართ ერთმანეთს! და ვიტყვი ხმამაღლა: რომ არ მაქვს ზოდებით ნაშენი სასახლე, რომ არ მაქვს ტკივილი არავის სამადლო, რომ არ მაქვს სამკვიდრო, უბრალოდ გპირდები, რომ ამ იმპერიას ჩვენ ერთად დავამხობთ.
Last edited by Admin on Tue Jul 31, 2012 8:01 am; edited 2 times in total |
|
 | |
Admin Into Armury


 Number of posts: 3235 Registration date: 09.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Tue Dec 09, 2008 2:39 pm | |
| და პირობითად...
დაშორებამდე მთელი თვეა (და პირობითად) ასფალტზე ნისლის გამთენია მიშლის ნაწნავებს. რაღაც ცალსახა განწყობაა (ბოლოს დამჩემდა) დეკემბერი რომ უშენობას გადავუცვალე... ისე შემცივდა- ჩვევად მექცა სანგრების გათხრა. ტროტუარს ქვევით ამოვუდე- (მგონი “მიყვარდი”)... ლოგიკურია, რომ უბრალოდ მარტივად ახლა თეთრი ბერეტი დავიხურო და... გავტრიალდე... -კარისკენ სადაც ჩვენ ორს შორის ნაბიჯ- სიშორეს უხმოდ დასცქერის ცრუ-ბერკეტი- იგივეობა, დრო-პანტონიმა ჩაკეტილი მრუდია- (ვდუმვარ). ვერ ვიტან ცრემლებს ვერც ტაქტიკას... დამშვიდობებას.... დაშორებამდე მთელი თვეა (და პირობითად) ასფალტზე ნისლის გამთენია წვება (ნაწნავი) ბურბონით მთვრალი სტრიქონები ისე შემძულდა როგორც ვერთქმული მხოლოდ ერთი სიტყვა: - ნახვამდ(ის)ე... |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:19 pm | |
| მოლაღური
გადავიღალე... ღამე - დაღლილ მოლაღურივით, სახემორღვეულ პასაჟებით მეღლაბუცება. ჩავუნისკარტე - ქალაქს ძველი საბარგულიდან ჭრელი მარაო ამოვუღე - ჩემი გაცნობა არც გაბედო. (სახეს ვიფარავ). გალანტურია? არა, იქნებ სულაც უბრალო... კრიჭაშეკრული - აჭრიალებს კარებს ზამთარი. ჯვარს რომ გავაკრა - ეს ტუჩები დღესაც მჭირდება. ყინვას - პირიდან უნებართვოდ გამოვაცალე ნოემბრის ბოლო. ჭილოფივით ვიფენ - ქარნაკრავს. ლოგიკურია? არა, მგონი, ესეც უბრალო... ჩამომეცალეთ... გზიდან ყველა ჩამომეცალეთ. ჩიტის ბუდემდე ჩემს სხეულსაც თვითონ ავიტან. მშვენის მარაო. ღამე - ჩემი მამინაცვალი პოეტობისთვის მასამართლებს - ფერი გამიცვდა. ახლა მიცანი? ანდა, იქნებ მართლა, უბრალოდ, გადავიღალე... და დაღლილი მოლაღურივით ჩემი სიცოცხლე დავაწურე წვიმად მთაწმინდას. |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:20 pm | |
| bedobis dResRa movagcie tqvenamdin... gilocavt yvelas... |
|
 | |
Admin Into Armury


 Number of posts: 3235 Registration date: 09.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:27 pm | |
| |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:31 pm | |
| movshinaurde erti  raxan aqamde movagwie agar mogshordebit  |
|
 | |
Admin Into Armury


 Number of posts: 3235 Registration date: 09.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:36 pm | |
| |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:39 pm | |
| აი ეგეთი უნიჭო ვარ  მარტო ლექსების წერა იცისო მოლაღურმაო... |
|
 | |
სანათა Into Armury


 Number of posts: 340 Age: 53 Registration date: 10.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:41 pm | |
| |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Wed Dec 17, 2008 4:45 pm | |
| სანათაოო მე და შენ ვეყოფით მთელ ჰორიზონტსა  როგორ მიყვარხართ ხალხო! |
|
 | |
Admin Into Armury


 Number of posts: 3235 Registration date: 09.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Thu Dec 18, 2008 7:34 pm | |
| ჩემთან თოვს...
"ღმერთო დიდებულო, მამულის ანგელოზო, ლერწი გვიმრავლე და გაგვიხარე".
გათოვდა... ხის სახლში, ალბათ, ცხელ ღუმელთან ჯვრებდასმულ ლობიანს დააცხობს ბებია. თბილისში ისევ ვიფარებ საბანს მარტოობის და მიუსაფრობის... იქ ჩიტის აზვრამდე მაკვრიელს ელიან კერის მოსალოცად... და სულის ზედაშე ისეთი სუფთაა... რომ შესმა გინდება: რიონის, რომელიც მიაპობს ნაპირებს (მთებში მოცურავე ქალთევზა ნისლებით) დავთვრები ხელდახელ. შეშა შეუკეთეთ - ცეცხლი შეუკვეთეთ - ჩემივე თვალების ქვესკნელი მაშინებს. ლექსად ჩამოვასხი ამ წლების ზედაშე და მამისონამდე გავზომე... (არშინი). და თუ ჩამოვედი ქალაქით გადაღლილს, სულში ნაოჭებს რომ ჭიშკართან დავითვლი, უბრალოდ მითხარი: - ხომ იცი გელიან, ყოველთვის გელიან - ქვე შენი ჭირიმე...
ქალაქი ახლა იფარებს საბანს მარტოობის და მიუსაფრობის. გათოვდა... მოტივად - ბედობაც მეყოფა საბაბად - პირველი ფანტელის ჩამოყრა... დასარეკად და ამის სათქმელად: - ჩემთან თოვს.... |
|
 | |
nini Into Armury

 Number of posts: 681 Registration date: 17.11.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Tue Dec 23, 2008 11:12 am | |
| მიყვარს თეკლე.მისი საოცარი ემოციურობით გადალიცლიცებული ლექსები,მისი ემოციებისგან დაწურული ლექსებიც.არაჩვეულებრივი პოეტური სამკაულები აქვს... ჩემი თავბრუდამხვევი პოეტესა.... |
|
 | |
keso Front of Armury


 Number of posts: 98 Registration date: 28.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Mon Jan 12, 2009 1:27 pm | |
| კატოს მუხტიანი ლექსები!  |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Tue Feb 03, 2009 10:17 pm | |
| |
|
 | |
თეკლე Way at Armury


 Number of posts: 41 Age: 33 Registration date: 17.12.08
 | Subject: Re: კატო ჯავახიშვილი Tue Feb 03, 2009 10:17 pm | |
| პატარა აღარ ვარ და მაინც შეგრძნება გაქცევის არ მტოვებს. ვერ ვიტან თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის. გადავცდი ამ საზღვრებს და ახლა სიყვარულნაჩვევი ჩემს წილ მარტოობას მივათრევ თებერვლის ლოგინში-
და ახლა, როდესაც დღე ისე გრძელია ხანდახან, ტუჩების გაცვლისთვის ღამეებს ვიგონებ, ვინ იცის- ამხელა მანძილი ”შენიდან ჩემამდე” დამთავრდა, ლექსებად დავწურე და ჭიქას აპრილი დამიცლის
იმ ქუჩის კუთხეში, კოცნით რომ თვრებიან წყვილები- საჩემო კალაპოტს რაკურსებს შეუცვლის დინება. მისმინე, პოეტო, გგონია მე მართლა გავწითლდი?! უბრალოდ მზეა და... ჩეროში გაქცევა მინდება.
რადგანაც ვერ ვიტან თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის, გავიდა ამ სახლის უკანა კარიდან ბავშვობაც და დგას პოეზია-როგორც მარტოობის კოზირი, ჩემს სველ ნაფეხურებს სხეულზე ლექსად რომ იშრობდა.
და მერე მარტივად ჩამოვფქვი წისქვილზე დღეები. სივრცეა ნაკლული... და მაინც ქაოსად მძერწავენ რა მოხდა პოეტო გიყვარვარ?! მე მხოლოდ გეხები გაქცევის შეგრძნებით სიშორით ”შენიდან ჩემამდე” |
|
 | |
|