არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun May 24, 2009 12:21 pm

ki, mixo, shevecdebi raime movuxerxo mag adgils-martali xar .

iqamde ki es iyos:

დელგმაში გაშვება

როგორ არ მინდოდა,
რომ ჩემი ნაწყენი თვალები გენახა,
ტაატით, ტიტინით
ხავსზე დაკიდული ცვიოდნენ დღეები...
არსად დაგირგივარ-
ეს მე აგიყვავდი მიწაზე ვენახად,
მსვამდი და თვრებოდი...
და წვიმებს ნავსივით წვიმები მოება,
იებით, ბიბინა მოლებით,
გახსნილი ხელებით,
ასფალტზე დათვლილი შენამდე ნაბიჯით,
და ასე-ტორტმანით,
მე-ფერდაკარგული,
და ულტიმატუმი-აღარსად სვენება!
გნახე და ვიფიქრე,
ჩემი პლანეტების შენამდე მოტანა,
და წვიმის ნოქტიურნი-
ვიღაცის ცრემლების მკვეთრი ალუზია
ფანჯრებზე ვაფარე,
რაფაზე დასხმული ღიმილის სანაცვლოდ,
გულში ვიხუტებდი ინვალიდ ღამეებს
და დღეებს-კუზიანს,
მკვდარი იდილია სველ თმაზე მისვამდა
ეჭვების სავარცხელს...
დავნაცრე ხიბლი და, ხარხარით (რატომღაც)
ვყვიროდი-
ისუნთქე!
გახსენი ფრთები და თვალები, ეს ერთხელ,
ბოლომდე გახსენი!
ხელებში მომიკვდი,
მაჯებზე მომება ბითური სისუსტე,
საცვალი ამინდმა იცვალა სვენებით,
ქუხილით,
და ხსენი
ძუძუში გამიშრა...
ჩვილი კი სველი და მშიერი ტიროდა...
(ნაწყენი თვალები),
და ვენახს სხლავდნენ და
ნერვებზე შაშვები
ნამცეცებს კენკავდნენ,
ნისკარტზე ეკიდათ სულ ყველა პირობა,
და გულში მტკიოდა, რომ გადამიწყვიტე
დელგმაში გაშვება...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Jun 16, 2009 1:42 pm

ბასარან!

დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოცებ,
შენს ზღვაში რამდენიც კენჭია, სულ ყველას დავითვლი,
ხელს მიწვდი-გოკჰან! და მე ნინა-გურჯი ვარ, საოხრევ,
რა თბილი ხელი გაქვს, ნეტავი, გრქმეოდა დავითი..

სილაში ვტკეპნით და, ნიშნავს, რომ მალე წაიშლება
ჩახჩახა კადრები. მშობლიურ ქალაქებს ვატოლებთ-
სულ ოცდათხუთმეტი ათასი... წარსულით შიშვლებმა
სიცილი ჩავიცვით, გადავცდით უხერხულ ფაქტორებს,

და მაინც, ალმური მომედო ზედმეტი რუჯივით,
მიმტკიცებ, რომ შენი გულივით ცხელია დიდიმი,
ქალაქი ქალია ახლა და... და ნინა-გურჯივით
რონინით მოგდევს და, რესპექტაბელურად გიღიმის,

მოლა ავდება და, მე პირჯვარს ვისახავ, ბასარან!
ბასრია, განა რა, ეს ჩემი ხის ჯვარი... ეფესოს
ზარმაცად აზმორებს, მედუზას თქმულება გაშალა-
მკლავზე დამიწვინა, მკერდში დანასავით შემესო

მრუმე ისტორია... ვამტვრევთ საზიარო ბრიტანულს,
შენ ზეთისხილივით ბლიკიან ღამეზე მიყვები...
ფლოქვების თქარუნი მიფეთქავს ტვინში და, მინდა, რომ
ყელზე მოგაბჯინო ქართველი ქალების მითები,

და ასე დავღვარო-ალუბლის წვენივით-ეგ სისხლი,
ვითომ შემთხვევით რომ დამექცა, მიფრთხილდი, საოხრევ!
ჰოი, როგორ ამეწვა ნინა-გურჯს ტაო და ეგრისი,
დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოხრებ...


მაგარი და მაგარი !
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Jun 17, 2009 1:10 pm

საყვარელო ნუციკოო, იუბილარო ნუციკოო წიგნსაც, დაბედების დღესაც და ლამაზ დღესაც გილოცავ ჩემო კარგო და ძვირფასო , წარმატებები და საუკეთესო სურვილები Smile

შენი ერთგული მკითხველი ვარ ყოველთვის და ჩემი საუკეთესო ავტორი ხარ შენ კიდევ Smile

flower
flower sunny flower
flower
sunny flower sunny
sunny
flower sunny flower
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 32
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Fri Jun 19, 2009 2:35 pm

უსაყვარლესი პოეტესა! sunny

ნუც, როგორ მიხარია შენი წიგნი! flower

flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Jun 29, 2009 8:01 am

ღაწვზე ხალივით


ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა
ღაწვზე ხალივით -
დამისაკუთრა, როგორც ქალი - შეშლილმა მამრმა,
არ მიშვებს, არა!
კარში ჩადგა - ნაპატივები,
და საჩუქარიც მომაჩეჩა - დეპრესია -
ყვითელი ქარვა...

მან ჩემი თეთრი მონუმენტი უნდა აღმართოს.

კალატოზობა დაიჩემე შენც, ჩემო თერძო,
და საჭრეთელიც მოაყოლე, როგორც როდენმა,
რუხი ჭინჭები შემოაცვი სვეგამწყრალ სეზონს -
მაინც არ ჩანდა მზე, არ იყო - ცერცვისოდენაც...

ღალატებივით დააქვს ზაფხულს ცოდვების სკივრი,
და ქვადქცეული მარტოობა ტანჯავს სიზიფეს,
მწვერვალზე ლოცვებაპყრობილი ირწევა მწირი,
წრეზე სიტყვებით დანთებული ცეცხლი გიზგიზებს,

ვდგავარ სიყვარულაყრილი და, რატომღაც, გტირი...

როგორ გაზრდილა მარტოობა, ფეხქვეშ განრთხმულა
ქვაკუთხედივით,
შევდგე უნდა, უნდა ავფოფხდე,
წახნაგები კი ხელისგულით გავაპრიალო,
ღალატიანო!
მოგწვდე, იქნებ, თავბრუდახვეულს,
და საფეთქელთან გიჩურჩულო:
დააგვიანე...

თავზარდამცემად ყმუის ყურთან შენი სიყალბე...

ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა,
ღაწვზე ხალივით -
შენ რომ გიყვარდა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Jul 18, 2009 5:42 pm

დაბადების დღისთვის

ღმერთო, რამდენი გეძებე, ღმერთო-
დედაჩემის ნატიფი სახის ოვალი
რომ ტკივილებისგან მოიქცა, და
ჩიტმა შვებით ამოუსტვინა ივნისის
საღამო,
იმ დღიდან გეძებ-
სამშობიარო სახლის დერეფნებში რომ დაგიწყე
ძებნა, და ფართოდგახელილი ლურჯი
თვალები შეგანათე,
გახსოვს?
გიცანი-
დედის სუნი გდიოდა და
მკერდიდან რძე მოგდიოდა,
აი, მაშინ გთხოვე-
არ დამტოვო-მეთქი და,
ტანზე აგეკარი-
რა თბილი იყავი, ღმერთოო...

ჩიტებისამოსტვენიანი ივნისები მწყობრში ჩადგნენ
და შენ არ ჩანდი,
მინდვრის ყვავილებს ძილი დავურღვიე,
რომ მეპოვე-სადმე,
თუმცა, ბალახი აშრიალდა და,
სხვა არაფერი.

მერე, თოთო ბავშვი იყავი, ღმერთო-
ჩემი სისხლი და ხორცი, და
ჩემს კერტებს წოვდი-
თეკლა დაგარქვი,
ახლა, შენ ამეკარი, და
ჩიტმა კიდევ ერთხელ ამოუსტვინა ივნისის საღამო,
აი, მაშინ შეგპირდი-
არასოდეს დაგტოვებ-მეთქი,
რა უმწეო იყავი, ღმერთოო...

მამლის სამჯერადი ყივილები იყო
დაისებიდან აისებამდე,
დამტვრეული ხელები-
ვენერა მილოსელივით და,
რამდენს გელოდი,
არ ჩანდი,
მხოლოდ სრული ანალგია-დეპრესია-
ძალიან რომ არ მტკენოდა.

მერე, შენ კაცი იყავი, ღმერთო-
მხრებშიმოხრილი და სიტყვაგამართული,
ჩვენ ხან ლუდს ვსვამდით ერთად და, ხანაც-მარტინის,
მე ვბრწყინავდი, შენ-გაშტერებული მიყურებდი,
საძაგელი ჭრილობა რომ გაჩვენე, ხელში ამიყვანე და,
აი, მაშინ დამპირდი-
არასოდეს დაგიშვებო.
წყალს აყოლილი ნაფოტივით წაგყევი.
რა ყალბი იყავი, ღმერთოო...

მერე, მე უკიდეგანო ცას გამოვეკერე და,
შენ მიწაზე დაიჩემე სიყვარულის შეგროვება-
აქაოდა, ღმერთი ვარო.

ივნისის საღამოს კი, აპლოდისმენტების ფონზე,
ჩიტმა ჩემი მარტოობა ამოუსტვინა.

და, ვიდრე შაშვები ალუბალს აკენკავენ,
ბედისწერა კი ბოლო-საკონტროლო ტყვიას დამახლის,
მთის ძირში მინდა, გიჩურჩულო:

იცი, როგორ მიყვარხარ, ღმერთო?!

Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Dec 26, 2009 7:05 pm

apriori

მგზავრი ვიყავი. მივდიოდი. ტყეს ახსოვდა ჩემი ტერფები.
კვალი თოვლიდან მოდიოდა და არსაით იკარგებოდა.
ვიკარგებოდი ანტრაქტებში. ხეებს შორის ჩემთვის ვდგებოდი.
ფეხზე დგებოდნენ მწვერვალები. მკლავს მიწვდიდნენ შემკრთალ მეგობარს.
მთები ზარმაცად ამთქნარებდნენ. მწვერვალები ფეხზე დგებოდნენ.

მგზავრი ვიყავი. დამემგზავრე.აელვარდნენ ხმელი ფოთლები.
ცას უყურებდა სახურავი ჩვენი სახლის. ანდა არ გვქონდა.
სიმამაცისთვის ვსვამდით. ასე ვსჯიდით ჩვენს ბედს-მთვრალი გუთები.
უფრო შესუნთქვა გამიჭირდა. გამომიშრა ტუჩი. და ქორდა
დამატებითი, უსარგებლო და უმიზნო-გულით დამქონდა.

და მივდიოდი. დამემგზავრე. მწყუროდა და მანიშნე წყალი
შენს ბნელ ბინაში.ჟინმოკლული მივადექი რაღაც სარეცელს.
მგზავრი ვიყავი. დავიღალე. მომასვენე დაღლილი მგზავრი.
პროკრუსტეს ლოგინს მიმაჯაჭვე. დამამოკლე დანის გარეშე.
გრძელი მოვედი. მივდიოდი. მამოკლებდი. ვიდრე დავეშვი.

ვიდრე გავჩერდი. მივდიოდი. და არსაით არ მქონდა გეზი.
მგზავრი ვიყავი-მოციმციმე. შენი ქოხის უცხო სტუმარი.
რიტმები კედლებს შევატოვე.იღიღინებ შენ ჩემთვის ჩემზე,
ოდესმე, როცა არ მექნება თბილ სიტყვებზე \"ჰო\" და \"უარი\".
უნდა გაგეშვი-აპრიორი. და მივდივარ-წასვლა თუ არის.

ვივლი მზესავით გამხელილი შენს თვალებთან, ზურგთან, ხელებთან.
დღეებზე-კალის მებრძოლებზე-მონადირე, სუნთქვის სიხარბით.
ხილვებით. კვალით თოვლიდან და გზით- არსაით, როგორც გენებოს
ისე დაარქვი ჩემს მოსვლას და სიკვდილამდე მშვიდად იყავი.
ნიშნისმოგებით ჩაუკარი თვალი შენს თავს.და გაიხსენე-
როგორ მიყვარდი.

es ra magari leqsi armovaChine...
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Jan 11, 2010 6:11 pm

dzlivs movagwie aq, momenatret, mixo momenatra dzalian Smile


ალილო!

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.
დაზამთრდა, კარგო, და მამა ღმერთს წამოსცდა თოვლი.

შენ რაც მომეცი შენი ციდან, შენი სუნთქვიდან,
ღმერთო, მაღალო,
ათივე თითზე ჩამოვიცვი ბეჭდებად, თვლებად,
და მორჩილ თმაზე დავიბნიე მთელი სამყარო,
თავი ავიღე, ან არადა, დავდე, თუ გინდა,
დაარქვი ასე. და ჩავისხი თვალებში ტბები,
რომ მეხილა ჩემი საღამო.
და შენი ღამე.
ღმერთო, მაღალო!-
ბეთლემის ბაგა, ღვთისმშობელის ფერმკრთალი ბაგე,
და ლურჯი შობა სიყვარულის-ქარში დეკემბრის,
დარი-ავდარში.
მიდიხარ და ვერაფერს აგნებ,
და რაც მიაგე გაზაფხულებს, გაქრა, ეგება...

გათენებამდე ღამე მკლავზე დამითვლის ხალებს,
გაღვიძებამდე, როცა მთელი სიცოცხლე კვდები,
ღმერთო, მაღალო,
მე მინდოდა მხოლოდ ის ალი,
ბეთლემის ცაზე მოკისკასე ვარსკვლავის კდემა.

ალილო!
"რამე გამოიტა"-მოვსულვარ აბგით,
ღმერთო, ტრაპეზი გამიმზადე-ღვინო და პური.
ჩემზე-საკიდზე- საბრას შავი და მოკლე კაბა
ასრულებს სოლოს.
მიჭრიალებს სურვილი ურმით.

ალილო!
მაინც მოვედი და ვნახე იესო,
და სამსჭვალების მიჭედებაც დამედო ვალად,
ღმერთო, ღმერთმანი,
მთელი ჩემი ვრცელი სიესტა
თავსდება ერთ დიდ ცოდვაში, რომ ვიყავი ქალი.

ახლა გავრბივარ.

რა ჰიმალაი, და ვინ ლამა-თუნდაც დალაი,
გაქცევა ვიცი სულ სხვა მხარეს, და სხვანაირად.
თეთრი შუამთა.
შემუსვრილი გული.
არავინ,
როგორც არავინ
დაგიძახებ, ღმერთო,-
ალილო!

ჩემს ქვეყანაში სულ ზაფხული არ იცის ხოლმე.


shobas gilocavt!
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Jan 11, 2010 6:21 pm

კარგი ”ალილოა” ეს, და შუამთაც კარგია, მაგრამ...

მე მინდა ტიბეტში... რომ ბუდისტი ბერი კი არ გავხდე, იმ მთებს ვუყურო... ვუყურო და მეტი არაფერი...

დალაი ლამას იქ ვერ ვნახავ - ინდოეთში ცხოვრობს და მე ინდოეთში არ წავალ მაინც... Wink
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Mar 09, 2010 4:52 pm

წერილი კლარას, 1944

მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი ქალაქის ჰოსპიტალში ერთი ახალგაზრდა ექიმიღა უვლიდა ტიფით დაავადებულ გერმანელ ტყვეებს. ტიფი გადაედო, როგორც მოსალოდნელი იყო, და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს კაცი გახლდათ შალვა დეკანოზიშვილი-ჩემი დიდი პაპა.

ძვირფასო კლარა!
ვიდრე გვრემას დამიწყებს ფერდი,
ან მესაყვირე შტეფანივით გამეზრდება
უცებ მუცელი,
მოკლედ დაგიწერ:
აქ დილიდან წვიმს ჩვენს დაგებულ ქვაფენილებზე,
მოკირწყლულ ქუჩას ალაგ-ალაგ ემჩნევა ბზარი,
ჭექა-ქუხილზე ზანზარებენ თხელი მინები,
და მე სიკვდილთან გავანაღდე გუშინღამ ზავი.
თუ გახსოვს,-ჩვენი იადონი,
ჭრელ გალიაში სულს რომ ღაფავდა,
აი, ასე, და სწრაფად,
ურითმოდ
ფართხალებს გული,
და კოლნის ცივი დეკემბერი
მივლის ტერფებში.
ჰოსპიტლის კედლებს სდით იოდის მომწარო სუნი,
და სადღაც გაქრნენ, მოფარფატე აქვე, ექთნები.
"შობელძაღლები"!-
ყოველ დილით დუდღუნებს კაცი-
იდეალისტის მოქნილი და გრძელი თითებით.
რაღაც ასეთი გინებაა,
მგონია,-
"შვაინ",
რადგან ჰაერში მოქნეული მსხვილ-მსხვილი ნემსი
ჩემს დუნდულაში ათი წუთი მაინც ძაგძაგებს.
თუმცა,ისეთი თვალები აქვს-
პალადინის ან მღვდელმსახურის.
ჰოდა,
ყველანი დაიფანტნენ, და ჭერს შევყურებ,
ასეთ ამინდში ნატყვიარი ბარძაყთან მწიწკნის.
ვინც გაფრინდნენ და, ხო გაფრინდნენ,
ტოტზე ბეღურას
ნისკარტით მწვანე ჩიბუხივით უჭირავს წიწვი.
გინდა მოწიე,
აი, ახლა,
გინდა იყვირე,
არც ზარებია ამ ქალაქში,
ძვირფასო კლარა!
და მეც ამწაპნის დღეს ან ხვალე
დაღლილ სულს ტიფი.
ჰო, ის ექიმიც-
"შობელძაღლი"-
გუშინ მომკვდარა.

სალუტი!
ვკოცნი უფაფუკეს ვარდისფერ თითებს,
შენი ნიკოლა.


es iyo telavshi:)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Jun 14, 2010 10:45 pm



მუხრან მაჭავარიანი და ნუციკო დეკანოზიშვილი, 2010 წლის მარტი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Fri Jun 10, 2011 12:55 am


Nuciko Dekanozishvili and Mikho Mosulishvili, 2009

ნუციკო დეკანოზიშვილი

გაზაფხული

ხეები აყვავდნენ და
თოკები გამოისხეს.
ქარში ფრიალებენ
დაზავების თეთრი დროშებივით, -
"დაუთმე უფალსა"...
პროჟექტორებივით გაფაციცებული თვალები
ფანჯრების მინებს კვეთენ და
ხსნას ეძებენ.
და მაინც - სად, სად?
ვერც ერთი ტოტი ვერ დამინდობს,
ვერც ერთი სიტყვა, -
ისე მძიმე ვარ.
თოკებიანად წამოვალ და
ვარდნა იქნება უსასრულო,
ჯოჯოხეთივით.
ხეებმა თოკები გამოისხეს,
თოკებმა - ფრთები.
ცასაც ვერ ჩამოეკიდები,
თორემ გაფრინდებოდი.
თითქოს, არც იყო არაფერი, -
ფილტვები, სავსე ტკივილით და
მუცელში ათასი ხვრელი, -
ჭიებით სავსე.
ყელში - თოკები.
გვერდით ოთახში -საწოლები.
აქეთ - მაგიდა.
ჭერი ისეთი მაღალია,
მე ვერ დამინდობს.
მისამძიმრებენ მეზობლები, -
წყებად დადიან.
ახლადშეღებილ უცხო კედლებში
კუბოც კი არ დგას,
რომ დავჯდე და
გულიანად გამოგიტირო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Nov 26, 2011 11:52 am



ნუციკო დეკანოზიშვილი

ცეცხლი დამინთე, სალამანდრა

კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა -
არ მეშინია!
ცეცხლი დიდი ხნით მეკიდა და...
უკვე დავიწვი.
გოგენის ყვითლით შევიღებე...
დაგეშილია
ქვეცნობიერი - თვალი მითრთის,
თვალი - თვალის წილ,
ფეხები - ფეხის,
ხელი - ხელის,
გული - გულის წილ.
ხმელეთზე ხოხავ, დაიღალე, უნდა ჩაყვინთო.
დრო გაცნობიდან არცნობამდე, მერე გუშინწინ,
გუშინ, დღეს დილას, საათის წინ, წამის...
მაკინტოშს
ვინ შეგიკერავს, სალამანდრა, რომ არ დასველდე?!
მიჩვეული ხარ.
ჩადი,
ჩადი,
გაცურე ქვევით,
ფსკერზე დაეშვი - გველთევზებთან, ფსკერზე,
და შემდეგ
შეჭამე ყველა ლიფსიტა ან, იყავი ქველი -
მოკვდი შიმშილით, როგორც ძველად, კიბის ქვეშ,
ხელში
ფანქრებით, ჭიქით, ფერებით და
მხრებისკანკალით.
ტემპერა - კაცის გულიანი და არა კვერცხის,
თავი სინდისთან მიიტანე, იქვე დაკალი.
კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა!
ფერფლიდან მზელენ,
განთიადები, დაისები, თეთნულდზე თოვლი,
თვალი ნათელი, გული - გულში, მზიანი მზერა.
ხმელეთზე, ზევით, მწვერვალებზე
შეგხვდები მხოლოდ.
გზა ციცაბო და ქვიანია, გზა არის გრძელი,
ცეცხლი დამინთე, სალამანდრა, -
კლდის თავზე...
მოვალ.

ბმული - http://www.lib.ge/mybook/index.php?book=08664&rel=poetry

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Dec 03, 2011 8:27 pm


ნუციკო დეკანოზიშვილი

...რომ გვერდით გედგე

ასე მინდოდა დამეწყო და ხარაჩოებს ვდგამდი ფანჯრებთან,
ხელუხლებელი მეტაფორით ვრთავდი ფრაზებს - სისხლში გაყინულს.
ასე მინდოდა დამეწყო და, რომ ეს იყო ჩემი სასჯელი,
უკვე ვიცოდი, ვიფერებდი, რომ აქ იყო ჩემი სალხინოც.
ვეზიდებოდი სიტყვებს სახლიდან.

დიდი კაცები ბადეს შლიდნენ. იყო დილა. იყო სისხლივით
წითელი სისხლი, დაკოპლილი, კალმახების ზურგზე აკრული.
სასკოლო მერხი - დაჩხაპნილი, და სამშობლო, გვერდით, "იხილეთ",
ვაშას კივილზე გამობმული (კოსმოსამდე) მკრთალი "ჩაკრულო".
და ბრჭყვიალებდა ტატოს "საყურე".

"ელია, ბიჭო"! - გეკითხები: რას ელიან აქ სულელები?
ქველმოქმედები, მასხარები, სწავლულები და ასე შემდეგ,
და ასე შემდეგ, ასე, შემდეგ, - დაკრეფილი გულზე ხელები,
რომ მახელებენ და რომ მინდა, ყველა ლაჩარს სიტყვებით შევდგე!
რომ აქ ვიყო და, რომ გვერდით გედგე.

რომ უკვე ყინავს გვარიანად, მინდა გითხრა, - ზამთარი მოვა,
მოვა და მერე შეგცივდება, მე გავიხდი, ჩაგაცვამ ტანზე.
შენი ბებერი გული ფეთქავს, ისე, როგორც ზამთარში თოვა,
და სულ არაფერს, - არც ერთ პასუხს , - აღარა აქვს ამჯერად აზრი,
როცა ვზივარ და არ ვფიქრობ სხვაზე.

უსაზღვრო სევდა დიდდება და გადანგრეულ საზღვრებს გადადის,
თვალი თვალში რომ გაგიყარო, წავხდები და დავკარგავ ედემს.
როგორ მინდოდა დამეწყო და ვრჩები ამბავს, ასე, - ვადამდე,
ვეღარც ვწერ, ვეღარც გეშველები, ვეღარც ვყვირი და ვეღარც ვკვდები.
ვდგავარ, აქ ვარ და გაბზარული შევყურებ კედლებს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Fri Aug 10, 2012 12:19 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

როქსის, სიყვარულით

"Дай, Джим, на счастье лапу мне,
Такую лапу не видал я сроду".

С. Есенин

ჩვენ ხომ მდედრები ვართ, როქსი!
მოდი, ვისაუბროთ მშვიდად,
ყმუილი მინდება ზოგჯერ
შენსავით, და ახლაც მინდა...
როქსი, გამიგებ და, გეტყვი,

შენი პატრონი ხომ იცი?
აბუჩად რომ იგდებს სიტყვას,
ტური რომ მოვუგე-ბლიცი,
მაინც უსაშველოდ მიყვარს,
როქსი, არ დამცინო, როქსი,

შენ რაღაც იცი და, არც კი,
რომ ბზიკავ მომხიბვლელ გავას,
რად მიღირს დავკარგო კაცი,
ძაღლი კი ძაღლურად წავა...
როქსი, მომაწოდე თათი-

ქალურ თანაგრძნობას ვითხოვ,
თუმცა, გიწოდებენ ძუკნას.
მომბეზრდა ამდენი თმენა,
და ნახშირორჟანგის სუნთქვა.
როქსი, თან ინებე შაშხი.

რატომღაც, შემშურდა შენი,
გულწრფელი ყმუილის გამო,
როცა ძაღლებში ხარ მგელი,
ქალებში-ძალიანქალი,
და მაინც, მარტო ხარ, როქსი...

ადგილზეე!
გიშვერენ თითს და,
შენ უნდა მიიღო პოზა,
ასე სჯობს... რად მიღირს, იცი,
ჩემი პოეტური პროზა?!
სველი თვალები გაქვთ ძაღლებს...

ჩვენ ხომ მდედრები ვართ, როქსი!
ცაზე ვარსკვლავებიც ვთვალეთ,
ახლა, დიალოგებს მოვრჩეთ
და ერთად შევყმუვლოთ მთვარეს!
იქნებ, გაიგონოს შენმა
მთვრალმა პატრონმა და დაქალს-
თუნდაც, საკუთარი ძაღლის-
დროზე მომაშველოს ხელი...
როქსი!

ოჰმ, შენი პატრონიც გაქრა!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Nov 03, 2012 8:57 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

მკვდრები


ჩუმად უთხარი მკვდრებს, რომ გაჩუმდნენ,
საფლავებიდან არ დაძრან კრინტი.
ჩვენც აღარ დაგვრჩა სიცოცხლის კვნიტი,
ჰოდა, უთხარი მაგ მკვდრებს,
გაჩუმდნენ!
გადაიფარონ საბნებად ქვები,
ამოეფარონ ჯვრებს და გალავნებს.
კარგად დამალონ მიწის ქვეშ ზეცა,
ცაზე ცისფერი ღმერთი დამალონ!

უსმინეთ ზღვას, -
კალაპოტიდან გადავა მალე.
თოლიის ჩქამს
თებერვალშიღა ვიპოვით თოვლქვეშ.
შენ ისევ იმ
დედამიწას ჭამ პურად და დარდად,
გავჭიმავ სიმს -
სიცოცხლის და ის მიმიყვანს სადღაც.

სადაც ცოცხალი მკვდრები მარხია.
ქარი არ ქარობს და ფოთოლს არხევს.
შევუხსნი არტახს ძუძუთა ჩვილებს,
დაჭრილ მოხუცებს შვუხსნი სახვევს.

აღარც წვიმს, არ,
არა-რაობა, რატომღაც, მახლავს.
დასასრულს ვკლავ,
მეზღაპრეები ტყუიან ისევ.
სად შენ და სად
კეთილი ბოლო, და ბოლოს - ახლა
ისევ ტყუიან,
რას ვემართლები და საით მივდევ

დღეებს, რომლებიც გულდასმით ვშალე
და მკვდრებს, რომლებმაც მაღირსეს წყალი,
და სიზმრიანი ლანდების ღამე
მეძახდა, თითქოს მღვიმედან - დალი.
სად დავილიე და როდის მოვკვდი,
სადღაც ხომ მხვრეტდნენ სიცოცხლით დასჯილს?
და მთებზე თოვლის ქათქათა თოკი
როცა მახრჩობდა, მე თითქოს ქაჯებს

ვეზმანე... ლექსი მომცეს საჩუქრად,
ჩაიხითხითეს - ესეც ფეშქაში!
ჰოდა, უთხარით მაგ მკვდრებს - გაჩუმდნენ!
რომ აღარც ახლა, თუნდაც - ვერც მაშინ
ხვრეპდნენ სიცოცხლის უტყუარ მიზეზს
და მე ვიდექი - უსახო სევდა...
უქარო ქარი არხევდა სიზმრებს,
მკვდრებსაცა ხვრეპდა, ცოცხლებსაც ხვრეპდა.

ჩუმად უთხარი მკვდრებს, რომ გაჩუმდნენ!
უთხარით, ცაში სიყვარულს ვმკიდი...
ჩვენც აღარ დაგვრჩა სიცოცხლის კვნიტი,
ჰოდა, უთხარი მაგ მკვდრებს -
გაჩუმდნენ!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Nov 24, 2012 10:45 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

ისევ ნამსხვრევები


საით გაპატიო?
მე მინდოდა ორპირი ქარისგან დაცვა,
როცა ორივე კარი დაკეტილი იყო.
მე მინდოდა ოთხთვალა სევდიდან ჩამოყვანა,
როცა მეეტლე უწყალოდ ერეკებოდა
ალისფერ ცხენებს, -
ამათრახებდა.
მე მინდოდა შენი წყალწყალა თვალების
ამოღება და
დაღვრა.

აუცილებლად გაპატიებდი, ამის უფლება რომ მქონოდა.
თუმცა, მე რა შემიძლია?
მე შემიძლია, მხოლოდ მიყვარდე ან მოვკვდე.
სიამოვნებით დაგიტოვებდი ეჭვებაყვავებულ ივნისში,
როცა ღალატები მწიფდებიან,
როცა იმედები ძირს ცვივიან.

შენ იცი, -
მე შემიძლია თვალებად ვიქცე,
ფეხები არ მქონდეს,
ხელები დამამტვრიონ,
პირი სევდანარევი ძაფით ამოვიკერო,
და ასე გიყურო,
როგორ მიდიხარ ჩემგან მარჯვნივ -
გულიდან.

ქარები თუ ჩადგებოდა, რას ვიფიქრებდი, -
გან-ქარდებოდა საწვიმარი ღრუბლის ქულები, -
ან ჩემს ქროლვაში იღელვებდი
ასე ქარდაქარ.

მწუხრის ცაზე რომ გააკრავენ შაბიამან-
გადასხმულ ტილოს,
კვიპაროსები თავს იკლავენ, -
სულ ქარდაქარ, ქარში,

და მაშინ ვფიქრობ, -
განა, შეიძლებოდა, მშვიდად გვეცხოვრა,
როცა ასეთი ქარებია ირგვლივ?
განა, შემეძლო,
მშვიდად მყვარებოდი და
ორ კვირაში ერთხელ
თავი არ მომეკლა შენი ორპირი თვალით?
შეიძლებოდა, განა,
ჩემს სასაცილო სიყვარულზე არ მეცინებინე?

რადგან,

არ შეიძლებოდა აქ ასეთი სიყვარული -
ხასხასა, გამჭვირვალე და ქმედითი.
არ შიძლებოდა, ნივთების ძაღლად არჩაგდება,
როცა ყველა ნივთი სიცოცხლისათვის საჭიროა.

მაგრამ,
რა გვეშველება, როცა საშველი აღარ იქნება, -
როცა გვეტყვიან, -
დატოვეთ გარეთ ყველა ტყუილი, -
ვერც ერთ ჯიბეში ვეღარ დამალავთ,
რადგან აქ ჯიბეებიც აღარ გექნებათ,
არათუ ჯიბეები, აღარც სამოსი.

ჩემო ღმერთო,

გუშინ შენ მზეს წამოვუწექი.
ჩემმა მზემა თქვა -
რა თბილიაო.

Smile


Last edited by Admin on Fri May 22, 2015 8:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Dec 17, 2012 1:53 pm




წიგნის დასახელება – "ნამსხვრევები" (ლექსები)
ავტორი – ნუციკო დეკანოზიშვილი
წინათქმა - მაია ჯალიაშვილი
რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე
მხატვარი - კარლო ფაჩულია
კომპიუტერული მომსახურება - თენგიზ რობიტაშვილი
გამომცემლობა - "საუნჯე", ვაჟა წოწკოლაური
ISBN 978-9941-442-26-1
გვერდების რაოდენობა – 152
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012



study


Last edited by Admin on Fri May 22, 2015 8:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Mar 07, 2013 12:11 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

***
ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...
ექსკლუზიური უფლებით ჩანს
ჩემთვის მანძილი-
-გაწვდენა ხელის-
-სიმხდალიდან სითავხედემდე...
ჯვრით არეკლილი მისტიკური
ლოდი ვარძიის
მამუნჯებს, ჩემო... კატასტროფას
გავექცე მინდა
ტკივილგაცლილი,
ვნების ბორიალს დავუთმო
სულთქმა,
ხელისგულებზე ამოვიწვა მზის
საათები,
პირდაფჩენილი ხრამის ჯინაზე
შევეხო ვულკანს
ჩემი და შენი ესთეტური
მასლაათებით...
ნისლშერეული ჭოროხები
ახლოა ისე,
მეხამუშება ასე უშნო
შესამოსელი-
-თვალებს პირბადით ვიმალავ და
მხრისთავებს ვიჩენ,
რომ ხელუკუღმა დავაბრუნო
წუთისოფელი!

ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Fri May 22, 2015 8:35 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

სინათლე

„თქვენ მართლა გიჟივით ხატავთ“.
პოლ სეზანი


სინათლე, ვინსენტ!
სამხრეთისკენ აიღეთ გეზი!
პარიზის ჰავა მწირია და, მოგკლავთ შიმშილი.
მზესუმზირები შეანათეთ ვინმე პოლ სეზანს,
დიახ, ასეა,-თქვენ, ნამდვილად, ხატავთ გიჟივით.
კარტოფილებით ვახშმობისას იხრჩოლებს ლამპა,
ფერებს ბარტერით გადაგიცვლით მამილო ტანგი,
ტილო თქვენსავით ცახცახებს და, სიცოცხლე დალპა,
მოდით, რა , ვინსენტ,
შემიღებეთ დილები,
კარგით?
თუმცა სენ-პოლის თავშესაფარს გაუგეთ გემო,
ერთგულ მეგობრად გაიხადეთ ექიმი გაშეც,
ისე... თქვენ ისე აელვარებთ თავთავებს,
"ჩემო!"-
მინდა გითხრათ და,
თქვენს ყანებში მზისგულზე გავშრე,
რადგან წვიმები...
წვიმებია მუდმივი, რუხი...
თქვენს იაპონურ ოცნებაში ციმციმებს არლი.
კვიპაროსები.
ვარსკვლავები.
სახლები.
ქუხილს
მე ვეღარ ვუძლებ,-
ჭრილობაზე მაყრიან მარილს
მლაშე ცრემლები.
გაყიდული ერთი ნახატი.
ავტოპორტრეტი გოგენისთვის, ან ჩალის ქუდით,
ფერი-სიგიჟე, სნეულება, როგორც სახადი,
თვითმკვლელობამდე,
იმის მერე,
მუდმივად,
თუნდაც
ყვითელ სახლებში მარტოობამ გაიდგას ფეხი,
ჩვენ მიგვიყვანენ ფინიშამდე ჩვენი ომები.
შუაგულ მზეში დასასრული ყველაფრის, ერთხელ.
პურის ყანები,-
სიკვდილივით შავი ყორნებით.
სინათლე, ვინსენტ!
სამხრეთისკენ აიღეთ გეზი!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Sep 19, 2015 9:07 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

ვენეციის ნოემბერი

ასეთ სიყვითლესაც ხომ გაძლება უნდა -
შემოდგომა რომ შემოგადგება -
ცაც რომ ყვითელია და ფილაქანიც -
და ვეღარსად გაიქცევი ამ სიყვითლიდან;
ყვირი და გარბიხარ სიყვითლეში,
როგორც ერთი პატარა მოციმციმე ყვითელი ლაქა
და იხსნები, იღვრები, შემოდგომდები.
ასეთ სიყვითლესაც ხომ ატანა უნდა -
ღვიძლის უჯრედები რომ იშლებიან,
როგორც შენი ძველი მეგობრები,
ასეთ სიყვითლეშიც ხომ შეგვიძლია ტირილი -
რომ არასწორად წამოხვედი გზაზე,
რომ არასწორად გადაიარე ხიდები,
რომ არაადექვატურად გიყვარდა და
ახლაც არ იცი, როგორია ადექვატური სიყვარული.
და დგახარ, გარბიხარ ამ აუტანლად ყვითელ შემოდგომაში,
სადაც რაღაცნაირად მოხვდი,
სადაც წყლის სიმწვანეც ვერ შველის ამხელა შემოდგომას,
სადაც თვალები გიჭრელდება - ისეთი ყვითელია ჰაერი,
სადაც ჩერდები და ხელებს იფარებ სახეზე,
რომ იგრძნო - ხარ...


იტალიურად თარგმნილი ეს ლექსი მოვისმინოთ აქ - https://youtu.be/HxOMQDUzmcM

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Jul 29, 2017 12:02 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი

თევზაობიდან

თქვი, რომ კოკისპირულ წვიმაში მოვყევით,
როცა ანკესები ავიღეთ და გავუყევით გზას.
ტივტივები და კაუჭები ბლომად გვქონდა,
სატყუარა ჭიებიც დამპალი კუნძების ქვეშ ვაგროვე,
მერე, ასანთის კოლოფებში ჩავაწყვე და,
ასე მოგვქონდა-ნადავლის იმედით.
თქვი, რომ კოკისპირულმა წვიმამ,
უბრალოდ, წყალი აამღვრია,
და კალმახების ნაცვლად
ერთი-ორი მურწა დავიჭირეთ,
შენ რა-მე დავიჭირე.
თქვი, რომ შენი ტალახიანი ტერფები
კოკისპირული წვიმის ბრალია,
მე კი, ძალიან მიხდება სველი თმა.
თქვი, რომ, რომ არ გვეთევზავა,
ხახამშრალებიც არ დავრჩებოდით,
მაგრამ რომ არ გვეთევზავა,
წყალი მაინც აიმღვრეოდა.
ისიც თქვი,რომ
თვალები თევზივით ცივი გქონდა-
თევზაობამდეც,
და შენს ტალახიან ფეხებს
მხოლოდ ჩემი წყალი გარეცხავს,
და ჩემი სველი თმა
შენს გამხმარ გულს დაალბობს.
თქვი, რომ უკან დაბრუნებისას,
შენ გზაში შემხვედრისგან იყიდე თევზი
და გამარჯვება იზეიმე,
მე კი,-ხელცარიელი დავბრუნდი,
და ვაღიარე,
რომ დავმარცხდი.
თქვი,
ჩემთან -რა,
შენს თავთან თქვი.

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Nov 11, 2017 9:54 am

NUTSIKO DEKANOZISHVILI - INEDITI (TRADUZIONE DI NUNU GELADZE)

Mercoledì, 17 Giugno 2015 04:10

Nutsiko Dekanozishvili è nata a Telavi in Geogia nel 1973. E' stata giornalista free-lance e corrispondente televisiva. Nel 1999 ha vinto il concorso per diventare conduttrice televisiva di una trasmissione finanziata dal Fondo Eurasia. Nel 2011 ha conseguito la Laurea in Dottore di Filologia e attualmente lavora come Professoressa associata di Letteratura presso l'Università Statale di Telavi. A sua firma sono inoltre un testo scientifico e due raccolte di poesia. Suoi testi o interventi vengono regolarmente pubblicate su riviste o quotidiani. E' stata nominata scrittrice dell'anno nel 2011 dal Giornale "Ciueni Mtzerloba". Attualmente è ricercatrice post-dottorato all'Universita di Ca' Foscari di Venezia.


traduzione dal georgiano di Nunu Geladze

ნუციკო დეკანოზიშვილი

ვენეციის ნოემბერი

ასეთ სიყვითლესაც ხომ გაძლება უნდა -
შემოდგომა რომ შემოგადგება -
ცაც რომ ყვითელია და ფილაქანიც -
და ვეღარსად გაიქცევი ამ სიყვითლიდან;
ყვირი და გარბიხარ სიყვითლეში,
როგორც ერთი პატარა მოციმციმე ყვითელი ლაქა
და იხსნები, იღვრები, შემოდგომდები.
ასეთ სიყვითლესაც ხომ ატანა უნდა -
ღვიძლის უჯრედები რომ იშლებიან,
როგორც შენი ძველი მეგობრები,
ასეთ სიყვითლეშიც ხომ შეგვიძლია ტირილი -
რომ არასწორად წამოხვედი გზაზე,
რომ არასწორად გადაიარე ხიდები,
რომ არაადექვატურად გიყვარდა და
ახლაც არ იცი, როგორია ადექვატური სიყვარული.
და დგახარ, გარბიხარ ამ აუტანლად ყვითელ შემოდგომაში,
სადაც რაღაცნაირად მოხვდი,
სადაც წყლის სიმწვანეც ვერ შველის ამხელა შემოდგომას,
სადაც თვალები გიჭრელდება - ისეთი ყვითელია ჰაერი,
სადაც ჩერდები და ხელებს იფარებ სახეზე,
რომ იგრძნო - ხარ...

Novembre veneziano

È forse facile resistere a questo giallore
mentre ti assedia l'autunno?!
Mentre ingialliscono cielo e selciato
e invano stenti a fuggire da questo giallore ?!
Gridi e corri nell'aere giallastra
e come una macchia minuta, anche tu avvizzita,
balugini, ti sciogli, ti riversi e ti vesti d'autunno.
È forse facile sopportare questo giallore
mentre si disgregano cellule di fegato
come i tuoi vecchi amici?!
E ti sfugge un singulto soffocato,
perché la strada hai sbagliato,
perché il ponte giusto non hai trovato,
perché inadeguatamente hai amato
e nemmeno ora conosci qual è l'amore adeguato.
Ti fermi, poi corri in questo autunno insopportabilmente giallo,
ove per caso ti sei trovata,
ove neanche la verdeggiante acqua può salvare quest' autunno imponente
e ti abbaglia gli occhi l'aria assai ingiallita,
ove ti fermi e li copri con le mani
per sentire che esisti ancora ...



თავდაკარგულთათვის

აი, პირველად აქ გაგორდა;
როცა სახლი იწვოდა.
კი არ იწვოდა - შიგნიდან ტიროდა და
პირიდან ორთქლი გამოსდიოდა,
და კი არ წაიქცა - გაშავდა.
მე გარეთ ვიდექი და სახლში მამა იყო.
გაგორდა და სადღაც გაუჩინარდა.
ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩუმი წვაა -
უჟანგბადო წვა, უცეცხლო, უემოციო.
ჯოჯოხეთი - „შორი თეთრი მწვერვალი“.
და რამდენიმე წლის შემდეგ, ის იყო, დავიბრუნე,
ისევ გაგორდა: კაცი შეუყვარდა;
არა - კაცი გამოიგონა, რომელმაც
მოხსნა და გააგორა,
და მეც ვეშველებოდი ამაში,
ისე ვირტუოზულად ხსნიდა და. აგორებდა.
სიკვდილი გაიგო და ისევ გაგორდა -
ამჯერად თავდაღმა დაეშვა, დიდხანს მიგორავდა -
ყველა სევდა აიკრა, რაც გზაში ნახა, გაიზარდა.
იმდენად დიდი იყო, თავისით წყდებოდა,
წყდებოდა და ვარდებოდა, ვარდებოდა და მიგორავდა.
სადაც გულდასაწყვეტი ნახა, სადაც შეუყვარდა,
სადაც დახვრიტეს, სადაც უყვარდათ,
ვერსად თავი ვერ შეიკავა და, გაგორდა.
სად აღარ გდია, სად აღარ აფურთხებენ, აბიჯებენ, ეფერებიან.
სად აღარ ვკარგავ ამ ჩემს უსხეულო თავს.
აი, ერთი აქაც გდია - შუაგულ ვენეციაში,
Ponte delle Tettes -ს ყველაზე შემაღლებულ ადგილას,
და აღარ იცის, რა აკეთოს.
მეორე კი - აქაფებულ ლაგუნაში ჩავარდა და
თავდაკარგულების სასოწარმკვეთი ღიმილით მაშინებს.

Per coloro che persero la testa

Ecco, qui la persi per la prima volta,
cadde e rotolò mentre bruciava la casa,
non che bruciasse – gemeva da dentro
e dalla bocca il fumo esalava.
Non che cadde - riarse;
io stavo fuori e papà là, dentro.
Cadde e rotolando sparì non si sa dove...
In tali casi è piuttosto importante la combustione lenta–
senza ossigeno, priva di emozione, di ardere;
in questi casi l'inferno stesso
un nevaio di biancore smagliante ti sembra...
Poi, con il passare degli anni,
appena l'ebbi riavuta , nuovamente cadde
perché m'innamorai di un uomo,
no, in verità, lo inventai –
l'uomo che mi fece perdere
la testa che cadde di nuovo;
me la tolse e la fece rotolare
così abilmente che anch'io l'aiutavo.
Percepì la morte e rotolò di nuovo,
ma questa volta precipitò in discesa;
rotolò a lungo e via via si appiccicò
di tutti gli strazi travolti per strada;
e si ingrandì così smodatamente
che non reggeva, cadeva e rotolava.
Lì dove trovò rammarico, dove s'innamorò,
dove era amata, dove è stata fucilata,
non poté reggere e rotolò definitivamente.
Ora crollata e ovunque avvistata, viene sputata ,
viene calpestata, a volte accarezzata.
Ovunque vada perdo la mia testa senza corpo.
Ecco, una qui giace a Venezia, in pieno centro,
sul dorso del Ponte delle Tette e non sa più che fare;
un'altra, immersa nella laguna spumeggiante,
mi spaventa con il sorriso disperato
di coloro che persero la testa.



ღმერთო, მაპატიე ჩემი პოეზია!

რა სისულელეა!
მორჩა პოეზია...
ხვალიდან ღამეებს ლექსში არ გავათევ!
ლოცვების მაგივრად მიეთ-მოეთია,
სიტყვებს ვაგროვებ და
კოცონად დავანთებ!
ღმერთო, მაპატიე
ჩემი პოეზია-
-ტკივილი უღმრთობის სევდაში გაცრილი,
მე უიმედობის ქარი მომეწია
და დავრჩი ფიქრებში ლექსებად დაცლილი.

Dio, perdona le mie poesie!

Ma che sciocchezze! Basta poesia... Non veglio più versi!
Anziché le preci, sono insulsi per cui, raccolgo le parole,
domani di loro farò un incendio!

Dio, perdona le mie poesie, sono solo dolori estratti dal sacrilego;
mi giungono i venti di sfiducia,
rimango svuotata con i versi nei pensieri...



la redazione ringrazia Julian Zhara per la gentile intercessione.

Nutsiko Dekanozishvili è nata a Telavi in Geogia nel 1973. E' stata giornalista free-lance e corrispondente televisiva. Nel 1999 ha vinto il concorso per diventare conduttrice televisiva di una trasmissione finanziata dal Fondo Eurasia. Nel 2011 ha conseguito la Laurea in Dottore di Filologia e attualmente lavora come Professoressa associata di Letteratura presso l'Università Statale di Telavi. A sua firma sono inoltre un testo scientifico e due raccolte di poesia. Suoi testi o interventi vengono regolarmente pubblicate su riviste o quotidiani. E' stata nominata scrittrice dell'anno nel 2011 dal Giornale "Ciueni Mtzerloba". Attualmente è ricercatrice post-dottorato all'Universita di Ca' Foscari di Venezia.

Fotografia di proprietà dell'autrice.

Nunu Geladze è nata in Georgia. E' laureata all'Università Statale di Tbilisi ed è giornalista e traduttrice. E' inoltre presidente dell'Associazione italo-georgiana "Con la georgia nel cuore". Nel 2013 è nominata ambasciatrice di Pace dalla Universum Academy e dall'Università della Pace Switzerland. Nel 2006, in Svizzera, le viene conferito il Premio Internazionale Donna dell'Anno.
Oltre all'intensa attività di giornalista e di mediatrice interculturale, ha pubblicato numerosi volumi sia in Georgia che in Italia tra i quali si ricordano -tra i tanti- le traduzione dall'italiano al georgiano di San Francesco D'Assisi, Giovanni Paolo II, Luigi Pirandello, Alberto Moravia, Aldo Palazzeschi, Italo Calvino, Tonino Guerra, Umberto Eco, Leonardo Sciascia, Dino Buzzati, Carlo Cassola, Vincenzo Cardarelli, Mario Luzi, Cesare Pavese, Alessandro Baricco, Elsa Morante, Salvatore Quasimodo e dal georgiano all'italiano l'antologia Vite e Tralci, antologia di poeti georgiani contemporanei (Borgomanero, Ladolfi Editore, 2014) e le raccolte del Poeta Nazionale Dato Magradze, Salve (Genova, La Lontra, 2007), I passi dell'acqua (Eboli, Il Saggio, 2012), Giacomo Ponti (Borgomanero, Ladolfi Editore, 2012), Eco (Ibid., 2014, di cui una anteprima, qui)

ბმული:
* http://www.atelierpoesia.it/portal/it/poesia-it-mul/poesia-estera-mul/item/228-nutsiko-dekanozishvili-tre-inediti

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: