არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Mar 12, 2009 6:08 pm

კარალევა queen
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Mar 21, 2009 1:46 am

შენ არ იდარდო

შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო,
ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა.
რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო,
აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.

ყელში ბურთებიც გაქრებიან-შენ არ იფიქრო,
მდინარე უნდა გადმოგევლო, გზები და მთები.
მოდიან დაღმა, მწვერვალისკენ მიდის სიზიფე,
გორდება ლოდი, ვიღაც დღეში ათასჯერ კვდება.

შენ არ იდარდო არმოსული საღამოს ფერი.
ბახუსიც უკვე უძლურია, უკვე დაღალე,
როდესაც მცდარი თეზისების გამხმარი ჩერო
თავზე ცასავით ჩამოიქცა. მაინც, ამ ღამეს

ისევ უმტკიცებ შენ თავს რაღაც გმირობის მაგვარს,
ისევ ფიქრობ და მეღიმები. შენ არ იფიქრო,
რომ ქანცგაცლილი დავიღლები სრიალით სადღაც
და ალიონებს მოაკლდება ჩემი სიფითრე.

შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო,
ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა.
რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო,
აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.



flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Mar 23, 2009 6:48 am

საოცრად კარგი ნუციკო ხარ შენ... Cool
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Mar 24, 2009 2:26 pm

ჭერმის ყვავილებთან ფიფქები

ჩემს ბაღში ჭერამი-
ქათქათა- ჭურვივით აფეთქდა!
ამისდა მიხედვით,
და, მიუხედავად ამისა,
უშენო დღეები
გულწასულს მიზელენ საფეთქელს
და ბედნიერებაც
გრაფიკში ჩამისვეს გაისად.

გარეწარ სატკივარს
მეცო-სოპრანოთი მივკივი,
ქარები ექოებს
სამყაროს კიდემდე აწვდენენ,
მუნჯი კინო ხარ და
მოგყვები ბოლოში ტიტრივით,
"ჰეფი ენდ"-ს გუაშის
ტონებით ვასრულებ საჩვენოდ,

და ამის მიხედვით
ჭერმის ოცნებები ყვავიან,
და, მიუხედავად ამისა,
შლეგურად გათოვდა,
წვიმები გვიცდიან,
წვიმები რიგებში არიან,
და დაასველებენ ერთ-ერთს
ჩვენ ორთაგანს-საცოდავს,

თენდება... ალიონს მამალი
მესამედ გაჰყივის,
იჯერებ, რადგანაც აქამდე
არასდროს გჯეროდა,
და, მიუხედავად ამისა,
მე ვხდები დაღლილი,
და, ამის მიხედვით,
შენ თვალებს აცეცებ ჩეროდან,

თენდება... თეთრ ბაღში
პოლარულ ღამეებს მირღვევენ,
ალიონს ვაბრალებ...
არადა, შუაში შენა ხარ!
ჭერმის ყვავილებთან
ფიფქები ხატავენ სიმღერებს,
სხვა კი არაფერი-
მხოლოდ ეს მინდოდა, გენახა.


I love you chemi-aseti gazafxulia...

gio, gagigime sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Mar 24, 2009 5:12 pm

და ბედნიერებაც
გრაფიკში ჩამისვეს გაისად.


კარგი და კარგი ნუცი.. Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Fri Mar 27, 2009 11:22 am

mixo,dilamshvidobis sunny ai, movitane es axalic flower


მე ვრჩები ქალად...

"ძვირფასო მარგარიტა ნიკოლაევნა, სთხოვეთ, რომ ალქაჯად დამტოვონ".
მიხaილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა"


წვიმები ფსონებზე თამაშებს გვთავაზობენ...
განწყობა იმსხვრევა-თოჯინა ფაიფურის.
იმპულსით ვაგზავნი ღიმილის დანაზოგებს,
დღითი-დღე ვივსები ვნებების ტაიფუნით.
მომიკივდი...
დაგიტირე...
თმებიც კი გავიშალე,
დროზე ვერ მოგეშველე, ვეღარც მოგეფერე,
მარტივად მომიკვდი-
თაღლითი,
დამნაშავე
შიშის გისოსებში...
და მაინც, ოდესმე რომ
წვიმები ფსონებზე თამაშებს გადაწყვეტენ,
უნდა გაიხადო ნაჩვევი ძველმანები,
უნდა გადავყარო სიმშვიდის ტაბლეტები,
უნდა დავიბრუნოთ მზე, რადგან გვემალება,
უნდა შევირიგოთ ცა, რადგან ავატირეთ...
და მაინც,
წვიმები ფსონებზე თამაშობენ,
ქერა ქალები კი, რატომღაც, ლოთდებიან.
გრძელი ფეხების, ფერების გადამკიდე.
რატომღაც გიკიდებენ...
მტანჯველი პროცესია.
ასე სიფერმკთალე არც ისე საეჭვოა-
იპოქონდრიის და ვნებების გასაყართან.
წვიმაში გავდივარ, ფსონებიც ავირჩიე-
მე ვრჩები ქალად!
გიტოვებ ჩემს სამყაროს!
წვიმები ფსონებზე თამაშებს გვთავაზობენ...
მე ვრჩები ქალად!
გიტოვებ სიდიადეს!
ცისკენ მივუყვები ღიმილის დანაზოგით,
წყენაც მახსენდება სულ უფრო იშვიათად.
მომიკვდი...
აპრილში აღდგომას მპირდებიან-
უნდა გაიხადო ნაჩვევი ძველმანები.
თავსაც მოგაყრდნობდი...
დღეები ბინდდებიან...
მე ვრჩები ქალად!
და შენ...
როგორ მენატრები...
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Apr 11, 2009 9:22 pm

თავისუფალი ბრძანდებით!

თავისუფალი ბრძანდებით, სერ!
თქვენ აპრილს მოპარეთ მზე,
და ყველაზე დიდი სასჯელი
უვადო თავისუფლებაა...
თავისუფლება,- მონების მოგონილი
გენიალური ალიბია-
შეგიძლიათ, სიკვდილამდე დალიოთ,
ან დეპრესია გაიღრმავოთ,
ან, სულაც, ოთხმაგი სალტო გააკეთოთ,
და კედელს მიარტყათ თავი-
თქვენ თავისუფალი ბრძანდებით, სერ!
იმდენად თავისუფალი, რომ მე
უპირობოდ შემიძლია გაკოცოთ,
თქვენს საწოლზე დავწვე,
და მიყვარდეთ ასე...
თქვენ კი, ამ დროს, შეგიძლიათ ამიხსნათ,
რომ "სიყვარული" უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან,
რომ მე თქვენთვის "ძვირფასი" ვარ,
და, რატომღაც, კვირაში ერთხელ ამჟღავნებთ,
რომ გენატრებით,
ასე, თქვენებურად, მაგრამ მაინც...
"ძაღლის ბედი აქვსო"", სერ!
ჰმ... არასდროს მინატრია,
და ახლა ვხედავ თქვენი ძაღლის ბედს-
ყოველდღე რომ უყრით საჭმელს,
მეც იქვე-სადმე,
ახლოს დავჯდებოდი
და ხელისგულს გამოგიწვდიდით-
გაიღეთ ერთი პეშვი სიყვარული!
მე ხომ უპირობოდ მიყვარხართ,
თან ექსკლუზიური უფლებით...
და რადგან თქვენ
აპრილს მოპარეთ მზე,
მე უკვე შეგაბით თავისუფლების
ყულფები.
ვწუხვარ,
რომ თავისუფალი ბრძანდებით, სერ!

Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Apr 11, 2009 9:26 pm

აისის წირვები

უსაყვარლეს ლუბა ელიაშვილს-დაპირებული


ხანდახან ხდება, რომ მიცოცავ სიცოცხლის დაგლეჯილ ბაგირზე,
ხანდახან ინვალიდ გაზაფხულს მისტირი, და ასე, ხანდახან
უსაზღვროდ გჭირდება მკრთალი იდილია, რომ ისევ გაგიჟდე,
და მერე, ღაწვები იხოკო-მზეო, და ღმერთო, და სადა ხარ?!

არადა, ცის კიდე ცეცხლწაკიდებული ღრუბლებით დაიწვა,
ქარი იქნებაო-ამბობენ, და ხვალემ მიხედოს ხვალსას,
წამოდი, გაჩვენო-საჩვენო სიცოცხლე იწყება საიდან,
სადამდე სუნთქავს და, როგორ იღიმება, ან კვდება დაისად...

ხანდახან იების საყნოსად იხრები (მცირე მეტანია),
და მერე, მიწაზე შეხება სხეულით შლეგივით გინდება,
გუშინ ცა დაიწვა, მე ისევ მიყვარდა... დღეს უკვე ქარია,
ხანდახან ხვდები, რომ დაჭრილ ემოციებს მიათრევ იმდენხანს,

რომ ყველა აპრილი ერთად და ცალკ-ცალკე გგონია ფიასკო,
და ვნების კვირაში უხსენებელივით მარტივად სრიალებ,
ხანდახან ხდება, რომ სულის ევფონია გინდება იამბო,
და გადაიფიქრო ეულად ჩრდილოეთ პოლუსზე ციალი,

და ისეც ხდება, რომ გაზაფხულს დამზრალი ტაძარში აუსწრებ,
და ფურისულების წარღვნაში გიწყებენ აისის წირვები,
ნაძვების ძირებში პეშვებით აგროვებ სიმშვიდეს- აურწყველს,
და ცვედან სამყაროს ასე უპირობო გაზაფხულს ჰპირდები!

Embarassed luba, chemisiyvarulianileqsi tqven cheers
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Apr 11, 2009 9:40 pm

ser mixo, pircmindadaa shesrulebuli tqveni davaleba sunny movitane leqsebi
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Apr 11, 2009 9:51 pm

nuciko dekanozishvili wrote:
ser mixo, pircmindadaa shesrulebuli tqveni davaleba sunny movitane leqsebi

Exclamation

ჰოდა, ძალიანაც კარგი, რომ მოიტანე!..

”სერ მიხო”-მ თქვა, მეც კი ვარ ”სერ”, მაგრამ ოთხმაგ სალტოს ჯერ ვერ ვაკეთებო... და არც თავს ვურტყამ კედელზეო...

Wink
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Apr 12, 2009 11:44 am

ბანკროტი

ხვდები, რომ სრული ბანკროტი ხარ,
ან სახლში დაგრჩა საწვიმარი
დელგმაში...
მაინც გამოდიხარ!
ყოველი დილა-სამძიმარი-
უჩივის ღამეს მეძავობას,
ამ დროს კი ფანჯრებჩარაზული
სამყარო
არც ღირს სენტაო და...
აპრილის სამი,
ქარაგმული
ქარები სახლში გიცვივიან-
კითხვისნიშნებით,
რებუსებით,
ვიღაცისდარად,
სიცივეა...
ხვდები, რომ მართლა დაიღალე,
სუნთქვაც საოცრად გაგიჭირდა,
ბოლო რეისი,
სამი ღამე,
ხვდები, გიკლია ნაბიჯიღა
სულის გასვლამდე...
დაიღალე,
ხვდები, რომ სრული ბანკროტი ხარ!
გაგეხა ძველი საწვიმარი,
წვიმაში მაინც გამოდიხარ...


Very Happy

ახლა გამომიგზავნა ნუციკომ - ნახე მაინცო...
და მე კიდე - აქაც მოვიტანე...

Wink
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Apr 18, 2009 10:56 am

საით, ანდრია?

საით წამოვიდე, ანდრია, საითკენ?
ჩემთვის ხომ, მუდმივად ადრეა ცოლობა...
რაღაცას წუწუნებ, რომ წლები გავიდნენ.
წავიდნენ, ანდრია... და შენთვის, მხოლოდღა.

ჩემთვის კი ადგომა ადრეა, ანდრია,
როცა შენ იღვიძებ და ჩაის არომატს
უჩემოდ უსინჯავ, და ცაზე ანთია
მთვარე-გუშინდელი, და მზეც კი ამოვა

უჩემო დღეზე, და შენ უძლებ განწყობას...
ასეა, ანდრია! მე მკლავენ ალები,
რომ რაღაც გეგმების მიხდება დაწყობა
და მუდმივ მოლოდინს ვაცეცებ თვალებით.

საით წამოვიდე? შენს სახლში, მუდმივად
სრული წესრიგით რომ მაგიჟებს ქაოსი?!
საწოლის კიდეზე დავჯდები უნდილად
და ასე მოვიწყენ... ანდრია, სალოსი

შენ არ ხარ! რად მყვედრი, რომ წლები გარბიან?
ჩემთან სულ ქარია და ღამეც ადრეა...
რაც არის, ეს არის,-და მაინც ნაღდია!
საით წამოვიდე, საითკენ, ანდრია?


flower gancyobis leqsi
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Apr 21, 2009 5:47 pm

სულ უფრო და უფრო ვიხიბლები შენი პოეზიით.. მემატები.. სულ.. იყავი მაგრად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Apr 22, 2009 7:21 pm

chemi nuci... sunny

ცისფერი მზერით

ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...
ექსკლუზიური უფლებით ჩანს
ჩემთვის მანძილი-
-გაწვდენა ხელის-
-სიმხდალიდან სითავხედემდე...
ჯვრით არეკლილი მისტიკური
ლოდი ვარძიის
მამუნჯებს, ჩემო... კატასტროფას
გავექცე მინდა
ტკივილგაცლილი,
ვნების ბორიალს დავუთმო
სულთქმა,
ხელისგულებზე ამოვიწვა მზის
საათები,
პირდაფჩენილი ხრამის ჯინაზე
შევეხო ვულკანს
ჩემი და შენი ესთეტური
მასლაათებით...
ნისლშერეული ჭოროხები
ახლოა ისე,
მეხამუშება ასე უშნო
შესამოსელი-
-თვალებს პირბადით ვიმალავ და
მხრისთავებს ვიჩენ,
რომ ხელუკუღმა დავაბრუნო
წუთისოფელი!

ცა აქ ახლოა უსაშველოდ
ცისფერი მზერით...
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Apr 30, 2009 12:40 pm

წყალსაც წაუღია!

შაოსანი სპლინი მე მაინც მაგიჟებს,
გეძებ და გპოულობ-ლაღს და აუგიანს,
ამოგიჩემე და გაგხადე სამიზნედ-
-უშენო დღეები წყალსაც წაუღია!

ეეე... როგორ დაბერდი,
ბიჭო, რა მოგსვლია...
მივყვები უშენო დღეების ქარავანს,
მთვარე დღენაკლული-წვიმების ლოთია,
მაბნევ და შენს გზებში ვპოულობ სამალავს...

ახლა სტიქიურად მშვიდი და ფლიდი ვარ,
მოზომილ ლექსიკას გახვევ და გამუნჯებ,
საზღვრებს ვცილდები და
მივდივარ, მივდივარ,
ზღაპრებში მივყავარ წრეგასულ ფასკუნჯებს...

თვალში რომ ჩამხედე,
ხომ გახსოვს, თავხედო,
ბავშვობას ვნებები მხარზე გაუდია...
ერთი სისულელის უფლებით ვსარგებლობ-
-უშენო დღეები წყალსაც წაუღია!

I love you
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue May 12, 2009 2:50 pm

Like a Star @ heaven

მოლბერტი
შვიდი წლით გავიშალე,
მოვედი
ათასი საღებავით,
როგორც სამუდამო დამნაშავე
ციხის ალაყაფის გაღებამდე.
გხატავდი ცოდვების მონანიე
ტილოზე დაღვრილი
ცისფერებით,
გზაში ღიმილი რომ
მომაბნიე,
თვალებგახელილი
ვიფერებდი,
მერე, დავიჯერე ყველაფერი-
სევდა,
დუმილი და
მონატრება,
დოგმა-
არ კი არა, ვერ-გაფრენის,
აღარ დაშვების და...
მონმარტები
ასე დავივიწყე-სიზმარივით,
ხელში ჩიტივით რომ ამიყვანე,
სულზე დამეხვიე
ჭიპლარივით,
დედის საშოში რომ უძინარი
გელოდი ჯერ კიდევ
ჩასუნთქვამდე,
და ახლა სანაგვე ბუნკერიდან
ჩვილივით-
მალვით რომ გადააგდეს-
შეგყურებ,
გული მაქვს სულ მთელი და
ცრემლები
თვალებში სად დავმალო?
შემხედე!
როგორ ვჭამ მობუზული
მიწას და
გამჩენი არ მასვენებს!
მინდა,
მოგიკვდე და განაჩენად
შენი ხელისგულით გამასვენო...
მანამ კი,
თვალები სად დავმალო
შვიდი წლით გაშლილი
მოლბერტიდან?!
ჭიამაია რომ დავამწყრალე,
რომ ვხატე ნახევარ-ტონებით
და,
მაშინ ხომ არ მყავდი
დანახული,
და ასე ვიდექი-მომარხულე,
შემხედე, მოვედი
ტილოზე, რომ
ჭიამაიების კოპლებივით
მრავალწერტილებით
დანაღმული
ჩემი უკვდავება
მოგახურო.
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 13, 2009 9:20 am

მაგარი ლექსია..

თბილი.. თბილი მოკითხვა ნუცის..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 13, 2009 10:02 am

ვაი!
რა კარგი ლექსი დაუწერია ნუციკოს!

sunny


Last edited by ბობო on Wed May 13, 2009 10:49 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 13, 2009 10:21 am

მართლაც ძალიან კარგი.. მაგარი და მაგარია ჩვენი ნუციკო.. და კიდევ.. კეთილშობილებით და კეთილგონიერებით სავსე.. არც ფეხის ხმის აყოლა იცის და ყოველთვის თავის სიმაღლეზე დგას.. არ მახსოვს მე ნუციკოს არაპოეტური საქციელი..

ყველა კეთილი სურვილი ამ მშვენიერი ლექსის და მისი სხვა არანაკლებ კარგი და კარგი ლექსების გამო..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 20, 2009 1:17 pm

gmadlobt, chemo sayvarelo adamianebo, dzalian miyvarxart da gafasebt sunny



გვაგვიანდება... თამაშისას ნაღრძობი ფეხით
მივათრევთ სიზმრებს, და პატარა სპარტანელივით
ჭექა-ქუხილის გაჩენამდე გვეცემა მეხი,
რომ უსუსურებს გული სადღაც გადაგველევა,
ანდა, მოგვკლავენ ტყუილით, ან, რა ვიცი, თოფით

მიტოვებამდე... იოლია ასე და უფრო...
მკვდრებს მარტოოდენ ყვავილებს და ცრემლებს აწევენ,
გადაგორდება მერე შვიდი, ქელეხი, სუფრა,
და გათავდება მისატანი მკვდრებთან საწევრო,
ანდა, ჩუმად და უფერულად იტირებს ვინმე.

გვაგვიანდება... სხეულების ფუყე და მშვიდი,
უპრეტენზიო სურვილები გვაგვიანდება,
აღიარება მზის წნულში და ნერვებში, შიგნით,
სხეულის ენით სნეულების აღიარება,
რომ სული ისე დაგიმძიმდა და გულიც გწყდება,

რომ ხელისგულებს ვერ ატოლებ გადამფრენ ჩიტებს,
რომ ყინვებისას მიაფურთხო ყველა ზამთარს და
თბილი ქვეყნისკენ გაფრიალდე, რომ აღარ გღლიდეს
ასე უაზრო საღამო და მზე რომ გათავდა,
გამოიგონო უნდა შენი სამყარო, მაგრამ

გვაგვიანდება უსახური წლების გარდაქმნა,
ცალყბა ღიმილით გამოსყიდვა ვერთქმული ცოდვის,
ძებნა-აღქმული ჩვენთვის მიწა, ნეტავ, სად გაქრა?
კითხვები, მხოლოდ ლოცვისას რომ თავისით მოდის,

და მერე ფიქრობ-ისევ როგორ საშინლად კვდები,
ან როგორ უფრო მარტივია ახლა სიგიჟე,
რადგან დიადში აგერია შენ ვინმე დენდი,
და ეს დენდებიც, თურმე, ფუყე თავთავს იმკიდნენ,
ან კიდევ, სულაც არ იყვნენ და, გეგონა მხოლოდ.

გვაგვიანდება უპირობო აღიარება,
რომ სიყვარული მხოლოდ ჩვენში, ჩვენად და... ჩემო,
მომდის ცრემლები, ღალატები მომდის ღვარებად,
განადგურება სიყვარულის-ბითური ჩვევა,
ასე უმზეო ამინდებში მე დავიჩემე.

გვაგვიანდება, რომ სულები ვატოლოთ სულებს,
გვაგვიანდება... ღმერთთან მისვლა გვაგვიანდება.

Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 20, 2009 1:30 pm

nuciko dekanozishvili wrote:
gmadlobt, chemo sayvarelo adamianebo, dzalian miyvarxart da gafasebt sunny



გვაგვიანდება... თამაშისას ნაღრძობი ფეხით
მივათრევთ სიზმრებს, და პატარა სპარტანელივით
ჭექა-ქუხილის გაჩენამდე გვეცემა მეხი,
რომ უსუსურებს გული სადღაც გადაგველევა,
ანდა, მოგვკლავენ ტყუილით, ან, რა ვიცი, თოფით

მიტოვებამდე... იოლია ასე და უფრო...
მკვდრებს მარტოოდენ ყვავილებს და ცრემლებს აწევენ,
გადაგორდება მერე შვიდი, ქელეხი, სუფრა,
და გათავდება მისატანი მკვდრებთან საწევრო,
ანდა, ჩუმად და უფერულად იტირებს ვინმე.

გვაგვიანდება... სხეულების ფუყე და მშვიდი,
უპრეტენზიო სურვილები გვაგვიანდება,
აღიარება მზის წნულში და ნერვებში, შიგნით,
სხეულის ენით სნეულების აღიარება,
რომ სული ისე დაგიმძიმდა და გულიც გწყდება,

რომ ხელისგულებს ვერ ატოლებ გადამფრენ ჩიტებს,
რომ ყინვებისას მიაფურთხო ყველა ზამთარს და
თბილი ქვეყნისკენ გაფრიალდე, რომ აღარ გღლიდეს
ასე უაზრო საღამო და მზე რომ გათავდა,
გამოიგონო უნდა შენი სამყარო, მაგრამ

გვაგვიანდება უსახური წლების გარდაქმნა,
ცალყბა ღიმილით გამოსყიდვა ვერთქმული ცოდვის,
ძებნა-აღქმული ჩვენთვის მიწა, ნეტავ, სად გაქრა?
კითხვები, მხოლოდ ლოცვისას რომ თავისით მოდის,

და მერე ფიქრობ-ისევ როგორ საშინლად კვდები,
ან როგორ უფრო მარტივია ახლა სიგიჟე,
რადგან დიადში აგერია შენ ვინმე დენდი,
და ეს დენდებიც, თურმე, ფუყე თავთავს იმკიდნენ,
ან კიდევ, სულაც არ იყვნენ და, გეგონა მხოლოდ.

გვაგვიანდება უპირობო აღიარება,
რომ სიყვარული მხოლოდ ჩვენში, ჩვენად და... ჩემო,
მომდის ცრემლები, ღალატები მომდის ღვარებად,
განადგურება სიყვარულის-ბითური ჩვევა,
ასე უმზეო ამინდებში მე დავიჩემე.

გვაგვიანდება, რომ სულები ვატოლოთ სულებს,
გვაგვიანდება... ღმერთთან მისვლა გვაგვიანდება.

Like a Star @ heaven


ლიტზე წავიკითხე სულ ახლახანს და გამოვედი და თურმე ნუციკო არ მიმზერს ლექსში...Smile
ჰეჰეეეეეე,მოგიკითხე და ნაპერწკლებს მოვეფერე...Smile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 20, 2009 2:54 pm

nuciko dekanozishvili wrote:
gmadlobt, chemo sayvarelo adamianebo, dzalian miyvarxart da gafasebt sunny

გვაგვიანდება უსახური წლების გარდაქმნა,
ცალყბა ღიმილით გამოსყიდვა ვერთქმული ცოდვის,
ძებნა-აღქმული ჩვენთვის მიწა, ნეტავ, სად გაქრა?
კითხვები, მხოლოდ ლოცვისას რომ თავისით მოდის,


Like a Star @ heaven

Arrow

ნუციკო, მეხუთე სტროფს ერთი სტრიქონი უნდა აკლდეს?
მე მგონი - არა!

აბა, დააკვირდი...

Question
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 20, 2009 8:37 pm

ki, mixo, eg "nakli" tvalshisacemia, magram ase momtxova leqsma da xelovnurad agar chavamate, mase "waigo" titqos, ai, fexis chavardnasavitaa mand patara ormoshi Wink

da ar mindoda, "saleqso shtampistvis" gadameyolebina musika da idea...

tumca, sheni shenishvna chemtvis dzalian sainteresoa da gasatvaliswinebeli, mixo.

cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed May 20, 2009 9:32 pm

nuciko dekanozishvili wrote:
ki, mixo, eg "nakli" tvalshisacemia, magram ase momtxova leqsma da xelovnurad agar chavamate, mase "waigo" titqos, ai, fexis chavardnasavitaa mand patara ormoshi Wink

da ar mindoda, "saleqso shtampistvis" gadameyolebina musika da idea...

tumca, sheni shenishvna chemtvis dzalian sainteresoa da gasatvaliswinebeli, mixo.

cheers

Arrow

მესმის, ნუციკო, რასაც ამბობ...
მაგრამ...
მე მგონია, რომ - თუ არითმიულ ლექსს წერ, მთლიანად არითმიული უნდა იყოს...
და თუ მხოლოდ ცალკეულ ადგილებზე, ალაგ-ალაგ იქნება ეს არითმიულობა, რა თქმა უნდა, ასეც შეიძლება... თუმცა ჩემთვის ეს მაინც სისუსტეა...

flower
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu May 21, 2009 12:18 am

...ჭერმის ყვავილებთან
ფიფქები ხატავენ სიმღერებს,
სხვა კი არაფერი-
მხოლოდ ეს მინდოდა, გენახა.


flower
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Today at 4:00 am

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: