არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 10, 2009 10:32 pm

სინანულით ვაღიარებ – აქამდე არ წამეკითხა ნუციკოს ლექსები და ვნანობ.
მართლა მშვენიერია, ძალიან კარგია Smile
ერთდროულად საოცრად მსუბუქიც არის და ღრმაც.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Feb 11, 2009 11:51 am

მიხო, ""ამ ბებერ კაცსაო""-რომ წერ, ახლაღა მივაქციე ყურადღება და სულ რაღაც ათიოდ ზამთარში მეც მაგ ასაკის ვიქნები და რა ვიცი... ლექსად უკეთ გამომდის და ლექსად გეტყვი...

ათიოდ ზამთარში...

ჩემს ქეთი ახვლედიანს!
ფიქრობ, დავბერდები?
ათიოდ ზამთარში
ჩამივლი მშვიდად და
უდარდელ მთქნარებით...
სკეპტიკურ ღიმილით
ოჯახს მომიკითხავ,
ხარბ თვალებს გააძღობ
კისკისა ქალებით?
ღერი არ შეგერხეს
იქამდე, ძვირფასო,
(თმის ღერი ვნებასთან
რა მოსატანია!)
სანამ გადაგივლი
მძიმე სახადივით,
სანამ მოგცილდება
შენ ჩემი მანია...
მექნება ნაოჭი-
-ძალიან ქალური,
და თითლიბაზური
ფერმკრთალი ღაწვები,
თხემიდან ტერფამდე
გველივით დაგივლი,
მთელი ბრწყინვალებით
შიგ გულში გავწვები...
ფიქრობ, დავბერდები?
ათიოდ ზამთარში
იქნებ, სააქაოს
საერთოდ ვერ მნახო...
ქარს ავედევნები
მაცდური ალივით,
რომ, ვითომ შემთხვევით,
ტუჩები შეგახო...

sunny


და გამიხარდა, რომ გაგას მოეწონა ჩემები და უფრო მეტად გამიხარდა, როცა მისი ლექსებიც წავიკითხე Smile

გმადლობ flower
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Feb 12, 2009 3:27 pm

არჩანდა wrote:
დილა დამადგება ბობო ბატონივით

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...

ძალიან ლამაზია ნუციკო Smile
ტრიუმფალური თაღი... რემარკი...
იქ ქალს აღარ მახსოვს რა ერქვა, ქირურგის (მგონი რავიკის) შეყვარებულს... წვიმაში რომ იჩქარის...
კიდევ კარგი მოვედი ამ ფორუმზე (ღვთისა და არჩანდას ნებით) – რამდენი კარგი, ხალასი და ემოციური ლექსი წავიკითხე.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Feb 12, 2009 3:43 pm

გაგა wrote:


ძალიან ლამაზია ნუციკო Smile
ტრიუმფალური თაღი... რემარკი...
იქ ქალს აღარ მახსოვს რა ერქვა, ქირურგის (მგონი რავიკის) შეყვარებულს... წვიმაში რომ იჩქარის...
კიდევ კარგი მოვედი ამ ფორუმზე (ღვთისა და არჩანდას ნებით) – რამდენი კარგი, ხალასი და ემოციური ლექსი წავიკითხე.

Arrow

რათა ”არჩანდას ნებით”, ნადირათ გაგავ?
შენ შენით მახვედი აქა და მე მერეღა ვნახე შენი დაწერილები.
და კაი ჰქენი, რო მახვედი აქა.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 17, 2009 7:40 pm

სიქსტის მადონა (ფრაგმენტი)

ეს საუბარი არც თუ ისე თემატურია,
მით უფრო, როცა ოთახს ათბობს ხავერდი ლისტის,
გავჩუმდეთ... თეთრი თებერვალი ვიდრე მურიან
ზამთრის მითების საბუხრესთან მორჩილად გვიცდის,

ტუჩებზე თითებს აგაფარებ და ნაკიანი
ხასიათივით დაჩემებულს შეგხსნი ჭრილობას,
ღიმილში სალბუნს გავატარებ, რომ ნაგვიანებ
თოვლივით მოსვლას სიყვარული მაინც ცდილობდა,

ცოდვა სჯობს მაინც გამხელილი-როცა მოვიდა
(ეს ფრაგმენტები, თუმცა, არა-თემატურია),
ხელებს მუხლებზე ვიფარებდი... და ხარს კორიდა
დაღლილი კაცის ნაბიჯებით ისე უვლია,

რომ ერთხელ არც კი გაიხსენა წითელი ნიშა!
სიმშვიდე მგვრიდა ფუფუნებას და ჟღერდა ლისტი,
კედლებით დაცულ სამყაროში იესო იშვა
და რძეს ასმევდა რაფაელის მადონა სიქსტის...


flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 17, 2009 11:56 pm

ნუციკო, ”ნაკიანი ხასიათივით დაჩემებულს შეგხსნი ჭრილობას” - ამას ვერ მივხვდი.
ნაკიანი წელიწადი ვიცი და ხასიათი - როგორი გამოდის?.. რაღაც რომ აკლია?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Feb 18, 2009 12:16 am

mxo, sagamo mshvidobis Smile

nakiani weli dgenakluli welia, shesabamisad, nakiani xasiati nakluli xasiatia, ganwyoba, rodesac ragac ar gyofnis, savse ar xar...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Feb 18, 2009 12:18 am

მინდია wrote:
ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება

ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!

მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!

ვევნები...
ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა...

გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...

ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო,
გული კი,
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით,
უნდა მაპატიოთ,
დედაო!
გაგენდეთ...


Cool

leqsi romelic wakitxvis mere shenshi rcheba titoeuli sityvit Smile me sul mitrialebs tavshi, dzalian miyvars
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Feb 18, 2009 6:27 pm

ქალაი ხარ...

თეკლას

თავზე გადმომყურებ აშოლტილი,
ბავშვი კი არა და... ქალაი ხარ!
თხელი თითუცები-დაკოცნილი-
-ლერწმის ღეროებად გადაირხა...

თავზე ოქროსფერი ჩანჩქერები
გადარეულები გეხლებიან!
თავაწყვეტილი და მოქრიალე-
-ეს ხომ, შენი ირმის ფეხებია!

წელი-მორკალული, ქურციკივით...
ყელი-აღერილი თეთრი გედის!
რაც კი ნახატები მიხატია,
შენთვის ვვარჯიშობდი, თურმე, დედი...

რაც კი მიმღერია-თურმე შენთვის,
ცამდე მინდოდა რომ ამეწიე...
შენთვის დედამიწა ავაბრუნე,
რომ ზღვის ტალღებივით დამერწიე!

ახლა გიყურებ და... ქალაი ხარ!
თაფლის სანთელივით მოციმციმე,
თვალებს იმნაირად აკვასკვასებ,
ვიცი, ალბათ, მალე მოვა ვინმე...

მერე, უეჭველად დაგარწმუნებს-
-თმა გიშერი აქვს და პირი ვარდი!
სანამ იმ ვაჟბატონს გაჰყვებოდე,
ერთიც გამიღიმე, დედი! კარგი?


Zalian miyvars leqsic da adresatic I love you sunny cheers
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Feb 19, 2009 7:21 pm

შენ რომ...

მე რომ სისულელეს
ჩავიდენ,
შენ რომ მაპატიებ
კაცურად,
ცისთვალებს მოასხამ
ჩალის ღერს
და გამიყვავილებ
საკურას.
მე რომ სულ ჰაერში
დავდივარ,
შენ რომ დედამიწას
მიგორებ,
ღიმილით რომ იტან
სატირალ-
შტორმებში მოყოლილ
სინდრომებს.
მე რომ ტკივილები
მაწუხებს,
შენ რომ მკლავებს შორის
მოიქცევ,
ცხოვრების გაცრეცილ
საწუხრებს-
სიცილით ამიხსნი
კომიქსებს.
ცას თუ დაფარავენ
ქინქლები,
მე რომ მზის სანაცვლოდ
მიგულებ.
მე რომ... მე რომ ავად
ვიქნები,
შენ რომ... შენ რომ ჩემზე
იზრუნებ.
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Feb 22, 2009 5:44 pm

ნუციკო დეკანოზიშვილი


"თებერვალი დადგაო"

ხალხურ მოტივებზე

დილას აქეთია ვუყვები შენს შესახებ ღმერთს...
ცა პათოლოგიურად ცისფერია,
უბრალოდ, დალევს და წვიმს.

"თებერვალი დადგაო" ... და მე,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და გსვამ,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და შენ,
"საძირკველი ჩადგაო"... და

სად

არიან გახელილი სიზმრები და,
უსასრულო დღეები გზაწვრილები-ვით,
მე დღეს შენზე ვუყვებოდი ღმერთს,
მის ეზოში ყოჩივარდები

იწვნენ...

"თებერვალი დადგაო"... და შენ,
"ხეში წყალი ჩადგაო"... და ცრი,
"ჩიტმა ჩიორამაო"... და მზე,
"საძირკველი ჩადგაო"... და შინ

ვარ...

საყდრის მწვანედ აქაფებულ გზას
ნაპერწკლებით ველაციცე-ბი,
თითქოს შენ...
"თებერვალი დადგაო" ... და დღეს
შენს შესახებ
ათას რამეს ვუყვებოდი ღმერთს.

Exclamation

ისევ მე მოვიტანე, თორემ მერე მიხო მეტყვის - მე რას დამარბენინებ, ამ ბებერ კაცსო!.. Very Happy flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Feb 22, 2009 10:39 pm

აბა, რა, ნუცი, ხომ გსმენია შენ -

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ,
ხალხი დაგიწყებს გმობასაო...


sunny

***
თებერვალი დადგაო,
ხეში წყალი ჩადგაო,
ჩიტმა ჩიორამაო
საძირკველი გადგაო.

თებერვალი ფერავსო,
მარტი კაბას კერავსო,
აპრილი გახარებული...

თუ როგორ არის მერე?.. - მე ეგრე ვიცი ეს ლექსი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Feb 25, 2009 4:32 pm

mere agarc me vici, mixo Embarassed

""chadgao"" -a tu ""gadgao""-a arc eg vici zustad, ragac cavigigine... flower
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Mar 01, 2009 2:55 am

nuciko dekanozishvili wrote:
mere agarc me vici, mixo Embarassed

""chadgao"" -a tu ""gadgao""-a arc eg vici zustad, ragac cavigigine... flower

Arrow

აი, ნახე, როგორ არის სინამდვილეში:

***
თებერვალი დადგაო,
ხეში წყალი ჩადგაო.
ჩიტმა-ჩიორამაო
საძირკველი გადგაო.

თებერვალი - ბერავსო,
მარტი - კაბას ჰკერავსო.
აპრილი - გაცხარებულა,
სახნის-საკვეთს ფერავსო.


study
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Mar 02, 2009 9:24 am

nucas leqsebi Zalian lamazi, daxvewili, liriuli. . .

aranairi poza, araferi zedmeti, kiTxulob da xvdebi, es TviTon nucaa... Very Happy

nuc, miyvarxar Very Happy
Back to top Go down
View user profile
lela



Female
Number of posts : 13
Age : 51
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეზია
Humor : მოშაირე ვარ
Registration date : 02.03.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Mar 02, 2009 1:48 pm

I love you

აქაც გიპოვე...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=100
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 04, 2009 6:32 pm

ტრიოლეტი მენაგვეს,
ანუ
ერთხელ, თბილისში



ალო, მენაგვე!
მთელი ღამე ვრეკავ გაბმულად,
ვლუღლუღებ ნომერს - ოცდაერთი, ახვლედიანის.
ჩამოიარეთ ჩემს ქუჩაზეც, ერთი, კაცურად,
მინდა, თქვენს ხელზე გადმოვაგდო სახე-მზიანი.

გამომართვით და ნუ თაკილობთ - ხელიც წაიღეთ,
ნატიფია თუ სათუთია - არავინ გკითხავთ...
გაიგეთ! თვალი დახუჭეთ და ისე გაიგეთ,
რომ სიყვარული მანერაა... და მაინც, ვინ თქვა,

რომ, ღმერთო ჩემო, ღალატებით ისვრება სული,
"სამგროშიანი ოპერების" გროშებს ითვლიან,
კალამბურების რექვიემი და ლექსი-კრული
მენაგვეებმაც, პოეტებმაც, სხვებმაც (სიცილად

არ მყოფნის, ღმერთო!) იციან და მაინც ამბობენ,
რომ ცის სავალი არ არსებობს და არის ღმერთი!
მოწყალე თვალით გადმოხედეთ ამ ჩემს სამყოფელს -
ალო, მენაგვე!
გამიტანეთ, მენაგვე, გესმით?

წაიღეთ ჩემი ფეხებიც კი, რადგან ჰკიდიათ,
როგორ ვტირი ან ახლა სუნთქვაც როგორ არ მინდა...
ჩემს ქუჩაზე ხომ უკვე ცივა, სევდაც დიდია,
მაინც მოდით და გაგიღიმებთ უცებ ამინდად.

გულები ერთად შეაგროვეთ, ჯაჭვზე აასხით,
მომიტევეთ და, ურცხვად გკიდებთ იაფ საზიდრებს...
რა იცით, იქნებ, გამოგადგეთ...
თუმცა ბაასით
დავიღალე და...
ალო, მენაგვე!
მომეშველეთ, თორემ მაზიდებს!


Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 04, 2009 6:51 pm

მომწერა ნუციკომ, რომ ეს ლექსი ნახე იქითაო...
წავიდა ადმინისტრატორი, ნახა და მოიტანა აქაც.

წიგნშიც წაიღე, კი, ნუცი...
მოუხდება...

sunny

კარგი, მაშინ ეგრე მოვიქცეთ: გახსენი კრებული ”ბოჰემური პოეტებით” (ეს ლექსი რომ ბობოს ეძღვნება, არ დაგავიწყდეს!..) და ეს ახალი ლექსი ჩასვი ”ჯანდაბამდე!” - ამის მერე...

ჰა?
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 04, 2009 7:46 pm

Arrow

რედაქტორის წინათქმა

ნუციკო დეკანოზიშვილი (იგივე ნინო გოგიაშვილი), იმ უახლესი თაობის წარმომადგენელია ქართულ ლიტერატურაში, რომელიც “ციფრულ თაობად” შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს თაობა ციფრული ტექნოლოგის - კომპიუტერის და, შესაბამისად, ინტერნეტ სივრცის ჩვენში დანერგვამ ჩამოაყალიბა ოცდამეერთე საუკუნის დაწყებისთანავე. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ლიტერატურული საიტები, სადაც ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და თავისი ნაწარმოებების განთავსება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურული პრესა ლამის აღარ არსებობდა, თვითრეალიზაციის ეს ერთადერთი გზა დარჩენოდათ ახალგაზრდა მწერლებს და მათაც დაიწყეს თავისი შემოქმედების გამომზეურება, ერთი-მეორის ნაწერების კითხვა და კომენტარების წერა...
აი, ამ გარემოში ჩამოყალიბდა ნუციკო დეკანოზიშვილი, როგორც თავისთავადი და საკუთარი ხმის მაძიებელი, ლაღად საკითხავი ლექსების ავტორი. პოეტი, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს ლექსის რიტმის თუ მელოდიის შეგრძნებისა, რაც მისი ნაწარმოებების კითხვას ზეიმად გადაუქცევს ხოლმე პოეზიის მოტრფიალეებს.
რა ხანია, ინტერნეტში ეცნობიან ნუციკოს ლექსებს, პატივს სცემენ, ემეგობრებიან, ეკამათებიან... ამიტომ მის პოეზიას თავისი ინტერნეტ-მკითხველი თუ ინტერნეტ-თაყვანისმცემელი არ აკლია...
მაგრამ რაკი ამ წიგნით ნუციკოს ნაწარმოებები პირველად გადმოინაცვლებს ვირტუალური რეალობიდან ქაღალდზე, სადაც მისი ლექსები შავით თეთრზეა დაბეჭდილი და აქ, თავისი ინტერნეტ-გვერდისგან განსხვავებით, ვეღარაფერს შეცვლის მომდევნო გამოცემამდე, მოდით, წარმატება ვუსურვოთ პოეტს...
ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი და მკითხველის შეხვედრა აქაც - წიგნის სინამდვილეში! – და თავისი მკითხველი თუ თაყვანისმცემელი არც აქ მოჰკლებოდეს.



ეს ჩემი წინათქმაა ნუციკოს პირველი პოეტური კრებულისთვის, - რა დავარქვით, ჯერ არ ვიტყვი... Smile
ეს კი ნუციკოს ლექსი, რომლითაც უნდა გაიხსნას წიგნი:

სად ხართ ბოჰემური პოეტები...
მიხო მოსულიშვილს

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული - ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე -
სად ხართ
ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...


Idea


Last edited by ბობო on Wed Mar 04, 2009 8:57 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 04, 2009 8:02 pm

საღამომშვიდობის, მიხო. Smile

ლექსების განლაგება ასე იყოს - ”ბოჰენური პოეტებით” დავიწყოთ, რათა პირდაპირ ”ჯანდაბამდე” არ გავაგზავნოთ მკითხველი. Very Happy

და შეიძლება დავაკონკრეტოთ, ვინ არის ბობო, ანუ, დავაწეროთ, მიხო მოსულიშვილს, რას იტყვი? მაინც შენი ლექსია და... I love you


სათაური კი, ჯერ არ თქვათ... Wink
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 04, 2009 9:11 pm

გაუმარჯოს ნუციკოს!

კარგი, არა ვთქვათ ჯერ სათაური...

და უკვე დავაწერე, ვისაც ეძღვნება ეს ბოჰემური პოეტების ლექსი...

cheers

და მე ისეთი ბოჰემური პოეტები ვიცი, ისეთიიიი, რომ - უჰ!.. რომ დაიწყებენ, ვეღარ მოამთავრებენ შენი წიგნის ”დასველებას”...

sunny drunken king
Back to top Go down
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Mar 05, 2009 8:33 pm

გამთავრებ

გიწყებ და...
გეხები დაშაშრულ თათებზე,
მამთავრებ...
და ვხვდები-ვიღაცამ გატკინა,
ნოკტიურნი შოპენის მიმიზნებს
ათებში
და ერთიანებში მახვედრებს...
კადილაკს
ვარდისფერ ბორბლებით შენსკენ
ვექაჩები,
რწმენა-თავსაფარი,
მხრები კი შიშველი,
სადღაც, აღმართებში,
ფიქრებით გავჭედე,
ახლა გეხები და შესაფარს
ვიშენებ...
გეხები...
და გიწყებ...
ტკივილი მძაფრდება,
არ არის ვნებები და მაინც
მინდიხარ,
ბოდიშებს ვაგზავნი შენს პლედში
ძაფებად,
გისმენ და...
ლოგიკა სად არის-
გიჟი ხარ!
და ისევ შიშებით, ეჭვებით
ლოთდები,
სამყარო გახადე ცრურწმენის
სამძევლო,
კარებთან გიდგავარ (ჯანდაბას!)
ბოთლებით,
გეხები...
დაგიწყე...
და მშვიდად გაგრძელებ...
ექსტრემით გამძღარი მწევრები
დავგეშე,
მწვერვალზე თრობაა, იმპულსი,
ორპირი...
და ადრენალინით გავსებულ
ძარღვებში
პლაზმით ჩაგიხატე
ფერმკრთალი
პროფილი...


sunny radgan dasasruli dasawyisis dasawyisia...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Mar 07, 2009 2:42 pm

ნუციკომ მოიწერა, ”პასუხი ჰანსს” დავდე, ახალი ლექსიო...
მოვიტან მეთქი, მივწერე და...

თან რაღაცა ძველ პიესას მაძებნინებენ დილიდან და...
ჰოდა, კინაღამ დამავიწყდა, რომ უნდა გავქცეულიყავი და აქაც მომეტანა.

Wink

პასუხი ჰანსს

მე ისევ ავად ვარ, ჰანს!
სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი...
ფეხებში ვედები ცას-
ღამე რანაირად გავათენო,

წეროებს ვადევნებ თვალს-
სიბერწის გამომაქვს განაჩენი,
მკლავს ატატებული მყავს
სიმშვიდის ნაყოფი-გადარჩენა.

ჭადარზე ტოტები შეიფოთლა.
მე ისევ სიცხე მაქვს, ჰანს!
შუამთის ხეივანს ავუყვეთ და
კერპები მივაფშვნათ ცას,

სიცხე მაქვს-სხვა კი არაფერი,
მალე გადამივლის... დროს
უნდა გადავუგდოთ სავარცხელი,
რომ აღარ გაჩერდეს, რომ...

და ტრივიალური განაჩენით
ცისკენ გავემართოთ, ჰანს!
მე რომ სიყვარული დავიჩემე
და აღარ ვანებებ თავს,

ან და სიყვარულმა დამიჩემა,
უცვლელ რაციონად მთვლის.
დილით შვრიის ფაფის ჩვეულება,
საღამოს ლექსები... ბის!-

ვყვირი და თვალები მიბრჭყვიალებს-
რატომ და, სიცხე მაქვს, ჰო...
ცისკენ დავიჩემე ხეტიალი,
ხელი მომაშველე, გთხოვ!
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Wed Mar 11, 2009 5:30 pm

ადექი!

ადექი, ადექი, ადექი!
სკივრში ჩააწყე ზამთრის პომპონებიანი ქუდები
ან დაწვი.
ფრთხილად ადექი-თავბრუ არ დაგესხას-
ჯერ წამოიწიე, ფრთხილააად,
(გარეთ გაზაფხულია-
გაწვიმს),
თვალი არ აგიჭრელდეს, არ დაიბნე-
აქ-ვეფხვებიანი პლედის ქვეშ-სიყვარულს სძინავს,
არ გააღვიძო,
ჩუუუმად,
(ჯერ ისევ ცივა).
მძიმე ფარდა ჩამქრალი ცეცხლივით ბოლავს-
მარტივი ჰალუცინაციაა და
დილა ასრულებს სოლოს.
შეხედე-რა მშვიდად ამოდის მზე!
ხედავ თუ არა-
მაინც ამოდის და
ბრწყინავს.
მე სამყარო ვარ და შენ აქ
თავისუფლად შეგიძლია სუნთქვა,
ჩემს სხეულზე გათბობა
და უსასრულო საბადოების აღმოჩენა,
ოღონდ-
თვალი არ აგიჭრელდეს,
ფრთხიიილად,
მოდი...
და თუ ძალიან გენდომება,
შენს შვილს შეიძლება ლურჯი თვალებიც
ჰქონდეს.
და წინაც ერთი ფეხი გადმოდგი-ფრთხიიილად,
მიუტევე ბეღურას ფრთები,
ა-პა-ტი-ე,
ახლა მეორე ფეხი, ფრთხიიილად
ჩამოდგი და შეიგრძენი მიწა.
დილა
უნდა მოედოს სოფელს და "დიდებაზე""
ჩვენი ამბავი მოყვეს.
ადექი, ადექი, ადექი!
ყველა მწვერვალის თავში ვბრწყინავ,
რომ გითხრა-
დილა მშვიდობისა!

და მაინც

ახლა მარტია და სამარხვო ტრაპეზზე
ცრემლები შემოდგა ქოთნით...
მე ისევ ყველაზე ქალური ვარ,
შენ ისევ ყველაზე ლოთი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Mar 12, 2009 4:44 pm

ღმერთო, მაპატიე ჩემი პოეზია!

რა სისულელეა!
მორჩა პოეზია...
ხვალიდან ღამეებს ლექსში არ გავათევ!
ლოცვების მაგივრად მიეთ-მოეთია,
სიტყვებს ვაგროვებ და
კოცონად დავანთებ!

ღმერთო, მაპატიე
ჩემი პოეზია -
ტკივილი უღმრთობის სევდაში გაცრილი,
მე უიმედობის ქარი მომეწია
და დავრჩი ფიქრებში ლექსებად დაცლილი...
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: