არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სამეგრელო

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4028
Registration date : 09.11.08

PostSubject: სამეგრელო   Sat Feb 21, 2009 1:24 pm

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:33 pm

ვიკიპედია

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.


გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:34 pm

მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის - ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი - სვანურთან

მეგრულს მშობლიურ ენად თვლის 700.000 ადამიანზე მეტი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა(200.000-ზე მეტი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც.

მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “ყაზახიშ’ გაზეთი”, “კომუნა”, “სამარგალოშ’ ჩაი”, “სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი ”ირიათონი”, ხოლო 2006 წელს გაზეთი ”მაფშალია”, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.
მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.

ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი "მეგრული ეტიუდები".


მეგრულ ენაში არის 7 ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. მეშვიდე ბრუნვა - წოდებითი, ზოგ შემთხვევაში არც კი განიხილება როგორც ბრუნვა, ამიტომ ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მეგრულში 6 ბრუნვაა. მეგრული ბრუნვების ნიშნებია:

სახელობითი - არ აქვს ნიშანი - კოჩ
მოთხრობითი -ქ - კოჩქ
მიცემითი -ს - კოჩს
ნათესაობითი -შ, -იშ - კოჩიშ
მოქმედებითი -ით, -თ - კოჩით
ვითარებითი -ო, - კოჩო
წოდებითი - როგორც სახელობითი.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:42 pm

მეგრელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. წარსულში მათ ეკავათ ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონები და მთისწინეთი, ამჟამად - რიონის, ხობის და ენგურის სანაპიროები, კომპაქტურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ რაიონებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). წარსულში ქართებთან, სვანებთან და სხვებთან ერთად მეგრულმა ტომებმა შეადგინეს თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირების საფუძველი. მეგრელების დიდი ნაწილი ორენოვანია, ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - აგრეთვე მეგრულ ენაზე, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეგრელებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები.


იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:

"მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში... მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...".
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:45 pm

სამეგრელოს მთავრები

სამეგრელოს მთავრების - დადიანების საგვარეულო გერბიდადიანები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში (გვარსახელი ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან "დადი"). სავარაუდოა, რომ დადიანები ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი განშტოება იყო. წერილობითი წყაროებით ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო იოანე (ივანე) დადიანი, რომელსაც 1046 ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება "მატიანე ქართლისაჲ". XII საუკუნის 80-იანი წლებისათვის დადიანები დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ ( დადიანი, ბედან (ბედიან), დადიანი, ვარდან). XII-XV საუკუნეებში დადიანებს ეჭირათ ოდიშის და, სავარაუდოა, სამოქალაქოსა და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც.

XIV საუკუნის 20-იან წლებში დადიანების საგვარეულოს ერთი წევრი გურიის ერისთავიც გახდა; საგვარეულოს ერთი შტო, ბედან (ბედიან) დადიანის (XIII საუკუნის შუა წლები) ხანიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას. 1557 წელს ამ შტოს წარმომადგენელი ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამის შემდეგ "დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულის აღმნიშვნელ ცნებად გადაიქცა. XVII საუკუნის 90-იან წლებში დადიანების პირველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი იძულებული შეიქმნა ოდიში მიეტოვებინა და სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი გიორგი ლიპარტიანი (კაცია ჩიქოვანის ძე) გახდა. ჩიქოვანთა (ჩიქვანთა) გვარიდან დადიანის ტიტული პირველად კაცია I-მა, გიორგი ლიპარიტიანის ძემ, მიიღო (1704). ამრიგად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები გიორგი ლიპარტიანი (გიორგი IV) და მისი ძე კაცია I იყვნენ. თანდათანობით დადიანი ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV-ის ძის ბეჟან I-ის შთამომავლების გვარსახელად გადაიქცა. ოდიშის სამთავროს გაუქმების შემდეგ "დადიანი" მხოლოდ გვარის აღმნიშვნელ სახელად დარჩა. 1802 წელს რუსეთის მეფის სუბიექტი ხდება და რუსეთის იმპერიის პრინცის ტიტული ენიჭება. ნიკო დადიანი სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, რომელიც 1857 წელს რუსეთის მთავრობამ გადააყენა, ხოლო მისი მთავრობა კი გააუქმა. ნიკო დადიანმა ტახტის მემკვიდრის ტიტული ოფიციალურად 1868 წელს უარჰყო.


სამეგრელოს ერისთავები და მთავრები

ვარდან I დადიანი (ლეგენდით)
ვარდან II დადიანი 1184-დაახ. 1213
სერღილ დადიანი 1213-დაახ. 1250
ვარდან III დადიანი დაახ. 1250-დაახ.1260
ცოტნე დადიანი დაახ. 1260-დაახ.1300
გიორგი I დადიანი დაახ. 1300-1323
მამია I დადიანი-გურიელი 1323-1345
გიორგი II დადიანი-გურიელი 1345-1384
ვამეყ I დადიანი 1384-1396
მამია II დადიანი 1396-1414
ლიპარიტ I დადიანი 1414-1470
სამსენ ედ-დაულა დადიანი 1470-1474
ვამეყ II დადიანი 1474-1482
ლიპარიტ II დადიანი 1482-1512
მამია III დადიანი 1512-1532
ლევან I დადიანი 1532-1546
გიორგი III დადიანი 1546-1574
მამია IV დადიანი 1574
გიორგი III დადიანი (2 ჯერ) 1574-1582
მამია IV დადიანი (2 ჯერ) 1582-1590
მანუჩარ I დადიანი 1590-1611
ლევან II დადიანი 1611-1657
ლიპარიტ III დადიანი 1657-1658
ვამეყ III დადიანი 1658-1661
ლევან III დადიანი 1661-1681
ლევან IV დადიანი 1681-1691
გიორგი IV დადიანი 1691-1715
კაცია I დადიანი 1704-1710
ბეჟან I დადიანი 1715-1728
ოტია დადიანი 1728-1744
კაცია II დადიანი 1744-1788
გრიგოლ დადიანი 1788-1791; 1794-1802; 1802-1804
მანუჩარ II დადიანი 1791-1793
ტარიელ დადიანი 1793-1794; 1802
ლევან V დადიანი 1804-1840
დავით დადიანი 1840-1853
ნიკო დადიანი 1853-1867
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:51 pm

კოლხეთი
საკუთარი სახელი კოლხეთი შეიძლება აღნიშნავდეს:

კოლხეთი – დასავლეთ საქართველოს ბერძნული სახელწოდება;
კოლხეთი – მცირე ცთომილი;


ეგრისი, ეგრი, ეგური, ფართო მნიშვნელობით — დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. ეგრისი იგივეა, რაც კოლხიდა (კოლხეთი) და ლაზიკა.

კოლხიდა, კოლხეთი (Kolchis), სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელწოდება (კოლხი ტომების სახელის მიხედვით). დამოწმებულია ძვ. წ. I ათასწლეულის ბერძენ ავტორებთან. „კოლხას“ ფორმით იხსენიება უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის სამეფო. მისი დაშლის შემდეგ, ახ. წ. I-II საუკუნეების მიჯნაზე, ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რომელმაც IV საუკუნეში გააერთიანა მთელი ჩრდილოეთი კოლხეთი (ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია).

ვიწრო მნიშვნელობით — ეგრისი ერქვა, მდინარეებს რიონსა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას.

კოლხეთი (Kolchis) ასტრონომიაში, მცირე ცთომილი № 1135. აღმოაჩინა ასტრონომმა გ. ნეუიმინმა 1929 წლის 3 ოქტომბერს სიმეიზის ობსერვატორიაში. საშუალო მანძილი მზიდან 398,8 მლნ. კმ, მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი 4,35 წ. საშუალო ვარსკვლავიერი სიდიდე 15,0.


ლაზიკა, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო- საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. სამტრედიის რაიონის სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, ქობულეთის რაიონი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 10:59 pm

არქანჯელო ლამბერტი (Lamberti), იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი, ქ. ნეაპოლის მკვიდრი. 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655, გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. არქანჯელო ლამბერტს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „წმინდა კოლხიდა“, რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი ქართულად არ თარგმნილა. ზოგიერთი ცნობით, არქანჯელო ლამბერტი თავისი დროისათვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.

სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV—XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც მას XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ.

ოდიშის მთავრების პირველი დინასტია დადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XVI საუკუნის 50-იან წლებამდე სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები სამეფო ხელისუფლების უზენაესობას აღიარებდნენ და ერისთავთერისთავისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობები ეკავათ. XIV საუკუნის I ნახევარში სამეგრელოს გამგებლებმა ცხუმის საერისთავო შეიერთეს და XVI საუკუნამდე სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკავა ტერიტორია მდინარეებს ცხენისწყალსა და ანაკოფიისწყალს შორის. ხშირად ოდიშის მთავრებს ემორჩილებოდა ბალს ქვემო სვანეთიც. XIV-XV საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს მთავრები ერთიანი საქართველოს მეფეებს ემორჩილებოდნენ და ებრძოდნენ იმერეთის ერისთავების მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ. მთავრები დიდი ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს საზღვრების დაცვას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვამეყ I დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 11:13 pm

ისტორიული სამეგრელო



სამეგრელოს მთავრების-დადიანების საგვარეულო გერბი



დადიანების სასახლე ზუგდიდში



მეგრელები ტრადიციულ სამოსში



მეგრელი თავადიშვილი-გ. გაგარინის ნახატი

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 11:15 pm

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 11:24 pm

მშვენიერია და მიმზიდველი ჩემი წალენჯიხის ბუნებაSmile

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sat Mar 07, 2009 11:39 pm

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაhttp://eparqia.iatp.ge/
(ქ. ზუგდიდი. ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები)




ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე)
დაბ. - 20.05.1958. თბილისი
1985 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
28.06.1997 - ბერად აღკვეცა
20.07.1997 - დიაკონი
10.08.1997 - მღვდლად კურთხევა
29.03.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
2002 - საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე



ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისათვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს. პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო V ს. ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.

ცაიშის, იგივე საისი, სისენი, აბისენის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან ჩანს.

ცაიშელი მღვდელმთავრები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. XV საუკუნეში აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებისას, „მცნებაი სასჯულოში“ მოხსენიებული პირველი კათალიკოსი იოვაკიმე მანამდე ცაიშელ-ბედიელი მწყემსმთავარი იყო.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1823 წლიდან გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა. ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა. აღდგენილი ეპარქიის მართვა 1998 წლამდე შეთავსებული ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილს. ამჟამად ზუგდიდისა და ცაიშის მღვდელმთავარია ეპისკოპოსი (გერასიმე შარაშენიძე).

მოქმედი ეკლესიები:
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი
ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. წინამძღვარი - დეკანოზი ზაბულონ ქობალია
წალენჯიხის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია კემულარია
ზუგდიდის კვირაცხოვლის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გიორგი ჯგუშია
კორცხელის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ილარიონ შენგელია
კოკის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
ლეშამუგეს მაცხოვრის შობის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია
ჭითაწყარის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია ლიპარტია
ტყაიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გალაქტიონ ფიფია
ჩხორიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გალაქტიონ ფიფია
დიდინეძის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაბულონ ქობალია
ჭითაწყარის ხარების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ამბროსი თორდია
კახათის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
ჯვარზენის ყოველთა წმიდათა ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია
მუჟავას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია
მოქმედი მონასტერი:

კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. წინამძღვარი - მონაზონი დინარა ქვარაია
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006

წალენჯიხა




მაცხოვარი(ქ.წალენჯიხა)

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Sun Mar 08, 2009 1:19 pm

შენ არ ხარ სეპარატისტი,
როგორც მე, ძმაო, ბაბტისტი... Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 8:43 pm

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 9:14 pm



ტერენტი გრანელი

წალენჯიხა

მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.
მწვანეა ველი ახლო მდებარე
და გზაზე შეშა მიაქვთ ვიღაცებს.
ქრიან ბავშვობის მოგონებანი
და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე.
ახლოს მტერია დაუნდობელი
და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი.
ჩანს წალენჯიხა - ჩემი სოფელი,
ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი.
და ქარიშხალი სოფელს არ აცდა,
ამნაირ იღბალს არც მე ავცდები.
კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან
და იქვე ახლო დგანან ცაცხვები.
მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.


Last edited by Elguja Marghia on Mon Mar 09, 2009 10:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 9:49 pm


სამეგრელო ზემო-სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოლხური და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს - მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.
კოლხურ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი /ცეკვა და სიმღერა/ კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.
ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.
საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის "ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის" საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.
ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ ”ოდოიას” ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები - იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 10:12 pm


მარჯვნიდან მარცხნივ: ხარიტონ ვარდოშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და მიხეილ (მე მგონი როსტიაშვილი)
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 10:24 pm


ტერენტი გრანელის უკანასკნელი წუთები...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 10:27 pm

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 10:54 pm

ნიკოლოზ შენგელაია (1901-1943)



კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ობუჯი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1924 წელს იგი რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კოტე მარჯანიშვილმა ფილმზე "ქარიშხლის წინ". ს. კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარები ფილმებისათვის: "სამანიშვილის დედინაცვალი" და "გაფლანგვა". გადაიღო ფილმები: "გიული" და "ელისო".

1922 წელს გამოჩნდა, როგორც ფუტურისტული მიმდინარეობის პოეტი.

შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ტემპერამენტი და პოეტურობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფილმები: "26 კომისარი", "ნარინჯი ველი", "სამშობლო", "შავ მთებში", "მცხუნვარე მზის ქვეშ”, "ის კიდევ დაბრუნდება".

შენგელაიას ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


Last edited by Elguja Marghia on Tue Mar 10, 2009 12:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 11:22 pm


ვიკიპედიიდან
ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯში, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია


ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

შემოქმედება


1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია („Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია“, 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი“, 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა“, 1933). ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა“ (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“, „მთის კაცი“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ (1926—1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ“ (1936—1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.
ქიაჩელის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“ (1948) სამამულო ომს ეძღვნება.
ქიაჩელის პროზა სადაა, მკვიდრად შეკრული. მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია.
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით. დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Mon Mar 09, 2009 11:58 pm

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Tue Mar 10, 2009 12:10 am

Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Tue Mar 10, 2009 12:12 am

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).
ბიოგრაფია
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.
სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „გოეტეს ცხოვრების რომანი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „ვაზის ყვავილობა“, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Tue Mar 10, 2009 12:16 am

კონსტანტინე გამსახურდია

შემოქმედება

მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წ. დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა “აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: “ილიონი“, “ლომისი“, “საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში (“ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია “მარადი ღელვით“; სინამდვილის ექსტაზური, “კოსმიური“ განცდით – ანტიფსიქოლოგიზმით. “ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში (“ქოსა გახუ“, 1927-29; “ტაბუ“, 1925-27; “ხოგაის მინდია“, 1937). ნოველაში “მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან . ისინი ვერ შველიან ერთმანეთს , თუმცა კი “უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს“. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება “პორცელანი“, “ლილ“ (1922), “ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს “ ფოტოგრაფი “ (1919), “ტაბუ“, “მშვენიერება“. ნათელმხილველის იშვიათი ხვედრის გამო ხალხის სატკივარს ერთხანს მოწყვეტილი ხოგაის მინდია მკაცრ ყოველდღიურობას უბრუნდება (“ხოგაის მინდია“). ერონული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, “დიონისოს ღიმილი“ (1925); კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელიგენტისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. რომანისთვის არსებითია განმაზოგადოებელი სახის სიმბოლიკა და პარაბოლური მოტივები; სიყვარულის გამარტივებული კონცეფციით, ანტიფსიქოლოგიზმითა და მხატვრული ხილვის ექსტაზური მანერით “დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, “მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირი (1935-36). ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი ინტელიგენციის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. ძლევამოსილი სვლა ცივილიზაციისა, რომლის წარმომადგენელიც არის რომანის მეორე გმირი არზაყან ზვამბაია, ცალკეული, თუმცა მკაფიოდ და შთამბეჭდავად დახატული ეპიზოდებითაა წარმოდგენილი.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: სამეგრელო   Tue Mar 10, 2009 12:17 am

კონსტანტინე გამსახურდია
შემოქმედება(დასასრული)
თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო. თანამედროვეობის თემას კ.გამსახურდია კიდევ ერთხელ მოუბრუნდა მოგვიანებით რომანში “ვაზის ყვავილობა“ (1955); რომელშიც ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა. გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელიც ის არის. ისტორიული რომანი “დიდოსტატის, კონსტანტინეს მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის (1010-1029) ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ხოლო მის ქარგაში ჩაქსოვილი ეროვნულ კულტურული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით ერის ცხოვრებაში მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე ეროვნული შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი “აღნაგობის”, მისი ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა. გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია “დავით აღმაშენებელი” (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1965) ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII სს. აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში. თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ “ნიღაბს“ სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა. გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – “გოტიეს ცხოვრების რომანი“ (1934). მის შემოქმედებაში მხატვრულ სრულყოფას მიაღწია ქართულმა მხატვრულმა ნარკვევმა (“უკრაინის თემიდა“, 1931). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მან თარგმნა დანტეს “ღვთაებრივი კომედია“, გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, უიტმენის ლექსები და სხვ. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალულია “კოლხური კოშკის ეზოში”.
ვიკიპედიიდან
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Sponsored content




PostSubject: Re: სამეგრელო   

Back to top Go down
 
სამეგრელო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: