არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქართლი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართლი   Sat Feb 21, 2009 1:23 pm

მარკო პოლო საქართველოს შესახებ
ნაწყვეტის თარგმანი ინგლისურიდან


საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.

ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი,მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. საქართველოში არის მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“, ანუ„მეფე-დავითი“. იგი ექვემდებარება თათრებს.

ძველ დროს ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერი რასა, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოსს.

ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა. ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ.ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს და სწორედ აქ ჩაკეტა ალექსანდრემ თათრები ორ მთას შორის.

ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ რომლის მაგვარიც არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, თათრები ვერასროს მიაღწევენ იმას რომ ქვეყანა სრულად დაიპყრონ.

აქ მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი,რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთხვევით. ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვერდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. ამ წყალში ვერანაირი სახეობის თევზს ვერ ნახავთ, ვერც დიდს და ვერც პატარას, ვერცერთ წელიწადის დროს, გარდა უფლის მიძინების პირველი დღისა და ამის შემდეგ თევზები ყოველდღე გამოდიან „წმინდა შაბათამდე“, რომელიც არის უფლის აღდგომის წინა დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაოდენობითაა წყალში,მაგრამ სხვა ნებისმიერ დროს თქვენ მათ აქ ვერ იპოვით.

საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს „შავი ზღვა“, აღმოსავლეთით კი ზღვა ,რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „ღელის“ ან „ღელანის ტბის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ და არის 2 800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს. იგი შეიცავს ბევრ დასახლებულ კუნძულს,ზედ აშენებული მშვენიერი ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომლებიც არიან დამპყრობლები „პერსიის სამეფოსი“, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ქონდათ თემური მმართველობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას ამ კუნძულებზე, მთებს შორის, იმ იმედით რომ უსაფრთხოება მოეპოვებინათ.

საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“რომელიც გარშემორტყმულია მას დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, ქართველების გარდა ცხოვრობენ ასევე სომხებიც. აქ ასევე არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და სარაცინები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ ამ ქალაქში. მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ხანს.

მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული პროვინციის მხოლოდ რამოდენიმე მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყენი იქნება, მითუმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში,უფრო სრულად ქვემოთ გიამბობთ.

Smile


Description of Georgia By Marco Polo


Near the Georgian border there is a spring from which gushes a stream of oil in such abundance that a hundred ships may load there at once.

This for burning oil is not good to eat but it is good for burning and as a salve for men and camels infected with itch or scab. Men come, from a long to fetch this oil and in all theneighborhood no oil is burnt but this. In Georgia there is the King who always bears the name of David Malik, that is to say King David. He is subject to the Tartars.

In former times all the kings of this country were born with the sign of an eagle on the right shoulder. The Georgians are a handsome race of daughty warriors, good archers, and good fighters on the battlefield. They are Christians and observe the rule of the Greek church.They wear hair cropped in clerical fashion.

This is the country through which Alexander could not pass when he wanted to go to the north, because the way is narrow and dangerous. On one side is the sea. On the other are high mountains and forests impassable on horseback. This narrow pass between the mountains and the sea runs for more than four leagues, so that a few men could hold against all comers. This is why Alexander could not pass. And I should le you know that Alexander had a tower and fortress built here, so that the natives could not sally out to attack him. This was called the Iron Gates It is the place where Alexander Book relates that he shut in the Tartars between two mountains. In fact they were not Tartars, but people called Comaniansand various other races besides, because there were no Tartars at that time.

The country has villages and towns in plenty. Silk is produced here in abundance , and silken fabrics and cloth of gold woven here are the finest ever seen. There are also the best goshawks in the world. There are ample supplies of everything, and commerce and industry flourish. The whole country is full of high mountains and narrow passes which are easily defensible, so that I can assure you that the Tartars have never been able to achieve complete dominion over it. Among these mountains are woods in which the only trees are box-trees.

There is a monastery here called St. Leonard’s, notable for the following miraculous occurrence. You must know that there isa great lake formed of whater that issues from a mountain just beside the church of St. Leonard. And in this water no fish is found, big or little, at any season of the year, except that they begin to appear on the first day of Lent and continue every day throughout Lent till HolySaturday, that is the eve of Easter. During all this period there are fish in plenty; best at every other season there is not one to be found.

This country looks out over two seas. To the north lies the Black Sea, to the east that called the sea of Baku or the Ghel or Ghelan, which is some 2,800 miles in circumference and is strictly speaking a lake, because it is completely surrounded by mountains and land and has no connection with the main sea – which lies in fact twelve days’ journey away. It contains many inhabited islands, with fine cities built on them. The inhabitants are refugees from the power of the Great Tartar, when re rode as a conqueror through the he kingdom or province of Persia, whose cities and districts then had a system of government by the commonalty; they sought refuge in these islands and among the mountains in the hope of finding safety there…

In this country is a fine city of great size named Tiflis, surrounded by subordinate towns and townships. The inhabitants are Christians (that is, Armenians and Georgians) besides a few Saracens and Jews, but not many. Silk and mony othr fabrics are woven here. The inhabitants live by their industry and are subject to the Great Khan of the Tartars.

You must know that we mention only the two or three principal cities of each province. There are many others which it would be tedious to enumerate, unless they are remarkable for some special curiosity. But some that we have omitted, which are situated in the places above mentioned, will be dealt with more fully below.

ბმული - http://kusita-tekla.blogspot.com/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართლი   Thu Dec 29, 2016 10:27 am

საქართველოს ბრძოლების სრული ჩამონათვალი

ქრისტეშობამდე

1112 ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის ბრძოლები დიაოხის მეფის სიენის მეთაურობით ჩრდილოელ ტომთა დიდ გაერთიანებასთან.
IX დასასრული – VIII დასაწყისი ურარტუს მეფის მენუას ბრძოლები დიაოხთან.
VIII 8060 წწ. ურარტუს მეფის არგიშთი I-ის ლაშქრობები დიაოხზე.
VIII 40-იანი წწ. ურარტუს მეფის სარდური II-ის ბრძოლები კოლხას სამეფოსთან.
VIII 20-იანი წწ. კიმერიელთა შემოსევები და კოლხას განადგურება.
83 კოლხეთის აჯანყება. მმართველად მითრიდატეს დაყენება.
65 რომაელთა ლაშქრობები პომპეუსის სარდლობით იბერიასა და კოლხეთში.

ქრისტეშობიდან

I საუკუნე ფარსმან I-ის ბრძოლები პართიასთან.
69 ანიკეტის აჯანყება, აჯანყება პონტოს კოლხეთში რომის წინააღმდეგ.
482-484 ქართველთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით.
523 ქართლის აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ გურგენ მეფის წინამძღოლობით.
VII 20-იანი წწ. ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობები საქართველოში.
627 თბილისის აღება ბიზანტიელთა და ხაზართა მიერ.
640-იანი წწ. არაბთა პირველი მარბიელი რაზმების გამოჩენა ქართლში.
650-იანი წწ. არაბთა შემოსვლა ქართლში.
VIII 30-იანი წწ. მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოზე.
853 ბუღა თურქის ლაშქრობა ამიერკავკასიაში.
1011-1112 ქართველთა გალაშქრება განძაზე.
1021 შირიმნის ბრძოლა.
1032-1040 ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის.
1064-1068 ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში.
1071 მანაზკერტის ბრძოლა.
1080 დიდი თურქობა
1104 ერწუხის ბრძოლა
1110 სამშვილდის აღება
1110 ძერნის აღება
1115 რუსთავის აღება
1116 თურქ-სელჯუკთა დამარცხება ტაო-კლარჯეთში.
1117 გიშის აღება
1117 შამქორის ლაშქრობა და ქალაძორის აღება.
1118 ლორის აღება.
1120 შირვანის ქალაქ ყაბალის აღება.
1121 თურქ-სელჯუკების დამარცხება ხუნანთან.
1121 ბარდავის აღება ქართველთა ლაშქრის მიერ.
1121 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლა
1122 თბილისის აღება.
1123 თურქ-სელჯუკთა დამარცხება შამახიასთან.
1123 გულისტანის აღება.
1124 დმანისის აღება.
1124 შაბურანის აღება.
1124 სომხეთის ციხეების აღება.
1124 ივნისი ქართული ლაშქრის მიერ ჯავახეთის, კოლას, კარნიფორის, ბასიანის გაწმენდა თურქ-სელჯუკებისაგან.
1124 23 აგვისტო ანისის და მისი მიმდებარე ციხეების აღება.
1124 სექტემბერი შირვანის შემოერთება.
1138 განძის აღება.
1162 დვინის აღება ქართველთა მიერ.
1167 შირვანს ლაშქრობა.
1177-1178 ორბელთა ამბოხება.
1195 შამქორის ბრძოლა.
1203 ბასიანის ბრძოლა.
1208-1209 არჭეშის აღება.
1210 ქართველთა ლაშქრობა ირანში.
1220-1221 პირველი ბრძოლები მონღოლებთან.
1225 გარნისის ბრძოლა.
1226 თბილისის აღება ჯალალედინის მიერ.
1227-1228 ბოლნისის ბრძოლა.
1235-1236 აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
1247 კოხტასთავის შეთქმულება.
1259 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VI-ის მეთაურობით.
1260 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VII-ის მეთაურობით.
1260 ბრძოლა ახალდაბასთან.
1261 არღუნის ლაშქრობა სამცხეში.
1265 ბერქა-ყაენის ლაშქრობა.
1282-1285 დავით VI-ის ბრძოლა ტრაპიზონის სამეფოში.
1285-1306 რუმელი თურქების შემოსევები.
1297 აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ დავით VIII-ის მეთაურობით.
1386 თემურლენგის პირველი შემოსევა. თბილისის აღება.

1444 -ჯეჰან-შაჰის შემოჭრა სამცხეში, ახალციხეში და საქართველოს ჯარის ძლიერი წინააღმდეგობა.

1462- 1463 – ახალი შინააშლილობა საქართველოში, გიორგი VIII -ის დამარცხება ჩიხორის ომში, სამცხისა და იმერეთის საბოლოო განდგომა.

1477 – უზუნ ჰასანის შემოსევა ქართლში, თბილისისა და გორის ხელში ჩაგდება.

1487-1489 – იაყუბ-ყაენის ლაშქრობა საქართველოში, თბილისის აღება.

1522 – შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობა ქართლში, თბილისის აღება და გარნიზონის ჩაყენება.

1533 – 1535 – ოსმალების ლაშქრობა საქართველოს სამხრეთ რეგიონებში.

1541 – შაჰ თამაზის მიერ ქართლისა და თბილისის დარბევა.

1545 – ბაგრატ III-ის გამარჯვება გურიის ლაშქრის დამარცხებით სამცხისა და ოსმალების კოალიციურ ჯარზე.

1547-1554 – შაჰ თამაზ I-ის ლაშქრობები ქართლში და ქართველების მედგარი წინააღმდეგობა ლუარსაბ I-ის მეთაურობით.

1578 – 1579 – ოსმალების მიერ თბილისის აღება.

1609 – ოსმალების შემოჭრა ქართლში.

1614-1624 – შაჰ აბასის ლაშქრობები ქართლ-კახეთში ქვეყნების სრული გადაგვარების მიზნით.

1625 – აჯანყება ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძისა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის ხელმძღვანელობით.

1646 -1647 – სამეგრელოს მთავრის, ლევან მეორე დადიანის შემოსევები იმერეთში, სამეფო კარის სისუსტე.

1649 – დიდი აჯანყება კახეთში და ირანის გეგმების საბოლოო ჩაშლა.

1757 – იმერეთის მეფე სოლომონ I-ის გმარჯვება თურქებზე ხრესილის ბრძოლაში.

1770 – ტოტლებენის ღალატი აწყურის ციხესთან და ერეკლეს გამარჯვება ასპინძის ბრძოლაში.

1777 – გლეხთა აჯანყება ქსნის ხეობაში, ქსნის საერისთავოს გაუქმება.

1783 – რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა და რუსთა ჯარის შემოსვლა თბილისში.

1784 – ტრაქტატის რატიფიცირება ერეკლეს მიერ.

1785 – ომარ-ხან ავარიელის შემოსევა.

1785- 1786 გლეხთა აჯანყება იმერეთში.

1795 – ირანელების შემოჭრა ქართლში, ერეკლეს დამარცხება კრწანისის ბრძოლაში და თბილისის აუხრება აღა-მაჰამად ხანის ჯარების მიერ.

1812 – კახეთის ანტიკოლონიური აჯანყება.

1864-1871 – ბატონყმობის გაუქმება და გლეხური რეფორმა საქართველოში.

1878 – აჯანყება კახეთში, თბილისის ქართული გიმნზიის გახსნა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შექმნა.

1905- 1907 – რევოლუცია საქართველოში.

1921- 1922 – ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში.

1923- 1924 – საყოველთაო აჯანყების მომზადება, მისი ხელმძღვანელი ორგანოს წევრების დახვრეტა.

1941- 1945 – მეორე მსოფლიო ომი.

1992 – 1993 – ბრძოლები აფხაზეთში, სოხუმის დაცემა/27 სექტემბერი.

2003 – ვარდების რევოლუცია, შევარდნაძის რეჟიმის დამხობა.

2008 – რუსეთ-საქართველოს ომი.



ბმული - http://mpress.ge/2016/08/საქართველოს-ბრძოლების-სრ/


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართლი   Mon Oct 30, 2017 11:04 pm

მამუკა ნაცვალაძე

როგორ აღიდგინა პომპეუსთან მარცხით ქართლმა კავკასიური დომინანტის სტატუს-კვო
(რატომ ეძახიან ქართლელებს ტეტიებს)

30.10.2017

ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე ერთგვარად საკრალური გამოდგა საქართველოსთვის. ამ პერიოდში ხდება ის მოვლენები, რისი ახსნაც ჩვეულებრივი ლოგიკით რთულია. ეს ქართლზე პომპეუსის შემოსვლისა და ტრიუმფალური გამარჯვების ეპოქაა, ეს არის პირველი, უპრეცედენტო მასშტაბის დაპირისპირება, რასაც ქართველთაგან ასევე უპრეცედენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა - 9 ათასი მოკლული და 10 ათასზე მეტი ტყვედ ჩაგდებული ქართველი არ არის სახუმარო საქმე.

და მიუხედავად ამისა, ამ უპრეცედენტო მარცხით ყველაზე მეტად ქართლმა და ქართველურმა სამყარომ იხეირა. საქმე ისაა, რომ რომაელებმა ამ სამხედრო კამპანიით წერტილი დაუსვეს პონტოსა და სომეხთა ამბიციებს, სწორედ პომპეუსის კავკასიურმა ტრიუმფმა აღადგინა რეგიონში სტატუს-კვო, რაც ქართველთა დომინანტობას გულისხმობდა.



ამბავი ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის კავკასიური გამბიტისა

ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე მძიმე აღმოჩნდა ქართლისთვის, ერთ დროს დაწინაურებული ქვეყანა დასუსტებულა, პოლიტიკურმა და ფეოდალურმა დაპირისპირებამ თავისი კვალი დააჩნია ფარნავაზის სამეფოს. ის წარსული დიდებაც თითქოს ჟამთასვლას ჩაბარდა, ახლა სულ სხვა პოლიტიკური იმპულსები მართავს ქვეყანას.

გეოსტრატეგიულად საინტერესო ტერიტორიაზე ყველას დაუდგამს თვალი, განსაკუთრებით გაყოჩაღებულა სომეხთა მეფე ტიგრანი, რომელსაც ქართლის სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი აქვს დაჩემებული - ქვემო ქართლი, სპერი და ჭოროხის ხეობა. ქართლი უძლურია, რაიმე იღონოს, ესეც გასაგებია - ძალა აღმართს ხნავს და შეგუებიან მცხეთის სამეფო კარის ფარნავაზიანები სომეხთა გაპარპაშებას. ალბათ ამ განწყობასაც აქვს ქვედა დინება. ფაქტია, რომ პონტოს ფაქტორს მნიშვნელობა აქვს სრულიად ქართლისა და ფარნავაზიანებისათვის.

ეს მითრიდატე პონტოელის ეპოქაა, მისი პოლიტიკური აქცენტი შავიზღვისპირეთის სრული კონტროლია, პონტოს დომინანტობას ყველა ცნობს, გარდა რომისა. არადა, რომი სწორედ ის ძალაა, ახალ პოლიტიკურ წესრიგს რომ დაუდო სათავე ქრისტეშობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში.

მაგნეზიასთან ჩვ.წ-აღ-მდე 190 წელს სელევკიდების დამარცხება განსაკუთრებული სტიმულია ამ უდიდესი მონსტრის მმართველობის ქვეშ მოქცეული ხალხებისათვის. ნამეტანი ყოჩაღობენ სომხები, რომელნიც სელევკიდების სახელმწიფოთა ნანგრევებზე ორ სამეფოს - დიდ არმენიას და სოფენეს აარსებენ.

სწორედ დიდი არმენია გახდა პონტოს მეკავშირე, აღმავლობის გზაზე მყოფი სახელმწიფოს ტიგრან მეორე უდგას სათავეში, ორი ძლიერი სამეფოს ურთიერთობას ანტირომაული განწყობა ადუღაბებს.



როგორ გაანეიტრალა პომპეუსმა დიდი არმენია

პონტოს წინააღმდეგ ომს რომაელი სარდალი ლუკულუსი უდგას სათავეში. პირველი ორი ომი მარცხიანი აღმოჩნდა მარადიული ქალაქისათვის, ბუნებრივია, სენატმაც შესაბამისი რეაგირება სცადა და ძველი წელთაღრიცხვით 66 წელს რომის საკანონმდებლო ორგანომ მთავარსარდლად გნეუს პომპეუს მაგნუსი განამწესა.

ეს ცვლილება შედეგიანი აღმოჩნდა რომისთვის, პომპეუსი იმორჩილებს სომხეთის დედაქალაქ არტაშატს, ტიგრან მეორე რომის ვასალი ხდება. ეს უკვე ნიშანია კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებისა. მთავარი მოქმედი პირი - მითრიდატე ვეღარ ახერხებს აქტიური წინააღმდეგობის გაწევას და მხოლოდ ილუზიებში იქარვებს დარდებს. ახლა რომის მიერ განეიტრალებული მოწინააღმდეგეების რიცხვს მითრიდატეს სიძე, ტიგრანიც მიემატა.

ტიგრანის დანებება ცუდი ნიშანია ევპატორისთვის, ის, ფაქტობრივად, მარტო რჩება, მაგრამ არ ნებდება, შვებას ჯერ კოლხეთში ეძებს, აქედან ცდილობს ძალების მოკრებას და რევანშის აღებას, ამჯერად მარტო.



რატომ გადაწყვიტა პომპეუსმა ქართლზე ლაშქრობა

ეს ის პერიოდია, როცა ქართლში აღარც კავკასიური ერთობა ახსოვთ და მხოლოდ თავიანთი პრიზმიდან უყურებენ მოვლენებს. ხვდება ქართლის მეფე არტაგი, მისი ჯერი რომ დადგა. რომაელებს ქართლისა და ალბანეთის დასჯა აქვთ გადაწყვეტილი. მიზეზი ბანალურია - რომაელებს სომხებთან და პონტოელებთან ერთად წინა ხაზში ქართველები ხვდებოდნენ. მათ ჯერ კიდევ სომხეთის დედაქალაქთან გამოიჩინეს თავი, სწორედ იქ აღმოხდათ რომაელებს ქართლელების მიმართ ეპითეტი - "ტეტიუს". ამ ეპითეტს შემდგომში კიდევ გამოიყენებენ პომპეუსის მეომრები.

არტაგი დროის გაყვანას ცდილობს, ალბათ ზამთრის ეიმედება და ყველანაირ ხერხს მიმართავს, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს საბრძოლო დაპირისპირება. ამიტომაც რომაელ სარდალს ელჩებს უგზავნის და მეგობრობას სთავაზობს. პომპეუსიც ყაბულსაა. ბუნებრივია, ეს რომაული სტილია, მისთვის მთავარია ქართლის კეთილგანწყობა, რაც კავკასიური უღელტეხილების კონტროლს ნიშნავს. თუმცა რომაელი სარდალი პირობას არღვევს და ქრისტეშობამდე 65 წლის გაზაფხულზე დიდი ჯარით ქართლში შემოდის. ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. ასეთი ორმაგი სტანდარტი, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული. საქმე ხომ ქვეყანას ეხება და ამ დროს დიპლომატიური ხერხების მაქსიმალურად გამოყენებაც სრულიად ბუნებრივია.



საარაკო ამბავი ქართლელი ტეტიუსებისა

შეუვალია პომპეუსი, არმაზციხეს მიმდგარი ქართლის სამაგალითოდ დასჯას ლამობს. მედგრად იცავენ თავს ქვეყნის უპირველესი ციხის მცველნი, შეუდარებელია მათი თავგანწირვა - აქ კიდევ ერთხელ გაისმის რომაელთა გაოცება - ასეთი თავდადება ბრძოლის ველზე იშვიათად თუ უნახავთ, ჰოდა, ისევ ის სიტყვა - "ტეტიუს" აღმოხდება რომაელ სარდალ პომპეუსს.

ტეტიუს - შეუდრეკელს, დაუმორჩილებელს ნიშნავს. სწორედ რომაელების მიერ შერქმეული სახელი შერჩათ ქართლელებს თიკუნად, თუმცა შემდგომში ამ სიტყვამ სხვა, ერთგვარად უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ იქაც ჩანს რომაული სემანტიკის კვალი.



როგორ გადაწვა პომპეუსმა არმაზციხე

მიუხედავად დიდი შემართებისა, არტაგი იძულებულია, სამეფო რეზიდენცია დატოვოს, თუმცა ეს დამარცხების აღიარებას სრულიადაც არ ნიშნავს, ის მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადის და ხიდს წვავს.

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში არმაზ ბაგინეთში აღმოჩენილი ქართლის სამეფო სასახლე, რომელიც ქრისტეშობამდე მეოთხე საუკუნეშია აგებული, სწორედ პომპეუსმა გადაწვა. სასახლის ფენებში კარგად გამოჩნდა მეორე-პირველი საუკუნის ცეცხლის კვალი, ფერფლი, რომელიც სწორედ პომპეუსის ლაშქრობის პერიპეტიებს უნდა უკავშირდებოდეს.

არტაგის ხერხმა ერთგვარად გაამართლა - პომპეუსი ვერ გადმოდის მტკვარს აქეთ, არადა, არმაზციხე და მტკვრის მარჯვენა სანაპირო სრულ მორჩილებაში ჰყავს რომაელს. სწორედ ესაა საწუხარი ქართლის მეფისთვის - მხოლოდ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება მისთვის ნუგეში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ერთიანი სამეფოს განცდა და ქართველთა მეფობა მას უფრო მეტს ავალებს. ამიტომაც ისევ დიპლომატიურ ხერხს მიმართავს, ისევ ზავის დადებას სთავაზობს, რის სანაცვლოდაც ხიდის აღდგენასა და რომაული ჯარის სურსათით უზრუნველყოფას კისრულობს. სამაგიეროდ, არტაგსაც აქვს თავისი ულტიმატუმი პომპეუსის მიმართ - რომაელები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არ უნდა გადმოვიდნენ.



ამბავი ქართულ-რომაული საზავო იწილო-ბიწილოსი

არტაგი ისევ ყაბულსაა. ქართლის მეფე იძულებულია, დაპირება შეასრულოს, თუმცა პომპეუსი ამჯერად არღვევს პირობას და მდინარის მეორე მხარეს გადადის. არტაგი უკან იხევს, სამეფო კარს ჯარის დიდი ნაწილი ახლავს, ისინი არაგვზე გადადიან და ისევ ჩვეულ ხერხს მიმართავენ - ისევ წვავენ ხიდს.

არ ნებდება ქართლი, მოსახლეობა პარტიზანულ ომს იწყებს, რომაელი ლეგიონრები უძლურნი არიან, მწვავე წერტილოვან დარტყმებს რაიმე დაუპირისპირონ. რომს ებრძვის სრულიად ქართლი - ქალი თუ ბავშვი, ისინი თავისუფლებისათვის არაფერს იშურებენ, საკუთარი სიცოცხლე ჩირადაც არ უღირთ. ისევ ისმის გაოცებული რომაელების შეძახილი - "ტეტიუს". ასეთი თავგანწირვა მათ არსად ჰქონდათ ნანახი.

და აქ პომპეუსს ერთი გზა რჩება, საკმაოდ მძიმე გზა ქართველთათვის. კიდევ ერთხელ მიმართავს რომაელი უკიდურეს ზომებს - მათ ტყე გადაწვეს. ამ რეალობისას უძლური იყო ყველა, ქართველებიც იძულებულნი არიან, დამარცხება აღიარონ და სწორედ დამარცხებულის სტატუსში განაახლონ რომაელებთან საზავო მოლაპარაკება.

პომპეუსს მშვიდობის სანაცვლოდ ძღვენიც მეფური გაუგზავნეს - ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროს მაგიდა. იცის მეფემ რომაელის ვერაგი ხასიათი, ყველაზე მეტად საკუთარი შვილების მძევლად გაგზავნას უფრთხის და თავდაპირველად ალბათ ამიტომაც არის მტრის მიმართ ასე გულუხვი.

გამართლდა არტაგის წინათგრძნობა - პომპეუსს, რომელმაც მიიღო ძღვენი, ქართველი უფლისწულები სურს მძევლად, ესეც ბუნებრივი გათვლაა - საკუთარი შვილების მძევლად გამგზავნი არტაგი ვეღარ გაბედავს თვითნებობას და რომაელთა მორჩილი და მათი ინტერესების შესაბამისად მართული იქნება.

არტაგი ყველა ღონეს მიმართავს, რომ შვილები არ გაუგზავნოს რომაელებს მძევლად, ამიტომაც აჭიანურებს მოლაპარაკებას, მაგრამ როცა რომაელებმა მოახერხეს არაგვზე გადასვლა, ეს უკვე ბოლო აკორდი იყო - მეტი წინააღმდეგობის მექანიზმი ქართლის მეფეს აღარ რჩებოდა. ის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა და პომპეუსს შვილები გაუგზავნა, რასაც ზავის დადება მოჰყვა.



რატომ გაემიჯნა რომაელთა უფლებები მოვალეობებს

მძიმე იყო ქართველთა მარცხი, ალბათ დიდხანს შემორჩა პომპეუსის ტრიუმფი მწარე გაკვეთილად ქართველთა ცნობიერებას. ეს არცაა გასაკვირი - პლუტარქე, ბერძენი ისტორიკოსი, ხომ პომპეუსის არტაგთან დაპირისპირებას დიდ ბრძოლას უწოდებს. სწორედ მის თხზულებაშია ცნობა ბრძოლაში 9 ათასი ქართველის დაღუპვისა და 10 ათასზე მეტის ტყვედ ჩავარდნის შესახებ.

ზავით ქართლი რომაელთა "მოკავშირედ და მეგობრად" გამოცხადდა, ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ვასალიტეტზე ორმხრივი შეთანხმება. ზავის მთავარი პირობაა, ქართლმა რომაელთა წინააღმდეგ არ გამოიყენოს ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელი უღელტეხილები. საცნაური სწორედ ისაა, რომ ამ ვალდებულებების სანაცვლოდ ის არაფერს კისრულობს. ასეთია ტრიუმფატორი რომაელების ხასიათი, როცა მოვალეობა ვალდებულებებისაგან გამიჯნულია.

არტაგის დამარცხების პარალელურად, საკმაოდ დრამატულად ვითარდება მოვლენები დასავლეთით - ფაქტობრივად, სულს ღაფავს პონტო. მითრიდატე ევპატორმა რომაელთა წინააღმდეგობა 66 წელს შეწყვიტა, ის ერთი პერიოდი დიოსკურიაში, თანამედროვე სოხუმის ახლოს, ცდილობს ძალების მოკრებას, შემდეგ მეოტურ ტომებთან ამყარებს ურთიერთობას და ბოსფორს იკავებს. მისი ოცნებაა რომის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩრდილოეთიდან იტალიაში შეჭრა და მარადიული ქალაქის აღება.

ფუჭად ჩაიარა მითრიდატეს ოცნებებმა, ქრისტეშობამდე 63 წელს საკუთარი ვაჟი ფარნაკე აუჯანყდა და ძალაუფლებაც ჩამოართვა. სრულ აგონიაში აღმოჩნდა კაცი, რომელიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა. მას მხოლოდ ერთი გზა დარჩენოდა და ეწია კიდეც ამ გზას - თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.



როგორ დარჩა ყოჩაღი ტიგრანის "დიდი არმენია" სომეხთა ყველა დროის მარადიულ ოცნებად

რომაელთა ლაშქრობის შედეგად სომხებს ქართლის მიტაცებული ტერიტორიები წაართვეს და საკუთარ ეთნიკურ გეოგრაფიულ არეალში მიუჩინეს ადგილი. ამით აღდგა ის გეოპოლიტიკური ბალანსი, რაც წითელ ზოლად გასდევს კავკასიის მთელი შემდგომი ისტორიის განმავლობაში.

ასე დაესვა წერტილი ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის კავკასიაში რომაელთა პოლიტიკურ აქტივობას, ყველა დროის სომხობას ყოჩაღი ტიგრანის "დიდი არმენია" მარადიულ, განუხორციელებელ, საარაკო ოცნებად რომ დაუტოვა.


ბმული - http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=40813


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართლი   Tue Nov 14, 2017 6:26 pm

მამუკა ნაცვალაძე

ლიპარიტ ბაღვაშის პოლიტიკური პერფომანსი ვიკინგებისთვის
რატომ ვერ იქცა დაუმარცხებელი ვიკინგების სახელი ქართულ ენაში უძლეველობის სინონიმად


14.11.2016

IX -ის დასავლეთ ევროპის მონასტრებში საგანგებოდ აღავლენდნენ სავედრებელ ლოცვას: "უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან". ჩრდილოეთიდან წამოსული ვიკინგები - იგივე ვარიაგები, ვარანგები, ნორმანები შიშის ზარს სცემდნენ მთელ ევროპას. მოსახლეობა დათრგუნული იყო მათი სისასტიკით.

ჩვენდა საბედნიეროდ, ვიკინგი, იგივე ვარანგი, ვერ იქცა საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად. არადა, ისინი არცთუ მცირე რაზმით იბრძვიან დღევანდელ კასპის რაიონში მდებარე სასირეთის ჭალასთან 1046 წელს.

ბიზანტიური წყაროები ვარიაგებს ვარანგებად მოიხსენიებს. სწორედ აქედან შემოდის ქართულ წყაროებში ტერმინი ვარანგი.

კაცმა რომ თქვას, შეიძლება ქართულ ისტორიოგრაფიას სასირეთის ჭალის დაპირისპირებისთვის ამდენი ყურადება არ დაეთმო, ვიკინგებს რომ არ ეომათ. სწორედ ამ მიზეზით მართალია მწვავე, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი შიდადაპირისპირება, გამორჩეული ინტერესის საგანი გახდა.

როგორ ცდილობდა ბიზანტია საქართველოში შიდაფეოდალური დაპირისპირების გამოყენებას

ყ| საუკუნის 40-იან წლები საქართველოსთვის შიდაფეოდალური მწვავე ომებითაა ნიშანდობლივი. ერთიანი საქართველოს მეფის, ბაგრატ |ქ-ისა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეფისა და ფეოდალის ტრადიციულ მწვავე ურთიერთობებს, რომელსაც როგორც წესი, ობიექტური წანამძღვრები განაპირობებენ, ამ ეტაპზე გადაეჯაჭვა პირადი სუბიექტური კონფლიქტიც.

ეს არ არის მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა - ეს სამაგიეროს გადახდის სურვილიცაა იმ გაუგონარი შეურაცხყოფისათვის, ქართული წყაროები რომ არაფერს ამბობენ.

კლდეკარის საერისთავო არა მარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო, აქ იყო კულტურული კერაც, სადაც წიგნები იწერებოდა, ერისთავს თავისი მოხელეებიც ჰყავდა, დიდი შემოსავალი გააჩნდა და გავლენის სფეროებიც მრავლად ჰქონდა. მისი მეშვეობით ხლართავდა ინტრიგებს საქართველოში ბიზანტიის საიმპერატორო კარი - მას გიორგი |-ის უკანონო ძე, დიმიტრი ჩამოჰყავდა ხოლმე ბიზანტიიდან და მისი საშუალებით ცდილობდა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას

რით გამოირჩევა სხვა შიდაფეოდალური ომებისგან სასირეთის ჭალასთან მომხდარი დაპირისპირება

ეს დაპირისპირება შესვენებებით თხუთმეტ წელს გრძელდება, რომლის ყველაზე მძიმე ფურცელი დღევანდელ კასპის რაიონში, სასირეთის ჭალასთან მომხდარი ძმათამკვლელი ომია.

შიდადაპირისპირება სხვაც ბევრი ყოფილა საქართველოში, თუმცა ეს ბრძოლა იმით გამოირჩევა, რომ აქ ორივე მხარეს უცხო ქვეყნის ჯარი ეხმარება. ლიპარიტის ინტერესები ემთხვევა ბიზანტიის იმპერიის ინტერესებს. ბიზანტიას ერთიანი საქართველოს ტერიტორიების მიტაცება სურს და შესაბამისად მისი დასუსტება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მიზნის მიღწევისათვის, ამიტომაც ლიპარიტის თანადგომით ბიზანტია საკუთარ ინტერესებს იცავს და მომავალ გეგმებს სახავს.

საგულისხმოა ისიც, რომ ბიზანტიამ ამ დროს ნაწილობრივ უკვე მოახერხა თავისი გეგმის აღსრულება - სწორედ ლიპარიტის ძალისხმევით დააკარგვინა ბაგრატს ანისის სომხური სამეფო 1041 წელს. ამ მოვლენით იწყება ლიპარიტსა და ბაგრატ |ქ-ს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი.

კითხვები, რომელიც საქართველოში ვარიაგთა ყოფნას უკავშირდება

"მატიანე ქართლისაი" მხოლოდ იმას მიანიშნებს რომ საქართველოში შემოდის 3 ათასი ვარანგი, იმის შესახებ კი არაფერია ნათქვამი ვისი მხარდაჭერისთვის მოვიდნენ ისინი.

ამ მხრივ ყქ||| ს-ის ავტორს ვახუშტი ბატონიშვილს ცალსახა პოზიცია აქვს - ის ვარანგებს ბაგრატ |ქ-ის დასახმარებლად მოსულ ძალად მოიაზრებს.

დიდხანს იყო გაბატონებული შეხედულება, რომ ვარიაგები ბიზანტიიდან მოვიდნენ საქართველოში, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - თუ ეს რაზმი ბაგრატის მხარეს იბრძოდა, ისინი ბიზანტიიდან მოსულნი ვერ იქნებოდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბაგრატს ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით სწორედ ბიზანტია ებრძვის. ასეთ დროს კი ბიზანტია ბაგრატს დამხმარე ჯარს არ გამოუგზავნიდა.

მაგრამ ფაქტია - 3 ათასი ვარანგი სწორედ ბიზანტიიდან მოდის, თუმცა ეს სრულიადაც არაა ის რაზმი, ბიზანტიის იმპერიას რომ ექვემდებარება.

აქ ჩნდება კიდევ ერთი, ლოგიკური კითხვა - თუკი ბაგრატის მხარდასაჭერად არიან ვარიაგები მოსულნი, რატომ უმასპინძლდება მათ ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ლიპარიტი?

წყაროთმცოდნეობის თვალსაზრისით სწორედ ეს ფაქტი იწვევს დავას და აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა, თუკი მოვლენათა მსვლელობას გავყვებით, ქართულ ხასიათსა და გადაჭარბებულ თეატრალობას გავითვალისწინებთ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

როგორ იყენებდნენ ვიკინგებს ევროპელი მონარქები

ვიკინგები მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ. ისინი ინტენსიურად ლაშქრობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათ თავის დამკვიდრება სურთ და სწორედ აქ გადაიკვეთა ერთი მხრივ ბიზანტიის იმპერიისა და კიევის რუსეთის, და მეორე მხრივ, ვიკინგთა ინტერესები.

ბიზანტიასა და რუსეთში ვიკინგებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. მათი დაქირავება საკმაოდ იოლი აღმოჩნდა - ისინი ხომ ბრძოლისთვის არიან გაჩენილნი და სურთ ევროპაში ინტეგრაცია. კარგად ხედავენ, რომ დაქირავება ერთადერთი გზაა მათთვის ამ სურვილის აღსრულებისთვის.

ასე გაჩნდა დაქირავებულ შვედ ვიკინგთა გვარდია ჯერ კიდევ ყ| ს-ში ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. მათი ფუნქცია იმპერატორის დაცვა იყო გარეული თუ შინაური მტრების შემოსევისას. ბიზანტიის იმპერატორის სასახლესთან ახლოს არსებობდა დასახლება, რომელიც სპეციალურად დაქირავებული ვიკინგებისვის იყო გამოყოფილი.

კიევის რუსეთში უფრო იოლადაა საქმე - მათი სამეფო დინასტიას - რიურიკების დინასტიას ხომ ცალსახად ვარიაგული ფესვები აქვს, ამიტომაც არც ამ შემთხვევაში არის რაიმე წინააღმდეგობა ვიკინგებისა და რუსების ურთიერთშეთანხმებისას. კიევის რუსეთი ვარიაგებს გარდა საგარეო მტრის წინააღმდეგ დასახმარებლად, გადასახადების ასაკრეფადაც ქირაობდნენ. ერთი სიტყვით, ყ| ს-ში ჩანს საკმაოდ საინტერესო პრაქტიკა - ნებისმიერ მონარქს, გარკვეული საფასურის გადახდის პირობით, თავის სასარგებლოდ შეუძლია დაიქირაოს ვიკინგები. სწორედ ამ ლოგიკით ჩნდებიან ისინი საქართველოში.

ვინ შემოიყვანა 3000 ვარანგი საქართველოში

მაგრამ ვინ ქირაობს 3000 ვარანგს? აქ ცალსახა პასუხია - ბაგრატ |ქ, მაგრამ როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ბიზანტიიდან მოსული ვარიაგები არ შეიძლება ბაგრატის მომხრეები იყვნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიზანტიასთან დაპირისპირებულ ბაგრატს თავად ბიზანტია არ დაეხმარება?

დიდი ალბათობით, ეს ვიკინგთა ის რაზმია, რომელიც 1043 წელს კიევის რუსეთის სამხედრო რაზმთან ერთად მონაწილეობს კონსტანტინოპოლზე თავდასხმაში. რუსთა შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიკინგები ბიზანტიელებმა ტყვედ იგდეს და სამი წლის განმავლობაში თავისთან ჰყავდათ. მათი ნაწილი ჭკუის სასწავლებლად დაასახიჩრეს და 1046 წელს კი უკან სამშობლოში გამოუშვეს.

სწორედ ეს რაზმი უნდა მონაწილეობდეს სასირეთის ჭალასთან ბრძოლაში ბაგრატის მხარეს. მათთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გასჭირვებოდა ბაგრატს - მათ ხომ ბიზანტიის წინააღმდეგ აშკარად არცთუ სასიკეთო დამოკიდებულება ჰქონდათ. ისიც საცნაურია, რომ ვიკინგები ქუთაისის მახლობლად, სოფელ ბაშში დაბანაკებულან. ქუთაისში კი ამ დროს მეფის რეზიდენციაა.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამ მოსაზრებას ამყარებს - საქართველოში სულ 3000 ვიკინგი ჩამოვიდა. მათგან გადამწყვეტ ბრძოლაში მხოლოდ 700 ვარიაგი იბრძვის. სავარაუდოდ, დანარჩენი 2300 ვარანგი სწორედ ის დასახიჩრებულები არიან, ბიზანტიელებმა რომ დასაჯეს სამაგალითოდ. ამიტომაც ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ბრძოლა.

როგორ აურია გეგმები ბაგრატ |ქ-ს ვიკინგთა ავნებობამ

ვიკინგთა ლაშქარმა ლიხის მთა გადმოლახა და სოფელ სასირეთის ჭალასთან დაბანაკდა. ლიპარიტ ბაღვაში თავისი რაზმით მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული.

საგულისხმოა, რომ ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ ჩქარობდა. ორივე შესაფერის მომენტს უცდიდა - ბაგრატ |ქ მესხეთიდან ელოდა ჯარს, თავისი გათვლები ჰქონდა ლიპარიტსაც, რომელსაც ბიზანტიური გარნიზონები უმაგრებდა ზურგს.

ყველაფერი არია ვიკინგთა ინიციატივამ. ისინი არ დაელოდნენ არც მესხეთიდან მომავალ მაშველებს, არც სარდლობის ნიშანს და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი, თავდაჯერებულნი იწყებენ იერიშს. საქართველოს მეფისთვის უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო, ბაგრატ |ქ იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო.

უმძიმეს დაპირისპირებაში კლდეკარის ერისთავმა იმარჯვა - ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრი დაამარცხა და ახლა ხუმრობის ხასიათზე დადგა.

როგორ დასცინა თეატრალური პერფომანსით ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს

ლიპარიტმა სულგრძელობა გამოიჩინა და დამარცხებული ვიკინგები თავისთან იხმო. კარგად დააპურა, შემდეგ კი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, თავსატეხი რომ გაუჩინა ბევრს.

როგორც მემატიანე წერს, ლიპარიტმა ლიხის ქედზე უკან ქუთაისისკენ გაისტუმრა ვარანგები, მათ წინ კი ხალხი წაუმძღვარა, რომელნიც ხორბლის საცერზე "წინა მათსა, პურსა უკაზმიდეს". ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი გზა ქუთაისამდე ლიპარიტის მიერ გაგზავნილმა ხალხმა დამარცხებული ვიკინგები ხორბლის ბილიკზე ატარა. წინ მიმავალნი ხორბლის საცერით პურს ცრიდნენ და ასე უქმნიდნენ უკან მომავალთ ხორბლის ბილიკს.

საკითხავია, მაინც რა ქვეტექსტი უნდა იდოს ლიპარიტის ამგვარ უჩვეულ ქცევაში? საქმე ისაა, რომ პური ვიკინგებისთვის უძვირფასესი საკვებია, სკანდინავიელები თავიანთი საქმიანობის გასამრჯელოდ სწორედ ხორბალს ითხოვენ. სწორედ ეს იცოდა ლიპარიტმა - მას ხომ ბიზანტიის საშუალებით კარგად შეეძლო შეესწავლა ვიკინგები. საგულისხმოა ისიც, რომ ლიპარიტს არცერთი ვიკინგი არ დაუსჯია, მხოლოდ ასეთი თეატრალური პერფომანსი იყო ვიკინგთათვის სასჯელი - ისინი აშკარად ხედავდნენ როგორ უქმად იომეს, როგორ გაუშვეს ხელიდან გასამრჯელო, დაახლოებით ისე, საცერი რომ ატარებდა ხორბალს ხვავრიელად.

ამ პერფომანსს უკან კი იყო საკმაოდ ცალსახა პირობა - ვიკინგები თავიანთ ბაშში დაბანაკებულ 2300 თანამებრძოლთან ერთად უნდა გასცლოდნენ საქართველოს და აღარ უნდა ჩარეულიყვნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ძნელი სათქმელია, სიტყვის ხალხნი აღმოჩნდნენ ვიკინგები, თუ უბრალოდ საქართველო მათთვის არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან სამიზნეს, ფაქტი კი ისაა, რომ ისინი მეტი აღარ გამოჩენილან. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ვიკინგთა საბრძოლო რაზმის საქართველოში ყოფნისა.

ფეოდალური საქართველოს ისტორია ვიკინგების გარეშე გაგრძელდა, გაგრძელდა იმ უსასტიკესი დაპირისპირებებით, რამაც იმ პერიოდის საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას თავისი უსასტიკესი დაღი დაასვა...

ბმული - http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=31376


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ქართლი   

Back to top Go down
 
ქართლი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: