არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუციკო დეკანოზიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Nov 18, 2008 6:15 pm



დილა დამადგება ბობო ბატონივით

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...


Last edited by გამრიგე on Tue Feb 02, 2010 10:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Nov 25, 2008 7:51 pm

ჩაიჩოჩეთ

დღეს ისე მინდა, რაღაც ვწერო - როგორც არასდროს...
ხედავთ, ბატონო? - გამიარა უკვე სურდომაც,
იქნება ვინმემ მარიფათი სესხით გადამდოთ,
რომ გიპოვოთ და დავიბრალო მერე ქურდობა.

ბატონო, ხედავთ? - ნისიებზე ვაბნევ სიყვარულს,
ამ დროს კი ბანკში ვალად მადევს კრედიტი ღმერთის,
გაკოტრებული ვაჩხრიალებ გრძნობას - მიქარულს,
ვიღაც ფრანტი კი დაძენძილი მეთოდით მეტრფის.

ნასვამ საღამოს მხოლოდ ღამის ლოგინი შია,
ნაბახუსევი გარიჟრაჟზე აუსვამს ვნებას,
იანვარს - წაშლილს, იანვარს - გახდილს, იანვარს - მზიანს
ყინულის ქალი ცეცხლის გულით ალპებში ნებავს.

ხედავთ, ბატონო? - არ მჭირდება თითების ქნევა -
ისედაც შუბლზე მივიკერე მშვიდი იმიჯი,
გარწმუნებთ - ისე წესიერი და ისე მხნე ვარ,
რომ, იქნებ, ტვინიც გაგიხვრიტოთ! იქნებ - ვინ იცის...

ახლა კი, ცოტა ჩაიჩოჩეთ, ცოტა, ღმერთმანი...
მჭირს ლოიალურ-ჰუმანური ძლიერი სენი!
გადამდებია, საშიშია - თქვენი კვნესა - მე,
ხედავთ, ბატონო? - მიღიმით და ვერაფერს მშველით.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Dec 02, 2008 5:31 pm

გიმეორებ...

ნარკოზით გალეშილი ფსიქიკა გიმეორებს:
დამსაჯეს მე-კურტიზანი და
დამასვეს დამღა.
თავგადაპარსული ვიმეორებ
იესოს ლოცვას-
-უფალო, შემიწყალე...
ამ დროს კი მესმის ძველი,
ჩახვეული ფირიდან-
-ნინო, მიყვარხარ...
და მახსენდება როგორ ვკრავდი
მე შენთვის ვნებას ქვიშისფერი თმით,
როდესაც წმინდა ნინო ვაზის
ჯვარს კრავდა...
მერე, დედიშობილა ვიწექი
სიძვის სამსჯავროზე და
ყელს მჭრიდნენ, მონა ქალივით
ყურს მიხვრეტდნენ და
ძალით მგლეჯდნენ შენს ამონასუნთ
ნახშირორჟანგს-ადენომას.
ვერ მოგიცილე-
-მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.
და ახლა, ყელდასახიჩრებული,
დაშანთული, იცი,
რას გეტყოდი?
ვნატრობ, მალე გამეზარდოს თმა,
მერე ბევრი ნარდი მოვზიდო
და ფეხებზე გცხო,
შენი ერთი ამოსუნთქვის ფასად-
-ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Dec 14, 2008 6:38 pm

ნუცის პირველსავე ლექსზე,რომ წავიკითხე ,მივხვდი რომ''ჩემი ''პოეტესა იყო.
ისიც ვიცოდი,რომ ასეთ ლექსებს მხოლოდ ძალიან ლამაზი ქალები წერენ.არ მკითხოთ ,საიდან ვიცოდი,ეს არ ისწავლება ლექსმთხზველობის ლექციებზეSmile
ამის მერე ნუცის ლექსებზე ამოვიჩემე ეპითეტი -ულამაზესი.ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა,რომ ''მცნება'' -ულამაზესი ლექსი -არ არსებობსო. წავაკითხე ნუცის ლექსები და დამეთანხმა.Smileნუცის პოეზიაზე ბევრის თქმა შემიძლია.მხოლოდ ერთს ვიტყვი ამჯერად-კაცი რომ ვიყო,თავდავიწყებით შემიყვარდებოდა...Smile

არიან ქალები,ბიოლოგიური ნიშნით ასე ვთქვათ.არიან ძალიან ლამაზი ქალებიც.და არიან ქალები,რომელთა გარშემო - ჰაერიც კი მათი ქალურობითაა დამუხტული.ასეთია ნუცი და მისი ლექსებიSmile

ჩემი ნუცი..შენი წიგნი კი ძალიან მაკლია Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Dec 14, 2008 7:30 pm

ჰო, ნინი, მართალი ხარ - ნუციკოს წიგნი არის საჭირო!
Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Dec 14, 2008 7:51 pm

შე ლოთო!

შე ლოთო!
მიგიხვდი მკაცრ ფილოსოფიას -
- ქუჩაში ატუზულს რომ გსჯიან თვალებით
გამვლელი სვავები, შენ - ისე მორჩილი
და ისე გლახაკი - ქრისტეს ედარები.
სირჩებით არწყული მუდმივი სიმშვიდე
გიფეთქავს ძარღვებში და ხელისკანკალით
დაქნეულ ცხოვრებას მზერით ექაჩები
ნესტიან სარდაფში,
სადაც იღბლიანი ცხოვრობდა ნიკალა,
ლოთობდა
და კიდევ, ბევრს სვამდა ბრგე გალაკტიონი-
- კითხულობ საღამოს დანგრეულ ლოგინში,
კითხულობ "ფიესტას" და გჯერა, რომ სადღაც-
- ბედნიერ ქალაქში მზე აღმობრწყინდების!
შემთხვევით მორჩენილ ხის ორიოდ ნაპობს
სტუმრისთვის ინახავ...
მიგიხვდი, შე ლოთო!
სისხლი გეწამლება მდარე ალკოჰოლით
და ღვიძლის ფუნქციას ნაღველი ითავსებს,
ხდები ჯვრის მტვირთველი... საკუთარ გოლგოთას
უკვეთავ ბარაბას, იმზადებ მინაწერს:
სიყვარულს ვეძებდი მე ფეხარეული
და ღვინის მორევში დავახრჩე პილატე!
ლოთო!
ეგ მიქცევა და ჩემი მოქცევა
ბოლოს ერთ კალაპოტს ავსებენ სიცოცხლის
და ყოველ დილით შენ გაქვს ბედნიერება
იფიქრო - გადავრჩი...
მადლობა უფალს! და...
და ისევ დაიწყო მჯიღების ბრახუნი
ქვესკნელის კარებზე...
როდესაც ეგ სისხლი სულ ღვინო გახდება
ხორცი კი - ჩაიში ჩამბალი სუხარი,
დაიკრავ სამსჭვალებს მთრთოლვარე ხელებით
და ასე - განწმენდილს - წაგიყვანს უფალი...

შე ლოთო!
გაიწი, უნდა ჩამოგიჯდე გვერდით და გისმინო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Dec 15, 2008 1:02 pm

ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება

ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!

მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!

ვევნები...
ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა...

გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...

ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო,
გული კი,
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით,
უნდა მაპატიოთ,
დედაო!
გაგენდეთ...


Cool
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Dec 18, 2008 2:36 am

თოვლმა გამახსენა
(ბარბარობა)

თოვლმა გამახსენა
ანათემა -
რუხი, ფიფქიანი
ყელსახვევი,
მოკლე ნაბიჯების
გამართლება -
შენ და ჩემი ქუჩის
შესახვევი,
ხესთან მოხამხამე
ლამპიონი,
ტოტის ნამთვრალევი
რევერანსი,
თოვლი -
პოეტური რაციონი,
სველი თითები და...
მერე რა-თი
ცრემლის სიცივეზე
დაბრალება,
თმებზე მოთოვილი
ზამთრის მესა,
ვნებით არეული
ბარბარობა
თოვლმა გამახსენა...
ბარდნის დღესაც...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Dec 23, 2008 11:08 am

ჭკუა მეკეტება ნუციზე და მის ლექსებზე.მის თავბრუდამხვევ პოეტურ სამკაულებზე.საოცრად ნატიფი,დახვეწილი,შარმიანი,ქალური გზნებით და ხიბლით სავსე ...ეს გოგო უნდა გააფანატო...ნუცი,სახელმწიფოები უნდა წაეკიდნონ შენი გულისთვის.Smileქალი იდეალი,ქალი ოცნება,ქალი ნატვრა...შემოგევლე შენ...მიყვარს,მიყვარს მიყვარს
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Dec 27, 2008 8:56 pm

მინდია wrote:
ნუცას ეს ლექსი ძალიან მიყვარს

საგაზაფხულო აღსარება


Cool
მეც :პ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Jan 03, 2009 4:27 pm

ძლივს მოვედი... Embarassed
დღესაც ბედობაა და გილოცავთ!

Smile

და ქრისტეშობას ვსუნთქავ

მიუხედავად ყველაფრისა, ძილის წინ,
როცა თოვლიანი ქუჩა სუდარას მაგონებს,
ყინული-ტყუილს,
მე ვკითხულობ:
დედის ლოცვას (ნეტავ, თეკლას სძინავს?),
შვილის ლოცვას (დედა, ალბათ, დაიღალა),
ლოცვას სნეულთათვის (ჩვენ სნეულები ვართ),
სამშობლოსათვის (ღვთისმშობელო, დაგვიფარე),
მიცვალებულთათვის (მამა და... ),
სულიერი მოძღვრისათვის (ალავერდელი მიტროპოლიტი);
და ვტირი ჩემი უმადურების გამო-
- ამხელა სიმდიდრის პატრონი,
ღარიბივით ჩამქრალი თვალებით
რომ დავდივარ და
სიცოცხლის მეშინია,
სიკვდილისაც...
მერე, ვაყოლებ ოპტინელი ბერების ლოცვას;
"უფალო, მომეც მე ძალი,რაითა სრულიად
მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა".
და ქრისტეშობას ვსუნთქავ -
თოვლი ბავშვობას მაგონებს,
ყინული-სრიალს.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Jan 12, 2009 10:28 am

მოდიხარ!

მოდიხარ,
შენივე ფეხები
გახელებს
სახადი სენივით,
კაბა ამღვრეული
გეხება,
მუხლისთავს გილოკავს
სვენებით,
მრგვალი თეძოების
რხევაზე
სახლები ქუჩებში
გარბიან,
ვის გაახსენდება
ევა და,
ვინ ჩაიქირქილებს-
-ავყია,
მოდიხარ,
თითქოს ფეხშიშველი,
ველურად
ლაღი და აშარი,
თვალებით რამდენმა
გიმღერა -
საქმე არ გახადო
საშაროდ!
მაგარი ბიჭები
რომ იყვნენ,
ჩორთით მოგყვებიან
ხვადები,
მოდიხარ,
სიცოცხლეს მოიქნევ
თასმებაწყვეტილი
სანდლებით!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Feb 01, 2009 11:46 pm

მომნუსხველად ქალური.
დამატყვევებლად შარმიანი.
საოცარი, ქალური ანდამატი და მგზნებარება მოყვება სტრიქონებს ნატიფი,ულამაზესი,.უკარგესი- ეს ჩემი ნუცია..
ჰაერიც კი ნუცის გარშემო,ნუცის ლექსების გარშემო - ქალურობითაა დამუხტული...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sun Feb 01, 2009 11:54 pm

nini wrote:
მომნუსხველად ქალური.
დამატყვევებლად შარმიანი.
საოცარი, ქალური ანდამატი და მგზნებარება მოყვება სტრიქონებს ნატიფი,ულამაზესი,.უკარგესი- ეს ჩემი ნუცია..
ჰაერიც კი ნუცის გარშემო,ნუცის ლექსების გარშემო - ქალურობითაა დამუხტული...

flower

ნინი, ნუციკოს წიგნის რედაქტირებას ვამთავრებ მალე და იმედია, ბატონიშვილივით ისიც მალე გამოსცემს...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Feb 02, 2009 12:11 am

sunny
erti suli maqvs,bobo...
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Mon Feb 02, 2009 7:00 pm

ჩემს მხატვარს

გოია ხატავდა შემოსილ მარიას,
შიშველი მახა კი ბოლეროს ცეკვავდა...
მახა ვნებიანი, ლამაზი ქალია,
მხატვარი ტილოზე შეხებას ბედავდა...

ხანძარი გაჩნდა და მეხანძრე არ იყო!
როლები გაცვალეს ფუნჯმა და ნატურამ-
-ქალმა სიყვარულის დახატვა დაიწყო,
გოია მიხვდა და... დაუთმო კაცურად!

შენს წინ შემოსილი შიშველი ვვარდები
და ჩემი პარტია მე უკვე ვიცეკვე,
რიტმს ფეხს აუწყობენ მაისის ავდრები,
მახა კი ღიმილით შემიქებს სიცელქეს...

შემოსილს შიშველი სულისა მრცხვენია
და თუ ჩემს დახატვას შენ მაინც არ იშლი,
მე გადმოვიბირებ მაგ ამაყ გენიას
და სველ პალიტრაზე ბნელ ფერებს წაგიშლი!

არ ვიცი რა მქვია-მახა თუ მარია,
ჟამ-კარი ამებნა და ვეღარ მიშველი!
ტილოზე გოიას ფერმკრთალი ქალია-
-ვნებით შემოსილი და სულით შიშველი...

ჩემი ნუცი! sunny
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 03, 2009 7:48 pm

ნინეა (მე გტირი...)

მე გტირი, ძვირფასო! შენს სამოსს იები აჰკვრია,
ნოტიო მიწაზე თითებით გიხატავ ქარტიებს,
სევდა ასვენია მზის გულზე, თუმცა კი მარტია,
გადამცდი, ნაგროვებ ვნებაში დამტოვე, მატირე...

უხმო კადრებივით დადიან ქალაქში... ვაიმე!
გაზაფხულს ვეხები სიზმარაყოლილი კერტებით,
დასრულდა სიცოცხლე-სიკვდილის თამაში ყაიმით,
ძველისძველ აივნებს სიცილით დაუსკდათ მკერდები.

ან და თუ...ვიბნევი, რატომღაც, პირველად-ვაი, რომ
მე გტირი , ძვირფასო! ტირილი საშინლად მიხდება,
ავხორცი სხივებით მზე თავგადაკლული შაირობს,
სასწაულს ვეძებ და მივყვები სიშორეს იმდენხანს,

რომ გტირი, ძვირფასო! რომ გტირი, რომ გტირი... ალიონს
მოვხვიე მზერა და შევბღავლე უშენო ნინეა!
ისეთი შენი ვარ, სიკვდილის დავთრები ავრიე,
მე გტირი, ძვირფასო! და მიწა ორმაგად მძიმეა...


sunny sagamomshvidobis, chemo kargebo
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 03, 2009 9:38 pm

ნუციკოს გაუმარჯოს! sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 03, 2009 10:20 pm

I love you
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 03, 2009 10:21 pm

ქალური და მგრძნობიარე პოეტი...ნუცა
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Thu Feb 05, 2009 9:25 pm

aseti daxvecili..ishviatad mxvdeba..

verafers shexvdebi mis leqsebshi "zedmets"..

arian poetebi..sul mudam ert tonze mceralni..
nuci mravalxazovani da mravalferovania..

sascaul siamovnebas igeb misi kitxvisas..

yoveltvis survili michndeba xolme rom madloba vutxra..
nuci..
miyvarxar Smile
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Sat Feb 07, 2009 12:29 am

ნუც გილოცავ პალიტრაში და ერთ სიურპრიზს გიმზადებ Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 10, 2009 1:48 pm

თუნდაც დაცინვით

რომელი ერთი...
რეისების მუდმივი მგზავრი
პირში სიგარით, ყელში ბოღმით და თავზე შლაპით, -
აი, ეს კაცი მეუბნება, რომ აქვე - სადღაც
იყო სიკვდილი - განახლების დიადი შტამპი.

რომ აქვე ვთხრიდით საფლავებს და აქვე ვმარხავდით
ცოცხალ სიყვარულს, პარკინსონით ავადმყოფ ვნებას.
აი, ეს კაცი დამიმოწმებს, რომ მე დაღლამდე
ვიგონებ მარტის ქარებივით არეულ ვერბლანს.

რომელი ერთი...
მოგიყევით უკვე მრავალი,
ირეალობით ავაქაფე ღამე-სქოლიო,
ქუჩაში გამვლელს პოეტების ფეხზე მავალი
ვუყვები სონეტს და ერთადერთს! -
ასე მგონია.

გინდა თუ არა, უნდა უთხრა სიცოცხლეს რაღაც,
თუნდაც დაცინვით,
თუნდაც რიხით,
როგორც ამ კაცმა,
ყველა რეისზე რომ ახურავს უცვლელი შლაპა
და ტუჩის კუთხეს ექაჩება ღიმილი მკაცრი.

და პარეზივით მორჩენილი სიმშვიდე ცალფა
მყვება რიჟრაჟის სინანულად, რომ ჩემს თავს გავცდი..


Very Happy

დაუწერნია ნუციკოსა აეს ლექსი და ”ურაკპარაკზე” გამგზავნა, იქ არისო.
ვაახ, ნუციიი! - და ახალი რო დაწერე, აქაც არ უნდა მოიტანო ხოლმე, კაცოო?!
რათ დამარბენინებ ეგრე აქეთ-იქითა ამ ბებერ კაცსა?! Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 10, 2009 6:46 pm

მიხო, საღამომშვიდობის Smile

ჩემი ფოსტა, რატომღაც, არ ხსნის წერილებს და ვერ გეხმიანები Crying or Very sad

შენიშვნა მიღებულია Embarassed

აქ ყველას გეფერებით და გმადლობთ სიყვარულისთვის. I love you

მინდიამ კი მშვენიერი სიურპრიზი მომიწყო-თელავში მესტუმრნენ იოჰანი და ბექა ფიცხელაური bounce flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Tue Feb 10, 2009 9:30 pm

nuciko dekanozishvili wrote:
მიხო, საღამომშვიდობის Smile

ჩემი ფოსტა, რატომღაც, არ ხსნის წერილებს და ვერ გეხმიანები Crying or Very sad

შენიშვნა მიღებულია Embarassed

აქ ყველას გეფერებით და გმადლობთ სიყვარულისთვის. I love you

მინდიამ კი მშვენიერი სიურპრიზი მომიწყო-თელავში მესტუმრნენ იოჰანი და ბექა ფიცხელაური bounce flower

flower

საღამო მშვიდობისა, ჩვენო კარგო ნუციკო!

და!..

უჰ, უჰ, რა კარგი იქნებოდა თქვენთან მაშინ! sunny cheers drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
ნუციკო დეკანოზიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: