არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუკრი ბერეთელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Jun 05, 2009 10:27 pm

კადრები ჯვარცმად

ვიღაცა ცდილობს შეეწყოს შოპენს,
მეზობლის ბავშვმაც ისწავლა "სოლ-ლა..."
ქარი ბალახებს ღობისკენ მოფენს,
კვირის სიჩუმემ დაიპყრო სკოლა.

ტაძრიდან მომყვა გალობის ექო,
ჩიტივით ჩემი ოთახის კედლებს
აწყდება. ვუღებ... ფანჯრიდან _ ბექობს,
იქედან _ მთას... და მთაზედაც ვერ ძლებს,_

გადადის ცისკენ. ცა არის მშვიდი;
ფაშფაშა ღრუბლებს _ ფეხმძიმე ქალებს
ვაცილებ მზერით. მზე სადღაც მიდის
და რიკლედ ტოვებს დასავლის კარებს.

უბრალოდ გადის უშენო კვირა,
სასწაულებსაც უაზროდ ვუმზერ_
რომ ვიღაც კადრებს აკინძავს ფრთხილად
და ლექსის ჯვარცმად დამკიდებს გულზე.
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Sat Jun 06, 2009 9:27 pm

მარტო გული... მარტო ნიჭი. cheers
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Mon Jun 08, 2009 2:26 pm

თაობის ცამდე მართალი პოეტი... ნუკრი ბერეთელი

მაინც სოფელზე

ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე:
”დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე”...
- ვაი, თქვენს პატრონს! - ვეტყვი, -
თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,
მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ კლდე-სოფელს ვუკმევ.
------------------------------------------------
ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,
ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.
- ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი! -
სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.

მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,
დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,
ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...
მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.

კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!
ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.
გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...
საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...

ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,
ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.
- არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს? - წყაროსთან, მამამ
და, ბრგე ჩაფივით, მწუხარება შეიდგა მხარზე...

ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმა
მიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)
- ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და... დარეკოს ახლა!...-
ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...

მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..


* * *
ახლა ყველაფერი შავად მეჩვენება,
გულში ჩასარტყმელი დანის ტარისფერი.
ვიცი,არაფერი აღარ მეშველება,
შავად მეჩვენება ახლა ყველაფერი...

მაგრამ სასიკვდილოდ თავს ვერ გავიმეტებ,
ვინც უნდა იქილიკოს და სული გამიკილოს.
ვიდრე მაგ თვალების შუქი მაიმედებს,
თავს ვერ გავიმეტებ, მაინც, სასიკვდილოდ!
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Jun 09, 2009 3:04 am

* * *
ბექა ახალაიას

მეც ლექსად გეტყვი, ძმავ, შუბლმაღალო:
(გავკადნიერდი, რავი, რა მეცა!)
რომ ლექსად გიყვარს მთელი სამყარო,
ცივი დღეცა და ცხელი ღამეცა,

რომ ვაზის ძირებს კოცნი შეფარვით
და ფეხარეულ სტრიქონად ლამბავ.
დღეიდან თავიც აღარ მებრალვის,
მე ვარ ნიკორა, შენა ხარ ლაბა...

რომ დგახარ კვალში სულით ფრთამალი,
და ქედზე გვადგას ძმობის უღელი;
გადავაშავეთ ბევრი ტრამალი
და სულძაღლ სიკვდილს ლეკვებს ვუხელებთ

ახლაც და შენი სახლის მინებზეც,
კვლავ პოეზია გადის ფირებად...
ჰოდა, ამოვა ისევ ვინემ მზე,
წყალსაც რომ ერთხელ ჩაეძინება,

მიდი, ესროლე მთვარეს სტრიქონი,
რომ ხვალ გვერდელა გობზე ვივახშმოთ.
მე კი უმთვარო ღამეს ვიფონებ,
ამ ქარსაყოლილ დარდებს მივახრჩობ.

მერე კი... მერე ყველა ეთიკას
ზურგი ვაქციოთ! ზურგებს არმური
აუვათ, ძმავ, თუ... ძმაზე მეტი ხარ,
მართლა მეტი ხარ, ძმაზე, ძამული...

სად დაიკარგე ძამულია?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Jun 16, 2009 1:30 pm

ჯიუტი ბიჭის ლექსი, ანუ_დავაწკაპუნე




ჩამკიდე ხელი
"თებროლემ კოკა გატეხა"...
ხალხური

ჩამკიდე ხელი... ჩემს სოფელთან წყაროა ერთი.
ჩამკიდე ხელი... იმ წყარომდე ერთი ველია,
თვალდახუჭული თუ გადივლი (ჩამკიდე-მეთქი!)_
იქ, სიჩუმეში ხავსიანი ქვებიც მღერიან_
და შესვამ ისე, აგიხდება სურვილი, სულო,
ერთი სურვილი, მხოლოდ ერთი... ხელი ჩამკიდე!
თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა,
ჩემო თებროლევ, ჩემო თეო, ჩემო... ან კიდევ...
ან, რა აზრი აქვს სახელებს და შორისდებულებს?
ჩამკიდე ხელი! ჯერ მინდვრამდეც ისე შორია,
რომ გულისგულში მთელი გულით თუ არ მეგულე,
მთელი ცხოვრება მოვუნდებით ასე ბორიალს.
ჩამკიდე ხელი, ავიხდინოთ ერთი სურვილი...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Jun 16, 2009 1:31 pm

ჩემი სიკვდილი

ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Jun 16, 2009 1:33 pm

ნუ დააჩოქებ!


ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...
თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,
ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)
ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა
და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!!



მიყვარს! მიყვარს და მიყვარს!!!!!!! sunny
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Sep 18, 2009 2:35 pm

ულექსო ფურცლებით

ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს
ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს.
გახსენებ ლოცვებით...
ზღვა ცოდვის ჩამდენი...
აგვისტოს ვუწუნებ მოჟამულ ამინდებს_
პირველი ღამიდან.
მთელსოფელმოვლილი,
ულექსო, ქათქათა ფურცლებით დედათა
მონასტრის კედლებთან ვბრუნდები.
პროფილი
ღიმილსაც კი იტევს...
ღიმილი მემართა
შენი და მე მართლა ქვის გული კი არ მაქვს,
უბრალოდ, ხანდახან ასეთი როლების
თამაში მიხდება.
ცხოვრების ყიამეთს
ხან ხელის ცეცებით, ხან წელში ზმორებით_
მივყვები.
გორები მაგონებს პეიზაჟს
ვან-გოგის ნახატის.
დრო არის სიგიჟის.
შენი ლანდის რხევა, კედელზე, გეიშას
მაგონებს.
თვალები დავხუჭე.
მიმიშვი
სარკმელთან!
ფინიში არც ისე შორია,
როგორც ჩვენ გვეგონა უმთვარო ღამეში...
მილიონ ფურცელზე (სალექსე) თოლიას
(მილიონს) გიხატავ და გკოცნი თვალებში.


წელსმთაშიასვლისოცნებაასრულებურლი პოეტი! flower
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Oct 13, 2009 3:56 pm

ჭერიდან ჩამოშლილ დაწყვეტილ სადენებს
ვაერთებ ნერვებით და ჟრჟოლა ამიტანს.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Dec 03, 2009 11:13 am

თუ გინდა ქვაზე მივალეწოთ სულელი სურა..

მიყვარს ეს კაცი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 31
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Dec 04, 2009 12:22 pm

მეც ძალიან მიყვააარს ჩემი ბერეე Smile და მომენატრაოო მზეეემ Smile
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Thu Dec 24, 2009 9:49 pm

ოშკი



ჩვენი კოჭლი ბერიკაცი მომენატრა, ძამულია.
ალბათ ყინვა უცახცახებს ჩამორღვეულ ბეჭებს.
ტაოს კარში, ეს ოხერი, თითქოს ჯაჭვით დაბმულია_
ქარი წივის, ქარი ყმუის, ქარი ძვალ-რბილს ღეჭავს.

ცაა უფრო ღრუბლიანი. მხოლოდ შუბლი უბრიალებს,
ისე, ცივად უბრიალებს... დეკემბრის მზე ჩადის.
ახლა რა დროს მუმლი არი? რა დროს ძმებთან შუღლი არი?!
წმინდა თვალებს (შუბლიანად!) აგვიფარეს ჩადრი.

გუმბათიდან განაპირა კრამიტს ფეხი დაცდენია,
რაც მანდ წვეთი ჩამოჟონავს, ყველა გულზე დამდის.
მიმწუხრისას ნაფრესკალი ეს კედლებიც ბაცდებიან_
აჰა, ჩემი ზაფხულიდან შენახული კადრი.

ჩამომტვრეულ ჩუქურთმასთან ბალახს ღერო მიხმობია.
ვინ ასწავლა მკურნალობა ბალახებით ტაძარს?..
აქ არც გზები მემხრობიან, აღარც მთები მემხრობიან,
ნეტავ ახლა, ნეტავ, ოშკის, ახლა ფერხთით დამსვა!

საკმევლისსუნმონატრებულ კედლებს ბზარი ემატება,
ეს ზამთარი ალბათ კიდევ ერთ ჩუქურთმას მოშლის.
ვის_ ათონი, სხვას_ პარიზი, ჩვენ კი ოშკი გვენატრება,
ჩვენი კოჭლი, ჩვენი თბილი, მოტეხილი ოშკი.


ყველას დავასწარი და აქ მოვიტანე Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Fri Dec 25, 2009 8:07 pm

Sad
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Sat Dec 26, 2009 7:02 pm

ra bednierebaa nukrisnairebi rom kidev arseboben sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Tue Jan 12, 2010 4:20 pm

და თუ სიკერპე შენი ჯიშია,
თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,

უკან მოუხმე ქარებს შარიანს,
ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს.
ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა,
წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!

მაგარი კაცი.. მაგარი პოეტი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნუკრი ბერეთელი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
ნუკრი ბერეთელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: