არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თუშეთი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: თუშეთი   Sat Feb 21, 2009 1:20 pm

Arrow

ეს ლექსი, როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ეძღვნება მეტი საღირიშვილს, წოვა თუშს, რომელიც პირველი გადავიდა გალავანზე, ბახტრიონის აღების დროს. სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერგოთ თუშებს ალვანის ტერიტორია, სადაც ახლა ულამაზესი სოფლებია - ზემო და ქვემო ალვანი.

***
თუში ვარ, მიტომ კარგი ვარ,
ბევრჯერ ვჯობივარ კახსაო.
ფეხს დავკრავ გადავფრინდები,
ბახტრიონს გალავანსაო.


Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Tue Feb 24, 2009 11:35 pm

“განა ყველასა აქვს მიწა-წყალი,
ასე ლამაზი და კურთხეული?!”


საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის სეპარატისტული სიყვარულის მიუხედავად, ჩემი ვერცდილეტანტური ცოდნა თუშეთის შესახებ ძირითადად ყურმოკრული თურმე შენაქოს ეკლესიის ეზოში გდებულ ლოდზე არსებული წარწერით ”ვინამც თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”თი, “თუში ვარ მაგრამ კარგი ვარ”ით, “რა ლამაზია თუშეთი”თ, ფშავ-ხევსურებივით უცხოდხმოვანი გვარებით, დები თათარაიძეების შემოქმედების სიყვარულით, მშვენიერ ფილმ “თუში მეცხვარე”თი, ჩემი მეცხვარე გიგაური პაპის ზღაპრული მონათხრობებით, სავალალო ჭეშმარიტების გამომხატველი ფრთიანი გამოთქმით “თუშივით გზაზე მოკვდა”, რამოდენიმე თუში ნაცნობით, ჩემი დის თუშქალა დაქალით, დიკლოელი ბელა ვარდიძით და თუშეთისადმი დიდი ინტერესით ამოიწურებოდა...




Last edited by სანათა on Wed Feb 25, 2009 12:47 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Wed Feb 25, 2009 12:09 am

კანცელარიის მაგიდაზე კონვერტიდან (ეგებ მარტო ჩემი თვალისათვის) გამომწვევად ლამაზმა მოსაწვევმა “სტუმრის მოისევ, მზე მოვა” თვალ-გული ისე მიიტაცა, სხვისი გზავნილის ნახვის აკრძალვის ზოგადეთიკური ნორმა დავარღვიე, გავშალე და ხმამაღლა შევიხარბე ჩვენი გენერალური დირექტორის მიწვევა თუშეთის დაცული ტერიტორიების დასათვალიერებლად და იქ ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ინვესტიციის განხორციელების მიზნით...
აქამდე ასე არასოდეს გამხარებია დირექტორის მივლინება... საერთოდაც პირველად ვიგრძენი, რა სარგებლობა მოაქვს ბანკის დირექტორის უცხოურ მივლინებებს ბანკისა და მისი თანამშრომლებისათვის... შემდეგ ბედად ისე სწრაფად და თანაც ჩემს სასარგებლოდ განვითარდა მოვლენები, საბოლოოდ აზრზე მხოლოდ თბილისიდან მე-40კმ-ზე მოვედი, სახლიდან რომ დამირეკეს და მძღოლით და თანამგზავრებით დაინტერესდნენ... ღიმილიანი სიამოვნებით აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ჩემს თავს თანაც ცხადად ხდებოდა და ეს ყველაფერი მშვენიერი იყო... შაბათის ადრიანი დილა იყო, მშვენიერი ამინდი, სოფო ბალავაძის გულუხვი საჩუქარი-ბანკის ემბლემიანი მაისური ტანზე მემოსა, თუშის ბარგივით მუდამ მზა “მაწანწალას ჩანთა” და საძილე ტომარა მანქანის საბარგულში ელაგა და ჩემსავით კმაყოფილი ჩემი ხუთი თანამგზავრი მხიარულად მუსაიფობდა... მძღოლს ჩემიანების დასამშვიდებლად შევეკითხე, ბოლოს თუშთში როდის იყავით-მეთქი და ამაყად გადავეცი ინფორმაცია-სამი დღის წინ-ო... არადა, თურმე სამი წლის წინო უთქვამს, რაც უკან დაბრუნებისას გამიმხილეს ერთხმა სიცილით თანამგზავრებმა!
მაშ ასე: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის და თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის მიწვევით პირველ გასაცნობ მოგზაურობაში თავდაცვის სამინისტროსაგან ნათხოვნი ერთი ვერტმფრენით, გარემოს დაცვის სამინისტროს ორი ჯიპით და სამი ნივით “ქართული ხიბლის საპოვნელად” თუშეთში მივემგზავრებით ბიზნეს ლიდერები, სახელმწიფოს ოფიციალური პირები, ტუროპერატორები და წამყვანი ტელეკომპანიების “იმედის”, “რუსთავი-2”-ის და “მზე”-ს ჟურნალისტ-ოპერატორები.... ჯგუფის ცენტრი, მეკავშირე, სულისჩამდგმელი და მოკლედ ავან-ჩავანი თეა ბარნოვი! ჩემი თავი რომ ვერცერთ ჯგუფს მივაკუთვნე, მაშინ გადავწყვიტე, შესაძლებლობის ფარგლებში პიარკამპანია მომეწყო თუშეთში... თქვენ განსაჯეთ, როგორ გამომივიდა....



Last edited by სანათა on Wed Feb 25, 2009 12:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Wed Feb 25, 2009 12:40 am

სავარაუდოდ, წინა ცხოვრებაში მეკლდეური ვიყავი, ჰოროსკოპით თხის რქა ვარ, სისხლით ცხენს შეზრდილი ფშაველი, ხასიათით ქვისნატეხი და წამითაც კი, აზრადაც არ გამივლია შიში... პირიქითაც, მეორე სწორი გადაწყვეტილება(ირაკლი გილაურის მონაცვლეობის გაბედვის შემდეგ) სწორედ ვერტმფრენის ნაცვლად მანქანით წასვლა იყო, რითიც მთელი გზა უზომოდ კმაყოფილი ვიყავი და მითებს და ლეგენდებს ვყვებოდი.



ვერტმფრენი, რომელიც დავიწუნე... (გამიგოს კეზერამ!)
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Wed Feb 25, 2009 1:07 am

თანამგზავრები ნამდვილად შესაფერი შემხვდნენ...




მძღოლი - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექციის დირექტორი პაატა ხუმარაშვილი, (გვარს რომ ნაკლებად ამართლებდა) სიმპატიური, სიტყვაძუნწი ფშაველი, კეთილი თვალებით და ღიმილით. ფანტასტიკურად ფლობს მანქანას, ემოციებს და სიტუაციას - სავარაუდოდ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზეც(ნეტავ, ის მაინც თუ მომაკრეფინებს ყვავილებს მის სამფლობელოში?!). ორი დღის განმავლობაში ყველაზე გრძელი წინადადება მოგზაურობის ბოლოს ჩემს სახლთან თქვა - მადლობა საინტერესო საუბრებისთვისო...



ჯგუფის მეორე მამაკაცი - ტურისტული კომპანია ”ფრეშ-თრეველის” ასევე სიმპატიური და ახოვანი ტუროპერატორი არჩილ დათეშიძე მთელი გზა რომ გვახვეწ-გვავაჭრებდა მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე და ბოლოს ჯენტლმენობამ მაინც გადასძალა პროფესიული კონკურენციის წესებს და ამ დასურათებულ თხრობაში მისი წვლილიცაა. სამსახურებრივი მოვალეობები მაინც მაღალპროფესიულ დონეზე შესარულა და საკუთარ თავზე გამოსცადა თუშეთში სამანქანე და საცხენოსნო მოგზაურობის ავ-კარგი... მისთვის ძნელი წარმოსადგენი აღარაა, (გზაზე უამრავი ვნახეთ) როგორ მგზავრობდა 20-25 კაცი ზოგჯერ ცხვართან ერთადაც(არ ვაჭარბებ!)კამაზის ძარაზე და ჯიპის საბარგული ტახტრევანად მოეჩვენება... არც ის დაავიწყდება ამიერიდან, ყალყზე შემდგარ ცხენს სადავე რომ უნდა მიუშვას...

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Wed Feb 25, 2009 1:21 am

ესეც პაატას მგზავრი უშიშარი გოგოები!!!



ქეთი სიდამონიძე ამერიკის სავაჭრო პალატის პროექტების ხელმძღვანელი, გამოცხადებული ხალისი და ენერგია,”შანსი არ არის” მოინდომოს და კოცონი არ გააჩღოს, წყალწაღებული საზამთრო არ დაიჭიროს და... ცხენი არ აჭენოს...
ბანკის შვილობილი და ამიტომ ჩემიც შვილობილი ტურისტული კომპანია “ინტერტურის” ტუროპერატორი ნინო არაბული... მისმა ნაზმა აღნაგობამ და ქალურობამ არ უნდა დაგაბნიოთ, სისხლხორციანად ხევსურია და მისი ხევსურული გაბრაზება (“შენ შემოგევლე გაბრაზებაში”)რომ არა, ჩვენ დართლოში არ მოვხვდებოდით და სიამოვნებაც გაგვინახევრდებოდა!!! ბ-ნო ნიკა(მანჯგალაძე), თავისუფლად შეგიძლიათ კვლავაც არაერთხელ მიბაძოთ ბ-ნ ირაკლი გილაურს და თქვენი უფლებამოსილებები ნინოზე გადაანაცვლოთ...






ჩვენი თანამგზავრი - მასპინძელი, ჩვენი თუშქალა - ნატო ყიზილაშვილი ნამდვილი წოვა თუში, ლამაზი, ნიჭიერი, გულიანი და მთაზე თუშურად შეყვარებული... მთელი გზა თბილისიდან ალვნამდე დაუღალავად ცდილობდა ჩვენს გათუშებას და დაუღალავად გვაზიარებდა თუშურ ადათ-წესებს, ომალოში ასულებს თავს დაგვტრიალებადა, წამით არ მოგვკლებია მისი მზრუნველი ყურადღება. თითქმის ყველაფერი, რასაც თქვენ გიყვებით, მისგან შევიმეცნე და მთათუშეთიდან წამოსულს რომ დამაკლდა, დღემდე მაკლია...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: თუშეთი   Wed Feb 25, 2009 10:26 pm



ეს ახმეტის რაიონის სოფლები ზემო და ქვემო ალვნებია, თითქმის მთლიანად თუშებით არის დასახლებული და მათ ხუმრობით თუშეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ისტორიული ლეგენდის თანახმად, თუშთა ბელად ზეზვა გაფრინდაულს (ვაჟა ფშაველას “ბახტრიონის” გმირს) 1659წ ბახტრიონის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის საჩუქრის სანაცვლოდ მეფისათვის თხოვნა შეუბედავს, თუშებს ზამთარში ცხვრისათვის საძოვრები არ აქვთ და აქედან (ბახტრიონიდან) სადამდეც ჩემი ლურჯა გაჭენდება ალაზნის პირად, ის ადგილები მოგვეციო. ნაომარი ლურჯა გაჭენებულა ბახტრიონიდან და ტახტიბოგირთან დაცემულა. თუშებმა პატივით დაუკრძალავთ ცხენი და ზედ ლოდიც დაუდვიათ და სადიდებელი დაუწერიათ:
“ვინამც სთქვა თუშთა დალევა,
ნაპირ მოტეხა ცისია”.
მას მერე დასახლდნენ და გამრავლდნენ თუშები კახეთის მიწაზე ზუსტად მათი მშობლიური მთების ძირში. დღემდე ასე მოსახლეობენ მთასა და ბარს შუა, გზაზე არიან გადებულნი მოუწყენლად და არ ჰღალატობენ მამა-პაპათა ნაფუძვარს და საფლავებს.



ესაა კალმახით სავსე მდინარე სტორი და სტორის ულამაზესი ხეობა. კალმახი წითელ წიგნშია შეტანილი და თევზჭერა არ შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი სიდიდის და სილამაზის ქვები ყრია მდინარეში და მის ნაპირებზე, ქვის უნახავი გახდებით...
თუ ფშავ-ხევსურეთისადმი ჩემი სრულიად გასაგები და გამართლებული განსაკუთრებული სიყვარულის გამო რიგში ჩავაყენებთ, სტორის ხეობა არაგვის და ივრის ხეობების მერე ჩემთვის მესამეა... წარმტაციაააა.... განუმეორებლად!!! ბავშვობაშიც და მერეც ხშირად დავყავდი მშობლებს სვიანაზე, ეზოც მოვაკირწყლე მისი ულამაზესი მწვანე ქვით, მაგრამ სვიანას ზემოთ აქამდე ფეხი არასოდეს დამედგა.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Sponsored content




PostSubject: Re: თუშეთი   

Back to top Go down
 
თუშეთი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: