არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ხევსურეთი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: ხევსურეთი   Sat Feb 21, 2009 1:20 pm

Arrow

ჩემი დიდი პატივისცემა გელა დაიაურს - თავისი ოჯახობით რომ ცხოვრობს შატილში და იქაურ სკოლას ხელმძღვანელობს...

ხევსურეთსაც და მთის სხვა კუთხეებსაც უმრავლოს გელასნაირები!

study

ხევსურებმ სიზმრებ რო დაშინჯესა ერთ ღამით:

“_ რახელ გეძინაო?
_ ქვე რა მეძინა, სიზმრებ ქვე გადამლახეს! ვერ დავდექით კარგ ადგილას, მონა ალაგი ყოფილა, დევების მოსადევრიანი, რო ჩამეძინა, ხევიდან ძახილი მომესმა ჩემი სახელისა, მივადუჟე: რა ხარ, ვინა ხარ, დაგწყევლოს ხახმატის ჯვარმაო. დავწექი ისევა, ცოტა წამეძინა დი ისევ ძახილმა გამაღვიძა : _ “ვაჟო, წამოდი ჩემთან, მარტუას პური ვერ მიჭამიაო, ერთად ვივახშმოთო, ბეღელათ-ბეღელაი ვარო”. შამაშინა დევის ხმამ, სატევარს დავუწყე ძებნა, ძლივს-სამ ვიპოვნე და თავქვეშ ამოვიდე...
_ გუდანის ჯვრის გამარჯვებამ, მეც მაგრა გავილახე სიზმრისაგან, საიდანაც შენ ხმა გაიგონე დევ-ბეღელასი, იქიდან ორი ქალი წამოვიდა ჩემსკე, შავები იყვნენ, უფერნი, მოვიდნენ ახლოში, გაშალეს ხელები და უნდა დამიტაცნონ. “ხელი არ მაკადროთ, თორემ მიგიკლავთ ჯორ-ულაყთ თქვენს მკვდარსაო”, მაინც მომეტანნენ, ირბოლეს თვითონაც და მარბოლეს მეც, მიწას ფეხს არ მაკარებინებდნენ, წიოკობდნენ, ჟრავ-ჟრუვობდნენ: “ჩვენი ხარო, ეხლა ვეღარსად გაგიტევთო”... მერე ყელში დამიწყეს ჭირება, მაღრჩობდნენ, ქაჯი და ქაჯის ქალი იყვნენ. ვახსენე სალოცავი, ვუქნიე ჩემი სატევარი. ვუქნიე ერთს, _ გახტა გვერდზე, ვუქნიე მეორეს, _ გახტა ისიც... გამეღვიძა, როგორც იქნა. თენება მოჯარებულიყო. მონა ადგილი ყოფილა მართლა, ცეცხლი არ უნდა ჩაგვექრო, უნდა გვნთებოდა, ეშმა-ქაჯი ცეცხლს უშინდება.
_ აქ დადგომა ნიადაგ არ იქნება, მონა ადგილია...”



Last edited by გამრიგე on Sun Oct 31, 2010 12:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sun Feb 22, 2009 12:55 am

”ხევსურები კავკასიის მთებში ცხოვრობენ, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიან”. (ნ. კინჩევი)

თავდაპირველად რუკით დავიწყებ და მერე ნელ-ნელა შევავსებ თემას!





ეს რუკა მე და მამაჩემმა გავაკეთეთ.....
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sun Feb 22, 2009 3:00 pm

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ პოეზიის სამეფოა" /აკაკი შანიძე/


ვდებ ლექსს, რომელიც მსოფლიო შედევრად მიმაჩნია და რომლის ანალოგიც დედამიწაზე არ მოიპოვება


ბალადა ვეფხვისა და მოყმისა

მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.
შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია.
ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!


ესეც მამაჩემის (შოთა არაბულის) ნახატი

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sun Feb 22, 2009 10:10 pm





რაფიელ ერისთავი


სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
1881
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Mon Feb 23, 2009 1:48 am



ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი .........სოფელი კორშა..... ..

ზზაფხულობით სულ აქ ვარ ხოლმე და ტუ მოხვდით ხევსურეთში შემომიარეთ აუცილებლად Very Happy
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Mon Feb 23, 2009 11:47 am

როგორ მიხარია,ეს გვერდი რომ გაიხსნა...

sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Mon Feb 23, 2009 5:05 pm

Jalali wrote:
როგორ მიხარია,ეს გვერდი რომ გაიხსნა...

sunny




თქვენ უსათუოდ ხევსურეთში მოგიწევთ გაფრენა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Tue Feb 24, 2009 7:38 am

არაბული wrote:


ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი .........სოფელი კორშა..... ..

ზზაფხულობით სულ აქ ვარ ხოლმე და ტუ მოხვდით ხევსურეთში შემომიარეთ აუცილებლად Very Happy





დიდი მადლობა გიოს ამ სილამაზის ჩვენებისათვის.
მოსწავლეობის წლები გამახსენდა,
ბარისახოში გატარებული...
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sat Feb 28, 2009 9:31 am



ვაჟა-ფშაველა
(ნაწყვეტები წერილიდან "ხევსურები"):
.
ხევსურს უყვარს პოლიტიკაზე საუბარი,ცნობისმოყვარეობით გაგაკვირვებსთ.ხევსურს,იმის გარდა,რომ უყვარს სტუმარი,თავისდა შესაფერად დახვედრაც იცის...სტუმარს ფაფით ან ხავიწით(ერბოში მოდუღებული ფქვილი) გაუმასპინძლდება.როდესაც სასმელს ასმევს ხევსური სტუმარს,ცალ მუხლზე დაჩოქილი,თავშიშველი სდგას სტუმრის წინ,შეაქცევს საუბრით და ცერემონიასაც ეწევა.
.
როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებულიც იყოს,ყველანი ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან:-მოხვედი მშვიდობითაო!(სახელი)_დასხედით,დსხედით,თქვენც დამხვდით მშვიდობითაო.
.
ხევსური "გამარჯვების" მაგივრად ხმარობს "ხელ მაგიმართას",დედაკაცებიც ასე მიესალმებიან ხოლმე კაცებს


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 190
Age : 26
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sat Mar 07, 2009 3:12 pm

აი რო გეუბნებოდით ცისიქითელი ვარ მეთქი... ეს ფოტო არხოტშია არწივისმაღალზე ჩემს მერ გადაღებული..... ზედ საზღვარზე .... სასწაული იყო ნამდვილად ..... დილით კარავიდან რო გამოვედი....


Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Thu Jun 04, 2009 4:04 pm

არაბული wrote:
აი რო გეუბნებოდით ცისიქითელი ვარ მეთქი... ეს ფოტო არხოტშია არწივისმაღალზე ჩემს მერ გადაღებული..... ზედ საზღვარზე .... სასწაული იყო ნამდვილად ..... დილით კარავიდან რო გამოვედი....



გიო ცისიქითელი კი არა ცისზემოთელი უფრო შეგეფერება Smile

Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Thu Feb 03, 2011 10:07 pm



წიგნის დასახელება: "სწორფრობა ხევსურეთში"
ავტორი: ნათელა ბალიაური (1886-1988)
კატეგორია: ეთნოგრაფია
რედაქტორი: ზურაბ კიკნაძე
რეცენზენტები: თ. გამყრელიძე, ა. ჭინჭარაული
მხატვარი: თენგიზ მირზაშვილი
გამომცემლობა: “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"
გვერდების რაოდენობა: 192
ISBN 5-511-00416-2
ყდა: რბილი
გამოცემის წელი: 1991

ანოტაცია: წიგნი მოიცავს უნიკალურ მასალას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ტრადიციული წეს-ჩვეულების - სწორფრობის შესახებ, მის ობიეტქურ აღწერას საზოგადოების სხვა ინსტიტუტებთან კავშირში და კონკრეტული ეპიზოდების მაგალითზე.
ეს მასალა, რომელიც სრულ სიახლეს წარმოადგენს ფართო საზოგადოებისათვის, ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც რიგითი მკითხველის, ისე ქართული ტრადიციული კულტურის მკვლევარებისთვის.



Exclamation

ანა კალანდაძე

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!

1980



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ხევსურეთი   Mon Feb 07, 2011 7:28 pm

გამარჯობა ყველას! არმურზე ახალი ვარ და ალბათ ამ თემის ხშირი სტუმარი გავხდები.პატარ-პატარა მასალებს,რაც მომეპოვება, დროდადრო დავდებ ხოლმე.

ეს დოკუმენტი თავის დროზე საბჭოთა კავშირის кгб-ს არქივებში ინახებოდა. შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მოამბემ ჩვენთან,საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოფინა.

"ამირიკის დიდს მთავრობას,ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს, ბალშოვიკებით.გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან,მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რომ მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ოართ ჩვენ"


მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები

გიგა ლიქოკელი

ვ.გორგილაშვილი

24/VI/36წ”
[url=][url
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Thu Jan 02, 2014 12:53 am

მთხრობელი აპარეკა ალუდაური,
ჩამწერი გოდერძი არაბული, ხახმატი, 1985 წ.


როგორც ანგელოზივ ღვთის წინაშე, ეგრევ ეშმაკივ. ისინივ თანაბარ უფლებით მიდიანავ. ღვთით აქვ ნება და მიდიანავ. სოლომონ ბრძენმ თქვისავ. ლოცვითავ სამჯერ გავათაენივ ეგენივ. სამჯერავ თითოივ გადამირჩავ. მესამედაც რო გავათაენივ და ერთ კიდე გადამრჩავ, მაშინავ ღმერთს შავსცოდევ მეავ: ეგენიცა ღმერთის გაჩენილ ყოფილანავ. ჰოდა, ეს არ უნდა გამეკეთავ. დევ რო კაცს შეებმის, იმას უფლება არა აქვ, რო მეტის ძალით შეებას, რაც კაცს ძალი აქვ. ხოლოდ თავად თვალში თვალ უნდა გაუყარასავ და ისრ შეებასავ. არ შაიძლების, არ უნდა იხმარ იარაღი. დევს ხკვლენ, როგორ არ ხკვლენ, ხოლო თავ ედების იმათაი და არც მეეშობისავ, იმათაში მაინც მახკვლენ ვის. ერთ კაცს დევი გასძმობილებივ და ძმად გახფიცვია და უთქმავ, რო წეედივ ეეხლადავ, შენ დიაცს ხავიწ ადუღებიევ და ის წამამიტანევ. ხოლო თუ გკითხასავ, რაად გინდავ, სად მიგაქვავ, არც უკუღმ მიხედავ და არც ის უთხრავ. გამასდგომივ ე ცოლ, რო ადუღებივ ი ხავიწი, აი ეშმაკ როა დიაცი. "სად მიგაქვავ, რაად მიგაქვავ, მაბრუნდიო" და მაბრუნებულ და "თავი დამანებეო", უძახებავ ემ კაცს. წასულა და, მე რო მივედივ, საცა პირობა გვქონავ, აიქიდანავ იქითაივ გორზე გავარდავ. "დადღო დადღის ძეო!" მიძახავ, კალთაში დამალულ სახნის-საკვეთელ გამაიღავ: "დიაცის ენამავ აეს სახნის - საკვეთელ დაგაცდინავ". დაიმალავ აისივ და დაიკარგავ. ალბათ ის სახნის-საკვეთელ ისეთა იყვავ, რო იმით დახნულ-დათესულ აღარ მათავდებოდ. იქნებოდ და იქნებოდ.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4293
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ხევსურეთი   Sat Sep 10, 2016 9:41 pm

ამბავი მარტია მისურაულისა


შუაგულ ხევსურეთში სოფელ გუდანის მახლობლად, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს უძველესი ნასოფლარი ჭორმეშავი, საიდანაც არაგვის ვიწრო ხეობას გაჰყურებს დაქცეულ ციხე-კოშკთა ნაშთები და კლდეში გამოკვეთილი ბუნებრივი ციხე-სიმაგრე.
აქ იდგა ხევსურთა ფარად “ერისთავის მტერი” მარტია მისურაული (გოგოჭური).
სამარეში ჩაჰყვა არაგვის ერისთავებს ჭორმეშავის აუღებელი სიმაგრისა და მასურაულის ჯავრი:

“ზურაბს ჯავრი ჰკლავს ორისა,
ხევსურეთისა, მშავისა,
ხევსურეთ ჭორმეშავისა,
ჭორმეშავ კლდისა შავისა,
შიგ მდგარის მარტიაისა,
ფხა-სისხლიანის ხნალისა” –ო.

ამაყად მღეროდნენ ხევსურნი, მაგრამ ყველაზე დიდ მტერს, დრო-ჟამს უიარაღოდ მიუნგრ-მოუნგრევია და შეუმუსრავს ჭორმეშავი და მისი სიმაგრენი, დაუფანტავს მისი მკვიდრნი. კლდოვანი სიმაგრისაკენ მისასვლელი ქვის კიბე-საფეხურებიც წაშლილა და ხავსს დაუფარავს. საბოლოოდ 1813 წელს გადაუწვავს და მოუთხრია “ხევსურეთის დამსჯელ ექსპედიციას” _ ალექსანდრე ბატონიშვილს გამოდევნებულ ჯარს.
ტანად დაბალი, შეუპოვარი, თავზეხელაღებული და მტერ-მოყვარეთაგან “დეკის კვერნად” (ვარ. “კლდის მელა”) წოდებული მისურაული არ ეპუებოდა არაგვის ერისთავებსა, თუ ჩრდილოელ მტრებს, ხშირად მარტოკა მიდიოდა შურის საძიებლადა და სათარეშოდ და შინ სახელიანი ბრუნდებოდა. “დაბლა იყვისავ, კოჭთავ ჯაჭვის პერანგის ბოლოთ ახლიდისავ, მაგრამ შუღლში სამ არშინით მაღლა ჩანდისავ ხალხზეითავ”.
განსაკუთრებული შიში და ინტერესი ჰქონდა ზურაბ არაგვის ერისთავს მარტია მისურაულისა: _ “ეგ რაით მიზამს ზიანსაო”. მოსყიდვა-დაბალითებითაც მრავალგზის სცადა: _ “ნეტავ ქრთამს ვერ მივცემდია, მისურაულსა ხმლიანსა”-ო, მაგრამ მარტია ერისთავის შუამავლებს ახლოს არ იკარებდა.
ზურაბ ერისთავი როდესაც ხევსურებს შემოურიგდა, მარტია მაინც მტრობდა მას, სდევნიდა მის კაცებსა და ბეგრის მიცემაზეც უარი განუცხადა. იგი “ზურაბის ხმლის ნარჩომ” ხევსურთ მაინც ბრძოლისაკენ მოუწოდებდა: “ხმლითა ვსცათ, _ მარტიამ უთხრა, ადგილი ჩვენ დაგვრჩებისა”.
დ. გოგოჭურის მიხედვით, სისხლისაგან დაცლილ ხევსურებს ზურაბ ერისთავმა ბეგარი _ კომლზედ თითო ცხვარი დაადო. სანაცვლოდ სვევსა და მარილს შეჰპირდა. ბეგარი ერისთავის მოხელემ ვინმე ჩოფინემ თუ ჩოფიკემ აკრიფა და საძელის უღელტეხილით ხევისაკენ გარეკა.
მარტია მისურაული და ხახმატელი იმედა ფერაული (მინანაური), რომელსაც პირადი მტრობა ჰქონდა ერისთავთან (იმედას დედა მინანი ერისთავმა სიკვდილით დასაჯა), სხვა ხევსურებისაგან ფარულად, ფეხდაფეხ მიჰყვნენ ერისთავის ხალხს, სძელეზე დაეწივნენ, ამოხოცეს და ბეგარი უკანვე გამორეკეს. ჩოფინეს კი ბატონის ნაბოძები ცხენ-იარაღი წაართვეს და ერისთავთან დააბარეს: “მოსაცემი ხალხმა მოგცა და ამიტომ იმათთან საქმე ნუ გექნება. მოცემული კი შენს მსახურთ ებარა და ამით ჩვენ წავართვით, მტრები ჩვენ ორი კაცი ვართო”. (დ. გოგოჭური).
ერისთავი საბოლოოდ მიხვდა, რომ “უტი” ხევსურების დამორჩილება, სანამ მარტია მისურაული და სხვა მეამბოხენი ცოცხალნი იქნებოდნენ, შეუძლებელი იყო.
ერისთავმა ხევის მოურავის შიოლა ღუდუშაურის რჩევით გადაწყვიტა მოტყუებითა და ღალატით ხევსურთა თავკაცების სრული განადგურება. მცირე ამალით, საჩუქრებითა და ზღვენ-საკლავებით აბრძანდა ხევსურეთში არაგვის ერისთავი. გუდანის ჯვარი ილოცა და სანეს მთაზე გამართა კარავი. აქვე დაიბარა სათითაოდ რჩეული ხევსურნი თემ-თემისა და თეიმურაზ მეფის სახელით თრუსო-დვალეთის ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის ნახევარსაც მთლიანად ხევსურთ შეპირდა.
“ჩამამივიდან ხევსურნი, ვინც ომში გამადგებისა; მარტია მისურაული ნიადე ნუ დადგებისა”, მარტია მისურაული არ გამოცხადდა სანეს, რაც ნიშანი იყო მისი შეურიგებელი მტრობისა ერისთავთან. ამ ამბავმა ხევსურთა წყრომაც კი გამოიწვია.
ხევსურებმა ერისთავის ლაშქარში გასვლა ერთი პირით გადაწყვიტეს, მხოლოდ ქმოსტელ მჭედელს სამნა ბურდვიაულს არ მისცეს ნება საომრად წასვლისა _ ვაითუ ხმლებისა და თოფების მჭედელი მოგვიკლანო.. სამნამ შინ დარჩენა ძლიერ ითაკილა: _ “ნათვალი ორ, არ მიხდებოსა”-ო.
იმავ ღამეს მარტია მისურაული და იმდეა ფერაული თავზეხელაღებული ხევსურებით ზურაბის კარავს დაეცნენ და “ხმლითა სცეს” ერისთავიანებს. ამ შუღლსა და არეულობაში ერთი ხევისბერიც მოკვდა.
ჯვარისკაცზე შუღლისა და “ერისთავის გაჯავრებისათვის” ხევსურებმა მარტია მისურაული “აჯურუმეს”. ხევისბერის სიკვდილშიც მასვე დასდეს ბრალი. “დაიჯაჭვნიან ხევსურნი, ჯაჭვიღ ცხენებზე შასხდიან, შაიყარნიან სანესა, მაგარ პირობა შაკრიან, რად გააჯავრა ზურაბი, მარტიას ჯურუმს სთხოვდიან”.
ერისთავმა ხევსურების დახმარებით თრუსო-დვალეთი დალაშქრა და გამარჯვების აღსანიშნავ ნადიმზე სამოცი რჩეული ხევსური ღალატით ამოხოცა. ამ სისხლიანი ნადიმის ხელმძღვანელი სწორედ ის მოხევე ჩოფინე გახლდათ, რომელიც მარტიამ ცოცხალი და სირცხვილიანი გაუშვა ხევსურეთიდან.
ისევ მარტია მისურაული და იმედა ფერაული მოევლინნენ შურისმაძიებლად ერისთავებსა და ხევსურთა ამოხოცვის სხვა მონაწილეთ. ამით ხევი დალაშქრეს მიუხტნენ ხევსურთა ჯალათს, ვინმე “ირემას”, რომელსაც ცოლი მოსტაცეს. შემდეგ კი სხვა “ერისთავიანებს” დაჰყვნენ და “მწარე სადილი აჭამეს”.
მარტიამ მთლიანად ამოხოცა ერთ-ერთი ნათესავის ოჯახი და იქიდან საკიდელიც წამოიღო. “მარტიას გამაუვლიან გარე კახეთის მთანია, ერისთვიანებ უხოცავ. ცეცხლზედ დაუსახამ წყალია, საკიდელ ჩამაუგლეჯავ, სახლის უმტრევავ კარია”.
არაგვის ერისთავებს ხევსურების წინააღმდეგ სხვა ქართველ მთიელებთან ერთად გამოჰყავდათ დაქირავებული ქისტები, ოსები ლეკები და თვით ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე მდგარი ყიზილბაშები. მარტიას სპარსელტა მარბიელი ჯარის წინააღმდეგაც უბრძოლია: “მაჰმადის ლაშქარს ვინ ჩახოცს? _ მარტია მისურაული”. (“ურჯულო დოლბანდიანის” წინააღმდეგ ბრძოლა გორშეღმის ხეობაში მომხდარა).
აღზევებულან გუდანის ჯვარი და მისი ყმანი. ერთდროულად ამდენი სახელიანი ხევსური არასოდეს შეყრილა ბეღლისკარს და არც ამდენი საკარგყმო მისდენია არასოდეს ვინმეს. არაგვის ერისთავებთან ბრძოლამ ბევრს მოუხვეჭა სახელი. მარტია მისურაული იმის მაგივრად, რომ საკარგყმო სკამზე იჯდეს “ერისთავის გაჯავრებისათვის” ჯვარში საჯურმო-საძენგლო საკლავს აკლევს. უკვე გაზაფხულდა, ახლოვდება დიდი დღეობა გუდანის ჯვარში. დღეობა აღვსებისსა და განახლებისა. ჟამი “ველობისა” და ახალ საგმირო საქმეთა წარმოჩენა-შეფასებისა. მარტიას თანამებრძოლთაგან ბევრმა მახვილი უკვე ქარქაშში ჩააგო და ახლებს დაულოცა გზა. მარტია_ “ბებერი მგელი” კი არ ისვენებს, მითხოელთა ჯავრი სჭირს, რომელთაც მოკლეს ძმა მისი ჯარია და იმედა ფერაული _ “ლაშქართა წინამძღვარი”.
“ჭორმეშავ ტირის ქალები, ქმოსტში წვიმს აქაც მოგვივა. გაზაფხულ რახან მავიდას, მარტია ველად გაგვივა, სახელის მოყვარული აწ, შინ რაით აღარ მაგვივა, მითხოლს საკიდელს ჩამახსნის, სანეს საკარგყმოდ მაგვივა”.
გუდანის ჯვარში ჯარზედ შეყრილ ხალხს მარტიას ცოლისთვის უკითხავს: _ სად ასავ მარტიაივ?
_ არ ვიცი, მუხის სოლებს თლიდა და ისინიც თან წაუღიაო.
სანედან დაუნახავს ხალხს მათკენ გორდაგორ მომავალი მისურაული, წელზედ საკიდელი ჰქონია შემოხვეული.
_ უყურეთ მაგ დეკის კვერნას, სახელი მოაქვსო, _ უთქვამს ხირჩლა ბაბურაულს.
შემოირიგეს მისურაული და გუდანის ჯვარში დაგვიანებული მაგრამ ღირსეული საკარგყმო დაუდგეს.
გაერთიანებულმა ქისტ-ლეკებმა ჩაგვირილასა და უსუფის წინამძღოლობით ხევსურეთი დალაშქრეს. ბისო-ხახმატი მოაოხრეს და ხევსურეთის სხვა სოფლებს შეესივნენ. მტრის ჯარის ერთი ნაწილი ჭორმეშავს დაეცა. ჭორმეშივნები სიმაგრეში იყვნენ გამაგრებულნი და იქიდან აყრიდნენ მტერს ისარსა და საგორავს. ლეკებმა ვერაფრით მოახერხეს სიმაგრეში შეღწევა. მაშინ გამოქვაბულის შესასვლელს ღვია მიაყარეს და ცეცხლი მოუკიდეს, რათა კვამლში გამოეხრჩოთ ხევსურები ან გარეთ გამოერეკათ. გამოყრილან ჭორმეშიონნი, ერთიანი ძალით ჰკვეთებიან მტერს და უკან გაუბრუნებია. მარტია მისურაულს შუბით გაუგმირავს ლეკთა ბელადი: “შუბსა ჰკრავს დააგდებიებს, ბელადსა ლეკებისასა”.
ლეკები არაგვის ხეობას დაჰყვნენ დათვისამდე და მოითარეშეს. უკან მობრუნებულმა ქმოსტ-როშკა და ღული დალაშქრეს, მიაგნეს გახიზნულ მოსახლეობასაც და ტყვედ წაასხეს. ლეკთა ლაშქრის ერთი ნაწილი ღულის ჭალაში, ერთ შემაღლებულ გორზე დაბანაკდა, სადაც მათ კვიცი დაკლეს და ნადიმი გამართეს. (ამ ადგილს ახლაც “კვიცდანაკლავ გორს” ეძახიან.)
იმ გორის მოპირდაპირე მხარეს, შეუვალ კლდოვან ფერდობზე მდებარეობს ღულელთა სიმაგრე-სახიზარი და ჩაგვირილას შემოსევის დროსაც იქ ყოფილა მთელი სოფელი გახიზნული, როგორც სჩანს ეს მტერმაც იცოდა. მიხედავად დიდი დანაკარგისა, ლეკებმა მოახერხეს სიმაგრის აღება და ერთიანად ამოხოცეს ღულელები. ღულელები საყვედურს გამოთქვამდნენ სხვა ხევსურთა მიმართ, რომ ისინი არ მიეშველნენ მათ: “მხარ არ გვიჭირეს ხევსურთა, მარტოთგან არ გადიოდა”.
მაგრამ, როგორც სხვა გადმოცემებიდან სჩანს, ღულელთა დასახმარებლად ხევსურთა ერთი ნაწილი წასული ყოფილა მარტია მისურაულის წინამძღოლობით. ისინი მიწნილთან მტრის რაზმს გადაჰყრიან და დაჰგვიანებიათ. “... კვიცმანაკლავის გორზედა კლდეს მაეფარა, კიოდა, გამაერია ლეკებსა, სისხლის წყალივით დიოდა, ვერ მიეშველა დროზედა, თაოდაც ამას ჩიოდა...”
მარტიას ღრმა სიბერემდე უცოცხლია. “... ბრალია მარტიაისად, სიბერემ უყვის ძალიო...” _ ამბობს მელექსე.
მოგვიანებით ჭორმეშიონნი ადგილიდან აყრილან და იქვე ყომენჩავს გადასახლებულან. დაცარიელებულა და დაქცეულა მარტია მისურაულის ციხე-სიმაგრეც, მაგრამ ნანგრევებიც ჯვარს დაუჭერია და წმინდა ადგილად ქცეულა.

შოთა არაბული, "ნარჩევი ხევსურები"

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ხევსურეთი   

Back to top Go down
 
ხევსურეთი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: